IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მოხეტიალე
ano
post Feb 5 2017, 01:20 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





წყარო: http://masterkosta.com/book/Otkrovenie_Strannika.pdf

მოხეტიალე
წაკითხვის შემდეგ ჩემს შესახებ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები, თუ ვინ ვარ, რამდენად სანდოა მოტანილი ინფორმაცია. ჩემი სახელი, გვარი ასაკი და ა.შ. არაფერს გეტყვით ჩემს შესახებ ამიტომ ამ თემაზე ჩაღრმავებას აზრი არა აქვს. გარეგნობაც ჩვეულებრივი მაქვს (თუ არ ჩავთვლით გამოხედვას), არაფრით გამოვირჩევი თქვენგან, ამიტომ ჩემს ძიებას ხალხის მასაში აზრი არა აქვს. გარეგნულად უბრალოდ ადამიანი ვარ, ხოლო თვალებში თქვენ ჩვეულებრივ არ იყურებით, ამიტომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ დაინახავთ, იოლი წარმოსადგენი რომ ვიყო მაგალითად ვიქნები 30 წლის, რუსეთში მცხოვრები ვინმე ვანია. ხოლო ვისთვისაც მნიშვნელოვანია სტატუსები და რელიგიური კუთვნილებები, მაშ წარმოგიდგებით: „გამარჯობათ, მე მოხეტიალე ვარ“, ანუ მაღალი სიმკვრივის არსება. ამ ადამიანურ სხეულში მე ვიმყოფები ჩანაცვლებით მოლაპარაკების თანახმად 2011 წლიდან, განუსაზღვრელი ვადით. თქვენთან რთულია, ხოლო ძალა ყველას უსაზღვრო არ გააჩნია. ბოლოს დაწვრილებით მოგითხრობთ ჩემზე და ჩემნაირებზე, საერთო განვითარების მიზნით.
(კაცობრიობას) ხალხს არ გააჩნია ნების თავისუფლება, და მთელი ისტორიის მანძილზე მისკენ ისწრაფვიან. რა არის ეს მისწრაფება, რატომ და საიდან ჩნდება, _ ამის ახსნას შევეცდები. ეს წიგნი დაწერილია გასაგები და უბრალო ენით, რთული სიტყვათა წყობის გარეშე, მაგრამ ამავე დროს იგი თქვენს ტვინს აიძულებს გამოეთიშოს მრავალჯერ. ამიტომ ასეთ მომენტებში საჭიროა დაუბრუნდეთ წინა გვერდს, გადაიკითხოთ ტექსტი ისევ და ისევ, სანამ თქვენი გონება მას არ გაიგებს. ეს მომენტი იქნება ცნობიერების გამონათება _ „ვაა, გავიგე!“ იმედი მაქვს ჩემი ცოდნა და შრომა სასარგებლო იქნება ადამიანებისათვის

