ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! |
ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! |
Sep 24 2011, 05:26 PM
Post
#41
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate უბრალოდ ტკივილს კი არ ვაყენებთ, სასტიკები და ძალიან ბოროტები ვართ ხშირად და ეს დარღვევები რატომ განვითარდა ჩვენში ასეთი სიმძაფრით, როცა საწყისი უმაღლესი სიკეთე გვაქვს? მხოლოდ მეხსიერების დაბლოკვა ამის მიზეზი ვერ იქნება. მოკლედ ჩვენს გარეშე ბოროტება, ბოროტი ძალები არსებობენ თუ არა? სასტიკები და ბოროტები არ ვართ, უბრალოდ როცა ამ სამყაროში აღმოვჩნდით მარტო და დაკარგულებად ვიგრძენით თავი და ეს სისასტიკე გადარჩენისათვის ბრძოლამ მოიტანა ჩვენში, გადარჩენისათვის ბრძოლა, ჩვენი კი არა, ამ სამყაროს კანონია, აქ ადგილისათვის თუ არ იბრძოლე, ისე ვერ დაიმკვიდრებ, ყველა ბრძოლა კი სისასტიკეა, ერთხელ ჩადენილმა სისასტიკემ კარმის კანონი აამუშავა. ერთხელ ამუშავებული კარმა კი დომინოს პრინციპით გავრცელდა და გადაიხლართა, ამან კი მიგვიყვანა სიკეთის და ბოროტების ზღვარზე, არჩევანზე. რეალურად კი არანაირი ბოროტება, არანაირი ბნელი ძალები ჩვენს გარეშე და ჩვენი ნების გარეშე არ არსებობენ. ეს მხოლოდ არჩევანის იარაღია, სიკეთის სარკისებური ანაბეჭდია, გამოცდილების მისაღებად, ჩვენივე თავის გამოსაცდელად, შევძლებთ თუ არა თვალახვეულნი სწორი მიმართულების პოვნას, ის ძალა კი რაც ბოროტებას თუ ბნელ ძალებს აქვთ, და მართლა აქვთ ძალა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე არჩევანით ჩვენს მიერვე მათთვის მიცემული ჩვენივე ენერგიაა. რომელსაც ისევ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ვიყენებთ. არავითარი დამოუკიდებელი ბნელი და ბოროტი ძალა, რომელსაც შეუძლია თავს დაგესხას და დაგძლიოს სამყაროში არ არსებობს. ეს რაც შეიძლება მოკლედ. ამაზე ცოტა ვრცლად დავწერ შემდეგ. იმედია ძალიან არეულად არ გიპასუხე |
|
|
Sep 24 2011, 05:53 PM
Post
#42
|
|
RED soul Group: Members Posts: 180 Joined: 11-June 11 From: თბილისი Member No.: 6,486 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სასტიკები და ბოროტები არ ვართ, უბრალოდ როცა ამ სამყაროში აღმოვჩნდით მარტო და დაკარგულებად ვიგრძენით თავი და ეს სისასტიკე გადარჩენისათვის ბრძოლამ მოიტანა ჩვენში, გადარჩენისათვის ბრძოლა, ჩვენი კი არა, ამ სამყაროს კანონია, აქ ადგილისათვის თუ არ იბრძოლე, ისე ვერ დაიმკვიდრებ, ყველა ბრძოლა კი სისასტიკეა, ერთხელ ჩადენილმა სისასტიკემ კარმის კანონი აამუშავა. ერთხელ ამუშავებული კარმა კი დომინოს პრინციპით გავრცელდა და გადაიხლართა, ამან კი მიგვიყვანა სიკეთის და ბოროტების ზღვარზე, არჩევანზე. რეალურად კი არანაირი ბოროტება, არანაირი ბნელი ძალები ჩვენს გარეშე და ჩვენი ნების გარეშე არ არსებობენ. ეს მხოლოდ არჩევანის იარაღია, სიკეთის სარკისებური ანაბეჭდია, გამოცდილების მისაღებად, ჩვენივე თავის გამოსაცდელად, შევძლებთ თუ არა თვალახვეულნი სწორი მიმართულების პოვნას, ის ძალა კი რაც ბოროტებას თუ ბნელ ძალებს აქვთ, და მართლა აქვთ ძალა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე არჩევანით ჩვენს მიერვე მათთვის მიცემული ჩვენივე ენერგიაა. რომელსაც ისევ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ვიყენებთ. არავითარი დამოუკიდებელი