hitleri da stalini |
hitleri da stalini |
Jan 21 2012, 12:50 AM
Post
#21
|
|
RED soul Group: Members Posts: 119 Joined: 11-October 10 Member No.: 6,289 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გურჯიევი ძირითადად ლაპარაკოსბ იმაზე რომ ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარება და მათემატიკურია. მექანიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ადამიანი -ესაა მანქანა რომელიც სამი ცენტრისგან იმართება . პირველი- გონებრივი ცენტრი -ტვინი რომელიც იძენს ცოდნას ,ინტელექტს მეორე- სხეული- ანუ ფიზიკური სხეული მესამე- არსება- სული ან რავიცი რაც გინდათ დაარქვით სტალინი ცნობილი იყო თავისი რკინისებური ლოგიკით, ინტელექტით. ჩე3მი აზრით საკმაოდ კარგად ამუშავებდა ''საკუტარ თავს'' პირველი -მოზაროვნე ცენტრით ! გურჯიევი ამბობს ''გრძნობების მონობა სისუსტეა ,სხეულის კი სიბრიყვეო'' . დიდი სოსოიეც უპირველეს ყოვლისა გონებით ხელმძღვანელობდა. ხოლო რაც შეეხება მექანიკას ძმებო ( კუბრიკის ''მექანიკური ფორთოხალი ''გამახსენდა ) სსრკ ჩემია ზრით მექანიკა იყო,რომელიც დაიჟანგა! პ.ს გურჯიევი არასწორად გაიგეს -------------------- God is God
|
|
|
Jan 21 2012, 04:26 PM
Post
#22
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე რომ მათ დროს ემცხოვრა ალბათ რომელიმე შემიყვარდებოდა და თუ არ გამიშვებდნენ სახლიდან გავიპარებოდი და ჩავეწერებოდი ჯარში ნახევრადხუმრობით რატმაუნდა.. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც პიროვნებას. თუმცა ფანატიზმი სისულელეა. ასეთი პიროვნებები ალბათ სტიმული უნდა იყოს ყველა ჩვენტაგანისთვის, რომ ჩვენც შეგვიძლია, სწავლა, მუშაობა, აზროვნება და გაკეთება დიდი საქმეების თუ არა, პატარა და სასრგებლოსი მაინც.. რამდენი აქვს ნაფიქრი და ნამუშევარი ტავის ტავზე რომ წარმოიდგენ ასეთი რომ გამხადიყო, ოჰ ოჰ ჰო
და ეს ლენინი იყო ხომ? "ლენინს უყვარდა ბავშვები". მაგარია, ძალიან მაგარი იმიჯია და ვაბშე მაგარი ხალხი იყო რაა.. საბჭოთა კავშირში და ადრე რუსეთში რომ ფსიქოლოგია და რეკლამა იცოდნენ.. საღოლ, აღფრთოვანებული ვარ -------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 21 2012, 04:27 PM
Post
#23
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გურჯიევის ჰიტლერთან მეგობრობდა ხომ? თუ რაღაც მსგავსი.. მოკლედ მაგარია. საქართველო რომ მაგარი ქვეყანაა ეგეც მომწობს, რაღაცნაირად მართლა მგონია ეგ. რა ირქმევდა გურჯიევს ერთი თუ არ ქონდა აქედან რამე..
-------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 22 2012, 02:02 PM
Post
#24
|
|
RED soul Group: Members Posts: 119 Joined: 11-October 10 Member No.: 6,289 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საქართველოში ცხოვრობდა რამოდენიმე ხანი.. რას გაიგებ მაგას თავში რა ედო და ვინ იყო ))
როცა ვკითხულობ უბრალოდ ვგრძნობ რომ საშინლად დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნდა.. ლეველი არ მყოფნის გასაგებად ნელ ნელა დავიწყებ დადებას წიგნის ნაწილების -------------------- God is God
|
|
|
Jan 23 2012, 01:20 AM
Post
#25
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 36 Joined: 22-May 11 Member No.: 6,472 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
daliela
მიდი დადე გთხოვ თუ გაქვს ელექტრონული ვერსია წიგნების......... |
|
|
Jan 23 2012, 05:55 AM
Post
#26
|
|
RED soul Group: Members Posts: 119 Joined: 11-October 10 Member No.: 6,289 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
daliela მიდი დადე გთხოვ თუ გაქვს ელექტრონული ვერსია წიგნების......... ელექტრონული ვერსია არ მაქვს... ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე. მარა ავკრეფ ნელნელა , საშვილიშვილო საქმეა -------------------- God is God
|
|
|
Jan 23 2012, 02:00 PM
Post
#27
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 36 Joined: 22-May 11 Member No.: 6,472 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
daliela
ხო კარგი იქნება,,,მართლა საშვილიშვილო საქმეა |
|
|
Jan 23 2012, 07:26 PM
Post
#28