შესავალი.
კაცობრიობა_ ეს არის ექსპერიმენტი, მისი მიზანია გაზარდოს განსაზღვრული სულები (მართალი არსებები). გარეგნობას არა აქვს მნიშვნელობა, ახლა ის ვისაც თქვენ ხედავთ სარკეში, ეს არ არის პირველი და უკანასკნელი მათგანი. რეალურად თქვენ ყველანი ერთნაირად გამოიყურებით, მთლიანის იდენტური ნაწილები ხართ. თქვენ განგასხვავებენ ენერგეტიკულად, პერსონალური კოდით (ის უნიკალურია) საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერის პოვნა წამიერად ხდება. ამავე კოდს შესაძლოა ვუწოდოთ ბედი, აკაშის ქრონიკები, დანიშნულება და ა.შ. მათი არსი ერთია. აქ მთავარია გავიგოთ, რომ ყველა ერთის ნაწილია, აბსოლტურად იდენტურნი, აქ ყოფნის მიზანია გზის გავლა. გზა თავისთავად ირჩევა დასაწყისში, ასე რომ არაფერია ბედის ბრალი, რაც გვსურდა ის მივიღეთ, ტანჯვაც არ ღირს, რადგან ეს არავის სჭირდება. გზის ნორმალურად სწორად გავლის შემთხვევაში, ადამიანი ბედნიერია, თუ ის განიცდის ტანჯვას, ესეიგი გზას გადის არასწორად, შეცდომებით. თქვენი ემოციები_ ესაა როგორც ნერვული დაბოლოებები, როდესაც გტკივათ, ესეიგი არაა ამის გაკეთება საჭირო, როდესაც ბედნიერი ხართ ესეიგი სწორ გზაზე ხართ. ამიტომ ჩვენთვის სიველურეა იმის ყურება თუ როგორ ირჩევთ თავად ტკივილის და ტანჯვის გზას თქვენივე უვიცობით, ეს ისეთივე სიველურეა ვთქვათ თქვენ რომ შეხედოთ როგორ ჰყოფს ცეცხლში ხელს ადამიანი და უკვირს რომ მტკივნეულია, ხოლო დამნაშავედ მიიჩნევს მას ვინც ამას არ აკეთებს. იმედია ეს გასაგებია. ასევე თქვენ გაგაჩნიათ ძლიერი იარაღი_საერთო ცოდნა. საკმარისია მხოლოდ რომ ყველამ მოინდომოს რაღაცის შეცვლა, და ასეც მოხდება. სწორედ საერთო ცნობიერებისათვის მიდის ბრძოლა, თქვენთვის ცნობილი კეთილისა და ბოროტის ბრძოლა ადამიანთა სულებისათვის. იმისათვის რო გაიგოთ თუ როგორ მუშაობს ეს, მაშინ გაიხსენეთ როგორ გამოიყურება მედუზა საცეცებით. თქვენ საცეცი ხართ, მედუზა_ ერთიანი მთელი (ერთიანი შემოქმედი, გონი, შემქმნელი, ლოგოსი, ღმერთი). რაც უფრო შევარხევთ საცეცს, მით უფრო მტკივნეულია და ყურადღებას მიაქცევს მას, ან დაანორმალიზებს შეგრძნებებს. ასევე იქცევა ადამიანი და ნებისმიერი არსება, იმიტომ რომ შექმნილია ხატად და მსგავსად, და სხვაგვარად ვერ იქნება. ეს ასე ვთქვათ ძირითადი გაგებაა. აქედან დასკვნა: როდესაც ბედნიერი ხარ _სწორ გზაზე ხარ, ხოლო როცა ტანჯვა და ტკივილია, მაშასადამე რაღაცის შეცვლაა საჭირო, თუ არადა უარესი იქნება.

