IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> სუბლიმინალური რეკლამა - გაფრთხილდით!
giorgi.milani
post Mar 26 2013, 08:37 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





დღეს ბევრს ლაპარაკობენ ე. წ. 25-ე კადრზე, ანუ სუბლიმინალურ რეკლამაზე (Subliminal message), რომელიც, როგორც ამბობენ, მოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერებაზე ვიდეო კადრებში დაფარული რეკლამის ჩამონტაჟებით (25-ე კადრი). მეთოდის ავტორია ჯეიმს ვაიკერი. მიუხედავად იმისა, რომ ვაიკერმა უარყო ადამიანებზე 25-ე კადრის ზემოქმედება, მთელ რიგ ქვეყნებში ამგვარი რეკლამირება მაინც აკრძალულია.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის მხედველობას თითქოსდა შეუძლია გაარჩიოს წამში 24 კადრი (თუმცა ეს ზღვარი ეკრანზე ობიექტის მოძრაობასა და კიდეთა სიმკვეთრეზეა დამოკიდებული). ამიტომაც, ჩამონტაჟებული უცხო კადრი, რომელიც ეკრანზე 1/24 წამში ჩნდება, არ აღიქმება ცნობიერების მიერ და პირდაპირ ქვეცნობიერზე გადის. მეცნიერთა აზრით, ქვეცნობიერი ღებულობს ტვინის მიერ აღქმულ ყველა ინფორმაციას, შემდეგ კი იმ ინფორმაციის დასამუშავებლად, რომელიც აღქმული იქნება როგორც უმნიშვნელოვანესი, ირთვება ცნობიერება. ამგვარად ხარისხდება ტვინში ინფორმაციის რაოდენობა, რომელიც აღქმის ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება აჭარბებდეს 1/25 კადრსაც კი (მაგალითად, ჩვეულებრივი სატელევიზიო რეკლამა), ამდენად "დაფარული" რეკლამა შესაძლოა ჩვეულებრივზე ნაკლებად პროდუქტიულიც კი იყოს.

ზოგიერთთა აზრით 25-ე კადრი სულაც არ არის დაფარული: მაყურებლის თვალი აღიქვამს ყოველ კადრს, მაგრამ მხედველობის ინერტულობის გამო მსგავსი კადრები ერთმანეთში ირევა და ცალკეულ კადრს ადამიანის მხედველობა არ გამოჰყოფს.

მიუხედავად ამგვარი შეხედულებისა, საერთაშორისო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი New Scientist-ი წერდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ქვეცნობიერი რეკლამა ნამდვილად მუშაობს და აქტიურ ზემოქმედებას ახდენს მაყურებელზე. ამისთვის შეტყობინების ნაკადში (მაგ. მორბენალ სტრიქონში, ციფრებში და ა. შ.), რომელიც დროის მცირე მონაკვეთში ჩნდება ეკრანზე, "ჩაკერებული" უნდა იყოს სუბლიმინალური რეკლამა. საიტ Adverme.ru-ს ცნობით, ნიდერლანდებში, ნეიმეგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, იოჰან კარემანსის ხელმძღვანელობით ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა სუბლიმინალური რეკლამის ზემოქმედება, ოღონდ გარკვეულ პირობებში. შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Experimental Social Psychology.

ყოველივე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ თუ ზოგიერთ შემთხვევაში სუბლიმინალური რეკლამის შესახებ მაყურებელმა არაფერი იცის, დღეს ამგვარ მეთოდს უკვე აშკარად მიმართავენ და რეკლამასაც კი უწევენ. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი რუსული საიტი გახდომის მსურველებს სთავაზობს "იმკურნალოს" 25-ე კადრის, ანუ ადამიანის დაჰიპნოზების მეთოდით (მეთოდის სახელწოდებაა Slender+). მრავალი დაინტერესებული პირი ეგება ამ აკესზე და უცხო პირებს შესაძლებლობას აძლევს ხელი აფათურონ მათ სულებში. გაფრთხილდით, გახდომის მსურველებო, წარმავალი ინტერესების გამო ნუ დაიღუპავთ მარადიულ სულს და წარწყმედის გზას ნუ შეუდგებით. ნუ დაუჯერებთ სუბლიმინალურ რეკლამებს, რაოდენ დამაჯერებლად და მაცდურადაც ჟღერდნენ ისინი.
astronomer2.gif

წყარო: "აპოკალიფსისი".


Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Zet
post Oct 23 2021, 06:06 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(chemikerin101 @ 23rd October 2021 - 01:51 PM) *
კარტოფილის დარიგება?


clap2.gif Just_Cuz_01.gif ვახ, ძალიან გამაცინე
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 10:24 AM