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 302 Joined: 13-January 12 From: NY Member No.: 6,690 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
starscream
[quote] სტალინმა იცოდა რომ პანიკის ველი გადამდები იყო და მაგიტომ ხვრიტავდა გამოქცეულ ჯარისკაცებს [/quote სწორს აკეთებდა |
|
|
Jan 23 2012, 10:20 PM
Post
#29
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 49 Joined: 23-December 11 Member No.: 6,663 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE hitleri da stalini მეძახდით? აგერ არვარ. ორი-ერთში დიდი ტირანი ვარ, დიდი!! |
|
|
Jan 26 2012, 12:32 AM
Post
#30
|
|
RED soul Group: Members Posts: 119 Joined: 11-October 10 Member No.: 6,289 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ორივე მშვილდოსანი ყოფილა მგოოონი ))
-------------------- God is God
|
|
|
Jan 27 2012, 07:51 PM
Post
#31
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 36 Joined: 22-May 11 Member No.: 6,472 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როგორც ვიცი ერიხ ფრომს აქვს დაწერილი.......წიგნი...ჰიტლერის და სტალინის შედარებაზეა ....ვეძებ და ვერ ვიპოვე და იქნებ თქვენ იცოდეთ...და დადოთ ელექტრონული ვერსია
|
|
|
Apr 7 2012, 04:47 PM
Post
#32
|
|
RED soul Group: Members Posts: 134 Joined: 8-February 12 From: Tbilisi,Vera Member No.: 6,716 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წავიდნენ შეირგეთ
ისე,სტალინის გამოა საქართველო დღეს ასეთ მძიმე დღეში |
|
|
Apr 11 2012, 07:47 AM
Post
#33
|
|
RED soul Group: Members Posts: 154 Joined: 26-February 12 Member No.: 6,735 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Apr 11 2012, 01:53 PM
Post
#34
|
|
YELLOW soul Group: Banned Posts: 795 Joined: 12-October 11 Member No.: 6,582 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Завещание Сталина После моей смерти много мусора нанесут на мою могилу, но придет время и сметет его. Я никогда не был настоящим революционером*, вся моя жизнь – непрекращающаяся борьба с сионизмом, цель которого – установление нового мирового порядка при господстве еврейской буржуазии... Чтобы достичь этого, им необходимо развалить СССР, Россию, уничтожить Веру, превратить русский державный народ в безродных космополитов Противостоять их планам сможет только Империя. Не будет ее – погибнет Россия, погибнет Мир... Хватит утопий. Ничего лучше Монархии придумать невозможно, а значит, не нужно. Я всегда преклонялся перед гением и величием русских Царей. От Единовластия нам никуда не уйти. Но диктатора должен сменить Самодержец. Когда придет время. Единственное место на земле, где мы можем быть вместе, – Россия. Реформы неизбежны, но в свое время. И это должны быть реформы – органические, эволюционные, опирающиеся на традиции, при постепенном восстановлении Православного самосознания. В их основе – реализм и здравый смысл. Очень скоро войны за территории сменят войны “холодные” – за ресурсы и энергию. Нужно быть готовыми к этому. Овладение новыми видами энергии должно стать приоритетным для наших ученых. Их успех – залог нашей независимости в будущем. Армия может быть сильной только тогда, когда пользуется исключительной заботой и любовью народа и правительства. В этом – величайшая моральная сила армии, залог ее непобедимости. А армию надо любить и лелеять! Я одинок. Россия – колоссальная страна, а вокруг ни одного порядочного человека... Старое поколение поголовно заражено сионизмом, вся наша надежда на молодежь. Пришла пора объявлять новый крестовый поход против интернационала, а возглавить его сможет только новый Русский Орден, к созданию которого нужно приступить незамедлительно. Помните: сильная Россия миру не нужна, никто нам не поможет, рассчитывать можно только на свои собственные силы. Я сделал, что мог, надеюсь, вы сделаете больше и лучше. Будьте достойны памяти наших великих предков. январь-февраль 1953 года Иосиф Сталин -------------------- |
