IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ბჰაგავადგიტა, ქარათულად
Atman
post Feb 23 2010, 02:45 PM
Post #21


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეექვსე
დჰიანა - იოგა

1. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ის, ვინც მიჯაჭვული არ არის თავისი შრომის ნაყოფებს და ვინც მოვალეობის გამო შრომობს, განდეგილის ცხოვრებას ეწევა. იგია ჭეშმარიტი მისტიკოსი და არა ის, ვინც არც ცეცხლს ანთებს და არც მოვალეობას ასრულებს.
2. ო პანდუს შვილო, იცოდე, რომ განდეგილობა იგივე იოგა, ანუ უზენაესთან დაკავშირებაა, რადგან ადამიანი ვერასოდეს გახდება იოგი, ვიდრე გრძნობათა დაკმაყოფილების სურვილს არ განაგდებს.
3. იოგას რვასაფეხურიან სისტემაში ახალბედასთვის შრომა საშუალებად ითვლება; ხოლო მისთვის, ვინც უკვე მიაღწია იოგას მაღალ საფეხურს, საშუალებას ყოველგვარი მატერიალური საქმიანობის შეწყვეტა წარმოადგენს.
4. პიროვნება იოგას მაღალ საფეხურს აღწევს, როდესაც ყოველგვარ მატერიალურ სურვილზე უარის თქმის გამო არც გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის იღწვის და არც კარმიულ საქმიანობებს ეწევა.
5. ჭკუა ადამიანს განთავისუფლებაში უნდა დაეხმაროს და არა დაცემაში. ჭკუა განპირობებული სულის მეგობარიც არის და მტერიც.
6. მისთვის, ვინც ჭკუის დამორჩილება შეძლო, ჭკუა საუკეთესო მეგობარია; ხოლო ვინც ეს ვერმოახერხა, ჭკუა მისი სამუდამო მტერი იქნება.
7. ვინც ჭკუა დაიმორჩილა, უკვე მიაღწია ზესულს, ვინაიდან სიმშვიდე ჰპოვა. ასეთი კაცისთვის სულ ერთია ბედნიერება და უბედურება, სიცხე და სიცივე, პატივი და უპატივობა.
8. როდესაც ადამიანი მიღწეული ცოდნისა და რეალიზაციის საფუძველზე სრულ კმაყოფილებას განიცდის, შეიძლება ითქვას, რომ მან თვითრეალიზაციას მიაღწია და იოგად იწოდება. ასეთი პიროვნება ტრანსცენდენტალ დონეზე იმყოფება და საკუთარ თავს მართავს. იგი ერთნაირად აღიქვამს ყველაფერს: კენჭებს, ლოდებსა თუ ოქროს.
9. პიროვნება სულიერად კიდევ უფრო ამაღლებულად ითვლება, თუკი ერთნაირად აღიქვამს პატიოსან კეთილმსურველთ, მოსიყვარულე კეთილისმყოფელთ, განზე მდგომთ, შურიანებს, მეგობრებსა და მტრებს, ღვთისმოსავთა და ცოდვილთ.
10. ტრანსცენდენტალისტმა სხეული, ჭკუა, და სული განუწყვეტლივ უზენაესთან ურთიერთობაში უნდა დაასაქმოს; მან ეულმა უნდა იცხოვროს განმარტოებულ ადგილას, მუდამ გულდასმით მართოს ჭკუა და თავი დააღწიოს სურვილებსა და მესაკუთრეობის გრძნობას.
11-12. იოგას შესასრულებლად ადამიანი უკაცრიელ ადგილას უნდა წავიდეს, მიწაზე ბალახი კუშა დააფინოს და შემდეგ ირმის ტყავი და რბილი ქსოვილი გადააფაროს. ადგილი წმინდა უნდა შეარჩიოს, დასაჯდომი არ უნდა იყოს არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი. შემდეგ იოგი გაუნძრევლად უნდა დაჯდეს და შეასრულოს იოგა, რათა განიწმინდოს გული ჭკუის, გრძნობებისა და მოქმედებების კონტროლირებით და ჭკუის ერთი წერტილისკენ მიმართვით.
13-14. ადამიანმა ტანი, კისერი და თავი ერთ ხაზზე გამართულად უნდა დაიჭიროს და დაჟინებით მიაცქერდეს ცხვირის წვერს. ასეთ მდგომარეობაში აღუშფოთებელი, დამორჩილებული ჭკუით, უშიშრად, სქესობრივი ცხოვრებისგან მთლიანად განთავისუფლებული, გულში ჩემზე უნდა ფიქრობდეს და სიცოცხლის საბოლოო მიზნადაც მე გამიხადოს.
15. ამგვარად სხეულის, ჭკუისა და მოქმედებათა მუდმივი მართვით მისტიკოსი ტრანსცენდენტალისტი დამორჩილებული ჭკუით, მატერიალური ყოფის შეწყვეტის გზით ღმერთის სამეფოს (ანუ კრშნას სავანეს) აღწევს.
16. ო არჯუნა, იოგი ვერასოდეს გახდება ის, ვინც ბევრს ან ცოტას ჭამს, ვისაც ბევრი ან ცოტა ძინავს.
17. მას, ვინც კვება, ძილი, დასვენება და მუშაობა მოწესრიგებულინ აქვს, იოგას სისტემის განხორციელებით ყოველგვარი მატერიალური ტანჯვების შემსუბუქება შეუძლია.
18. როდესაც იოგი იოგას პრაქტიკის გზით ჭკუის მოქმედებებს იმორჩილებს და ტრანსცენდენტალ დონეს აღწევს – თავისუფლდება რა ყოველგვარი მატერიალური სურვილებისგან – ამბობენ, რომ მტკიცედ არის დაფუძნებული იოგაში.
19. როგორც ლამპარი არ ირხევა უქარო ადგილას, ასევე ტრანსცენდენტალისტი, რომელსაც ჭკუა დაუმორჩილებია, გამუდმებით ტრანსცენდენტალ მეობას ჭვრეტს.
20-23. სრულყოფის იმ საფეხურზე, რომელსაც ტრანსი ანუ შამადჰი ეწოდება, ადამიანის ჭკუა პრაქტიკის მეშვეობით მთლიანად შორდება მატერიალურ აზრობრივ მოქმედებებს. სრულყოფის ეს საფეხური ხასიათდება ცოცხალი არსების უნარით წმინდა ჭკუით იხილოს საკუთარი მეობა და საკუთარ თავში დატკბეს. ამგვარ ნეტარებაში ადამიანი უსაზღვრო ტრანსცენდენტალ ბედნიერებას განიცდის, რაც ტრანსცენდენტული გრძნობების მეშვეობით აღიქმება. ამ საფეხურზე მტკიცედ დამკვიდრების შემდეგ იგი არასიდეს შორდება ჭეშმარიტებას და ამის მიღწევის შემდგომ თვლის, რომ ამაზე მეტი მონაპოვარი არ არსებობს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არასოდეს მერყეობს, უდიდესი სიძნელის წინაშეც კი. ეს მატერიალური ურთიერთობების გამო აღმოცენებული უბედურებისგან ჭეშმარიტ თავისუფლებას წარმოადგენს.
24. ადამიანი იოგას უნდა ასრულებდეს შეუპოვრობითა და რწმენით, ამასთანავე განუხრელად უნდა მიჰყვებოდეს არჩეულ გზას. მან მთლიანად უნდა დათმოს სპეკულაციური მსჯელობის შედეგად აღძრული უკლებლივ ყოველი მატერიალური სურვილი და ამგვარად ჭკუით მართოს ყოველი გრძნობის ყოველი გამოვლინება.
25. თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ, რწმენით განმტკიცებული გონებით ადამიანმა ტრანსს უნდა მიაღწიოს, ამ გზით ჭკუა მხოლოდ სულისკენ მიიპყროს და სხვა არაფერზე იფიქროს.
26. საითაც არ უნდა გაიქცეს ჭკუა თავისი მერყევი და არამტკიცე ბუნების გამო, ადამიანმა უსათუოდ უნდა დააბრუნოს და დაუმორჩილოს საკუთარ მეს.
27. იოგი, რომლის ჭკუაც ჩემსკენ არის მოპყრობილი, უეჭველად აღწევს ტრანსცენდენტული ბედნიერების უმაღლეს სრულყოფილებას. იგი ვნების მოდუსის მიღმა იმყოფება, ესმის უზენაესთან თავისი თვისობრივი მსგავსება და ამრიგად, წარსულ საქმიანობათა ყოველი რეაქციისგან თავისუფლდება.
28. ამდენად იოგი, რომელიც საკუთარ თავს ფლობს და გამუდმებით იოგას ასრულებს, მატერიალური უწმინდურობისაგან იწმინდება და უფლის ტრანსცენდენტალ სამსახურში სრულყოფილი ბედნიერების უმაღლეს საფეხურს აღწევს.
29. ჭეშმარიტი იოგი ყოველ არსებაში მე მხედავს და ყოველ არსებასაც ხედავს ჩემში. თვითრეალიზებული სული ყველგან და ყველაფერში მხედავს მე, უზენაეს უფალს.
30. ვინც ყველგან მე მხედავს და ყველაფერს ცჰემსჰი აღიქვამს, არასოდეს მკარგავს და ჩემთვისაც არასოდეს იკარგება.
31. ასეთი იოგი, რომელიც თაყვანისცემით ემსახურება ზესულს, რამეთუ იცის, რომ მე და ზესული ერთნი ვართ, ნებისმიერ ვითარებაში მუდამ ჩემში რჩება.
32. ო არჯუნა, სრულყოფილია იოგი, რომელიც საკუთარი მეობის დანარჩენ ცოცხალ არსებებთან შედარებისას მათ ჭეშმარიტ თანასწორობას ხედავს, ბედნიერებაშიც და უბედურებაშიც.
33. არჯუნამ თქვა: ო მადჰუსუდანა, შენს მიერ აღწერილი იოგას სისტემა განუხორციელებელი და აუტანელი მეჩვენება, რამეთუ ჭკუა მოუსვენარი და არამტკიცეა.
34. ო კრშნა, რაკი ჭკუა მოუსვენარი, მშფოთვარე, მოუდრეკელი და მეტად ძლიერია, ვფიქრობ მისი დამორჩილება ქარის დამორჩილებაზე ძნელი იქნება.
35. უფალმა შრი კრშნამ თქვა: ო კუნტის მკლავმაგარო შვილო, მოუსვენარი ჭკუის მოთოკვა უეჭველად ძნელია, მაგრამ შესაფერისი პრაქტიკითა და განდეგილობით ამის მიღწევა შეიძლება.
36. აულაგმავი ჭკუის მქონე პიროვნებისთვის თვითრეალიზაციის მიღწევა რთული საქმეა, მაგრამ ვისაც ჭკუა დაუმორჩილებია და სათანადო გზით იღწვის, უსათუოდ ეწევა წარმატებას. ასეთია ჩემი აზრი.
37. არჯუნამ თქვა: ო კრშნა, რა ელის ხელმოცარულ ტრანსცენდენტალისტს, რომელიც თავდაპირველად რწმენით იწყებს თვითრეალიზაციის პროცესს, მაგრამ მიწიერი ცნობიერების შედეგად უხვევს არჩეული გზიდან და მისტიციზმში სრულყოფას ვერ აღწევს.
38. ო მკლავმაგარო კრშნა, განა ტრანსცენდენციის გზიდან ამცდარისთვის ბოლო ეღება ყოველგვარ სულიერ და მატერიალურ წარმატებას, დაფლეთილი ღრუბელივით ქრება და ვეღარსად ჰპოვებს თავშესაფარს?
39. ასეთია ჩემი ეჭვი, ო კრშნა და გთხოვ სრულიად გამიფანტო იგი. შენს გარდა არავინ მეგულება, ვისაც ამ ეჭვის განადგურება შეეძლოს.
40. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: პრთჰას შვილო, ტრანსცენდენტალისტს, რომელიც სასიკეთო საქმიანობებს ეწევა, სიკვდილი არც ამ და არც სულიერ სამყაროში უწერია; კეთილისმყოფელს, ჩემო მეგობარო, ვერასოდეს სძლევს ბოროტი.
41. ღვთისმოსავ ცოცხალ არსებათა პლანეტებზე მრავალი წლის მანძილზე განცხრომის შემდეგ ხელმოცარული იოგი ღვთისმოსავთა ან მდიდარ არისტოკრატთა ოჯახში იბნადება.
42. ანდა (თუ იოგას ხანგრძლივი შესრულების შემდეგ წარმატებას ვერ აღწევს) იმ ტრანსცენდენტალისტთა ოჯახში იბადება, რომლებიც უეჭველად დიდი სიბრძნით გამოირჩევიან. ცხადია, ამ სამყაროში ასეთი დაბადება იშვიათად თუ ვინმეს ხვდება წილად.
43. ო კურუს შვილო, ასეთი დაბადების შემდეგ იგი აღიდგენს წინა ცხოვრების ცნობიერებას და სრული წარმატების მოსაპოვებლად კვლავ წინსვლას ცდილობს.
44. წინა ცხოვრების ღვთაებრივი ცნობიერების წყალობით მას თავისთავად, ძიების გარეშე იოგას პრინციპები იზიდავს. ასეთი ცნობისმოყვარე ტრანსცენდენტალისტი ყოველთვის წმინდა წერილთა რიტუალურ პრინციპებზე მაღლა დგას.
45. და როცა ყოველგვარი ჭუჭყისგან განწმენდილი იოგი გულწრფელად ესწრაფვის შემდგომ წინსვლას, საბოლოოდ მრავალი, მრავალი დაბადების განმავლობის პრაქტიკის შემდეგ სრულყოფის შედეგად უზენაეს მიზანს მიაღწევს.
46. იოგი უფრო მაღალია, ვიდრე ასკეტი, უფრო მაღალია, ვიდრე ემპირიკოსი და უფრო მაღალია, ვიდრე კარმიული მოღვაწე. ამიტომ, ო არჯუნა, ყოველთვის იოგი იყავი.
47. დაყ ველა იოგს შორის, ვინც დიდი რწმენით მუდამ ჩემში იმყოფება, შინაგანად ჩემზე ფიქრობს და ტრანსცენდენტული სიყვარულით მემსახურება, ყველაზე მჭიდროდ არის ჩემთან იოგათი დაკავშირებული და უმაღლესია. ასეთია ჩემი აზრი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 24 2010, 11:05 AM
Post #22


