Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ბავშვის აღზრდა _ რატომ ესიზმრებათ ბავშვებს კოშმარები

Posted by: miss-tika Nov 18 2011, 02:54 PM

იმედია ზედმეტ აქტივობათ არ ჩამითვლით ასე ახალმა წევრმა უცებ თემა რომ გავხსენი , უბრალოდ ეს ის თემაა რომელიც მაწუხებს და ალბატ ბევრ მშობელსაც .
ალბატ ხსირად შეგინიშნავთ ვისაბ ბავშვი გყავთ , მძინარეს როგორ ეღიმება , ან პირიქით კრუსუნებს წრიალებს ვერ ისვენებს ...
რას ხედავენ ბავშვები სიზმარში და აისახებათუარა მათი გატარებული დღე მათ სიზმარზე ეს კიდევ გასარკვევია , როგორ შეიძლება ავარიდოთ მათ კოშმარების ნახვა და როგორ დავეხმაროთ ...

მყავს 2 წლის შვილი , საკმაოდ მხიარულია ,არც შიშები აწუხებს და არც ვცემ , არც ყვირილში და ჩხუბში იზრდება , საკმაოდ კომუნიკაბელურია და ვერ ვხვდები რა შეიძლება იყოს მისი კოშმარების მიზეზი
ხშირად ეღვიძება ტირილით , მაგრამ ის რაც გუშინ იყო უკვე ...
შუაღამისას წამოვარდა და ისტერიულად დაიწყო წივილი , მთელი ტანით ცახცახებდა , ვერ მოდიოდა აზრზე , პანიკაში იყო , რამდენჯერმე შევაჯანჯღარე ჰაერში , თითქოს დამეკრუნჩხა ხელში , შემეშინდა კრუნჩხვებში არ ჩამვარდნოდა , მაგრამ მივხვდი ცდილობდა მომკროდა და კრინჩხვებთან არაფერი ქონერდა საერთო ,ხელები მომხვია და მთხოვა საბანი გადამაფარეო თავზე , ძალიან იყო შეშინებული , გამოვაფხიზლე ,მერე ველაპარაკე ,ზღაპრები მოუყევი ცოტა კარგ ხასიეთზე დავაყენე მაგრამ მაინც ძალიან იყო შეშინებული და გამთენიამდე ვერ დაიძინა .
როგორ უნდა ავირიდოთ ასეთი რამე და რით დავეხმაროთ ასეთ მდგომარეობაში ბავშვს , ეს პირველათ დაემართა ასეთი სიმძაფრით .

ძალიან მეშინია იგივე არ გაუმეორდეს , ამასწინად შევამჩნიე ოთახის კარები გააღო და გარეთ გავიდა , გავყევი და იდგა და ხელებს უქნევდა რაღაცას არ ვიც რას ხედავდა , მერე კოცნა გაუგზავნა ,იცინოდა , რარაცას ეთამასებოდა , ძალიან შემეშინდა

Posted by: Ever Nov 18 2011, 08:18 PM

miss-tika
რაღაც საშინელ მულტფილმებს აჩვენებენ ხოლმე ტელევიზორში. ხომ არ უყურებს? ბავშვზე კი არა, ჩემზე მოქმედებს
ლაპარაკი იცის?

Posted by: earth Nov 18 2011, 10:15 PM

miss-tika
მართლა უცნაურია და სასწრაფოდ რამეს გაკეთებაა საჭირო. რა? არვიცი...
პირველი რასაც მე აუცილებლად გავაკეთებდი არის შელოცვა, თუმცა მე პირადად მორწმუნე კი ვარ და არა რელიგიური. ვიცი რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს. აქ რათქმაუნდა არ გავჩერდებოდი, მოვძებნიდი იქნებ რამე იწვევს ბავშვში შიშს.
ვფიქრობ ღამე რამე დაბალი სინათლე უნდა გქონდეს აუცილებლად ოთახში. საშიშია ასეთი შიშები რომ აქვს. არ გამოვრიცხავ ეს ყველაფერი მის წინა ცხოვრებიდან იყოს გადმოსული და როგორც კი გავა ცოტა დრო და ამ ცხოვრნებაში უფრო „შევა“, თანდათანობით გაუქრება ძველი ცხოვრების მოგონება.
მართლა თუ იცის თუნდაც ცოტა ლაპარაკი, თუ რამე გითხრა წუხელ რამე სიტყვა ხომ არ დაიჭირე?

Posted by: Lashapoli Nov 18 2011, 10:21 PM

საერთოდ როგორც ვიცი ბავშვები ისედაც ხედავ ისეთ რამეს რასაც ჩვენ ვერა. მერე დაახლოებიტ 4-5 ცლისებს ავიცყდებათ, ანუ როგორც ყველა ჩვენთაგანს დაავიწყდა. ჩემს საახლობლოში ხდება მზგავსი რაღაცეები, ოგონ ის ბავშვები ეგეთი შეშინებულები არ არიან. მაგალითად ჩემი ბიძაშვილის ბავშვი ხედავს რო სახლში რაღაც დაფრინავს ხოლმე, ჩემი მეგობრის შვილი რო დაჯდება სათამაშოდ მარტო და ჩაერთვება ბოლომდე თავსი თავში ისეთ დიალოგებს მართავს ჩვენს ფორუმს რო შეშურდება. აი შენს პატარას რო აშინებენ ეგ უკვე არვიცი რატო ხდება, ალბათ შენი უნარის მზგავსი მასაც აქვს და არვიცი ალბათ ცოტა რო წამოიზედება უნდა გაუაროს..

Posted by: vano kazbegi Nov 18 2011, 10:24 PM

QUOTE(Lashapoli @ Nov 18 2011, 10:21 PM) *
საერთოდ როგორც ვიცი ბავშვები ისედაც ხედავ ისეთ რამეს რასაც ჩვენ ვერა. მერე დაახლოებიტ 4-5 ცლისებს ავიცყდებათ, ანუ როგორც ყველა ჩვენთაგანს დაავიწყდა. ჩემს საახლობლოში ხდება მზგავსი რაღაცეები, ოგონ ის ბავშვები ეგეთი შეშინებულები არ არიან. მაგალითად ჩემი ბიძაშვილის ბავშვი ხედავს რო სახლში რაღაც დაფრინავს ხოლმე, ჩემი მეგობრის შვილი რო დაჯდება სათამაშოდ მარტო და ჩაერთვება ბოლომდე თავსი თავში ისეთ დიალოგებს მართავს ჩვენს ფორუმს რო შეშურდება. აი შენს პატარას რო აშინებენ ეგ უკვე არვიცი რატო ხდება, ალბათ შენი უნარის მზგავსი მასაც აქვს და არვიცი ალბათ ცოტა რო წამოიზედება უნდა გაუაროს..

ნამდვილად გეთანხმები +100

Posted by: earth Nov 18 2011, 10:33 PM

Lashapoli

QUOTE(Lashapoli @ 18th November 2011 - 11:21 PM) *
საერთოდ როგორც ვიცი ბავშვები ისედაც ხედავ ისეთ რამეს რასაც ჩვენ ვერა. მერე დაახლოებიტ 4-5 ცლისებს ავიცყდებათ, ანუ როგორც ყველა ჩვენთაგანს დაავიწყდა. ჩემს საახლობლოში ხდება მზგავსი რაღაცეები, ოგონ ის ბავშვები ეგეთი შეშინებულები არ არიან. მაგალითად ჩემი ბიძაშვილის ბავშვი ხედავს რო სახლში რაღაც დაფრინავს ხოლმე, ჩემი მეგობრის შვილი რო დაჯდება სათამაშოდ მარტო და ჩაერთვება ბოლომდე თავსი თავში ისეთ დიალოგებს მართავს ჩვენს ფორუმს რო შეშურდება. აი შენს პატარას რო აშინებენ ეგ უკვე არვიცი რატო ხდება, ალბათ შენი უნარის მზგავსი მასაც აქვს და არვიცი ალბათ ცოტა რო წამოიზედება უნდა გაუაროს

ბავშვებს მეტი გრძნობები აქვთ და ბევრ რამეს ხედავენ და გრძნობენ, განსაკუთრებით ხუთ წლამდე.

Posted by: old_man Nov 18 2011, 11:18 PM

QUOTE
ამასწინად შევამჩნიე ოთახის კარები გააღო და გარეთ გავიდა , გავყევი და იდგა და ხელებს უქნევდა რაღაცას არ ვიც რას ხედავდა , მერე კოცნა გაუგზავნა ,იცინოდა , რარაცას ეთამასებოდა ,

პატარა ბავშვები ხედავენ ასტრალურ არსებებს, ეთამაშებიან, იქ ჰყავთ მეგობრებიც. მშობლები და ფსიქიატრები მათ წარმოსახვით მეგობრებს არქმევენ. მაგრამ არ არის წარმოსახვითი. თუმცა აჯერებენ ბავშვებს და ისინი სამუდამოდ კარგავენ კავშირს ნატიფ სამყაროებთან და ხდებიან მატერიალისტური ადამიანები ))

ეჰ, ამ დროს რა კარგი იქნება ბავშვი გაიზარდოს ორივე სამყაროსთან ჰარმონიულ კავშირში.
აი მაშინ იქნება ნამდვილი სულიერი ადამიანი და არა იმ გაგებით როგორც დღეს არის ))
აღარც სიკვდილი იქნება მისთვის დემონიზებული, აღარც სიზმარი ეშმაკეული და აღარც ტანჯვა ამ პლანეტაზე არსებობა
(მცირე ლირიული გადახვევა biggrin.gif )

Posted by: miss-tika Nov 19 2011, 12:43 AM

Ever


მულთფილმები ძალიამ უყვარს მაგრამ ტელევზორში არ ვაყრებინებ , გადმოწერილი მაქვს რამდენიმე მხიარული მინი მულტფილმები და დიდი სიხარულით უყურებსხოლმე , ყოველთვის ვაკონტროლებ ,რომ დაძაბული არაფერი იყოს , თან უხსნიხოლმე ნახე თამაშობენ დედი , ნახე ეფერებიან , აი რაკარგია ,,, ვცდილობხოლმე პოზიტიურად დავანახო ყველაფერი

ლაპარაკი არ იცის კარგად , თუმცა მაგებინებსხოლმე რა უნდა , წინადადებებს ვერ იძახის ,ჟესტებით და სიტყვებით მაგებინებსხოლმე აზრს ...



earth

გუშინ ასეთი შეშინებული ,რომ იყო მამაოჩვენო უთხარი ,მერე გავიხსენე ბავშობიდან მახოვდა ,გულო ჩაჯექ ალაგასა ,გულო ნუ შეგეშინდება.. სიტყვებს ვერ ვიხსენებ როგორ არის და ამას ვუმეორებდი ...

