IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

160 Pages V   1 2 3 > » 

tikoroma
Posted on: Yesterday, 05:26 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


td.........
biggrin.gif რავა არ ვაფასებ, ცა
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #128784 · Replies: 43 · Views: 1,034

tikoroma
Posted on: May 26 2020, 11:19 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ადრე ერთი ქართველი მწერალი გვყავდა აკაკი ჯორჯაძე, მერე გასხივოსნდა, ქრისტე მოვიდა მეორედ ჩემი სახითო.მაგი წინასწარმეტყველედა ასეთ რამეებს, რომ დავიწყე კითხვა. გული გამიხეთქა
მგონი ახლა ხდება მაგის სიტყვები
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #128772 · Replies: 43 · Views: 1,034

tikoroma
Posted on: May 22 2020, 10:54 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ჰეჰ გადავიკითხე თემა, ვერ ვწყდები
კარგად ვჭუკჭუკებდით ადრე
სიზმრის პრაქტიკები არ აღვადგინოთ?
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #128758 · Replies: 345 · Views: 284,471

tikoroma
Posted on: May 21 2020, 11:22 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


56 ნახვა აქვს?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #128749 · Replies: 205 · Views: 9,079

tikoroma
Posted on: May 17 2020, 04:03 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ოდესღაც ასე ჩაერივნენ ადამიანის დნმში და შეცვალეს ის
ასე რომ, იქნებ სულაც არაა ცუდი, თუ რამეს შეცვლიან?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #128713 · Replies: 205 · Views: 9,079

tikoroma
Posted on: May 12 2020, 08:38 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


td.........
რა კარგი მწერალი. ვერ ვკითხულობ მაგის წიგნებს
ერთი ეგ არი, მეორე მეგრე
პრიმიტივული
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #128686 · Replies: 171 · Views: 43,502

tikoroma
Posted on: May 12 2020, 07:56 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ჯერ ერთი ღმერთი ვინ არის?
ღმერთი - ყოველივეს შემოქმედი, ყველგანმყოფი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე კეთილი. ღმერთი სიყვარული..
და ის უშვებს ამ ყველაფერს?!
ეს ღმერთები ჩვეულებრივი კერპებია და მეტი არაფერი, ვონც გინდა იყოს სათავეში. ვიღაც დემონი, არ ვიცი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #128685 · Replies: 43 · Views: 1,034

tikoroma
Posted on: May 11 2020, 02:27 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


რამდენი ბავშვი იკარება ყოველწლიურად https://globalmissingkids.org/awareness/mis...Vr3H3QK2YYwtxlY

One Missing Child Is One Too Many

The lack of a common definition of “missing child,” and a common response to the issue, results in few reliable statistics on the scope of the problem around the world.

Even with this challenge, we know that:

In Australia, an estimated 20,000 children are reported missing every year.
Australian Federal Police, National Coordination Centre.

In Canada, an estimated 45,288 children are reported missing each year.
Government of Canada, Canada’s Missing – 2015 Fast Fact Sheet.

In Germany, an estimated 100,000 children are reported missing each year.
Initiative Vermisste Kinder.

In India, an estimated 96,000 children go missing each year.
Bachpan Bachao Andolan, Missing Children of India.

In Jamaica, an estimated 1,984 children were reporting missing in 2015.
Jamaica’s Office of Children’s Registry

In Russia, an estimated 45,000 children were reported missing in 2015.
Interview with Pavel Astakhov MIA “Russia Today”, Apr. 4, 2016.

In Spain, an estimated 20,000 children are reported missing every year.
Spain Joins EU Hotline for Missing Children, Sep. 22, 2010.

In the United Kingdom, an estimated 112,853 children are reported missing every year.
National Crime Agency, UK Missing Persons Bureau.

In the United States, an estimated 460,000 children are reported missing every year.
Federal Bureau of Investigation, NCIC.

This, however, is only a snapshot of the problem. In many countries, statistics on missing children are not even available; and, unfortunately, even available statistics may be inaccurate due to: under-reporting/under-recognition; inflation; incorrect database entry of case information; and deletion of records once a case is closed.

