ბავშობიდან დიდი უმრავლესობა მთელს პლანეტაზე ექცევა ვიღაცის გავლენის ქვეშ და ემორჩილება ამას.
როგორც წესი ეს ავტორიტეტი არის მშობელი, ანუ დაიბადე ინდოეთში? შესაბამისად მშობელი გეუბნება რომ ბუდიზმია სწორი, დაიბადე საქართველოში?მშობელი გეუბნება რომ ერთადერთი სწორი გზა მართლმადედიბლობაა. უფრო ღრმად რომ გავყვეთ ამ ხაზს და მივიდეთ ამ პრაკტიკის აბსურდამდე, მაგალითად ეგვიპტეში ფარაონი სახალხოდ მასტურბირებდა და ეს იყო რიტუალი საყოველთაო, ძველ რომში ოჯახებით მიდიოდნენ გლადიატორების სისხლისღვრის საყურებლად და ამით სიამოვნებასაც იღებდა ბევრი, ასევე გილიოტინაზე ადამიანის დასჯის დროს ხალხი ერთობოდა...რისი აღარ სჯეროდა ადამიანს, კერპების, ქვების, ბუნების ცალკეული ძალების. საუბარი იქით მიმყავს რომ კაცობრიობის არსებობის მანძილზე ადამიანი თითქმის ყოველთვის ემორჩილებოდა გარემოს, ავტორიტეტს ეს ფაქტია. რამდენად სწორია ან არასწორი ვიმსჯელოთ ამაზე, უნდა გადავცეთ თუარა ბავშვს ჩვენი რელიგია თუ მივცეთ საშუალება თავად გამონახოს ჭეშმარიტება.
ეს თემა ეხება ადამიანს რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უჯერებს, შეიძლება გავეცნო უამრავ რელიგიას და პრაქტიკას მაგრამ მჯერა ჩემი ცნობიერების, ვაკვირდები საკუთარ თავს და გამომაქვს დასკვნები, ნათქვამია-შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ სამყაროს, სამყაროში კი ყველაფერი შედის.. რელიგიები ამბობენ რომ ჭეშმარიტება არის ჩვენში და საჭიროა ამის დანახვა, დაჭერა.
დაიბადე ამაზონში და კაციშვილმა არ იცის არც ქრისტიანობა არც ბუდიზმი არც ისლამი, მაშინ რა ხდება ვიღუპებით ავტომატურად? თუ არსებობს განთავისუფლების და სიყვარულის აღმოჩენის საშუალება? მე ვფიქრობ არ უნდა ვუღალატოთ შინაგან ხმას და არ დავუჯეროთ არანაირ ავტორიტეტებს, მაგალითად იესოს სიტყვების იმდენად მჯერა რამდენადაც მის იგავებს ცხოვრებაში ვხედავ და ამოვდივარ საკუთარი თავიდან. ანუ მე მისი არ მჯერა იმიტომ რომ აქ დავიბადე არამედ იმიტომ რომ მართლაც მხოლოდ სიყვარულში და თავისუფლებაში არის ერთადერთი ვიწრო გზა, სხვაგან ხდება წრეზე ტრიალი და თუ გინდათ ვთქვათ რეინკარნაციაც, მე ამას ვგრძნობ და არანაირი მღვდელი, პადრე, გურუ არ მჭირდება ამისთვის. ანუ გამოვყოფ 2 შემთხვევას 1)ადამიანი იბადება და ავტომატურად სჯერა რასაც ასწავლიან 2) ადამიანი იბადება და მხოლოდ საკუთარი თავიდან გამომდინარე სწამს და სჯერა. სამწუხაროდ დღეს საქართველოში დიდი უმრავლესობა ავტომატურ რეჟიმზეა ჩემი დაკვირვებით. რას ფიქრობთ ამ თემაზე? რამდენადაა მართლმადიდებლობა ან სხვა ნებისმიერი რელიგია ერთადერთი გზა ჭეშმარიტებისკენ?