მტელი დღეა ვცდილობ გავიგო რისი შეეშინდა , რამდენჯერმე ჩამოუგდე ამაზე საუბარი მაგრამ თავს მარიდებს , ნიკამ რატო იტირა ღამე? და მკოცნიდა , კოცნა იცით რა შემთხვევაში იცისხოლმე? აი რამეს ,რომ დააშავებს ან რამეზე რომ არ უნდა საუბარი , მაშინვე მკოცნის ,რომ სხვა რამეზე გადამიტანოს ყურადღება .

ლოგინში ,რომ ჩავაწვინე მეთამაშებოდა და უცებ შეწყვიტა თამაში ,მკოიღუშა , თავი ჩარგო ,მერე გავამხიარულე გადაავიწყდა თითქოს,მერე ისევ გაიმეორა იგივე , შეშინებულს გავდა სახეზე ხელებს იფარებდა . თითქოს რაღაცას ხედავდა , რისი გეშინიათქო რომ უთხარი აუა აუა იძახის , მარა საქმე ისაა ,რომ ცხოვლები ძალიან უყვარს და ხშირად ერევა და ყველა ცხოველს აუას ეძახის , მერე უთხარი არა დედიკო აუას ძინავს , ტაშია , აუა კარგია ... ხო ხო ხო მიმეორებს ,ცოტა გათავისუფლდა და დაეძინა , ეხლა ვერ ვიძინებ მეშინია კიდე არ გაუმეორდეს გუშინდელი...

Posted by: miss-tika Nov 19 2011, 12:47 AM

Lashapoli


დიდი იმედი მაქვს ,რომ გაუვლის .იქნებ ნერვოპატოლოგსაც დაუკავშირდე ვფიქრობ , თუმცა არ მინდა რამე ისეთი წამალი გამოუწერონ უარესი დამართონ ბავშვს , ისეთ წამლებს უწერენ სულ ეძინებათ და გათიშულები დადიან ,მერე უფრო აგრესიულდებიანხოლმე ბავშვები ,იქნება თავისით გაუაროს და ვიპოვო მიზეზი ზუსტი რისიც ეშინია , ვერ ვიგებ რა ვქნა . არადა ძალიან კარგად და დიდხანს ძინავს როგორც ამ ასაკის ბავშვს , გამე 10-11 საათი , შუადღით 2 საათი ,რავიცი აბა sad.gif


Posted by: Ever Nov 19 2011, 12:52 AM

miss-tika
მე ერთი რამე შემიძლია გირჩიო smile.gif დამშვიდდი. გამორიცხული არ არის, შენი შიშები გადადიოდეს ბავშვზე. ყველაზე მეტად უყვარხარ და გრძნობს რომ აღელვებული ხარ.

კლინიკაში იცი რას ვაკვირდები? როცა ბაია ავად არის და მაღალი ტემპერატურა აქვს. დედა რა თქმა უნდა ძალიან ნერვიულობს. ექიმი დედას ეტყვის, არაფერია, ჩვეულებრივი ვირუსია, კარგად იქნება ბაია. დედა მშვიდდება - ბავშვს სიცხე უწევს smile.gif ძალიან მგრძნობიარეები არიან პატარები

Posted by: miss-tika Nov 19 2011, 12:59 AM

Ever



შესაძლებელია ესეც იყოს ,თუმცა რავიცი აბა ვცდილობხოლმე ვამხიარულო ,ვეთამაშო ,გავართო მთელ დღეს ერთად ვაყარებთ და ,რომ იტყვიან ყირაზე ვდგებით , თუმცა ერთი რამ მეც შევნიშნე და არ ვიცი ეს თუა შესაძლებელი , შეიძლება თქვენი აზრით ბავშვიც ხედავდეს იმას რასაც მე ? ანუ აი რამდენჯერმე არ ვიცი დაემთხვა თუ არა მაგრამ , თითქოს რაღაც კადრი რო დამინახია ,მასაც რაღაც რეაქცია ქომოა , აი თუნდაც კოცნაზე ,რომ ვთქვი , რამე ,რო ეტკინება გამორბისხოლმე და მეუბნება დედა ფუფუ და მაკოცნინებსხოლმე იმ ადგილზე სადაც ტკივა , მქონდა ესეთი შემთხვევა ,რომ რაღაცა ისეთი კადრი ვნახე რამაც გადამრია რამის და მოვიდა და მეუბნება დედა ფუფუ და თავზე მკოცნის , რავიცი აბა ხანდახან მგონია ,რომ იქნებ ისიც ხედავს იმას რასაც მე , ხო და კიდევ თქვენიუ აზრით რას უნდა ნიშნავდეს როცა ხშირად სიზმრებშიც ერთად ვართ ? ყველა დედასა და შვილოს შორის არის რარაცა უხილავი დიდი კავშირები მაგრამ რავიცი აბა ...

Posted by: Ever Nov 19 2011, 01:23 AM

miss-tika
გამორიცხული არაა მართლა შენი შეგრძნებები გადადიოდეს ბავშვზე. თქვენს შორის საკმაოდ ძლიერი კავშირია. როცა შენ განიცდი, ისიც გრძნობს. როცა რაღაცეებს ხედავ, შენი შიში მოქმედებს მასზე. ამიტომ kate-ის რჩევა გაითვალისწინე, რომ გირჩია, პოზიტივზე იფიქრეო.
როცა შენ დამშვიდდები და შიშებს დაძლევ, ბავშვსაც მოეხსნება. ზედმეტად არ გაუმახვილო არაფერზე ყურადღება. უბრალოდ ეთამაშე და ნუ გეშინია რომ შეიძლება კიდევ გაეღვიძოს. იმიტომ რომ ეს შიშიც გადადის მასზე.

Posted by: miss-tika Nov 19 2011, 01:41 AM

Ever



ხოოო ეხლა ძალიან უნდა შევეცადო ბევრ კარგ რამეზე ვიფიქრო



Posted by: Ever Nov 19 2011, 01:46 AM

miss-tika

QUOTE
ხოოო ეხლა ძალიან უნდა შევეცადო ბევრ კარგ რამეზე ვიფიქრო

თავს არაფერი დააძალო. უბრალოდ ეცადე პოზიტივზე გადაერთო.
არ შეგეშინდეს არაფრის kiss1.gif
ბედნიერი ხარ რომ ესეთი საყვარელი პატარა გყავს gul.gif

Posted by: miss-tika Nov 19 2011, 01:52 AM

Ever


დიდი მადლობა გაიხარე , კი მის გამო მაინც ვარ ბედნიერი kiss1.gif

Posted by: Lashapoli Nov 19 2011, 03:20 AM

QUOTE(miss-tika @ Nov 19 2011, 01:47 AM) *
Lashapoli
დიდი იმედი მაქვს ,რომ გაუვლის .იქნებ ნერვოპატოლოგსაც დაუკავშირდე ვფიქრობ , თუმცა არ მინდა რამე ისეთი წამალი გამოუწერონ უარესი დამართონ ბავშვს , ისეთ წამლებს უწერენ სულ ეძინებათ და გათიშულები დადიან ,მერე უფრო აგრესიულდებიანხოლმე ბავშვები ,იქნება თავისით გაუაროს და ვიპოვო მიზეზი ზუსტი რისიც ეშინია , ვერ ვიგებ რა ვქნა . არადა ძალიან კარგად და დიდხანს ძინავს როგორც ამ ასაკის ბავშვს , გამე 10-11 საათი , შუადღით 2 საათი ,რავიცი აბა sad.gif

აი მაგას ყველაზე ნაკლებად გირჩევდი, რითი დაეხმარება ნერვოპათოლოგი ან ფსიქიატრი, როცა თვითონ არ იციან რასთან აქვთ საქმე. გამოუწერენ რაიმე მსუბუქ ტრანკვილიზატორს და ეგაა, მერე მაგით ფსიქიკაც უფრო ირევა და ბავშვი ნორმალური განვითარების ეტაპებიც. ხო გიტხარი პატარა ბავშვებისგან ისეთები მაქვს მოსმენილი, რაც წესით მაგათ არ უნდა სცოდნოდათ, ჩემი მეგობრის ბავშვი რო ვახსენე ლამის რეინკარნაციაზე დისერტაციები დაიცვას და ანუ შენი პატარაც არაა გამონაკლისი, უბრალოდ რატომღაც მას აშინებენ და ვფიქრობ და მემგონი ველამ ეგ გირჩია, რო მაგ პატარა პრობლემაში ყველაზე კარგად შენ შეძლებ მის დახმარებას smile.gif

