Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ ფსიქიკური დაავადებები

Posted by: old_man Jan 9 2012, 08:29 PM

მაინტერესებს ეზოთერული კუთხით ვის რა ინფორმაცია გაქვთ, როგორ იხსნება? რა არის თანდაყოლილი ფსიქიკური დაავადებებების მიზეზები?
საინტერესოა თქვენი პირადი აზრიც..
ასევე საინტერესო იქნება სხვადასხვა რელიგიები როგორ ხსნიან მათ
(ოღონდ სამგვერდიან ქადაგებებს ნუ დააკოპირებთ რა, მცირე რეზიუმე დაწერეთ თქვენი სიტყვებით wink.gif )

Posted by: Atman Jan 9 2012, 08:36 PM

წინა ცხოვრებიდან (ან ცხოვრებებიდან) წამოყოლილი სამსკარები (შთაბეჭდილებები), რომლებმაც დაღი დაასვა ფსიქიკას (ჭკუას) და დაბადებისთანავე აღიბეჭდა კარმიულ-ასტროლოგიური ბეჭდით.

მათ შეიძლება ისევ კარმულად (ასტროლოგიური მექანიზმებით) ისევ გადაიარონ, რაც იშვიათად ხდება. უფრო ხშირად გამოსავალია ამ სამსკარების დაწვა, რისთვისაც უამრავი სულიერი, ფსიქოლოგიურ, იოგურ, რელიგიურ, ეზოთერული მეთოდი არსებობს...


Posted by: td......... Jan 9 2012, 08:44 PM

ფრიად და ღრმად გათვითნობიერებული არ ვარ ამ საკითხში, მაგრამ სადაც მომიძიებია ინფორმაცია მივიღე შემდეგი პასუხები. ეზოთერული კუთხით თანდაყოლილი დაავადებები გარკვეული კარმული ვალის გამო აქვს ადამიანს, ასევე შესაძლებელია წყევლის გამო მოხდეს, ან მასში ბოროტი სულის ჩასახლებით.
რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლობა, თავს ვერ დავდებ, რომ ამას ყველა იზიარებს და რომ ეს დაწერილია კანონებში, თანდაყოლილი დაავადებები, მაგალითად დაუნის სინდრომი განიხილება, როგორც შატმომავალზე წინაპრიც ცოდვის გამოვლინება . ერთი სასულიერო პირი საკმაოდ მკაცრადაც საუბრობდა ამ თემასთან დაკავშირებით, კრძალავდა ამ ბავშვებზე გადამეტებულ ზრუნვას და მათტან ძალიან ახლო კონტაქტს, რაც არამგონია საერთო აზრი იყოს ეკლესიაში, რადგან როგორც წესი ეკლესია მოუწოდებს შემწყნარებლობის, სიყვარულის და ავადმყოფსა და უძლურზე ზრუნვისკენ, ეს ერთ-ერტი სათნო საქმეტაგანია. ფსიქიკურ აშლილობებს ძირითადად განიხილავენ როგორც ბოროტი სულის მიერ ადამიანის შებყრობილობას.

პირადად მე მიმაჩნია, რომ დაუნის სინდრომი ან ნებისმიერი სხვა დაავადება არა მხოლოდ კარმული ვალის გამო შეიძლება გამოყვეს ადამიანს. შეიძლება ეს იყოს ერთგვარი მისია. ფსიქიკური დაავადებები კი მაინც მგონია შეპყრობილობაა მართლაც. რადგან ბევრი მაგალითია, როდესაც მძიმე დაავადების ადამიანი იკურნება გარკვეული "პროცედურების" შემდეგ.

Posted by: Barmalei Jan 9 2012, 09:02 PM

გენეტიკური ფაქტორი არ დავივიწყოთ.

Posted by: Atman Jan 9 2012, 09:14 PM

QUOTE(Barmalei @ 9th January 2012 - 09:02 PM) *
გენეტიკური ფაქტორი არ დავივიწყოთ.


გენეტიკა მხოლოდ ხორცს ეხება, ანუ იმ ჭურჭელს, რომელშიც სული იბადება.

Posted by: old_man Jan 9 2012, 10:02 PM

QUOTE
წინა ცხოვრებიდან (ან ცხოვრებებიდან) წამოყოლილი სამსკარები (შთაბეჭდილებები), რომლებმაც დაღი დაასვა ფსიქიკას (ჭკუას) და დაბადებისთანავე აღიბეჭდა კარმიულ-ასტროლოგიური ბეჭდით.

მეც ასე მგონია...

ჩვენი ემოციური მდგომარეობა განაპირობებს ძაან ბევრ რამეს ამჟამინდელ ..და მომავალ ინკარნაციებშიც smile.gif)
რამდენიმე წლის წინ ერთი ჭკვიანი (ეზოთერიკი იყო ალბათ biggrin.gif) ექიმი შემხვდა. პროფილაქტიკის მიზნიტ გავესინჯე და მითხრა, ორგანიზმში ამას და ამას მიაქციე ყურადრება რაღაც ისე ვერ არისო. როგორ მივაქციო მეთქი? როგორო და შენი ემოციური მდგომარეობა არის ასეთიო: გაზიანებს ეს, ეს და ეს ნეგატიური ემოციური განცდები და ახდენს გავლენას შენს ამაზე, ამაზე და ამაზეო. მაშინ დამკვირვებელი ვიყავი უკვე და თავს ვერ მოვატყუებდი იმ ემოციებთან დაკავშირებით. ყველაფერი ზუსტად მითხრა biggrin.gif
შემდეგ წავიკიტხე ძაან საყურადღებო სტატია, სადაც ჩამოთვლილი იყო დაავდებები კარმული ახსნებით, აი მაგალითად რაც მახსოვს: ეპილეფტიკები, წინა ცხოვრებაში იყვნენ სასტიკად აგრესიული ადამიანები, რომლებიც ყველაფერს უარყოფითად უყურებდნენ და შესაბამისად შეიქმნეს ის კარმა რაც აისახა თანდაყოლილ ეპილეფსიაში. ადამიანები რომლებსაც დაბადებიდან მხედველობასტან აქვთ პრობლემები, ასე იყო ახსნილი რომ მათ საშინლად უჭირდათ ცხოვრებისთვის თვალის გასწორება, რა მძიმეა ეს ცხოვრებადა ა.შ.
ეს მაგალითები თვითონ კარმასაც კარგად ხსნის. არა როგორც სასჯელს, არამედ როგორც ჩვენს მიერ შექმნილ რეალობას...

Posted by: old_man Jan 9 2012, 10:11 PM

ფსიქიკური დაავადებების შემთხვევებშიც ალბათ ასეა გარკვეულწილად, მაგრამ მაინც უფრო რთულად მგონია საქმე...
აი მაგალითად ავიღოთ პიროვნების გაორება...
შეიძლება ეს იყოს არაკარმული არამედ ის რომ მის ფსიქიკაში იჭრება ვინმე სხვა სამყაროდან ან რამე ეგეთი? როგორ გგონიათ?

Posted by: Atman Jan 9 2012, 10:22 PM

QUOTE(old_man @ 9th January 2012 - 10:11 PM) *
აი მაგალითად ავიღოთ პიროვნების გაორება...
შეიძლება ეს იყოს არაკარმული არამედ ის რომ მის ფსიქიკაში იჭრება ვინმე სხვა სამყაროდან ან რამე ეგეთი? როგორ გგონიათ?


ის, რომ ვიღაც ერევა ადამიანის ფსიქიკაში, უკვე კარმული და ასტროლოგიური ფაქტორია. თუ ადამიანს ძალიან კარგი მზე, მთვარე და იუპიტერი ჰყავს ჰოროსკოპში, ვერანაირი ცუდი გავლენა ვერ გაეკარება.

თუმცა არსებობს გამონაკლისები, რომლებიც კარმაზე და ასტროლოგიაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ასეთია მაგალითად წმინდანის და ძალიან ამაღლებული სულის შეურაცხყოფა (რაც პრინციპში მეტწილად ისევ კარმული განწყობით ხდება ხოლმე), რის შედეგადაც ყველანაირი "კარგი დაცვა" ეხსნება ამ პიროვნებას და გამტარი ხდება ცუდი ზეგავლენისადმი.

Posted by: ანანდა Jan 10 2012, 01:19 PM

QUOTE(old_man @ Jan 9 2012, 10:11 PM) *
ფსიქიკური დაავადებების შემთხვევებშიც ალბათ ასეა გარკვეულწილად, მაგრამ მაინც უფრო რთულად მგონია საქმე...
აი მაგალითად ავიღოთ პიროვნების გაორება...
შეიძლება ეს იყოს არაკარმული არამედ ის რომ მის ფსიქიკაში იჭრება ვინმე სხვა სამყაროდან ან რამე ეგეთი? როგორ გგონიათ?


ოლდ საჭირო ა დროული თემა გახსენი
good.gif

თუმცა დელიკატური.

ჩემი კონცეპციის მიხედვით-(”downloading and outgoing spirit Theory”)

ადამიანში სულთა ინკარნაციას აქვს ადგილი..ამ პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების ბრალია ე.წ. ”ფსიქიკური დაავადებები”

რაც შეეხება ”პიროვნების გაორებას” ეგ კლასიკური ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების ტერმინია ხალხის შესაშინებლად,
ვფიქრობ რომ სინამდვილეში ”გაორება” ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანის ცნობიერებისა რასაც ”bicameral mind"-ანუ ”ორკამერიანი ცნობიერება” ჰქვია ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ პირობებში ბუნებრივად იცვლება ინკარნაციების პროცესში . .

(ძაან რთულად და გაუგებრად გამომივიდა) smile.gif

Posted by: tikoroma Jan 10 2012, 05:47 PM

ანანდა

ციტატა
რაც შეეხება ”პიროვნების გაორებას” ეგ კლასიკური ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების ტერმინია ხალხის შესაშინებლად,
ვფიქრობ რომ სინამდვილეში ”გაორება” ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანის ცნობიერებისა რასაც ”bicameral mind"-ანუ ”ორკამერიანი ცნობიერება” ჰქვია ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ პირობებში ბუნებრივად იცვლება ინკარნაციების პროცესში . .

(ძაან რთულად და გაუგებრად გამომივიდა)

მართლაც რთულად გამოგივიდა smile.gif
ბუნებრივი რატომ არის ეგ მდგომარეობა, ვერ გავიგე. და რას გულისხმობთ გაორებაში?
თამარმა მაპატიოს, მასთან გავავლებ პარალელს. მან ზუსტად იცის, რომ მის სხეულში პერიოდულად ორი სხვადასხვა პიროვნებაა. რავი მის ფსიქიკაში მე არ შემპარვია ეჭვი. პიროვნების გაორებაში მსგავს შემთხვევებს გულისხომბთ თუ კიდევ სხვა რამეს?

Posted by: old_man Jan 10 2012, 07:06 PM

ანანდა

QUOTE
რაც შეეხება ”პიროვნების გაორებას” ეგ კლასიკური ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების ტერმინია ხალხის შესაშინებლად,
ჰო ფსიქიატრებმა რომ ვერაფერი გაუგეს სულს იმიტომ ნათლავენ ავადმყოფობად და აშლილობად ესეთ გამოვლინებებს smile.gif)
QUOTE
ჩემი კონცეპციის მიხედვით-(”downloading and outgoing spirit Theory”)
QUOTE
ვფიქრობ რომ სინამდვილეში ”გაორება” ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანის ცნობიერებისა რასაც ”bicameral mind"-ანუ ”ორკამერიანი ცნობიერება” ჰქვია ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ პირობებში ბუნებრივად იცვლება ინკარნაციების პროცესში . .

საინტერესოა ფრიად...
იქნებ აგვიხსნა ცოტა უფრო ღრმად

Posted by: ანანდა Jan 11 2012, 12:38 PM

QUOTE(old_man @ Jan 10 2012, 07:06 PM) *
ანანდა
ჰო ფსიქიატრებმა რომ ვერაფერი გაუგეს სულს იმიტომ ნათლავენ ავადმყოფობად და აშლილობად ესეთ გამოვლინებებს smile.gif)

საინტერესოა ფრიად...
იქნებ აგვიხსნა ცოტა უფრო ღრმად


old
tiko

წინასწარ მინდა დავაფიქსირო, რომ ის რასაც დავდებ, მხოლოდ ვერსიაა და არა რამე უცვლელი კონცეპცია! smile.gif

თან კიდევ ერთი, გთხოვთ არავინ არ ეცადოს ამ ვერსიის მიხედვით საკუთარ თავში რაიმეს ქექვა . . ..

რაც შეეხება გაორებას-

ადამიანის გონება, ცნობიერება (mind) დაბადებიდანვე ”გაორებულია” -ეს ”გაორება” გამოწვეულია ცნობიერის უნარებით-მიიღოს ინფორმაცია სხვა სამყაროდან (სიზმრები, ზმანებები, აჩრდილები, ხმები), ბავშვებს ხშირად აქვთ უცნაურობები-ე.წ. ”უხილავი მეგობრის” ამოჩემება და მისგან აზრების მიღება, თითქოს პატარა ვიღაცას ესაუბრება, უცინის -ამ უნარზე ცნობიერის ერთი უბანი აგებს პასუხს (მეორე ბავშვს ჯერ არა აქვს აქტივიზირებული, თუმცა ფიზიკურად ის დაბადებიდან არსებობს)

აღზრდის პროცესში, ამ თვისების დათრგუნვა ხდება, ცნობიერის მეორე უბნის (მაკონტროლებელი უბანი) გააქტიურების და გაძლიერების ხარჯზე, (პირდაპირ რომ ვთქვათ ასეთ ”სტარნი” ბავშვს მიიყვანენ ექიმთან და დაუნიშნავენ ”მკურნალობას”- მშობელს ეტყვიან რომ ეს არანორმალურობაა)

შედეგად ეს თავდაპირველი უნარი შეკავდება, თუმცა არ ისპობა სამუდამოდ. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე წარმოქმნილი პრობლემების ექტრემალური გარემოს, ან სხვა სტრესების ზემოქმედებით, ეს შეკავება იხსნება და ადამიანი მისთვის უცნობ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში გადადის-ესმის ხმები, ხედავს აჩრდილებს, სულებს..მოკლედ უბრუნდება ბავშვობის დროინდელი ”უხილავი მეგობარი” და მას იგი უკვე ვეღარ ღებულობს-წარმოქმნება ”კონფლიქტი” ე.წ. ” ბიკამერალურ ცნობიერებაში”-რასაც ფსიქატრები ათასი გაუგებარი ტერმინებით ნათლავენ . . .

მგონი გასაგებად გადმოვეცი smile.gif

ეს ძალიან მოკლედ, სიღრმეებისგან ჯერ თავს შევიკავებ

Posted by: old_man Jan 11 2012, 10:40 PM

ანანდა

QUOTE
ადამიანის გონება, ცნობიერება (mind) დაბადებიდანვე ”გაორებულია” -ეს ”გაორება” გამოწვეულია ცნობიერის უნარებით-მიიღოს ინფორმაცია სხვა სამყაროდან (სიზმრები, ზმანებები, აჩრდილები, ხმები), ბავშვებს ხშირად აქვთ უცნაურობები-ე.წ. ”უხილავი მეგობრის” ამოჩემება და მისგან აზრების მიღება, თითქოს პატარა ვიღაცას ესაუბრება, უცინის -ამ უნარზე ცნობიერის ერთი უბანი აგებს პასუხს (მეორე ბავშვს ჯერ არა აქვს აქტივიზირებული, თუმცა ფიზიკურად ის დაბადებიდან არსებობს)

აღზრდის პროცესში, ამ თვისების დათრგუნვა ხდება, ცნობიერის მეორე უბნის (მაკონტროლებელი უბანი) გააქტიურების და გაძლიერების ხარჯზე, (პირდაპირ რომ ვთქვათ ასეთ ”სტარნი” ბავშვს მიიყვანენ ექიმთან და დაუნიშნავენ ”მკურნალობას”- მშობელს ეტყვიან რომ ეს არანორმალურობაა)

საყურადღებოა რაც თქვი good.gif
ჩემი მეგობარი გამომიტყდა ერთხელ რომ დედაჩემს ბავშვობაში რომ ვუყვებოდიო ჩემი წარმოსახვით მეგობარზე, ბოლოს შეშინებულმა მითხრა რომ თუ არ გაჩერდები "საგიჟეთში" დაგამწყვდევენო... smile.gif) სამწუხაროდ დღევანდელი ჩვენი მატერიალური სამყარო ისეა განვითარებული რომ ქვეცნობიერთან ყოველგვარ კავშირს თრგუნავს...
ერთის მხრივ ეს ადამიანს აძლევს დაცულობის შეგრძნებას რომ სოციუმის ასფალტზე მყარად იდგას, მაგრამ შორეული პერსპექტივით რა თქმა უნდა უსუსურს ხდის...

Posted by: nibiru3013 Jan 14 2012, 09:32 AM

ციტატა(atman @ 9th January 2012 - 10:22 PM) *
თუმცა არსებობს გამონაკლისები, რომლებიც კარმაზე და ასტროლოგიაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ასეთია მაგალითად წმინდანის და ძალიან ამაღლებული სულის შეურაცხყოფა (რაც პრინციპში მეტწილად ისევ კარმული განწყობით ხდება ხოლმე), რის შედეგადაც ყველანაირი "კარგი დაცვა" ეხსნება ამ პიროვნებას და გამტარი ხდება ცუდი ზეგავლენისადმი.

თემიდან ცოტა გადახვევაა, რადგან თანდაყოლილ შემთხვევაზე არ ვწერ, ანუ atman რაც თქვა შეურაცხყოფა, ასეთი შემთხვევის სამ მსხვერპლს პირადად ვიცნობდი, მაგრამ მათ ადამიანს არ მიაყენეს შეურაცხყოფა, დაამტვრიეს ეკლესიის ეზოში ძველი ქვევრები და მაგის შემდეგ აურიეს, ალბათ ის "კარგი დაცვა" დაერღვათ.