მე საერთოდ ისე ვუყურებ ბავშვებს - როგორც დამოუკიდებელ, ჩამოყალიბებულ ადამიანებს (ის კი არა ზოგ ცხოველსაც )
მათ აქვთ რაღაც შეხედულებები და წარმოდგენები, ვცდილობ გავიგო ისინი, რომ მისთვის გასაგებად ვესაუბრო.
ამიტომ რაიმეს დაძალება არ მიმაჩნია სწორად.
თუმცა რადგან ვიბადებით განსაზღვრულ ადგილას და გარემო დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე, არ ვარ წინააღმდეგი იმ კულტურას გაეცნოს და მიყვეს, სადაც დაიბადა. იმ ფანატიკური რწმენების გარეშე - რომ მხოლოდ ესაა მთელი ჭეშმარიება რასაც ხედავს. მაგ. ქართველები ყველაზე მაგრები არიან, მართლმადიდებლების გარდა ყველა ჯოჯოხეთში წავა და ა.შ.
მშობლების როლს რაც შეეხება, მე პირადად სრული თავისუფლება მქონდა ჩემს რწმენებში და წარმოდგენებში, და ეს თავისუფლება უფრო მთრგუნავდა. ჩემით ვერ ვხვდები რაა ჭეშმარიტება გაცილებით კომფორტულია, როცა გეუბნებიან რა უნდა გწამდეს, რა უნდა აკეთი ამიტომაც ცხოვრობს უფრო მეტი ავტომატურად.
იყო პერიოდი, ეკლესიურად ცხოვრება მინდოდა და ძალიან მიჭირდა და მშობლებზე ვიფიქრე, ბავშვობიდან რომ მივეჩვიე მარხვას და სხვა შეზღუდვებს, ახლა რა იოლი იქნებოდა ჩემთვის-მეთქი. ახლა ვფიქრობ რომ კიდევ კარგი ასე არ მოხდა. თუმცა რატომაც არა, თუ სიმშვიდეში ცხოვრებას შევძლებდი? აგერ ბუდასაც უთქვამს ყველაზე დიდი ბედნიერება სიმშვიდის მოპოვებააო
თავისუფლებას, არჩევანის გაკეთებას სჭირდება ძალა. კარგია, ყველას აკერია პირზე თავისუფლება და საკუთარი თავის ფლობა, მაგრამ ეს ძალიან რთულია, ფსიქოლოგიური წნეხია.
სანამ ყველაფერს არ დაკარგავ, ვერაფერს ნამდვილს ვერ მოიპოვებ – ჩაკ პალანიკი
მე ვფიქრობ დაბადებიდან დაპროგრამებული ვართ, მხოლოდ არა მარტო რელიგიით, ცნობეირებით, ან წეს ჩვეულბებით. არამედ დნმ_ის დონეზეც კი, არაცნობიერად.. ოჯახის კარმითაც. და სანამ სრულ თავისუფლებას არ მოიპოვებს ადამიანი საკუთარი თავისგან, მანამ ვერ იქნება ბედნიერი.. ბუდას გზა რაღაც ფორმულასავითაა. სანამ თავად არაა ტავისუფალი, ადამიანი სხვა ტავისუფლებას არ მისცემს და არც ქმარი, არც მეგობარიდა მოკლედ.. სხვა ადამიანი უმეტეს შემტხვევაში ყოველთვის შეგზღუდავს.
ქრისტეს სიტყვებით ვხსნი ამას, როდესაც ამბობს საკუთარი ოჯახი მიატოვეთ და მე გამოყევითო, ანუ ოაჯხიც და ქვეყნაც და ვაბშე ყველაფერი დაიკიდო და მიყვე შინაგან სინათლეს.
როდესაც სრულიად მარტო დარჩები და, მომავალში არავინ გეყოლება, არც ახლა და გააცნობეირებ რომ შენ ხარ ყველაფერი, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ საკუთარ გზაზე.. ამ დროს თავისუფლდები მიჯაჭულებების, ვალდებულებების და ატასი სისულელისგან და ეს განტავისუფლებს კიდეც.. ოლლააა ლაა ლა ბლა ბლა ბლაა :დდდ
ichi
იქიდან დავიწყოთ, რომ ჩვენ სახელს გვარქმევენ. ეს იგივეა, ბავშვი დანომრო. მოკლედ, მე მგონია რომ აქედან იწყება სივრცითი შეზღუდვა.