Posted by: earth Nov 19 2011, 10:39 AM

miss-tika
არც მე გირჩევდი ნევროპათოლოგთან მისვლას და მართლაც შესაძლებელია შენ რასაც ხედავ და გრძნობ იმას გრძნობდეს ბავშვი. ძალიან ბევრ მშობელსა და შვილს შორის არის მასეთი კავშირი. წარმოიდგინე მე დედაჩემთან ამ ასაკში ისევ მაქვს რაღაც ძაფები და დიდ მანძილზე მაინც ვგრძნობთ ხოლმე ერთმანეთს. ხშირად რაღაც რომ მანერვიულებს, მაშინვე დამირეკავს დედაჩემი და მეკითხება თუ კარგად ვარ. ეს იშვიათია, რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს ძაფები პატარა ასაკში წყდება. შენ ნამდვილად გექნება ასეთი ძაფები შენს შვილთან და პოზიტიური ფიქრები პირველი დახმარება იქნება. რამდენი რაღაც უარყოფითი მოგივა გონებაში, შინაგანი ღიმილით შეხვდი და ეს ფიქრი რამე კარგზე გადაიტანე. შენი პატარა ითხოვს შენგან. ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოს. დამიკოცნე პატარა. wub.gif kiss1.gif bigarmhug.gif

Posted by: miss-tika Nov 19 2011, 01:56 PM

გუშინ კიდებ გაეღვიძა ღამე, არც დაუყვირია და არაფერი ,მაგრამ აცეცებდა თვალებს შეშინებული და ჩამეხუტა , მივხვდი ისევ შეშინებული იკო , კიდევ გამოვაფხიზლე კარგად ,ოთახში შუქი აუნთე , ცდილობდა დაეძინა მაგრამ ვერ ახერხებდა წრიალებდა ,კიდევ გავათენეთ ღამე და გამთენიისას ძლივს ჩაეძინა . ერთის აინტერესო რამ ვნახე , არ ვიცი ეს ხილვა იყო თუ რაღაც მომენტში ჩამთვლიმა და სიზმარში ვნახე , ვხედავ იმ ოთახს სადაც ვართ მე და ბავშვი , ოთახში ბევრი პანჯარაა და მწვანე ფარდები , რეალურადაც ასევეა ზუსტად , ხოდა ვხედავ ბავშვს ძინავს საწოლზე ,მე ფეხსე ვდგევარ , დავინახე ბევშვმა წრიალი დაიწყო ,კრუსუნებს ,ოხრავს , შემოვტრიალდი და ვხედავ ერთერთი მწვანე ფარდა ამოძრავდა , აიკეცა ზემოთ ,მერე თითქოს უკანა მხრიდან რაღაც აწვებოდა , მე დაუყვირე ეხლავე გაცერდიიიიი , და ჩერდებოდა უცებ თთქოს შეეშინდაო ისევ აჩერებდა მოძრაობას , ბავშვიც ჩერდებოდა , მერე ისევ იწყევდა, ეხლა მეორე ფარდა ,ყველა ფარდა მოძრაობდა , უკნიდან რაღაცა აწვებოდა , მერე მეც ასე უყვიროდ , მამაო ჩვენოდან სიტყვებს ვეუბენბოდი ფრაზებს , მერე რამდენჯერმე დაუყვირე ფუიფუიფუი ეშმაკს , ჩერდებოდა მაგაზეც ,მაგრამ ისევ იწყებდა , მერე ერთი რამე დამამახსოვდარდა ზალინ მაგრად , ფარდას კიდევ მოაწვა რაღაცა და ფარდაზე კარგად დავინახე ორი ხელი უკნიდან მოაწვა და თითები გამოიკვეთა ფარდაზე , ჩემ დაყვირებაზე ჩერდებოდა ,მაგრამ იგივეს იმეორებდა ... შემზარავი სიზმარი თუ ხილვა იყო ...

იქნება ჯობია ,მოძღვარი მოვიყვანო და სახლი ვაკურთხებინო ? ეს სახლი ორი წელია რაც ვიყიდეთ და მანამდე მოხუცი კაცი ცხოვრობდა დიდი ხნის წინათ , დაიღუპა ის კაცი და მერე იმისი ნათესავები მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდნენხოლმე

Posted by: miss-tika Nov 19 2011, 02:12 PM

Lashapoli
Lashapoli



ხო მეც გამიგია ბავშვები ,რომ ხედავენ რაღაცეებს , ჩემი ნაესავის ბავსვმა სახელებიცკი შეარქვა ადრე ვაისიკო და ვაისი , ორი უხილავი მეგობარი ყავდა , თუცმა ასაკვიდობა მათ , ეხლა უკვე დიდია და რო ვეკითხებით იცინის არ ვიტყვიიი არ ვიტყვიიი biggrin.gif


earth


უღრმესი მადლობა , ხო იქნება ყურადება მოვადუნე ამ რაღაცა ხილვების გამო ,მარტო თამაში ცემთან და დროის გატარება არ კმარა ალბათ ,როცა ჩემი ფიქრების დიდ ნაწილს ეს რაღაც საშინელი კადრები იკავებს

Posted by: td......... Nov 19 2011, 04:50 PM

miss-tika
თუ მორწმუნე ხარ კარგი იდეაა სახლის კურთხევის! უცხოვრებელ სახლში საკმაოდ მძიმე სივრცეა ხოლმე. როგორ ადამიანებსაც არ უნდა ეცხოვრათ იქ. ამიტომ აკურთხებინე. ხშირად დაანთე სანთელი დასაკმეველი. სანთLებიც და საკმეველიც წმენდს გარემოს და არეგულირებს ველს.
ჩემ შვილსაც (ორივეს ) სჭირდა ეგეთი რარაცეები. მართალია , ბავშვი 3 წლამდე ძალიანმგრძნობიარეა და ბევრ ისეთ რამეს ხედავს, რასაც სხვები უბრალოდ ვერ აღვიქვამთ. ეცადე ღამე მის გვერდით იყო, 12-1 საათის შემდეგ. ძილის წინ მოეფერე, რამე მოუყევი, მშვიდად, თუ ყავს საყვარელი სატამაში ჩაუწვინე ხოლმე(ან ნივითი, რომელიც უყვარს), სანამ დაიძინებს, ოთახში , ან თუნდაც სხვა ოთახში , საკმეველი აკმიე, ან სურნელოვანი ჩხირები დაანთე. ბავშვს ნაკურთხი წყალი დაალევინე . ჩემმა პატარამ თვითონ იპოვნა გამოსავალი. სულ ნაკურთხ წყალს მთხოვდა და ნათლობის ჯვარს. არადა საკმაოდ პატარა იყო რომ რამე სცოდნოდა ამ თემაზე. მეორემ წმინდა გიორგის ხატი ამომაჭრევინა რაღაც ჟურნალიდან და ის გაიკრა საწოლის გვერდით. smile.gif

Posted by: Ninukala Nov 19 2011, 06:30 PM

miss-tika
მე მაწუხებდა ბავშობაში შიშები, ძალიან პატარას არ მახსოვს, მაგრამ უკვე დიდს კი, მეშინოდა კედლისკენ გადაბრუნების, მეგონა ზურგიდან მომეპარებოდა ვიღაც, ყველა საშინელ ისტორიაზე მაკანკალებდა, უკვე დიდსაც ღამე სიზმრები მაღვიძებდა და დედას ვეძახოდი ჩემთან დაწოლილიყო. ბოლოს რაღაც ისტორია მოვისმინე დიდების მონაყოლიდან, როგორ გაუარა შიშები ვიღაცას ლოცვების მერე და მეც სახლში ვიპოვე ლოცვების წიგნი და დავიწყე მამაო ჩვენოს და ძილის წინ მოკლე ლოცვის კითხვა, მაშინ მე-6 კლასში ვიყავი, მას მერე ყველა შიში გამიქრა. სახლის კურთხევა მართლა ძალიან კარგია, ასევე დილით სახლსი ნაკურთხი წყალი მოასხი ხოლმე, შენ პატარასაც აპკურე... დაალევინე კიდეც... smile.gif

Posted by: earth Nov 19 2011, 11:49 PM

td.........

QUOTE(td......... @ 19th November 2011 - 05:50 PM) *
miss-tika
თუ მორწმუნე ხარ კარგი იდეაა სახლის კურთხევის! უცხოვრებელ სახლში საკმაოდ მძიმე სივრცეა ხოლმე. როგორ ადამიანებსაც არ უნდა ეცხოვრათ იქ. ამიტომ აკურთხებინე. ხშირად დაანთე სანთელი დასაკმეველი. სანთLებიც და საკმეველიც წმენდს გარემოს და არეგულირებს ველს.
ჩემ შვილსაც (ორივეს ) სჭირდა ეგეთი რარაცეები. მართალია , ბავშვი 3 წლამდე ძალიანმგრძნობიარეა და ბევრ ისეთ რამეს ხედავს, რასაც სხვები უბრალოდ ვერ აღვიქვამთ. ეცადე ღამე მის გვერდით იყო, 12-1 საათის შემდეგ. ძილის წინ მოეფერე, რამე მოუყევი, მშვიდად, თუ ყავს საყვარელი სატამაში ჩაუწვინე ხოლმე(ან ნივითი, რომელიც უყვარს), სანამ დაიძინებს, ოთახში , ან თუნდაც სხვა ოთახში , საკმეველი აკმიე, ან სურნელოვანი ჩხირები დაანთე. ბავშვს ნაკურთხი წყალი დაალევინე . ჩემმა პატარამ თვითონ იპოვნა გამოსავალი. სულ ნაკურთხ წყალს მთხოვდა და ნათლობის ჯვარს. არადა საკმაოდ პატარა იყო რომ რამე სცოდნოდა ამ თემაზე. მეორემ წმინდა გიორგის ხატი ამომაჭრევინა რაღაც ჟურნალიდან და ის გაიკრა საწოლის გვერდით.

wub.gif რა საყვარლები არიან ბავშვები.
მეც ვეთანხმები რომ შელოცვა, საკმეველი და სანთელი დაგეხმარება. ნუ გადადებ miss-tika

Posted by: miss-tika Nov 20 2011, 12:19 AM

td.........