Posted by: I AM Jan 14 2012, 10:23 AM

QUOTE
ფსიქიკური დაავადებები


ფსიქიკური დაავადებების დიდი წილი დაკავშირებულია ადამიანის აზროვნებასთან და აქედან გამომდინარე მისი ცხოვრების წესთან

Posted by: daliela Jan 18 2012, 08:59 PM

ჩაკეტილი წრეა რომლის იქით ვერ გადის ... იმიტომ რომ არც ცდილობს. ჩემი მეგობარი შიზოფრენიითაა ავად და რაც უფრო მეტად ვაკვირდები მით უფრო ვრწმუნდები იმაში რომ თავად არ უნდა ( ან არ შეუძლია) განკურნება. სულ სხვა რეალობით ცხოვრობს..

პ.ს ისე იმაზე არ გიფიქრიათ რომ მამენტ შეიძლება ისინი ხედავენ ზუსტადაც რეალობას და ის რასაც ჩვენ რეალურს და ნორმალურს ვუწოდებთ ილუზიაა??
ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე. ხომ შეიძლება რომ ჩვენ ვართ '' არანორმალურები'' და ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ იმას რის დანახვასაც ''ავიტანთ'' .

რავიცი რავიცი...

Posted by: old_man Jan 18 2012, 09:36 PM

daliela

QUOTE
ჩაკეტილი წრეა რომლის იქით ვერ გადის ... იმიტომ რომ არც ცდილობს. ჩემი მეგობარი შიზოფრენიითაა ავად და რაც უფრო მეტად ვაკვირდები მით უფრო ვრწმუნდები იმაში რომ თავად არ უნდა ( ან არ შეუძლია) განკურნება. სულ სხვა რეალობით ცხოვრობს..
შეგიძლია კონკრეტულად აღწერო რა გამოვლინებები აქვს? როგორ აღიქვამს რეალობას?
ექიმის დაკვირვება მაინც სხვაა და მეგობრის სხვა...
QUOTE
პ.ს ისე იმაზე არ გიფიქრიათ რომ მამენტ შეიძლება ისინი ხედავენ ზუსტადაც რეალობას და ის რასაც ჩვენ რეალურს და ნორმალურს ვუწოდებთ ილუზიაა??
ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე. ხომ შეიძლება რომ ჩვენ ვართ '' არანორმალურები'' და ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ იმას რის დანახვასაც ''ავიტანთ'' .

ჩვენ სოციუმის მატრიცისთვის ვართ "ნორმალურები" და "არანორმალურებთან" შედარებით ვეგუებით და ვიღებთ ამ მატრიცაში დადგენილ რეალობას, მაგრამ ნორმალურიც და არანორმალურიც პირობითია რადგან მატრიცაში ყველაფერი ილუზიაა.

Posted by: td......... Jan 18 2012, 10:42 PM

ჩვენი ერთი ახლობელი იყო შიზოფრენიით დაავადებული , დიაგნოზი პატარაობიდანვე დაუსვე. იყო არანორმალურად ნიჭიერი. ხატავდა, უკრავდა ხვადახვა ინტრუმენტებზე ზებუნებრივად კარგად! იყო უზომოდ ნაკითხი და დიდი ინტელექტის პატრონი. მოკლედმათან ურთიერთობა ერთი იამოვნება იყო, მაგრამ ეტევები დრო ხდებოდა საშსიშად აგრესიული. შსეეძლო მოეკლა კიდეც. შეტსევსების მერე ყვებოდა, რომ ყველაფერ აანალიზებდა რაც ემართებოდა იმ მომენტსი, მაგრამ არ სეეძლო წინააღმდეგობი გაწევა, თითქო ვიღაც მისხეულსი მოქმედებდა. ზუტად აე ხსნიდა.

Posted by: daliela Jan 19 2012, 12:37 AM

QUOTE(old_man @ Jan 18 2012, 09:36 PM) *
daliela
შეგიძლია კონკრეტულად აღწერო რა გამოვლინებები აქვს? როგორ აღიქვამს რეალობას?
ექიმის დაკვირვება მაინც სხვაა და მეგობრის სხვა...

ჩვენ სოციუმის მატრიცისთვის ვართ "ნორმალურები" და "არანორმალურებთან" შედარებით ვეგუებით და ვიღებთ ამ მატრიცაში დადგენილ რეალობას, მაგრამ ნორმალურიც და არანორმალურიც პირობითია რადგან მატრიცაში ყველაფერი ილუზიაა.



აბსოლუტურად უცხო და მისგან განცალკევებულ ინფორმაციას რაღაცნაირად აკავშირებს საკუთარ თავთან. ძალიან სასოწარკვეთილია, უიმედო და ვერაფრით ვერ ნახულობს ახსნას რატომ დაემართა ეს მაინცდამაინც მას .
ამასწინათ მეუბნება გავიგე ილია მეორეს ხალხისთვის ნება დაურთავს რომ დამტანჯონ და მართალიაო?
რაც შემეძლო დამაჯერებლად ავუხსენი რომ არ შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო,მაგრამ ზუსტად ითხოვდა ჩემგან პასუხს- ან ჰოს ან არას.
როცა პირველი შეტევა ჰქონდა მთელი ღამე მე გავათენე მასთან ერთად და დილას ჩემს მიმართ ჰქონდა საშინელი აგრესია და შიში... მას მერე ვგრძნობ რაღაც დონეზე ის შიში აქვს შემორჩენილი,ალბათ მე დავუშვი რამე შეცდომა და ამიტომ გადაწყვიტა ასე.
მხოლოდ მისთვის ცნობილი ლოგიკით აკავშირებს მოვლენებს ერთმანეთთან და ესაა მისი რეალობა.. შეცვლის ლოგიკას და შეიცვლება ყველაფერი მაგრამ ან არ სურს ან არ შეუძლია.
ცოტა მტკივნეულია მაგრამ ძალიან საინტერესოა ასეთ ადამიანის გვერდით ყოფნა.. უამრავ რამეს აკვირდები.


რაც ილუზიაზე თქვი სრულიად გეთანხმები l_sunny.gif

ამ ბოლო დროს შევატყვეთ მეგობრებმა რომ ჩვენთან კონტაქტის შემდეგ ძალიან იკეტება და დროებით გავწყვიტეთ კავშირი.

Posted by: old_man Jan 19 2012, 12:19 PM

daliela

QUOTE
მხოლოდ მისთვის ცნობილი ლოგიკით აკავშირებს მოვლენებს ერთმანეთთან და ესაა მისი რეალობა.. შეცვლის ლოგიკას და შეიცვლება ყველაფერი მაგრამ ან არ სურს ან არ შეუძლია.

ეს დაახლოებით მაქვს წარმოდგენილი სიზმრის საშუალებით
ბევრს ალბათ ექნება განცდილი აი სიზმარში რაღაც უაზრო მოვლენას რომ ვაკავშირებთ საკუთარ თავთან, რაღაც ადრე გაგონილ ან მომხდარ ფაქტს. და თან ვფიქრობთ ეს როგორ შეიძლება რეალური იყოს, ხო ძაან სისულელეა. მაგრამ სიზმრის მატრიცა ზოგჯერ იმდენად რეალურია, რომ გვიჭირს დაჯერება რომ ეს არარეალობა სულაც არ არის...
ასევე იქნება მისთვის. ამ ლოგიკის შეცვლა კი არ შეუძლია, რადგან ძაან რეალურია ალბათ.

და ჰალუცინაციები თუ აქვს და ხმები თუ ესმის? და რა ტიპის?

Posted by: daliela Jan 20 2012, 12:52 AM

კი ბიბლიური სცენები აქვს ჰალუცინაციებით და ბევრი ხმა მესმისო. ამასწინათ მითხრა რომ საკუთარი პატარაობა დასდევს და რჩევებს აძლევს და ელაპარაკება
პირველი შეტევა რომ მოუვიდა ეგონა იესო ქრისტეს აკრავდა ჯვარზე ...
მერე მთელი ღამე დარწმუნებული იყო რომ ვიღაც კლავდა და ბოლო წამებს ითვლიდა. დილას მე მივდიოდი უკვე ასათიანში.
ჩემი აზრით ჩაკეტილი წრეა და ამ წრიდან გასვლა არ უნდა არაფრით. გონება გათიშული აქვს მარტო ფსიქიკით და შეგრძნებებით არსებობს. დანარჩენს უკვე მექანიკურად აკეთებს.


Posted by: old_man Feb 3 2012, 09:19 PM

შიზოფრენიაზე ვკითხულობდი რაღაცეებს და წავაწყდი ამ საიტს:
http://www.schiza.org/index.php
გადავხედე, წავიკითხე და ძაან დამაინტერესა, რადგან აქ არიან ადამიანები, რომლებსაც დაუსვეს შიზოფრენიის დიაგნოზი. ისინი უზიარებენ ერთმანეთს დაავადების სიმპტომატიკას, ყვებიან თავისი ჰალუცინაციების შესახებ:
http://www.schiza.org/viewtopic.php?f=113&t=32&start=10
ეს საიტი იმით არის კარგი, რომ ადამიანები ცდილობენ სხვა კუთხით შეხედონ თავის "დაავადებას". გაერკვნენ, გამოიკვლიონ რასთან აქვთ სინამდვილეში საქმე.

ეს წაიკითხეთ:
Я вижу « сущностей» и слышу «голоса». Что это такое? Врачи говорят, что у меня шизофрения.

ОТВЕТ: - Способность видеть то, что недоступно глазами, называется ясновидением, а способность слышать разнообразные голоса – яснослышанием.
Большое количество людей стремится овладеть этими способностями, прилагают к этому огромные усилия, тратят много времени и денег, а у кого-то эти способности появляются сами по себе. И это очень часто пугает людей. Они не готовы к использованию новой информации, у них нет знаний, как использовать свои способности. Постепенно у этих людей появляется страх, ведь больше всего пугает непознанное. В страхе они начинают резонировать с темными сущностями, и вот здесь уже их способности превращаются в проклятие, и врачи ставят диагноз – шизофрения, укладывают в психушку, и кормят таблетками, делают электрошоки. А нужно всего навсего научить этих очень способных людей использовать свои способности на пользу себе и другим людям. Самостоятельно этим лучше не заниматься, да и официальная медицина здесь мало чем может помочь, потому, что отрицается сам факт наличия ясновидения и яснослышания, а называют это лишь галлюцинациями.

Posted by: Lashapoli Feb 12 2012, 09:31 PM

ოლდ ნახე აბა მგონი საინტერესოა
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=12-02-2012%2021:05

Posted by: ანანდა Apr 11 2012, 04:04 PM

გამოგონილი მეგობარი- მოვლენა როდესაც პატარები, ხანდახან მოზარდები და იშვიათად ზრდასრული ადამიანები თავიანთ წარმოსახვაში ქმნიან გამოგონილ პერსონაჟს, რომელთაც ხშირად ხასიათი და ქცევის წესებიც კი აქვთ.

ხდება ის რომ ხანდახან ბავშვი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მის გამოგონილ მეგობარს შეუძლია საუბარი და არაფრით არ არის გამორჩეული სხვა ადამიანებისგან. თუმცა კვლევებით დამტკიცდა ბავშვები ხვდებიან რომ მათი მეგობრები გამოგონილია და არ არსებობენ.

ზოგი ფსიქოლოგის მოსაზრებით, გამოგონილი მეგობრით ბავშვი მანიპულირებს და ახორციელებს იმ სურვილებს რომლის გამოც ჩვეულებრივ გაკიცხული და დასჯილი იქნებოდა, ხშირად თავის საქციელს და დანაშაულს გამოგონილ მეგობარს აბრალებს ხოლმე.

ფსიქოლოგები ასევე ფიქრობენ, რომ ბავშვები თავის გამოგონილ მეგობრებს ანიჭებენ ისეთ თვისებებს და ხასიათს, როგორიც თავად არ გააჩნიათ და ასე ქმნიან თავიანთ წარმოსახვაში საკუთარი თავის იდეალს.

არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვები ივიწყებენ საკუთარ გამოგონილ მეგობრებს როგორც კი სკოლაში შედიან და ნამდვილ მეგობრებს იძენენ, თუმცა ეს არ არის მართალი, ბევრი მათგანი უბრალოდ აღარ საუბრობს, მაგრამ მაინც გააჩნია იგივე ფიქრები.



http://www.imdb.com/title/tt0419326/

Posted by: kindatma Apr 11 2012, 04:07 PM

QUOTE(Atman @ Jan 9 2012, 08:36 PM) *
წინა ცხოვრებიდან (ან ცხოვრებებიდან) წამოყოლილი სამსკარები (შთაბეჭდილებები), რომლებმაც დაღი დაასვა ფსიქიკას (ჭკუას) და დაბადებისთანავე აღიბეჭდა კარმიულ-ასტროლოგიური ბეჭდით.

მათ შეიძლება ისევ კარმულად (ასტროლოგიური მექანიზმებით) ისევ გადაიარონ, რაც იშვიათად ხდება. უფრო ხშირად გამოსავალია ამ სამსკარების დაწვა, რისთვისაც უამრავი სულიერი, ფსიქოლოგიურ, იოგურ, რელიგიურ, ეზოთერული მეთოდი არსებობს...
თვითონ სიტყვა სამსკარა ხშირად მეორდება ტიბეტურ მანტრებში.ალბათ ტიბეტური ტერმინი იქნება.

Posted by: narilla Jul 12 2012, 01:05 PM

QUOTE(ანანდა @ Jan 11 2012, 01:38 PM) *
რაც შეეხება გაორებას-

ადამიანის გონება, ცნობიერება (mind) დაბადებიდანვე ”გაორებულია” -ეს ”გაორება” გამოწვეულია ცნობიერის უნარებით-მიიღოს ინფორმაცია სხვა სამყაროდან (სიზმრები, ზმანებები, აჩრდილები, ხმები), ბავშვებს ხშირად აქვთ უცნაურობები-ე.წ. ”უხილავი მეგობრის” ამოჩემება და მისგან აზრების მიღება, თითქოს პატარა ვიღაცას ესაუბრება, უცინის -ამ უნარზე ცნობიერის ერთი უბანი აგებს პასუხს (მეორე ბავშვს ჯერ არა აქვს აქტივიზირებული, თუმცა ფიზიკურად ის დაბადებიდან არსებობს)



ძნელია ეს ყველაფერი ერთ ყალიბში მოვაქციოთ და დავარქვათ პიროვნების გაორება, მით უმეტეს, როცა მაგალითად პატარა ბავშვის მაგალითი მოგვყავს. აქ არ ვიცი რა დაავადებას გულისხმობ კონკრეტულად, მაგრამ მეცნო ეს: ფსიქოლოგიაში ცნობილია ასეთი დაავადება "კარლსონის სინდრომი", სწორედ 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს უვითარდებათ, რა თქმა უნდა ყველას არა, მაგრამ საკმაოდ ტენდენციურია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამ შემთხვევაში, რაც მინდოდა რო აღმენიშნა _ ბავშვებს, კარლსონის სინდრომი როცა აქვთ, უვითარდებათ მდიდარი წარმოსახვის უნარი. რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებიც თამაშობს დიდ როლს ამ სინდრომის გაჩენაში და წარმოშობაში, მაგრამ აქ გაორებას არ აქვს ადგილი.

დავამატებ იმასაც, რომ "გაორება" ("პიროვნების გაორება") უფრო მძიმე შემთხვევაა. ეს დაკავშირებულია ადამიანის მსოფლმხედველობრივ ძვრებთან. უფრო კონკრეტულად ავხსნი: მსოფლმხედველობა ადამიანს აქვს მთლიანი, დაუნაწევრებელი მთელი, ხდება მისი ცხლილება ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანის მსოფლხედვა კარგავს თავის მთლიანობას, ასე ვთქვათ სახეს.

ცვლილებები, რასაც ადამიანის მსოფლმხედველობა განიცდის, გულისხმობს ახალი ღირებულებების მიღებას და ძველის უარყოფას. პიროვნების გაორების შემთხვევაში ადამიანი ახალი ღირებულებათა სისტემის დაფუძნებას ვერ ახერხებს ძველი ღირებულებათა სისტემის უარყოფის ხარჯზე. ასეთ დროს, ერთ პიროვნებაში ერთმანეთს ებრძვის, ერთმანეთს ეჯახება ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი მოცემულობა, რომლებიც ერთმანეთთან შეუთავსებელია. ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს და მიმდინარეობს ერთი მთლიანი პიროვნების რღვევა, სამწუხაროდ sad.gif ამას ფსიქოლოგიაში უწოდებენ შიზოფრენიას _ პიროვნების გაორებას. ვერ გეტყვით, სხვა ფსიქოლოგიური დაავადების დროსაც თუ აქვს ადამიანს პიროვნების გაორება და თუ აქვს რამდენათ, რა დონით. რაც მთავარია, პიროვნების გაორება, როგორც ასეთი, სხვა არაფერია, თუ არა, შოზოფრენია.

შოზოფრენიის საწყის ეტაპზე, როცა ადამიანში მიმდინარეობს, როგორც ზემოთ ავღნიშნე, შინაგანი ბრძოლა, თუ დაძლია და ისევ აღდგა მსოფლმხედველობრივი მთლიანობა ადამიანში, ის ფსიქოლოგიურადაც სტაბილურ მდგომარეობას მიაღწევს და შიზოფრენიასაც აიცილებს თავიდან. good.gif

Posted by: narilla Jul 12 2012, 01:09 PM

ძალზე გამიგრძელდა სიტყვა, იმედია თემას არ გადავუხვიე.
მინდა ავღნიშნო, რო ასტროლოგიური მონაცემები ნამდვილად მოქმედებს, ადამიანის ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე (კარმასთან ერთად). გეთანხმებით.

