IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა
old_man
post Nov 6 2018, 10:36 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,957
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემაში დავდებ შტაინერის ლექციებიდან გარკვეულ მონაკვეთებს, რაც მნიშვნელოვნად ჩავთვალე. შედარებით მცირეს, რომ შეძლოთ წაკითხვა და კარგად აღქმა.
ამჯერად ვდებ წიგნიდან "ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე". გვ. 91-93.
შეგვიძლია ამონარიდები განვიხილოთ, ან დაფიქისირდეთ მაინც, რომ ვიცოდე, რომ ვიღაც კითხულობს .

"თეორიული მატერიალიზმის გაფურჩქვნის ხანაში, იყო ასეთი აზრიც, რომ ადამიანები, რომელთაც არ სურთ საიქიო ცხოვრების ხელაღებით უარყოფა და მზად არიან დათმობაზე წავიდნენ და აღიარონ იგი, ასეთნაირად სჯიან: რა აუცილებლობას წარმოადგენს მიწიერი ცხოვრების პერიოდშივე ჩავეძიოთ იმას, რაც თავისთავად გაირკვევა გარდაცვალების შემდეგ. მოვა დრო და გავიგებთ კიდეც არსებობს თუ არა საიქიო ცხოვრება და რა შეიძლება მან შეგვძინოს. ერთი შეხედვით ამგვარი მსჯელობა სავსებით ლოგიკურია და მისაღები, მაგრამ რეალურად, მთლიანად ეწინააღმდეგება ფაქტებს, რომლებიც სულიერი კვლევის შედეგად ცხადდება, ანუ იმ ფაქტებს, რომელთაც ადგილი აქვთ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის.
გაივლის რა სიკვდილის კარიბჭეს, ადამიანი უმაღლეს იერარქიათა სხვადასხვა ძალებთან და არსებებთან ამყარებს ურთიერთობას. შემდგომ, დედამიწაზე კვლავ დაბადებისას, იგი მთელი თავისი სხეულებრიობისა და ასევე, მთელი თავისი ბედის თვითაღმდგგენელად გვევლინება. დიახ, გარკვეულ ფარგლებში ადამიანი მთელ თავის სხეულს - ტვინის ხვეულების ჩათვლით - წარმოქმნის და აშენებს იმ ძალთა მეშვეობით, რომლებიც სულიერი სამყაროდან ფიზიკურ ყოფიერებაში შემოსვლისას მოაქვს თან. ფიზიკური არსებობისას მთელი ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენი ფიზიკური სხეულის ფორმები, რომელთა მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია კონტაქტი დავამყაროთ გარე სამყაროსთან, ვიყოთ ქმედითი, ვიაზროვნოთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ შევესაბამებით ფიზიკურ ყოფიერებას, როდესაც სულიერი სამყაროდან მოგვაქვს სათანადო ძალები, რომლებიც შესაძლებლობას გვანიჭებს ავაშენოთ ისეთი სხეული, ფიზიკური სამყაროს ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებს. ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიეახლოს შესაბამის სულიერ არსებებს, რომლებიც დაამწყალობებენ მას, შთაუნერგავენ მომავალი ფიზიკური არსებობისთვის საჭირო ძალებს. გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის, ერთ შემთხვევაში ადამიანი ისე ჩაუვლის ამ არსებებს, რომ შეიცნობს და გააცნაურებს კიდეც მათი ხასიათის ნიშანდობლიობებს. ამ დროს მას საშუალება ეძლევა აღიქვას, ან თუნდაც იხილოს ის, რაც ამ არსებებს ძალუძთ მიმადლონ მას და რაც აუცილებელია მომავალი მიწიერი ცხოვრებისათვის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა ისე ჩაუაროს მათ, რომ ვერ კი შენიშნოს ისინი, ვერ აღიქვას ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ძალები, რაც მან უმაღლეს იერარქიათა არსთაგან უნდა მიიღოს, რადგანაც სულიერ სამყაროში, სულიერების თვალსაზრისით იგი წყვდიადითაა მოცული.

