IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> Иммануил Великовский, "Миры в столкновениях" და სხვა
Emigranti
post Dec 2 2009, 11:16 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Иммануил Великовский
Миры в столкновениях (თუ ლინკი მოკვდა, გვამცნეთ )



თუ ვინმეს თქვენს სანაცნობში არ სჯერა მოახლოებული კატაკლიზმების, მათი ციკლური ხასიათის და წარსულში უკვე არაერთხელ მოხდენისა, არ სჯერა არც ერთი ეზოთერიკოსის, პარაფსიქოლოგის, ჩენელის თუ ნათელმხილველის ვერსიისა და მაინცდამაინც მეცნიერულ საბუთებს ითხოვს. მაშინ მიეცით მას ველიკოვსკის ნაშრომები და თუ წაიკითხავს, გარწმუნებთ თვალები შუბლზე აუვა. იქ სწორედ ისტორიულ, არქეოლოგიურ, გეოლოგიურ, თუ ასტრონომიულ ფაქტებზე დაყრდნობითაა დადასტურებული წარსულის გლობალური კატაკლიზმები და მათი ციკლური ხასიათი.

ავტორის შესახებ



მიუხედავად იმისა, რომ იგი რუსეთში დაიბადა, როგორც რუსი, ასევე საბჭოთა მკითხველისთვის იგი უცნობი იყო. მსოფლიოსთვის იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ამერიკელი ექიმი, ფსიქოანალიტიკოსი და ისტორიის, გეოლოგიის და ასტრონომიის სფეროში, ნეოკონვენციური თეორიების ავტორი. მან ფარდა ახადა, ძველი მსოფლიოს იტორიის თუ გეოლოგიის ძალიან ბევრ, ბურუსით მოცულ, საიდუმლოებას.

მაგალითად, მეცნიერები დღემდე პოულობენ გაყინული მამონტების ნაშთებს, რომლებიც იდეალურადაა შენახული. მათ პირში ნახევრად დაღეჭილი ბალახიც კი აღმოაჩნდებათ ხოლმე, ანუ ისინი მომენტალურად იქნენ გაიყინულები. რა შეიძლებოდა მათი ასე უცბათ გაყინვის მიზეზი ყოფილიყო? თან საინტერესო ისაა, რომ ესეთი მწვანე ბალახეულობა იმ რეგიონში (მაგალითად ალიასკაში) კაციშვილს აღარ უნახავს, იგი უფრო ტროპიკული რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი. ე.ი. მამონტი გამწვანებულ ტყეში დაბოდიალობდა და უცბად რაღაცამ იქ, მისი ჩათვლით ყველაფერი მომენტალურად გაყინა და იქაურობა ტუნდრას დაამსგავსა. და ნეტა რას შეეძლო ასე უცბად ემოქმედა? აი ზუსტად ასეთ შეკითხვებზე გასცა ველიკოვსკიმ, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 50-იან წლებში პასუხები. მისი აზრით ამის გამომწვევი მიზეზები, არა უბრალოდ დედამიწაზე მიმდინარე პროცესები, არამედ გალაქტიკური მასშტაბით მომხდარი, ასტრონომიული მოვლენები იყო. მიხვდით ალბათ დაახლოებით რაზეცაა საუბარი.

მაგრამ მის თანამედროვე მეცნიერებას იგი შარლატანად მიაჩნდა და ლამის კოცონზე დაწვას უპირებდნენ. მხოლოდ შემდგომი თაობების მეცნიერებმა დაადასტურეს მისი ბევრი ჰიპოთეზა და ნელნელა ხალხმაც დაინახა, რომ ველიკოვსკიმ დიდ ჭეშმარიტებას მიაგნო. თუმცა, დღესაც კი, ბევრი მეცნიერი ისევ ძალიან კრიტიკულად უყურებს მის თეორიებს. ჩემი აზრით, სანამ ისინი რამეს მიხვდებიან, სამწუხაროდ, უკვე გვიანი იქნება.

ტრივია
ველიკოვსკი აინშტაინის თანამედროვე იყო და ისინი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. აინშტაინის გარდაცვალების შემდეგ, მის საწერ მაგიდაზე, სწორედ ველიკოვსკის წიგნი იპოვეს შუაზე გადაშლილი.

სხვა წიგნები
«Земля в Перевороте» - ძალიან კარგია, მაგრამ კომპიუტერული ვერსია მე სამწუხაროდ არ მაქვს. თუ ვინმეს გაქვთ დადეთ.
“Народы моря” და “Человечество в амнезии” - მართალია აქ უდევთ http://lib.rus.ec/a/28628, მაგრამ ჩამოტვირთვას არ გირჩევთ, რადგან მხოლოდ .djvu და .fb2 ფორმატშია. ეს ფორმატები მხოლოდ რაღაც სპეციალური პროგრამით იკითხება, რომელიც ყველას შეიძლება არ ჰქონდეს, ან არ სურდეს, რომ ჩააინსტალიროს. თუ .pdf ან .doc ფორმატით გაქვთ ვინმეს, დადეთ.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Jan 1 2010, 01:59 AM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,087
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ცუდია, რომ ქართულად არ უთარგმნიათ...

ძალიან დამაინტერესა sad.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 8th December 2019 - 09:36 AM