Posted by: tamriko_faso Jul 12 2012, 09:35 PM

ჩემ მეგობარს მამა გარდაეცვალა, მაშინ მისი პატარა 2თვის იყო, ბავშმა აიდგა ფეხი, დაიწყო ლაპარაკი და იმ დღიდან (ალბათ მანამდეც), ელეპარაკებოდა უხილავ არსებას, რომელსაც ბაბუს უძახდა. ეთამაშებოდა, ეფერებოდა , ხანდახან ტიროდა. ოჯახი მარლთმადიდებელი აღმსარებლობით ცხოვროს ამიტომ მოძღვარს აკურთხებინეს ბინა და რაღაც რიტუალები ჩაატარეს. მაგრამ ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა როგორც იყო. ოჯახი უბრალოდ მიეჩვია ამ ყველაფერს. პატარა ორი წლის იყო, თავის უხილავ მეგობართან თამაშობდა ოთახში, ხალიჩაზე იჟდა და ერთობოდა. დედამ ჩათვალა რომ უსაფრთხოდ იყო და სარეცხის გასაფენად გავიდა აივანზე, ბავშვის ყვირილზე რამდენიმე წუთში შევარდა უკან, ასეთი სურათი დახვდა ბავშვს ერთ ხელში რკინის საქსოვი ჩხირი Eჭირა მეორე ჩხირი იქვე მოშორებით ეგდო, ხოლო ბავშვი ტიროდა იმის გამო რომ ბაბუმ რომელსაც ვერავინ ხედავდა წაართვა მეორე ჩხირი და გადაუგდო არ აცალა დენში რომ შეეყო ის. ეს მაგონილი ნამDვილად არარის. სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა.
აბა ამას როგორღა ახსნით?

Posted by: td......... Jul 12 2012, 10:50 PM

tamriko_faso
ბაბუას დაენანა თავის ოჯახის მიტოვება დ აბავშვთან ატარებს დროს.. რა არის აქ გასაკვირი?

Posted by: tamriko_faso Jul 12 2012, 11:16 PM

გასაკვირი არა უბრალოდ გაორებაზე რომ საუბრობენ, სეიზლება დიდ ადამიანს კიდევაც ქონდეს ამგვარი განცდა, მაგრამ ბავშვებში გაორებათ არ მიმაჩნია გამოგონილი მეგოგრის ამბავი რასაც ფსიქოლოგები კარლსონის სინდრომს უწოდებენ, მე მაინც მგონია რომ ბავშვები მართლა ხედავენ იმ მეგობარს, უბრალოდ ჩვენ ვერ არვიქვავთ ამას ლოგიკურად.

Posted by: earth Jul 13 2012, 12:08 AM

tamriko_faso
ხშირად რჩებიან სულები დედამიწაზე, სხვადასხვა მიზეზებით.
ასევე პატარებს ხუთ წლამდე სხვანაირი ხედვა აქვთ, ხედავენ და ახსოვთ ჩვენზე მეტი...
ძალიან საინტერესო შემთხვევაა.

Posted by: tamriko_faso Jul 13 2012, 10:43 AM

ხო ასეა, ჩემი ბავშობის აქ გადმოტანა ნამდვილად მეზარება, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ჩემი მეგობარი.ისიც მახსოვს ბავშობიდან რომ დავიწყე თავის შენიღბვა რომ სხვას არ ეთქვა არანორმალურიაო. ძალიან უცნაური ბავშობა მქონდა, ბებიაჩემის ნათქვამი სიტყვები :ღმერთის ნებაა" ახლაც ყურში ჩამესმის, სულ მიკვირდა Eს ღმერთი თუკი კარგს არაფერს აკეთებს, ჩემი ძმაც კი წაიყვანა თავისთან,(როგორც მითხრეს ძმის გარდაცვალების მერე) რატომ იყო კარგი ღმერთი?, და თუ ასე კარგი იყო, რატომ ტიროდნენ სახლში ყველა?. რამდენი კითხვები მქონდა ბავშობაში, ყველა რაღაც ტავის აზრრს მეუBნებოდა, ის კი ჩემი მეგობარი. სულ სხვანაირად მიხსნიდა ყველაფერს, ამიტომ მარტო მერჩია მასთან ყოფნა. მენატრება ის დრო. ბავშობა. არანაირი ფსიქიური დარღვევა მე არ მქონია. პირიქით. სრულიად ნორმალური ბავშვი ვიყავი. ახლაც როდესაც რაღაცას ვწერ, მხატრულ ლიტერეტურას დიდი ფანტაზია ჭირდება, თითქოს ვითიშები და აქ არ ვარ. მაშინ მებადება ხოლმე უცნაური გრძნობა რომ ის ისევ ჩემთან იყო და დამეხმარა. ისე რაკარგია რომ ეს საიტი არსებობს, ეს რომ მომეყოლა ახლა ჩემი რომელიმე ახლობლისთვი ეგრევე Fსიქიატრთან წასვლას მიჩევდა, ისე დელეკატურად მაგრამ მაინც. smile.gif

Posted by: ანანდა Jul 13 2012, 01:36 PM

QUOTE(tamriko_faso @ Jul 13 2012, 10:43 AM) *
ხო ასეა, ჩემი ბავშობის აქ გადმოტანა ნამდვილად მეზარება, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ჩემი მეგობარი.ისიც მახსოვს ბავშობიდან რომ დავიწყე თავის შენიღბვა რომ სხვას არ ეთქვა არანორმალურიაო. ძალიან უცნაური ბავშობა მქონდა, ბებიაჩემის ნათქვამი სიტყვები :ღმერთის ნებაა" ახლაც ყურში ჩამესმის, სულ მიკვირდა Eს ღმერთი თუკი კარგს არაფერს აკეთებს, ჩემი ძმაც კი წაიყვანა თავისთან,(როგორც მითხრეს ძმის გარდაცვალების მერე) რატომ იყო კარგი ღმერთი?, და თუ ასე კარგი იყო, რატომ ტიროდნენ სახლში ყველა?. რამდენი კითხვები მქონდა ბავშობაში, ყველა რაღაც ტავის აზრრს მეუBნებოდა, ის კი ჩემი მეგობარი. სულ სხვანაირად მიხსნიდა ყველაფერს, ამიტომ მარტო მერჩია მასთან ყოფნა. მენატრება ის დრო. ბავშობა. არანაირი ფსიქიური დარღვევა მე არ მქონია. პირიქით. სრულიად ნორმალური ბავშვი ვიყავი. ახლაც როდესაც რაღაცას ვწერ, მხატრულ ლიტერეტურას დიდი ფანტაზია ჭირდება, თითქოს ვითიშები და აქ არ ვარ. მაშინ მებადება ხოლმე უცნაური გრძნობა რომ ის ისევ ჩემთან იყო და დამეხმარა. ისე რაკარგია რომ ეს საიტი არსებობს, ეს რომ მომეყოლა ახლა ჩემი რომელიმე ახლობლისთვი ეგრევე Fსიქიატრთან წასვლას მიჩევდა, ისე დელეკატურად მაგრამ მაინც. smile.gif


ეგ ეზოთერული თვალსაზრისით ჩვეულებრივი მოვლენაა-და არ ფსიქიური გადახრა. დღეს ფსიქოლოგიაში გაჩნდა ეს ტერმინი ”ბავშვობის მეგობრის ფენომენი”

ეს ”მეგობარი” - სხვადასხვა განმარტებებით განიხილება როგორც ”მფარველი ანგელოზი”, ”კეთილი სული”, სკანდინავიის ქვეყნებში მათ ”ტროლებსა და გნომებს უწოდებდნენ”

ნაწყვეტი ერთ-ერთი სეანსიდან რომელიც შედგა სულთან:

გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, გაიხსენეთ თქვენი აზრები, გაიხსენეთ თქვენი შეგრძნებები, გახსენეთ რომ თქვენ შეგრძნებები უფრო მეტი გქონდათ ვიდრე აზრები, ყველაფერს სხვნაირად განიხილავდით, ჩვენ თქვენთან მოვდიოდით ოცნებებით და სიზმრებით. მოვიოდით და თქვენთან ვთამაშობდით, თქვენ ეს არ გახსოვთ, მაგრამ ეს ჩვენ გვახსოვს, ჩვენ თქვენთან ვიყავით, თქვენ დაბადების მერე პირველი ტირლით და სიცილით თანდათან დაგვივიწყეთ ჩვენ, თქვენ უყვებოდით სხვებს როგორ თამაშობდით ჩვენთან, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობის თამაშები–ვისთან თამაშობდით თქვენ? გეუბნებოდნენ ეს ფანტაზიაა! რა უცნაური ბავშვიაო, გაზარდეთ და გითხრეს რომ ეს ტყუილია, და თქვენ დაგვივიწყეთ ჩვენ

-ჩვენ სულ ერთად ვიყავით, გაიხსენეთ თქვენ დაიბადეთ და ჩვენ მოვედით თქვენთან და დავიწყეთ თქვენთან თამაში, თქვენი თამაშებით თამაში. ჩვენ სულ თქვენთან ერთად ვიყავით როგორც ბავშვები და თქვენით ვიცინოდით და თქვენით ვტიროდით, ერთად ვსუნთქავდით და თქვენ ამას ეძახით ემოციებს! შეხედეთ ბავშვებს და მითხარით რა ახარებთ მათ-მეტყვით არ ვიცი, მას თავისი სამყარო აქვს და თავის სამყაროში ცხოვრობს, ეს არ გავს ჩემსასო. პატარას ყველაფერი თავისი აქვსო. ბავშვი მარტო როცა თამაშობს ვის ეთამაშება? თქვენ ამას ფანტაზიებს ეძახით, გითხარით რომ ჩვენ თქვენთან ფანტაზიებით მოვდივართ, აზრებით მოვდივართ ემოციებით მოვდივართ ჩვენ თქვენს გვერდით დაბადებამდე ვიყავით!

Posted by: tamriko_faso Jul 13 2012, 02:02 PM

ძალიან სწორედ გადმოსცემს ეს ნაწყვეტი იმ შეგრძნებებს რომელიც მახსოვს. ერთ ჩემს ნარკვევს დავდებ აქ. მართალია უცნაური დაბადება მქონდა, ისე გავჩნდი თავდაყირა და არ მიტირია, თუმცა დედაჩემის გადმოცემით ზალიან ბევრი მირტყეს.


უცნაური შეგრძნება, რომელიც აქამდე ჯერ არასოდეს განმეცადა, მახვედრებდა, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რომელიც მთლად შეცვლიდა ჩემს აქამდე, თითქმის უმოქმედოდ არსებობას. არც კი ვიცოდი, რა დამერქვა ამ ყოფისთვის, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ვგრძნობდი ისევე, როგორც სიცივეს, როგორც სითბოს, ტკივილს. დანარჩენის შეგრძნება მე ხომ ჯერ არ შემეძლო. ამიტომ გრძნობა, რომლის ტყვეობაშიც აღმოვჩნდი, უცხო იყო ჩემთვის. თითქოს რაღაც ძალამ მთელი ძალით დამქაჩა ქვევით. ტკივილი ვიგრძენი, ტკივილი, რომელიც უსაზღვროდ გაიწელა და გაწყდა. ვიგრძენი, რომ აქამდე უზრუნველი ყოფა მე თვითონ უნდა შემეცვალა რაღაცით, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მომემოქმედებინა. არადა, ძალა, რომელიც დაჟინებით მქაჩავდა ქვევით, არ ჩერდებოდა და მეც უმწეოდ ვემორჩილებოდი.
უცებ, უცნაური ხმა ჩამესმა. ხმები, რომლებიც აქამდე მესმოდა, სულ არ ჰგავდა ამ ხმას. ის უფრო გარკვეულად, ჩემივე სმენის ორგანოსთან თუ უფრო ახლოს, ჩემივე გულში ჟღერდა: იბრძოლე, გესმის! იბრძოლე, შენ უნდა შეძლო, შენ უნდა გააკეთო ეს! ამას შენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს. დაემორჩილე განგების ძალას!
ჩვენ გარკვეული დროით ვეღარ შევხვდებით, მაგრამ მოვა შენი დროც და მე ისევ მოვალ შენთან. შენ გაქვს იგივე გზა გასავლელი, ოღონდ ზევით, შეხვედრამდე...
ხმა შეწყდა თუ არა, აქამდე სიბნელეში ფართოდ გახელილი თვალები რაღაც უცნაურმა ნათებამ დამახუჭინა, მაგრამ ვძლიე გრძნობას, რომელიც გულს გამალებით თავის ნებაზე ათამაშებდა და ისევ გავახილე თვალები. წინ, ჩემს წინ გვირაბი მოჩანდა, რომლის ბოლოს თეთრი შუქი დამაბრმავებლად მოქმედებდა ჩემს თვალებზე.
ისევ უცნაური გრძნობა დამეუფლა. ხმაც, რომელიც დაჟინებით მთხოვდა რაღაცას, რომელიც თითქმის ვერ გავიგე, ისევ განმეორდა და ვიგრძენი, რომ ბრძოლა სწორედ ამ გვირაბის დაძლევა იყო. მე უნდა წავსულიყავი იქ, იმ შუქისკენ და მეც მთელი ძალების მოკრებით დავიძარი წინ. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ტკივილი, რომელიც არ მთავრდებოდა, გაუსაძლისი აღმოჩნდა, მაგრამ ძალას, რომელიც ქვევით მექაჩებოდა და სურვილს ჩემსას, მენახა ის სამყარო, რომელიც უცხო იყო ჩემთვის, ვერაფერი აღუდგებოდა წინ. საშინელი ტკივილი არ თმობდა ჩემს არსებას. უცებ, თბილი ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას, რომელიც იგივეს იმეორებდა, რასაც ვგრძნობდი. მასაც სტკიოდა, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, ის ყვიროდა, შველას ითხოვდა. იმ წუთებში საკუთარი ტკივილის შეგრძნებამ მიმატოვა და მხოლოდ ვფიქრობდი, როდის დამთავრდებოდა ეს ყოველივე, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ აქ მთავრდებოდა რაღაც და იწყებოდა უფრო მთავარი. მთელი ძალით გავიწიე წინ, შუქისკენ, გაწელილი ტკივილიც სადღაც გაჰქრა. უცებ, გავიგე ხმა, თბილი, ნაზი ხმა, რომელიც, ალბათ, არასოდეს დამავიწყდებოდა.
- ის დაიბადა..
ვინ? დამებადა პირველი კითხვა, ან რას ნიშნავს “დაიბადა”? პირველს მოჰყვა მეორე და ისევ ფართოდ გავახილე თვალები.
თურმე, დაბადება ჩემი ბრძოლის დასასრულს ერქვა, დაბადებით კი მე დავიბადე. აი, აქ კი უკვე გავიგე რა ერქვა ამ გრძნობას, რომელიც დამეუფლა. ეს იყო შიში. ვიგრძენი, რომ ეს ბრძოლის დასასრული კი არა, დასაწყისი იყო და ჩემდა უნებურად უცნაური ხმები აღმომხდა. მე ავტირდი!... ავტირდი იმიტომ, რომ დავიბადე, იმიტომ, რომ უკვე ვიცოდი რა იყო ტკივილი, რა იყო შიში და ვიცოდი, რომ დაბადებას თან მოყოლილი ორი განცდა თან გამყვებოდა იქამდე, სანამ ხმა, რომელმაც მომაცილა ამ ქვეყანაზე, უკან არ წამიყვანდა იქ, ზევით..

Posted by: kate Jul 13 2012, 06:41 PM

tamriko_faso
ძალიან ლამაზად და ძალიან რეალური გრძნობით გაქვს დაწერილი l_daisy.gif
ის "მეგობარი", კი, დარწმუნებული ვარ და ბავშვებზე დაკვირვებით უფრო მეტად ვრწმუნდები, მთლიანად რეალურია და არც არასდროს გვტოვებენ, უბრალოდ გარკვეული ასაკის შემდეგ, "გვავიწყდება" როგორ დავინახოთ ისინი, მაგრამ თუ გულით ვეცადეთ, ყოველთვის შეგვიძლია ვიგრძნოთ smile.gif

Posted by: earth Jul 14 2012, 09:56 AM

tamriko_faso
bigarmhug.gif kiss1.gif
შენი კოცნა და ჩახუტება მომინდა, ძალიან ახლოს გიგრძენი ამ პოსტებით, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ყოფილხარ.

QUOTE
ძალიან სწორედ გადმოსცემს ეს ნაწყვეტი იმ შეგრძნებებს რომელიც მახსოვს
საინტერესოა ასეთი მეხსიერება, წარმომიდგა თვალწინ მთელი დაბადების პროცესი, მართლაც იგივე შეგრძნებები გვექნებოდა ყველას, მაგრამ მეხსიერების გარეშე...
QUOTE
რაკარგია რომ ეს საიტი არსებობს

100% ასე ერთი შეხედულების ადამიანები ვართ აქ, თან რა ცოტა ვართ, აქ ვერთიანდებით და ... მე პირადად სიყვარულის გრძნობის გაზრდას ვგრძნობ აქsmile.gif

Posted by: tamriko_faso Jul 15 2012, 07:28 PM

ჯერ მინდა Dიდი მადლობა გითხრათ თბილი სიტყვებისთვი, ძალიამ მიყვარხართ, მაც ამ მოკლე დროში მართლა მოვასწარი შეყვარება თქვენი ძალიან უცნაურია მაგრამ ფაქტია რომ ჩემი პოსტის მერე იმ ადამიანებმა დაპოსტეთ ვის მიმართაც ყველაზე თბილად განვეწყე მე, აქ კიდევ არიან ასეთი ადამიანები რათქმაუნდა, ნუ მიწყენთ სხვები. მიყვარხართ. მართლა ძალიან მიხარია რომ თქვენი პატარა, პაწია ნაწილი მეც ვარ. ამას ვგრძნობ მტელი ჩემი არსებით.

Posted by: ანანდა Jul 16 2012, 03:07 PM

tamriko_faso

მადლობა თბილი სიტყვებისთვის

მცირე კომენტარი მინდა გაუკეთო შენს პოსტს.