ბნელი და ბოროტი ძალა, რომელსაც შეუძლია თავს დაგესხას და დაგძლიოს სამყაროში არ არსებობს. ეს რაც შეიძლება მოკლედ. ამაზე ცოტა ვრცლად დავწერ შემდეგ. იმედია ძალიან არეულად არ გიპასუხე ამ სამყაროში ახლა სადაც ვართ ამას გულისხმობ თუ სულ პირველს? და თუ ახლა სადაც ვართ ამას გულისხმობ ეს ხო ჩვენი შექმნილიაო და შესაბამისად მისი კანონებიც ჩვენი შექმნილი ყოფილა და რად გვინდოდა ეს გადარჩენისთვის ბრძოლა -------------------- დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება |
|
|
Sep 25 2011, 01:08 AM
Post
#43
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
zura2
ეს ხო ჩვენი შექმნილიაო და შესაბამისად მისი კანონებიც ჩვენი შექმნილი ყოფილა და რად გვინდოდა ეს გადარჩენისთვის ბრძოლა ამ სამყაროში - ზუსტად ეს სამყარო იგულისხმება, სადაც ახლა ვართ და რომელიც ერთადერთი და განუმეორებელი რეალობა გვეჩვენება , ასეთი მკაცრი კი იმიტომ შევქმენით ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე რომ გამოვიყენოთ. პირველის შემდეგ, ყოველი მომდევნო სამყარო, ასე ვთქვათ ექხპერიმენტია, რომელიც თანდათან რთულდება, რომ დავადგინოთ ზღვარი, რამდენად გვაქვს უნარი ყველანაირ პირობებში შევინარჩუნოთ ჩვენი მთავარი, ძირითადი თვისება - სიყვარული, სად მთავრდება ჩვენი შესაძლებლობების საზღვარი. ჩვენი, ახლანდელი კაცობრიობის უნიკალურობა და ექსპერიმენტი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შევძელით საკუთარი თავის და პლანეტის გაუნადგურებლად, გარედან აშკარა დახმარების გარეშე (თორემ ისე დამხმარეები არასდროს გვაკლდა, ახლა კი გაცილებით მეტია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ესეც ცალკე თემაა) შევძელით ჩვენთვის განკუთვნილი ბუნებრივი ციკლის ბოლომდე გავლა, მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიდაში დაშვებული შეცდომის გამო, იმდენად დაბლა ჩამოვვარდით, როგორც ჩვენამდე არავინ ყოფილა, მაგრამ მოგვეცა შანსი და ეს შანსი გამოვიყენეთ, ოღონდ მას შემდეგ ვინც ვიბადებით, ყველანი ასე ვთქვათ "მოხალისეები" ვართ. ასე რომ, სულაც არა ვართ სასტიკები და ბოროტები, ბევრი ჩვენთაგანი უბრალოდ ძალიან გზააბნეულია . |
|
|
Sep 25 2011, 01:18 AM
Post
#44
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
მიუხედავად ყველაფრისა არსებობს ემოციიტ და სიტყვიტ გამოუტქმელი სისასტიკეები რასაც ადამიანები ჩადიან.. ეს რეალობაა. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Sep 25 2011, 01:26 AM
Post
#45
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
რა თქმა უნდა რეალობაა, ყველაფერი რაც აქ ხდება, ყველა სისასტიკე, ყველა ბოროტება - ჩვენი რეალობაა, ჩვენი სამწუხარო რეალობა. ამიტომაც ასე ძნელია ეს სამყარო, ამიტომაც ასე ძნელია "გიყვარდეს მტერი შენი, როგორც თავი შენი", ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი შევძლოთ მიტევება, შევძლოთ მტრის შეყვარება, კაცობრიობის მცირე ნაწილი რომ ამას ახერხებს უანგაროდ, ამიტომაც მოვედით აქამდე. |
|
|
Sep 25 2011, 02:31 AM
Post
#46
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
.........ახლა იმ საშიშროაბაზე რაც ემუქრება სულს ჩვენს სამყაროში, კერძოდ შავი მაგია, ეშმაკი, სატანა და მისთანები, რა ძალას ფლობენ და რას წარმოადგენენ სინამდვილეში.