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეშვიდე
აბსოლუტის ცოდნა

1. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ახლა მისმინე, ო პრთჰას შვილო, თუ იოგას პრაქტიკით, ჩემი სრული ცნობიერებით, ჩემზედ მიჯაჭვული ჭკუით, ეჭვებისაგან განთავისუფლებული, როგორ შეძლებ სრულად შემიცნო მე.
2. ახლა მე მთელი სისრულით გადმოგცემ ამ ცოდნას, როგორც ფენომენურს, ასევე ღვთაებრივს. ამის შემდეგ, აღარაფერი დაგრჩება შესაცნობი.
3. მრავალი ათასი კაციდან ერთი შეიძლება ესწრაფოდეს სრულქმნას, და მათგან, ვინც სრულქმნას მიაღწია, ერთიც ძლივა მოინახება, რომელიც მე ჭეშმარიტად მიცნობს.
4. მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ეთერი, ჭკუა, გონება და ცრუ ეგო – ეს რვა ჩემს განცალკევებულ მატერიალურ ენერგიებს შეადგენს.
5. ამათ გარდა, ო მკლავმაგარო არჯუნა, არსებობს სხვა, ჩემი უმაღლესი ენერგია, რომელიც მოიცავს ცოცხალ არსებებს, რომლებიც ამ მატერიალური, უმდაბლესი ბუნების საშუალებებს იყენებენ.
6. ყოველი შექმნილი არსება დასაბამს ამ ორი ბუნებიდან იღებს. უეჭველად იცოდე, რომ მე ვარ ამ სამყაროში ყოველივე მატერიალურისა და სულიერის დასაბამიც და დასასრულიც.
7. ო სიმდიდრის მომპოვებელო, არ არსებობს ჩემზე მაღალი ჭეშმარიტება. ყველაფერი ჩემზე ძევს, როგორც ძაფზე აცმული მარგალიტები.
8. ო კუნტის შვილო, მე ვარ წყლის გემო, მზისა და მთვარის შუქი, მარცვალი ომ ვედურ მანტრებში; მე ვარ ბგერა ეთერში და უნარი ადამიანში.
9. მე ვარ მიწის თავდაპირველი სურნელი და მე ვარ სითბო ცეცხლისა. მე ვარ ყოველი ცოცხალის სიცოცხლე და მე ვარ ეპითიმია ყოველი ასკეტისა.
10. ო პრთჰას შვილო, იცოდე რომ მე ვარ ყოველი არსებობის თავდაპირველი თესლი, გონიერთა გონიერება და ძლევამოსილთა სიმამაცე.
11. მე ვარ ძალა ძლიერთა, რომელნიც ვნებასა და სურვილს არიან მოკლებული. მე ვარ სქესობრივი ცხოვრება, რომელიც რელიგიურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, ო ბჰარატათა მეუფევ (არჯუნა).
12. იცოდე რომ არსებობის ყოველი მდგომარეობა – სათნოების, ვნებისა თუ უგუნურების – ჩემი ენერგიით ვლინდება. ერთის მხრივ, მე ყველაფერი ვარ, მაგრამ დამოუკიდებელი ვრჩები. მე არ ვექცევი მატერიალური ბუნების მოდუსების გავლენაში, ვინაიდან პირიქით, ისინი იმყოფებიან ჩემში.
13. სამი მოდუსით (სათნოებით, ვნებითა და უგუნურებით) მოტყუებული მთელი სამყარო არ მიცნობს მე, მოდუსებზე მაღლა მყოფსა და უშრეტს.
14. ძალიან ძნელია ამ ჩემი ღვთაებრივი ენერგიეს ძლევა, რომელიც მატერიალური ბუნების სამი მოდუსისგან შედგება. მაგრამზე მონდობილებს ადვილად შეუძლიათ მისი გადალახვა.
15. არამზადები, რომლებიც უკიდურესად სულელნი, კაცთა შორის უმდაბლესნი არიან, ვისი ცოდნაც ილუზიით არის განძარცვული და ვინც დემონთა ათეისტურ ბუნებას იზიარებენ, არ მენდობიან მე.
16. ო საუკეთესოვ ბჰარატთა შორის, ოთხი სახის ღვთისმოსავი ხალხი იწყებს ჩემს მსახურებას – ტანჯულნი, ქონების მოსურნენი, ცნობისმოყვარენი და ისინი, ვინც აბსოლუტის შესახებ ცოდნას ეძებენ.
17. მათ შორის ის ვინც სრულ ცოდნას ფლობს და ვინც მუდამ წმინდა ერთგულ სამსახურს ეწევა, საუკეთესოა. ვინაიდან მე მეტად ძვირფასი ვარ მისთვის და ისიც ძვირფასია ჩემთვის.
18. ყოველი ეს ერთგული უდაოდ დიდსულოვანი სულია, მაგრამ მას, ვინც ჩემს ცოდნას ფლობს, არ ვანსხვავებ ჩემგან. ჩემი ტრანსცენდენტული მსხურების გამო იგი აუცილებლად მომაღწევს მე, უმაღლესსა და ყველაზე სრულყოფილ მიზანს.
19. მრავალი დაბადებისა და სიკვდილის შემდეგ, ვინც ჭეშმარიტ ცოდნას ფლობს, მომენდობა მე, მიცნობს რა მე ყოველი მიზეზისა და ყოველივე არსებულის მიზეზად. ასეთი დიადი სული მეტად იშვიათია.
20. ისინი, ვისი გონებაც განძარცვულია მატერიალური სურვილებით, მიენდობიან ნახევარღმერთებს და მიჰყვებიან თავიანთი ბუნების შესაბამის თაყვანისცემის გარკვეულ წესებსა და რეგულაციებს.
21. მე ყველას გულში ვიმყოფები ზესულის სახით. როგორც კი ვინმე მოისურვებს გარკვეული ნახევარღმერთის თაყვანისცემას, მე ვუმტკიცებ რწმენას, რათა ამ ღვთაებას მიუძღვნას თავი.
22. ასეთი რწმენით დაჯილდოებული, იგი ცდილობს თაყვანი სცეს გარკვეულ ნახევარღმერთს და აისრულოს სურვილები. მაგრამ სინამდვილეში ამ შედეგს ვიძლევი მხოლოდ მე.
23. მცირე გონების მქონე ხალხი თაყვანს სცემს ნახევარღმერთებს და მათი ნაყოფები შეზღუდული და წარმავალია, ისინი, ვინც თაყვანს სცემენ ნახევარღმერთებს, მიდიან ნახევარღმერთთა პლანეტებზე, მაგრამ ჩემი ერთგულები საბოლოოდ აღწევენ ჩემს უმაღლეს პლანეტას.
24. უგონო ხალხი, რომელიც სრულყოფილად არ მიცნობს, თვლის, რომ მე, ღმრთეების უზენაესი პიროვნება , კრშნა, უპიროვნო ვიყავი აქამდე, ახლა კი მივიღე ეს პიროვნული ფორმა. თავიანთი მცირე ცოდნის გამო, მა თარ იციან ჩემი მაღალი ბუნება, რომელიც უკვდავია და უზენაესი.
25. მე არასოდეს ვევლინები სულელებსა და უგუნურებს. მათთვის დაფარული ვარ ჩემი შინაგანი პოტენციით, ამიტომ მა თარ იციან, რომ მე უშობელი და უშეცდომო ვარ.
26. ო არჯუნა, როგორც ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, მე ვიცი ყველაფერი რაც მომხდარა წარსულში, ყველაფერი რაც ხდება აწმყოში და ყველაფერი რაც უნდა მოხდეს. მე აგრეთვე ვიცნობ ყოველ ცოცხალ არსებას; მაგრამ მე არავინ არ მიცნობს.
27. ო ბჰარატას შთამომავალო, ო მტრის შAემმუსვრელო, ყოველი ცოცხალი არსება იბადება ილუზიაში, სურვილისა და ზიზღისგან წარმოშობილი ორმაგობით მოტყუებული.
28. ისინი, ვინც ღვთაებრივ საქმეებს ჩადიოდნენ წარსულ ცხოვრებებში და ვისი ცოდვითი რეაქციებიც სრულიად აღმოფხვრილია, თავისუფალი არიან ილუზიის ორმაგობებისგან და მტკიცე გადაწყვეტილებით მემსახურებიან მე.
29. გონიერი პიროვნებები, რომლებიც იღწვიან სიბერისა და სიკვდილისაგან განთავისუფლებისათვის, თავშესაფარს პოულობენ ჩემში, ერთგულ სამსახურში. ისინი ჭეშმარიტად ბრაჰმანი არიან, ვინაიდან ბოლომდე იციან ყველაფერი ტრანსცენდენტული საქმიანობების შესახებ.
30. მათ, ვისაც სრული ცნობიერება აქვთ ჩემზე, ვინც მიცნობენ მე, უზენაეს უფალს, როგორც მატერიალური გამოვლინების, ნახევარღმერთებისა და მსხვერპლშეწირვის ყოველი მეთოდის მმართველ პრინციპად, შეუძლიათ შემიცნონ და მიცნობდნენ მე, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, სიკვდილის ჟამსაც კი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 24 2010, 02:22 PM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მერვე
უზენაესის მიღწევა

1. არჯუნამ იკითხა: ო ჩემო უფალო, ო უზენაესო პიროვნებავ, რა არის ბრაჰმანი? რა არის მეობა? რა არის კარმიული საქმიანობა? რა არისე ს მატერიალური გამოვლინება? და ვინ არიან ნახევარღმერთები? გთხოვ, განმიმარტე ეს.
2. ვინ არის მსხვერპლშეწირვის უფალი და როგორ ცხოვრობს იგი სხეულში, ო მადჰუსუდანა? და როგორ უნდა გიცნობდნენ სიკვდილის ჟამს ისინი, ვინც ერთგული სამსახურით არიან დაკავებული.
3. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ურღვევ ტრანსცენდენტალურ ცოცხალ არსებას ბრაჰმანი ჰქვია დამ ის მარადიულ ბუნებას – ადჰიატმა, მეობა. საქმიანობას, რომელიც ცოცხალ არსებათა მატერიალური სხეულების განვითარებას ეხება, ეწოდება კარმა, ანუ საკუთარი სიამოვნებისათვის გამიზნული საქმიანობები.
4. ო საუკეთესოვ ხორცშესხმულ არსებათა შორის, განუწყვეტლივ ცვალებად ფიზიკურ ბუნებას ადჰიბჰუტა (მატერიალური გამოვლინება) ეწოდება. უფლის სამყაროსეული ფორმა, რომელიც მოიცავს ყოველ ნახევარღმერთს, როგორებიც არიან მზისა და მთვარის ნახევარღმერთები, ადჰიდაივად არის ცნობილი. და მე, უზენაეს უფალს, ყოველი ხორცშესხმული არსების გულში ზესულის სახით წარმოდგენილს, მქვია ადჰიიაჯნა (მსხვერპლშეწირვის უფალი).
5. და ვინც სიცოცხლის ბოლოს სხეულს ტოვებს ისე, რომ მხოლოდ მე ვახსოვარ, უმალ აღწევს ჩემს ბუნებას. ამაში ეჭვი არ არის.
6. ყოფიერების რა მდგომარეობაც ახსოვს ცოცხალ არსებას სხეულის დატოვებისას, ო კუნტის შვილო, აუცილებლად იმავე მდგომარეობას მიაღწევს.
7. ამიტომ არჯუნა, მუდამ უნდა იფიქრო ჩემზე, როგორც კრშნაზე და ამავე დროს შეასრულო შენი მოვალეობა – იბრძოლო. ჩემდამი მოძღვნილი საქმიანობით და ჩემზედ მოპყრობილი ჭკუითა და გონებით უეჭველად მოაღწევ ჩემამდე.
8. ის, ვინც ფიქრობს ჩემზე, როგორც ღმრთეების უზენაეს პიროვნებაზე, ვისი ჭკუაც მუდამ ჩემზე ფიქრით არის მოცული და არ უხვევს გზიდან, ო პრთჰა, აუცილებლად მომაღწევს მე.
9. ცოცხალმა არსებამ უზენაეს უფალზე უნდა იფიქროს, როგორც ყოვლისმცოდნეზე, უხუცესზე, განმგებელზე, მასზე, ვინც უმცირესზე მცირეა, ყოვლის მასულდგმულებელზე, ვისაც ვერავითარი მატერიალური წარმოდგენა ვერ სწვდება, როგორც მიუწვდომელზე და როგორც მასზე, ვინც ყოველთვის პიროვნებაა. იგი მზესავით ნათელია და ტრანსცენდენტულია მატერიალური ბუნების მიმართ.
10. ის, ვინც სიკვდილის ჟამს სასიცოცხლო ჰაერს წარბებს შუა ათავსებს და იოგას საშუალებით, განუხრელი ჭკუით და სრული ერთგულებით უზენაესი უფლის მოგონებას იწყებს, აუცილებლად აღწევს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას.
11. ვედებში განსწავლული ადამიანები, რომლებიც ომკარას გამოთქვამენ და განდეგილის წესში დიადი ბრძენები არიან, ბრაჰმანში შედიან. ვისაც ასეთი სრულქმნის მიღწევა სურს, უბიწოებას იცავს. ახლა, მე მოკლედ აგიხსნი გზას, რომლითაც შეიძლება ხსნის მიღწევა.
12. იოგური მდგომარეობა ყოველგვარი გრძნობითი საქმიანობისაგან განდგომას ნიშნავს. გრძნობათა ყოველი კარის დაკეტვით, ჭკუის გულზე მიპყრობითა და სასიცოცხლო ჰაერის თავის წვერზე მოთავსებით ადამიანი იოგაში მკვიდრდება.
13. თუ იოგას ამ პრაქტიკაში ბგერათა უმაღლესი ერთობლიობის წმინდა მარცვლის – ომ-ის ვიბრირებისას ადამიანი ღმრთეების უზენაეს პიროვნებაზე ფიქრით ტოვებს სხეულს, აუცილებლად აღწევს სულიერ პლანეტებს.
14. ვისაც განუწყვეტლივ ვახსოვარ მე, ადვილად მოაღწევს ჩემამდე, ო პრთჰას შვილო, ვინაიდან გამუდმებით ჩემი ერთგული სამსახურით არის დაკავებული.
15. ჩემთან მოსვლის შემდეგ დიადი სულები, რომნლებიც ღვთის ერთგული იოგები არიან, არასოდეს უბრუნდებიან გაჭირვებით აღსავსე ამ წარმავალ სამყაროს, ვინაიდან უმაღლეს სრულქმნას მიაღწიეს.
16. მატერიალურ სამყაროში ყოველი პლანეტა, დაწყებული უმაღლესიდან, დამთავრებული უმდაბლესით, ტანჯვით აღსავსე ადგილია, სადაც განმეორებადი დაბადება და სიკვდილი ბატონობს, მაგრამ ის, ვინც ჩემს სასუფეველს აღწევს, ო კუნტის შვილო, ხელახლა აღარასოდეს იბადება.
17. კაცთა ანგარიშით ერთად აღებული ათასი ეპოქა ბრაჰმას ერთი დღის ტოლია. და ასეთივე ხანგრძლივობისაა მისი ღამეც.
18. ბრაჰმას დღის დასაბამს ყოველი ცოცხალი არსება ვლინდება გამოუვლენელი მდგომარეობიდან და შემდეგ, ღამის დამდეგს, კვლავ გამოუვლენელში შედის.
19. კვლავ და კვლავ, როდესაც დგება ბრაჰმას დღე, ცოცხალი არსებები იწყებენ არსებობას და ბრაჰმას ღამის დადგომასთან ერთად უმწეოდ ნადგურდებიან.
20. და მაინც, არსებობს სხვა გამოუვლენელი ბუნება, რომელიც მარადიული და ტრანსცენდენტულია ამ გამოვლენილი და გამოუვლენელი მატერიის მიმართ. იგი უმაღლესია და არასოდეს ნადგურდება. როდესაც ამ სამყაროში ყველაფერი ისპობა, ეს ნაწილი ხელუხლებელი რჩება.
21. ის, რასაც ვედანტისტები აღწერენ, როგორც გამოუვლენელსა და უნაკლოს, რაც უმაღლეს მიზნად არის ცნობილი, ადგილი, რომლის მიღწევის შემდეგ არასოდეს ბრუნდებიან – ჩემი უმაღლესი სავანე გახლავთ.
22. მხოლოდ წმინდა ერთგულებით შეიძლება ღმრთეების უზენაესი პიროვნების, უდიადესის მიღწევა, თუმცა იგი თავის სავანეში იმყოფება, ყველაფერს გამსჭვალავს და ყველაფერი მასშია.
23. ო ბჰარატათა შორის საუკეთესოვ, ახლა დაგიხასიათებ სხვადასხვა დროებს, როდესაც ამ ქვეყნიდან წასული იოგები უკან ბრუნდებიან ან არ ბრუნდებიან.
24. უზენაესი ბრაჰმანის მცოდნენი აღწევენ ამ უზენაესს, თუკი ამ ქვეყანას ცეცხლის ღმერთის გავლენისას, სინათლეში, დღის საუკეთესო ხანს, სავეს მთვარის ორი კვირის განმავლობაში ტოვებენ, ან იმ ექვსი თვის მანძილზე, როდესაც მზე ჩრდილოეთში მოძრაობს.
25. მისტიკოსი, რომელიც მიდის ამ სამყაროდან კვამლისას, ღამით, მილეული მთვარის ნახევარი თვის, ან იმ ექვსი თვის განმავლობაში, როდესაც მზე სამხრეთში გადის, აღწევს პლანეტა მთვარეს, მაგრამ კვლავ უკან ბრუნდება.
26. ვედური შეხედულების თანახმად, არსებობს ამ ქვეყნიდან წასვლის ორი გზა – ერთი სინათლეში, მეორე კი – სიბნელეში. სინათლეში წასული ცოცხალი არსება აღარ მოდის, მაგრამ სიბნელეში წასული უკანვე ბრუნდება.
27. თუმცა ერთგულებმა იციან ეს ორი გზა, ო არჯუნა, ისინი არასოდეს ცდებიან. ამიტომ ერთგულებაში მუდამ მტკიცე იყავ.
28. ის, ვინც ერთგული სამსახურის გზაზე დგება, მოკლებული არ არის ვედების შესწავლის, რთული მსხვერპლშეწირვების შესრულების, ქველმოქმედების ან ფილოსოფიური და კარმიული საქმიანობების შესრულებით მიღებულ შედეგებს. უბრალოდ ერთგული სამსახურით იღებს ამ ყველაფერს და ბოლოს უმაღლეს მარადიულ სასუფეველს აღწევს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 25 2010, 12:20 PM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეცხრე
ყველაზე საკრალური ცოდნა

1. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ვინაიდან შენ არასოდეს გსურს ჩემი, მე გაგინდობ ამ ყველაზე საკრალურ ცოდნასა და რეალიზაციას, რომლის ცოდნითაც განთავისუფლდები მატერიალური არსებობის ტანჯვებისგან.
2. ეს ცოდნა განათლების მეფეა, საიდუმლოთა საიდუმლო. წმინდა ცოდნაა და ვინაიდან მისი საშუალებით სული უშუალოდ აღიქმება რეალიზაციის გზით, რელიგიის სრულქმნას წარმოადგენს. იგი სამარადისოა დამ ის შესრულებას ბედნიერება მოაქვს.
3. ვისაც ერთგული სამსახურის არა სწამთ, ვერ აღწევენ ჩემამდე, ო მტრის შემმუსვრელო. ამიტომ უბრუნდებიან დაბადებისა და სიკვდილის გზას მატერიალურ სამყაროში.
4. მე, ჩემი გამოუვლენელი სახით, განვმსჭვალავ მთელ ამ სამყაროს. ყოველი არსება ჩემშია, მაგრამ მე მათში არა ვარ.
5. და მაინც, ყოველი შექმნილი არ განისვენებს ჩემში. შეხედე ჩემს მისტიკურ სიდიადეს! თუმცა მე ყოველ ცოცხალ არსებას ვასულდგმულებ და ყველგან ვარ, არ მივეკუთვნები ამ კოსმოსურ გამოვლინებას, ვინაიდან მე თვითონ ვარ სამყაროს დასაბამი.
6. გესმოდეს, რომ როგორც ყველგან მქროლავი ძლიერი ქარი მუდამ ცაში რჩება, ყოველი შექმნილი არსებაც ჩემში განისვენებს.
7. ო კუნტის შვილო, ეპოქის დასასრულს მთელი მატერიალური გამოვლინება ჩემს ბუნებაში შედის და ახალი ეპოქის დასაბამს, კვლავ ვქმნი მათ, ჩემი პოტენციეს საშუალებით.
8. მთელი კოსმოსური სისტემა მე მემორჩილება. ჩემი ნებით კვლავ და კვლავ თავისთავად ვლინდება და ჩემივე ნებით ისპობა ბოლოს.
9. ო დჰანანჯაია, მთელი ეს შრომა ვერ მბოჭავს მე. მე მუდამ ჩამოცილებული ვარ მატერიალური საქმიანობებისაგან, თითქოს განზე მდგომი ვიყო.
10. ეს მატერიალური ბუნება, რომელიც ჩემს ერთ-ერთ ენერგიეს წარმოადგენს, ჩემი ზედამხედველობით მოქმედებს, ო კუნტის შვილო და ყოველ მოძრავ და უძრავ არსებას წარმოქმნის. მისი განმგებლობით ეს გამოვლენა კვლავ და კვლავ ვლინდება და ნადგურდება.
11. სულელები დამცინიან მე, როდესაც ადამიანის სახით ვეშვები. მათ არ იციან ჩემი, როგორც ყოველივე არსებულის უზენაესი უფლის ტრანსცენდენტული ბუნება.
12. ამგვარად მოტყუებულთ დემონური და ათეისტური შეხედულებები იზიდავთ. ასეთ შეცბუნებულ მდგომარეობაში მათი განთავისუფლების იმედები, კარმიული საქმიანობა და ცოდნის განვითარება მარცხით მთავრდება.
13. ო პრთჰას შვილო, ღვთაებრივი მფარველობის ქვეშ იმყოფებიან ის დიადი სულები, რომლებიც არ ტყუვდებიან. ისინი ბოლომდე დაკავებულნი არიან ერთგული სამსახურით, ვინაიდან მიცნობენ მე, როგორც ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, თავდაპირველსა და უშრეტს.
14. ეს დიადი სულები, რომლებიც მუდამ ჩემს დიდებას გალობენ და დიდი შეუპოვრობით იღწვიან, ქედს იხრიან ჩემს წინაშე და განუწყვეტლივ ერთგულებით თაყვანს მცემენ.
15. სხვები, რომლებიც მსხვერპლშეწირვას ცოდნის განვითარების გზით ასრულებენ, თაყვანს სცემენ უფალს, როგორც განუმეორებელს, მრავალფეროვანს მრავალთა შორის და კოსმოსურ ფორმაში.
16. მაგრამ სწორედ მე ვარ რიტუალი, მსხვერპლშეწირვა, შესაწირი წინაპართათვის, სამკურნალო ბალახი, ტრანსცენდენტული საგალობელი. მე ვარ კარაქი, ცეცხლი და შესაწირი.
17. მე ვარ სამყაროს მამა, დედა, ბურჯი და წინაპარი. მე ვარ ცოდნის საგანი, განმსპეტაკებელი და მარცვალი ომ. მე ვარ აგრეთვე რიგ, სამა და იაჯურ ვედები.
18. მე ვარ მიზანი, მასულდგმულებელი, მბრძანებელი, მოწმე, სავანე, განსასვენებელი და უძვირფასესი მეგობარი. მე ვარ შექმნა და განადგურება, საფუძველი ყოვლისა, განსასვენებელი ადგილი და მარადიული თესლი.
19. ო არჯუნა, მე ვიძლევი სითბოს და მე ვაკავებ და ვაგზავნი წვიმას. მე ვარ უკვდავება და მე ვარ განსახიერებული სიკვდილი. სულიცა და მატერიაც ჩემშია.
20. ისინი, ვინც სწავლობენ ვედებს და სვამენ წვეთ სომას, ელტვიან რა ზეციურ პლანეტებს, არაპირდაპირი გზით მე მეთაყვანებიან. ცოდვითი რეაქციებისგან განწმენდილნი, ინდრას ღვთაებრივ ზეციურ პლანეტაზე იბადებიან, სადაც ტკბებიან ღმერთთა განცხრომით.
21. როდესაც ისინი ასე დატკბებიან გრძნობათა უზარმაზარი ზეციური სიამოვნებით და მათი ღვთაებრივი საქმიანობების შედეგები ამოიწურება, კვლავ ამ მოკვდავ პლანეტას უბრუნდებიან. ამდენად, ისინი, ვინც გრძნობათა სიამოვნებას ელტვიან, იცავენ რა სამი ვედის პრინციპებს, მხოლოდ განმეორებად დაბადებასა და სიკვდილს აღწევენ.
22. მაგრამ მათ, ვინც მუდამ გამორჩეული ერთგულებით მეთაყვანებიან, ჩემს ტრანსცენდენტალ ფორმაზე ფიქრობენ – მე ვაძლევ იმას, რაც აკლიათ და ვუნარჩუნებ, რაც აქვთ.
23. ისინი, ვინც სხვა ღმერთების ერთგულები არიან და მათ ეთაყვანებიან, სინამდვილეში მხოლოდ მე მცემენ თაყვანს, ო კუნტის შვილო, მაგრამ ამას არასწორად ასრულებენ.
24. მე ვარ ყოველი მსხვერპლშეწირვის ერთადერთი განმცხრომელი და მბრძანებელი. ამიტომ ისინი, ვინც ჩემს ჭეშმარიტ ტრანსცენდენტალ ბუნებას არ აღიარებენ, ეცემიან.
25. ნახევარღმერთების თაყვანისმცემლები იბადებიან ნახევარღმერთთა შორის; წინაპართა თაყვანისმცემლები წინაპრებთან წავლენ; მოჩვენებებისა და სულების თაყვანისმცემელნი ასეთ არსებებთან იბადებიან; და ისინი, ვინც მე მცემენ თაყვანს, ჩემთან იცხოვრებენ.
26. თუკი ადამიანი სიყვარულითა და ერთგულებით შემომთავაზებს ფოთოლს, ყვავილს, ნაყოფსა თუ წყალს, მე მივიღებ.
27. რასაც აკეთებ, რასაც ჭამ, რასაც თავაზობ ან გასცემ და რა ასკეზებსაც ასრულებ – გაიღე ჩემს ძღვნად, ო კუნტის შვილო.
28. ამრიგად თავს დაიხსნი შრომის ტკივილებისგან და მისი სასიკეთო და არასასიკეთო შედეგებისგან. თუკი ასეთი განდეგილობით მომაპყრობ ჭკუას, განთავისუფლდები და ჩემთან მოხვალ.
29. მე არავინ მძულს და არც არავიზე ვარ მიკერძოებული. ერთნაირად ვექცევი ყველას, მაგრამ ის, ვინც ერთგულებით მემსახურება, ჩემი მეგობარია, ჩემშია და მეც მისი მეგობარი ვარ.
30. თუკი ცოცხალი არსება ერთგული სამსახურითაა დაკავებული, ყველაზე საძაგელი საქმეც რომ ჩაიდინოს, წმინდანად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან სწორი მიზანი აქვს დასახული.
31. იგი მალე ხდება ღვთისმოსავი და აღწევს მარადიულ სიმშვიდეს. ო კუნტის შვილო, თამამად განაცხადე, რომ ჩემი ერთგული არასოდეს იღუპება.
32.ო პრთჰას შვილო, მდაბიო წარმოშობის ხალხს – ქალებს, ვაიშიებს (ვაჭრებს) და შუდრებსაც კი (მუშებსაც) – რომლებიც ჩემს თავშესაფარს პოულობენ, შეუძლიათ დანიშნულების უმაღლეს ადგილას მიღწევა.
33. მაშ, რამდენად მართებულია ეს ღვთისმოსავი ბრაჰმანებისათვის, ერთგულებისა და წმინდა მეფეებისათვის. ამიტომ მოსულხარ რა ამ წარმავალ, გაჭირვებით აღსავსე სამყაროში, სიყვარულით მემსახურე მე.
34. ყოველთვის ჩემზე იფიქრე, გახდი ჩემი ერთგული, ემთხვიე მიწას ჩემს წინაშე და თაყვანი მეცი. თუკი სრულიად დაინთქმები ჩემში, აუცილებლად მოაღწევ ჩემამდე.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 26 2010, 02:36 PM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეათე
აბსოლუტის სიდიადე

1. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: კვლავ მისმინე, ო მკლავმაგარო არჯუნა. ვინაიდან ჩემი ძვირფასი მეგობარი ხარ, შენდა სასიკეთოდ უფრო მეტს მოგიყვები და მოგცემ ცოდნას, რომელიც უკეთესია იმაზე, რაც აქამდე განმიმარტავს.
2. არც ნახევარღმერთთა დასმა და არც დიადმა ბრძენებმა არ იციან ჩემი წარმოშობა ან სიდიადეები, ვინაიდან მე ვარ ნახევარღმერთთა და ბრძენთა დასაბამი ყოველმხრივ.
3. ის, ვინც მიცნობს მე, როგორც არშობილს, როგორც დაუსაბამოს, როგორც ყოველი სამყაროს უზენაეს უფალს – მხოლოდ ის, კაცთა შორის შეუმცდარი, განწმენდილია ყოველი ცოდვისგან.
4-5. გონიერება, ცოდნა, ეჭვებისა და შეცდომებისგან თავისუფლება, მიმტევებლობა, სიმართლე, გრძნობათა მართვა, ჭკუის მართვა, ბედნიერება და უბედურება, დაბადება, შიში, უშიშრობა, არაძალმომრეობა, წონასწორობა, კმაყოფილება, ასკეტიზმი, ქველმოქმედება, სახელი და უსახელობა – ცოცხალ არსებათა ეს თვისებები მხოლოდ ჩემს მიერ არის შექმნილი.
6. შვიდი დიდი ბრძენი და, მათ მოვლენამდე ოთხი დანარჩენი დიდი ბრძენი და მანუები (კაცობრიობის მამამთავრები) მომდინარეობენ ჩემგან, შობილი არიან ჩემი ჭკუიდან და ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც სხვადასხვა პლანეტაზე სახლობს, მათგან მოდის.
7. ვინც მართლაც დარწმუნებულია ამ ჩემს სიდიადესა და მისტიურ ძალაში, წმინდა ერთგული სამსახურით მემსახურება მე; და ამაში ეჭვი არ არსებობს.
8. მე ვარ ყოველი სულიერი და მატერიალური სამყაროს დასაბამი. ყველაფერი ჩემგან მომდინარეობს. ბრძენები, რომელთაც სრულყოფილად იციან ეს, ერთგულად მემსახურებიან მე და მთელი გუილტა და სულით თაყვანს მცემენ.
9. ჩემი წმინდა ერთგულების ფიქრები მომართულია ჩემსკენ, მათი ცხოვრება ბოლომდე ჩემს მსახურებას ეძღვნება და ერთმანეთის გასხივოსნებითა და ჩემზე საუბრით ისინი დიდ კმაყოფილებასა და ნეტარებას განიცდიან.
10. მათ, ვინც მუდამ სიყვარულით მემსახურებიან, შეცნობის უნარს ვაძლევ, რომლითაც ჩემამდე მოაღწევენ.
11. განსაკუთრებული მადლყ რომ მოვფინო მათ, მე, რომელიც მათ გულებში ვიმყოფები, ცოდნის კაშკაშა ჩირაღდნით ვსპობ უგუნურებით შობილ წყვდიადს.
12-13. არჯუნამ თქვა: შენ ხარ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, საბოლოო სავანე, უწმინდესი, აბსოლუტური ჭეშმარიტება. შენ ხარ მარადიული, ტრანსცენდენტული, თავდაპირველი პიროვნება, არშობილი, უდიადესი, ყოველი დიადი ბრძენი, როგორებიც არიან ნარადა, ასიტა, დევალა და ვიასა ადასტურებენ ამ ჭეშმარიტებას შენს შესახებ და ახლა შენ თავად მიცხადებ ამას.
14. ო კრშნა, მე სრულ ჭეშმარიტებად ვაღიარებ ყოველ შენს ნათქვამს. ვერც ნახევარღმერთებს და ვერც დემონებს, ო უფალო, არ შეუძლიათ შენი პიროვნების შეცნობა.
15. სინამდვილეში შენ თავს მხოლოდ შენ იცნობ შენივე შინაგანი უნარის საშუალებით, ო უზენაესო პიროვნებავ, ყოვლის დასაბამო, ყოველი არსების უფალო, ღმერთთა ღმერთო, სამყაროს მეუფეო.
16. გთხოვ დაწვრილებით მომიყევი იმ შენი ღვთაებრივი სიდიადეების შესახებ, რომლითაც ყოველ სამყაროს განმსჭვალავ.
17. ო კრშნა, უდიადესო მისტიკოსო, როგორ ვიფიქრო გამუდმებით შენზე და როგორ შეგიცნო შენ? რომელი სხვადასხვა სახით მახსოვდე, ო ღმრთეების უზენაესო პიროვნებავ?
18. ო ჯანარდანა, გთხოვ კვლავ დაწვრილებით დამიხასიათე შენი სიდიადეების იდუმალი ძალა, მე ვერასოდეს დავკმაყოფუილდები შენს შესახებ მოსმენით, ვინაიდან რაც მეტს ვისმენ, მით უფრო მეტად მსურს ვიგემო შენი სიტყვების ნექტარი.
19. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: დიახ, მე მოგიყვები ჩემი დიდებული გამოვლინებების შესახებ, მაგრამ მხოლოდ ყველაზე მთავარს, ო არჯუნა, რამეთუ ჩემი სიდიადე უსაზღვროა.
20. ო არჯუნა, მე ვარ ყოველი ცოცხალი არსების გულში მყოფი ზესული. მე ვარ თავი, შუაგული და ბოლო ყოველი არსებისა.
21. ადიტიათა შორის მე ვარ ვიშნუ, მნათობთა შორის – მოკაშკაშე მზე, მარუტთა შორის – მარიჩი, ვარსკვლავთა შორის კი მთვარე ვარ.
22. ვედათა შორის სამა ვედა ვარ; ნახევარღმერთთა შორის ვარ ინდრა, ზეცის მეუფე; გრძნობათა შორის მე ვარ ჭკუა; ცოცხალ არსებათა შორის კი – სასიცოცხლო ძალა (ცნობიერება).
23. მთელ რუდრათა შორის მე ვარ უფალი შივა, იაკშასებსა და რაკშასებს შორის მე ვარ სიმდიდრის უფალი (კუვერა), ვასუებს შორის მე ვარ ცეცხლი (აგნი) და მთათა შორის მე ვარ მერუ.
24. იცოდე, ო არჯუნა, რომ მღვდელთმსახურთა შორის მე ვარ მთავარი, ბრჰასპატი ვარ. მხედართმთავართაგან მე ვარ კარტიკეა, წყალთა შორის კი მე ვარ ოკეანე.
25. დიად ბრძენთა შორის მე ვარ ბჰრგუ; ვიბრაციათა შორის - ტრანსცენდენტული ომ. მსხვერპლშეწირვათა შორის ვარ წმინდა სახელთა გალობა (ჯაპა), უძრავ საგანთა შორის კი – ჰიმალაები.
26. ყოველ ხეს შორის მე ბანიანის ხე ვარ, ნახევარღმერთთა შორის ბრძენთაგან კი მე ვარ ნარადა. განდჰარვთა შორის მე ვარ ჩიტრარათჰა, სრულქმნილ არსებათა შორის კი – ბრძენი კაპილა.
27. იცოდე, რომ ცხენთა შორის მე ვარ უჩჩაიჰშრავა, ნექტარის ოკეანის დღვებისას წარმოშობილი. სამეფო სპილოთა შორის მე ვარ აირავიტა, ადამიანთა შორის კი – მონარქი.
28. იარაღთა შორის მე ვარ მეხი; ძროხათა შორის – სურაბჰი. გამრავლების მიზეზთა შორის კანდარპა, სიყვარულის ღმერთი ვარ, გველთა შორის კი – ვასუკი.
29. მრავალთავიან ნაგათა შორის მე ვარ ანანტა, წყლის არსებათა შორის – ნახევარღმერთი ვარუნა. გარდაცვლილ წინაპართა შორის მე ვარ არიამა, კანონის აღმსრულებელთა შორის კი – იამა, სიკვდილის მეუფე.
30. დემონ დაიტიათა შორის მე ვარ ერთგული პრაჰლადა, შემმუსვრელთა შორის მე ვარ დრო, ცხოველთა შორის – ლომი, ფრინველთა შორის კი – გარუდა.
31. განმსპეტაკებელთა შორის მე ვარ ქარი, იარაღის მფლობელთა შორის – რამა, თევზთა შორის ზვიგენი ვარ, მდინარეთა შორის კი – განგა.
32. მთელ ქმნილებეთა შორის მე ვარ თავი, ბოლო, შუაგული, ო არჯუნა. მეცნიერებათა შორის მე ვარ სულიერი მეცნიერება მეობის შესახებ, ყოველ ლოგიკოსთა შორის კი – დასკვნითი ჭეშმარიტება.
33. ასოთა შორის მე ვარ “ა”, შედგენილ სიტყვათა შორის კი – ორმაგი შედგენილი სიტყვა. მე ვარ უშრეტი დროც, შემოქმედთა შორის კი ბრაჰმა.
34. მე ვარ ყოვლის გამანადგურებელი სიკვდილი და წარმომქმნელი საწყისი ყოვლისა, რასაც დაბადება უწერია. ქალთა შორის მე ვარ დიდება, იღბალი, ლამაზი მეტყველება, მეხსიერება, გონიერება, სიმტკიცე და მოთმინება.
35. სამა Vედას ჰიმნების შორის მე ვარ ბრჰატ-სამა, პოეზიიდან – გაიატრი. თვეებიდან მარგაშირშა (ნოემბერი-დეკემბერი) ვარ, წელიწადის დროთა შორის კი – აყვავებული გაზაფხული.
36. ტყუილთა შორის მე აზარტული თამაში ვარ და დიდებულთა შორის – დიდებულება. მე ვარ გამარჯვება, რისკი და ძალა ძლიერის.
37. ვრშნის შთამომავალთა შორის მე ვარ ვასუდევა, პანდავთა შორის – არჯუნა. ბრძენთა შორის ვიასა ვარ, დიად მოაზროვნეთა შორის კი უშანა.
38. უკანონობის ყოველგვარ დათრგუნვათა შორის მე ვარ სასჯელი, გამარჯვების მაძიებელთა შორის – ზნეობა. საიდუმლოებათა შორის სიჩუმე ვარ, ბრძენთა შორის კი – სიბრძნე.
39. უფრო მეტიც, ო არჯუნა, მე ვარ ყოველი არსებობის გამრავლების თესლი. არ არის არსება – მოძრავი თუ უძრავი – ჩემს გარეშე რომ სულდგმულობდეს.
40. ო მტრის ძლევამოსილო შემმუსვრელო, ბოლო არა აქვს ჩემს ღვთაებრივ გამოვლინებებს. რაც მე მოგიყევი, უბრალო მინიშნებაა ჩემს უსასრულო სიდიადეებზე.
41. იცოდე, რომ ყოველი დიადი, მშვენიერი და დიდებული ქმნილება ჩემი დიდებულების მხოლოდ ნაპერწკალიდან აღმოცენდება.
42. მაგრამ რა საჭიროა, არჯუნა, მთელი ეს დაწვრილებითი ცოდნა? ჩემი ერთი ნაწილაკით განვმსჭვალავ და ვასულდგმულებ მთელ სამყაროს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 27 2010, 08:50 PM
Post #26