|
|
Apr 11 2012, 01:57 PM
Post
#35
|
|
YELLOW soul Group: Banned Posts: 795 Joined: 12-October 11 Member No.: 6,582 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- |
|
|
Apr 11 2012, 02:58 PM
Post
#36
|
|
RED soul Group: Members Posts: 154 Joined: 26-February 12 Member No.: 6,735 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ალბათ გეცოდინება რომ, სიტყვები <ია ვამ პაკაჟუ კუზიკინუ მატ< ნიკიტა ხრუშჩოვს ეკუთვნის და არა იოსებ სტალინს. 1961 წელს ნიკიტა გაეროს ტრიბუნიდან დაემუქრა მთელ ცივილიზებულ სამყაროს. მან ფეხსაცმელი გაიხადა და ტრიბუნაზე აბრახუნა. და კიდევ, იმ დროს კუზიკინა მატ იყო საბჭოთა ატომური იარაღის კოდური და საიდუმლო სახელწოდება რომელიც ამერიკელებმა იმავე წელს გაშიფრეს. |
|
|
Apr 11 2012, 06:00 PM
Post
#37
|
|
YELLOW soul Group: Banned Posts: 795 Joined: 12-October 11 Member No.: 6,582 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ruslan
ამერიკელები მაგრები არიან -------------------- |
|
|
Apr 11 2012, 09:36 PM
Post
#38
|
|
YELLOW soul Group: Banned Posts: 795 Joined: 12-October 11 Member No.: 6,582 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გროვერ ფერი 37 წლის გამოცანა ანტისტალინური უნამუსობა 55 წლის წინათ, 1956 წლის 25 თებერვალს საბჭოთა კავშირის კომპარტიის XX ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვი წარსდგა ე.წ. დახურული მოხსენებით, რომელიც ლონდონის «ტელეგრაფმა» შეაფასა როგორც «XX საუკუნის ყველაზე გავლენიანი სიტყვა», ხოლო იმავე დღეს «ნიუ იორკ ტაიმსში» უილიამ ტაუბმანმა (პულიტცერის პრემია მიენიჭა ხრუშჩოვის ბიოგრაფიისათვის) გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის გამოსვლა მოვლენათა კალენდარში შესატან გმირობად მიიჩნია. მოსალოდნელი იყო ასეთი რეაქცია. მაგრამ გროვერ ფერმა, ამერიკელმა მეცნიერმა, ვისი წიგნის ადაპტირებული თარგმანის ბეჭდვას დღეს იწყებს «საქართველო და მსოფლიო», აღმოაჩინა, რომ «დახურული მოხსენების» არც ერთი «მხილება» სინამდვილეს არ შეეფერება. გაირკვა, რომ XX საუკუნის «ყველაზე გავლენიანი სიტყვა» ყალთაბანდობის ნაყოფია. გროვერ ფერი კატეგორიულად აცხადებს, რომ ხსენებული მოხსენების «მხილებანი» «ყველა, როგორც ერთი, ცრუა... ხრუშჩოვს სიმართლის ნატამალიც არ უთქვამს...» ე.წ. დახურული მოხსენების მთავარ თემად სტალინის დანაშაულობათა «მხილებას» მიიჩნევენ. სინამდვილეში კი, _ აღნიშნავს ავტორი, _ ხრუშჩოვი ლაპარაკობს სტალინის პიროვნების კულტზე, რაც სულაც არ არის მისი «გაბედულების» და «გმირობის» შედეგი. ეს საკითხი განიხილეს უფრო ადრე _ ცეკას პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელიც სტალინის გარდაცვალებისთანავე, 1953 წლის მარტში გაიმართა. ხრუშჩოვის მოხსენების კონცეფცია ყალბია: «პიროვნების კულტი», რომელსაც თითქოს ამკვიდრებდა სტალინი, ქმნიდა «დანაშაულის ჩადენის პირობებს», რაც «სრული დაუსჯელობის ატმოსფეროში» რეალიზდებოდა კიდეც. «სინამდვილეში, _ წერს ავტორი, _ სტალინს არათუ არ ჩაუდენია დანაშაულობანი, რომელთაც მას მიაწერენ, არამედ საერთო არაფერი ჰქონია მისი პიროვნების კულტის დანერგვასთან. პირიქით, დღეს არსებული უამრავი ფაქტით აშკარავდება, რომ სტალინი მძაფრად გამოდიოდა საკუთარი პიროვნების საზიზღარი განდიდების წინააღმდეგ». სტალინისთვის კულტი მიუღებელი იყო მრავალი წლის განმავლობაში და უამრავჯერ სტალინი მისი მისამართით გამოთქმული განდიდებისა და მლიქვნელური სიტყვაუხვობის წინააღმდეგ გამოდიოდა. იგი პრაქტიკულად იზიარებდა ლენინის შეხედულებას «პიროვნების კულტის» თაობაზე. «დახურულ მოხსენებაში» ხრუშჩოვმა უხვად გაიხსენა ლენინის ციტატები, მაგრამ «დაავიწყდა» აღენიშნა, რომ სტალინი ფაქტობრივად იმავეს ამბობდა. სტალინის გამონათქვამების უმეტესობა ადასტურებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო საკუთარი პიროვნების განდიდება. ამგვარი ხასიათის მაგალითების დასახელება იოლია, რადგან მემუარების ყველა ავტორი, ვინც კი ოდესმე შეხვედრია სტალინს, ჩვეულებრივ იხსენებს ცხოვრებისეულ მაგალითებს, რომლებითაც დასტურდება ბელადის მტრული დამოკიდებულება, ზიზღიც კი მისდამი თაყვანისცემის ფაქტებისადმი. 