The lack of numbers, and the discrepancy in the numbers that do exist, is one of the key reasons why ICMEC developed and advocates for the Model Missing Child Framework, which assists countries with building strong, well-rounded national responses, and facilitates more efficient investigations, management, and resolution of missing children cases.

We firmly believe that one missing child is one too many, and we are committed to improving the global understanding of and response to missing and abducted children.

· MISSING CHILDREN’S STATISTICS
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #128681 · Replies: 205 · Views: 9,079

tikoroma
Posted on: May 7 2020, 08:34 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


მე ვფიქრობ, ეს ინფორმაცია ცოტა გადაჭარბებულია.
რა თქმა უნდა, მსოფლიოს მართვაც ხდება, შესაბამისი წრეებიც არსებობს და ყველა ოდნავ გავლენიანი, ანუ მდიდარი, პოპულარული პიროვნება მათ მიერაა დავალებული. თუმცა რა ინფორმაციაც ვრცელდება ახლა, სისასტიკეებზე ცოტა გაბერილი მგონია. აქაც ყურაღების გადატანაა
ანუ ცოტა სიმართლეს გაურევ ბევრ დაუჯერებელს და აქ იწყება გაურკვევლობა
თან მართალია და თან დაჯერებელია :დ
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #128661 · Replies: 205 · Views: 9,079

tikoroma
Posted on: May 6 2020, 01:17 AM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ano
ციტატა(*ANO* @ 5th May 2020 - 09:46 PM) *
და რა თქმა უნდა შიზოფრენიკის დიაგნოზი დამისვეს
ახლა რო განვაცხადებ დედამიწა დედაპლატაათქო

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #128638 · Replies: 10 · Views: 329

tikoroma
Posted on: May 3 2020, 06:51 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ეს უცხო პლანეტელები, იგივე ასტრალური არსებები არიან ალბათ
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #128594 · Replies: 9 · Views: 299

tikoroma
Posted on: May 3 2020, 06:51 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ano
ეგ დეტალები რთული დასამახსოვრებელია
რუკა მაქვს განხილული. ბევრს ახსოვს ჩრდილოეთ პოლუსზე ყინულები, რაც რუკებზე არ არის
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #128593 · Replies: 9 · Views: 299

tikoroma
Posted on: May 1 2020, 11:56 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


დავით გარეჯელის ხატი


https://radikal.ru/ აქ ატვირთე ფოტო
  Forum: მითოლოგია · Post Preview: #128575 · Replies: 10 · Views: 2,065

tikoroma
Posted on: May 1 2020, 11:54 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947



აჭის წმ გიორგი
  Forum: მითოლოგია · Post Preview: #128574 · Replies: 10 · Views: 2,065

tikoroma
Posted on: May 1 2020, 11:51 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


გველეშაპებზე კვლევა დავდე დღეს ქართულ კულტურაში ფეისბუქზე, და მანამდე შუკრას გვერდზე. ქართველი ფილოლოგის წიგნიდან.
ის ამბობს, რომ ეს ეპიზოდი დამახასიათებელია საქართველოში - გველეშაპთან ბრძოლის. არ არის გადმოღებული სხვა კულტურიდან. ამას ამბობს ზღარების სიუჟეტის განხილვით. მეორე მხრივ ქრისტიანულმა კლუტურამ გადაამუშავა ეს ეპიზოდი და მიაწერა წმინდანებს. არა მხოლოდ წმ გიორგის.
კიდევ გვყავს წმინდანები, ვინც ებრძოდნენ და დაამარცხეს გველეშაპები. smile.gif

