წმინდა მამათა გამონათქვამები, იქნებ გამოგვადგეს ყოველდ |
წმინდა მამათა გამონათქვამები, იქნებ გამოგვადგეს ყოველდ |
Oct 16 2011, 01:55 PM
Post
#61
|
|
RED soul Group: Members Posts: 200 Joined: 11-October 11 From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi Member No.: 6,581 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;
მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით; მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი; მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ; მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ; მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით; მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ; მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო; და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე. - რად გამიუცხოვდი, ადამიანო? - რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას? - რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა? - მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ! - მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან! - მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ! - მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი! - მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ! - მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე! - მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე! - მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე! - მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე! - მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე! - სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ! - დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე! - დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე! - თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე! - მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე! - შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე; - შენ დააშავე და მე დამსაჯეს; - შენია ვალი, ის კი მეგადავიხადე; - სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი; - ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა! - ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას; - ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს? - სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ? - ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია? - ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები? - რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა? - რად არ გსურს ჩემთან მოსვლა? - სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს; - ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა. - სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე? - ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა? - სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს? - დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული? - იმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე. - სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა. - ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის? - დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა? - მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა? - სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა? - მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა? - სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს. - მშვიდობა გსურს? მე ვარ მშივიდობა სულისა. - სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა. - ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი. - გზას ეძიებ? მე ვარ გზა. - წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი. - რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა? - ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა? - თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული? - იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია. - „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th May 2024 - 06:09 PM |