2001 წელს გამოცემულ მემუარებში «სტალინი, რომელსაც ვიცნობდი» საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი მგელაძე (გარდაიცვალა 1980 წელს) არაერთხელ ეხება სტალინის უარყოფით დამოკიდებულებას პიროვნების კულტისადმი, რომელიც მისი სახელის გარშემო იყო შექმნილი. მგელაძე გვაცნობებს, რომ სტალინი 1949 წელს მისი 70 წლის იუბილის საზეიმო მასშტაბით აღნიშვნის წინააღმდეგი იყო; თანამებრძოლებმა იგი ძლივს დაიყოლიეს იმ არგუმენტის მოშველიებით, რომ უცხოეთის კომუნისტური და მუშათა პარტიების ლიდერების მოსკოვში ჩამოსვლა, მათ შორის გამართული კონსულტაციები და აზრთა გაცვლა ხელს შეუწყობდა მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის განმტკიცებას. 1937 წელს სტალინმა არ დაუშვა, რომ მოსკოვისთვის სტალინოდარი დაერქმიათ. მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა, თავი დაეღწია მისთვის საბჭოთა კავშირის გმირობის მინიჭებისგან, რომელსაც არასოდეს აღიარებდა... ცენტრალური კომიტეტის 1953 წლის ივლისის პლენუმზე, რომელიც ბერიას მხილებას მიეძღვნა, გამომსვლელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაგმო ეს უკანასკნელი პიროვნების კულტის კრიტიკისათვის. ბერიას წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში მთავარი როლის შესრულება და ენერგია, რომლითაც ხრუშჩოვი აღნიშნულ პლენუმზე გამოირჩეოდა, უფლებას გვაძლევს, შევაფასოთ იგი არა მხოლოდ როგორც პარტიული სასამართლოს მონაწილე, არამედ როგორც «კულტის» უაქტიურესი მომხრე და მხარდამჭერი. სტალინის კულტის დანერგვა და მისი შემდგომი გაფართოება-გაბერვა დაკავშირებული იყო იმათ საქმიანობასთან, ვინც ცდილობდა, შეენიღბა საკუთარი ოპოზიციური მოღვაწეობა. ასე მაგალითად, ერთ-ერთი პირზე დაყენების დროს ნიკოლაი ბუხარინს წამოსცდა, რომ გაზეთ «იზვესტიაში» მუშაობისას იგი აიძულებდა ყოფილ ოპოზიციონერებს, ქება-დიდება აღევლინათ სტალინის მისამართით (ამით დაეფარათ თავიანთი ოპოზიციური განწყობილება. _ ა.ს.), და იმავე დაკითხვისას იხმარა ტერმინი «კულტი». 1934 წლის 1 იანვარს გაზეთ «პრავდაში» გამოქვეყნებული მეორე ოპოზიციონერის _ კარლ რადეკის წერილი «სოციალისტური საზოგადოების ხუროთმოძღვარი», რომელიც ცალკე ბროშურადაც გამოიცა, როგორც ამტკიცებენ, სტალინის «კულტის» უზომო განდიდების პირველი ნიმუში იყო. ნიკიტა ხრუშჩოვი და ანასტას მიქოიანი, სტალინური პოლიტბიუროს წევრები, რომლებიც ბელადის გარდაცვალების შემდეგ «დესტალინიზაციის» პოლიტიკის წამომწყებებად და მის აქტიურ გამტარებლებად მოგვევლინენ, 1930-იან წლებში «კულტის» თავგადაკლული განმხორციელებლები იყვნენ. ხრუშჩოვი და მიქოიანი ცეკას მარტის (1953 წ.) პლენუმის მუშაობაში აქტიურად ჩაერთნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს მალენკოვს, რომელიც მოითხოვდა, კოლექტიურად განეხილათ საკითხი «კულტის» შესახებ. იმავე წლის ივნისის პლენუმზე ორივე (ხრუშჩოვი და მიქოიანი) ბერიას მკვეთრი კრიტიკით გამოვიდნენ იმის გამო, რომ ლავრენტი პავლოვიჩი ეწინააღმდეგებოდა სტალინის «კულტს». ლენინის «ანდერძი» XX ყრილობისთვის წარდგენილ მოხსენებაში ხრუშჩოვმა განაცხადა: «პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სამომავლო ბედით შეშფოთებულმა ვ. ი. ლენინმა სავსებით სწორად დაახასიათა სტალინი, მიანიშნა, რომ საჭირო იყო განეხილათ საკითხი გენერალური მდივნის თანამდებობიდან სტალინის გადაყენების შესახებ იმის გამო, რომ სტალინი მეტისმეტად უხეშია, არასაკმარისად ყურადღებიანია ამხანაგების მიმართ, ჟინიანია და ბოროტად იყენებს ძალაუფლებას. 1922 წლის დეკემბერში პარტიის მორიგი ყრილობისადმი თავის წერილში ვლადიმირ ილიჩი წერდა: «ამხ. სტალინმა, როცა გენმდივანი გახდა, ხელთ იგდო განუზომელი ძალაუფლება და მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ყოველთვის შეძლებს იგი საკმარისად ფრთხილად გამოიყენოს ეს ძალაუფლება». ჯერჯერობით შევწყვიტოთ ციტატა, რათა ყურადღება მივაქციოთ არცთუ უმნიშვნელო ვითარებას: ხრუშჩოვი ლენინს მიაწერს სტალინის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, რომ იგი «ბოროტად იყენებს ძალაუფლებას». სინამდვილეში კი ლენინმა დაწერა მხოლოდ ის, რომ «დარწმუნებული არ არის, რომ იგი (სტალინი _ გ.