საყვარლებიი , რაკარგები არიან ბავშვები , წმინდა სულის



Posted by: miss-tika Nov 20 2011, 12:23 AM

Ninukala


ეგეთი და მსგავსი შისები მე ეხლაც მაწუხებსხოლმე ხანდახან , ალბათ ეს ბავშვებს უფრო გაუცნობეიერებლად ,რომ აქვს მეტად მოქმედებს


earth



არა არ გადავდებ ნამდვილად , მინდა მშვიდათ ეძინოს sad.gif

Posted by: old_man Nov 20 2011, 12:33 AM

QUOTE
მე ერთი რამე შემიძლია გირჩიო დამშვიდდი. გამორიცხული არ არის, შენი შიშები გადადიოდეს ბავშვზე. ყველაზე მეტად უყვარხარ და გრძნობს რომ აღელვებული ხარ.კლინიკაში იცი რას ვაკვირდები? როცა ბაია ავად არის და მაღალი ტემპერატურა აქვს. დედა რა თქმა უნდა ძალიან ნერვიულობს. ექიმი დედას ეტყვის, არაფერია, ჩვეულებრივი ვირუსია, კარგად იქნება ბაია. დედა მშვიდდება - ბავშვს სიცხე უწევს ძალიან მგრძნობიარეები არიან პატარები


ეს ევერმა ძაან საყურადღებო რამ დაწერა.
ჩემს ძმას ბავშვობაში ხან გაუთავებელი ტავის ტკივილები ქონდა, ხან სიცხეები და დედაცემს დაჰყავდა ათას ექიმებთან. სულ ამაზე იყო კონცენტრირებული. მერე მხედველობის პრობლემებიც ჰქონდა, დიდი არაფერი -3 მაგრამ ყველაფერს ისე იღებდა როგორც დიდ ტრაგედიას...
მერე ერთხელაც, მორიგი გამოკვლევებისას, ერთ-ერთ საავადმყოფოში კიბეებზე გააჩერა ვიღაც კაცმა და უთხრა-შენს შვილს არაფერი არ სჭირს თუ რამე ჭირს ეს შენგან აქვსო....შენ გადასცემო შვილსო... შეეშვიო...
მერე გაიგო რომ ის კაცი ცნობილი ექსტრასენსი ყოფილა და ეტყობა დაინახა რომ დედაჩემის უარყოფითი ენერგია, განცდები შვილზე გადადიდოდა ...და აქედან ჩნდებოდა მისი ჯანმრთელობს პრობლემები

Posted by: ანა Nov 20 2011, 09:31 AM

miss-tika

QUOTE
ეს ევერმა ძაან საყურადღებო რამ დაწერა.


+1

დედიკოს დადებითი და მშვიდი ენერგიები გადაეცი smile.gif დედა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს შვილზე, მე დღემდე ასე ვარ. პატარაობაში არ მახსოვს, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო მკურნალობა ეგ იქნება.



ჩემს ნათესავსაც "სჭირს" ასეთი რამეები, ლაპარაკის დროს რამდენიმე წუთი შეშდება და სადღაც იყურება, საკმაოდ ხშირად. ღამეც გაღვიძებულა შეშინებული. ძალიან ვწუხვარ ერთხელ ზღაპარს ვუყვებოდი და შევაშინე ბოროტი არსებით რომელიც ბაღში ცხოვრობდა sad.gif დაიჯერა და მერე დღესაც მკითხა. მერე ძალიან ვეცადე ზღაპრის გამოსწორება, მაგრამ მივხდი რომ იმან გავლენა იქონია. ძალიან დაფრთხილოა ძალიან, 5 წლამდე მითუმეტეს.. ჩვენ დროსი. ასტრალური არსებები ნამდვილად არ ვიცი smile.gif))) მაგრამ ფსიქოლოგიაში ვერკვევი და ყველაფერს უნდა მიექცეს ყურადღება, როგორც დიდ ადამიანს, ბავშვ სულ პოზიტივი სჭირდება. 5 წლამდე არ უნდა დაუყვიროო, თუ გინდა თავისუფალი გაიზარდოსო და 7 წლიდან კი უკვე უნდა ქონდეს თავისი სამშაოო.. პატარა სამუშაო, თუნდაც სახლის დალაგება რაშიც 50 თეთრს მიიღებს, მაგრამ ფიქოლოგიურად მოზმადებული იქნებაო smile.gif თუმცა სხვა თემისკენ წავედი..

თიკა, აქ ძალიან გათლებული ხალხია (ალბათ) მაგრამ ჯობია თავად დაწყნარდე, დამშვიდდედა უბრალოდ ცაეხუტო ბავშვს, ყველაფერი კარგად არისთქო, დაელაპარაკო. დედამ ყველაფერი იცის და ყველაზე კარგად. ეხლა მომინდა უცებ ბია biggrin.gif გისურვებ გაუაროს მალე :*

Posted by: miss-tika Nov 20 2011, 11:36 AM

ანა

ყოველდღე ველაპარაკები ,და აი ზღაპრებიცკი ჩემებურად გადავაკეთე რამე საშიშათ რო არ მოეჩვენოს biggrin.gif მაგალითად ჩვენზღაპარში მგელი ცუდი პერსონაჟი არაა და შემთხვევით დაამთქნარა და გადაეყლაპა წითელქუდა biggrin.gif მერე ისევ ამოუწკუპდა წითელქუდა და გადაკოცნეს ერთმანეთს biggrin.gif ვაიმეე რომ იცოდეთ რამდენს ვმუშაობ იმისთვის რომ არაფრის შეეშინდეს biggrin.gif
გაიხარე ჩემო კარგო , ბაიაზე კარგი რა უნდა მოგდომებოდა აუცილებლად უნდა გააჩინო biggrin.gif



დღეს დილით გადაუღე ვიდეო და რამდენიმე კითხვა დაუსვი , ერთ ვიდეოში თქვა ,რომ აუასი ეშინია , აუას ტაშია ,მაგრამ ფუფუ ტკივა ,.... თავი ... მერე მე უთხარი აუა ხო გიყვარს ხო კარგია ? არაო აქნევდა თავს ...
მეორე ვიდეოში ამ კითხვებს ,რომ უსმევდი თვალი გაუშტედა , ვეძახდი ,,, მეორეჯერაც გაუშტერდა თვალი ... ასე იცისხოლმე როცა ეშინია , ჯერ თვალები უშტერდება ... რიავიცი რიავიციიი smile.gif

Posted by: earth Nov 20 2011, 01:53 PM

miss-tika

QUOTE(miss-tika @ 20th November 2011 - 12:36 PM) *
,მაგრამ ფუფუ ტკივა ,.... თავი

ეს უნდა კარგად გადაამოწმო..

Posted by: ანა Nov 20 2011, 07:52 PM

miss-tika

შიშტან დაკავშირებით ჰარი პოტერში არის ძალიან კარგი მაგალითი. მე პირადად ჩემთვისაც დამამხსოვრდა. ბოგარტი იღებს იმ არსების სახეს რისიც შენ ყველაზე მეტად გეშინია, შენ კი შეულოცო და გადაქციო ის რაიმე სასცილოდ...


და როგორ ხატავს? მისი ანხატებიდან ბევრს გაიგებ, საბავშვო ფსიოლქგიური ტესტის ჩატარებაც შეიძლება

Posted by: miss-tika Nov 20 2011, 09:58 PM

ანა



არა ხატვა სად ვთქვი ? smile.gif ხატვით სულ მანქანებს ხატავს , ნუ ცდილობს მანქანას მიამსგავსოს , ყველას მანქანებს ახატინებს

Posted by: ანა Nov 20 2011, 10:31 PM

miss-tika

არ გითქვაამთ, უბრალოდ ვიცი რომ ბავშვის ნახატების მიხედვით მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ადგენ. მე კარგად ჯერ ერ ვერკვევი სამწუხაროდ და ისე არიან ამის სპეციალისტებიც.. თუ დაგაინტრესებთ

Posted by: miss-tika Nov 21 2011, 12:21 PM

ანა


კი გმიგია მაგაზეც ,მქონია პატარა შეხებაც , ძალიან საინტერესოა მართლაც ბავშვების ნახატები , მტელ თავის სულიერ მდგომარეობას დებენ იქ და თან გაუცნობიერებლად მემგონი smile.gif

Posted by: Hetfield Nov 23 2011, 01:05 PM

ციტატა(td......... @ Nov 19 2011, 04:50 PM) *
ჩემ შვილსაც (ორივეს ) სჭირდა ეგეთი რარაცეები. მართალია , ბავშვი 3 წლამდე ძალიანმგრძნობიარეა და ბევრ ისეთ რამეს ხედავს, რასაც სხვები უბრალოდ ვერ აღვიქვამთ.

ძალიან ბევრი რაღაც მახსოვს 3 წლის რო ვიყავი იმ პერიოდის.(ცოტა უფრო ადრინდელიც) მაგრამ ეგეთ პარანორმალურ მოვლენებს ვერ ვიხსენებ.

Posted by: td......... Nov 23 2011, 04:42 PM

Hetfield
მე ფაქტიურად დაბადებიდან მახსოვს საკუთარი თავი და მეც მქონდა გარკვეული შიშები და ასე შემდეგ.. მერე ეს შისები თავადვე დავძლიე და მახსოვს როგორც.. smile.gif

Posted by: Fee Nov 23 2011, 10:06 PM

td.........
თუ საიდუმლო არ არის გვითხარი რა როგორ? smile.gif

მეც მახსოვს ჩემი შიშები, აი მაგალითად ბნელ ოთახში შესვლის მეშინოდა ხოლმე და მაინც გავდიოდი, კარგად ვათვალიერებდი ოთახს, ისევ მეშინოდა და მერე გამოვდიოდი biggrin.gif მაზოხიზმ.....