ჯერ პირველ ცოდვაზე ვილაპარაკოთ. გავიხსენოთ ყველასათვის კარგად ნაცნობი სიუჟეტი ბიბლიიდან, როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო.... ადამი და ევა, მოუწყო ედემი და სიკვდილის და სიცოცხლის ხეც იქვე დაუდგა აკრძალვით - ყველაფერი თქვენია, ამ ხის ნაყოფი არ გასინჯოთო, ხოლო როცა გასინჯეს, სატანის რჩევით, (ან სატანა საიდან მოხვდა ედემში) სამოთხიდან გარეთ გამოყარა სამუდამოდ, და სამოთხეს მცველებიც დაუყენა, მიუხედავად იმისა რომ ბიბლიას არავინ აღიქვამს პირდაპირი მნიშვნელობით, არ გეჩვენებათ რომ ამ ეპიზოდს რაღაც აკლია და არალოგიკურია?!, ეს ხომ ძალიან გავს, ვთქვათ მშობელმა პატარა ბავშვს სათამაშოებში ნამდვილი იარაღი ჩაუდოს, თან გააფრთხილოს: აი, ამას ხელი არ ახლოო, ბავშვი რა თქმა უნდა პირველ რიგში იარაღით დაიწყებს თამაშს და მერე გაბრაზებულმა მშობელმა, ბავშვი შუაღამით გარეთ რომ გააგდოს ბედისანაბარა და სამუდამოდ დაუკეტოს კარები. არც ერთი გულქვა მშობელი ასე არ მოიქცევა, ასეთ საშიშ საცდურს შვილს არ დაუდებს, და თუ მაინც ასე გააკეთა შვილის სიყვარულის თუ მისი დამჯერლობის გამოსაცდელად, ქუჩაში მაინც არ გააგდებს. მაშინ რა გამოდის - არასრულყოფილი ცოდვილი ადამიანი უფრო გონიერია ვიდრე სამყაროს და ჩვენი შემქმნელი ღმერთი?! ან იგივე ადამიანს უფრო უყვარს მისი ცოდვით ნაშობი შვილი, ვიდრე ღმერთს, შემოქმედს მისი შექმნილი?! ლოგიკურად ასე გამოდის, მაშინ რატომ მთხოვს ეკლესია ვემსახურო და მიყვარდეს ღმერთი მთელი ჩემი არსებით და დღემდე მოვინანიო ადამისა და ევას ცოდვა, თუ თვითონ ღმერთი იყო სასტიკი და უსამართლო მათ მიმართ თვითონ დაუდო საცდური, სატანაც შეუშვა ედემში და მერე გარეთაც გამოყარა სამუდამოდ. და თან თუ იმ ხის ნაყოფს არ გასინჯავდნენ, არც მე და თქვენ ვიქნებოდით არანაირად, დღემდე სრულყოფილ ედემში იცხოვრებდა მხოლოდ ორი ბედნიერი და უზრუნველი არსება - ადამი და ევა. გამოდის რომ ღმერთს ჩვენ არ ვუნდოდით. მან მხოლოდ თავის გასართობად შექმნა სათამაშო, რომელმაც გამოცდას ვერ გაუძლო და გადააგდო. ამ ეპიზოდში ვერანაირად ვერ ვხედავ ღმერთს, მითუმეტეს ისეთს რომ მიყვარდეს და რომელსაც ვუყვარვარ. მოკლედ, მსოფლიოს სამი ფუნდამენტალური რელიგია ამ ისტორიას ეფუძვნება, რომელშიც ჩვენ ღმერთს არ ვუყვარვართ და არ ვუნდივართ, ან ყველა რელიგია შეგნებულად გვატყუებს, ან აქ სულ სხვა ისტორიაა გდმოცემული, რომელიც ჩვენამდე ასეთი დამახინჯებული სახით მოვიდა. თუ იგივე ისტორიას სხვა კუთხით და სხვა ცოდნით შევხედავთ, და არ ვეცდებით მასში ხალხზე სამოქმედო და საკონტროლო, ადამიანის დასაშინებელი ელემენტები ვეძებოთ, მოვახერხებთ დავინახოთ ალეგორიული სურათი და მაშინ ლოგიკასაც ვიპოვით და სულ სხვა ისტორიას მივიღებთ........ |
|
|
Sep 25 2011, 03:52 AM
Post
#47
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხოლო როცა გასინჯეს, სატანის რჩევით, (ან სატანა საიდან მოხვდა ედემში) kate და სატანა რო არ არის ნახსენები მაგ სიტოაციაში?? შეიძლება ბიბლიის რომელიმე სხვა გამოცემაში წერია, მაგრამ მე რაზეც ხელი მიმიწვდება ყველგან ეს ტექსტია 1. ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა. -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Sep 25 2011, 04:26 AM
Post
#48
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli
არა მგონია ბიბლიის რომელიმე გამოცემაში პირდაპირ ეწეროს (თუმცა, შეიძლება ვცდებოდე), რომ გველის სახით სატანაა განოყვანილი, მაგრამ ყველა მიმართულების ქრისტიანული ეკლესია (სადაც მიკითხია, თუმცა კითხვაზე - საიდან მოხვდა ედემში სატანა - რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი არსად მიმიღია) ასეთ განმარტებას აძლევს გველს, ქადაგებაზეც მომისმენია, ასევე თვლიან ებრაელები და მუსულმანები, ჩემთის ნაცნობი ყველა ქრისტიანი თეოლოგი, ბიბლიის ამ ეპიზოდის განმარტებისას, ამბობენ რომ გველის სახით სატანამ აცდუნა ევა. სხვათაშორის ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ გველი ბიბლიაში გამოყვანილია, როგორც ყველაზე ბრძენი ცხოველი, რაც კი ღმერთმა შექმნა, ბრძენი და ჭკვიანი, და არა ბოროტი და ცბიერი, ამაზე საინტერესო საუბარი მქონდა ერთ მეთოდისტ მღვდელთან, რომელმაც ასე განმიმარტა: ყველაზე ჭკვიანი რომ იყო, ამიტომ აირჩია სატანამო |