ფ.) შეძლებს ყოველთვის «საკმარისად ფრთხილად გამოიყენოს ეს ძალაუფლება». ხრუშჩოვი განაგრძობს: «ეს წერილი _ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც პარტიის ისტორიაში ცნობილია როგორც ლენინის «ანდერძი» _ დაგირიგდათ პარტიის XX ყრილობის დელეგატებს. თქვენ იგი წაიკითხეთ და უთუოდ კიდევ არაერთხელ წაიკითხავთ. ჩაუფიქრდით ლენინის უბრალო სიტყვებს, რომლებითაც გადმოცემულია ვლადიმერ ილიჩის ზრუნვა პარტიაზე, ხალხზე, სახელმწიფოზე, პარტიის პოლიტიკის შემდგომ მიმართულებაზე. ვლადიმერ ილიჩი ამბობდა: «სტალინი მეტისმეტად უხეშია და ეს ნაკლი, რომელიც სავსებით ასატანია ჩვენს, კომუნისტებს, შორის ურთიერთობისას, მოუთმენელი ხდება გენმდივნის თანამდებობაზე. ამიტომ ვთავაზობ ამხანაგებს, მოიფიქრონ ამ პოსტიდან სტალინის გადაადგილების საშუალება და ამ ადგილზე სხვა ადამიანი დანიშნონ, რომელიც განსხვავდება ამხ. სტალინისგან ერთადერთი უპირატესობით, კერძოდ, უფრო მომთმენია, უფრო ლოიალურია, უფრო ზრდილობიანია და უფრო ყურადღებიანია ამხანაგების მიმართ, ნაკლებ ჟინიანია და ა.შ.». ცნობილია, რომ ეს დოკუმენტი გააცნეს პარტიის XIII ყრილობის დელეგატებს, რომლებმაც ყურად არ იღეს ლენინის მითითება და დატოვეს სტალინი პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე. ხრუშჩოვი XX ყრილობის დელეგატებს წარუდგენს ორ ახალ «დოკუმენტს»: ლენინის ცოლის _ ნადეჟდა კრუპსკაიას საჩივარს სტალინზე, რომელიც მან (კრუპსკაიამ) 1922 წლის 23 დეკემბერს გაუგზავნა კამენევს, და ლენინის წერილს, რომელსაც ვლადიმერ ილიჩი სტალინს უგზავნის 1923 წლის 5 მარტს (მიაქციეთ ყურადღება, ზუსტად 30 წლის შემდეგ სტალინი გარდაიცვლება. _ ა.ს.). (ეს «დოკუმენტები», რომლებსაც ანტისტალინელები აფრიალებდნენ როგორც საბრალდებო დასკვნას, სხვა არაფერია, თუ არა განაწყენებული ცოლ-ქმრის საჩივარი. ლენინი სტალინს ადანაშაულებს იმაში, რომ სტალინი უხეშად ესაუბრა ტელეფონით კრუპსკაიას: «მე არ ვაპირებ ასე იოლად დავივიწყო ის, რაც ჩემ წინააღმდეგ არის გაკეთებული, ლაპარაკიც არ ღირს იმაზე, რომ, რაც ცოლის წინააღმდეგ არის გაკეთებული, ვთვლი, რომ ჩემ წინააღმდეგაც არის გაკეთებული». აი, ეს დონეა. საყოფაცხოვრებო ურთიერთობაში წარმოქმნილი კონფლიქტია. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ კრუპსკაიამ დაარღვია ექიმების მიერ ლენინისთვის დაწესებული შემზღუდავი რეჟიმი, რაზეც სტალინმა მკვახედ უსაყვედურა, გამოვა, რომ ჯუღაშვილს ჰქონდა უფლება (პარტიის ხელმძღვანელი ბირთვის მიერ მინიჭებული), ვალდებულიც იყო, მკაცრად მიეთითებინა ამხ. კრუპსკაიასთვის ამგვარი ქმედების დაუშვებლობის შესახებ. ეტყობა, ხრუშჩოვის მოხსენების შემდგენლები ერკვეოდნენ ამ კონფლიქტის რეალურ მიზეზებში და ამიტომ ათქმევინეს მათი «ნაშრომის» გამხმოვანებელს: «ამ დოკუმენტების კომენტირებას არ შევუდგები». და იმის დასასაბუთებლად, რომ ამ წერილებს რაღაც მნიშვნელობა მაინც ჰქონდა, ნიკიტამ განაცხადა: «თუ სტალინს ლენინის სიცოცხლეში შეეძლო ასე მოპყრობოდა ნადეჟდა კონსტანტინოვნა კრუპსკაიას, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ ექცეოდა სტალინი სხვა მუშაკებს. მისი ეს უარყოფითი თვისებები სულ უფრო ვითარდებოდა და ბოლო წლებში სრულიად აუტანელი ხასიათი მიიღო»). გროვერ ფერი თითიდან გამოწოვილ ამ «არგუმენტებს» ხაზგასმით გამოყოფს და ასკვნის: ხრუშჩოვი ტყუოდა, რომ XX ყრილობის დელეგატებისთვის დარიგებული დოკუმენტი «პარტიის ისტორიაში ცნობილი იყო როგორც ლენინის «ანდერძი». პირიქით, ბოლშევიკურ წრეებში ლენინის უკანასკნელი წერილები არასოდეს ითვლებოდა მის «ანდერძად». ამგვარი მისტიფიკაციის მიზეზი საკმაოდ ნათელია: სიტყვათა შეთანაწყობა «ლენინის «ანდერძი» ხრუშჩოვმა ლევ დავიდოვიჩ ტროცკისგან (ბრონტშტეინისგან) ისესხა, რომელმაც ამ სათაურით გამოაქვეყნა 1934 წელს ცალკე ბროშურად გამოცემული სტატია. შეგახსენებთ: 1925 წელს ჟურნალ «ბოლშევიკში» ტროცკიმ მკვეთრად გააკრიტიკა მაქს ისტმენის წიგნი «ლენინის სიკვდილის შემდეგ» და