გველეშაპთან მებრძოლი წმინდანები
„წმინდანთა ცხოვრების“ როგორც კანონიკურ, ისე აპოკრიფულ რედაქციებში ხშირად ვხვდებით ზღაპრული ეპოსის ჩვეულებრივ მოტივებს, ან ორგანულად შერწყმულს მარტვილის თავგადასავალთან, ან მოტივტივეს მის ზედაპირზე. ბევრ შემთხვევაში ეს მოტივები გახვეულია ზეციური სასწაულთმოქმედების ბურუსში და გაზვიადებულია.
ერთ-ერთი მათგანია გველეშაპის მოკვლა და მეფის ასულის გათავისუფლება. ეს მოტივი შეტანილია რამდენიმე ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში, მთელ მსოფლიოში რომაა ცნობილი. ყველაზე ვრცლად კი იგი დამოწმებულია გიორგი კაპადუკიელის „წამებაში“, რომელიც X საუკუნეში უთარგმნიათ ქართულ ენაზე.
მოტივი მსოფლიოს მრავალი ხალხის ზეპირშემოქმედებაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე რელიეფურად გავრცელებულია ქართულ ხალხურ ეპოსში, ასევე დამოწმებულია მრავალ ქართულ ხალხურ ნოველა-მოთხრობაში(ზღაპარში): „იადონისა და ბულბულისა“, „ორი ძმაკაცი“, „ბროწეულის ზღაპარი“, „ფაშკუნდი“, „ვაშლადამი“, „ასლანის გაზრდილი“, „ბოლოლა შვილი“, „ამირანის ძმადნაფიცი“, „ავთანდილი და ყარაბოღლი“...
ხალხური რწმენით, გველეშაპი უზარმაზარი არსებაა, რომელიც მთვარესა და მზეს ყლაპავს. როცა ის მზეს ან მთვარეს გადაყლაპავს, მზე და მთვარე ბნელდება, ამიტომ მაშინვე უნდა ატყდეს თოფის სროლა, რომ გველეშაპი შეშინდეს და მსხვერპლი დააგდოს. ასეთი თქმულებანი მრავალი ხალხის და მათ შორის ქართველთა ზეპირშემოქმედებსაც შემოუნახავს.
ზღაპრისა და ჰაგიოგრაფიული ტექსტის საერთო ეპიზოდები:
ერთ ტბას (ან ზოგადად წყალს) დაეპატრონა ბოროტი გველეშაპი და ადამიანებს უმსხვერპლოდ წყლის აღება აუკრძალა. გადწყდა, მისთვის ყოველდრე მიეცათ თითო ადამიანი. რიგი მიდგა ხელმწიფეზე, რომელიც იძულებული გახდა თავისი ერთადერთი ქალი გაემეტებინა. ხელმწიფის ქალი გაგზავნეს მდინარის ნაპირას. ის ტირის და ელოდება საზარელ მხეცს. ქალის გადასარჩენად გამოჩნდება მამაცი რაინდი („წამებაში“ - გიორგი, ზღაპარში - მთავარი გმირი). რაინდი წყალთან პოულობს მტირალ ქალს, მათ შორის იმართება დიალოგი, ქალი ჭაბუკს ურჩევს, საფრთხეს გაშორდეს. რაინდი განგმირავს გველეშაპს, ხმლით აჩეხავს და ქალს გაათავისუფლებს.
ჩამოთვლილი ელემენტები აბსოლუტურად თანხვდენილია.
განსხვავებებიც არსებობს:
1. „წამებით“ მეფე სელინოსი იყო ბოროტი და ამის გამო უფალმა მოუვლინა გველეშაპი მის ქალაქს.
2. მეფემ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ვერაფერს გახდა.
3. მეფე დაჰპირდა სიმდიდრეს და მეფობასაც კი, ვინც მის ქალს სასჯელისგან გაათავისუფლებდა, (სანაცვლოდ თავის შვილს გასცემდა), მაგრამ მისი ხსნა არავინ ინდომა.
4. ღმერთმა განიზრახა წმ. გიორგის ხელით სასწაულების ჩვენება და მისი ნებით მივიდა გიორგი იმ დროს იმ ადგილას, როცა ვეშაპს მეფის ქალი უნდა შესწირვოდა.
5. წმ. გიორგი ლოცულობს, ღმერთი შეისმენს და დასცემს ვეშაპს მის ფერხთით.