|
|
Sep 25 2011, 05:29 AM
Post
#49
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli არა მგონია ბიბლიის რომელიმე გამოცემაში პირდაპირ ეწეროს (თუმცა, შეიძლება ვცდებოდე), რომ გველის სახით სატანაა განოყვანილი, მაგრამ ყველა მიმართულების ქრისტიანული ეკლესია (სადაც მიკითხია, თუმცა კითხვაზე - საიდან მოხვდა ედემში სატანა - რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი არსად მიმიღია) ასეთ განმარტებას აძლევს გველს, ქადაგებაზეც მომისმენია, ასევე თვლიან ებრაელები და მუსულმანები, ჩემთის ნაცნობი ყველა ქრისტიანი თეოლოგი, ბიბლიის ამ ეპიზოდის განმარტებისას, ამბობენ რომ გველის სახით სატანამ აცდუნა ევა. სხვათაშორის ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ გველი ბიბლიაში გამოყვანილია, როგორც ყველაზე ბრძენი ცხოველი, რაც კი ღმერთმა შექმნა, ბრძენი და ჭკვიანი, და არა ბოროტი და ცბიერი, ამაზე საინტერესო საუბარი მქონდა ერთ მეთოდისტ მღვდელთან, რომელმაც ასე განმიმარტა: ყველაზე ჭკვიანი რომ იყო, ამიტომ აირჩია სატანამო მემგონი კარგი თემა იყო თავიდან და ეხლა რაღაც რელიგიურ აბსურდებზე ლაპრაკი ცოტა გაუგებარია თქვენგან, მაგრა რავი თქვენი გახსნილი თემაა და თქვენი გადასაწყვეტი. მეთოდისტი მღვდლის პასუხს რაც შეეხება, ეგ პასუხი მომისმენია იმ მღვდლების ნახევარზე მეტისგან ვისთვისაც ეს კითხვა დამისვამს ან ამ თემაზე ულაპარაკიათ და მე პირადად ეგეთ მოსაზრებებს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, ცოტა არასერიოზული მგონია. -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Sep 25 2011, 05:51 AM
Post
#50
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli
ყველა მღვდელი მაგასვე გიპასუხებს, ეს ეპიზოდი იმიტომ მოვიტანე, რომ ყველაზე ცნობილია მთელ მსოფლიოში. თითქმის ყველა ბავშვაც კი იცის და კარგად ჩანს რამდენად დამაბნეველი და ხანდახან არასერიოზულია, რომელიმე რელიგიის დოგმების მიხედვით კეთილისა და ბოროტის, ღმერთისა და ეშმაკის არსის განსაზღვრა. თუმცა ის არავინ იფიქროთ, სრული ჭეშმარიტების შემოთავაზებას მე ვაპირებდე |
|
|
Sep 25 2011, 06:09 AM
Post
#51
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli ყველა მღვდელი მაგასვე გიპასუხებს, ეს ეპიზოდი იმიტომ მოვიტანე, რომ ყველაზე ცნობილია მთელ მსოფლიოში. თითქმის ყველა ბავშვაც კი იცის და კარგად ჩანს რამდენად დამაბნეველი და ხანდახან არასერიოზულია, რომელიმე რელიგიის დოგმების მიხედვით კეთილისა და ბოროტის, ღმერთისა და ეშმაკის არსის განსაზღვრა. თუმცა ის არავინ იფიქროთ, სრული ჭეშმარიტების შემოთავაზებას მე ვაპირებდე მე პირადად არ ვფიქრობ და სხისი არ ვიცი, მაგრამ რაღაციდს სწავლა ყველა ადამიანისგან შეიძლება. რაც შეეხება რელიგიურ დოგმებს, დამახინჯებულ სწავლებებს და რაც ერთი სიტყვით დღეს სახეზეა თანამედროვე რე-ლიგიის სახით მემგონი აქ მყოფთა უმეტესობა ვხვდებით რაცაა. იმათ რაც შეეხებათ ვინც ამ განმარტებებს ბრმად იღებენ და თავიანთი ლოგიკით და აზროვნებით არ საზღვრავენ, მაგათიც მესმის, მეც ოდეზღაც ეგრე ვიყავი, მაგრამ ეხლა სხვანაირად ვხედავ.. და რავი პირადად ჩემთვის ამ თემის გარშემო ამდაგვარი საუბარი არაფრის მომცემია, ნუ ეს ჩემი აზრია რათქმაუნდა -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Sep 25 2011, 06:28 AM
Post
#52
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Sep 25 2011, 06:36 AM
Post
#53
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