Posted by: td......... Nov 23 2011, 10:11 PM

Fee
ვაკვირდებოდი შიშს მეტი არაფერი. ასევე გადავეჩვიე შიკოტკა, ქართულად როგორაა , ღუტუნის რომ გეშინია..smile.gif და კიდევ ბევრ რამეებს. smile.gif რარაც რომ მეგონა წარმოუდგენელი, ბებიაცემისგან მახსოვდა , შეუძლებელს უნდა გადააბიჯოო.. ხოდა ეს მეხმარებოდა.. და ის , რომ რაღაცეებს ხედავ და გესმის ეს სხვა თემაა.. ეს არ მაშინებდა. ერთადეერთხელ მქონდა ენით აუწერელი საშინელების განცდა და ამაზე მიწერია, სხვა თემაში. თავს გადახდენილ ამბებში.

Posted by: Hetfield Nov 23 2011, 10:19 PM

td.........
და ის შემთხვევები გახსოვს რამე სხვებისთვის უხილავს რო ხედავდი?

Posted by: td......... Nov 23 2011, 10:26 PM

Hetfield
ეხლაც ვხედავ ხანდახანsmile.gif

Posted by: Fee Nov 25 2011, 07:28 PM

თემას გადაუხვიეთ, მაგრამ რა მაინტერესებს, ნეტა შიშს ზომა_ წონა ააქვს? ანუ რისი თქმა მინდა, ბავშვობიდან მეშინია ძროხების biggrin.gif ( დამაშინეს) მაგრამ ამასწინებზე ცხვირწინ გაუარე 5 ძროხას, უბრალოდ იქ ბალახობდნენ, სადაც მე უნდა გამევლო და აუცილებლად უნდა გამევლო იქ. ჩემ თავს შეუძახე, აბა გააცნობიერე შენი შიში, რა შეიძლება დაგიშაოს ამ ძროხებთაგან ერთ_ერთმა და გავიარე. არადა ეხლაც მეშინია ძროხის sad.gif

Posted by: earth Nov 25 2011, 10:53 PM

Fee

QUOTE(dunduri @ 25th November 2011 - 08:28 PM) *
ეხლაც მეშინია ძროხის

ეს არის ფობია, რომელსაც ათასი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ანუ ეს ისეთი შიშია, რომელიც უფრო ფსიქოლოგიასთან აქვს საქმე. აბა ძროხა რა საშიშია, რას გავნებს ვერაფერს. ამ შემთხვევაში თავთან მუშაობაა საჭირო. არაა ადვილი ფობიის დაძლევა, მაგრამ არის შესაძლებელი მისი მართვა.
სადღაც წავიკითხე, ის რაც გეშინია აიღე მისი სურათი და უყურე, უყურე დიდხანს და ნელა-ნელა შენ თვითონვე დასძლევ.
ყოველთვის იცოდე გონებაში რომ ეს შიში უსაფუძვლოა და აუცილებელია მისი დაძლევა, რადგან ყველანაირ შიშს მხოლოდ უარყოფითი მოაქვს. რაც მალე დასძლევ, მით უკეთესი.

Posted by: td......... Nov 27 2011, 01:39 AM

ციტატა(dunduri @ 25th November 2011 - 07:28 PM) *
ეხლაც მეშინია ძროხის

Fee
არადა რა საყვარელი არსებაა, თბილი, რბილი, ისეთ სიმყუდროვესტან ასოცირდება!.. ლამაზი... ფრუტუნა... მიყვარს! smile.gif

Posted by: Ever Nov 28 2011, 04:10 PM

miss-tika
როგორ არის შენი პატარა?
კიდევ ეღვიძება ღამე? http://yoursmiles.org/t-kids.php?page=5

Posted by: miss-tika Nov 28 2011, 07:12 PM

Ever



კი ხანდახან ეღვიძება ისევ , ამასწინადაც ძილში ლაპააკობდა ცუგაა ცუგააა ,მერე მე ვეუბნებიხოლმე არაა ცუგა დედამ გააგდო ,ტაში წავიდა და მერე ისევ იძინებს , ამ ბოლო დროს მოუხშურა ძილში ლაპარაკს

Posted by: td......... Nov 28 2011, 08:42 PM

miss-tika
ცუგა თუ აშინებს ეგებ ვინეს ვისაც ცუგა ყავს მიიყვანოთ დ ათAმაშოით ცუგასთან? შემთხვევით ვინმეს ხო არ შეუსინებია , ცუგა მოვა და გიკბენს ან რამე ეგეთი? უფროსებს გვჩვევია ასეთი რაღაცეები.

Posted by: earth Nov 28 2011, 10:51 PM

td.........

QUOTE(td......... @ 28th November 2011 - 09:42 PM) *
გვჩვევია ასეთი რაღაცეები.

ხო, ბევრი მაგეთი სისულელე გვჩვევია. ბავშვის გაჩერება მისი შეშინებით ხშირი შემთხვევაა. ეს სამწუხარო მოვლენა ყოვლად დაუშვებელია!
miss-tika
QUOTE(miss-tika @ 28th November 2011 - 08:12 PM) *
ამასწინადაც ძილში ლაპააკობდა ცუგაა ცუგააა

იქნებ ერთი პაწია ლეკვი მოგეყვანა ბავშვისათვის, ვფიქრობ კარგად იმოქმედებდა.

Posted by: miss-tika Nov 29 2011, 01:10 AM

td.........



არა რა არის იცი ? ყავს პატარა ლეკვი ძალიან უყვარს აი ძალიანნნ , სულ ეთამაშება და ეფერება ,ძაღლების არ ეშინია საერთოდ ,მარა საქმე ისაა რომ ხშირად ცუგას სხვა რაღაცეებსაც ეძახის და ერევახოლმე და შეიძლება ცუგაში სულ სხვა რამეს გულისხმობდეს და არამაინცდამაინც ძაღლს , არა შეშინებები გამორიცხულია არ ვაშინებთ არაფრით



earth


ყავს პატარა ლეკვი ,რომ განახათ როგორ ეთამაშებააა ,რამდენიმე ვიდეოც მაქვს გადაღებული , ბავშვს ასე ძაღლი უყვარდეს იშვიათია smile.gif

Posted by: td......... Nov 29 2011, 07:58 PM

miss-tika
:| ხო მაშინ უნდა დაადგინო ცუგა ვინაა ან რა არის.. ნახატებით აჩვენე და სუტრათებით, სხვადასხვა ცხოველები, ნივთები, მოკლედ ყველაფერი რაც სეიძლება აშინებდეს.. დადდგინე ცუგა რას ნისნავსsmile.gif

Posted by: miss-tika Nov 30 2011, 12:06 AM

td.........



ხო გეთანხმები , რავიცი ამასწინად ფარდა ამოიჩემა ერთერთი , აქ არის ცუგაო ,რავიციი ლაპარაკი მაინც იცოდეს smile.gif

Posted by: miss-tika Dec 3 2011, 11:52 AM

ვააა აი რა მოხდა გუშინ , მტელი დთე კარგად ეძინა შუადღით და მერე ღამე აღარ ეძინებოდა გვიანობამდე ლოგინსი ვიწექით და უყურებდით ტელევიზორს ,დაიწყო გადაცემა 100გრადუსი როა ,ჩვეულებრივად უყურებდა , მერე აჩვენეს შიდსიქონდა ადამიანს და სახის გამოჩენა არ უნდოდა ისე საუბრობდა და იჯდა ოთახში და ჩამუქებული იყო ჩავი ფერის , ანუ რო გაგეხედათ შორიდან შავი ადამიანის ლანდივით ხო ხვდებით ? ეს რო დაინახა ბავშვმა უცებ წამოხტა დაიწყო ტირილი აიიი აიიი აიიი აუაა აუააა ეცაა ეცააა აუუააა ,შეეშინდა მომეკრა , ეგრევე გადავრთე და დავაწყნარე და რო დაინახა აღარ იყო აუაა ტააშიი ტაიდააა smile.gif) გაიხარდა

Posted by: td......... Dec 3 2011, 01:18 PM

miss-tika
სახლი აკურთხებინე.smile.gif

Posted by: earth Dec 3 2011, 05:23 PM

miss-tika

QUOTE(miss-tika @ 3rd December 2011 - 12:52 PM) *
ანუ რო გაგეხედათ შორიდან შავი ადამიანის ლანდივით ხო ხვდებით ? ეს რო დაინახა ბავშვმა უცებ წამოხტა დაიწყო ტირილი აიიი აიიი აიიი აუაა აუააა ეცაა ეცააა აუუააა ,შეეშინდა მომეკრა , ეგრევე გადავრთე და დავაწყნარე და რო დაინახა აღარ იყო აუაა ტააშიი ტაიდააა ) გაიხარდა

მემგონი რაღაც ადამიანის ლანდს ხედავს და არა ძაღლს და სწორედ ეგ აშინებს.
td.........
QUOTE(td......... @ 3rd December 2011 - 02:18 PM) *
სახლი აკურთხებინე.

+1 აუცილებლად ...