სახელი აღარ ყოფნით და პირადი ნომერიც მოგვარტყეს. ჩიპიანი პასპორტებიც და ა.შ.
ეს ყველაფერი დედამიწაზე ცხოვრების ნაწილია და არ ღირს ბრძოლა
თავისუფლება სადღაც დედამიწის გარეთ ჩანს
რამიეს ძებნა
დედამიწის გარეთ და ალტერნატიულ მომავალში ჩემი აზრით დროის კარგვაა.
შენ თავს რომ შეიცნობ ღრმად და გაცდები სხეულს, იმოგზაურებ ყველა პლნეტაზე და ყველა დროში, ეს რეალობაა და შეძლება როცა შენს ადამიანურ ცნობეირებას და სხეულს გაცდები გაცნობიერებულად
tikoroma
ჩიპიანი პასპორტი არა, უბრალოდ სახელი ეს ცნობიერების ფორმატირებაა და მაგიტომ მოვიყვანე. თავისფლება არ არის გარეთ, შიგნითაა. ყველაფერი აქ არის დედამიწაზე. ადამიანია ყველაფრის გასაღები. მოდი ასე ვთქვათ, რადგან ჩვენს საკუთარ გზაზეა საუბარი:
საერთოდაც, ჩემი აზრით, საკუთარი რამ არ გაგვაჩნია. საკუთარი გზა კი ეს უკვე არარსებულია. მე ამას იმ კუთხით არ ვიძახი, რომ ,,თუ არსებობს აზრი ან იდეა, არსებობს ის რეალურადაც", რადგან ეს ასეცაა, მაგრამ არა ამ მიმართებაში. წინადადება დავიწყე ,,ჩემი აზრით''. არ არსებობს არანაირი ჩემი აზრი. როგორც შენ ამბობ ichi, ეს ,,ჩემი აზრი'' არის იმ შეხედულების ნაყოფი, რომელიც მომცეს.
მშობლებს უნდა დავუჯეროთ
... "დედის წინ მორბენალ კვიცსა, ან მგელი შეჭამს ან მგლის შვილიო
არა მარტო მშობელბს, ძმასაც, ბიუძასაც, ძმაკაცსაც, მეზობელ სვეტასაც, მეზობელ გიოსაც, ტელევიზორსაც, ვინც რას გეტყვის თავის შეზღუდული რეალობიდან და ეგოიზმიდან გამომდინარე ყველას უნდა დაუჯერო და ა.შ...
ვინც რეალობის აზზეა სხვას რჩევას არ აძლევს და ანთავისუფლებს სრულიად, თავის შეხედულებსბ და აზრებს მარტო შეზღუული ტიპები ახვევენ სხვებს
ყველას თავისი გზა აქვს და მეორე მაგ გზის აზზე არაა რეალურად.. ილუზიაში ხშირად ვარდებიან ისინი ვისაც ცოტა სულიერი საკუთარი გამცოდილება აქვთ გავლილი და გონიათ სხვისი გზაც იციან, მარა ეგ ილუზიაა და ყველას მოხვდება ალიყური ვინც სხვის გზაში ჩაერევა ზედმეტად
შენ ხარ ყველაფერი რა, პროსტა უნდა იცობდე საკუთარ მეს იმ დონემდე რომ ამას აცნობიერებდე
დიახაც უნდა დაუჯერო მეზობელსაც, ნათესაცსაც და მოდერატორსაც
და იქნები კაი ბავშვი
არ დაუჯერებ და მოვა მგელი და შეგჭამს....
მოვა დათო და შეგჭამს
https://www.youtube.com/watch?v=vZh_en_qkEo
კლინიკურ სიკვდილზეა )
P.S ღმერთმა ყველას გვაშოროს!
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)