"ადამის და ევას" ისტორია ვედებშია უფრო ზუსტი რეალობით მოცემული:. შემოგთავაზებთ ადაპტირებულ ვერსიას: კალი იუგის დაწყებამდე, დვაპარა იუგის ბოლოს, ნაიმიშარანის ტყეში შეიკრიბა პლანეტის ყველა დიდი ბრძენი. მათ გადაწყვიტეს დიდი ვედური მსხვერპლშეწირვის - შრავანა (მოსმენა) იაგიის გაკეთება. ანუ უნდოდათ მოესმინათ “შრიმად ბჰაგავატამი” ღმერთის წმინდა ერთგულისგან - სუტა გოსვამისგან და ბოლოს უნდოდათ პლანეტის დატოვება, რათა კალი იუგაში არ დაბადებულიყვნენ. სუტა გოსვამიმ დაიწყო მთელი ბჰაგავატამის ზეპირად მოყოლა. ამ მსხვერპლშეწირვის დროს გამოჩნდა უფლის კიდევ ერთი წმინდა ერთგული შუკადევა გოსვამი და განუცხადა ბრძენებს რომ ყველას არ უნდა დაეტოვებინა დედამიწა. რამდენიმე უნდა დარჩენილიყო და თვალყური ედევნებინა კალი იუგის მიმდინარეობისთვის, რამეთუ ამ ეპოქაში დადგება ოქროს ხანა (პერიოდი) რომელიც 10 000 წელი გაგრძელდება და მაშინ დაჭირდებოდნენ ეს ბრძენები კაცობრიობას. შესთავაზა მათ რომ ჰიმალაების მეორე განზომილებაში გადასულიყვნენ (ჰიმალაებს 3 განზომილება (დონე) აქვთ), ადგილზე, რომელსაც ჰქვია შამბალა. რამდენიმე ბრძენი ასეც მოიქცა და ჰიმალაებში გადაინაცვლა. ამ დროს მათ გამოეცხადათ ქალღმერთი კალი (რომელიც კალი იუგას განაგებს). ბრძენები შეეცადნენ ხელი შეეშალათ კალისთვის მის მისიაში (არ უნდოდათ რომ კალი იუგა დამდგარიყო) და მაშინ კალი ეუბნება მათ, რომ ის დიდი დროის (მაჰა კალას – ანუ იგივე უფლის) ბრძანებით მოვიდა. სთხოვა რომ არ შეეშალათ ხელი მისი მისიისთვის, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებიც კალის ეპოქაში დაიბადებიან, სასჯელი უნდა მოიხადონ. კალი მიმართავს უფალს, რომ დაიცვას ამ მისიის შესრულებაში... კალის აძლევენ ასეთ კითხვას: “როგორ გაავრცელებ შენს მისიას ამ ეპოქაში?” ამის პარალელურად ვითარდება სხვა ისტორია: ერთ მეფეს, რომელსაც ერქვა იაიატი, უჩნდება 5 შვილი და ყველა ეს შვილი ხდება “მლეჩიხა” (ხორცისმჭამელი). ამის გამო ბრაჰმანებმა ჩაატარეს “მლეჩიხა – იაგია” ანუ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა, რისი საშუალებითაც ყველა ხორცისმჭამელი უნაყოფო ხდებოდა (ამით ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათი გამრავლებისთვის). რადგანაც ვედებში ნათქვამი იყო რომ ხორცისმჭამელობის გავრცელებასთან ერთად რელიგიურობა და სულიერი ღირებულებები დაეცემა ადამიანში და საზოგადოება დემონური გახდება. როცა მეფე იაიატიმ გაიგო თავისი შვილების ამბავი, გაყარა ისინი სახელმწიფოდან (თავის მხლებლებთან და მიმდევრებთან ერთად, რომლებიც ამ შვილებს ბევრი ყავდათ). ამის შემდეგ იყო იუგა პრალაია (დიდი წყალდიდობა, რომელიც ხდებოდა ხოლმე ეპოქებს შორის). ჰოდა საბოლოოდ ეს 5 შვილი აღმოჩნდა ჰიმალაების მიმდებარე ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ არაცივილიზირებული ტომები. როგორც ვედურ პურანებშია აღწერილი მათგან წამოვიდა თანამედროვე დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციები. (იესო შალვაჰანას იმასაც ეუბნება, რომ ახალ რელიგიას შექმნის “მლეჩიხებისთვის” (ხორცისმჭამელებისთვის) ისინი სუფთები არ იქნებიან ჩვევებით, მაგრამ მრავალი იქნება გულწრფელი და ისინი გაიწმინდებიან (ეს აღწერილია ბჰავიშტია პურანაში). ამ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განწმენდილიყვნენ დაგროვილი ცოდვებისგან… ამ მლეჩიხებთან ერთად თავისი ნებით წავიდა ერთი დიდი იოგი, რომელსაც ერქვა ადამა (ადამა სანსკრიტზე ნიშნავს – “იმას, ვინც თავის გრძნობებს აკონტროლებს”). ადამა იყო “იოგა ვიკამბარა”, ანუ იოგი, რომელიც სხეულად არ აღიქვამს თავს და შიშველი დადის (ასეთი იოგები ახლაც არიან ინდოეთში). ადამა თვითონ არ იყო მლეჩიხა, მათ კი მხოლოდ თანაგრძნობის გამო, დასახმარებლად გაყვა. მოკლედ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განთავისუფლებულიყვნენ თავისი მეფეების ცოდვებისაგან და ჩაატარეს მსხვერპლშეწირვა (ცეცხლით), და რადგანაც ხორცისმჭამელობის გამო მათ დაკარგული ქონდათ სიწმინდე, მანტრების კითხვის დროს შეცდომები დაუშვეს და სხვა შედეგი მიიღეს. კერძოდ მსხვერპლშეწირვის დროს ცეცხლისგან გამოვიდა ქალი. და რადგანაც ის ცეცხლისგან დაიბადა, დაარქვეს “ავ-ევატი” (სანსკრიტზე ნიშნავს ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვით დაბადებულს). ისიც იყო ვიკამბარა, როგორც ადამა და იყო სრულიად შიშველი. ამ მსხვერპლშეწირვის მეორე შედეგი იყო დიდი ნაყოფი, რომელიც ასევე ცეცხლიდან გამოვიდა და ამ მლეჩიხების ყველა ცოდვითი რეაქცია შეიწოვა. ეს ნაყოფი შეინახეს ოქროს ჭურჭელში, მაგრამ რამდენიმე ხნის მერე, როცა მის სანახავად მივიდნენ, ნაყოფი გამქრალიყო... ამის შემდეგ ავ-ევატი ადამასთან ერთად გააძევეს თავისი საზოგადოებიდან... დავუბრუნდეთ პარალელურ ისტორიას, როცა ბრძენები კალის ეკითხებიან, თუ როგორ გაავრცელებს კალი იუგაში უღმერთობას და დეგრადაციას. კალი ამბობს: მე ამას გავაკეთებ ადამას და ავ-ევატის მეშვეობით. შემდეგ აღწერილია პარალელური მოვლენები: ადამა იწყებს მედიტაციას უზენაეს ღმერთზე რომელიც მის გულშია (პარამატმაზე, ანუ სულიწმინდაზე) და ეკითხება მას, თუ რაში მდგომარეობს მისი მისია. და მაშინ მას ესმის ხმა თავისივე გულიდან: “შენ უნდა წაიყვანო ავ-ევატი და წახვიდე “ტიკინა-აჩალამში” (თანამედროვე ირანის ტერიტორია). იქ შენ დაინახავ ღვთაებრივ ბაღს. შენ შეხვალ იმ ბაღში და იქ გამოვლინდება შენი მისია.” როდესაც ადამა და ავ-ევატი ამ ბაღში მივიდნენ, კალი გადაიქცა ნაგად (ღვთაებრივი გველად), მივიდა ავ-ევატისთან (რადგანაც ადამას შეცდენა უფრო გაუჭირდებოდა, ავ-ევატი კი მლეჩიხების მსხვერპლშეწირვით იყო დაბადებული და ადამასგან განსხვავებით ჰქონდა სენტიმენტალურობის ასპექტი), მიაწოდა ნაყოფი (სწორედ ის ნაყოფი, რომელმაც მლეჩიხების ცოდვები შეიწოვა) და უთხრა: “იგემე ეს ცოდნის ნაყოფი, გინდა გაიგო ყველაფერი? ჭამე ეს ნაყოფი.” ავ-ევატიმ გასინჯა ნაყოფი (ანუ ქალი იყო პირველად ამ ცოდვილი გენის მატარებელი) გაგრძელება იხილეთ ბიბლიაში... კალი ეუბნება ბრძენებს: “ამ ტოტებით გავავრცელებ ყველა უღმერთო რელიგიას და ცოდნას, რათა დაფარული იყოს ჭეშმარიტება განსაკუთრებით ცოდვილი ადამიანებისთვის. და მხოლოდ ისინი, ვინც ნამდვილად გულწრფელია, განთავისუფლდებიან, თუ მიიღებენ იმ ცოდნას, რასაც თქვენ მისცემთ ოქროს ხანაში.” და ვედებში წერია, რომ ის პიროვნებები, რომლებიც ბჰაკტი-იოგას (უფლის ერთგულ სამსახურს) მისდევენ, თავისუფლდებიან კალის ეპოქის გავლენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი დეგრადაციას განიცდის კალი იუგაში. ეს ყველაფერი აღწერილია “ბჰავიშტია პურანაში” -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Sep 25 2011, 08:58 AM
Post
#54
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
თუ იგივე ისტორიას სხვა კუთხით და სხვა ცოდნით შევხედავთ, და არ ვეცდებით მასში ხალხზე სამოქმედო და საკონტროლო, ადამიანის დასაშინებელი ელემენტები ვეძებოთ, მოვახერხებთ დავინახოთ ალეგორიული სურათი და მაშინ ლოგიკასაც ვიპოვით და სულ სხვა ისტორიას მივიღებთ........ საინტერესოა... ველოდები გაგრძელებას Atman მართლაც როგორც ვაშლი გაჭრა. |
|
|
Sep 25 2011, 03:31 PM
Post
#55
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მგონია, კაცობრიობას ჰქონდა ერთი ცოდნა, რომელიც ფრაგმენტულად სხვადასხვა წმინდა წერილში აგაბნეული, ამის გამოა ამდენი დამთხვევა..მაგრამ ამის გამო ნამდვილი ცოდნა ადამიანების სუბიექტური ინტერპრეტირებისგან არ იყო დაცული. ჩვენ არ გაგვაჩნია მატერიალური ნივთმტკიცებულება იმისა, რომ მაინცდამაინც ეს წერილებია ნამდვილი და სრული. თუმცა ეს ყოველი ჩვენგანის რწმენაზეცაა დამოკიდებული რომელს ავირჩევთ, ან უარვყოფთ სულ ყველას.ფაქტია, რომ ცოდნა იყო და მას ფლობდა კაცობრიობა.. საინტერესო ისაა რა მოხდა სინამდვილეში!