ეს ერთობ მნიშვნელოვანი თემაა და თანაც რთულიც! ისე. მე იშვიათად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციებს და ზოგადად არ მაქვს პრეტენზია, იმაზე რომ ჩემი აზრი აუცილებლად სწორია. ამ პოსტს იმიტომ ვეხმაურები რომ, ასეთ ფენომენთან მქონდა შეხება პირადად.(კაი ხნის წინათ)

მოკლედ

ეს რაც შენ აღწერე, შენი ინტერპრეტაციაა იმ ფენომენისა, რასაც ე.წ. ”მფარველ სულებთან” კომუნიკაცია ქვია. ეს კომუნიკაცია ინდივიდუალურია-და ის დამყარებულია პირად მდგომარეობაზე, ამ შემთხვევაში აღქმის დიაპაზონზე-უფრო ზუსტად ფიზიკისა და სულის ვიბრაციებზე.

ინდივიდის პირადი ვიბრაცია, რეზონანსში მოდის მიღმიერ სამყაროსთან. მას უნვითარდება ახალი შეგრძნებები- და ის ადრინდელი ”ბავშვობის მეგობრის” , დღეს უკვე ”მფარველი სულის” აღმოჩენის ფაზაში გადის. ამ დროს მას ესმის ხმები-ეს ხმები ორგვარია ის ან გარედან შემოდის, ან კიდევ შიგნით ტვინში წარმოიქმნება.

სულიერი სამყაროდან ასეთი რეკომენდაცია მოვიდა:ამ ხმებს ადამიანი უნდა მიუდგეს როგორც ექოს. როცა თქვენს მიერ გამოცემული ვიბრაციები (ამ შემთხვევაში აზრების ვიბრაციები) უკან გიბრუნდებათ და ყურისთვის ახალ ბგერით ინტონაციას იძენს.(გაიხსენეთ როგორ იცვლება ექოდ გამოცემული საუბრის ტონი) თუ ადამიანი მომზადებული არ არის ამისთვის, ის ვერ მოახერხებს კომუნიკაციას და ამის ძირითადი მიზეზი შიშია. უფრო კონკრეტულად ამოუცნობის შიში.

ეს იმისთვის, რომ ვისაც რამე აქვს მსგავსი, არ ჩათვალოს რომ მას ფსიქიკური პრობლემა აქვს. გაიხსენეთ როგორ გამოსცემდა ექოს თქვენი ხმა, და გაითვალისწინეთ ისაც რომ რა ტონალობაშიც ვიბრირებს თქვენი სიგნალი-ისეთივე ოღონდ უკვე სახეცვლილი გუბრუნდებათ უკან დროის შემდეგ.

Posted by: tamriko_faso Jul 16 2012, 06:49 PM

ანანდა კიდევ ერთი უცნაურობა რომელიც დღემდე ვერ გავარკვიე საიდან მოდის ახლა შენი პოსტია კითხვის დროს თითქოს იმ კითხვაზე გამეცა პასუხი. ჩემს ერთერთ რომანში მისი გმირები აღმოაჩენენ დიდ მღვიმეს, სადაც რაღაც სარკოფაგია , იქ აღწერილი სიმბოლოები, როცა ვწერდი მეგონა რომ ჩემი ფანტაზია იყო, მაგრამ წიგნის გამოშვების მერე ვიღაც ადამიანი დამიკავშირდა და აღმოჩნდა რომ მართლაც არსებობს ასეთი სიმბოლოები, გარწმუნებ როდესაც ვწერდი მე მგავსი არაფერი ვიცოდი. უბრალოდ როცა ვწერ(ყოველთვის არა) თითქოს ვითიშები, სწორედ მაშინ გამოდის ჩემი ნაწარმოები საინტერესო, მაგრამ ხანდახან ისეთი არაადეკვატურია რომ ძალიან ბევრჯერ, გააზრების მერე გადამიკეთებია ისინი. ხო ტოველთვის ვიცი რომ ვიღაც მეხმარება, წერის თუ ხატვის დროს, გინდაც ნახატები, ორი მთვარით და რაღაც გაურკვეველი არსებები, ასეთ ნამუშევრებს ვცდილობ ავარიდო ხოლმე ჩვეულებრივი ადამიანების თვალი, ვერ იგებენ და ყოველთვის ერთი და იგივე მესმის: რეებს ხატავ? ან რას წერ? ხოდა ვცდილობ გასაგებ ენაზე დავწერო, თუმცა მაინც ურევია რომანებს ქრისტიანულ რეინკარნაციული ელემენტები, ისე ვწერ ყველა აღმსარებლობის ადამიანი თავის რელიგიას ხედავს იქ.


Posted by: earth Jul 16 2012, 08:23 PM

tamriko_faso
საინტერესო იქნებოდა რომელიმე მასეთი ნახატი დაგედო... თუ შესაძლებელია რათქმაუნდა.

Posted by: tamriko_faso Jul 16 2012, 09:54 PM

დავდე რამდენიმე, ერთერთი სიურეალისტურია, აქ დევს ხელოვნებაში, ჩემი ნახატები.---ისე ჩემი ავატარიც ჩემი დახატულია. l_daisy.gif l_daisy.gif

Posted by: tamriko_faso Jul 16 2012, 09:54 PM

დავდე რამდენიმე, ერთერთი სიურეალისტურია, აქ დევს ხელოვნებაში, ჩემი ნახატები.---ისე ჩემი ავატარიც ჩემი დახატულია. l_daisy.gif l_daisy.gif

Posted by: tamriko_faso Jul 16 2012, 10:28 PM


Posted by: tamriko_faso Jul 16 2012, 10:38 PM

არ ხსნის მგონი ნახატებს. ფერადები მინდოდა ამეტვირთა.
http://a1.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/184722_202158386464702_4884379_n.jpg

Posted by: tikoroma Jul 17 2012, 12:17 AM

tamriko_faso ძალიან ლამაზია
http://www.radikal.ru

Posted by: earth Jul 17 2012, 07:42 AM

tamriko_faso
ულამაზესიაა))) l_daisy.gif

Posted by: tamriko_faso Jul 17 2012, 10:12 AM

მადლობა earth- მოკლეთ ჯერ ვერ გაუგე ამ ფორუმს კიდევ ვერაფერი, პმ-შიც ვერ ვგზავნი წერილებს.

Posted by: ანანდა Jul 17 2012, 02:09 PM

QUOTE(tamriko_faso @ Jul 16 2012, 06:49 PM) *
ანანდა კიდევ ერთი უცნაურობა რომელიც დღემდე ვერ გავარკვიე საიდან მოდის ახლა შენი პოსტია კითხვის დროს თითქოს იმ კითხვაზე გამეცა პასუხი. ჩემს ერთერთ რომანში მისი გმირები აღმოაჩენენ დიდ მღვიმეს, სადაც რაღაც სარკოფაგია , იქ აღწერილი სიმბოლოები, როცა ვწერდი მეგონა რომ ჩემი ფანტაზია იყო, მაგრამ წიგნის გამოშვების მერე ვიღაც ადამიანი დამიკავშირდა და აღმოჩნდა რომ მართლაც არსებობს ასეთი სიმბოლოები, გარწმუნებ როდესაც ვწერდი მე მგავსი არაფერი ვიცოდი. უბრალოდ როცა ვწერ(ყოველთვის არა) თითქოს ვითიშები, სწორედ მაშინ გამოდის ჩემი ნაწარმოები საინტერესო, მაგრამ ხანდახან ისეთი არაადეკვატურია რომ ძალიან ბევრჯერ, გააზრების მერე გადამიკეთებია ისინი. ხო ტოველთვის ვიცი რომ ვიღაც მეხმარება, წერის თუ ხატვის დროს, გინდაც ნახატები, ორი მთვარით და რაღაც გაურკვეველი არსებები, ასეთ ნამუშევრებს ვცდილობ ავარიდო ხოლმე ჩვეულებრივი ადამიანების თვალი, ვერ იგებენ და ყოველთვის ერთი და იგივე მესმის: რეებს ხატავ? ან რას წერ? ხოდა ვცდილობ გასაგებ ენაზე დავწერო, თუმცა მაინც ურევია რომანებს ქრისტიანულ რეინკარნაციული ელემენტები, ისე ვწერ ყველა აღმსარებლობის ადამიანი თავის რელიგიას ხედავს იქ.


ყოველთვის არსებობს მინიმუმ ორი რეალობა, ერთი ჩვენი, რომელიც ემყარება გრძნობებს, შეხედულებების და რწმენის სახეს, დაშვებებს და აკრძალვებს, სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებს, პირად ცოდნას თუ უცოდინარობას და მეორე რეალობა, რომელიც არაა დამოკიდებული ჩვენს გაგებებზე და აზროვნებაზე, შექმნილია ბუნებისა და სხვა ფიზიკის კანონებისგან.

მიღმიერი სამყარო, ყოველთვის ჩვენს გვერდითაა -დავარქვათ ამას ”აჩრდილოვანი სამყარო”, ან ”პარალელური სამყარო”-უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სამყარო, სხვა განზომილებაშია მიმალული, და ამიტომაც მას ჩვენ ვერ ვხედავთ. აჩრდილოვანი სამყაროს მცხოვრებნი სხვადასხვა ენით გვეკონტაქტებიან და ხშირად ამას ჩვენ ვერ ვგებულობთ, რადგან ვცდილობთ კომუნიკაციაში ცნობიერი ჩავრთოთ და ნაცნობი ტერმინები გამოვიყენოთ.

წიგნის ან ნახატის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამsad.gifესაც რეკომენდაციაა სულების სამყაროდან), რომ რაც არ უნდა იყოს ეს ნახატი, მოთხრობა მუსიკა ან სხვა რამ-ამას წერს ჩვენთან ერთად ასტრალური სამყარო, ანუ რამდენიმე სამყარო ერთად აკეთებს ამას ჩვენი სხეულის გამოყენებით, ისინი ჩვენ გვკარნახობენ იმას, რაც არსებობს და შეიძლება ჩვენ ეს არ გვინახავს.

ყოველივე ეს ჩვენ გადმოგვაქვს, ქაღალდზე, ტილოზე, სანოტე ფურცელზე და ა.შ. შედეგი, ანუ შექმნილი მასალა ჩვენი და მათი თანამშრომლობის ნიმუშია-თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ- კერძოდ ის, რომ ამ საქმეში ცნობიერის ჩარევა იწვევს გაფუჭებული ტელეფონის ეფექტს და პროდუქტი ისეთი არ გამოდის როგორიც გვსურდა.

ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, როცა გათიშული ხარ, ანუ როცა სულის ვიბრაციაზე ეწყობა შემოქმედება, მაშინ უფრო უკეთესი პროდუქტი იქმნება, მაშინ კი როცა იქ ცნობიერი ჩაერევა, იწყება ბევრი კომპლექსების აკიდება, იქნება ეს რელიგიური, ტრადიციული, ფორმალური, თუ არაფორმალური.(სიუჟეტი ასეთია: ხატავ ან წერ რამეს-იღებ პროდუქტს და სულის ვიბრაციის ტონალობაში ის გაკმაყოფილებს, შემდეგ ეს ვიბრაცია ნელდება და ”სცენაზე გამოდის” ცნობიერის ვიბრაციები, იწყებს კომპლექსების აკიდებას და გაიძულებს შეცვალო ის, რაც მოგწონდა. ასე ბევრი ნამუშევარი დამიხევია, ან გადამიხატია. შედეგად ღებულობ სულ სხვას მანამდე არსებულის საპირისპიროს)

თუ მიღმიერი სამყაროდან ჩართვები სპონტანურია და ადამიანი ვერ ახერხებს ადაპტირებული (ანუ დღევანდელი ჩვეული გარემოების შესაბამისი) ვიბრაციიდან სხვა უფრო ნატიფ სამყაროსთან შესატყვის ვიბრაციაზე გადასვლას და იწყება ე.წ. ”ჩავარდნები”. ამ დროს როგორც ახსნეს ”იმათ” მედიუმი თუ ”მიმღები” უნდა გადავიდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და სხვა ადამიანმა ვისაც ის ენდობა, გაშლილი ხელის მტევანი უნდა გადაატაროს მის სახეზე შუბლიდან ნიკაპისკენ ისე, რომ ხელის გული მედიუმის სახეს არ შეეხოს.


ეს ნამუშევარი ავტოპორტრეტია!? good.gif

Posted by: tamriko_faso Jul 17 2012, 03:03 PM

მადლობა ანანდა, არა ეს ნამუსევარი ავტოპორტრეტი არარის, უბრალოდ ფამტაზიის ნაყოფია, მინდა გითხრა აღმოჩნდა რომ ის მღვიმე რომელზეც მე რომანში ვყვები, თურმე მართლა არსებობს, მაგრამ იქ ადამიანის ხეხი არ დადგმულა, თუ არ ცავთვლით იმას რომ მე როცა ვწერდი ამ ყველაფერს იქ ვიყავი, რომანიც ასე მთავრდება არ უნდა ნახოს ის დაფარული კაცის მოდგმამ. ის მღვიმე თუშეთშია, აღმოჩენილი, მეც რომანში ეგ ადგილი მაქვს მითითებული, წიგნის გამოსვლიდან 2-წელიწადში აღმოაჩინეს მაგრამ როგორც კი მოინდომეს იქ ჩასვლა დიდი რაოდენობით მიწა ჩაინგრა და შეუძლებელი აღმოჩნდა მისი ამოღება, არავინ იცის რა ულამაზესია ის მღვიმე, იქ არსებული სარკოფაგი, კედლის მოხატულობა და კელიის მაგვარი პატარ პატარა ოთახები.მთავარ კედელზე ქალის სახე რომელსაც ცოცხალი თვალები აქვს. ბოდვას გავს ეს ყველაფერი მაგრამ დამერწმუნე რომ ეს ყველაფერი მე ვნახე.და დავწერე.

Posted by: ანანდა Jul 17 2012, 04:21 PM

QUOTE(tamriko_faso @ Jul 17 2012, 03:03 PM) *
მადლობა ანანდა, არა ეს ნამუსევარი ავტოპორტრეტი არარის, უბრალოდ ფამტაზიის ნაყოფია, მინდა გითხრა აღმოჩნდა რომ ის მღვიმე რომელზეც მე რომანში ვყვები, თურმე მართლა არსებობს, მაგრამ იქ ადამიანის ხეხი არ დადგმულა, თუ არ ცავთვლით იმას რომ მე როცა ვწერდი ამ ყველაფერს იქ ვიყავი, რომანიც ასე მთავრდება არ უნდა ნახოს ის დაფარული კაცის მოდგმამ. ის მღვიმე თუშეთშია, აღმოჩენილი, მეც რომანში ეგ ადგილი მაქვს მითითებული, წიგნის გამოსვლიდან 2-წელიწადში აღმოაჩინეს მაგრამ როგორც კი მოინდომეს იქ ჩასვლა დიდი რაოდენობით მიწა ჩაინგრა და შეუძლებელი აღმოჩნდა მისი ამოღება, არავინ იცის რა ულამაზესია ის მღვიმე, იქ არსებული სარკოფაგი, კედლის მოხატულობა და კელიის მაგვარი პატარ პატარა ოთახები.მთავარ კედელზე ქალის სახე რომელსაც ცოცხალი თვალები აქვს. ბოდვას გავს ეს ყველაფერი მაგრამ დამერწმუნე რომ ეს ყველაფერი მე ვნახე.და დავწერე.


რა რომანია თუ საიდუმლო არ არის და სად დევს?

ისე ბევრი რამ არის ჩვენს გვერდზე ფიზიკური, ხილული და უხილავი, რომელიც ახალ ვიბრაციებში გადასვლისას ხილული გახდება smile.gif

Posted by: tamriko_faso Jul 17 2012, 06:46 PM

არის ასთი ლიტერატურული პორტალი, მე წიგნის მოწვდას ვერ მოვახერხებ დაგიდებ პირველი ნაწილის ლინკს და წაიკითხე, დანარჩენი ნაწილებიც იქ არის, რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი. მოგობოდიშებ რომ მონიტორზე მოგიწევს კითხვა. gul.gif

Posted by: tamriko_faso Jul 17 2012, 06:48 PM

http://urakparaki.com/?m=4&ID=13247 დამავიწყდა ლინკის დაკოპირება, აი ეს საიტია პირველი ნაწილის დანარჩენს შენ თვითონ ნახავ.

Posted by: ანანდა Jul 18 2012, 11:32 AM

QUOTE(tamriko_faso @ Jul 17 2012, 06:48 PM) *
http://urakparaki.com/?m=4&ID=13247 დამავიწყდა ლინკის დაკოპირება, აი ეს საიტია პირველი ნაწილის დანარჩენს შენ თვითონ ნახავ.


ვკითხულობ, საინტერესოა! good.gif

Posted by: Legatus Jul 18 2012, 10:25 PM

tamriko_faso

გაამჯობათ, ის მღვიმე თუშეთში რომ იპოვეს ამ აღმოჩენის შესახებ ტელევიზიაში ან ინტერნეტში ითქვა რამე?

Posted by: tamriko_faso Jul 18 2012, 10:40 PM

არ ვიცი, მე არ მინახავს და არც არავინ შემომხმიანებია, ძეგთადაცვის სამინისტოდან გავიგე შემდეგ კი რადიოში ვიყავი მიწვეული, ისე მნიHვნელოვანი ის მღვიმე ჩემთვისაა, თორემ რა უნდა ეთქვათ რაც ვერ ნახეს? უბრალოდ დაემთხვევაა ძალიან ბევრი, რომანს 33 საფეხური ქვია, ის გვირაბი რომელიც მღვიმეს უერთდება 3300 მეტრია და შემდეგ დიდი ფართობი რომელიც ჩანგრეულია. ჩემ ღომანშიც ასეა, თითო საფეხური ას მეტრიანია და 33 საფეხურია მღვიმემდე, ამდენი დამთხვევა არ შეიძლება. მე თუშეთი თვალითაც არ მინახავს, თუმცა ძალიან მინდა.