Posted by: kate Dec 3 2011, 07:31 PM

miss-tika
ბავშვები ხშირად ხედავენ კოშმარებს და ეღვიძებათ შეშინებულებს, ისევე როგორც ბედნიერად იცინიან ძილში. მათთვის ჯერ კიდევ ღიაა ის სამყარო, რომელიც მერე იკეტება ჩვენთვის. ბავშვების უმანკო ენერგია ასტრალურ ფანტომებს იზიდავს, მაგრამ ისინი გაცილებით დაცულები არიან თავისივე მფარველებით და უმანკოებით. ამიტომ საჭირო ნამდვილად არ არის ჩაუკირკიტდე და გამოიძიო რას ხედავს და რისი ეშინია, რადგან ჩვენივე ცნობისმოყვარეობით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და მათზე ზრუნვით არის გამოწვეული, ვაიძულებთ პატარას იფიქროს, დაიმახსოვროს და ამ რეალობაში შემოიტანოს ის ფანტომი რაც აშინებს, რაც მხოლოდ შიშს უძლიერებს. რეალობაში შემოტანილმა შიშმა კი მართლაც შეიძლება დააზიანოს მათი ენერგეტიკული ველი. დედას და შვილს შორის ძლიერი ენერგეტიკული კავშირია და შენი შიში და ფორიაქი, შენი მცდელობა გაიგო ვინ და რა აშინებს პატარას, თავისთავად გადადის ბავშვზე და უძლიერებს შიშს. მთავარია კოშმარიდან გამოღვიძებულმა პატარამ აქ შენს გვერდით დაცულად იგრძნოს თავი, და ის შიში უკვალოდ გაქრება თუ ისევ ჩვენ არ დავუწყებთ ზედმეტ გამოკითხვებს. თუ ბავშვი ჯანმრთელია, დღის მანძილზე მხიარული და ბედნიერია, კოშმარული ეპიზოდები ნუ შეგაწუხებს, ისინი თანდათან გაქრებიან. მაგრამ თუ ასეთი ეპიზოდები რეგულარია, რამოდენიმეჯერ იღვიძებს ღამეში შეშინებული, და რაც მთავარია ბავშვის ჯანმრთელობაზეც აისახება, მაშინ ცოტა სხვა მეთოდებია საჭირო. ისე სახლის კურთხევა, სანთლით სახლის გაწმენდა.... ყოველთვის კარგი მეთოდია, რომელთაც დახმარების გარდა არანაირი ზიანის მოტანა არ შეუძლია. რაც შეიძლება ნაკლები იფიქრე და ილაპარაკე იმ კოშმარებზე, რასაც შენი შვილი ხედავს, ასე გაცილებით დაეხმარები.

Posted by: td......... Dec 3 2011, 07:50 PM

kate
ქეით აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ ისიც არის, რომ მისტიკა და მისი შვილი ცხოვრობენ სახლში, რომელიც ადრე სხვას ეკუთვნოდა. ხომ იცი სახლები როგორ აგროვებენ ენერგეტიკას. ჩვენ არ ვართ იმდენად ძლიერები, რომ ეს ჩვენზე არ მოქმედებდეს, მითუმეტეს ბავშვზე. მართალი ხარ შიში ვერაფერს უშველის პირიქით გააძლიერებს ყველაფერს, მაგრამ მისტიკამაც რაღაც უნდა გააკეთოს. რაც მთავარია უნდა დამშვიდდეს, სულიერად გაძლიერდეს, სახლის კურთხევა ნამდვილად არ აწყენს , პირიქით განწმენდს და გაასუფთავებს იქაურ სივრცეს. ბავშვიც უფრო დამშვიდდება. როდესაც ფაქტი არის , რომ ის სრულიად კონკრეტულ არსებას ხედავს და ეს მას არ ასვენებს, სჯობს დედამ იზრუნოს იმაზე, რომ ეს პერსონაჟი მშვიდობით გაუშვას, ეხლა უკვე, თავისი სახლიდან.smile.gif

Posted by: miss-tika Dec 4 2011, 12:14 AM

kate



რაზე ვილაპარაკო და რაზე არა მე გადავწყვიტავ smile.gif საწყენად არ მიიღო , უბრალოდ ისტერიჩკა არ ვარ ყველა დეტალზე ვამახვილებდე ყრადღებას , აქ სხვა რამეზეა საუბარი , ეს სახლი რომელიც 2 წელია რაც ვიყიდეთ აშკარად რაღაცა უცნაური ენერგიის მატარებელია , ხშირად ხდება ისეთი რაღაცეები რაც არაა მთლად რეალური ...არ მინდა ეხლა დავწერო აქ დეტალურად კი მაქვს დაწერილი ისედაც რაღაცეები ,უბრალოდ მარტო ვარ ეხლა სახში და სხვა დროს დავწერ არ მინდა შიშმა ამიტანოს smile.gif რაცშეეხება ბავშვის ტირილით გაღვიძებას ,გეთანხმები ასე ხშირად ხდება ბავშვებს ხშირად ეღვიძებათ ღამე ,ზოგს სიცილით ზოგს ტირილით , მაგრამ ეს კიდევ სხვა სახის რაღაც ემართება , წარმოგიდგენია როგორ შეიძლება წამოვარდეს შუაღამისას 2 წლის ბავშვი რომელსაც ძინავს , გადაყვითლებული ,კრუნჩხვებამდე მისული ,აკანკალებული ,,,და ეხლა როგორ შეიძლება ნორმალურ დედას ეს არ აწუხებდეს და მიანებოს თავი ,,,ბავშვი კინაღამ ჩამაკვდა ხელებში ...და ეხლა ეს როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა ,მთელი დღე დადებითი ემოციებით იტვირთება ,მაგრამ ხშირად შემინიშნავს მაგალიტად ოთახში ზის და თამაშობს თავისთვის და უცებ წამოვარდნილა და გამოქცეულა შეშინებული ჩემკენ , ბავშვი ცდილობს გამაგებინოს რომ ეშინია და მთხოვს დავიცვა და თუ მას ისეთი რაღაცეები ჭირს რაც მე ანუ ხედავს ხანდახან ისთ რაღაცეებს რასაც მე ,მიდნა აუხსნა რომ არ შეეშინდეს ,,,ან თუ ამ სახში მართლაც არის რაღაც ისეთი ვცდილობ გავარკვიო ,,, ამასწინად მეზობლისგან გავიგე ,რომ კაცი რომელიც ამ სახში ცხოვრობდა დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი იპოვეს სახში თუმცა სხვა მეზობელმა უარყო ესეთი პაქტი ,ანუ ზუსტად ვერ გავარკვიე , შეიძლება ეს არც არაფერ კავშირში არაა ,მარა .დამერწმუნეთ რომ ძნელია ასეთი შეგრძნებებით ცხოვრება სახში სადაც აშკარად იგრდნობა სხვა ენერგია , სავარაუდოთ ამას ბავშვიც გრძნობს

Posted by: kate Dec 4 2011, 08:31 AM

miss-tika
რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია, ჩემო კარგო, და არც არავინ ცდილობს გადაწყვიტოს შენს მაგივრად. ჩემი რჩევა კი თეორიული ცოდნიდან კი არ გამომდინარეობდა, არამედ საკუთარი, გაცილებით მძიმე გამოცდილებიდან, არ მინდა დეტალებით მოგაწყინოთ, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, ჩემს შეცდომას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როდესაც დღისითაც დაიწყო ბავშვმა იგივეს დანახვა, რაც ძილში აშინებდა. მაგრამ როდესაც დავრწმუნდი, რომ ბავშვები ჩვენზე მეტად არიან დაცულები და ეს მე, ჩემდაუნებურად ვუძლიერებდი შიშს, და რეალური სახე მივაცემინე კოშმარისთვის (რომელიც შეიძლება რეალურია, მაგრამ არა ამ რეალობისთვის). პირველ რიგში საკუთარი შიში დავძლიე, ღამით კივილით და გაყინული თვალებით გამოღვიძებულს მოფერებით ვაძინებდი და მეც ვახერხებდი მშვიდად გამეგრძელებინა ძილი იმ იმედით, რომ დილით ბავშვს აღარაფერი ემახსოვრებოდა და იმაზე აღარ მედარდა რას დავინახავდი დილით ჩემი შვილის თვალებში და როგორ გამეგო რას ხედავდა და რა აშინებდა ასე ძალიან. თანდათან ეპიზოდები შემცირდა და მერე საერთოდ გაქრა. იქედან დღეს აღარაფერი აღარ ახსოვს. ასეთ კოშმარებს უმეტეს შემთხვევაში გარკვეულ საცხოვრებელ ადილზე "მიმაგრებული" ენერგიები იწვევენ, რაც ძალიან ადვილი დასადგენია - რამოდენიმე ღამე გაატარე სხვა სახლში პატარასთან ერთად. თუ იქ ან სადმე სხვაგან არ ექნება კოშმარი, გასაგებია რომ სახლი იწვევვს, ამიტომაც სახლის გამწმენდი საშუალებები, კურთხევა და სხვაც, როგორც გითხარი ყოვლად უსაფრხო დამხმარე საშუალებებია. ყველაზე კარგი კი ადგილის გამოცვლაა, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, არაფერია საგანგაშო და საშიში, შენი შვილი მაინც დაცულია იმ სახლში იქნება თუ სხვაგან. ეს რჩევაა, ჩემო კარგო, ოღონდ არა გამოგონილი ან გალამაზებული არამედ, საკუთარი გამოცდილებიდან, მხოლოდ იმისთვის რომ დაგამშვიდო, და არა ჭკუის სწავლება smile.gif .