არჩევანს წინდაწინვე განსაზღვრავს ადამიანის ადრინდელი მიწიერი ცხოვრების ნიშანდობლიობანი. სახელდობრ, ის, ვინც უკანასკნელ მიწიერ ცხოვრებაში გულგრილად ეკიდებოდა ზეგრძნობადი სამყაროს მოვლენათა შემეცნებისთვის აუცილებელ აზრებს და იდეებს, გარდაცვალებასა და დაბადებას შორის ცხოვრების მოვლენებს წყვდიადით მოცული განლევს. მან რომ შეიცნოს სულიერი არსებანი, გაიგოს თუ რას უბოძებენ ისინი მას მომავალი მიწიერი ცხოვრებისთვის, ამისათვის აუცილებელია სულიერი სინათლე, მაგრამ ზეგრძნობად სამყაროში ამ სულიერ ნათელს ვერ მივიღებთ, იგი აქ დედამიწაზე ცხოვრებისას უნდა მოვიპოვოთ, რათა შემდგომში გავივლით რა სიკვდილის კარიბჭეს, ჩვენი იდეები და ცნებები სულიერ სამყაროში, სულიერ ყოფიერებაში შევიტანოთ. აქედან ცხადდება, თუ რაოდენ მცდარია ის აზრი, რომ სიკვდილის შემდეგ, სულიერ სამყაროში, მაშინაც კი, თუკი ადამიანმა მიწიერი ცხოვრების პერიოდში უგულვებელყო სათანადო მომზადება, ყოველივე თავისთავად მოგვემადლება. ყველა სამყაროს თავისი საკუთარი მისია აკისრია და ვერც ერთ სხვა სამყაროში ვერ მიიღებს ადამიანი იმას, რაც ფიზიკურ სხეულებრიობაში მიწიერი ცხოვრების დროს უნდა მიიღოს".


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Nov 6 2018, 10:59 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1584

http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...amp;#entry61668

ეს ორი თემაც ამ განყოფილებას ეკუთვნის (თუ შეგიძლიათ დაამატეთ).



-- tty --
მადლობა. გადმოვიტანე


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Nov 6 2018, 11:01 PM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აუცილებლად წავიკითხავ სულ ვაპირებ შტაინერს გადავხედო, მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Nov 7 2018, 11:40 AM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანთროპოსოფია და რუსთაველი!

"ჩვეულებრივ, ფიზიკური და ეთერული სხეულებისაგან თავისუფალი ადამიანი დაძინებიდან გამოღვიძებამდე ცხოვრობს წყვდიადში, რადგანაც სულიერი სამყარო, რომელიც მას ამ დროს გარემოიცავს, მისი მზერისაგან დაფარულია. ეს წყვდიადი თანდათან ღრმავდება, აღწევს გარკვეულ ზღვარს და გათენებისკენ ასევე თანდათან ინქვრევა; ამ დროს ადამიანიც იღვიძებს. გარკვეულ მომენტში ის, ასე ვთქვათ, თავის უკიდურეს, ერთგვარ უმაღლეს საფეხურს აღწევს. სულიერი წყვდიადის ეს უმაღლესი საფეხური შეიძლება შევადაროთ იმას, რასაც მიწიერ სამყაროში შუაღამეს უწოდებენ. როგორც ფიზიკური სიბნელე, სავსებით ბუნებრივად, თავის უკიდურეს ზღვარს შუაღამისას აღწევს, შემდეგ კი ნელ-ნელა კლებულობს, ასევე სულიერ წყვდიადსაც გააჩნია თავისი უმაღლესი საფეხური - შუაღამე.