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეთერთმეტე
სამყაროსეული ფორმა

1. არჯუნამ თქვა: ყველაზე საკრალური სულიერი საკითხების შესახებ შენს მიერ მოწყალედ მოცემულ რჩევა-დარიგებათა მოსმენის შემდეგ ჩემი ილუზია უკვე გაიფანტა.
2. ო ლოტოსის თვალებავ, მე დაწვრილებით მოვისმინე შენგან ყოველი ცოცხალი არსების მოვლენისა და გაუჩინარების შესახებ და შევიცანი შენი უშრეტი დიდება.
3. ო პიროვნებათა შორის საუკეთესოვ, ო უზენაესო ფორმავ, თუმცა ახლა შენი ჭეშმარიტი სახით გხედავ, როგორც შენ თვითონ დაიხასიათე თავი, მსურს ვიხილო, როგორ შედიხარ ამ სამყაროსეულ გამოვლინებაში. მსურს ვიხილო ეს შენი ფორმა.
4. თუკი თვლი, რომ უნარი შემწევს ვიხილო შენი სამყაროსეული ფორმა, ო ჩემო უფალო. ო მთელი მისტიური ძალების მბრძანებელო. გთხოვ მიჩვენე ეს უსასრულო სამყაროსეული სახე.
5. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ო პრთჰას შვილო, იხილე ჩემი დიდებულება, ასეულ ათასობით მრავალგვარი, ღვთაებრივი და ათასფერადი ფორმა.
6. ო ბჰარატათა შორის საუკეთესოვ, იხილე აქ ადიტიები, ვასუები, რუდრები, აშვინიკუმარები და დანარჩენი ნახევარღმერთები. შეხედე მრავალ საოცრებას, რომელიც აქამდე არავის უნახავს ან გაუგონია.
7. ო არჯუნა, რისი ხილვაც გსურს, ერთბაშად დაინახავ, ამ ჩემს სხეულში. ეს სამყაროსეული ფორმა გიჩვენებს, რისი დანახვაც გინდა და რისი ნახვაც მომავალში შეიძლება მოისურვო. ყველაფერი, მოძრავიცა და უძრავიც, აქ ერთად არის.
8. მაგრამ ახლანდელი თვალებით მე ვერ დამინახავ. ამიტომ მე ღვთაებრივ თვალებს მოგცემ. აი ჩემი მისტიური ძალა!
9. სანჯაიამ თქვა: ო მეფეო, ამის თქმის შემდეგ მთელ მისტიურ ძალთა უზენაესმა უფალმა, ღმრთეების პიროვნებამ არჯუნას თავისი სამყაროსეული ფორმა უჩვენა.
10-11. ამ სამყაროსეულ ფორმაში არჯუნამ იხილა უსასრულო პირები, უსასრულო თვალები, უსასრულო საოცარი სანახაობები. ფორმა მრავალი ზეციური სამკაულით იყო მორთული და მრავალი შემართული იარაღი ეჭირა. იგი ზეციურ ყვავილთა ასხმებსა და სამოსელს ატარებდა, მის სხეულს მრავალი ღვთაებრივი სუნამო ეცხო. ყველაფერი განსაცვიფრებელი, ბრწყინვალე და ყოვლისგამოჭოლი გახლდათ.
12. ერთბაშად ასეულ ათასობით მზე რომ ამოსულიყო ცაზე, მათი კაშკაში თუ შეედრებოდა უზენაესი პიროვნების ამ სამყაროსეული ფორმის ციალს.
13. ამ დროს არჯუნამ უფლის სამყაროსეულ ფორმაში დაინახა სამყაროს უსასრულო ექსპანსიები, რომლებიც ერთ ადგილას იმყოფებოდა, თუმცაღა მრავალ ათას ნაწილად იყო დაყოფილი.
14. მაშინ გაოგნებულმა და განცვიფრებულმა და განცვიფრებულმა არჯუნამ, რომელსაც თმები ყალყზე ედგა, თაყვანისცემის ნიშნად ქედი მოიხარა და ხელდაკრეფილმა ლოცვანი აღუვლინა უზენაეს უფალს.
15. არჯუნამ თქვა: ჩემო ძვირფასო უფალო კრშნა, შენს სხეულში შეკრებილს ვხედავ ყოველ ნახევარღმერთსა და დანარჩენ ცოცხალ არსებებს. ვხედავ ბრაჰმას, რომელიც ლოტოსის ყვავილზე ზის, უფალ შივასა და ყოველ ბრძენსა და ღვთაებრივ გველს.
16. ო სამყაროს უფალო, ო სამყაროსეულო ფორმავ, შენს სხეულში მე ვხედავ უამრავ ხელს, მუცელს, პირსა და თვალს, რომლებიც უსაზღვროდაა მოფენილი ყველგან. შენში ვერ ვხედავ ვერც დასასრულს, ვერც შუაგულსა და ვერც დასაწყისს.
17. ძნელია შენი სახის დანახვა მისი თვალისმომჭრელი ციალის გამო, რომელიც მოგიზგიზე ცეცხლისა თუ მზის განუზომელი კაშკაშის მსგავსად ყოველ მხარეს ვრცელდება. და მაინც, მე ყველგან ვხედავ ამ თვალისმომჭრელ ფორმას, რომელიც ათასგვარი გვირგვინით, კვერთხითა და დისკოთია დამშვენებული.
18. შენ ხარ უმაღლესი თავდაპირველი მიზანი. შენ ხარ მთელი სამყაროს საბოლოო განსხვავების ადგილი. შენ ხარ უშრეტი და შენ ხარ უხუცესი. შენ ხარ მარადიული რელიგიის მასულდგმულებელი, ღმრთეების პიროვნება. ასეთია ჩემი აზრი.
19. შენ არა გაქვს დასაბამი, შუაგული ან ბოლო. შენი დიდება უსაზღვროა, ურიცხვი ხელები გაქვს, მზე და მთვარე კი შენი თვალებია. გხედავ შენ, რომელსაც პირიდან მოგიზგიზე ცეცხლი ამოგდის, შენი კაშკაშით რომ წვავ მთელ სამყაროს.
20. თუმცა ერთი ხარ, მთელ ცაზე, პლანეტებზე და მათ შორის სივრცეზე ხარ განფენილი. ო უდიადესო, ამ სასწაული და საშიში ფორმის ხილვისას მთელი პლანეტარული სისტემები შეშფოთებულია.
21. ნახევარღმერთთა ყოველი დასი გემორჩილება შენდ ა შენში შედის. ზოგიერთი მათგანი დიდი შიშის გამო დაკრეფილი ხელებით აღავლენს ლოცვებს. დიად ბრძენთა და სრულყოფილ არსებათა დასები გასძახიან “სრული მშვიდობა!” და ვედური საგალობლებით გევედრებიან.
22. უფალ შივას, ადიტიების ვასუების, სადჰიების, ვიშვედების, ორი აშვის, მარუტების, წინაპრების, განდჰარვების, იაკშასების, ასურების, ასურებისა და სრულქმნილი ნახევარღმერთების სხვადასხვა გამოვლინებები განცვიფრებულნი შემოგყურებენ.
23. ო მკლავმაგარო, მრავალი სახის, თვალის, ხელის, ბარძაყის, ფეხის, მუცლისა და მრავალი შიშისმომგვრელი კბილის მქონე შენი დიადი ფორმის დანახვაზე შეშფოთებულია ყოველი პლანეტა თავიანთი ნახევარღმერთებით; და მათ მსგავსად, მეც შეშფოთებული ვარ.
24. ო ყოვლისშემძლე ვიშნუ, როდესაც ვხედავ შენს მრავალ მოკაშკაშე ფერს, რომლებიც ცას ეხება, შენს დაღებულ პირებსა და დიდ თვალისმომჭრელ თვალებს, გონება მერევა შიშისგან. ვეღარ ვინარჩუნებ ჭკუის სიმტკიცესა და ჭკუის წონასწორობას.
25. ო უფალთა უფალო, ო სამყაროთა თავშესაფარო, გთხოვ მოწყალება გაიღე ჩემდამი. თავს ვერ ვიკავებ შენი თვალისმომჭრელი სახეებისა და შიშისმომგვრელი კბილების დანახვაზე. სადაც არ უნდა გავიხედო, ყველაფერი საგონებელში მაგდებს.
26-27. დჰრტარაშტრას შვილები, მოკავშირე მეფეებთან ერთად, ბჰიშმა, დრონა, კარმა და ჩვენი მთავარი მეომრებიც შენ საშიშ პირებში მიექანებიან. და მე ვხედავ, რომ რომ ზოგიერთი მათგანი გაჩეჩქვილი თავებით არის შენ კბილებში გაჩხერილი.
28. ისევე როგორც მდინარეთა უამრავი ტალღა ჩაედინება ოკეანეში, ყოველი ეს დიადი მეომარიც შედის ცეცხლმოკიდებული შენ პირებში.
29. მე ვხედავ, რომ მთელი ხალხი დიდი სისწრაფით მიექანება შენს პირებში, ისევე როგორც ჩრჩილები მიქრიან მოგიზგიზე ცეცხლში მოსასპობად.
30. ო ვიშნუ, გხედავ ცეცხლიანი პირებით როგორ სპობ ყოველი მხრიდან მთელ ხალხს. მთელ სამყაროს შენი ციალი ფარავს და შენც საშიში, მწველი სხივების სახით ვლინდები.
31. ო უფალთა უფალო, მრისხანების განსახიერებავ, გთხოვ, მითხრა, ვინა ხარ, მე ქედს ვიხრი შენს წინაშე; გთხოვ, მოწყალება გაიღე ჩემდამი. შენ ხარ თავდაპირველი უფალი. მსურს ვიცოდე შენს შესახებ, ვინაიდან არ მესმის, რა არის შენი მისია.
32. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: მე ვარ დრო, სამყაროთა უდიდესი გამანადგურებელი და მოვედი, რათა მთელი ხალხი გავანადგურო. თქვენს (პანდავებს) გარდა, აქ ორივე მხრიდან ყოველი მეომარი დაიხოცება.
33. ამიტომ აღსდექ. მოემზადე ბრძოლისთვის და მოიპოვე დიდება. დაამარცხე მტერი და დატკბი აყვავებული სამეფოთი. მე ისე მოვაწყე ყველაფერი, რომ ისინი უკვე მკვდრები არიან. შენ კი, ო სავიასაჩი, შეგიძლია მხოლოდ იარაღი იყო ბრძოლაში.
34. მე უკვე მოვსპე დრონა, ბჰიშმა, ჯაიადრათჰა, კარმა და დანარჩენი დიადი მებრძოლები. ამიტომ მოკალი ისინი და ნუ შეშფოთდები. უბრალოდ იბრძოლე და მტერს ბრძოლაში დაამარცხებ.
35. სანჯაიამ უთხრა დჰრტარაშტრას: ო მეფეო, ღმრთეების უზენაესი პიროვნებისგან ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, აცახცახებული არჯუნა კვლავ და კვლავ ქედს იხრიდა დაკრეფილი ხელებით. შეშინებულმა აკანკალებული ხმით ასე მიმართა უფალ კრშნას.
36. არჯუნამ თქვა: ო გრძნობათა მეუფევ, სამყაროს უხარია შენი სახელის მოსმენა და ამდენად ყველა შენ შემოგნატრის. თუმცა სრულყოფილი არსებები მოკრძალებით გცემენ თაყვანს, დემონებს ეშინიათ და აქეთ-იქით გარბიან. ეს ყველაფერი სამართლიანია.
37. ო დიადო უფალო, თვით ბრაჰმაზეც უდიადესო, შენ ხარ თავდაპირველი შემოქმედი. მაშ მოწიწებით თაყვანი რატომ არ უნდა გცენ მათ? ო უსასრულოვ, ღმერთთა ღმერთო, სამყაროს თავშესაფარო! შენ ხარ უძლეველი წყარო, ყოველ მიზეზთა მიზეზი, ამ მატერიალური გამოვლინების მიღმა მყოფი.
38. შენ ხარ ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება, უხუცესი, ამ გამოვლენილი კოსმოსური სამყაროს საბოლოო განსასვენებელი. შენ იცი ყველაფერი და ხარ ყველაფერი, რაც შეცნობადია. შენ ხარ უმაღლესი თავშესაფარი, მატერიალურ მოდუსებზე მაღლა მყოფი. ო უსაზღვრო ფორმავ! მთელი ეს სამყაროსეული გამოვლენა შენით არის გამსჭვალული!
39. შენ ხარ ჰაერი და შენ ხარ უმაღლესი განმგებელი! შენ ხარ ცეცხლი, წყალი და მთვარ! შენ ხარ ბრაჰმა, პირველი ცოცხალი ქმნილება და შენ ხარ ბაბუის მამა, ამიტომ ათასჯერ და კვლავ და კვლავ მოწიწებით ქედს ვიხრი შენს წინაშე!
40. თაყვანს გცემ წინიდან, უკნიდან და ყოველი მხრიდან! ო უსაზღვრო ძალავ, შენ ხარ მეუფე უსასრულო ძლევამოსილებისა! შენ ხარ ყოვლისგამჭოლი და შენ ხარ ყველაფერი!
41-42. გთვლიდი რა ჩემს მეგობრად, დაუდევრად მოგმართავდი: “ო კრშნა”, “ო იადავა”. “ ო ჩემო მეგობარო”, არ ვიცოდი რა შენი დიდება. გთხოვ მაპატიე, რაც სიგიჟის ან სიყვარულის გამო გამიკეთებია. ბევრჯერ უპატივცემულოდ მოგექეცი, გეხუმრებოდი დასვენებისას, ერთ საწოლში წოლისას, ჯდომისას ან ერთად ჭამისას, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ კი მრავალ მეგობარს შორის. ო შეუცდომელო, გთხოვ, მაპატიე ეს შეურაცხყოფები.
43. შენ ხარ მამა მთელი კოსმოსური გამოვლინებისა, მოძრავთა და უძრავთა, შენ ხარ სათაყვანებელი მეთაური, უზენაესი სულიერი მოძღვარი. არავინ არის შენი თანასწორი, არც არავინ არის შენთან ერთიანი. მაშინ ვინ უნდა იყოს შენზე დიადი სამ სამყაროში, ო განუზომელო ძალის უფალო?
44. შენ ხარ უზენაესი უფალი, სათაყვანებელი ყოველი ცოცხალი არსებისთვის. ამიტომ მიწას ვემხობი, რათა თაყვანი გცე და მოწყალება გთხოვო, როგორც მამა ითმენს შვილის თავხედობას, მეგობარი – მეგობრის კადნიერებას, ან ცოლი – მეუღლის მოურიდებლობას, გთხოვ მოითმინე შეცდომები, რომლებიც შენს მიმართ დამიშვია.
45. სამყაროსეული ფორმის ხილვის შემდეგ, რომელიც აქამდე არ მინახავს, გახარებული ვარ, მაგრამ, ამავე დროს, ჩემი ჭკუა შეპყრობილია შიშით. ამიტომ გთხოვ, გაიღე ჩემდამი წყალობა და კვლავ გამინდე ღმრთეების პიროვნების შენი ფორმა, ო უფალთა უფალო, ო სამყაროს განსასვენებელო.
46. ო სამყაროსეულო ფორმავ, ო ათასხელიანო უფალო, მსურს ვიხილო შენი ოთხხელიანი ფორმა, მუზარადით თავზე და კვერთხით, ბორბლით, ნიჟარითა და ლოტოსის ყვავილით ხელებში. შენი ამ ფორმის ნახვა მსურს.
47. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ჩემი შინაგანი პოტენციით სიხარულით გაჩვენე ეს უზენაესი სამყაროსეული ფორმა ამ მატერიალურ სამყაროში. შენამდე არავის უნახავს ეს უმაღლესი ფორმა, უსასრულო და თვალისმომჭრელი სიკაშკაშით აღსავსე.
48. ო კურუს მეომართა შორის საუკეთესოვ, შენამდე არავის უნახავს ჩემი სამყაროსეული ფორმა, რადგან არც ვდების შესწავლით, არც მსხვერპლშეწირვებით, არც ქველმოქმედებით, არც მკაცრი ეპითემიებით არ შეიძლება ამ მატერიალურ სამყაროში ჩემი ამ ფორმის ხილვა.
49. შენ შეგაშფოთა და საგონებელში ჩაგაგდო ამ ჩემი საშინელი ნიშან-თვისებების ხილვამ. დაე ბოლო მოეღოს ამას. ჩემო ერთგულო, კვლავ განთავისუფლდი ყოველგვარი მღელვარებისგან. დამშვიდებული ჭკუით ახლა იმ ფორმას იხილავ, რომელიც გსურს.
50. სანჯაიამ უთხრა დჰრტარაშტრას: არჯუნასათვის ამის თქმის შემდეგ ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, კრშნამ გამოავლინა თავისი ოთხხელიანი ფორმა და ბოლოს თავისი ორხელიანი ფორმა უჩვენა, რითაც გაამხნევა შეშინებული არჯუნა.
51. როდესაც არჯუნამ კრშნა მის მშვენიერ თავდაპირველ ფორმაში იხილა, თქვა: ო ჯანარდანა, ამ მშვენიერი ადამიანისმაგვარი ფორმის შემყურეს ჭკუა დამიწყნარდა და ჩემს თავდაპირველ ბუნებას დავუბრუნდი
52. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ჩემი ეს ფორმა, რომელსაც ახლა ხედავ მეტად ძნელი დასანახია. ნახევარღმერთებიც კი მუდამ მისი ხილვის შესაძლებლობას ეძებენ, რომელიც ესოდენ ძვირფასია.
53. იმ ფორმის შეცნობა, რომელსაც შენი ტრანსცენდენტული თვალებით ხედავ, შეუძლებელია უბრალოდ ვედების შესწავლით, სერიოზული ეპითემიების გავლით, ქველმოქმედებით ან თაყვანისცემით. ამგვარად ჩემი ჭეშმარიტი სახის დანახვა შეუძლებელია.
54. ჩემო ძვირფასო არჯუნა, მხოლოდ განუყპოფელი ერთგული სამსახურით შეიძლება ჩემი რეალური შეცნობა იმ სახით, რომლითაც შენს წინაშე ვდგავარ და ამგვარად ჩემი უშუალოდ დანახვა. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია შეაღწიო ჩემი შემეცნების საიდუმლოებაში.
55. ჩემო ძვირფასო არჯუნა, ის ვინც წმინდა ერთგულებით მემსახურება, ვინც განწმენდილია კარმიული საქმიანობისა და სპეკულაციური მსჯელობების უწმინდურებისაგან, ვინც ჩემთვის შრომობს, ვინც სიცოცხლის უმაღლეს მიზნად მხდის და მეგობრობს ყოველ ცოცხალ არსებასთან, აუცილებლად მოაღწევს ჩემამდე.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 1 2010, 09:08 AM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეთორმეტე
ერთგული სამსახური