Posted by: kate Jul 19 2012, 05:24 PM

tamriko_faso
ძალიან ლამაზი და საინტერესო ნახატები გაქვს. შეიძლება გთხოვო რომელიმე, ზემოთ ნახსენები, ორმთვარიანი ნახატის დადება?!
წინასწარ მადლობთ smile.gif

Posted by: tamriko_faso Jul 19 2012, 06:02 PM

რათქმაუნდა შეიძლება, ეხლავე ავტვირთავ. პირიქით, მადლობა თქვენ. gul.gif

Posted by: tamriko_faso Jul 19 2012, 06:10 PM


Posted by: narilla Jul 29 2012, 12:51 PM

ფსიქიკური პრობლემები როცა ექმნება ადამიანს, ვფიქრობ, ეს მისთვის გარკვეული გამოცდილების მომტანია. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გადალახავს და ხშირ შემთხვევაში, აუცილებლად გადალახავს ხოლმე ის ასეთ მდგომარეობას. ამის შემდეგ, იგი ფსიქიკურად უფრო ძლიერი ხდება!

ფსიქიკური დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე რო იყო ლაპარაკი, არა მარტო, კარმული დაბინძურების ბრალი (სამსკარების შედეგი) შეიძლება იყოს, არამედ ამჟამინდელ ცხოვრებაშიც, ადამიანს, იმდენი რამ ხვდება წინაღობასავით, რო ამანაც შეიძება გამოიწვიოს გარკვეული კომპლექსების, ფობიების, ფსიქოლოგიური სინდრომებისა და ფსიქიკური დაავადებების გაჩენა bf_nonew.gif

ჩემს პირად გამოცდილებას ავღნიშნავ: ვერ ვიტყვი, რთული ბავშვი ვიყავი-მეთქი, მაგრამ მომიწია ფსიქოლოგთან ერთთვიანი კონსულტაციები. ამ შემთხვევაში, ერთ მიზეზს დაგისახელებთ, რომელიც მერე გავაცნობიერე და გავიგე, რო ნამდვლად ამის და ამის გამო იყო ჩემი პრობლემა გამოწვეული. ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ბევრნაირთან, მაგრამ ერთხელაც მომიწია, როგორც მერე გავარკვიე, რეპტილოიდური რასის წარმომადგენელთან ურთიერთობა. იმ ადამიანმა ჩემს ფსიქიკაზე ძალიან ცუდად იქოქმედა, იმოქმედა პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს თავს ვატყობდი, რო სასიცოცხლო ძალებს მართმევდა მასთან კონტაქტი, ენერგია წამერთვა და კიდევ ერთი გარემოება _ მას ვემსგავსებოდი, მასსავით ცივსისხლიანი ვხდებოდი. მოკლედ, ძალიან სწრაფად ღრმა დეპრესიაში დაგაიზარდა და დიდხანს გაგრძელდა... მერე და მერე ავხსენი, რო ის რეპტილოიდური წარმომავლობის იყო და ნელ-ნელა შევძელი მისი ზეგავლენისაგან გათავისუფლება. არამარტო ფსიქოლოგიურად ვატყობდი, რო რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს თავს, ფიზიკურადად ძაან შევიცვალე. მაგრამ მერე ყველაფერი გამოსწორდა და თავის ადგილს დაუბრუნდა...

არსებობენ ენერგეტიკულად ძლიერი და სუსტი ადამიანები, ისინი ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენენ და ამგვარი ურთიერთზეგავლენის შედეგად ადამიანში მიმდინარეობს გარკვეული ფსიქოლოგიური ცვლილებები. ზოგი ენერგეიკულად გვავსებს და ზოგიც პირიქით, გვფიტავს.

Posted by: earth Jul 29 2012, 02:52 PM

narilla

QUOTE
მერე და მერე ავხსენი, რო ის რეპტილოიდური წარმომავლობის იყო

შეგიძლია დაახასიათო რა სახის თვისებებს ავლენდა? ან რამდენი წლის იყავი მის ზეგავლენაში რომ მოყევი და რამდენხანს იმყოფებოდი ასე?

Posted by: narilla Jul 29 2012, 06:05 PM

შემიძლია... ხვლიკივით მწვანე თვალები ჰქონდა (ხვლიკისფერი), სითეთრეშეპარული ქერა თმით, ჰიპნოტური მზერით, ნაკლებს ლაპარაკობდა, უფრო მეტს უსმენდა სხვას...

18 წლის ვიყავი, 3 თვე ვიცნობდი და ამის შემდეგ მომდევნო 6 თვე დეპრესია მქონდა, 6 თვის ტავზე ფსიქოლოგთან ვიარე, გარკვეული მოვლენებიც მოხდა ამ დროს და ჩემთვის ეს უკვე გამოფხიზლებასავით იყო, იმის მერე მდგომარეობიდან გამოვედი.

"მის ზეგავლენაში მოვყევი" მომეწონა, biggrin.gif სტიქიური კატასტროფასავით იყო მართლაც... მის ზეგავლენაში მოვექეცი გინდოდა გეთქვა, ალბათ... wink.gif მოკლედ, ეს იყო და ეს...

Posted by: earth Jul 29 2012, 07:16 PM

რა სახით მოახდინა შენზე ზემოქმედება, თავისი აზრებით, ანუ საუბრობდა და მისმა აზრებმა ასე ვთქვათ მოახდინა შენზე ზემოქმედება, თუ უბრალოდ მისმა ასე ვთქვათ აურამ?

Posted by: narilla Jul 29 2012, 08:01 PM

ავხსნი უფრო დეტალურად, რადგან ასე გაინტერესებს!

ადამიანებს შორის ურთიერთობა, მარტო ფიზიკურ პლანზე, მოგეხსენება, არ მიმდინარეობს. ჩვენი გონება და ჩვენი ემოციები მატერიალურ პლამზე არ "მუშაობს". ამიტომაა, რომ ეს არამატერიალური აზრები და განცდები ადამიანებს შორის აღწევენ. საკითხავია, რამდენად ადვილად, ან რამდენად რთულად, ანუ ხვდებათ თუ არა დაბრკოლებები. ჩვენ ერთმანეთზე ფიქრითაც კი ვახდენთ ზემოქმედებას. ხოლო იმის გათვალისწინებით, რო არსებობენ ენერგეტიკულად ძლიერი და სუსტი ადამიანები, მათ შორის ზემოქმედებაც სხვადასხვა დონისაა. არიან ისეთები, რომლებიც გვავსებენ ხომ ენერგეტიკულად, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელიც გვაცლიან ამ ენერგიას.

ეხლა გეტყვი ჩემს შემთხვევაში როგორ იყო, მის აზრებს და მის საუბარს არ მოუხდებია ჩემზე გავლება, გავლენა მოახდინა ჩემზე იმან, რომ გასაც გავცემდი, იქნებოდა ეს ემოცია, ინფორმაცია... მასთან აღწევდა, მაგრამ საპასუხოს არ ვიღებდი. მკვეთრად გამოხატული ენერგოვამპირი არ იყო, მაგრამ რეპტილოიდური რასის წარმომადგენლის ნიშნებს აშკარად ატარებდა. აი სედარებისთვის, მაგნიტი წარმოიდგინე, იზიდავს, იკრობს და მისგანს მოშორება ძნელია.
აურას რაც შეეხება, ერთნაირი აურა გვქონდა. ერთმანეთში გადადიოდა ჩვენი აურა.

დახასიათებით დავახასიათე და კიდევ ერთი თავისებურება, ძალიან უცნაური იუმორი ჰქონდა, ცინიზმში გადადიოდა...

ასე რომ, ამით რისი თქმა მინდა: არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებენ, თავიანთი სიტყვით, საქციელით და შენ წარმოიდგინე ფიქრითაც კი, მისი მხრიდან იქნება ეს თუ შენი მხრიდან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი საშუალება თავი დაიცვა მისგან, არის მოერიდო მას (თავი დააღწიო) და ენერგეტიკულად გაიწმინდო.

გარდა ამისა, ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით შეუთავსებელი ნიშვენი ვიყავით. ყველაფერს ერთად რომ ავიღებთ, დამერწმუნეთ, შეიძლება უფრო ცუდი შედეგითად კი დამთავრებულიყო ყოველივე... მაგრამ ასე არ მოხდა smile.gif



Posted by: earth Jul 29 2012, 09:56 PM

narilla

QUOTE
მაგრამ ასე არ მოხდა

კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. smile.gif

Posted by: narilla Jul 30 2012, 11:28 PM

QUOTE(earth @ Jul 29 2012, 10:56 PM) *
narilla

კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. smile.gif


"ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება" beerchug.gif

Posted by: damiana Aug 12 2012, 04:50 PM

QUOTE(narilla @ Jul 29 2012, 08:01 PM) *
ავხსნი უფრო დეტალურად, რადგან ასე გაინტერესებს!

ადამიანებს შორის ურთიერთობა, მარტო ფიზიკურ პლანზე, მოგეხსენება, არ მიმდინარეობს. ჩვენი გონება და ჩვენი ემოციები მატერიალურ პლამზე არ "მუშაობს". ამიტომაა, რომ ეს არამატერიალური აზრები და განცდები ადამიანებს შორის აღწევენ. საკითხავია, რამდენად ადვილად, ან რამდენად რთულად, ანუ ხვდებათ თუ არა დაბრკოლებები. ჩვენ ერთმანეთზე ფიქრითაც კი ვახდენთ ზემოქმედებას. ხოლო იმის გათვალისწინებით, რო არსებობენ ენერგეტიკულად ძლიერი და სუსტი ადამიანები, მათ შორის ზემოქმედებაც სხვადასხვა დონისაა. არიან ისეთები, რომლებიც გვავსებენ ხომ ენერგეტიკულად, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელიც გვაცლიან ამ ენერგიას.

ეხლა გეტყვი ჩემს შემთხვევაში როგორ იყო, მის აზრებს და მის საუბარს არ მოუხდებია ჩემზე გავლება, გავლენა მოახდინა ჩემზე იმან, რომ გასაც გავცემდი, იქნებოდა ეს ემოცია, ინფორმაცია... მასთან აღწევდა, მაგრამ საპასუხოს არ ვიღებდი. მკვეთრად გამოხატული ენერგოვამპირი არ იყო, მაგრამ რეპტილოიდური რასის წარმომადგენლის ნიშნებს აშკარად ატარებდა. აი სედარებისთვის, მაგნიტი წარმოიდგინე, იზიდავს, იკრობს და მისგანს მოშორება ძნელია.
აურას რაც შეეხება, ერთნაირი აურა გვქონდა. ერთმანეთში გადადიოდა ჩვენი აურა.

დახასიათებით დავახასიათე და კიდევ ერთი თავისებურება, ძალიან უცნაური იუმორი ჰქონდა, ცინიზმში გადადიოდა...

ასე რომ, ამით რისი თქმა მინდა: არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებენ, თავიანთი სიტყვით, საქციელით და შენ წარმოიდგინე ფიქრითაც კი, მისი მხრიდან იქნება ეს თუ შენი მხრიდან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი საშუალება თავი დაიცვა მისგან, არის მოერიდო მას (თავი დააღწიო) და ენერგეტიკულად გაიწმინდო.

გარდა ამისა, ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით შეუთავსებელი ნიშვენი ვიყავით. ყველაფერს ერთად რომ ავიღებთ, დამერწმუნეთ, შეიძლება უფრო ცუდი შედეგითად კი დამთავრებულიყო ყოველივე... მაგრამ ასე არ მოხდა smile.gif

ვახ, JC_cupidgirl.gif პირიქითაა ეგ პირიქით, ეხლა ხომ ხარ ცარიელი როცა დაკარგე ის ვინც გავსებდა? გაფორიაქებდა? გაინტერესებდა? შენი არაფერი მიჰქონდა.. არ სჭირდებოდა და იმიტომ ,.თავად გაძლევდა ენერგიას და ეს იყო შენი ცხოვრების სავსე ეტაპი, ასე არაა? აბაესაა საქმე ეხლა რომ მშვიდად ცხოვრობ? smile.gif

Posted by: Existence Aug 12 2012, 07:37 PM

damiana

+

Posted by: narilla Aug 12 2012, 10:38 PM

QUOTE(damiana @ Aug 12 2012, 04:50 PM) *
ვახ, JC_cupidgirl.gif პირიქითაა ეგ პირიქით, ეხლა ხომ ხარ ცარიელი როცა დაკარგე ის ვინც გავსებდა? გაფორიაქებდა? გაინტერესებდა? შენი არაფერი მიჰქონდა.. არ სჭირდებოდა და იმიტომ ,.თავად გაძლევდა ენერგიას და ეს იყო შენი ცხოვრების სავსე ეტაპი, ასე არაა? აბაესაა საქმე ეხლა რომ მშვიდად ცხოვრობ? smile.gif



არასწორად გამიგე, პირიქით იყო, უგზო-უკლოდ, უმიზნოდ გავსცემდი, იწურავდა ყველაფერს, თუ ისრუტავდა, როგორ ამბობენ... მაგრამ ცივ აკლდამად რჩებოდა, ცივ აკლდამად, ექოსაც რო გამოსცემს, მაგრამ ისიც საკუტარი ხმისას, მერე რო ნელ-ნელა უსასრულობაში იკარგება...

ერთი ცივსისხლიანი რეპრილია იყო, ადამიანადაც ვერ ჩავთვლი, შენ წარმოიდგინე secret.gif (ეს ჩვენში რო დარჩეს და უფრო კარგად რომ ავხსნა).

სხვათაშორის სისავსეზე გამახსენდა, სისავსე და დამიანობა მე მივანიჩე, იმის მერე დაფიქრდა ის, რო homotattoos გამხდარიყო, ანუ "მთლიანი ადამიანი", შემდგარი და სავსე ადამიანი.

ასე რომ existence ყველაფერი კარგია, თუ შემდგარი ფსიქოლოგიური, ფიზიკური და გონებრივი ურთიერთობა მყარდება ადამიანებს შორის, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც პირიქით ხდება, რადიკალურად საპირისპიროდ, უკიდურესადაც კი და მაშინ, გამოსავლის ძებნას იწყებ ადამიანი, თუ არადა ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ ჩიხში ექცევი girl_sigh.gif

Posted by: narilla Aug 13 2012, 01:10 AM

ასევე, ერთ რამეს ავღნიშნავ homotattoos ეს ტერმინი შემთხვევით არ მომიტანია, ჩემგან ბევრი რამ "აიღო", შეითვისა რაა, ხოდა ეს ტერმინიც ნიკად აქვს, მეტსახელად შერჩა.

იცით, ვცდილობ, დეტალურად ავსხნა და აღვწერო რა როგორ არის, რავი მხატვრული შედარებებით და მთელი ამბებით და ამ დროს, რო ვინმე მეუბნება არა ეს ასე არაა, აი ასეაო, ის აზრიღა მიჩნდება, ჯობდა საერთოდ არაფერი მეთქვა ამის შესახებ, იმიტომ რომ ერთია თქვა რაიმე და მეორე რა ინტერპრეტაციას მისცემ
მით უმეტეს ახსნა აქვს ამ ჩემს ამბავს (უკვე წინა პოსტებში დაწერილი), ჩემთვის ილუზიის ტოლფასიც რომ იყო. ბევრი რამეა ისეთი, რაც ილუზიაა და ამ ილუზიაში ადამიანი თავისი ნებით ვარდება.

Posted by: damiana Aug 13 2012, 02:15 AM

QUOTE(narilla @ Aug 13 2012, 01:10 AM) *
ასევე, ერთ რამეს ავღნიშნავ homotattoos ეს ტერმინი შემთხვევით არ მომიტანია, ჩემგან ბევრი რამ "აიღო", შეითვისა რაა, ხოდა ეს ტერმინიც ნიკად აქვს, მეტსახელად შერჩა.

ბევრი რამეა ისეთი, რაც ილუზიაა და ამ ილუზიაში ადამიანი თავისი ნებით ვარდება.

აი აქ მართლი ხარ...იქნებ შენ ცავარდი ილუზიაში? ასე რომ არ იყოს არც ნიკად აიღებდა შენს მიერ ,,შერქმეულ,, ტერმინს smile.gif არა , ეჭვი კი არ შემაქვს smile.gif ვმსჯელობ smile.gif

Posted by: narilla Nov 12 2012, 11:21 AM

ბიპოლარული აშლილობა

რა არის ბიპოლარული აშლილობა?
ბიპოლარული აშლილობა, ანუ მანიაკალური დეპრესია, არის სამედიცინო დაავადება, რომელიც იწვევს გუნება – განწყობილების, ენერგიის და პიროვნების ფუნქციონირების უკიდურეს ცვლილებებს. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს შეუმჩნეველი ან გამოხატული, და ტიპიურად დიდად იცვლებოდეს ადამიანის ცხოვრების მანძილზე, ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებებში. ამერიკაში 10 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ბიპოლარული აშლილობა, და ეს დაავადება ერთნაირად მოქმედებს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე. ბიპოლარული აშლილობა წარმოადგენს ქრონიკულ და, როგორც წესი, მუდმივ მდგომარეობას მანიის და დეპრესიის პერიოდულად განმეორებადი ეპიზოდებით, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს დღეებიდან თვეებამდე. ის ხშირად იწყება მოზარდობის ან ადრეულ მომწიფების ასაკში, და იშვიათად ჩნდება ბავშვებშიც კი. ადამიანთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, მოითხოვს გარკვეული სახის მუდმივ მკურნალობას მთელი ცხოვრების მანძილზე. იმ დროს როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვანძო ელემენტს ბიპოლარული აშლილობის წარმატებული მკურნალობისათვის, ფსიქოთერაპია, მხარდაჭერა და განათლება მოცემული დაავადების შესახებ ასევე წარმოადგენენ მკურნალობის პროცესის არსებით კომპონენტებს.