„ვეშაპის ლოცვით მოკვდნების“ მოტივს იცნობს არა მარტო ქართული თარგმნითი ჰაგიოგრაფია, არამედ ორიგინალურიც; თანაც გაცილებით ადრე, ვიდრე ეს თარგმანები შესრულდებოდა.
ეს მოტივი გვხვდება გიორგის მერჩულეს თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, სადაც ნათქვამია, რომ გრიგოლის მოწაფემ ზაქარიამ „ლოცვით მოაკუდინნა“ საშინელი ვეშაპიო:
„კუალად ორნი საშინელნი ვეშაპნი გამოჩნდეს ანჩის ვენახსა, და მევენახენი ივლტოეს, ხოლო ზაქარია ლოცვითა მოაკუდინნა იგინი და კაცნი იგი სიხარულითა ჰმადლობდეს ქრისტესა“.
ასევე „დავით გარეჯელის ცხოვრებაში“ დამოწმებულია ანალოგიური მოტივი: გამოქვაბულ კლდეში ცხოვრობდა საზარელი ვეშაპი, რომელმაც ჩანთქა ირმის ნუკრი, დავით გარეჯელმა ლოცვით გააჩერა ეს ვეშაპი, ხოლო ანგელოზმა ის მეხით განგმირა“.
ყველა ეს ტექსტი მეათე საუკუნით თარიღდება.

ალექსანდრე ღლონტი,
ქართული ხალხური ნოველა, 1966 წ.
(ტექსტი იდება შემოკლებით)

რაც შეეხება გიორგის - წმინდა გიორგის გარდა მთაში რამდენიმე ხატს ქვია გიორგი. მე მგონი რაღაც საერთო სახელი იყო და შემდეგ ჩამოყალიბდა საკუთარ სახელად
  Forum: მითოლოგია · Post Preview: #128572 · Replies: 10 · Views: 2,065

tikoroma
Posted on: May 1 2020, 11:47 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


elli
ვაუ. ვიცი ლიხაური, ნათესავები მყავს, ნამყოფი ვარ
  Forum: მითოლოგია · Post Preview: #128571 · Replies: 10 · Views: 2,065

tikoroma
Posted on: May 1 2020, 11:45 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ციტატა(*ANO* @ 1st May 2020 - 08:14 PM) *
და ყველა მოქმედება ხდება მათი რეკომენდაციებისდა მიხედვით..

ეს კი მჯერა მაგრამ რამდენად არიან უცხოპლანეტელები ეგ სასტავი :დ აქაურებიც კაი რეპტილიები არიან
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #128570 · Replies: 9 · Views: 299

tikoroma
Posted on: May 1 2020, 11:44 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


რაღაც მომენტები მაქვს მეც, რაც მტკიცედ მახსოვს და კამათი მიწევს
ზოგ შემთხვევაში გადამოწმებისას მცდარი ვარ ხოლმე
ზოგჯერ მახსოვს ისეთი რამეები, რაც ჩემებს არ ახსოვთ და მიმტკიცებენ, რომ ვიტყუები ;დ
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #128569 · Replies: 9 · Views: 299

tikoroma
Posted on: May 1 2020, 07:49 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ქართული კერპები

შვიდ კერპს ახსენებს ლეონტი მროველი თავის თხზულებაში. სხვადასხვა წყაროებიდან მოვიძიეთ მათ შესახებ ინფორმაცია: ესენი არიან: ზადენი, გაც, გაიმ, არმაზი, ბოჩი, ფასიანე და კაპუნია.

ზადენის კულტი შემოუღია მეფე ფარნაჯომს ძვ.წ. II საუკუნეში. მისი აღწერილობა არ მოგვეპოვება. არსებობს მინიშნება, რომ სოფელ ზადენ-გორაში ანდრია პირველწოდებულს ადგილობრივი კერპები გაუნადგურებია. (ეს ცნობა მე-18 საუკუნეში სწავლულ მეცნიერთა კომისიას ჩაუმატებია "ქართლის ცხოვრებაში"). სოფელი ზადენ-გორა ადიგენის რაიონში მდებარეობს. ზუსტად იქ იყო ზადენის კერპი თუ მცხეთაში, გაურკვეველია. ყოველშემთხვევაში, წმინდა ნინოს მიერ განადგურებულ კერპებთა ჩამონთვალში ზადენის კერპი არ იხსენიება.