1. არჯუნამ იკითხა: ვინ ითვლება უფრო სრულყოფილად, ის, ვინც ყოველთვის ჯეროვანი ერთგულებით გემსახურება, თუ ის, ვინც თაყვანს სცემს გამოუვლენელს – უპიროვნო ბრაჰმანს?
2. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ვისი ჭკუაც ჩემი პიროვნული ფორმისადმია მოპყრობილი და ყოველთვის დიდი და ტრანსცენდენტული რწმენით მცემს თაყვანს, მას ყველაზე სრულყოფილად ვაღიარებ.
3-4. მაგრამ ისინი, ვინც ბოლომდე თაყვანს სცემენ გამოუვლენელს, გრძნობათა აღქმის მიღმა მყოფს, ყოვლისგამჭოლს, წარმოუდგენელს, უცვლელს, ურყევსა და უძრავს – აბსოლუტური ჭეშმარიტების იმპერსონალურ კონცეფციას – იმით, რომ მართავენ სხვადასხვა გრძნობებს და თანაბრად არიან განწყობილნი ყველადადმი და ყველას სასიკეთოდ მოქმედებენ, საბოლოოდ მაინც ჩემთან მოდიან.
5. ძალიან უჭირთ წინსვლა იმათ, ვისი ჭკუაც უზენაესის გამოუვლენელ, იმპერსონალურ ნიშან-თვისებაზეა მიპყრობილი. ხორცშესხმულთათვის ყოველთვის ძნელია ამ წვრთნაში წინსვლა.
6-7. მაგრამ ისინი, ვინც თაყვანს მცემენ მე, მთელ საქმიანობებს მე მიძღვნიან, განუხრელად თავდადებულნი არიან ჩემთვის, ერთგულად მემსახურებიან, ყოველთვის ჩემზე არიან დაუნჯებულნი და ჭკუა ჩემსკენ აქვთ მოპყრობილი, ო პრთჰას შვილო, ისინი მალე ამომყავს დაბადებისა და სიკვდილის ოკეანიდან.
8. მხოლოდ მე, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას მომაპყრე ჭკუა და მთელი შენი გონება ჩემით დაასაქმე. ამდენად, მუდამ ჩემში იცხოვრე, უეჭველად.
9. ჩემო ძვირფასო არჯუნა, ო სიმდიდრის მომპოვებელო, თუკი განუხრელად ვერ მომაპყრობ ჭკუას, მაშინ შეასრულე ბჰაკტი-იოგას განაწესები და ამგვარად განივითარე ჩემამდე მოღწევის სურვილი.
10. თუკი არ შეგიძლია ბჰაკტი-იოგას რეგულაციების შესრულება, მაშინ უბრალოდ ეცადე იშრომო ჩემთვის, ვინაიდან ჩემთვის შრომით სრულქმნის საფეხურამდე მიხვალ.
11. მაგრამ თუკი ჩემზე ასეთი ცნობიერით შრომა არ შეგიძლია, მაშინ შეეცადე უარი თქვა შრომის მთელ შედეგებზე და თვითმყოფობა დაიმკვიდრო.
12. თუკი არ შეგიძლია ამ პრაქტიკის შესრულება, მაშინ ცოდნა განივითარე, მაგრამ ცოდნას მედიტაცია ჯობს, მედიტაციას კი – საქმიანობის ნაყოფებისგან აღკვეთა, ვინაიდან ასეთი აღკვეთის შედეგად ადამიანი ჭკუის სიმშვიდეს მიაღწევს.
13-14. ის, ვინც არ მტრობს არავის, არამედ ყველა ცოცხალი არსების კეთილი მეგობარია, ვინც თვლის, რომ მას არაფერი ეკუთვნის და თავისუფალია ცრუ ეგოსგან, ის, ვინც ერთნაირად შეჰყურებს ბედნიერებასაც და გაჭირვებასაც, ვინც მომთმენია და მუდამ კმაყოფილი, ვინც ფლობს საკუთარ თავს და შეურყევლად ერთგულად მემსახურება, ვისი ჭკუაც და გონებაც ჩემზეა მოპყრობილი, ასეთი ერთგული ძალიან ძვირადღირებულია ჩემთვის.
15. ის, ვინც სხვისი დაბრკოლების მიზეზი არ ხდება და ვისაც ვერავინ აწუხებს, ვინც ერთნაირია ბედნიერებასა და უბედურებაში, შიშსა და მღელვარებაში, მეტად ძვირფასია ჩემთვის.
16. ჩემი ერთგული, რომელიც არ არის დამოკიდებული საქმეთა ჩვეულებრივ მსვლელობაზე, რომელიც წმინდა, გამოცდილი, უდარდელი და ყოველგვარი ტკივილისგან თავისუფალია და რაიმე შედეგისთვის არ იღწვის, მეტად ძვირფასია ჩემთვის.
17. ის, ვინც არც ხარობს და არც დარდობს, არც გლოვობს და არც ნატრობს და უარს ამბობს სასიკეთოსა და არასასიკეთოზე – ასეთი ერთგული მეტად ძვირფასია ჩემთვის.
18-19. ის, ვინც ერთნაირია მეგობრებისა და მტრების მიმართ, ვინც წინასწარობას არ ჰკარგავს პატივსა და უპატივცემულობაში, სითბოსა და სიცივეში, ბედნიერებასა და უბედურებაში, სახელსა და უსახელობაში, ვინც მუდამ ჩამოცილებულია უწმინდურ ურთიერთობებს, მუდამ ჩუმია და ყველაფრით კმაყოფილი, ვინცარ ზრუნავს საცხოვრებელ ადგილზე, განმტკიცებულია ცოდნაში და ერთგულად მემსახურება – ასეთი პიროვნება ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
20. ისინი, ვინც ერთგული სამსახურის ამ უკვდავ გზას მიჰყვებიან და რწმენით მთლიანად არიან დასაქმებული, მხდიან რა საბოლოოდ უმაღლეს მიზნად მე, უაღრესად ძვირფასი არიან ჩემთვის.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 1 2010, 10:24 AM
Post #28


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეცამეტე
ბუნება, განმცხრომელი და ცნობიერება

1-2. არჯუნამ თქვა: ო ჩემო ძვირფასო კრშნა, მე მსურს ვიცოდე, რა არის პრაკრიტი (ბუნება), პურუშა (განმცხრომელი), ველი და ვეილს მცოდნე, ცოდნა და ცოდნის მიზანი.
უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ამ სხეულს, ო კუნტის შვილო, ველი ეწოდება, მა სკი, ვინც ამ სხეულს იცნობს – ვეილს მცოდნე.
3. ო ბჰარატას შთამომავალო, იცოდე რომ მეც ვიმყოფები ყოველ სხეულში, როგორც მცოდნე და ამ სხეულისა და მისი მცოდნის გაგებას ცოდნა ეწოდება. ასეთია ჩემი აზრი.
4. მომისმინე, გეთაყვა, ახლა მოკლედ დაგიხასიათებ მოქმედების ამ ველსა დამ ის აგებულებას, რა ცვლილებებს გადის იგი, საიდან წარმოიქმნება, ვინ არის მოქმედებების ვეილს მცოდნე და როგორია მისი ზეგავლენა.
5. სხვადასხვა ბრძენებმა სხვადასხვა ვედურ ნაწარმოებებში აღწერეს ეს ცოდნა მოქმედებების ველისა და მოქმედებების მცოდნის შესახებ. იგი განსაკუთრებული სახით არის წარმოდგენილი ვედანტა სუტრაში, მიზეზ-შედეგობრიობით მსჯელობის საფუძველზე.
6-7. ხუთი დიდი სტიქია, ცრუ ეგო, გონება, გამოუვლენელი, ათი გრძნობა და ჭკუა, გრძნობათა ხუთი ობიექტი, სურვილი, ზიზღი, ბედნიერება, უბედურება, ერთობლიობა, სიცოცხლის ნიშნები და დარწმუნებულობა – ესენი, საერთო ჯამში, მოქმედების ველად დამ ის ურთიერთქმედებად ითვლება.
8-12. მორჩილება; თავმდაბლობა; არაძალმომრეობა; მოთმინება; უბრალოება; ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის მიმართვა; სისუფთავე; სიმტკიცე; თავშეკავება; გრძნობათა დაკმაყოფილების ობიექტებისაგან აღკვეთა; ცრუ ეგოს არქონა; ცოდნა იმისა, რომ დაბადება, სიკვდილი, სიბერე და ავადმყოფობა ბოროტებაა; განჯაჭვულობა; თავისუფლება შვილების, ცოლის სახლისა და სხვა დანარჩენის ტყვეობისაგან; სიმშვიდე სასიამოვნო და არასასიამოვნო შემთხვევების დროს; ჩემდამი მუდმივი და წმინდა ერთგულება; განმარტოებულ ადგილას ცხოვრების სურვილი; ხალხთა მასებს ჩემოცილება; თვითრეალიზაციის მნიშვნელობის შეგნება და აბსოლუტური ჭეშმარიტების ფილოსოფიური ძიება – მე ვაცხადებ, რომ ყველაფერი ეს ცოდნაა, ამის გარდა კი რაც არ უნდა იყოს უგუნურებას წარმოადგენს.
13. ახლა აგიხსნი შესაცნობს, რომლის ცოდნითაც მარადისობას იგემებ. დაუსაბამო და ჩემზე დამოკიდებული ბრაჰმანი, სული, ამ მატერიალური სამყაროს მიზეზ-შედეგობრიობის მიღმაა.
14. ყველგან მისი ხელები და ფეხები, მისი თვალები და სახეებია, და მისი ყურებიც ყველგანაა, ასე არსებობს ზესული, ფარავს რა ყველაფერს.
15. თუმცა ზესული ყოველი გრძნობის პირველწყაროა, მას გრძნობები არა აქვს. იგი მიჯაჭვული არ არის, თუმცა ყოველ ცოცხალ არსებას ასულდგმულებს. ბუნების მოდუსებს მიღმა დგას და თანაც მატერიალური ბუნების ყოველ მოდუსს განაგებს.
16. უზენაესი ჭეშმარიტება არის ყოველი ცოცხალი არსების, მოძრავისა და უძრავის შიგნით და გარეთ. რაკი ნატიფია, მატერიალური გრძნობებით მისი დანახვა ან შეცნობა შეუძლებელია. თუმცა ძალიან შორსაა, ყველასთან ახლოსაცაა.
17. თუმცა ჩანს რომ ზესული მთელკ ასებათა შორის გაყოფილია, არასოდეს იყოფა. იგი ერთია. თუმცა ყოველ ცოცხალ არსებას ასულდგმულებს, უნდა გვესმოდეს, რომ იგი სპობს და ანვითარებს ყველაფერს.
18. იგია ყოველი მანათობელი საგნის სინათლის წყარო. მატერიის წყვდიადს მიღმაა და გამოუვლენელია. იგია ცოდნა, ცოდნის საგანი და ცოდნის მიზანი. იგი ყველას გულში იმყოფება.
19. ამრიგად მოკლედ დაგიხასიათე მოქმედებათა ველი (სხეული), ცოდნა და შესაცნობი. მხოლოდ ჩემს ერთგულს შეუძლია ბოლომდე გაიგოს ეს და ასე მოაღწიოს ჩემს ბუნებას.
20. იცოდე, რომ მატერიალურ ბუნებას და ცოცხალ არსებებს საწყისი არა აქვთ. მათი გარდაქმნები და მატერიის მოდუსები მატერიალური ბუნების ნაწარმს წარმოადგენს.
21. ამბობენ, რომ ბუნება ყოველი მატერიალური მიზეზისა და შედეგის მიზეზია, მაშინ როდესაც ცოცხალი არსება ამ სამყაროში ათასგვარი ტანჯვისა და სიამოვნების მიზეზს წარმოადგენს.
22. ამრიგად, მატერიალურ ბუნებაში მყოფი ცოცხალი არსება მიჰყვება ცხოვრების გზებს, ტკბება რა ბუნების სამი მოდუსით. ამის მიზეზი ისაა, რომ მატერიალურ ბუნებასთან არის დაკავშირებული. ამდენად, იგი კარგსა და ცუდს ხვდება სხვადასხვა სახეობებში.
23. მაგრამ ამ სხეულში არის სხვა, ტრანსცენდენტული განმცხრომელი, რომელიც უფალია, უმაღლესი მესაკუთრეა, ზედამხედველი და ნების დამრთველია და ცნობილია ზესულის სახით.
24. ის, ვისაც ესმის ეს ფილოსოფია მატერიალური ბუნების, ცოცხალი არსებისა და ბუნების მოდუსების ურთიერთქმედების შესახებ, აუცილებლად განთავისუფლდება. მიუხედავად მისი ახლანდელი მდგომარეობისა, იგი აქ აღარ დაიბადება.
25. ზოგი საკუთარ თავში ზესულს მედიტაციით აღიქვამს, ზოგი – ცოდნის განვითარებით, ზოგი კი – კარმიული სურვილების გარეშე შრომით.
26. მაგრამ არსებობენ ისინიც, ვინც, თუმცა არ არიან სულიერ მოძღვრებაში განსწავლული, სხვებისგან მოსმენის შედეგად იწყებენ უზენაესი პიროვნების თაყვანისცემას; რადგან ავტორიტეტებისგან მოსმენის მიდრეკილება აქვთ, ისინიც გადალახავებ დაბადება-სიკვდილის გზას.
27. ო ბჰარატათა შორის მთავარო, იცოდე, რომ რაც კი არსებობს, მოძრავიცაა და უძრავიც, მოქმედებათა ველისა და ვეილს მცოდნის ნაერთია მხოლოდ.
28. ჭეშმარიტად ხედავს ის, ვინც ხედავს ზესულს, რომელიც ყველას სხეულში ინდივიდუალურ სულს ახლავს თან და ვისაც ესმის, რომ არც სული და არც რღვევად სულში მყოფი ზესული არასოდეს ნადგურდებიან.
29. იგი, ვინც ხედავს, რომ ზესული ყველგან, ყოველ ცოცხალ არსებაში ერთნაირად იმყოფება, თავისი ჭკუით არ დეგრადირდება. ამრიგად,იგი უახლოვდება ტრანსცენდენტალ მიზანს.
30. ჭეშმარიტად ხედავს ის, ვინც ხედავს, რომ ყოველ მოქმედებას მატერიალური ბუნებისგან შემდგარი სხეული ასრულებს, სული კი სრულიად უმოქმედოა.
31. როდესაც გონიერი ადამიანი ვეღარ ხედავს სხვადასხვა პიროვნებებს, მათი განსხვავებული მატერიალური სხეულების გამო და ხედავს თუ როგორ არიან არსებები გაერთიანებული ყველგან, იგი ბრაჰმანის გაგებას აღწევს.
32. ვინც მარადისობას აღიქვამენ, ხედავენ, რომ უკვდავი სული ტრანსცენდენტულია, მარადიული და ბუნების მოდუსებს მიღმა მყოფი. მატერიალურ სხეულთან კავშირის მიუხედავად, ო არჯუნა, სული არც მოქმედებს და არც იხლართება.
33. თუმცა სული ყოვლისგამჭოლია, თავისი ნატიფი ბუნების გამო არაფერში ერევა და სწორედ ასევე, ბრაჰმანის მხედველი სული არ ერევა სხეულს, თუმცა ამ სხეულში იმყოფება.
34. ო ბჰარატას შვილო, ისევე როგორც ერთი მზე ანათებს მთელ სამყაროს, ასევე სხეულში მყოფი ერთი ცოცხალი არსებაც ანათებს მთელ სხეულს ცნობიერებით.
35. ისინი, ვინც ცოდნის თვალებით ხედავენ განსხვავებას სხეულსა და სხეულის მცოდნეს შორის და მატერიალურ სამყაროში ტყვეობიდან განთავისუფლების გზის გაგება შეუძლიათ, უმაღლეს მიზანს აღწევენ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 1 2010, 04:05 PM
Post #29


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეთოთხმეტე
მატერიალური ბუნების სამი მოდუსი

1. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: მე კვლავ განგიცხადებ ამ უმაღლეს სიბრძნეს, საუკეთესო ცოდნას, რომლითაც ყოველმა ბრძენმა უმაღლეს სრულქმნას მიაღწია.
2. ის ვინც ამ ცოდნაში მტკიცდება, ჩემი ბუნების მსგავს ტრანსცენდენტალ ბუნებას იძენს. ის, ვინც ამგვარადაა განმტკიცებული, შექმნისას არ იბადება და არც განადგურებისას წუხდება.
3. მთელი მატერიალური სუბსტანცია, რომელსაც ბრაჰმანი ეწოდება, დაბადების სათავეა და სწორედ ამ ბრაჰმანში ჩავსახავ მე სიცოცხლეს, რითაც შესაძლებელს ვხდი ყოველი ცოცხალი არსების დაბადებას, ო ბჰარატას შთამომავალო.
4. იცოდე, რომ სიცოცხლის ყოველი სახეობა, ო კუნტის შვილო, ამ მატერიალურ ბუნებაში იბადება და რომ მე ვარ თესლის მიმცემი მამა.
5. მატერიალური ბუნება შედგება სამი მოდუსისაგან: სათნოების, ვნებისა და უგუნურებისაგან. როდესაც ცოცხალი არსება ბუნებას უკავშირდება, ო მკლავმაგარო არჯუნა, იგი განპირობებული ხდება ამ მოდუსებით.
6. ო უცოდველო, სათნოების მოდუსს, როგორც სხვებზე წმინდას, სინათლე მოაქვს და ათავისუფლებს ცოცხალ არსებას ყოველი ცოდვითი რეაქციისგან. ამ მოდუსში მყოფნი ბედნიერებითა და ცოდნით ხდებიან განპირობებულნი.
7. ვნების მოდუსი უსაზღვრო სურვილებისა და წადილისაგან არის წარმოშობილი, ო კუნტის შვილო, რის გამოც ცოცხალი არსება მატერიალურ საქმიანობებზეა მიჯაჭვული.
8. ო ბჰარატას შვილო, იცოდე, რომ უგუნურებისაგან შობილ წყვდიადის მოდუსში ყოველი ხორცშესხმული ცოცხალი არსება მოტყუებულია. ამ მოდუსის შედეგებია სიზარმაცე, სიგიჟე და ძილი, რაც ატყვევებს სულს.
9. ო ბჰარატას შვილო, სათნოების მოდუსი ბედნიერებით განაპირობებს არსებას; ვნება – კარმიული საქმიანობით; უგუნურება კი სიამოვნებას მიაჯაჭვავს იმით, რომ ცოცხალი არსების ცოდნას ფარავს.
10. ზოგჯერ სათნოების მოდუსი ჭარბობს, ამარცხებს რა ვნებისა და უგუნურების მოდუსებს, ო ბჰარატას შვილო, ზოგჯერ ვნების მოდუსი ჯობნის სათნოებასა და უგუნურებას. ზოგჯერ კი უგუნურება ერევა სათნოებასა და ვნებას. ამგვარად, მუდამ პაექრობაა პირველობისთვის.
11. სათნოების მოდუსი ვლინდება მაშინ, როდესაც სხეულის ყოველი კარი ცოდნითაა განათებული.
12. ო მთავარო ბჰარატათა შორის, როდესაც ვნების მოდუსი მატულობს, ვითარდება დიდი მიჯაჭვულობის, კარმიული საქმიანობის, ძლიერი ძალისხმევის და დაუოკებელი სურვილისა და წადილის ნიშნები.
13. როდესაც უგუნურების მოდუსი მატულობს, ო კურუს შვილო, ვლინდება წყვდიადი, უმოქმედობა, სიგიჟე და ილუზია.
14. როდესაც ცოცხალი არსება სათნოების მოდუსში გარდაიცვლება, დიადი ბრძენების წმინდა, მაღალ პლანეტებს აღწევს.
15. როდესაც ცოცხალი არსება ვნების მოდუსში გარდაიცვლება, იბადება მათ შორის, ვინც კარმიულ საქმიანობებს ეწევიან; და როდესაც არსება უგუნურების მოდუსში გარდაიცვლება, იბადება ცხოველთა სამყაროში.
16. ღვთაებრივი საქმიანობის შედეგი წმინდაა და ამბობენ, რომ სათნოების მოდუსს მიეკუთვნება, მაგრამ ვნების მოდუსში შესრულებულ საქმიანობას მოჰყვება ტანჯვა, უგუნურების მოდუსში შესრულებულს კი - სიგიჟე.
17. სათნოების მოდუსიდან ვითარდება ჭეშმარიტი ცოდნა, ვნების მოდუსიდან – სიხარბე, უგუნურების მოდუსიდან კი – ჭკუასუსტობა, სიგიჟე და ილუზია.
18. ისინი, ვინც სათნოების მოდუსში იმყოფებიან, თანდათანობით მაღალ პლანეტებზე აღიმართებიან, ვნების მოდუსში მყოფნი დედამიწის მაგვარ პლანეტებზე იცხოვრებენ; ისინი კი, ვინც უგუნურების შემზარავ მოდუსში არიან, ჯოჯოხეთის სამყაროებში ეშვებიან.
19. როდესაც ცოცხალი არსება სწორად ხედავს, რომ მოქმედებენ მხოლოდ ბუნების მოდუსები და ცნობს უზენაეს უფალს, რომელიც მთელ ამ მოდუსებზე მაღლა დგას, ჩემს სულიერ ბუნებას აღწევს.
20. როდესაც ხორცშესხმული არსება მატერიალურ სხეულთან დაკავშირებულ ამ სამ მოდუსზე ამაღლდება, თავს აღწევს დაბადებას, სიკვდილს, სიბერესა და გაჭირვებებს და ამ ცხოვრებაშიც იგემებს ნექტარს.
21. არჯუნამ იკითხა: ო ჩემო ძვირფასო უფალო! რა ნიშნებით უნდა იცონ ის, ვინც გადალახა ეს სამი მოდუსი? როგორ იქცევა და როგორ გადალახავს ბუნების მოდუსებს?
22-25. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ო პანდუს შვილო, ის, ვისა ცარ სძულს გასხივოსნების, მიჯაჭვულობისა და ილუზიის მოსვლა და ვინც არ შენატრის მათ, როდესაც ქრებიან; მატერიალური თვისებების ნებისმიერი ურთიერთქმედების მიმართ შეუდრეკელი და უშფოთველია, ნეიტრალური და ტრანსცენდენტული, ვისაც კარგად ესმის, რომ მხოლოდ მატერიალური მოდუსები მოქმედებენ; ვისი ყურადღებაც საკუთარ მეობაზეა მიპყრობილი და ვინც თანაბრად ხვდება ბედნიერებასა და უბედურებას; ვინც მუჭა მიწას, ქვასა და ოქროს ნაჭერს ერთი თვალით შეჰყურებს; ვინც თანაბრად შეჰყურებს სასურველსა და არასასურველს, ვინც მტკიცეა, ვინც ერთნაირად ექცევა შექებასაც და საყვედურსაც, პატივსაც და ლანძღვასაც; ვინც ერთნაირად ექცევა მეგობრებსაც და მტრებსაც; და აღკვეთილია ყოველგვარი მატერიალური საქმიანობისაგან – ამბობენ, რომ ასეთმა პიროვნებამ გადალახა ბუნების მოდუსები.
26. ის, ვინც ნებისმიერ ვითარებაში უცვლელად, სრული ერთგული სამსახურით მემსახურება მე, უმალ გადალახავს მატერიალური ბუნების მოდუსებს და ასე აღწევს ბრაჰმანის დონეს.
27. და მე ვარ ფუძე უპიროვნო ბრაჰმანისა, რომელიც უკვდავი, უხრწნადი, მარადიული და საბოლოო ბედნიერების კონსტიტუციური მდგომარეობაა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 3 2010, 03:36 PM
Post #30


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეთხუთმეტე
უზენაესი პიროვნების იოგა

1. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ნათქვამია, რომ არსებობს ბანიანის უკვდავი ხე, რომლის ფესვებიც ზემოთ იზრდება, ტოტები კი ქვემოთ, ხოლო მისი ფოთლები ვედური ჰიმნებია. ვინც ეს ხე შეიმეცნა, იგი ვედათა მცოდნეა.
2. ამ ხის ტოტები ზემოთ და ქვემოთაა გაშვერილი და მატერიალური ბუნების მოდუსებით იკვებება. შტოები გრძნობათა ორგანოებია. ამ ხეს ქვევით მიმართული ფესვებიც აქვს, რომლებიც ადამიანთა საზოგადოების კარმიულ მოქმედებებთან არის გადახლართული.
3-4. ამ სამყაროში შეუძლებელია ამ ხის ჭეშმარიტი სახის შეცნობა. არავის ძალუძს გაიგოს, სად აქვს მას ბოლო, თავი ან საფუძველი. მაგრამ ადამიანმა განდგომის იარაღით, შემართებით უნდა მოჰკვეთოს მძლავრად ფესვგადგმული ხე. შემდგომ ამისა მოიძიოს ის ადგილი, სადაც წასული, უკან არასოდეს დაბრუნდება და იქ მიენდოს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, ვისგანაც ყველაფერი დაიწყო და უხსოვარი დროიდან მომდინარეობს ყოველი.
5. ამ მარადიულ სამეფოს ჰპოვებენ ისინი, ვინც მოჩვენებით სახელს, ილუზიასა დაყ ალბ ურთიერთობას თავი დააღწიეს, რომელთაც შეიმეცნეს მარადიული და ბოლო მოუღეს მატერიალურ ვნებას, განთავისუფლკდნენ ბედნიერებისა და უბედურების ორმაგობებისაგან და ვინც უშეცდომოდ იციან როგორ მიენდონ უზენაეს პიროვნებას.
6. ამ ჩემს უმაღლეს სავანეს არც მზე და არც მთვარე, არც ცეცხლი და არც ელექტრობა არ ანათებს. ის, ვინც მას მიაღწევს, არასოდეს უბრუნდება მატერიალურ სამყაროს.
7. განპირობებულ სამყაროში მყოფი ცოცხალი არსებები ჩემი მარადიული, განუყოფელი ნაწილაკები არიან. განპირობებული სიცოცხლის გამო ისინი გაშმაგებით ებრძვიან ექვს გრძნობას, რომელთა რიცხვსაც ჭკუა მიეკუთვნება.
8. როგორც ჰაერს გადააქვს სურნელები, ასევე გადააქვს მატერიალურ სამეფოში ცოცხალ არსებას სიცოცხლეზე სხვადასხვა წარმოდგენები სხეულიდან სხეულში. ამგვარად, იგი ღებულობს ერთი სახის სხეულს და მერე ტოვებს მას, რათა სხვა შეიძინოს.
9. ახალი უხეში სხეულის ამგვარად მიღების შემდეგ ცოცხალი არსება გარკვეული სახის ყურებს, თვალებს, ენას, ცხვირს და შეხების ორგანოებს იძენს, რომლებიც ჭკუის გარშემო არის თავმოყრილი. ასე ტკბება იგი განსაზღვრული ჯგუფის გრძნობათა ობიექტებით.
10. უგუნურთათვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ ტოვებს ცოცხალი არსება სხეულს, ვერც იმას ხვდებიან, თუ ბუნების მოდუსებით მოჯადოებული, როგორი სხეულით ტკბება იგი. მაგრამ ყოველივე ამის დანახვა ძალუძს მას, ვისაც ცოდნით აეხილა თვალი.
11. გულმოდგინე ტრანსცენდენტალისტებს, რომელთაც სრულყვეს თვითრეალიზაცია, ყველაფერ ამის სწორი აღქმის უნარი შესწევთ, ხოლო ის, ვისაც განუვითარებელი ჭკუა აქვს და თვითრეალიზაციის საფეხურზე არ იმყოფება, მოვლენათა არსს ვერ წვდება, თუმცა ცდას შეიძლება არც აკლებდეს.
12. მთელი სამყაროს წყვდიადის გამფანტველი მზის ბრწყინვალება ჩემგან მოდის და მე ვარ წყარო მთვარის შუქისაც და ცეცხლის ელვარებისაც.
13. მე ყოველ პლანეტაში შევდივარ და ჩემი ენერგიის წყალობით ისინი ორბიტაზე რჩებიან. მე მთვარედ ვიქცევი და ამ გზით მთელ ბოსტნეულს სასიცოცხლო წვენით ვავსებ.
14. მე ვარ მონელების ცეცხლი ცოცხალ არსებათა სხეულებში და ოთხი სახის საკვების გადასამუშავებლად მე ვერწყმი შემავალსა და გამავალ სასიცოცხლო აირს.
15. მე ვარ ყველას გულში. ხსოვნა, ცოდნა და დავიწყება ჩემგან მომდინარეობს. მთელი ვედების მიზანი ჩემი შეცნობაა. სინამდვილეში მე ვარ ვედანტას შემდგენელი და მე ვარ ვედების მცოდნე.
16. არსებობს ორი სახის არსებები – შეცდომებს დაქვემდებარებულნი და შეუცდომელნი. მატერიალურ სამყაროში ყოველი არსება ცდება, სულიერ სამყაროში კი ყველა შეუცდომელია.
17. ამ ორის გარდა არსებობს უდიადესი პიროვნება, ზესული, თავად მარადიული უფალი, რომელიც სამივე სამყაროშია შესული და ასულდგმულებს მათ.
18. რამეთუ მე ტრანსცენდენტული ვარ შემცდართა და შეუცდომელთა მიმართ, ჩემი სიდიადის გამო, სამყარო და ვედები ხოტბას მასხამენ, როგორც უზენაეს პიროვნებას.
19. ყოვლისმცოდნეა ის, ვინც ეჭვგარეშე მიცნობს ღმრთეების უზენაეს პიროვნებად. ამის გამო იგი, ო ბჰარატის შვილო, სრული ერთგულებით მემსახურება.
20. ეს ვედურ წმინდა წერილთა ყველაზე იდუმალი ნაწილია, ო უცოდველო, და შენ გიმჟღავნებ მას. ვინც კი მას შეიცნობს, სიბრძნით აღივსება და მისი მცდელობები სრულყოფილებით დასრულდება.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 3 2010, 04:38 PM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეთექვსმეტე
ღვთაებრივი და დემონური ბუნებანი

1-3. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: უშიშრობა; საკუთარი არსებობის განწმენდა; სულიერი ცოდნის გაღრმავება; ქველმოქმედება; თვითკონტროლი; მსხვერპლშეწირვა; ვედების შესწავლა; ასკეტიზმი; უბრალოება; არაძალმომრეობა; სიმართლე; ბრაზისაგან თავისუფლება; განდეგილობა; სიმშვიდე; სხვათა ნაკლის ძიებისგან თავისუფლება; ყოველი ცოცხალი არსებისადმი სიბრალული; გაუმაძღრობისაგან თავისუფლება; სიკეთე; თავშეკავება; შეუდრეკელობა; სიძლიერე; შემწყნარებლობა; სიმამაცე; სიწმინდე; შურისაგან და პატივისაკენ სწრაფვისგან თავისუფლება – ამ ტრანსცენდენტული თვისებებით შემკულნი, ო ბჰარატას შვილო, ღვთაებრივი ბუნებით დაჯილდოებული ღვთისმოსავი ადამიანები არიან.
4. სიამაყე, მედიდურობა, პატივმოყვარეობა, ბრაზი, უხეშობა და უმეცრება დემონური ბუნების მატარებელი თვისებებია, ო პრთჰას შვილო.
5. ტრანსცენდენტული თვისებები ხელს უწყობს განთავისუფლებას, ხოლო დემონური – ტყვეობას. ნუ სწუხარ, ო პანდუს შვილო, რამეთუ შენ ღვთაებრივი თვისებებით ხარ შობილი.
6. ო პრთჰას შვილო, ამ სამყაროში არსებობენ ორი სახის შექმნილი არსებები. ერთნი ღვთაებრივად იწოდებიან, მეორენი კი – დემონურებად. ღვთაებრივი თვისებები მეტად დაწვრილებით აგიხსენი, ახლა დემონური თვისებების შესახებ ისმინე.
7. დემონებმა არ იციან, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. მათგან შორსა დგას სიწმინდე, ღირსეული ქცევა და სიმართლე.
8. ისინი ფიქრობენ, რომ ეს სამყარო არარეალურია, უსაფუძვლოა და ღმერთი არ განაგებს მას. ისინი ამბობენ, თითქოსდა იგი სქესობრივი სურვილისგან წარმოიშვა და ვნების გარდა სხვა მიზეზი არა გააჩნია რა.
9. ასეთი დასკვნების გამო დემონები, თავი რომ დაკარგეს და გონიერებაც არ გააჩნიათ, სამყაროს დამანგრეველ, უსარგებლო, საზარელ საქმეებს ჩადიან.
10. აფარებენ რა თავს დაუოკებელ ვნებას და ეფლობიან პატივმოყვარეობაში, ამპარტავნობასა და მოჩვენებით სახელში, დემონები ილუზიის გამო მუდამ უწმინდური საქმის აღთქმას იძლევიან, რამეთუ წარმავალი ხიბლავთ.
11-12. მათი რწმენით, გრძნობათა დაკმაყოფილება ადამიანთა ცივილიზაციის უპირველესი აუცილებლობაა. ამდენად, მათი მღელვარება განუზომელია. სიცოცხლის ბოლომდე ასიათასობით სურვილის ხლართებში გაბმულნი, ჟინსა და ბრაზში ჩაძირულნი, გრძნობათა დაკმაყოფილების მიზნით არაკანონიერი გზით შოულობენ ფულს.
13-15. დემონი ფიქრობს: “დღეს ამდენი სიმდიდრე მაქვს, ცემი გეგმებით ხვალ უფრო მეტს მოვიპოვებ. ახლა დიდძალი ქონების პატრონი ვარ, მომავალში სულ უფრო გაიზრდება. ის ჩემი მტერია და სიცოცხლეს გამოვასალმებ, სხვა ჩემი მტრებიც მოიკვლებიან. მე ვარ ყოვლის მბრძანებელი, მე ვარ განმცხრომელი, სრულყოფილი; ძლიერი და ბედნიერი ვარ. მე ვარ არისტოკრატი ნათესავებით გარემოცული, ყველაზე შეძლებული. ჩემზე ძლევამოსილი და ბედნიერი არავინ არის. მე გავიღებ მსხვერპლს, გავცემ მოწყალებას და ამით გავიხარებ”. ასე იტყუებს ამგვარ ხალხს უგუნურება.
16. ათასგვარი შფოთვით თავგზააბნეულნი და ილუზიის ხლართებში გაბმულნი, ისინი ძლიერ ეჯაჭვებიან გრძნობათა განცხრომას და ჯოჯოხეთში ვარდებიან.
17. თვითკმაყოფილნი და მუდამ კადნიერნი, სიმდიდრითა და ცრუ პრესტიჟით მოტყუებულნი, ზოგჯერ ამაყად ასრულებენ მსხვერპლშეწირვებს, მხოლოდ სახელისთვის, რაიმე წესისა თუ რეგულაციის შეუსრულებლად.
18. ცრუ ეგოთი, ძალით, სიამაყით, ავხორცობითა და ბრაზით მოტყუებულნი, დემონები ემტერებიან ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, რომელიც მათ სხეულებში და სხვათა სხეულებშიც იმყოფება და ლანძღავენ ჭეშმარიტ რელიგიას.
19. ბოროტებს და მავნებლებს, რომლებიც კაცთა შორის უმდაბლესნი არიან, მე გამუდმებით ვაგდებ მატერიალური ყოფიერების ოკეანეში, სიცოცხლის სხვადასხვა დემონურ სახეობებში.
20. დემონურ სახეობებში დაბადების გამო, ო კუნტის შვილო, ეს ხალხი მე არასოდეს მიახლოვდება. თანდათანობით ისინი არსებობის უსაძაგლეს სახემდე ეშვებიან.
21. არსებობს ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი სამი გზა – ავხორცობა, ბრაზი და სიხარბე. ყოველმა საღმა ადამიანმა უნდა მიატოვოს ისინი, რადგან სულის დაცმას იწვევენ.
22. ადამიანი, რომელიც ჯოჯოხეთის ამ სამ კარს გაექცევა, ო კუნტის შვილო, თვითრეალიზაციის სასიკეთო საქმეებს ჩადის და ამით თანდათანობით აღწევს უმაღლეს დანიშნულებას.
23. ის, ვინც წმინდა წერილთა დანაწესებს უარყოფს და თვითნებურად მოქმედებს, ვერ აღწევს ვერც სრულყოფილებას, ვერც ბედნიერებას და ვერც უმაღლეს დანიშნულებას.
24. ამიტომ საჭიროა იმის გაგება, თუ წმინდა წერილთა რეგულაციებით რა არის მოვალეობა და რა არ არის მოვალეობა. ამ წესებისა და რეგულაციების ცოდნით საჭიროა ისე მოქმედება, რომ ადამიანი თანდათანობით ამაღლდეს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 4 2010, 09:43 AM
Post #32