ნათელხილვის გარკვეულ საფეხურზე, სწორედ იმ დროს, როდესაც დანარჩენი ადამიანებისათვის წყვდიადი ღრმავდება, მოწაფეები სტიქიის სულებს ხედავენ; იგივე ხდება წყვდიადის განქრობის დროსაც. იუფლებს რა ნათელხილვის ყველაზე დაბალ საფეხურს, ადამიანი ჯერ სტიქიათა ღმერთების განცდას ეძლევა; შემდეგ, როდესაც მას სურს განიცადოს უმაღლესი სულიერი მომენტი - “შუაღამე”, იგი ჯერ ისევ წყვდიადშია, და მხოლოდ რაღაც დროის შემდეგ ჩნდება სინათლე. მაგრამ თუ იგი აღწევს ნათელხილვის გარკვეულ საფეხურს, ეს შუაღამე უფრო და უფრო მეტად ნათდება, მეტი სინათლე შემოდის მასში, და მაშინ, სწორედ შუაღამის ჟამს, ადამიანი აღწევს უმაღლეს წერტილს (ეს ის დროა, რომელიც ნორმალურ ცხოვრებაში ყველაზე მკვეთრად მიჯნავს ადამიანს ღვთაებრივ-სულიერი სამყაროსაგან, ყველაზე ღრმად ძირავს ილუზიაში - მაიაში). ამ დროს ადამიანი ღვთაებრივ-სულიერ არსებათა ჭვრეტის განცდას ეძლევა, ... სტიქიათა არსებების მიღმა ხედავს მაღალ სულიერ სამყაროს, სულიერ მზეს, მსგავსად იმისა, როგორც ფიზიკური თვალი აღიქვამს ფიზიკურ მზეს; ადამიანი მიისწრაფვის სულიერი მზისკენ, ე.ი. უმაღლეს ღვთაებრივ-სულიერ არსებებისკენ. ნათელმხილველი ამ არსებებამდე აღწევს იმ დროს, როდესაც სხვა ადამიანებისათვის სულიერი სამყარო უშორეს სიღრმეებშია დანთქმული. ... ეს არსებები კი ისეთივე მიმართებაში არიან სტიქიის ღმერთებთან, როგორც მზე - ფიზიკურ დედამიწასთან. ადამიანი მზის უმაღლეს შემოქმედ ღმერთებს განიცდის. ტექნიკურად ამას შუაღამის მზის ხილვის მომენტი ჰქვია.''

რ. შტაინერი - "აღმოსავლეთი დასავლეთის შუქჭრილში" - II ლექცია


''ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა,
მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.''

რუსთაველი


''რუსთაველის და რუდოლფ შტაინერის აზროვნების საოცარი თანხვედრა. როგორი მისტერიული სიბრძნე აქვს რუსთაველს გადმოცემული მარტო ამ ერთ სტროფში, რომლის გაგებაც ანთროპოსოფიის გარეშე შეუძლებელია. მხოლოდ ამ სტროფით ამტკიცებს რუსთაველი იმას, რომ მისტერიების ხელდასხმულია.
შტაინერი ამბობს, ხელდასხმული ნათელხილვის დაბალ საფეხურზე სტიქიათა მიღმა მდგარ სულიერ არსებებს წვდება და მერე მაღლდება "შუაღამის მზის" - ანუ მზის უმაღლესი სულიერი არსებების ხილვამდე. რუსთაველიც - ჯერ ოთხ სტიქიას, ცეცხლს, წყალს, მიწას და ჰაერს ასახელებს, შემდეგ ნათელხილვის ამაღლებას ხატოვნად იმით გადმოსცემს, ღმერთს ასაფრენად ფრთებს შესთხოვს, და ამ ყველაფერს აგვირგვინებს მიწიერი თვალსაზრისით სრულიად გაუგებარი სიტყვებით: დღისით გასაგებია, მაგრამ ღამით მზის ხილვა რანაირად შეიძლება?... ''ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა" - შუაღამის მზის ხილვის მისტერიაა გადმოცემული!’’

ტექსტი აღებულია ფეისბუქის ჯგუფიდან https://www.facebook.com/groups/130899027547867/


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 7 2018, 01:52 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,957
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვდებ შემდეგ მონაკვეთს. ამჯერად წიგნიდან: "იდუმალთმეტყველების კარიბჭესთან" გვ.55-56.
ეს მონაკვეთი ეხება: მომზადება ახალი დაბადებისთვის, სხეულის შექმნა, მშობლების მოძებნა, სხვადასხვა საშიშროება