სრულად ამხილა ავტორის ცრუ განცხადება, თითქოს ლენინმა დატოვა რაღაც «ანდერძი». ამ პუბლიკაციაში ტროცკიმ გამოხატა თავისი მოსაზრება, რომელსაც მხარს უჭერდნენ პოლიტბიუროს დანარჩენი წევრები, კერძოდ: არავითარი «ლენინის ანდერძი» არ არსებობდა. ეს, უნდა ვივარაუდოთ, ჭეშმარიტებაა, რადგან არ არსებობს არავითარი დასაბუთება, რითაც მტკიცდება, რომ იგი თავის უკანასკნელ სტატიებსა და წერილებს განიხილავდა როგორც რაღაც «ანდერძს». მაგრამ 1930-იან წლებში ტროცკიმ მკვეთრად შეცვალა თავისი შეხედულება _ ამჯერად სტალინის ტენდენციური კრიტიკის სასარგებლოდ. ამრიგად, ხრუშჩოვმა, უფრო ზუსტად, მისმა რომელიღაც თანაშემწემ ზოგიერთი რამ ტროცკისგან ისესხა, თუმცა ვერავინ გაბედავდა, საჯაროდ ეღიარებინა, რომელი პირველწყარო ედო საფუძვლად წამოყენებულ ბრალდებებს. მოხსენების სხვა დებულებები უფრო მეტად ხაზს უსვამს ტროცკისთან იდეურ სიახლოვეს. მაგალითად, ტროცკი მიიჩნევდა, რომ მოსკოვის საჩვენებელი პროცესები სიყალბით გაჟღენთილი სასამართლო ინსცენირებებია. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც: ამ სასამართლო პროცესებზე ტროცკი წარმოდგენილი იყო როგორც მთავარი, მაგრამ დაუსწრებელი ბრალდებული. «დახურულ მოხსენებაში» ხრუშჩოვი ასევე წუხდა, რომ ზინოვიევის, კამენევისა და ტროცკისტების მიმართ განხორციელებული რეპრესიული ღონისძიებები უსამართლო იყო, თუმცა ყველაზე პირველი რეაბილიტაცია იმ პროცესების შედეგად ბრალდებულის _ აკმალ იკრამოვისა (დახვრიტეს 1938 წლის მარტში) XX პარტყრილობის მხოლოდ ერთი წლის თავზე შედგა. ხრუშჩოვის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა უდანაშაულოდ ცნობა მის მიერ დასახელებული პირებისა, რომლებსაც უდავოდ მიუძღვით ბრალი დანაშაულობათა ჩადენაში, აღიარეს დანაშაული. სასჯელი, რომელიც მათ დაიმსახურეს, არ შეიძლება ჩაითვალოს მეტისმეტად მკაცრად და უსამართლოდ. მოხსენების ანტისტალინური პათოსი, რომლის მიხედვით სოციალიზმის ყველა დამახინჯება და კანონიერების დარღვევა ხრუშჩოვმა მხოლოდ სტალინს დააბრალა, საკმაოდ ზუსტად ემთხვევა ბელადის დემონიზებულ პორტრეტს, რომელიც თავის დროზე ტროცკიმ დახატა. ამ უკანასკნელის ქვრივმა შესაფერისად შეაფასა ეს გარემოება და ხრუშჩოვის მოხსენებიდან ორიოდ დღის შემდეგ საბჭოთა ხელმძღვანელობას მიმართა თავისი განსვენებული ქმრის რეაბილიტაციის მოთხოვნით. მაგრამ დავუბრუნდეთ მასალებს, რომლებიც ლენინის უკანასკნელ დღეებთან არის დაკავშირებული. არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ 1923 წლის 5 მარტს ლენინის მიერ სტალინისათვის გაგზავნილი წერილი ნაყალბევია. დოკუმენტის ნამდვილობის პრობლემა გამოწვლილვით განხილულია ვ. ა. სახაროვის ამასწინათ გადმოცემულ 700 გვერდიან მონოგრაფიაში. მეორე მხრივ, თითქმის უეჭველია, რომ სტალინი და ყველანი, ვინც 1923 წლის 5 მარტის წერილის არსებობა იცოდა, მას ნამდვილ დოკუმენტად მიიჩნევდა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ამ წერილში არავითარი მტკიცებულება არ არის იმისა, რასაც მას ხშირად მიაწერენ _ მტკიცება, რომ ლენინმა სტალინთან ურთიერთობა გაწყვიტა. პირიქით, ორ კვირაზე ნაკლები დროის შემდეგ კრუპსკაიამ მიმართა სტალინს და აცნობა ილიჩის დაჟინებული თხოვნის შესახებ, ეშოვნა კალიუმციანიდის კრისტალები, რომელთა მეშვეობითაც იგი შეძლებდა ბოლო მოეღო აუტანელი ტანჯვისთვის. სტალინი დათანხმდა, მაგრამ 1923 წლის 23 მარტს მოკლე ბარათით აცნობა ამის შესახებ პოლიტბიუროს, ამასთან განაცხადა, რომ კატეგორიულად ემიჯნება მისთვის შეთავაზებულ მისიას, «რაგინდ ჰუმანური და აუცილებელი იყოს იგი». აშშ კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება ლ. ა. ფოტიევას _ ლენინის ერთ-ერთი მდივნის _ დღიურის ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ავადმყოფობის მოსალოდნელი გართულების შემთხვევაში მიეცათ მისთვის კალიუმციანიდი. აქედან გამომდინარე, თუ ლენინის 1923 წლის 5 მარტის წერილი ნამდვილია (ვალენტინ სახაროვის გამოკვლევა მას ნაყალბევად თვლის), ლენინი ენდობოდა და კვლავაც ეიმედებოდა სტალინის: მათ შორის არავითარი «გაუცხოება», მით უფრო «განხეთქილება», არ მომხდარა. მკვლევარები იმოწმებენ შემდეგ დოკუმენტს: «24 