Posted by: miss-tika Dec 4 2011, 12:37 PM

kate


ბოდიში თუ უხეშად გამომივიდა მართლა არ მინდოდა smile.gif
სახლის გამოცვლა არამგონია შევზლოტ კაი ხანი მაინც ალბათ ,ეს მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული
წარმოიდგინე როგორ ვარ , თითქოს შევეჩვიე ამ სახში უცნაურობებს ,შიში იმდენი აღარ მაქვს როგორც თავიდან ,გუშინ მაგალითად სახში მარტო ვიყავით მე და ბავშვი , ბავშვს ეძინა , ჩემი ოთახის წინ არის დიდი ბალკონი , აშკარად მესმოდა სიარულის ხმა ,ნაბიჯების , მძიმე ნაბიჯების ,რამდენჯერმა აშკარად გავიგე , პანიკაში არ ჩავარდნილვარ და ვცდლობდი არ შემშინებოდა , მერე ვიღიმებოდი აი რაღაცნაირად მინდოდა ჩემი თავისთვის დამეწრმუენბინა ,რომ არაფერიც არ მესმოდა და არაფერიც არ იყო საშიში , მერე მიჩუნდა ,რამდენიმე საათის უკან კიდე გამეორდა ,რამდენჯერმე ვთქვი ფუო ფუი ფუი ეშმაკს და გადავბრუნდი დვიძინე smile.gif
ჩემ შვილს სანთელს ვანთებინებხოლმე და ასე ვლოცულობთ და თითქოს გადაგვივლისხოლმე შიში smile.gif
აი ამ სახლთან კავშირი რამდენადაა არ ვიცი მარა ამსწინად ასეთი რამე დამემართა, ბალკონზე გავედი და ღამე იყო ,დიდი სარკე გვიკიდია მრგვალი ,იმ სარკესთან გევრძე უნდა ჩამევლო და რაღაც წამით გამოვიხედე სარკისკენ ,აი წამით , რო მიდიხარ და უცებ თვალს რო მოკრავ რაღაცას ,არ ვიცი მომელანდა თუ რა იყო მარა აშკარად დავინახე ჩემი თავი სარკეში შავი თმით smile.gif)) არადა ქერა ყვითელი თმა მაქვს smile.gif)

Posted by: Hel Loki Jan 6 2012, 11:14 PM

უი... მეორე დღეა ჩემს პატივისცემულ შთამომავლობას ესიზმრებოდა კოშმარები. გუშინ იტირა კიდევაც და ასე გაიღვიძა. რეალურად სახლშია, შეწუხებული არ იყო არაფრით უბრალოდ ენერგიას ვერ ხარჯავს ეხლა ისე როგორც სკოლის დროს ( მეორე კლასშია ). ხო და ნუ ვაი და რა ხდება გავაკეთე ტრანზიტული რუქა. აღმმოჩნდა 2 არასასიამოვნო ასპქეტი ( ნეპტუნი და მთვარე ). ვიმედოვნებ რომ ამის გამო ეს სამყაროების ფენები ასე დაემანჭა.

ზოგადად კი რამდენადაც ვიცი და ვისწავლე , ზრდის პროცესია და კოშმარი აუცილებელი ნაწილია ამ ზრდის პროცესის. მტავარია ის თუ როგორ გავუმკვლავდებით ამ კოშმარებს და დედა როგორ მოექცევა და როგრ დამუხტავს ბავშვს ძილის წინ. ცხადია თუ ი გრძელვადიანია ეს კოშმარი და უკვე ძლიერ აისახება ჩვეულ დღის ქცევა/მდგომარეობაზე მაშინ ან სპეციალისტი ან პირადი დაკვირვება ( იქნევ სივრცეა გასაწმენდი ან ეწ "თვალი" ან... უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს ).

Posted by: ადამიანი Feb 9 2012, 07:31 PM

miss-tika
ნამუშევარი ვარ ასეთ ბავშვებთან, შენი პატარა რომ არის. შენ ვერ ხედავ იმას, რასაც ის ხედავს? ეს დაგეხმარებოდა ანუ დაეხმარებოდა მასაც. შენს შვილთან დაკავშირებით ასე შორიდან ზუსტად ვერაფრს ვიტყვი, მაგრამ ძალიან ჰგავს ბავშვს, რომელიც ელემენტარულ არსებებს ხედავს და/ან ასტრალურს. ეგენი ყველგან არიან, მთავარია ბავშვი მიხვდე, რომ მათი არსებობა ბუნებრივია და მას ვერაფერს გაუბედავენ. ბავშვის მფარველ ანგელოზს უნდა მიმართო. ძილის წინ მფარველი ანგელოზისადმი მიმართვა და მისი ცნობიერებაში რეალიზირება ძალიან შველის ეგეთ სიტუაციაში. სხვანაირად თუ არ გამოდის ვიზუალიზაცია უნდა სცადო (სინათლის სფეროსი, დამცავი, გარსის ასტრალური ოაზისის). მაგრამ პირველ რიგში ალბათ მაინც საკუთარი შიში უნდა დაძლიო.
შენი პატარს მგსავსი ბავშვები ძალიან გახსნილები არიან და უკიდურესად მგრძნობიარეები. ტელევიზორთან ასეთ ბავშვს მე პირადად საერთოდ არ მივუშვებდი, მულტფილმია თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა, თვითონ ცქერის პროცესია მავნე.
რაც შეეხება ზღაპრებს- ჩემი რჩევა იქნება, რომ ხალხური ზღაპრები არ დაამახინჯო, არც იმ მიზნით, რომ "მისაღები" გახადო ბავშვისთვის. ზღაპრებში გადმოცემულია ადამიანის მშვინვიერი-და სულიერი განვითარების აღწერა ხატ-სახეებით, ღრმა ცოდნა და დიდი სიმართლე. ბავშვებს აქვთ უნარი ხატების საშუალებით ამ სიმართლის აღქმის. ზღაპრის დამახინჯება იგივეა რაც სიმართლის დამახინჯება, ტყუილი და სიცრუე და ამას ბავშვიც მშვენივრად აღიქვამს. როდის იყო სიცრუეს სიკეთე მოჰქონდეს.
უმჯობესი იქნებოდა ზღაპრების მის ასაკთან მისადაგება. ასეთი პატარასთვის წითელქუდა ცოტა ადრეა. გამეორებითი ზღაპრები აჯობებდა, მაგალითად რწყილი და ჭიანჭველა, ანუ სტრუქტურულად დარიტმულად რომ მეორდება ამბავი, (ბებიას გავექეცი, ბაბუას გავექეცი, დათვს გავექეცი, შენც გაგექცევი და აშ.:-) ეთერულ სხეულზეც კარგად მომქედებს.
სხვა დანარჩენ რჩევებს კი- სახლის გაწმენდა ლოცვით და ა-შ- აღარ გავიმეორებ, უკვე დაიწერა.

Posted by: Dondariable Feb 11 2012, 12:36 AM

ბავშვობაში მეც საშინელ სიზმრებს ვხედავდი.


რომ მახსენდბა ეხლაც ტანშI ცმრის.

Posted by: Dondariable Feb 11 2012, 12:41 AM

miss-tika
თქვენსკენ რა ხდება, კიდე ხედავს პატარა კოშმარებს?

Posted by: elli Feb 11 2012, 02:12 AM

ციტატა(miss-tika @ Dec 4 2011, 01:37 PM) *
ბოდიში თუ უხეშად გამომივიდა მართლა არ მინდოდა smile.gif
სახლის გამოცვლა არამგონია შევზლოტ კაი ხანი მაინც ალბათ ,ეს მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული
წარმოიდგინე როგორ ვარ , თითქოს შევეჩვიე ამ სახში უცნაურობებს ,შიში იმდენი აღარ მაქვს როგორც თავიდან ,გუშინ მაგალითად სახში მარტო ვიყავით მე და ბავშვი , ბავშვს ეძინა , ჩემი ოთახის წინ არის დიდი ბალკონი , აშკარად მესმოდა სიარულის ხმა ,ნაბიჯების , მძიმე ნაბიჯების ,რამდენჯერმა აშკარად გავიგე , პანიკაში არ ჩავარდნილვარ და ვცდლობდი არ შემშინებოდა , მერე ვიღიმებოდი აი რაღაცნაირად მინდოდა ჩემი თავისთვის დამეწრმუენბინა ,რომ არაფერიც არ მესმოდა და არაფერიც არ იყო საშიში , მერე მიჩუნდა ,რამდენიმე საათის უკან კიდე გამეორდა ,რამდენჯერმე ვთქვი ფუო ფუი ფუი ეშმაკს და გადავბრუნდი დვიძინე smile.gif
ჩემ შვილს სანთელს ვანთებინებხოლმე და ასე ვლოცულობთ და თითქოს გადაგვივლისხოლმე შიში smile.gif
აი ამ სახლთან კავშირი რამდენადაა არ ვიცი მარა ამსწინად ასეთი რამე დამემართა, ბალკონზე გავედი და ღამე იყო ,დიდი სარკე გვიკიდია მრგვალი ,იმ სარკესთან გევრძე უნდა ჩამევლო და რაღაც წამით გამოვიხედე სარკისკენ ,აი წამით , რო მიდიხარ და უცებ თვალს რო მოკრავ რაღაცას ,არ ვიცი მომელანდა თუ რა იყო მარა აშკარად დავინახე ჩემი თავი სარკეში შავი თმით smile.gif)) არადა ქერა ყვითელი თმა მაქვს smile.gif)

მეც ერთ რამეს გირჩევ ჩემი პირადი გამოცდილებით, აუცილებლად გიშველის ლოცვა, მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, სამსახურის გამო ვერ ვიცვლიდი საცხოვრებელს, და სამი თვე ლამის გავრეკე. ხმები რომ არ გამეგონა ყურსასმენებით მეძინა. მაგრამ ლოცვა შველის. მერე ერთხელაც დღე. ამას ღამე ვერ გავბედავდი დავჟექი და როგორც მეგობარს ავუხსენი: ხომ ხედავ შენი მეშინია, თუ არ გსიამოვნებს აქ რომ ვცხოვრობ მაპატიე ცოტა ხანი თქო (ოღონდ გიჟი არ გეგონო, აბსოლიტურად მყარი ფსიქიკა მაქვს), თუ რამე გინდა გამაგებინო თუ შეძლებ ძილში დამესიზმრე, მეშინია და ცხადში ვერ შევძლებ თქო. არ მახსოვს კიდე რა სისულეები ვილაპარაკე. მაგრამ ხელში ჯვარი მეჭირა და ლოცვსანი, გადამკვდარი მრევლი არ ვარ, ეკლესიაში წლებია არ ვყოფილვარ. მოკლედ ამან გაჭრა და ხმებიც გაქრა