ის რომ ბიბლია პირადპირ წასაკითხი არაა მემგონი სადაო არ უნდა იყოს.. რატქმაუნდა რაღაც დონეზე გარკვეულ ფაქტებს შეიცავს , მაგრამ ძირითადად ალეგორიულ სიუჟEტებზეა აგებული, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Sep 25 2011, 05:11 PM
Post
#56
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
მე მგონია, კაცობრიობას ჰქონდა ერთი ცოდნა, რომელიც ფრაგმენტულად სხვადასხვა წმინდა წერილში აგაბნეული, ამის გამოა ამდენი დამთხვევა..მაგრამ ამის გამო ნამდვილი ცოდნა ადამიანების სუბიექტური ინტერპრეტირებისგან არ იყო დაცული. ზუსტად ამის თქმას ვცდილობ ბიბლიაშიც, ვედებშიც, ასურულ თიხის ფილებზეც ერთი და იგივე ისტორიაა, ოდნავი სახეცვლილებებით, თუ გადავხედავთ უძველესი ხალხის ლეგენდებს სამყაროს შექმნაზე, აქაც იგივე ქარგაა, შეიძლება ადამ და ევას გარეშე. უბრალოდ პრინციპი ერთია ჩვენი, აქაური სამყარო იწყება სრულყოფილებიდან ან ქაოსიდან ორი ძალის დაპირისპირებით, თითქმის ყველა შემთხვევაში (გამონაკლისი არ მახსენდება), ჩვენი არსებობა იწყება როცა კეთილ, სრულყოფილ ძალას ბოროტება, დამანგრეველი უპირისპირდება. ეს ერტი საერთი ინფორმაციაა, ჩვენი საერთო ცნობიერებიდან შემორჩენილი, მაგრამ ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით შეიძლება გადმოიცეს და შეფერადდეს, ძირითადი, მთავარი ის არის რაც საერთო აქვთ - კეთილისა და ბოროტის, სინათლის და სიბნელის, შენების და ნგრევის.... მოკლედ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარის დაპირისპირება --- ეს არის ძირითადი ინფორმაცია, სხვადასხვა ისტორიები, უბრალოდ ფორმებია ამ ინფორმაციის გადმოსაცემად: ერთგან და ყველაზე პოპულარული ადამი და ევა და გველია ანუ ღმერთი, ღმერთის ქმნილება (სახედ და ხატად თვისა) და სატანა, სხვაგან ქალღმერთის ტყუპი ვაჟი ერთი გამუდმებით აშენებს, მეორე ანგრევს, კიდევ სხვა ადგილას ერთმა ბოროტმა შვილმა დაარღვია დედ-მამის იდეალური სიყვარული და დააშორა ერთმანეთს... .. მოკლედ ყველა ისტორიაში გზავნილი ერთია - ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი სამყარო ვერ იარსებებდა, რომ არ არსებობდეს ორი ერთმანეთს დაპირისპირებული ძალა, ანუ ჩვენი აქ არსებობის აუცილებელი პირობა როგორც სიკეთე ასევე ბოროტებაა, როგორც სინათლე ასევე სიბნელეა. და სამყაროში თუ მხოლოდ ერთადერთი ძალა არსებობს - ღვთიური სიყვარულის სინათლის ძალა, გამოდის რომ სიბნელეც მისგან მოდის... |
|
|
Sep 25 2011, 08:19 PM
Post
#57
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli გეთანხმები. და არც ვაპირებდი ამ კუთხით გაგრძელებას. . უბრალოდ ეს ეპიზოდი ჩემში ყოველთვის დიდ წინააღმდეგობას იწვევდა ჩემთვის ეპიზოდი არიწვევს იმდენად წინააღგმდეგობას, რამდენადაც ხალხის დამოკიდებულება. ადრე ესე მეშლებოდა ნერვები ამ ყველაფერზე, მაგრამ მერე ჩავცხრი , მივხვდი რო ნერვების შლა ყველაზე ნაკლები გამოსავალია. ჩემს თავს უნდა მივხედოდა გარშემო ყველაფერი დალაგდება და ფაქტიურად ეგრეც მოხდა და ხდება.. -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Sep 25 2011, 10:21 PM
Post
#58