დეკემბერს სტალინმა, კამენევმა და ბუხარინმა განიხილეს სიტუაცია: მათ არა აქვთ უფლება, აიძულონ ბელადი, რომ გაჩუმდეს, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე, წინდახედულობა, მაქსიმალური სიმშვიდე. მიიღეს გადაწყვეტილება: «1. ვლადიმერ ილიჩს ყოველდღიურად 5-10 წუთით კარნახის უფლება ეძლევა, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს მიმოწერის ხასიათი და ამ ბარათებზე პასუხს ვლადიმერ ილიჩი არ უნდა ელოდოს. შეხვედრები იკრძალება; 2. არც მეგობრებმა, არც შინაურებმა ვლადიმერ ილიჩს არაფერი არ უნდა აცნობონ პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, რათა ამით არ მიეცეს მასალა განსჯისა და აღელვებისთვის». რობერტ სერვისი აღნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში ლენინმა გადაიტანა სერიოზული «მოვლენები» (უთუოდ _ ინსულტები): 1922 წლის 25 მაისს, როცა დამბლა დაეცა; 1922 წლის 22-23 დეკემბერს, როცა ლენინს «სხეულის მარჯვენა ნახევარი წაერთვა»; 1923 წლის 6 მარტიდან 7 მაისის ღამეს, როცა «მარჯვენა კიდურები ვერ აამოძრავა». 1922 წლის 18 დეკემბერს პოლიტბიურომ დაავალა სტალინს, მიეხედა ლენინის ჯანმრთელობისთვის, აკრძალა მასთან ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის განხილვა. კრუპსკაიამ დაარღვია ეს გადაწყვეტილება, რის გამოც 22 დეკემბერს სტალინისგან საყვედური მიიღო. იმავე ღამეს ლენინს ტვინში სისხლი ჩაექცა. 1923 წლის 5 მარტს კრუპსკაიამ უამბო ლენინს, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სტალინი უხეშად ელაპარაკა მას. განრისხებულმა ლენინმა სტალინს ცნობილი ბარათი მისწერა. კრუპსკაიას მდივნის _ ვ. ს. დრიდზოს მემუარების მიხედვით, კრუპსკაიასთან სტალინის უხეშ საუბარზე ლენინის რეაქციამ შემდეგი მიზეზით დაიგვიანა: «შეიძლება მხოლოდ მე ვიცი, რაც სინამდვილეში მოხდა, რადგან ნადეჟდა კონსტანტინოვნა ხშირად მიყვებოდა ამის შესახებ. ეს მოხდა 1923 წლის მარტის დასაწყისში. ნადეჟდა კონსტანტინოვნა და ვლადიმერ ილიჩი რაღაცაზე საუბრობდნენ. დარეკა ტელეფონმა. ნადეჟდა კონსტანტინოვნა ოთახიდან გავიდა (ლენინის ბინაში ტელეფონი ყოველთვის დერეფანში იდგა). როცა შემობრუნდა, ვლადიმერ ილიჩმა ჰკითხა: «ვინ რეკავდა?» «სტალინი იყო, ჩვენ შევრიგდით». «ეს რას ნიშნავს?» და მოუწია ნადეჟდა კონსტანტინოვნას ეამბა ყველაფერი, რაც მოხდა, როცა სტალინმა მას დაურეკა, ძალიან უხეშად ელაპარაკა და კონტროლის კომისიით დაემუქრა. ნადეჟდა კონსტანტინოვნამ სთხოვა ვლადიმერ ილიჩს, მნიშვნელობა არ მიენიჭებინა ამისთვის, რადგან ყველაფერი მოგვარდა და მან დაივიწყა ეს კონფლიქტი. მაგრამ ვლადიმერ ილიჩი ღრმად იყო შეურაცხყოფილი ი.ბ. სტალინის ნადეჟდა კონსტანტინოვნასადმი უპატივცემულო დამოკიდებულებით და 1923 წლის 5 მარტს უკარნახა სტალინისთვის გასაგზავნი წერილი, ასლები _ ზინოვიევსა და კამენევს, მოითხოვა, რომ სტალინს ბოდიში მოეხადა. სტალინს მოუწია ბოდიშის მოხდა, მაგრამ არ დაივიწყა ეს და არ აპატია ნადეჟდა კონსტანტინოვნას, რამაც გავლენა იქონია მისდამი დამოკიდებულებაზე». მეორე დღეს ლენინს დამბლა დაეცა. კრუპსკაიას გაუაზრებელმა ქმედებამ გამოიწვია ლენინის ორი ბოლო დამბლის დაცემა. ამას ადასტურებს ლენინის ძველთაძველი მდივნის _ ლიდია ფოტიევას მონათხრობიც: «ნადეჟდა კონსტანტინოვნა ყოველთვის არ იქცეოდა ისე, როგორც საჭირო იყო. წამოსცდენია კიდეც, მიჩვეული იყო მისთვის გაეზიარებინა ყველაფერი, იმ შემთხვევებში კი, როცა ამის გაკეთება არ შეიძლებოდა... მაგალითად, რატომ მოუყვა ვლადიმერ ილიჩს, რომ სტალინმა იგი ტელეფონით საუბრისას გალანძღა?» მაგრამ ამავე დროს სტალინისა და კრუპსკაიას ურთიერთობა არ დარღვეულა. როცა 1932 წელს სტალინის ცოლმა თავი მოიკლა, კრუპსკაიამ უთანაგრძნო და მიწერა ბარათი, რომელიც 1932 წლის 16 ნოემბერს «პრავდაში» გამოქვეყნდა: «ძვირფასო იოსებ ბესარიონოვიჩ, ამ დღეებში თქვენზე ვფიქრობ და მსურს, ხელი ჩამოგართვათ. მახსენდება თქვენთან ორიოდ საუბარი ილიჩის კაბინეტში მისი ავადმყოფობის დროს. მათ მაშინ სიმხნევე შემმატა. კიდევ ერთხელ გართმევთ ხელს. ნ. კრუპსკაია». ლენინის შინაურებში სტალინი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. მწერალმა ა. ბეკმა ჩაიწერა ლიდია ფოტიევას მოგონებები, რომლებშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს: «თქვენ ვერ გაიგებთ, რა დრო იყო მაშინ. ვერ გაიგებთ, რა მნიშვნელობა ჰქონდა სტალინს, დიდ სტალინს (მას არ უთქვამს «დიადი», თქვა «დიდი». _ ა. ბეკის შენიშვნა.)