რას წარმოადგენს მანიაკალური აშლილობის სიმპტომები?
მანია არის სიტყვა, რომელიც აღწერს ბიპოლარული აშლილობის აქტივიზირებულ ფაზას. მანიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
• ან ხალისიან და ბედნიერ, ან გაღიზიანებულ, გაბრაზებულ, არასასიამოვნო განწყობილებას
• მომეტებულ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას და მოჭარბებულ ენერგიას
• სწრაფად მორბენალ აზრებს და ერთი აზრიდან მეორეზე გადახტომას
• მოჭარბებულ საუბარს, ჩვეულებრივზე უფრო სწრაფ მეტყველებას
• ამბიციურ, ხშირად გრანდიოზულ გეგმებს
• რისკის გაწევას
• იმპულსურ ქმედებას, როგორიცაა ფულის ფლანგვა, სექსუალური გაუფრთხილებლობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
• ძილის შემცირებას დაღლილობს განცდის გარეშე

რას წარმოადგენს დეპრესიის სიმპტომები?
დეპრესია არის ბიპოლარული აშლილობის სხვა ფაზა. დეპრესიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
• ენერგიის დაკარგვას
• გახანგრძლივებულ სევდას
• დაქვეითებულ აქტივობასა და ენერგიას
• მოუსვენრობასა და გაღიზიანებადობას
• კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობას
• წუხილისა და შფოთვის განცდის ზრდას
• ინტერესისა და მონაწილეობის შემცირებას, ნაკლები სიამოვნების მიღებას იმ საქმიანობისაგან, რომელიც ჩვეულებრივ სიამოვნების მომგვრელი იყო
• დანაშაულისა და უიმედობის განცდას
• სუიციდურ აზრებს
• მადის ცვლილებებს (ან მეტის ან ნაკლების ჭამას)
• ძილის ხასიათის ცვლილებას (მეტი ან ნაკლები ძილი)

რას წარმოადგენს "შერეული" მდგომარეობა?
შერეული მდგომარეობა არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მანიისა და დეპრესიის სიმპტომები ერთდროულად გვხვდება. შერეული მდგომარეობის დროს დეპრესიულ განწყობას თან ახლავს მანიაკალური აქტივაცია.

რა არის ციკლის სწრაფი ცვლილება?
ზოგჯერ ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ეპიზოდების სიხშირის ზრდა. როდესაც დაავადების ოთხი ან მეტი ეპიზოდი თავს იჩენს 12 თვის მანძილზე, ამბობენ რომ ასეთ პიროვნებას აქვს ბიპოლარული აშლილობა ციკლთა სწრაფი ცვლილებით. ციკლის სწრაფი ცვალებადობა უფრო გავრცელებულია ქალებში.

რა არის ბიპოლარული აშლილობის მიზეზები?
მართალია, ბიპოლარული აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობას სჯერა, რომ ბიპოლარულ აშლილობას შესაძლებელია ის მრავალი ფაქტორი იწვევდეს, რომელიც ურთიერთქმედებს ერთმანეთთან ქიმიური დისბალანსის წარმოსაქმნელად, რაც, თავის მხრივ, ზემოქმედებას ახდენს ტვინის გარკვეულ ნაწილებზე. ბიპოლარული აშლილობა ხშირად ერთი ოჯახის ფარგლებში მიმდინარეობს, და კვლევები მიუთითებენ მოცემული დაავადების გენეტიკურ კომპონენტზე. სტრესულმა გარემომ ან ნეგატიურმა ცხოვრებისეულმა მოვლენებმა შესაძლებელია იმოქმედონ ძირითად გენეტიკურ და ბიოლოგიურ მოწყვლადობაზე და წარმოქმნან აშლილობა. არსებობს ბიპოლარული ეპიზოდების სხვა შესაძლებელი “გამომწვევები”: დეპრესიის მკურნალობამ ანტიპერესანტული პრეპარატებით შესაძლებელია მოახდინოს მანიაკალურ მდგომარეობაზე გადართვის პროვოცირება, ძილის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მანია, ან ჰიპეთირეოზმა შეიძლება წარმოშვას დეპრესია ან გუნება-განწყობილების გაუწონასწორებლობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიპოლარული ეპიზოდები შესაძლებელია და ხშირად ჩნდება აშკარად გამოკვეთილი გამომწვევების გარეშეც.

როგორ იკურნება ბიპოლარული აშლილობა?
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ბიპოლარული აშლილობის განკურნების საშუალება, ის მაინც ექვემდებარება მკურნალობას და მართვად დაავადებას წარმოადგენს. ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, ადამიანების უმრავლესობამ შეიძლება მიაღწიოს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელი მდგომარეობის ოპტიმალურ დონეს. მედიკამენტოზური მკურნალობა წარმოადგენს წარმატებული მკურნალობის არსებით ელემენტს ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებისათვის. ამასთან, ფსიქოსოციალური თერაპიები, კოგნიტურ–ბიჰევიორულიი თერაპიის, ინტერპერსონალური თერაპიის, ოჯახური თერაპიის ჩათვლით, და ფსიქოგანათლება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს მოცემული დაავადების გაგებაში და იმ უნარ-ჩვევების ათვისებაში, რომელიც გაუმკლავდება ბიპოლარული ეპიზოდების მაპროვოცირებელ სტრესულ ფაქტორებს. დაავადების სხვადასხვა ეტაპზე მედიკამენტების ან დოზირების ცვლილება შეიძლება ისეთივე აუცილებელი იყოს, როგორც ცვლილებები მკურნალობის გეგმაში.


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის კენ დაკუორტის მიმოხილვა, ოქტომბერი, 2006

მასალის წყარო: www.nami.org

Posted by: narilla Nov 12 2012, 11:37 AM


ფსიქოლოგიური განვითარებისა და შემოქმედების ცენტრი "ანიმა" იხსნება და ვისაც სურვილი ან დაინტერესება ექნება, შეუძლია აქ დაკავშირება:

anima_centre@mail.ru

ან

http://www.facebook.com/anima.centre

ფსიქოლოგს, რომელიც აღნიშნულ თერაპიულ კურსს ატარებს, არის რეიკი. კურსი მედიტაციებსაც მოიცავს, ასევე ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტრენინგებს.

Posted by: anima mundi Nov 12 2012, 02:03 PM

რა "ანიმა", პლაგიატები ეგენი biggrin.gif
მიდიხარ შენ? მეც ვნახავდი.. თუ წახვალ მითხარი

Posted by: narilla Nov 14 2012, 06:13 PM

QUOTE(anima mundi @ Nov 12 2012, 02:03 PM) *
რა "ანიმა", პლაგიატები ეგენი biggrin.gif
მიდიხარ შენ? მეც ვნახავდი.. თუ წახვალ მითხარი


biggrin.gif ოკ, გაგაგებინებ smile.gif ...

Posted by: old_man Nov 14 2012, 06:54 PM

ნაირილია ბიოპოლარულ აშლილობაზე საინტერესო ინფო იყო. good.gif თუ რამეს მოძებნი დადე კიდევ. mail1.gif

ახლა მაინტერესებს რომელიმე ფორუმელს რამე ფსიქიური აშლილობა ხომ არ ჭირდა? საინტერესოა უშუალოდ მოსმენა იმ ადამიანისგან რას გრძნობდა, რაზე ფიქრობდა. პირველწყარო იქნება...არ მოგერიდოთ დაწერეთ. აქ ყველა ყოფილი ან მომავალი გიჟები ვართ

Posted by: Atm@n Nov 14 2012, 07:07 PM

QUOTE(old_man @ 14th November 2012 - 06:54 PM) *
რას წარმოადგენს მანიაკალური აშლილობის სიმპტომები?
მანია არის სიტყვა, რომელიც აღწერს ბიპოლარული აშლილობის აქტივიზირებულ ფაზას. მანიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
• ან ხალისიან და ბედნიერ, ან გაღიზიანებულ, გაბრაზებულ, არასასიამოვნო განწყობილებას
• მომეტებულ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას და მოჭარბებულ ენერგიას
• სწრაფად მორბენალ აზრებს და ერთი აზრიდან მეორეზე გადახტომას
• მოჭარბებულ საუბარს, ჩვეულებრივზე უფრო სწრაფ მეტყველებას
• ამბიციურ, ხშირად გრანდიოზულ გეგმებს
• რისკის გაწევას
• იმპულსურ ქმედებას, როგორიცაა ფულის ფლანგვა, სექსუალური გაუფრთხილებლობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
• ძილის შემცირებას დაღლილობს განცდის გარეშე

რას წარმოადგენს დეპრესიის სიმპტომები?
დეპრესია არის ბიპოლარული აშლილობის სხვა ფაზა. დეპრესიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
• ენერგიის დაკარგვას
• გახანგრძლივებულ სევდას
• დაქვეითებულ აქტივობასა და ენერგიას
• მოუსვენრობასა და გაღიზიანებადობას
• კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობას
• წუხილისა და შფოთვის განცდის ზრდას
• ინტერესისა და მონაწილეობის შემცირებას, ნაკლები სიამოვნების მიღებას იმ საქმიანობისაგან, რომელიც ჩვეულებრივ სიამოვნების მომგვრელი იყო
• დანაშაულისა და უიმედობის განცდას
• სუიციდურ აზრებს
• მადის ცვლილებებს (ან მეტის ან ნაკლების ჭამას)
• ძილის ხასიათის ცვლილებას (მეტი ან ნაკლები ძილი)


გასაგებია... ანუ მანიაკალურმა პერიოდმა ჩაიარა და დეპრესიული პერიოდი დამეწყო?! unsure.gif

Posted by: chemikerin Nov 14 2012, 07:19 PM

old_man

QUOTE
აქ ყველა ყოფილი ან მომავალი გიჟები ვართ

სად აქ?

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tikoroma Nov 14 2012, 07:45 PM

Atm@n

ციტატა
გასაგებია... ანუ მანიაკალურმა პერიოდმა ჩაიარა და დეპრესიული პერიოდი დამეწყო?!
მე კი პირიქით biggrin.gif

Posted by: narilla Nov 14 2012, 08:06 PM

QUOTE(old_man @ Nov 14 2012, 06:54 PM) *
ნაირილია ბიოპოლარულ აშლილობაზე საინტერესო ინფო იყო. good.gif თუ რამეს მოძებნი დადე კიდევ. mail1.gif



მადლობა oldman smile.gif u'r welcome

ამ ბიპოლარული აშლილობის სინდრომმა შემთხვევით დამაინტერესა, ჩემი უსაყვარლესი მუსიკალური შემსრულებელი Sinéad O'Connor აღმოჩნდა ამით "დაავადებული".

Posted by: narilla Nov 28 2012, 07:00 PM

QUOTE(narilla @ Nov 12 2012, 11:37 AM) *
ფსიქოლოგიური განვითარებისა და შემოქმედების ცენტრი "ანიმა" იხსნება და ვისაც სურვილი ან დაინტერესება ექნება, შეუძლია აქ დაკავშირება:

anima_centre@mail.ru

ან

http://www.facebook.com/anima.centre

ფსიქოლოგს, რომელიც აღნიშნულ თერაპიულ კურსს ატარებს, არის რეიკი. კურსი მედიტაციებსაც მოიცავს, ასევე ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტრენინგებს.


ხვალ, 29 დეკემბერს 19:00 სთ-ზე არის პირველი შეხვედრა.

მისამართი: წინამძღვრიშვილის 89

Posted by: kindatma Nov 29 2012, 07:35 PM

ვა რა საინტერესო სტატია იყო შიზოფრენიაზე good.gif სხვათაშორის ჩემი აღმოვაჩინე რომ მეც ეგრე მაქ.და ხანდახან საერთოდ ვიგაცას ველაპარაკები ერთი მხარე ამბობს კის მეორა არას და რაღაცა დიალოგივით გამოდის ხოლმე.და სულ ორი აზრი მაქ ხოლმე რაღაცაზე ნუ რაღაც კონკრეტულზე

Posted by: kindatma Nov 29 2012, 07:47 PM

ჩემი კლასელი გაგიჟდა ტო.ტყული დაიწყო ბევრი.არვიცი რის გამო მარა ბოლო 2 წელი სულ რაღაცეებს იგონებს იქ იმდენი დავლიე აქ იმდენი მოვწიე ის იმდენი ვიჩხუბე.ხო ეს არაუშავს მეტ ნაკლებად ყველას ახასიათებს.და ის რომ ცნობილ ადამიანებთან ნათესავობას იგონებს?ერთი შოკი არის რა გერმანელი რეპერი.და მაგის მოსმენა დაწიყოოო.ორი წლის მერე შოკი ბიძაჩემიაო გინდ დჯეროდეს გინდ არაო და ტიპმა შეთხზა მონაყოლი რო მაგასთან ბამბერგში იყო და რა ნახა რა გადახდა თავს.თან ეჭვი მეპარება რომ იმდენად სჯერა თავისი ტყუილის რო ავიწყდება ვინ არის და მართლა რა ხდება მის გარშემო.არა ვიცი ისე ჩოულებრივი პაკაზუხა რო არის რა იმდენი დავლიე და რამე მარა ES TIPI SRULI SERIOZULOBID LAPARAKOBS ფეისბუქზე შექმნა შოკის გვერდი თვითონ რა და შედის ხოლმე და თავის ფეისბუქსი აქვეყნებს ხოლმე ვითომ შოკი წერს რო ხვალ შვეიცარიულ საათს გაჩუქებ და რამე.კაროჩე ვეღარ ვცნობ.მე მატყუებს მე!!ბავშვობის მეოგობარს!!!!ეგ რა უნდა იყოს ეგეთი ტოო!!!!აი ტრუსიკიდან დაწყებული თმის ღერით დამთავრებული რო ყველაფერი ვიცი მაგაზე,და მაინც მოდის და ყვება!!!ხოდა ჩემი აზრით ფსიქიკური დაავადებაა.ვენებს იჭრის თვეში ერთხელ.ზლივს გადავარჩინე.შემახსენეთ რა რა ქვია ამ დაავადებას გამიგია ფამილიარობა ამდაგვარი

Posted by: anima mundi Nov 30 2012, 01:32 AM

narilla

კიდევ როცა წახვალ შემატყობინე და წამოვალ :*

Posted by: Lashapoli Nov 30 2012, 09:32 AM

QUOTE(kindatma @ Nov 29 2012, 08:47 PM) *
ჩემი კლასელი გაგიჟდა ტო.ტყული დაიწყო ბევრი.არვიცი რის გამო მარა ბოლო 2 წელი სულ რაღაცეებს იგონებს იქ იმდენი დავლიე აქ იმდენი მოვწიე ის იმდენი ვიჩხუბე.ხო ეს არაუშავს მეტ ნაკლებად ყველას ახასიათებს.და ის რომ ცნობილ ადამიანებთან ნათესავობას იგონებს?ერთი შოკი არის რა გერმანელი რეპერი.და მაგის მოსმენა დაწიყოოო.ორი წლის მერე შოკი ბიძაჩემიაო გინდ დჯეროდეს გინდ არაო და ტიპმა შეთხზა მონაყოლი რო მაგასთან ბამბერგში იყო და რა ნახა რა გადახდა თავს.თან ეჭვი მეპარება რომ იმდენად სჯერა თავისი ტყუილის რო ავიწყდება ვინ არის და მართლა რა ხდება მის გარშემო.არა ვიცი ისე ჩოულებრივი პაკაზუხა რო არის რა იმდენი დავლიე და რამე მარა ES TIPI SRULI SERIOZULOBID LAPARAKOBS ფეისბუქზე შექმნა შოკის გვერდი თვითონ რა და შედის ხოლმე და თავის ფეისბუქსი აქვეყნებს ხოლმე ვითომ შოკი წერს რო ხვალ შვეიცარიულ საათს გაჩუქებ და რამე.კაროჩე ვეღარ ვცნობ.მე მატყუებს მე!!ბავშვობის მეოგობარს!!!!ეგ რა უნდა იყოს ეგეთი ტოო!!!!აი ტრუსიკიდან დაწყებული თმის ღერით დამთავრებული რო ყველაფერი ვიცი მაგაზე,და მაინც მოდის და ყვება!!!ხოდა ჩემი აზრით ფსიქიკური დაავადებაა.ვენებს იჭრის თვეში ერთხელ.ზლივს გადავარჩინე.შემახსენეთ რა რა ქვია ამ დაავადებას გამიგია ფამილიარობა ამდაგვარი

მაგარი გადმოცემის მანაერა გაქვს biggrin.gif biggrin.gif good.gif

Posted by: narilla Nov 30 2012, 01:15 PM

QUOTE(anima mundi @ Nov 30 2012, 01:32 AM) *
narilla

კიდევ როცა წახვალ შემატყობინე და წამოვალ :*


გუშინ ვიყავი, ანუ 29 ნოემბერს, შეცდომით დამეწერა... შემდეგი კვირას იქნება და დროს შეგატყობინებ.

Posted by: kindatma Nov 30 2012, 03:52 PM

biggrin.gif

Posted by: anima mundi Nov 30 2012, 05:05 PM

ყველაზე დიდ ფსიკური დაავადება სჭირს ქალებს
იმიტომ რომ იბადებიან ქალებად!
ჯანდაბა!! biggrin.gif
ეს შური, ქალური რაღაც ეგო.. კოშკა როგორი მართალი იყო ყოველთვის ქალებზე რასცა ამბობდა! არა ღისი ვარ! ღირსი ვარ! მირჩიოს საქმეები ეხლა ამ გოგოებმა, ვიღაც ბიჭის გამო.. არა, ვერ ვხდებოდი რო ეგრე უყვარდა და მე რო ვერთობოდი მაგას გული სტკიოდა?
ვხდებოდი! მარა მაინც ვკაიფობდი.. ხო და ღირსი ვარ!! biggrin.gif ეხლა რო შურისძიება უნდა და დაქალები ამიმხედრა..