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეჩვიდმეტე
რწმენის ნაირსახეობანი

1. არჯუნამ იკითხა: ო კრშნა, რა მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც არ მისდევენ წმინდა წერილთა კანონებს, მაგრამ თაყვანს სცემენ თავიანთ წარმოდგენის თანახმად? სათნოებაში არიან ისინი, ვნებასა თუ უგუნურებაში?
2. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ხორცშესხმული სულის მიერ შეძენილი ბუნების მოდუსების თანახმად ცოცხალი არსების რწმენა შეიძლება იყოს სამი სახის: სათნოებაში, ვნებასა ან უგუნურებაში. ახლა მოისმინე ამის შესახებ.
3. ო ბჰარატას შვილო, ბუნების გარკვეულ მოდუსებში ყოფნის შესაბამისად ცოცხალი არსება გარკვეული სახის რწმენას ინვითარებს. ამბობენ, რომ ცოცხალ არსებას გარკვეული რწმენა მის მიერ შეძენილი მოდუსების თანახმად აქვს.
4. სათნოების მოდუსში მყოფი ხალხი ნახევარღმერთებს ეთაყვანება; ისინი, ვინც ვნების მოდუსში იმყოფებიან, თაყვანს სცემენ დემონებს; უგუნურების მოდუსში კი თაყვანს სცემენ მოჩვენებებსა და სულებს.
5-6. იცოდე, რომ ისინი, ვინც სიამაყისა და ეგოიზმის გამო გადიან მკაცრ ასკეზებსა და ეპითემიებს, რომლებიც არ არის მოწოდებული წმინდა წერილებში, ვინც ვნებითა და მიჯაჭვულობით არიან შეგულიანებული, ვინც სულელები არიან და აწამებენ სხეულის მატერიალურ ელემენტებსა და მათში მყოფ ზესულს – დემონებია.
7. თითოეული პიროვნების მიერ შერჩეული საკვებიც კი სამი სახისაა, მატერიალური ბუნების სამი მოდუსის შესაბამისად. იგივე ითქმის მსხვერპლშეწირვაზეც, ასკეზებზეცა და ქველმოქმედებაზეც. ახლა მოისმინე ჩემგან ამ განსხვავებების შესახებ.
8. საკვები, რომელიც ძვირფასია მათთვის, ვინც სათნოების მოდუსში იმყოფება, ზრდის ცხოვრების ხანგრძლივობას, ასპეტაკებს არსებობას და იძლევა ძალას, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და კმაყოფილებას. ასეთი საკვები, წვნიანი, ცხიმიანი, სასარგებლოა და გულისთვის სასიამოვნო.
9. საჭმელი, რომელიც მეტისმეტად მწარე, მეტისმეტად მჟავე, მარილიანი, ცხელი, ცხარე, მშრალი და მწველია, ძვირფასია მათთვის, ვინც ვნების მოდუსში იმყოფება. ასეთი საჭმელი იწვევს გაჭირვებას, ტანჯვასა და ავადმყოფობას.
10. საჭმელი, რომელიც მომზადებულია ჭამამდე სამი საათით ადრე, უგემური, გახრწნილი და აყროლებულია და რაც ნარჩენებისა და ხელშეუხებადი საჭმლისაგან შედგება, ძვირფასია მათთვის, ვინც წყვდიადის მოდუსში იმყოფებიან.
11. მსხვერპლშეწირვათა შორის, ის მსხვერპლშეწირვა, რომელიც წმინდა წერილთა მითითებების თანახმად, მოვალეობის გამო სრულდება, მათ მიერ, ვისაც არაფერი სურთ სანაცვლოდ, სათნოების ბუნებისაა.
12. მაგრამ იცოდე, რომ მსხვერპლშეწირვა, რომელიც გარკვეული მატერიალური მოგებისთვის ან სიამაყის გამო სრულდება, ო ბჰარატთა შორის საუკეთესოვ, ვნების მოდუსშია.
13. ნებისმიერი მსხვერპლშეწირვა, რომელიც სრულდება წმინდა წერილთა დანაწესების გაუთვალისწინებლად, პრასადის (სულიერი საკვების) დარიგების, ვედური ჰიმნების, მღვდელმსახურთა დასაჩუქრებისა და რწმენის გარეშე, უგუნურების მოდუსს მიეკუთვნება.
14. სხეულის ასკეტიზმს მიეკუთვნება უზენაესი უფლის, ბრაჰმანების, სულიერი მოძღვრის და უფროსი თაობის წარმომადგენლების, კერძოდ, დედისა და მამის თაყვანისცემა, აგრეთვე სიწმინდე, სისადავე, უბიწოება და არაძალმომრეობა.
15. მეტყველების ასკეტიზმი ნიშნავს იმ სიტყვების წარმოთქმას, რომლებიც მართალი, სასიამოვნო და სასიკეთოა, რომელიც არ აღაგზნებს სხვებს, აგრეთვე ვედური ლიტერატურის რეგულარულად ციტირებას.
16. ხოლო კმაყოფილება, სისადავე, სერიოზულობა, თავშეკავება და საკუთარი ყოფიერების განწმენდა წარმოადგენს ჭკუის ასკეტიზმს.
17. ამ სამმაგ ასკეტიზმს, ტრანსცენდენტული რწმენით მათ მიერ შესრულებულს, ვინც არ ელიან მატერიალურ მოგებას, არამედ მხოლოდ უზენაესისთვის მოქმედებენ, ეწოდება ასკეტიზმი სათნოებაში.
18. ითვლება, რომ ეპითიმია, შესრულებული სიამაყის გამო და პატივის, სახელისა და თაყვანისცემის მოსაპოვებლად, ვნების მოდუსშია. იგი არც ურყევია და არც მუდმივი.
19. ნათქვამია, რომ ეპითიმია, შესრულებული სისულელის გამო, თვითგვემით ან სხვების განადგურებითა თუ დასახიჩრებით, უგუნურების მოდუსში იმყოფება.
20. ითვლება, რომ მოწყალება, გაღებული მოვალეობის გამო, ანაზღაურების მოლოდინის გარეშე, სათანადო დროსა და ადგილას, ღირსეული პიროვნებისადმი, სათნოების მოდუსშია.
21. მაგრამ ნათქვამია, რომ ქველმოქმედება, რომელიც სანაცვლოს მიღების მოლოდინით, ან კარმიული შედეგების სურვილით, ან უხალისო განწყობილებით სრულდება, არის ქველმოქმედება ვნების მოდუსში.
22. ნათქვამია, რომ ის ქველმოქმედება კი, რომელიც უწმინდურ ადგილას, არასწორ დროს, უღირსი პიროვნებებისადმი ან სათანადო ყურადღებისა და პატივისცემის გარეშე სრულდება, უგუნურების მოდუსს მიეკუთვნება.
23. სამყაროს დასაბამიდან სამი სიტყვა – ომ ტატ სატ – უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამ სამ სიმბოლურ განსახიერებას იყენებდნენ ბრაჰმანები ვედური ჰიმნების გალობისას და უზენაესის დაკმაყოფილებისათვის განკუთვნილი მსხვერპლშეწირვების დროს.
24. ამიტომ როდესაც ტრანსცენდენტალისტები წმინდა დანაწესის თანახმად ასრულებენ მსხვერპლშეწირვებს, ქველმოქმედებასა და ეპითიმიას, მუდამ იწყებენ სიტყვით “ომ”, რათა უზენაესს მიაღწიონ.
25. ადამიანმა კარმიული შედეგების სურვილის გარეშე უნდა შეასრულოს ათასგვარი მსხვერპლშეწირვა, ეპითიმია და ქველმოქმედება სიტყვით “ტატ”. ასეთი ტრანსცენდენტული საქმიანობის მიზანი არის მატერიალური ტყვეობიდან თავის დაღწევა.
26-27. აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ერთგული სამსახურის მსხვერპლშეწირვის მიზანი და იგი აღნიშნულია სიტყვით “სატ”. ასეთი მსხვერპლშეწირვის შემსრულებელიც არის “სატ”, ისევე როგორც მსხვერპლშეწირვის, ეპითიმიისა და ქველმოქმედების ყოველი ქმედება, რომელიც თავისი ჭეშმარიტი აბსოლუტური ბუნების წყალობით უზენაესი პიროვნების დასაკმაყოფილებლად სრულდება, ო პრთჰას შვილო.
28. ის, რაც სრულდება მსხვერპლშეწირვის, ქველმოქმედების ან ეპითიმიის სახით, უზენაესის რწმენის გარეშე, ო პრთჰას შვილო, წარმავალია. მას ეწოდება “ასატ” და უსარგებლოა როგორც ამ, ასევე შემდეგ ცხოვრებაშიც.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 4 2010, 03:18 PM
Post #33


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეთვრამეტე (ბოლო თავი)
დასკვნა – განდეგილობის სრულქმნა