გაც და გაიმ აზოს აღუმართავს, ხოლო არმაზი - ფარნავაზს. მათი აღწერილობა ძალიან ემთხვევა ხეთის ღმერთებისას. დამზადებული არიან ლითონისგან, ფეხზე მდგომარენი, ხელში უპყრიათ გარკვეული ნივთები და ა.შ. რადგან დაახლოებით ერთი პერიოდისაა, შესაძლოა ზადენიც მათი მსგავსი ყოფილიყო.

ბოჩი - კერპი გამოსახული იყო შვიდი ხელით და ბიჭვინთაში იყო აღმართული. მას „ესხნეს შვიდნი ხელნი, რომლითაცა ხელმწიფებდა თვითეულთა ხელითა თვითეულთა უმაღლესთა მათ ყოველთა სხვათა მწვერვალთაგან, შვიდთა მწვერვალთა კავკასიისათა და თვითეულსა ხელსა მისსა აქვნდა თვითო ფერი ხელმწიფება მოფენად სარგებლობისა წყალობის, გინა რისხვისა“ /თეიმურაზ ბაგრატიონი/. ხელში არსებული "ხელმწიფება" ძალიან წააგავს ერთი მხრივ ხათი/ხეთი ღმერთების ხელში არსებულ "სიკეთეს" (ასე მოიხსენიება რაღაც, რაც კერპს ხელში ეჭირა), მეორე მხრივ შუმერულ "მე"-ს. "მე" - ეს იყო გარკვეული უფლებანი, ნიჭი, ძალა სხვადასხვა სფეროში და რომელსაც შუმერი ღმერთი ფლობდა, იგი შეიძლებოდა სხვისთვისაც გადაეცა. მაგალითად ძირითად ღვთაებრივ "მეებს" ფლობდა ანი. მან ინანას ასამდე "მე"გადასცა: უფლობა, გვირგვინი, სამეფო ტახტი, მწყემსობა, პროფესიები, ურთიერთობანი, სხვადასხვა მოვლენები და ა.შ.

ფასიანე - ერთ-ერთი კოლხური ტომის სახელწოდება ყოფილა. მსგავსი სახელით ქანდაკება მეორე საუკუნის ბერძენმა ისტორიკოსმა აღწერა. "ფაზისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქანდაკება ქალღმერთ ფასიანესი. გარეგნობით ის ჰგავს რეას, რადგან ხელში წიწილა უჭირავს, აგრეთვე მისი სავარძლის წინ წვანან ლომები და თვით ის ზის, როგორც ფიდიასის ქანდაკება ათენის"მეტროონში. /ფლავიუს არიანე, "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო/

და ბოლოს, სრულიად უმსგავსო პირველყოფილური კაპუნია, თავისი ბავშვების ჩაკაპუნების უნარით, ძნელია რომელიმე "კულტურულ" ღმერთს მიამსგავსო. იგი მდებარეობდა ჭყონდიდში და გაანადგურა ანდრია პირველწოდებულმა.

ეს არის დაახლოებით თანამედროვე კერპები - ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან, ახ. წ. მე-4-მდე (ბოჩის გამოკლებით. ჯერ არ ვიცი მისი "ზეობის" ხანა).

ეს ძალიან სათუო სია შევქმენი, წყაროები არასანდოა და არასრულ ცნობებს შეიცავს.