მე, მე ამიმხედრა დაქალები იმს გამო რო შეყვარებული არ ვახიო.. ვაიმე კოსმოსო, რისთვის?? მე რატო მეხბა ასეთი რაღაცეები?? biggrin.gif biggrin.gif მე, მე, მე ,მეეე მე )))) აჰ.. არ გამეცინოს მაინც..
ქალები საერთოდ დაბადებიან სამკურნალოები არიან მგონი.. ყველაფერს ივიწყებენ როცა ბიჭს ეხება საქმე.. ტფუი
აი შეყვარებულ თავში ეჭვშეპარულ ქალზე უარესი მტერი არ ინატრო ადამიანმა..
რამდენჯერ.
ამას რათქმაუნდა ვისწავლი და მეტჯერ აღარ გამოვიწვევ, მარა.. ყველა ქალი სამკურნალოა უფრო მეტად დვირე კაცები.
რა ქვია ამ დაავადებას არ ვიცი რო გVჭირს.. რაღაც უდნა ერქვას :||||
მეცნიერებმაც ვერ შიეცნეს ქალის ფენომენი და ქალის ლოგიკა, რას რატომ აკეთებენ.. რისთვის. რა მოტივით. რატო ა ყველა ქალი ქალის მტერი? რა იდოტური სტერეოტიპებია ეს..
ცენტრში რო მივალ პირველი ეგ უნდა ვკითხო და ამის ემრ,ე ვაბშე ამრტო მაგას ვიკვლევ sad.gif sad.gif

ალბათ კარმული კვაშირები მაქვს და პირველი ანხვიდან იმიტომ ამითალწუნა sad.gif

kindatma

მშობლები ყავს?
წამოყვანე ანიამს ცენტრში ეგეც. არ ვიცი რა ქვია.. მარა შეპყრობილი ეგ ანმდვილად.. კაკ მინუმუ ოთხი ხუთი დემონი პროგრამა მართავს მაგას და გამოხატვა არ შეუძლია. ვერც ხვდება და სხვანაირად უნდა.. მართლა, ამ ცენტრში წამოიყვანე.

Posted by: narilla Dec 1 2012, 03:14 PM

anima

ძალიან მინდა რო მიხვიდე და შენთვის საჭირო კითხვებზე მიიღო პასუხი. კარგი იქნება, მასთან მისვლა შენთვის რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი გამოცდილების მომტანი იქნება. პირადად მე როცა წამოვედი პირველი შეხვედრის შემდეგ, ისიც კი ვიფიქრე, ნეტა, იგივე კურსში სხვებიც ჩაერთონ-მეთქი. თუმცა მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი.

წარმატებები ანა kiss1.gif

Posted by: narilla Dec 3 2012, 12:02 AM

დღეს იყო მორიგი ტრენინგი "ანიმას" ცენტრში. ყველაფერს ვერც და არც დავწერ აქ, მაგრამ ავღნიშნავ, რო ჩემში უფრო მეტი შესაძლებლობები დავინახე, ვიდრე აქამდე მქონდა. მაგრამ არა მხოლოდ დავინახე, რეალურად ხელშესახებიც არის უკვე ჩემთვის. მოხარული ვარ რო ამ კურსის ხელმძღვანელს ვიცნობ და ის _ მე, ბავშვობიდან. ამიტომაა რო ჩემზე მუდამ დადებითი გავლენა და შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. თუმცა ანას შემთხვევაშიც რაღაც შეიცვალა და ჩემი მიზანიც ამით მიღწეულია.

ხო კიდევ...

ანა, იმ სავარჯიშოების გაკეთება არავისთან არ ღირს, ჩავთვალოთ საინტერესო ეპიზოდად და ჩვენს პირად გამოცდილებად, რომელიც ყველამ, ვისაც სურვილი ექნება, საკუთრივ უნდა გაიაროს. თუ რამე იდეა იქნება ცალკე დაგელაპარაკები ამაზე wink.gif

Posted by: kindatma Dec 3 2012, 12:49 AM

ააა ეე მარტო ქალებისთვის არი ხო აა ეეე....

Posted by: narilla Dec 3 2012, 07:27 PM

QUOTE(kindatma @ Dec 3 2012, 12:49 AM) *
ააა ეე მარტო ქალებისთვის არი ხო აა ეეე....



ხო, თუ მამაკაცებისთვისაც გაიხსნა, მაშინ "ანიმუს" დაერქმევა wink.gif

Posted by: kindatma Dec 3 2012, 11:05 PM

ვა ვაა იმედია გაიხსნება მე ხომ ანიმუსი ვარ....

Posted by: kindatma Dec 3 2012, 11:05 PM

სავარაუდოდ კაცს ნიშნავს ? biggrin.gif

Posted by: MinD Dec 12 2012, 04:36 PM

გამარჯობათ ეზოთერიკებო!
თითქმის ერთი წელი სრულდება რაც "მე თქვენთან ვარ", მაგრამ ჯერ ერთი პოსტიც არ დამიპოსტავს. მიჩნდებოდა კითხვები, მაგრამ თქვენი პოსტები ამომწურავად მპასუხობდნენ.(ახლა დაპოსტვის სურვილი იმან გამიჩნია კიდე, რომ ზეტს თურმე წაუშლია ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საერთოდ არ პოსტავდნენ... ხო და ახლა წაშლა მინდა მე? crazy.gif "


ანანდა

QUOTE
ეს ”მეგობარი” - სხვადასხვა განმარტებებით განიხილება როგორც ”მფარველი ანგელოზი”, ”კეთილი სული”


ამ თემაში იმიტომ ვპოსტავ, რომ მეც "მყავდა ბავშვობის მეგობარი". ეს დამეწყო შარშან, მას შემდეგ, რაც წავიკითხე რონ ჰაბარდის - "დიანეტიკა" (ეს წიგნი ცოტა უცნაურად "გავიცანი", რაზეც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი. არამგონია ეს აქ გამოგვადგეს ამიტომ გვერდს ავუვლი).

როგორც თქვით ეს "ბავშვობის მეგობარი გვტოვებს" რაღაც დროის განმავლობაში. დაახლოებით მეც იგივე დამემართა. ჩვენი უწყვეტი "მეგობრობა", მხოლოდ 7-8 თვე გაგრძელდა. დღესაც მახსენებს თავს, ოღონდ ძალიან დიდი შუალედებით...

იმ წიგნის წაკითხვის შემდეგ შემიბყრო აპათიამ იმ გარემოს მიმართ, სადაც მე ვიმყოფებოდი. მე მათთან ვიყავი მაგრამ ამავდროულად არც ვიყავი, რადგან სულ ჩაფიქრებული და მდუმარე ვიყავი. ჩემი აზრით ამ დუმილმა ჩემში რაღაც მიმალული უნარები გააღვიძა, რამაც სრულიად შემცვალა. მეგობრებისგან ვისმდენდი ათას შენიშვნას: "ასე ნუ აკეთებ; ისე ნუ აკეთებ; არ შეიძლება ასე, როგორც იქცევი". ბოლოს ისე მოხდა რომ ისინი ჩემთვის უინტერესო ადამიანებად იქცნენ. იმ პერიოდში თითქმის სულ ვლოცულობდი და ვმარხულობდი, რამაც ალბათ ის უნარი გამიღვიძა რასაც "ფიქრების წაკითხვა" ქვია. ოღონდ მას ვერ ვაკონტროლებდი. თავისით მეუფლებოდა რაღაც, რის შემდეგაც მე ეს გამომდიოდა...

ერთი პერიოდი სულ მზეს ვუყურებდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვუყურებდი. ბუნებას ვუგდებდი ყურს, ვგრძნობდი თითოულ წამს.

მერე პრახტის - "ოკულტიზმი" წავიკითხე, რამაც რაღაც გარკვეული დონით ამამაღლა და გამარკვია იმ მოვლენებში რაც ხდებოდა ჩემში... მერე თქვენ გიპოვეთ და აეწყო ცხოვრება biggrin.gif.

ჩემი აზრით შესაძლებელია ამ "ბავშვობის მეგობრის" მართვა (ჩართვა/გამორთვა).

ეს ჩემი პირველი პოსტია. თან დღეს ოცდამეერთე საუკუნის მეთორმეტე წლის მეთორმეტე თვეა (12.12.12).

მადლობა angelchik.gif

Posted by: tikoroma Dec 12 2012, 05:04 PM

MinD
კეთილი იყოს შენი მოსვლა smile.gif
საინტერესოა, როგორია შენი მეგობარი?
მეგობრის ჩართვა-გამორთვა რას ნიშნავს? ალბათ გულისხმობ, რომ შენი ნების გარეშე არ გეკონტაქტება?

Posted by: MinD Dec 12 2012, 06:24 PM

tikoroma

რაც არ უნდა გამეკეთებინა, ის ჩემი ფიქრებით, გრძნობებით და კიდე რავიცი თითქმის ყველაფრით მანიშნებდა თუ რა შედეგს მომიტანდა ამის გაკეთება(განხორციელება, ეს ქმედება), ანუ მომავალში მახედებდასავით(დაახლოებით კარმულ დონეზე). მე ამას არ ვუწოდებ "ბავშვობის მეგობარს", ეს იგივე ჩემი გონებაა, რომელიც სხვანაირადაა დაპროგრამებული. შემდეგ ვისწავლე სურვილისდამიხედვით დაპროგრამება, მაგრამ ეს ძალიან სახიფათოც იყო, რადგან რაც უფრო ღმრად შევდიოდი მით უფრო ვშორდებოდი დღევანდელ რეალობას. მე არ მჯერა შემთხვევითობის და ამას ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვამტკიცებ კიდეც. ეტყობა იმიტო, რომ მე თითქმის ყველაფერს ვუკვირდები და სანამ მიზეზამდე არ მივალ მანამდე არ ვჩერდები(არ ჩერდება ჩემი გონება თუ რაც ქვია თქვენ უკეთ იცით). ყველაფერს ვარქმევ რაღაცას და ეტყობა ამის ბრალიც არის... ეს დაპროგრამების უნარი მერე წამერთვა "ბავშვობის მეგობართან" ერთად. ახლა ვცდილობ მოვიკრიბო ძალა და ისევ დავიწყო ჩემ თავთან მეცადინეობა მაგრამ ძალიან მიჭირს... ახლა თან ვერ ვიცავ მარხვას... ენერგიას ვფლანგავ ისე უბრალოდ და არ გამომდის კონტროლი...


QUOTE
მეგობრის ჩართვა-გამორთვა რას ნიშნავს? ალბათ გულისხმობ, რომ შენი ნების გარეშე არ გეკონტაქტება?


ხო smile.gif

Posted by: tikoroma Dec 12 2012, 06:51 PM

MinD
მე რეალში არ მქონია მაგის გამოცდილება. მაგრამ სიზმარში ასტრალში გასვლისას მყავს მეგზური, რომელიც არ მინახავს, ხმა მესმის ხოლმე. მითხრეს, ქვეცნობიერი გაყოლებს მეგზურს, რომ უფრო მეტად დამაჯერებელი იყოს ეს ხილვებიო. და საერთო ეს მენიშნა ჩვენს შორის, რამდენად შეიძლება ჩემივე გონება ან რაიმე ჩემივე ნაწილი იყოს ის და არა სხვა ასტრალური არსება?

ციტატა
შემდეგ ვისწავლე სურვილისდამიხედვით დაპროგრამება, მაგრამ ეს ძალიან სახიფათოც იყო, რადგან რაც უფრო ღმრად შევდიოდი მით უფრო ვშორდებოდი დღევანდელ რეალობას.

რეალობას აპროგრამებდი? ვერ გავიგე

Posted by: MinD Dec 12 2012, 07:28 PM

tikoroma

QUOTE
რომ უფრო მეტად დამაჯერებელი იყოს ეს ხილვები
ამან ერთი მომენტი გამახსენა: ჩემი "ბავშვობის მეგობარი" ასეთ პირობას მიყენებდა: "ან მე გამომყევი ან თავს დაგანებებ. როცა მიხვდები, რომ გჭირდები, მაშინ ძნელი იქნება შენი სურვილის მოწვდენა ჩემამდე". მე ის თითქოს მანიშნებდა თავისი "ყოფით", რომ მე ჭეშმარიტების გზაზე ვიდექი და რაღაცნაირად სტიმულსაც მაძლევდა ბრძოლის(ალბათ შეიძლება ამ ბრძოლის აცილება თავიდან, მაგრამ ეს ჩემი აზრით თვითონ ადამიანში დევს).

ასტრალზე ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით შენი მომენტი ცოტა სადაოა. შეიძლება ის იყოს შენი ადამიანური არსების რომელიღაც(ან რაღაც) "მხარე". მაგრამ სრულიად დასაშვებია, რომ ის იყოს რაღაც სხვა, ასტრალური არსება.

QUOTE
რეალობას აპროგრამებდი? ვერ გავიგე


არა. რაღაცნაირად მოდიოდა ჩემთან ის ინფორმაცია თუ როგორ მომეპოვებინა ესა თუ ის უნარი. ჩემით ვიგონებდი რაღაც სავარჯიშოებს, თითქოს ზუსტად ვიცოდი ის რას, ტვინის რა ნაწილს ამიმუშავებდა(თუ რაღაც მსგავსი). ჩემს სხეულს და გონებას სრულიად ვფლობდი, მაგრამ აქ ერთი დემონი მიშლიდა ხელს - დავარქვათ მას დღესდღეობით გამეფებული "სექსუალური მანიაკი" ( biggrin.gif ), რომელიც ცდილობს ადამიანებს აგრძნობინოს ეს "სიამოვნება". მე ჩემს თავს ვერ შევარქმევდი შებყრობილს. მაშინ ასე მეგონა, რომ პირიქით, მე ვიყენებდი მას რაღაცისთვის. "ბავშვობის მეგობარი" კი ამაზე ძალიან წუხდა... მთელი "თავისი არსებით" ცდილობდა მე დამენახა ეს დემონი... მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა რაც მაგი "გამშორდა".

რაც შეეხება რეალობის დაპროგრამებას, დღესაც ვფლობ ამ უნარს.. ზუსტად ვიცი რა დროს მოხდება "ცუდი ამბავი(ტრაგედია)" ან სასიხარულო(ანუ "გამიმართლეს" თუ არა. აი დაახლოებით ჰოროსკოპებში რომ არის აღნიშნული, რომ თქვენ ამ და ამ დღეს ეს და ეს გამოგივათ არ დანებდეთ და ა.შ.). ეს დაახლოებით რაჯა იოგაში შემავალი საფეხურების მსგავსია(ასე ვთქვათ >> რაჯა იოგაში რა საფეხურებიც არის იქიდან გამომდინარეობს ეს). ეგ თქვენ უფრო კარგად იცით. მე მხოლოდ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვფლობ რაღაც მწირ ცოდნას, როგორც "უცოდინარი" გლეხი.

Posted by: tikoroma Dec 12 2012, 07:54 PM

MinD

ციტატა
მე მხოლოდ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვფლობ რაღაც მწირ ცოდნას, როგორც "უცოდინარი" გლეხი.

მეც ასე ვარ biggrin.gif
ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი.
მსგავსი რაღაცეები და მეც გამომიცდია, თუმცა 'მეგობარი' არ მყოლია, ცოდნას ვიღებდი მაგრამ არა გაპიროვნებული არსებისგან, არ ვიცი საიდან smile.gif

Posted by: MinD Dec 12 2012, 09:01 PM

QUOTE
ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი.

ძალიან კარგი.
წარმოიდგინე ახლა ჩემთვის რა კარგი დღე გათენდა: 1 წელიი სრულდება რაც თქვენს პოსტებს შევციცინებ და ვივსები, ახლა კი ჩემი პოსტიც დაიდო... ახლა რა შესადარია ჩემი პოსტი და თქვენი პოსტი მაგრამ მაინც ხომ გამოჩნდება თქვენ პოსტებთან wub.gif Laie_10.gif tender.gif ....
ალბათ მიხვდით თუ როგორ მავსებთ თქვენ და თქვენი პოსტები. აქ არაერთხელ უთქვათ სამადლობელი იმისთვის რომ თქვენ არსებობთ... თქვენ და ისევ თქვენ! ახლა კი ჩემთან ერთად თქვენც! whistling.gif tongue.gif (უფრო სწორი იქნება თუ ვითქვი, რომ თქვენთან ერთად მეც!)

მადლობა თქვენ, რომ არსებობთ და მადლობა ჩემს "წინამძღოლს", იმისთვის, რომ თქვენთან შემახვედრა(პოსტების საშუალებით "მაინც") yahoo.gif

Posted by: anima mundi Dec 13 2012, 01:03 AM

MinD

შენი ბავშობის მეგოაბრი, ცაკე სხვა არსება იყო და ხედავდი თუ შენში აღიქვამდი? smile.gif არის მსოაზრება რომ, დედამიწაზე მოსულები ვართ სხვდასხვა გალატიკებიდან სულეირ ოჯახებატ დ ავინც ჩვენი ოაჯხიდან ინკარნრიებული არაა ადამიანში, ის ეხმარება თავის ნაწილს ამ რეალობაში.. უხიალავია, მაგრამ გღძნობენ smile.gif)))))

მეც მომეწონა შენი პოსტები, მგონი პირველად მექნება ბედნიერება მე ჩუმად ვიყო და სხვას მოვუსმინო biggrin.gif
და რამდენი წლის ხარ და რა სქესის, ხომ ვერ გვეტყვი smile.gif

Posted by: Qocho Dec 13 2012, 01:06 AM

ისე არაფსიქიკური დაავადება არსებობს?

Posted by: old_man Dec 13 2012, 01:39 AM

MinD
ძაან საინტერესოა, რაც დაწერე და თვითონაც გამორჩეული ადამიანი ხარ, იგრძნობა პირველი პოსტიდან smile.gif


სურვილების დაპროგრამება ახსენე და შეგიძლია ამაზე ცოტა დაწვრილებით სხვა თემაში გვიამბო?