... როგორ მუშაობენ ძალები, რომ ადამიანი ახალ ინკარნაციაში შემოიყვანონ? როგორც ვნახეთ, დაახლოებით ათასი წელი გადის სიკვდილსა და ხელახალ დაბადებას შორის. ამ პერიოდში სამშვინველი მწიფდება იმისთვის, რომ კვლავ დაადგეს ახალი დაბადების გზას. ნათელმხილველისთვის უაღესად საინტერესოა ასტრალური სამყაროს კვლევა. აქ მას შეუძლია დააკვირდეს მფრინავ, დაშლა დაწყებულ ასტრალურ გვამებს. საკუთარ დაბალ ინსტინქტებზე ნამუშევარი განვითარებული ადამიანის ასტრალური გვამი სწრაფად იშლება. დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ მიდრეკილებებსა და ვნებებს თავისუფლად ეძლეოდნენ, დაშლა ნელა ხდება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უკან მოტოვებულმა ასტრალურმა გვამმა ვერ მოასწროს დაშლა იმ დროისთვის, როცა მისი თავდაპირველი მატარებელი არსება მიემართება ახალი დაბადებიკენ. ეს კი იწვევს მძიმე ბედისწერას. ასევე შესაძლებელია, რომ ადამიანი განსაკუთრებულ გარემოებათა გამო მალე განსხეულდეს და თავის ძველ ასტრალურ გვამს შეხვდეს. ამ უკანასკნელს დიდი ლტოლვა აქვს მისკენ და მის ახალ ასტრალურ სხეულში შედის. მართალია, ადამიანი ახალ ასტრალურ სხეულს იქმნის, მაგრამ მასთან დაკავშირებულია ძველიც და იგი ორივეს მთელი სიცოცხლე ატარებს. ძველი ასტრალური სხეული როგორც მეორე „მე“ თავს იჩენს კოშმარულ სიზმრებსა და ხილვებში, აწვალებს და ტანჯავს მას.
ჩანასახმა ძველი ასტრალური სხეული კი არ უნდა მოძებნოს, არამედ არადიფერენცირებული ასტრალური სხეულისგან უნდა შექმნას ასტრალური სხეული, ასე რომ ეს პროცესი თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ახალი ასტრალური სხეულის ფორმა და ფერი განვლილი ცხოვრების ძალებზეა დამოკიდებული. ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. რატომ მოძრაობენ ეს ადამიანური ჩანასახები ასეთი სისწრაფით? იმიტომ, რომ უნდა მოძებნონ მშობელთა წყვილი, რომელიც ხასიათითა და ოჯახური დამოკიდებულებით ადამიანური ჩანასახის შესაბამისი იქნება. სისწრაფე შესაძლებელს ხდის, რომ მშობელთა ასეთი წყვილი მოიძებნოს. ადამიანის ჩანასახი ამ მომენტში შეიძლება აქ იყოს, მეორე წუთს კი სხვა კონტინენტზე აღმოჩნდეს.
რაც შემდეგ ხდება, ამაში ადამიანს დახმარება სჭირდება. მაღალი არსებები ლიპიკასები ადამიანურ ჩანასახს წყვილისკენ წარმართავენ, ხოლო მაჰარაჯასები აფორმირებენ ეთერულ სხეულს ასტრალური ფორმისა და გარეგნულ ფიზიკურ სხეულში მშობლების მიერ შეტანილი წვლილის შესაბამისად. განაყოფიერების აქტის დროს ვნებაში, რომელიც ამ დროს მშობლების მხრიდან ვითარდება, ნათელმხილველს შეუძლია ასევე დაინახოს ასტრალური მატერიაც. ამიტომ ბავშვის ვნებიანობა განისაზღვრება მშობელთა წყვილის ვნების ინტენსივობით, რომელიც განაყოფიერების აქტის დროს განვითარდა.
შესაძლებელია ყოველთვის ვერ მოხერხდეს ისეთი მშობლების პოვნა, რომელიც ადამიანის ჩანასახისთვის სრულიად შესატყვისი იქნება. ხერხდება მხოლოდ ყველაზე უფრო შესაფერისის პოვნა. ასევე ძნელია ფიზიკური სხეულის ისე აგება, რომ სრულიად შეესაბამებოდეს ეთერულ სხეულს. სრული ჰარმონია ვერასოდეს მიიღწევა. აქედან იღებს სათავეს სამშვინველსა და სხეულს შორის გახლეჩილობა.
უშუალოდ განსხეულების წინ ხდება ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც გარდაცვალების მომენტის ასეთივე მოვლენის პარალელურია. როგორც უშუალოდ გარდაცვალების შემდეგ წარდგება სამშვინველის წინაშე მთელი განვლილი ცხოვრება პანორამის სახით, ზუსტად ასევე უშუალოდ განსხეულების წინ ჭვრეტენ მთელ მომავალ ცხოვრებას. ეს უდიდესი მნიშვნელობის მომენტია. ისეც ხდება, რომ ადამიანები, რომელთაც წინა ცხოვრებაში ბევრი რამ გადაიტანეს და მძიმე ცხოვრება გაიარეს, ახალი მიმართებებისა და ბედისწერების ხილვისას შოკში ვარდებიან და სამშვინველის სრულ განსხეულებას აბრკოლებენ ისე, რომ სხეულში სამშვინველის მხოლოდ ნაწილი შედის. ამგვარი შოკის შედეგად იბადებიან იდიოტები, ან ეპილეპტიკები.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 7 2018, 04:24 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,957
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ კონკრეტულად რამე საკითხმა დაგაინტერესათ, გავშალოთ მსჯელობა
ან გაინტერესებთ რაიმე თემა თუ როგორ ხსნის რუდოლფ შტაინერი, დაწერეთ აუცილებლად და შევეცდები მოვიძიო
ასევე მინდა გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვება. ეს ისეთი საკითხებია, რაც მარტო წასაკითხად და იმის სათქმელად - უი რა საინტერესოა, არ ღირს. უნდა ვეცადოთ, რომ კარგად დავამუშავოთ და ცნობიერად გავიაზროთ. ეს შეცვლის მთელ თქვენს მსოფლმხედველობას, ცხოვრების აღქმას, ამ და მომავალ ცხოვრებასაც.
ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და მიდგომები კარმის და რეინკარნაციის ფენომენის (თუმცა მანამდე ამაზე ბევრი რამე მქონდა წაკითხული, მაგრამ არა გაცნობიერებული და მიღებული) გაცნობიერებამ. ჩემი ცხოვრება, სამყაროს აღქმა, ნაბიჯები და ურთიერთობა სხვა ადამიანებთან აღარასოდეს ყოფილა ისეთი, როგორიც მანამდე იყო, სანამ ამას მივიღებდი და გავაცნობიერებდი (სხვათა შორის, რამდენიმე დღის შემდეგ ეს წავიკითხე შტაინერთან სადაც ზუსტად ამას ამბობს კარმასა და რეინკარნაციაზე. შევეცდები მოვიძიო).
მოკლედ ველი თქვენგან აქტიურობას