სქრუქტურა
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ადამიანი (თქვენთვის ეს ტერმინი უფრო მარტივი გასაგებია, თუმცა ეს არასწორია, მაგრამ არაუშავს) წარმოადგენს ენერგეტიკულ სუბსტანციას, გამკვრივებლს ბოლოში (уплотняющуюся к низу), ანუ მას რასაც თქვენ ხედავთ, შეიგრძნობთ და ა.შ. თქვენი სამყარო _ ესაა ყველაზე დაბალი რაც კი არსებობს. მე კი ასე გამოვხატავდი: თქვენი სამყარო _ ესაა დიდი კოსმოსური სამრეცხაო, ყველაზე ცუდების თავშესაყრელი, რომელსაც განავლის გარდა არაფრის წარმოება არ შეუძლია.
გამოგზავნილი ხართ თქვენ აქ იმისათვის გაიგოთ, რომ ეს განავალი _ ცუდია. თქვენი აქ ყოფნის ვადა განუსაზღვრელია, გამოსწორებამდე. სწორედ ამიტომაა აქ ამდენი საპყრობილე და არსებობს გაგება გამოსწორება და დასჯა__ ყოველივეს აქვს მსგავსი სახე. ასე რომ თქვენი სხეული ესაა ენერგეტიკული კოლტი ერთტონალური ფერის (იდეალურ მდგომარეობაში). თქვენი სხეულის ფერი დამოკიდებულია ემოციურ მდგომარეობაზე, დაბერების საკითხზე, ავადმყოფობაზე და წვრილმანებს პირდაირი კავშირი აქვს ამასთან. ემოცია _ არ არის ლოგიკა, ისინი წარმოიშვებიან მზის წნულში, მაგრამ არანაირად თავში, მათი წარმოშობის თანმიმდევრულობაა _ ჯერ ემოციები, შემდეგ ფიქრები, და არა პირიქით. ყველაფერი რასაც საფუძვლად აქვს თავისი ლოგიკური აზრი, ხოლო შემდეგ განცდილი ემოცია, არის ტყუილი, საკუთარი თავის მართვას მივყავართ ტანჯვამდე. ტვინი (ლოგიკა) შექმნილია რომ ემსახუროს ადამიანს, და არა პირიქით. თუ ისინი (ფიქრები) იბადებიან და მივყავართ ტანჯვამდე _ განდევნეთ ისინი, გააკეთეთ ყველაფერი პირიქით, რაოდენ სულელურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს, როგორი თვითგამართლებაც არ უნდა ქონდეთ მათ _ისინი არ არიან თქვენი, თქვენ გმართავენ, თქვენ გაიძულებენ იტანჯოთ. ამის დანახვას უმეტესობა თქვენგანი ვერასოდეს ვერ შეძლებს, ისინი თქვენთვის სხვა რეალობაში არიან, მაგრამ ისინი არიან და ისინი თქვენი მმართველები არიან. იდეალური მონობა ესაა მონა რომელიც ფიქრობს, რომ ის თავისუფალია, და აკეთებს ყველაფერს რომ დარჩეს მონად. ენერგეტიკულ პლანზე ეს გამოიყურება როგორც შავი კოლტები თავზე ძაფებით, და ადამიანები როგორც მარიონეტები, რომლებსაც ამოძრავებენ როგორც სურთ. მაგრამ ეს მმართველები არ არიან უძლიერესები. მათ შესაძლოა და საჭიროა რომ შევეწინააღმდეგოთ, და დროთა განმავლობაში ისინი შეგვეშვებიან, ეს არ არის მარტივი, მაგრამ სხვა გზა არ არის. როგორც სირაქლემამ რომ ჩავრგოთ თავი მიწაში და წარმოვიდგინოთ რომ ბედნიერება არ დანახვაშია. ყველა ვინც ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია, მაშინ ჩემი სიტყვები იმედს გაგიცრუებთ. ეს შეუძლებელია, რადგან ცხოვრება თქვენთვის შექმნის მუდმივგანმეორებადი მოვლენების ჯაჭვს, სანამ ამ ნეხვში ცურვა არ მოგბეზრდებათ. საკუთარი თავისგან ვერ გაიქცევი, საკუთარ თავთან მხოლოდ მისვლაა შესაძლებელი, ესაა ბედნიერების გზა.

მაგალითები.
ახლა ერთერთ ემოციაში (ალბათ სწორად ვთარგმნე) ეძებეთ სიყვარული, ის არის, ხოლო როდესაც იპოვით მიიღეთ ის, განდევნეთ ყველაფერი რაც მას გართმევთ, და ყველაფერი გააკეთეთ მის შესანაჩუნებლად და გასამრავლებლად, ეს ერთადერთი გზაა რომ თავი დააღწიოთ დახურულ წრეს. მასში დარჩენაც არ გამოვა, საკითხავია რამდენი ტანჯვა და ყკივილი უნდა აიტანო სანამ არ მოგბეზრდება. ხოლო შემდეგ ნათელი გახდება, რომ გამოსავალი ყოველთვის იქვე იყო, მხოლოდ ხელი გაიწოდე. შემდეგ, იტირებთ, იცინებთ, ლამის მოკვდეთ ადრე დაბლოკილი ემოციების ამოფრქვევით, ეს ერთ კვირაში გაივლის და ყოველივე შეიცვლება. ხოლო შემდეგ გაიხსნება მთელი სამყარო, შეგიძლიათ დაჯდეთ ხის ძირში და თავი ჩათვალოთ გასხივოსნებულად. მაგრამ ჯერ ისევ მონები ხართ, იმართებით 24/7, 365 დღე წელიწადში მთელი ცხოვრება. ის გიშვებთ მხოლოდ სიკვდილამდე 15 წამით ადრე, რადგან აღარ ჭირდებით, გტოვებს როგორც უსარგებლლო ნაგავს, ამ დროს თქვენ შეგიძლიათ მთელს თქვენ ცხოვრებას შეხედოთ თავისუფალი თვალით, თითქოს გვრდიდან.

(გაგრძელება იქნება) rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 03:02 AM