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სამყაროში თუ მხოლოდ ერთადერთი ძალა არსებობს - ღვთიური სიყვარულის სინათლის ძალა, გამოდის რომ სიბნელეც მისგან მოდის... მე კი მგონია , სიბნელე და ბოროტება სინატლის არ არსებობა და სიყვარულის ნაკლებობაა... რადგან ხატად ვართ შექმნილნი და გვაქვს ტავისუფალი ნება, შეგვიძლია რაღაც მივიღოთ ან არ მივიღოთ.. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Sep 26 2011, 03:41 AM
Post
#59
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Sep 26 2011, 05:10 AM
Post
#60
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
.......მივედით იქამდე, რომ ეს სამყარო ორი ურიერდაპირისპირებული ძალების ურთიერთობით იქმნება, (თვითონ ამ სამყაროს აგებულებაზე მერე ვილაპარაკოთ), უფრო სწორად ძალა და ენერგია მხოლოდ ერთია, მაგრამ ამ მეტისმეტად მკვრივ სამყაროში სადაც მატერიის ასაგებად გაცილებით მეტი რაოდენობის ატომია საჭირო, ორად იყოფა, როგორც, ვთქვათ შუაზე გაიყოფა ერთი მდინარე, როდესაც დიდ კლდეს მიადგება. და ამდაგვარად ჩნდება საუკეთესო ვარიანტი თავისუფალი ნების ბოლომდე გამოსავლენად. თავისუფალი ნება სამყაროს პირველი კანონია, თავისუფალი ნებით გამოვეყავით საწყისს, ღმერთს - არავის გამოვიგდივართ, თავისუფალი არჩევანით დავიბადეთ პირველ სამყაროში და ჩვენივე არჩევანით მოვდივართ აქამდე, მაგრამ ამ სამყარომდე ჩვენი არჩევანი უკავშირდებოდა მხოლოდ - რომელი ჯობიას, რომელი უკეთესია, რომელი უფრო გამოგვადგება, რადგან აქამდე ნამდვილ სურათს ვხედავდით და კარგის უკეთეს ვარიანტს ვეძებდით, აქ კი თამაშის წესები შევცვალეთ და დიდი ამოცანა დავისახეთ: როგორ არჩევანს გავაკეთებთ, როცა არ იცი ვინ ხარ, როცა უნდა იბრძოლო ადგილის დამკვიდრების და გადარჩენისთვის, სადაც ეგო გმართავს, და სადაც ეგოს დასაკმაყოფილებლად, მატერიალური სიამოვნებების მისაღებად გეძლევა საშუალება შეგნებული არჩევანი გააკეთო ბოროტსა და კეთილს შორის.
იმ ძალების გარეშე, რასაც ეშმაკს თუ სატანას, ლუციფერს თუ დემონს ვუწოდებთ, ჩვენ საერთოდ ვერ ვიარსებებდით, ეს სამყარო ვერ იარსებებდა, ეს ბნელი ძალა კი სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა იმ ერთადერთი ღვთიური სიყვარულის ენერგიის მეორე მხარისა (ახლა კი ალბათ, ყველა რელიგია სიამოვნებით ჩამქოლავს ). არავითარი რქიანი და კუდიანი ან თხისთავა ეშმაკი არ არსებობს, არც ალ პაჩინოს გავს "ეშმაკის ადვოკატიდან", ისინიც ისეთივე ღვთიურები არიან, როგორც დანარჩენი ანგელოზები წარმოგიდგენიათ(ახლა მითუმეტეს ), არავინ არ არის ჩასაფრებული და არ ნადირობს ჩვენს სულებზე. ისინი უბრალოდ საშუალებას იძლევიან საკუთარი არჩევანის მიხედვით გამოიყენი შენივე ძალა. როდესაც შავ მაგიას მიმართავ ვინმეს თავიდან მოსაშორებლად უკვე აკეთებ არჩევანს და ჯადოს სატანა და ეშმაკი კი არ აძლევს ძალას, არამედ მაგის მიერ შექმნილი ფანტომი, ეგრეგორი, რომელსაც ძალას მაგების მიერ შეთავაზებულ მსხვერპლიდან იღებენ, შავი მაგია, არასწორად გამოყენებული სულიერი ძალები - ენერგო მკურნალობა, ექსტრასენსორიკა - ეს არის ყველაზე დიდი საშიშროება რაც ამ სამყაროში სულს ემუქრება. მაგები (რომლებთაც მართლა ძალა აქვთ, აფერისტებს კიდევ არაუშავთ) ძირითადად რამოდენიმე ცხოვრების მანძილზე ეწევიან ერთ და იგივე საქმიანობას..... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 07:26 PM |