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 7 2018, 08:09 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ 6th November 2018 - 10:36 PM) *
ჩვენ მხოლოდ მაშინ შევესაბამებით ფიზიკურ ყოფიერებას, როდესაც სულიერი სამყაროდან მოგვაქვს სათანადო ძალები, რომლებიც შესაძლებლობას გვანიჭებს ავაშენოთ ისეთი სხეული, ფიზიკური სამყაროს ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებს.

ეს უკვე ხსნის რატომ იბადებიან გონებრივად შეზღუდული ადამიანები, ან სხვადასხვა დაავადებებით.

მომეჩვენა რომ კარმა არაფერ შუაშია და ცნობიერების სიხშირეზე უფროა დამოკიდებული, იმ უმაღლეს ძალებს აღვიქვავთ თუ ვერა, ვისგანაც ძალებს მივიღებდით


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest
post Nov 7 2018, 09:30 PM
Post #8





Guests





მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მეგონა ფილოსოფიური წიგნები ექნებოდა. განაგრძე ოლდ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Nov 7 2018, 09:32 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვფიქრობ კარმას მაინც განმსაზღვრელი ადგილი უჭირავს, როცა დაავადებებზეა ლაპარაკი. გონებირივ შეზღუდულობას რაც შეეხება, ამის შესახებ მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც ეწერა, რომ ადამიანები როდესაც სხეულში შემოსვლისას ხედავენ იმას თუ რისი გავლა მოუწევთ, ვერ უძლებენ და სამშვინველი სანახევროდ შემოდის სხეულში, რაც გარეგრნულად როგორც გონებრივი ჩამორჩენილობა ისე მჟღავნდება. ანუ აქაც კარმას უჭირავს მთავარი ადგილი, იმიტომ რომ ის ცუდი გამოცდილება რისი გავლაც ასე ძალიან არ უნდა სხეულში შემომავალს, ისევ და ისევ წარსულში დაშვებული შეცდომებითაა განპირობებული.