... მარია ილინიშნამ ჯერ კიდევ ვლადიმერ ილიჩის სიცოცხლეში მითხრა: «ლენინის შემდეგ პარტიაში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი სტალინია»... სტალინი ჩვენთვის ავტორიტეტი იყო. ჩვენ გვიყვარდა სტალინი. იგი დიდი კაცია. მას ხომ არაერთხელ უთქვამს: «მე ლენინის მხოლოდ მოწაფე ვარ». იოლი მისახვედრია, რომ ხრუშჩოვმა კონტექსტიდან ამოგლიჯა მის მიერ ციტირებული წერილები, რითაც ფრიად სერიოზულად დაამახინჯა მომხდარის არსი. მას სიტყვაც არ დაუძრავს ცენტრალური კომიტეტის პლენუმის რეზოლუციაზე, რომლის ძალითაც სტალინს დაეკისრა პერსონალური პასუხისმგებლობა პოლიტიკიდან ლენინის იზოლაციაზე, რაც აუცილებელი იყო ბელადის ძალებისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აკრძალვას დაექვემდებარნენ ლენინის «შინაურები» და «მეგობრები». «შინაურებში», ცხადია, იგულისხმებოდნენ ლენინის და და ნადეჟდა კრუპსკაია _ მისი ცოლი. სწორედ იგი გააკრიტიკა სტალინმა უმაღლესი პარტიული ინსტანციის მითითების დარღვევისთვის. ხრუშჩოვმა არაფერი თქვა 1923 წლის 7 მარტით დათარიღებულ სტალინის წერილობით პასუხზე ლენინის ბარათის გამო, აგრეთვე, უფრო გვიანდელ ლენინის მიერ სტალინის მისამართით გაგზავნილ თხოვნაზე მისთვის საწამლავის შოვნის თაობაზე. ხრუშჩოვმა ეს დოკუმენტები შეგნებულად უგულებელყო, რითაც გაუკუღმართებულად წარმოადგინა ვითარება, როცა ლენინმა სტალინს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, და ამით მათი ურთიერთობის ხასიათი განზრახ დაამახინჯა. მოხსენებაში არაფერია თქმული ლენინის დის _ მარია ულიანოვას ჩვენებათა შესახებ. 1956 წელს ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ლენინის პირადი მდივნები: მარია ვოლოდიჩევა და ლიდია ფოტიევა, ასევე, კრუპსკაიას ყოფილი მდივანი ვერა დრიდზო, მაგრამ მათი მოგონებანი არავის მოუთხოვია. ხრუშჩოვმა უყურადღებოდ დატოვა ისიც, რომ კრუპსკაიას მიერ ცენტრალური კომიტეტის დადგენილების დარღვევამ პოლიტიკური საქმიანობისგან ლენინის იზოლაციის შესახებ, ორჯერ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესება. არც იმაზე უთქვამს რამე ნიკიტას, რომ სტალინსა და ლენინს შორის ურთიერთობის ვითომდა გაცივების შემდეგ ლენინმა მაინც და მაინც სტალინს რომ მიმართა ფრიად დელიკატური თხოვნით _ ეშოვნა მისთვის საწამლავი. დაბოლოს, ხრუშჩოვის მოხსენებაში სიტყვა არ არის დაძრული კრუპსკაიასა და სტალინს შორის ნორმალური ურთიერთობის აღდგენის თაობაზე. მოვლენათა ჭეშმარიტი განვითარების ჩვენებით ან მათი არსის გაგებით, იგი სრულიადაც არ იყო დაინტერესებული. არმაზ სანებლიძე წყარო: http://geworld.ge/index.php/istoria/302-hi...inuri-unamusoba -------------------- |
|
|
Apr 12 2012, 04:16 PM
Post
#39
|
|
RED soul Group: Members Posts: 196 Joined: 17-March 12 Member No.: 6,757 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰიტლერის რაობა თუ გაინტერესებს, ეს ყველაზე კარგად არის ჟაკ ბერჟიეს წიგნში აღწერილი:"მოგვების(მოგვთა) დილა" ქართულად არის.
-------------------- Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
|
|
|
Apr 16 2012, 01:38 PM
Post
#40
|
|
RED soul Group: Members Posts: 119 Joined: 11-October 10 Member No.: 6,289 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://allmovies.ge/ge/#movie/ABDEGF
მესამე რეიხის ოკულტური ისტორია.. ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაა ნაცისტურ სიმბოლიკაზე ,სვასტიკაზე და რუნების სიმბოლოებზე რომელსაც ნაცისტური პარტია და ესესი იყენებდა,ასევე ნაჩვენებია რიტუალები რომელსაც ნაცისტები ატარებდნენ. ყველაზე საინტერესო ჩემთვის ის აღმოჩნდა როგორ განადიდეს მზის კულტი და არის კიდევ ზოროასტრული ელემენტები,სინათლისა და ცეცხლის თაყვანისცემა. New World Order -------------------- God is God
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 01:42 PM |