Posted by: miss-tika Feb 12 2012, 01:17 AM

elli


მესმის შენი , ყოჩაღ ყველა ვერ გაბედავდა



დიდი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ და მინდა რაღაც გითხრათ კიდე ამ ამბავზე , რამის გავრეკე ღამე გამეღვიძა და რაღაც უცნაურობა ვნახე , გახსენებაც მაშინებს , თან ეხლა ღამეა და არ მინდა შიშმა ამიტანოს სხვა დროს დავწერო ჯობია , მარა დარწმუნებული ვარ ის ვნახე რაც ბავშვს აშინებდა , არ ვიცი რატომ და ტუა კავშირი მაგასთან მარა რაც ეგ ვნახე ბავშვს ნორმალურად სძინავს

Posted by: td......... Feb 12 2012, 02:02 PM

miss-tika
იქნებ დაწერო რაცაა. ისე ყველაზე მეტად ის გაჭრის რომ შიში დაძლიო.

Posted by: elli Feb 12 2012, 03:21 PM

miss-tika
ჯობია ბოლომდე გაიაზრო რა გაშინებს და შიშიც დაძლეული იქნება, სხვანაირად შიშს ვერაფერს მოუხერხებ

Posted by: miss-tika Feb 13 2012, 10:52 PM

მოკლედ რა მოხდა , ღამე ხშირად ვიღვიძებ ,რომ ბავშვს დავხედო ,გვერძე მიწევს მაგრამ მაინც ხა ვაფარებ ხან რა ხან რა , ასე რომ ხშირად ვიღვიძებ , ოთახში შუქი გამორთული მაქვსხოლმე და დიდი ფანარი მაქბს და იმას ვანთებხოლმე როცა მეღვიძება , ასე გამომეღვიძა შუაღამესაც ფანარი ჩავრთე და როცა ვტრიალდებოდი შუქი კედელს მიენათა ,ჩემგან დაახლოებით 1 მეტრშია კედელი , უცებ დავინახე კედელზე ადამიანის გამოსახულებას , როგორც ჩრდილს , უცებ გამოვფხიზლდი კარგად შემეშინდა ფანარი ოდნავ გავწიე ოთახის სხვა კუთხეში , იმ ადგილს ისევ ანათებდა შუქი მაგრამ ისე მკვეთრად აღარ მარა ადამიანის გამოსახულება წამითაც არ შეცვლილა მიუხედავად იმისა რომ სინათლე გავწიე და თუ ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვა იქნებოდა აღარ უნდა ყოფილიყო ისე მკვეტრად , თავი ხელში ავიყვანე და კიდევ მივანათე იმ ადგილს ,აშკარად ადამიანის გამოსახულება იყო , აი წარმოიდგინეთ აბა ,დიდი განარია თან საკმაოდ მკვეთრი შუქი აქვს ,მთელ იმ კედელს ანათებდა მკვეთრად და ის ადამიანის გამოსახულება იყო ჩამუქებულ შავად , ფიზიკურად შეუძლებელი უნდა ყოფილიყო ასეთი რამე , და კდე ისე მკვეტრად იყო კონტურები თავის,ყურების,კისრის,მხრების და ეს ადამიანი მხლოდ წელს ზემოთ იყო გამოსახული ..... ღმერთმა მოიტევოს რასაც ვამბობ შედარებისთვის მაგრამ თითქოს ხატი იყო , როგორც ხატებზეახოლმე გამოსახული ადამიანი ამდაგვარად ,ხელები ოდნავ მოხრილად ქონდა მიბჯენილი . ძალიან ვნანობ რომ სურათი არ გადაუღე ,იქნებ გამოჩენილიყო ყველავარიანტში გამოჩნდებოდა ისე მკვეტრად იყო , უბრალოდ მერე ისე ამიტანა შიშმა ვცადე დამეძინა და ძლივს დავიძინე ტავზე საბან გადახურულმა , რავიცი აბა რა გთხრათ ახალი წლები მოდიოდა და იმ ადგილზე მეორე დღეს გასაბერი დიდი სანთაკლაუსი ჩამოვკიდე შიშის გასაქარწყლებლად და ცოტა გადამიარაკიდეც მაგრამ მაინც

Posted by: nibiru3013 Feb 15 2012, 03:15 PM

ჩემ ბავშვს არ ვიცი რა ესიზმრება, მაგრამ ამ ბოლო დროს ამბობს რომ დედამიწას ცეცხლი გაუჩნდებაო და დაიწვებაო, რატომ მეთქი რო ვეკითხები იძახის მზის გარშემო ტრიალებსო და მზე დაწვავსო, არადა მაგ თემებზე სახლში საუბარი არაა, ბავშვი სამი წლისაა. ხო მართლა რო ვეკითხები გეშინია მეთქი ამბობს არაო თან ამ ყველაფერს ცოტა ხალისით ყვება. სად ნახა არ იძახის.

Posted by: progress Feb 15 2012, 05:52 PM

QUOTE
მე მაწუხებდა ბავშობაში შიშები, ძალიან პატარას არ მახსოვს, მაგრამ უკვე დიდს კი, მეშინოდა კედლისკენ გადაბრუნების, მეგონა ზურგიდან მომეპარებოდა ვიღაც
QUOTE

კედლის მხარეს არასდროს ვიძინებდი biggrin.gif მეც მახსოვს

Posted by: Dondariable Feb 15 2012, 06:38 PM

მე პირიქით, სულ კედლისკევ ვბრუნდებოდი, რადგან მარტო კედელს ვეხავდი.
არ მინდოდა წინ რაიმე დამენახა biggrin.gif



Posted by: You Mar 13 2012, 02:27 PM

miss-tika
მე და ჩემი ძმაც ვხედავდით ღამით რაღაცაებს, უფრო სწორად ის ხედავდა და მე გადმომედებოდა ხოლმე. ეჩვენებოდა ღამით რაღაც ცხოველი, ფარდებზე, კედლებზე, ყველგან, მაღვიძებდა შეშინებული და მერე მეც მეშინოდა ხოლმე. გვიტირია ხშირად.
დღემდე არ ვიცი ეს რა იყო, ხშირად სიცხეც ჰქონდა მაღალი. მერე დედაჩემმა ვიღაცასთან შესალოცად წაიყვანა, იმას უთქვია ცუდი თვალის ბრალიაო. მერე გაუარა ყველაფერმა.
პატარები მართლაც მგრძნობიარეები არიან და ყველანაირ ცუდ მზერას იღებენ და ისრუტავენ.

Posted by: fukoshima Mar 15 2012, 01:16 PM

elli

QUOTE
მაგრამ ლოცვა შველის.

გაძლიერებული tongue.gif

Posted by: ზაზა Apr 26 2012, 12:03 AM

აქ რომ ვინმემ ვინმეს რაიმე რეალური ურჩიოს, ეს შეუძლებელია (თუ ნათელმხილველი არ არის) ეს ხომ სურდო არ არის? სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაა. თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალური ფსიქოლოგიური და ეზოთერიკული გამოკვლევა ჭირდება. ისიც თუ მშობლები ამის საშუალებას მოგცემენ, რადგან მშობლების უმეტესობას ჭირდება არა სიმართლე, არამედ რაიმე მისთვის გასაგები და კომფორტული ახსნა. ექიმთან წავიყვანოთ? -კი. წამლები დავალევინოთ? კიიი. მამაოსთან წავიყვანოთ, რომ რიტუალები შეუსრულოს? -კიიიიიიიიიიიი.
პრობლემის ნამდვილი მიზეზის დადგენას კი სერიოზული მუშაობა ჭირდება და მით უმეტეს სწორი მკურნალობის მეთოდის შერჩევას.

Posted by: kindatma Apr 26 2012, 05:26 PM

ყველა ბავშვი 2 იდან 7იდ წლამდე ხედავს კოშმარებს)ნუ გეშინია ეს უბრალო პროცესია.ფსიქოლოგისაგან ვიცი

Posted by: shay Oct 1 2012, 06:05 PM

მგონი არ უნდა იყოს ეგ დიდი პრობლემა..
მეც მჭირდა ბავშვობაში ეგეთი რაღაც დღემდე თვალწინ მიდგას ის სურათები რასაც ვნახულობდი, უბრალოდ ვერ ვბედავდი ხოლმე ჩემებისთვის ამეხსნა და მეთქვა..
განსაკუთრებით ხშირად ვნახულობდი ხოლმე მშინ როცა განერვიულებული ვიყავი.. საბავშვო ბაღში (გვიან შემიყვანეს 4 წლის ვიყავი უკვე) არ მინდოდა სიარული და იმ პერიოდში თითქმის ყოველ ღამე ტირილით ვიღვიძებდი გამომიყვანეს მერე 1 კვირაში ბაღიდანაც და დავმშვიდდი ცოტა.. სკოლის პერიოდში უკვე ნაკლებად მქონდა მსგავსი სიზმრები..

Posted by: Dondariable Oct 1 2012, 06:29 PM

ბავშვობაში ისეთ კოშმარებს ვხედავდი ეხლა რომ ვნახო მაგრად შემეშინდება...



სატანური სალოცავები მესიზმრებოდა ხოლმე....

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)