--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Nov 7 2018, 09:36 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''მე მეგონა ფილოსოფიური წიგნები ექნებოდა. განაგრძე ოლდ'''

ფილოსოფიური წიგნებიც აქვს, მაგრამ ანთროპოსოფია პირველ რიგში ოკულტური ქრისტიანობაა და სხვა ყველაფერი, რასაც ის მოიცავს სულიერი სამყაროების უშუალო შემეცნების ნაყოფებია.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Nov 7 2018, 10:27 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



" სულიერი იდეები მიწიერ ცხოვრებაშიც მაცოცხლებელ ძალებად გვევლინება, მაგრამ ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხდება მოწმე იმისა, რომ ხსენებული ძალები, რომლებიც სულისმეცნიერების მეშვეობით მიწიერი ცხოვრების დროს შემოდის მაშინ, მაორგანიზებელ, მაცოცხლებელ, გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს მისი არსების იმ ნაწილზე, რომელსაც იგი სულიერ სამყაროში ხელახალ განსხეულებამდე ინარჩუნებს."

"ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე" - IV ლექცია


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Nov 7 2018, 10:39 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"თქვენი ნიჭი და უნარები არამიწიერი წარმოშობისაა. ისინი კოსმოსიდან მომდინარეობს. რა მიმართებაც გაქვთ კოსმოსთან, სწორედ ისეთია თქვენი ტალანტი და ნიჭი, ისეთია თქვენი სიკეთე, ანდა თქვენი მიდრეკილება სიკეთისა თუ ბოროტებისადმი."

"ხელოვანი, თუნდაც არაცნობიერად, შემოქმედებით იმპულსს სულიერი სამყაროდან იღებს. მის შემოქმედებაში ირეკლება სულიერი სამყარო."
"რათა ავითვისოთ ის, რაც ზესამყაროებიდან მოედინება, აუცილებელია ბეჯითი, გულმოდგინე სწავლა და სერიოზული ინტიმური თვითჩაღრმავება."

"ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე" XI, I, I ლექციებიდან.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Nov 7 2018, 11:07 PM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეხლა რასაც დავწერ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ჩვენი დროის ეზოთერულ სწავლებებში ხშირად შეხვდებით იმ ცნობას, რომ ფიზიკური სიკვდილი არაბუნებრივია და ადამიანი არ უნდა კვდებოდეს და რომ ფიზიკური უკვდავება ეს სულიერი განვითარების უმაღლესი მიღწევაა. ეხლა ვნახოთ რა აქვს სათქმელი რუდოლფ შტაინერს ფიზიკურ სიკვდილთან დაკავშირდებით. ადამიანის შემადგენლობის წევრებიდან, გარდაცვალების შემდეგ, ჩვეულებრივ შემთხვევაში, ფიზიკური, ეთერული და ასტრალური სხეულები იშლება და ხელახლა დაბადებისას ახლიდან იქმნება, ერთი ინკარნაციიდან მეორეში ადამიანს გადაყვება მისი უკვდავი წევრები: სამშვინველი და ''მე'', თუმცა არსებობს მთელი რიგი სწავლებები, რომლებიც ამ დაშლის პროცესის გაჩერებას უსახავენ მიზნად ადამიანს. ვნახოთ იმ უამრავ მიზეზთაგან ერთ-ერთი, თუ რატომაა გარდაცვალება და ხელახლა დაბადება ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი პროცესი:

"ზრდასრული ადამიანი თავის "მე" შეგნებას მოძრავ , ქმედით მდგომარეობაში ინარჩუნებს იმის მეშვეობით, რომ ეჯახება რა თავის მშვინვიერ ბუნებას, შინაგანად ერთვის მას, ანუ მთელი დღის განმავლობაში შინაგანადაა მასში ჩართული. ჩვენს "მე" შეგნებას აღანთებს ფიზიკური სხეულის უკუქმედება, მისი ერთგვარი წინააღმდეგობა. აღნიშნული შეჯახება, როგორც საერთოდ ყოველგვარი შეჯახება, იწვევს დაზიანებას, ერთგვარ უმნიშვნელო ნგრევას ჩვენს ორგანიზმში. ფიზიკურ სხეულთან ამგვარი შეჯახებისა და მისი თანდათანობითი ნგრევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა "მე" სრული შეგნების განვითარება. ამ ნგრევის საბოლოო შედეგი კი გახლავთ ის, რაც ფიზიკურ სამყაროში სიკვდილს იწვევს."

''"მე"-შეგნებას ჩვენ იმის წყალობით ვინარჩუნებთ, რომ ვანგრევთ ფიზიკურ, ეთერულ და ასტრალურ სხეულებს. მაგრამ ადამიანს თავისი "მე"-ს დანგრევაც შეუძლია."

"ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე" II ლექცია


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 9 2018, 09:30 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს ხელდასხმის საფეხურებზე წავიკითხე
საინტერესოა laugh.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 10 2018, 10:30 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,957
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
გაგვიზიარე
სიცილის სმაილიკი იმას ნიშნავს, რომ რაღაც გეცნო, ჰო? )


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 10 2018, 05:17 PM
Post #16


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოკულტური დამწერლობა გაეცნობა განდობილსო რომ წერია, ოდინი გამახსენდა - პაპაჩემი laugh.gif biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Nov 12 2018, 08:01 AM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 997
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
ამ წიგნის: ,,ცხოვრება გარდაცვალებიდან დაბადებამდე" pdf ხომ არ გაქვს შემთხვევით


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Nov 12 2018, 10:13 AM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქართულად არა, რუსულად, ინგლისურად და გერმანულად უხვადაა. ეს წიგნი კონკრეტული ჯგუფის გაკეთებულია და მცირე ტირაჟითაა დაბეჭდილი, და მხოლოდ მათგანვე შეიძლება ყიდვა, ისევე როგორც წიგნისა ''იოანეს სახარება სამ დანარჩენ, განსაკუთრებით, ლუკას სახარებასთან მიმართებაში''. თუმცა ავღნიშნავ, რომ არც ერთი წიგნი არ გამოდგება დამწყებთათვის, თავიდან ''იდუმალთმეტყველების ნარკვევის'' წაკითხვა იქნება ყველაზე ლოგიკური (და სასურველია არა ქართულად).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 12 2018, 11:10 AM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,957
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
QUOTE(elli @ 12th November 2018 - 08:01 AM) *
ამ წიგნის: ,,ცხოვრება გარდაცვალებიდან დაბადებამდე" pdf ხომ არ გაქვს შემთხვევით

არა. მე თვითონ ავკრიფე


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 12 2018, 06:03 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,957
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"იდუმალთმეტყველების კარიბჭესთან". გვ. 72. 1906 წლის 6 აგვისტოს, შტუტგარტში წაკითხული ლექციიდან

"ჩვენ დროში გავრცელებულია ერთი ისეთი დაავადება, რომლის შესახებ ასი წლის წინ თითქმის არაფერი იცოდნენ. საქმე იმაში კი არ არის, რომ არ იცოდნენ, არამედ ის ნამდვილად არ იყო გავრცელებული. ეს არის ნევროზული მდგომარეობა. ეს ავადმყოფობა მე-18 საუკუნის მატერიალისტური მსოფლმხედველობის შედეგია. მატერიალისტური აზროვნებითი ჩვევა რომ არ განვითარებულიყო, ნევროზიც არასდროს წარმოიქნებოდა. ოკულტურმა მასწავლებელმა იცის, მატერიალიზმი კიდევ რამდენიმე ათასწლეულს რომ გაგრძელებულიყო, მას ხალხის ჯანმრთელობაზე დამანგრეველი გავლენა ექნებოდა. ამ მატერიალისტურ აზროვნებით ჩვევებს თუ არ გააკონტროლებდნენ, მაშინ ადამიანები არა მხოლოდ ნერვიულები იქნებოდნენ, არამედ ბავშვები კონვულსიაში დაიბადებოდნენ და გარემოს აღქმა მათ ავადმყოფურ ტკივილებს მიაყენებდა. განსაკუთრებით სწრაფად გავრცელდებოდა სულიერი (ფსიქიკური) დაავადებები. საფრთხე სწორედ ეს იყო: სულიერი დაავადებების ეპიდემია. მომავლის ეს სამყაროსეული სურათი იყო მიზეზი იმისა, რომ ოკულტურმა წარმმართველებმა, კაცობრიობის სიბრძნის მაისტერებმა აუცილებლად მიიჩნიეს მთელს კაცობრიობაში რაღაც ჩაეღვარათ სპირიტუალური სიბრძნიდან. მხოლოდ ასეთ სპირიტუალურ მსოფლმხედველობას შეუძლია მომავალ კაცობრიობას ჯანმრთელობის კარგი საფუძველი მისცეს. თქვენ ხედავთ, რომ ანთროპოსოფია არის მოძრაობა, რომელიც ამოდის კაცობრიობის სიღრმისეული მოთხოვნილებებიდან".


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 02:16 PM