1. არჯუნამ თქვა: ო მკლავმაგარო, მე მსურს ვიცოდე რა არის განდეგილობის (ტიაგის) და განდეგილის ცხოვრების წესის (სანიასას) მიზანი, ო დემონ კეშის მკვლელო, გრძნობათა მეუფევ.
2. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: დიადი სწავლულები მატერიალურ სურვილზე დამყარებულ საქმიანობაზე უარის თქმას განდეგილის ცხოვრების წესს (სანნიასას) უწოდებენ. ყოველი საქმიანობის შედეგებზე უარის თქმას კი ბრძენები უწოდებენ განდეგილობას (ტაიგას).
3. ზოგიერთი სწავლული აცხადებს, რომ რაკი ყოველი კარმიული საქმიანობა მანკიერია, ადამიანმა უარი უნდა თქვას მათზე. სხვა ბრძენები კი ადასტურებენ, რომ ადამიანმა არასოდეს უნდა მიატოვოს მსხვერპლშეწირვა, ქველმოქმედება და ეპითიმია.
4. ო ბჰარატთა შორის საუკეთესოვ, ახლა ისმინე ჩემი დასკვნა განდეგილობის შესახებ. ო ვეფხვო კაცთა შორის, წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ სამი სახის განდეგილობა არსებობს.
5. არ შეიძლება მსხვერპლშეწირვის, ქველმოქმედებისა და ეპითიმიის მიტოვება; ისინი უნდა შეასრულო, სინამდვილეში, მსხვერპლშეწირვა, ქველმოქმედება და ეპითიმია დიად სულებსაც კი ასპეტაკებს.
6. ყოველი ეს საქმიანობა უნდა შესრულდეს მიჯაჭვულობისა და რაიმე შედეგის მოლოდინის გარეშე. ისინი მოვალეობის გამო უნდა შესრულდეს, ო პრთჰას შვილო. ასეთია ჩემი საბოლოო აზრი.
7. დაწესებულ მოვალეობებზე უარის თქმა არასოდეს არ შეიძლება. თუკი ადამიანი ილუზიის გამო უარს ამბობს მასზე დაწესებულ მოვალეობებზე, ნათქვამია, რომ ასეთი განდეგილობა უგუნურების მოდუსს მიეკუთვნება.
8. ის, ვინც უარს ამბობს დაწესებულ მოვალეობებზე მათი სირთულის ან სხეულისეული უხერხულობის შიშის გამო, განდეგილია ვნების მოდუსში. ასეთი ქმედება არასოდეს აამაღლებს მას განდეგილობაში.
9. ო არჯუნა, როდესაც ადამიანი თავის დაწესებულ მოვალეობას მხოლოდ იმიტომ ასრულებს, რომ ეს შესრულებული უნდა იქნას და უარს ამბობს ყოველგვარ მატერიალურ ურთიერთობასა და ნაყოფზე ყოველგვარ მიჯაჭვულობაზე, მისი განდეგილობა სათნოების მოდუსშია.
10. სათნოების მოდუსში მყოფ გონიერ განდეგილს, რომელსაც არც არასასიკეთო შრომა სძულს და არც სასიკეთო შრომაზეა მიჯაჭვული, ეჭვი არ ეპარება შრომის შესახებ.
11. ხორცშესხმულ არსებას მართლაც არ შეუძლია ყოველგვარ საქმიანობაზე უარის თქმა, მაგრამ მას, ვინც უარს ამბობს ქმედების ნაყოფებზე, ჭეშმარიტად განდეგილი ეწოდება.
12. მასთან, ვინც განდეგილი არ არის, სიკვდილის შემდეგ მოქმედების სამმაგი ნაყოფები მოდის: სასურველი, არასასურველი და შერეული. მაგრამ მათ, ვინც განდეგილის ცხოვრებას ეწევიან, არ უწერიათ ასეთი შედეგით ტანჯვა ან დატკბობა.
13. ო მკლავმაგარო არჯუნა, ვედანტას თანახმად ნებისმიერი საქმიანობის შესრულებისთვის ხუთი მიზეზი არსებობს. ახლა მე გასწავლი მათ.
14. მოქმედების ხუთი ფაქტორია მოქმედების ადგილი (სხეული), მომქმედი, სხვადასხვა გრძნობები, სხვადასხვა მცდელობა და საბოლოო ჯამში, ზესული.
15. ნებისმიერი სწორი თუ არასწორი საქმიანობა, რომელსაც ადამიანი სხეულით, ჭკუითა თუ მეტყველებით ასრულებს, ამ ხუთი ფაქტორითაა გამოწვეული.
16. ამიტომ ის, ვინც საკუთარ თავს ერთადერთ შემსრულებლად თვლის და არ ითვალისწინებს ხუთ ფაქტორს, უდაოდ უგუნურია დ ავერ ხედავს საგნებს ჭეშმარიტ შუქში.
17. ის, ვისი მოქმედებაც ცრუ ეგოთი არ არის გამოწვეული, ვისი გონებაც თავისუფალია, არავის კლავს, თუმცაღა კლავს ხალხს ამ სამყაროში. მას ვერც ქმედებები ატყვევებს.
18. ცოდნა, ცოდნის ობიექტი და მცოდნე – ეს ის სამი ფაქტორია, რომლებიც ქმედებას განაპირობებს; გრძნობები, შრომა და შემსრულებელი ქმედების სამი შემადგენელი ნაწილია.
19. მატერიალური ბუნების სხვადასხვა მოდუსების თანახმად არსებობს სამი სახის ცოდნა, მოქმედება და მოქმედების შემსრულებელი. ახლა ჩემგან მათ შესახებ მოისმინე.
20. იცოდე, რომ ცოდნა, რომლის საშუალებითაც ცოცხალი არსება ერთ განუყოფელ სულიერ ბუნებას ხედავს ყოველ ცოცხალ არსებაში, თუმცა ისინი ურიცხვ სახეებად არიან დაყოფილი, სათნოების მოდუსს მიეკუთვნება.
21. იცოდე, რომ ცოდნა, რომლის საშუალებითაც ცოცხალი არსება ყოველ განსხვავებულ სხეულში სხვადასხვა სახის ცოცხალ არსებას ხედავს, ვნების მოდუსში იმყოფება.
22. ის ცოდნა კი, რომლითაც ცოცხალი არსება მთლიანად მიჯაჭვულია ერთი სახის შრომაზე, რომელიც მოკლებულია ცოდნას ჭეშმარიტის შესახებ და მეტად შეზღუდულია, სიბნელის მოდუსს მიეკუთვნება.
23. მოწესრიუგებული საქმიანობა, რომელიც მიჯაჭვულობის, სიყვარულისა თუ სიძულვილის და კარმიული შედეგების სურვილის გარეშე სრულდება, მიეკუთვნება სათნოების მოდუსს.
24. მაგრამ იმ მოქმედებას, რომელსაც დიდი ძალისხმევით ასრულებს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების მოსურნე და ცრუ ეგოს შეგრძნებით მოქმედი პიროვნება, ეწოდება მოქმედება ვნების მოდუსში.
25. ის მოქმედება, რომელიც სრულდება ილუზიაში, წმინდა წერილთა დანაწესების უგულვებელყოფით და იმაზე წუხილის გარეშე, რომ ამას მომავალი ტყვეობა, ძალმომრეობა ან სხვა ტანჯვა მოჰყვება, უგუნურების მოდუსშია.
26. ის, ვინც საკუთარ მოვალეობას მატერიალური ბუნების მოდუსებთან დაუკავშირებლად, ცრუ ეგოს გარეშე, შეუპოვრობითა და ენთუზიაზმით, და წარმატებასა თუ მარცხში შეურყევლად ასრულებს, ამბობენ, რომ სათნოების მოდუსში შრომობს.
27. მშრომელი, რომელიც მიჯაჭვულია შრომასა და შრომის ნაყოფებს, რომელსაც სურს ამ ნაყოფებით დატკბობა და ხარბი, მუდამ შურიანი და ჭუჭყიანია, ვისაც სიხარული და მწუხარება ამოძრავებს, ამბობენ, რომ ვნების მოდუსში იმყოფება.
28. იმ მშრომელს, რომელიც მუდამ წმინდა წერილთა დანაწესების საწინააღმდეგო საქმეს ასრულებს, რომელიც მატერიალისტური, ჯიუტი, მატყუარა და სხვების შეურაცხყოფაში გაწაფულია, ზარმაცი, მუდამ მოღუშული და გამჭიანურებელია, უგუნურების მოდუსში მშრომელი ეწოდება.
29. ო სიმდიდრის მომპოვებელო, ახლა გთხოვ, ისმინე, დაწვრილებით როგორ დაგიხასიათებ მატერიალური ბუნების სამი მოდუსის შესაბამისად სხვადასხვა სახის გაგებასა და შეუპოვრობას.
30. ო პრთჰას შვილო, ის გაგება, რომლის საშუალებითაც ადამიანს ესმის, რა უნდა შესრულდეს და რა არ უნდა შესრულდეს, რისი უნდა ეშინოდეს და რისი არ უნდა ეშინოდეს, რა ითრევს და რა ანთავისუფლებს, სათნოების მოდუსშია.
31. ო პრთჰას შვილო, ის გაგება, რომლითაც ცოცხალი არსება ვერ არჩევს რელიგიას არარელიგიურობისაგან, ქმედებას, რომელიც უნდა შესრულდეს, იმ ქმედებისგან, რომლის შესრულებაც არ შეიძლება, ვნების მოდუსშია.
32. გაგება, რომლითაც არარელიგიურობა რელიგიადაა მიჩნეული, რელიგია კი არარელიგიურობად, რომელიც ილუზიის გავლენასა და წყვდიადში იმყოფება და მუდამ არასწორი მიმართულებითაა მიმართული, ო პრთჰა, უგუნურების მოდუსშია.
33. ო პრთჰას შვილო, შეუპოვრობა, რომელიც შეუწყვეტელია, რომელიც იოგას პრაქტიკის სიმტკიცით საზრდოობს და ამგვარად მართავს ჭკუას, სიცოცხლესა და გრძნობების ქმედებებს, სათნოების მოდუსში მყოფი შეუპოვრობაა.
34. მაგრამ შეუპოვრობა, რომლითაც ცოცხალი არსება ჩაჭიდებულია რელიგიას, ეკონომიკური განვითარებისა და გრძნობათა დაკმაყოფილების კარმიულ შედეგებს, ვნების ბუნებისაა, ო არჯუნა.
35. ის შეუპოვრობა კი, რომელიც სიზმარს, შიშს, გლოვას, გულჩათხრობილობასა და ილუზიას ვერ სცდება – ასეთი არაგონივრული შეუპოვრობა, ო პრთჰას შვილო, წყვდიადის მოდუსშია.
36. ო ბჰარატთა შორის საუკეთესოვ, ახლა გთხოვ ისმინე ჩემგან სამი სახის ბედნიერების შესახებ, რომლითაც განპირობებული სული ტკბება და რომლითაც ზოგჯერ ყოველგვარ გაჭირვებას ასრულებს.
37. იმას, რაც დასაწყისში შეიძლება შხამს ჰგავდეს, მაგრამ ბოლოს ნექტარად იქცევა და თვითრეალიზაციისთვის აღვიძებს ცოცხალ არსებას, ეწოდება ბედნიერება სათნოების მოდუსში.
38. იმ ბედნიერებას, რომელიც გრძნობებისა და მათი ობიექტების ურთიერთობისგან მიიღება და დასაწყისში ნექტარს ჰგავს, ბოლოს კი შხამია, ვნების ბუნების ბედნიერება ეწოდება.
39. იმ ბედნიერებას კი, რომელიც თვითრეალიზაციის მიმართ ბრმაა, თავიდან ბოლომდე შეცდომაა და ძილის, სიზარმაცისა და ილუზიისგან აღმოცენდება, უგუნურების ბუნების მქონე ბედნიერება ეწოდება.
40. არც აქ, არც მაღალ პლანეტარულ სისტემებზე დასახლებულ ნახევარღმერთთა შორის არ არსებობს არსება, რომელიც თავისუფალია მატერიალური ბუნებისგან შობილი ამ სამი მოდუსისგან.
41. მატერიალური მოდუსების შესაბამისი თავიანთი ბუნებისაგან შობილი თვისებებით ბრაჰმანები, კშატრიები, ვაიშიები და შუდრები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ო მტრის შემმუსვრელო.
42. სიმშვიდე, თავშეკავება, ასკეტიზმი, სიწმინდე, მოთმინება, პატიოსნება, ცოდნა, სიბრძნე და რელიგიურობა ის ბუნებრივი თვისებებია, რომლებითაც ბრაჰმანები შრომობენ.
43. გმირობა, ძალა, შეუპოვრობა, საზრიანობა, ბრძოლაში სიმამაცე, გულუხვობა და წინამძღოლობა, ბუნებრივი თვისებებია კშატრიათა შრომისთვის.
44. მიწათმოქმედება, ძროხების დაცვა და ვაჭრობა ვაიშიების ბუნებრივი საქმიანობაა, შუდრებისთვის კი შრომა და სხვათა სამსახურია განკუთვნილი.
45. თავისი შრომის თვისებების შესრულებით ყოველ ადამიანს შეუძლია სრულქმნის მიღწევა. ახლა გთხოვ მისმინე, როგორ შეიძლება ამის მიღწევა.
46. უფლის თაყვანისცემით, რომელიც ყოველი არსების წყარო და ყოვლისგამჭოლია, ადამიანს სრულქმნას შეუძლია მიაღწიოს საკუთარი შრომის შესრულებით.
47. უმჯობესია აკეთო საკუთარი საქმიანობა, არასრულყოფილადაც კი, ვიდრე სხვისი საქმე ითავო და სრულყოფილად შეასრულო. საკუთარი ბუნებისადმი დაწესებულ მოვალეობებზე არასოდეს მოქმედებს ცოდვითი რეაქციები.
48. ყოველი ძალისხმევა ისევეა გარკვეული ნაკლით დაფარული, როგორც ცეცხლია დაფარული კვამლით. ამიტომ ადამიანმა არ უნდა მიატოვოს საკუთარი ბუნებისგან შობილი სამუშაო, ო კუნტის შვილო, მაშინაც კი, თუკი ასეთი შრომა ნაკლოვანებითაა სავეს.
49. მას, ვინც მართავს საკუთარ თავს, განჯაჭვულია და არაფრად აგდებს არავითარ მატერიალურ სიამოვნებას, განდეგილობის პრაქტიკით რეაქციებისგან თავისუფლების უმაღლეს სრულქმნის საფეხურის მიღწევა შეუძლია.
50. ო კუნტის შვილო, ისწავლე ჩემგან, თუ როგორ ადის სრულქმნის უმაღლეს დონეზე, ბრაჰმანზე, უმაღლეს ცოდნის საფეხურზე ის, ვინც ამ სრულქმნას იმ გზით მიაღწია, რომელსაც ახლა შევაჯამებ.
51-53. ვინც საკუთარი გონებით განწმენდილია და სიმტკიცით მართავს ჭკუას, უარს ამბობს გრძნობათა დაკმაყოფილების საგნებზე, განწმენდილია მიჯაჭვულობისა და სიძულვილისაგან, ვინც განმარტოებულ ადგილას ცხოვრობს, ცოტას ჭამს, მართავს საკუთარ სხეულს, ჭკუასა და მეტყველების უნარს, ვინც მუდამ ტრანსშია და განჯაჭვული, თავისუფალია ცრუ ეგოს, ცრუ ძალის, ცრუ სიამაყის, ვნებისა და მრისხანებისაგან და ვინც არ ღებულობს მატერიალურ საგნებს, ვინც თავისუფალია საკუთრების ცრუ გრძნობისაგან და მშვიდია – ასეთი პიროვნება უდაოდ თვითრეალიზაციის მდგომარეობამდეა ამაღლებული.
54. ვინც ასეთ ტრანსცენდენტალ მდგომარეობაში იმყოფება, უმალ შეიცნობს უზენაეს ბრაჰმანს და სიხარულით აღსავსე ხდება. არასოდეს გლოვობს ან ნატრობს რაიმეს. ერთნაირად არის განწყობილი ყოველი ცოცხალი არსებისადმი. ასეთ მდგომარეობაში იგი ჩემს წმინდა ერთგულ სამსახურს აღწევს.
55. ჩემი ჭეშმარიტი სახის, როგორც ღმრთეების უზენაესი პიროვნების შეცნობა მხოლოდ ერთგული სამსახურით შეიძლება და როდესაც ცოცხალი არსება ასეთი ერთგულებით ბოლომდე შემიცნობს მე, შეძლებს ღმერთის სასუფეველში შეღწევას.
56. თუმცა ჩემი წმინდა ერთგული ყოველგვარ საქმიანობას ეწევა, ჩემი მფარველობის გამო ჩემი წყალობით მარადიულ და უკვდავ სავანეს აღწევს.
57. ყოველ საქმეში უბრალოდ ჩემი იმედი გქონდეს და მუდამ ჩემი მფარველობის ქვეშ იმოქმედე. ასეთ ერთგულ სამსახურში ბოლომდე გამაცნობიერე მე.
58. თუკი გაცნობიერებული გეყოლები მე, ჩემი წყალობით განპირობებული სიცოცხლის ყოველ დაბრკოლებას გადალახავ. მაგრამ თუკი იმოქმედებ არა ასეთი ცნობიერებით, არამედ ცრუ ეგოთი და არ მომისმენ მე, დაიკარგები.
59. თუკი ჩემი ხელმძღვანელობით არ იმოქმედებ და არ იბრძოლებ, არასწორ გზას დაადგები. შენივე ბუნებით, იძულებული იქნები იბრძოლო.
60. ილუზიის გამო უარს ამბობს ბრძოლაზე, მაგრამ შენი ბუნებისგან სობილი სრომის გამო მაინც იძულებული იქნები იმოქმედო, ო კუნტის შვილო.
61. უზენაესი უფალი ყველას გულში იმყოფება, ო არჯუნა, და წარმართავს ყოველი ცოცხალი არსების ხეტიალს, რომლებიც თითქოსდა მატერიალური ენერგიისგან შექმნილ მანქანაში სხედან.
62. ო ბჰარატას შთამომავალო, ბოლომდე მიენდე მას, მისი წყალობით შენ ტრანსცენდენტალ სიმშვიდეს და უმაღლეს და მარადიულ სავანეს მოიპოვებ.
63. ამრიგად, მე კიდევ უფრო, საკრალური ცოდნა გადმოგეცი. ბოლომდე აწონ-დაწონე და შემდეგ გააკეთე, რაც გსურს.
64. ვინაიდან შენ ჩემი ძვირფასი მეგობარი ხარ, მე ჩემს უმაღლეს დარიგებას გაძლევ, ყველაზე საკრალურ ცოდნას მთელ ცოდნათა შორის. მისმინე, ვინაიდან ამას შენი სიკეთისთვის ვლაპარაკობ.
65. მუდამ იფიქრე ჩემზე, გახდი ჩემი ერთგული, თაყვანი მეცი და ემთხვიე მიწას ჩემს წინაშე. ასე უცილობლად მოხვალ ჩემთან. მე გპირდები ამას, ვინაიდან შენ ჩემი მეტად ძვირფასი მეგობარი ხარ.
66. მიატოვე ყოველი სახის რელიგია და უბრალოდ მე მომენდე. მე გიხსნი ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისგან. ნუ გეშინია.
67. ეს საკრალური ცოდნა არასოდეს უნდა აუხსნა მათ, ვინც არ არიან ასკეტურნი, ერთგულნი, ვინც ერთგულ სამსახურს არ ასრულებენ ან მათ, ვისაც ჩემი შურთ.
68. მას, ვინც ამ უმაღლეს საიდუმლოს უხსნის ერთგულებს, განაღდებული აქვს წმინდა ერთგული სამსახური და საბოლოოდ იგი ჩემთან ბრუნდება.
69. ამ სამყაროში ჩემთვის მასზე ძვირფასი მსახური არ არსებობს და ვერც ვერავინ იქნება ოდესმე მასზე ძვირფასი.
70. და მე ვაცხადებ, რომ ის, ვინც ამ ჩვენს საკრალურ საუბარს სწავლობს, გონებით თაყვანს მცემს მე.
71. ის კი, ვინც რწმენითა და შურის გარეშე ისმენს, იწმინდება ცოდვითი რეაქციებისაგან და აღწევს სასიკეთო პლანეტებს, სადაც ღვთისმოსავნი ცხოვრობენ.
72. ო პრთჰას შვილო, ო სიმდიდრის მომპოვებელო, ყურადღებით მოისმინე? უკვე გაქარწყლდა შენი უგუნურება და ილუზია?
73. არჯუნამ თქვა: ჩემო ძვირფასო კრშნა, ო შეუცდომელო, უკვე გაქრა ჩემი ილუზია. შენი წყალობით მეხსიერება დამიბრუნდა. ახლა ვერაფერი შემარყევს. ეჭვი არა მაქვს და მზადა ვარ შენი დარიგებების შესასრულებლად.
74. სანჯაიამ თქვა: ასე მოვისმინე ორი დიადი სულის, კრშნასა და არჯუნას საუბარი. და იმდენად საოცარია ეს ეპისტოლე, რომ თმები ყალყზე მიდგება.
75. ვიასას წყალობით მე მოვისმინე ეს ყველაზე საკრალური საუბრები, უშუალოდ მთელი მისტიციზმის მბრძანებლის, კრშნასაგან, რომელიც პირადად არჯუნას ელაპარაკებოდა.
76. ო მეფეო, როდესაც კვლავ და კვლავ ვიგონებ კრშნასა და არჯუნას ამ საოცარ და წმინდა საუბარს, გული მითრთის და ყოველ წამს სიამოვნებას ვგრძნობ.
77. ო მეფეო, როგორც კი უფალი კრშნას საოცარ სახეს ვიხსენებ, უფრო და უფრო აღფრთოვანებული ვარ და კვლავ და კვლავ ვხარობ.
78. სადაც არის კრშნა, მთელი მისტიციზმის მეუფე და სადაც არის არჯუნა, უდიდესი მშვილდოსანი, იქ აუცილებლად იქნება სიდიადე, გამარჯვება, არნახული ძალა და ზნეობა. ასეთია ჩემი აზრი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 4 2010, 03:23 PM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესეც ვორდის ფაილი:

http://www.bin.ge/file/132580/Bhagavat-Gita-S-P-.doc.html


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post Mar 10 2010, 07:00 PM
Post #35


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველაზე მეტად ეს ფრაზა მომეწონა მთელ წიგნში. : )

"Worshippers of the celestial controllers go to the celestial controllers, the worshippers of the ancestors go to the ancestors, and the worshippers of the ghosts go to the ghosts, but My devotees come to Me, and are not born again. (9.25)"


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post
serafinapekkala
post Apr 23 2010, 02:08 AM
Post #36


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 359
Joined: 2-November 09
From: თბილისი
Member No.: 6,059

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემაში გაერთიანდა Atman-ის და tikoroma-ას ორი, ერთიდაიგივე შინაარსის თემა. არ იფიქროთ რომ რაიმე წაშლილია.

smile.gif


--------------------
A si duarth u ortho... U or le a U or nin
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 23 2010, 06:33 AM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



serafinapekkala

სწორი სახელი მაინც დაარქვი... ბჰაგავად გიტა და არა ბჰაგავადატგიტა biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
serafinapekkala
post Apr 23 2010, 10:30 AM
Post #38


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 359
Joined: 2-November 09
From: თბილისი
Member No.: 6,059

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

უკაცრავად, მაგრამ თემის სათაური არ დამირედაქტირებია და როგორც იყო გახსნილი ისე დავტოვე.


--------------------
A si duarth u ortho... U or le a U or nin
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 23 2010, 10:59 AM
Post #39


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



serafinapekkala
QUOTE(galadriel @ 23rd April 2010 - 10:30 AM) *
უკაცრავად, მაგრამ თემის სათაური არ დამირედაქტირებია და როგორც იყო გახსნილი ისე დავტოვე.


ხო ვიცი ეგრე რო ერქვა და იმიტომ გეუბნები იქნებ შეუცვალო.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
serafinapekkala
post Apr 23 2010, 12:12 PM
Post #40


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 359
Joined: 2-November 09
From: თბილისი
Member No.: 6,059

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

კი, შევეცდები. უბრალოდ მოდერირების ყველა ფუნქციაში არ გავრკვეულვარ ჯერ.


--------------------
A si duarth u ortho... U or le a U or nin
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:39 PM