პ.ს.
კაპუნიამ არსებობა განაგრძო წაჩხურაში.ახლა ბავშვები არ აჰყავთ,მაგრამ აკვანი ააქვთ და უშვილოები შესთხოვენ ღმერთს ბავშვს.არც ერთი ღმერთი არ მომკვდარა.ყველამ ქრისტიანობაში იპოვა ადგილი
  Forum: მითოლოგია · Post Preview: #128562 · Replies: 5 · Views: 7,960

tikoroma
Posted on: May 1 2020, 05:28 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


გარემომცველ სამყაროში არსებული მიწის, წყლის, ჰაერისა და ცეცხლის ელემენტები ცხოვრობენ თავად ადამიანის შიგნითაც, რის გამოც ის წარმოადგენს მიკროკოსმოსს.
ადამიანური არსების ძვლებში ცხოვრობს მიწის ელემენტი, ხოლო წყლის ელემენტი - სისხლის ცირკულაციაში, ასევე მის ყველას სითხესა და წვენში. ჰაერის ელემენტი ვლინდება ყველაფერში, რაც დაკავშირებულია სუნთქვასა და სუნთქვის მოძრაობასთან - მეტყველებასთან, ხოლო ცეცხლის ელემენტი ცხოვრობს ადამიანის აზრებში.

რ. შტაინერი
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #128561 · Replies: 61 · Views: 10,130

tikoroma
Posted on: May 1 2020, 05:22 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ყველაფერი ამაოა, ყველაფერი შრომაშია! შედეგია ამაო, მიღწევა... სად არის მიღწევები? სად არის პირამიდები? სად არის დიდი ალექსანდრეს იმპერია? და რა არის მუდმივი?! მუდმივი არის შრომაში ყოფიერება... ეს მითითებაა ყოფიერებაზე, რომელიც არის მუდმივ შექმნაში.
მ.მამარდაშვილი
  Forum: გამონათქვამების ... · Post Preview: #128560 · Replies: 730 · Views: 278,695

tikoroma
Posted on: May 1 2020, 05:01 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ლაზეთში სწამდათ, რომ მარიამობის შვიდში (ახ.20 აგვისტო) ზღვას განსაკუთრებული თვისებები გააჩნია და მასში ბანაობა სასარგებლოა ადამიანისთვის. საღამოს, მზის ჩასვლის წინ, მიაშურებდნენ ზღვას. ცალკე ბანაობდა ქალების ჯგუფი, ცალკე-კაცები. ძირითადად ქალები მონაწილეობდნენ. თუ ოჯახში ვინმე შეუძლოდ ჰყავდათ, "მარიამობის შვიდის ზღვის წყალი" მისთვის შინ მიჰქონდათ, რათა ტანზე გადაევლოთ. წყალი გადასავლებად მიჰქონდათ აკვნის ბავშვებისთვისაც: ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი გამოვაო.
ქალებს თან ახალი ხილი მიჰქონდათ და ნაპირზე შეექცეოდნენ.
მსაგვსებაა "ფერისცვალებასთან", რასაც 19 აგვისტოს აღნიშნავენ გურიაში.

მზიღაშ კოჩი - ლაზურად ზღვის კაცი

მზიღაშ კოჩი ყოველწლიურად 24 აპრილს (ზვ.სტ) გამოდის ხმელეთზე და მწვანით იმოსება, ხოლო 26 ოქტომბერს ისევ ზღვას უბრუნდება. ხმელეთზე ყოფნისას იგი მხვნელ-მთესველს, მიწის მუშას ეხმარება, ხოლო ზღვაში ჩასვლის შემდეგ მეთევზე-მეზღვაურებს მფარველობს.

ზღვის გაბრაზება
ლაზეთში საბავშვო სათამაშოდ არის შემორჩენილი. ზღვის "გასაბრაზებლად" და დიდი ტალღების გამოსაწვევად ბავშვები 5-9 წყვილ კენჭს გადაისვრიან ზღვაში და სწამთ, რომ წამოვა დიდი ტალღები და ნაპირს გადმოლახავს.
(ნეტა ეს რაში სჭირდებოდათ :დ
  Forum: მითოლოგია · Post Preview: #128559 · Replies: 10 · Views: 2,065

tikoroma
Posted on: May 1 2020, 04:55 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ლაზეთში ქალიშვილი, რომელსაც გათხოვება შეაგვიანდებოდა, ზღვასთან მიჰყავდათ. თან მიჰქონდათ დაკეტილი ბოქლომი ან შეკრულ-გამონასკვული სხვა საგანი. ქალიშვილი ზურგშექცევით აგდებდა ზღვაში ამ საგანს და ევედრებოდა: ზღვაო ჩემო, გამიხსენი ეს საკეტი, მაჩვენე გზა, ჩემს ბედს შემახვედრე.

სახლის აშენების მსურველი ლაზი გავიდოდა ზღვის ნაპირზე, სილაზე სახლს დახაზავდა და ზღვას შესთხოვდა: ზღვაო ჩემო, მომასწარი, სახლი ამაშენებინე!
  Forum: მითოლოგია · Post Preview: #128558 · Replies: 10 · Views: 2,065

tikoroma
Posted on: May 1 2020, 04:45 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ხალხური რწმენით მარტო ტყესა და ხეს კი არა, არამედ მინდორსა და ყვავილებსაც თავისი მფარველი ჰყავდა. კახეთში იგი "მინდორთ ბატონად" და მის ასულად ჰყავთ წარმოდგენილი. "მინდორთ ბატონის ასული "ისეთი ლამაზია და ისეთი სუბუქია, რომ ისეთს ლამაზს და მშვენიერს ვერც ჰანახავს კაცის თვალი და ვერც ინატრებს". ამ ქალიშვილს თავზე "ჩიქილა" ჰხურავს. იგი ჩვეულებრივ "ყვავილებზე დახტის: ხან ერთ ბალახზე შეხტება და დაჯდება, ხან სხვაზედ". მისი საჭმელი ყვავილთა მტვერია, მისი სასმელი კიდევ მათი წვენი: როცა ის ყვავილებზე ხდება, "იმათ წვენს წყლადა სვამს და იმათ მტვერს პურად". მუდამ მინდვრად არის და ბალახ-ყვავილებზე დაფრინავს და თამაშობს: "ჩამოჯდება ერთ ყვავილზედ, შემოიდებს ფეხს ფეხზედ და დაიწყებს ლაპარაკს". ისეთი სწრაფი ფრენა იცის და იმოდენა მანძილზე ხტის, რომ "ოთხ გუთნის გაშლაზეც" შეუძლია ერთბაშად გადახტეს, თუ დასჭირდა. "მას ისეთი ბედი აქვს, რომ, კაცი რომ დაეწიოს და დაიჭიროს, მაშინვე მოკვდება". ერთი ვაჟი, ხალხური გადმოცემით, როგორც იყო დაეწია, მაგრამ დაჭერა მაინც ვერ შესძლო, რადგან ქალმა მამის სახლში შეჭრა მოასწრო და ვაჟმა მხოლოდ "ჩიქილას" სტაცა ხელი და ლეჩაქი "ხელში დარჩა" მინდორთ ბატონის ასულის "კარებში შესვლის დროს". მინდორთ ბატონმა ასეთი სიყოჩაღისთვის თავისი ასული იმ ყმაწვილს მიათხოვა. ხალხის ღრმა რწმენით "მინდორთ ქალი და ვაჟი ეხლაც ცოცხლები არიან და ხშირათა ჰნახავენ ხოლმე მინდორთ ქალს რომ ყვავილზე მიხტუნავს".
ივ.ჯავახიშვილი
დაბეჭდილია "ხალხური ზღაპრები", თ.რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილი.

  Forum: მითოლოგია · Post Preview: #128557 · Replies: 0 · Views: 56

tikoroma
Posted on: May 1 2020, 03:56 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,213
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


რაღაც პლაზმა ახსენეს, მაგრამ მგონი გადატანილი ვისაც აქვს კორონა, იმის სისხლია საჭირო
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #128556 · Replies: 205 · Views: 9,079

160 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 28th May 2020 - 01:32 AM