Posted by: MinD Dec 13 2012, 01:39 AM

anima mundi

მხოლოდ ვგრძნობდი. თუ კონცენტრაციას მოვიკრებდი, დაახლოებით ისე ვგრძნობდი მის არსებას როგორც ხორციელს ამ მაგალითიდან გამომდინარე: როცა წინ იყურები და უკან ვიღაც გიდგას გრძნობ ვიღაცის მზერას ან უბრალოდ რომ დგას შენს უკან "რაღაც"... ენერგიულ ნაკადს გრძნობ, თითქოს ქარი უბერავს და შენამდე აღწევს.
ეს არ ხდებოდა ყოველთვის. ამ არსებას ისე ვგრძნობდი, როგორც "მფარველ ანგელოზს". ერთხელ მოვდიოდი ქალაქიდან და უცებ წარმომესახა, თითქოს წამში ვიხილე მთელი საუკუნე, მთელი პროცესი ცხოვებისა... ვნახე აყვავებეული და ცეცხლმოდებული სამყარო, რომელიც ჩემზე იყო დამოკიდებული. ყველა შესაძლო სიტუაცია ვიხილე, თუ რომელი ქმედების დროს როგორ გადაიქცეოდა ეს ორი ზამყარო. დაახლოებით ჩემ კარმაზე იყო აგებული. თითოს ჩემი კარმის ანარეკლი იყო.

მე საერთოდ ბევრ რამეს ვგრძნობ მაგრამ არ ვიცი ამას სხვაც თუ გრძნობს. ალბათ სხვაც გრძნობს, ან უბრალოდ შეუძლია მიანც, რომ იგრძნობს, თუ მოინდომა.

QUOTE
მგონი პირველად მექნება ბედნიერება მე ჩუმად ვიყო და სხვას მოვუსმინო


სამწუხაროდ, არ ვარ ამ საკითხში კარგად კარკვეული. ყველაფერზე ჩემეული პასუხი და ახსნა გამაჩნია. დასკვნას კი იმ ინფორმაციიდან ვაკეთებ რასაც თქვენგან ვიღებ, თქვენი დასკვნებიდან გამომდინარე და ჩემი ცხორებისეული სიტუაციებიდან...

მე თქვენზე არც ისე ბევრად ან ზოგიერთზე ბევრად უმცროსი ვარ. ცოტნე მქვია და ვარ 17 წლის.

Posted by: MinD Dec 13 2012, 01:45 AM

old_man

მე არ ვფლობ ისეთ ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის ახალი იქნება. მხოლოდ შემიძლია დიდი დიდი მაგალითები მოგიყვანოთ. ამას კი ალბათ დუმილი ჯობია. მომავალ პოსტებში შემოგიერთდებით სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. რადგან დავიწყე დაპოსტვა, ბარემ აგყვებით.... შეძლებისდაგვარად...

QUOTE
თვითონაც გამორჩეული ადამიანი ხარ

არანაირად არ გამოვირჩევი ვინმესგან. მე ის ვა რაც თქვენ. უბრალოდ ასე ვთქვათ სულის სიდიადეშია განსხვავება l_book.gif

Posted by: anima mundi Dec 13 2012, 01:54 AM

MinD

ნამდვილი და ღირებული ზუსტად შენივე გამოცდილება.. სხვისი გამოცდილებების წაკითხულიდან ცოდნას არაფრად ვთვლი smile.gif
მოდი აუცილებალდ შეხვედრაზე ცოტნე და შენი მეგობარიც წამოიყვანე.. იქნებ დაგველაპარაკოს კიდეც kiss1.gif

QUOTE
თითქოს წამში ვიხილე მთელი საუკუნე, მთელი პროცესი ცხოვებისა... ვნახე აყვავებეული და ცეცხლმოდებული სამყარო, რომელიც ჩემზე იყო დამოკიდებული. ყველა შესაძლო სიტუაცია ვიხილე, თუ რომელი ქმედების დროს როგორ გადაიქცეოდა ეს ორი ზამყარო. დაახლოებით ჩემ კარმაზე იყო აგებული. თითოს ჩემი კარმის ანარეკლი იყო.


ეს მაგარი შეგრნებაა, კოსმოსიურ პასუხისმგებლობას გაახლოვებს.. ჩემი გაგებით)))

Posted by: MinD Dec 13 2012, 02:06 AM

anima mundi

არა, მთლა ნუ გავაუფასურებთ სხვის აზრს რომელიც დაასკვნა თავისი ცხოვრებიდან(ცხოვრებებიდან) გამომდინარე. unsure.gif

QUOTE
მოდი აუცილებალდ შეხვედრაზე ცოტნე და შენი მეგობარიც წამოიყვანე.. იქნებ დაგველაპარაკოს კიდეც kiss1.gif


რომ შემეძლოს მოვიდოდი. მე დასავლეთიდან ვარ, ზუგდიდში ვცხვორობ. წელს ვაბარებ და ვნახოთ სად წამიყვანს დროება...

პ.ს დაგეგმილი კი მაქვს, რომ ჯავახიშვილში მოვხვდე მაგრამ ჯერ რაღაცეები უნდა ავუსრულო "მას", თორემ კოსმოსი არ მიიღებს ჩემს სურვილს შესაბამის დონეზე... astronomer2.gif ( რა თქმა უნდა ჩემი ქვეცნობიერიდან გამომდინარე smile.gif )

თუ "დროებამ" ისურვა, ერთმანეთს მაინც ვერ ავცდებით. მე იმედი მაქვს, რომ შემოგიერთდებით. 2lbkos0.gif

Posted by: earth Dec 13 2012, 08:43 AM

MinD welcomeani.gif
კარგია, რომ დაპოსტე wink.gif

Posted by: old_man Dec 19 2012, 01:11 AM

მცირე სიუჟეტი ბავშვების შიზოფრენიაზე. ინგლისურად.
http://www.youtube.com/watch?v=B9v4FsKXmj8

Posted by: natuka Dec 19 2012, 12:15 PM

MinD
kiss1.gif

Posted by: narilla Dec 19 2012, 06:49 PM

QUOTE(kindatma @ Dec 3 2012, 11:05 PM) *
სავარაუდოდ კაცს ნიშნავს ? biggrin.gif


kindatma მაშინვე ვერ გიპასუხე და ეხლა დავდებ ინფოს, რომლიდანაც ამომწურავად შეიტყობ "ანიმა-ანიმუსის" შესახებ smile.gif


http://geosexmd.com/2011/10/08/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98/#more-934

Posted by: tikoroma Dec 29 2012, 02:25 PM

მწვავე ფსიქოზი - მე ვლაპარაკობ კატასთან;

მწვავე ჰალუცინაციური ფსიქოზი - მე ვლაპარაკობ არარსებულ კატასთან;

პარანოია - მეშინია ზედმეტი არ წამომცდეს კატასთან;

შიზოფრენია - კატა ლაპარაკობს ჩემში;

ნევროზი - კატა მაიგნორებს, და ჩემთვის ეს აუტანელია;

მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი - ჩემი კატა არ მაფასებს!

აბა ვინ რა დონეზე ვართ?
lol.gif

მე კატა არ მყავს -- ე.ი. ბოლო სტადიაა laugh.gif

Posted by: old_man Feb 9 2013, 02:40 PM

დავუბრუნდეთ ამ მეტად საინტერესო თემას და ეზოთერული კუთხით გავაგრძელოთ დისკუსიები...
მედიცინა გასაგებია ამ მოვლენას ეძახის დაავადებას, ანუ გადახრას გარკვეული სტანდარტისგან, რაც სოციუმში ადამიანი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო და რასაც თვითონ სოციუმი განსაზღვრავს.
მაგრამ, სხვანაირად თუ შევხედავთ, ეს არის უბრალოდ ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობა.
შიზოფრენიის ზოგიერთი მდგომარეობა ვლინდება კონცენტრაციით საკუტარ თავზე და კონტაქტის დაკარგვით გარესამყაროსთან. პაციენტს ესმის ხმები, ხედავს რასაც სხვები ვერ ხედავენ, იქცევა შინაგანი ბრძანებების შესაბამისად. ეზოტერულად ეს რა ფენომენია?

ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა ასტრალური სამყარო იწყებს ჩვეულებრივ ლოგიკურ აზროვნებაში შემოჭრას. საინტერესოა, რომ შიზოფრენიით დააავადებულები ხედავენ არა მხოლოდ აუხსნელ საგნებს, არამედ არქეტიპულ ნიშნებს, სიმბოლოებს და ა.შ. შეიძლება რომ პაციენტმა მიიღოს იოგის პოზები რამდენიმე საათის განმავლობაში, თავისდა უნებურად, როცა ჩვეულებრივ მდგომარეობაში მათ შესახებ არაფერი იცოდა.
ეს შემთხვევითი არ არის. აი, მაგალითად, ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში ფსიქიკური დაავადებები ითვლებოდა წმინდად!
ბევრი ადამიანია ვისაც ჰქონდა და აქვს ასეთი განსხვავებული ცნობიერება, მაგრამ ნელ-ნელა შეძლო კონტროლი და დარჩა სოციუმისთვის მისაღებ წევრად. წარმოიდგინეთ ასეთ ადამიანს ექნება ჩვეულებრიოვი ხალხისგან გაცილებით დიდი აღქმა და წარმოდგენა სამყაროზე. ასეთი ადამიანები ამაზე ბევრს არ ლაპარაკობენ. ესენი არიან უფრო "პრადვინუტი" ადამიანები, რომლებმაც ინფორმაცია მოიპოვეს და დაკვირვებებით შეძლეს ცნობიერების ამ ორი მდგომარების გამიჯვნა და კონტროლი. ისე, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
ტრადიციულმა მედიცინამ წარმოდგენები რომ შეცვალოს ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება გაცილებით პროგრესული. ანუ იმაზე კი არ გაამახვილოს ყურადღება რომ ეს სიმპტომები ჩაახშოს სხვადსხვა მედიკამენტოზური მკურნალებით, არამედ პაციენტებს ასწავლოს კონტროლი და გამიჯვნა სხვა მეთოდებით.

სხვა საინტერესო საკითხია, თუ რატომ იბადება სული დედამიწაზე ასეთი მდგომაროებით, რა განაპირობებს ამას? ესეც განვიხილოთ.

Posted by: earth Feb 9 2013, 03:13 PM

old_man
საინტერესოა, განაგრძე smile.gif

Posted by: old_man Feb 11 2013, 10:45 PM

კიდევ ერთ საინტერესო ფაქტი - შიზოფრენიით დაავადებულები სიზმრებს ვერ ხედავენ...
რაც იმას ნიშნავს რომ ფაქტიურად დღის რეალობა და სიზმრის (ასტრალური) სამყარო ერთმანეთში აქვთ არეული. წარმოიდგინეთ რა ქაოსი გექნებათ თავში დღის მანძილზე სიზმრების აბრაკადაბრა რომ შემოიჭრეს ცხოვრებაში..

Posted by: Existence Feb 12 2013, 03:33 PM

QUOTE(old_man @ 11th February 2013 - 10:45 PM) *
წარმოიდგინეთ რა ქაოსი გექნებათ თავში დღის მანძილზე სიზმრების აბრაკადაბრა რომ შემოიჭრეს ცხოვრებაში..


ინთერესთინგ ფოინთ ოF ვიუ

Posted by: Gopi Feb 12 2013, 11:28 PM

ციტატა(old_man @ Feb 11 2013, 10:45 PM) *
კიდევ ერთ საინტერესო ფაქტი - შიზოფრენიით დაავადებულები სიზმრებს ვერ ხედავენ...
რაც იმას ნიშნავს რომ ფაქტიურად დღის რეალობა და სიზმრის (ასტრალური) სამყარო ერთმანეთში აქვთ არეული. წარმოიდგინეთ რა ქაოსი გექნებათ თავში დღის მანძილზე სიზმრების აბრაკადაბრა რომ შემოიჭრეს ცხოვრებაში..

ჩემთვის მძიმე თემა ვიპოვე..
მე ვარ დამწყები შიზოფრენიკი ალბათ. ემოციები ისე მმართავენ ამ ბოლო დროს კონტროლს ვკარგავ ყველა სიტუაციაში,ხან ისტერიკა მემართება , მღვიძავს და მგონია რომ გარშემო რაღაც ფილმში ნანახი კადრებივით მოძრაობს სამყარო. ძილი მინდა ყველგან და ყოველთვის. ამას შიშები დაემატა ამ ბოლო დროს. უაზრო , ლოგიკას მოკლებული შიშები ადამიანების დაკარგვის. ვაკვირდები მთვარის აღმავალ ფაზაში საერთოდ გავდივარ კონტროლის ზონიდან. ემოციები ემოციები და თვალების გახელაც არ მინდა ყველაფერი ემოციას მაძლევს რასაც ვხედავ, და მღლის ეს ჩემი ემოციები.
არ ვიცი რა მოვუხერხო ამას. ადრეც მაწუხებდა მაგრამ უფრო ვმართავდი თავს შემეძლო იგნორი, ან დაფარვა ამ ყველაფრის. ახლა სრულიად მივყვები ხოლმე ამ ემოციებს ვეღარ ვაჩერებ.
შეიძლება ეს მდგომარეობა ადამიანში ბევრმა სტრემა გამოიწვიოს. მაგრამ როცა ყველაფერი კარგადაა და მიზეზების გარეშე ასე გემართება ამას რა დავარქვა არ ვიცი.

Posted by: starscream Feb 12 2013, 11:55 PM

MinD
გამარჯობა მეგობარო მე მესმის შენი შენ ასაკში რომ ვიყავი მეც მასე ვიყავი მერე რაღაცეების მოხდა და აღარ ვარ მასე მაგრამ მინდა აგიხსნა რატო ხდება და რა იწვევს ამას მე როგორც ვხვედავ და ვხსნი რამოდენიმე წლის მერე.. ნუ მიზეზ შედობრიობის კანონი ძალიან კარგად გვესმის მე და შენ და ცხოვრებაშიც და ნებსმიერ მომენტშიც კარგად იყენებს და ხვდება.. მაგრამ ყველაზე საინტერესოა აქ სამშვინველის ანუ ემოციური სხეულის როლი შენ სხვადასხვა უნარებს აღწერ მეც მქონდა ეგეთი რაღაცეები ეს ესე ვთქვათ ტონკი რაღაცაა რომელიც ფსიქოლოგიას გავს და ამასთანავე ცდება მას და გადადის ეზოთერიკაში ეს უნარები მოდის სამშვინველის ანუ ემოციური სხეულის შესაძლებლობით დაამუშაოს გარედან შემოსული ინფორმაცია რაც უფრო იხსნება არხები მით უფრო მეტი ინფორმაციის დამუშავება შეუძლია აქედან მოდის ბევრი სიდხა აზრების კითხვა,მიხვედრა ადამიანების განძრახვის,ადამიანის აურის ხედვა. ეს უნარები მე რაც მქონდა ყველა არასტაბილური იყო და შესწავლის მერე მივხვდი რომ ეს არის ილუზორული და აღარ მოვინდომე მათი განვითარება რადგან ეს არ არის სულიერი ეს არის უბრალოდ მშვინვიერი გამოვლინებები და მეტი არაფერი.ხოლო ემოციურ პლანზე ვინც არის გადართული მისი გაბრაზება და გამოყვანა წყობიდან ძალიან ადვილია რაც საბოლოოდ ანგრევს ადამიანს ვინც აღიქვამს ესე ძალიან ემოციურ პლანს.

Posted by: old_man Feb 13 2013, 12:00 AM

გოპი შიზოფრენიას არ გავს შენი ნიშნები ))
როგორც მივხდი უბრალოდ ემოციურობა და მგრძნობელობა გაქვს გაზრდილი. მაგრამ მიზეზი რომ არ არის? საინტერესოა შენს ასტროლოგიურ რუკაში რა ჩანს...

Posted by: Existence Feb 13 2013, 12:11 AM

Gopi

ჯაია ადრე TM-ს ხო აკეთებდი დაანებე ? არ გშველის ეგ ანუუ ?

Posted by: Lashapoli Feb 13 2013, 12:25 AM

QUOTE(old_man @ Feb 13 2013, 12:00 AM) *
გოპი შიზოფრენიას არ გავს შენი ნიშნები ))
როგორც მივხდი უბრალოდ ემოციურობა და მგრძნობელობა გაქვს გაზრდილი. მაგრამ მიზეზი რომ არ არის? საინტერესოა შენს ასტროლოგიურ რუკაში რა ჩანს...

რა ჩანს და თევზებია ჩვენი კრიშნას გოგო smile.gif))

გოპი, იმედია კოფიდენციალური ინფო არ გავეცი smile.gif

Posted by: Qocho Feb 13 2013, 12:28 AM

ციტატა
საინტერესოა შენს ასტროლოგიურ რუკაში რა ჩანს...


მთვარე ან ნეფტუნი იქნება დაზიანებული... წყლის სტიქიის გავლენაც აშკარაა.

Gopi

ემოცია უფრო აგრესიულია თუ დეპრესიული?




Posted by: Atm@n Feb 13 2013, 06:47 AM

Gopi

QUOTE(Gopi @ 12th February 2013 - 11:28 PM) *
ჩემთვის მძიმე თემა ვიპოვე..
მე ვარ დამწყები შიზოფრენიკი ალბათ. ემოციები ისე მმართავენ ამ ბოლო დროს კონტროლს ვკარგავ ყველა სიტუაციაში,ხან ისტერიკა მემართება , მღვიძავს და მგონია რომ გარშემო რაღაც ფილმში ნანახი კადრებივით მოძრაობს სამყარო. ძილი მინდა ყველგან და ყოველთვის. ამას შიშები დაემატა ამ ბოლო დროს. უაზრო , ლოგიკას მოკლებული შიშები ადამიანების დაკარგვის. ვაკვირდები მთვარის აღმავალ ფაზაში საერთოდ გავდივარ კონტროლის ზონიდან. ემოციები ემოციები და თვალების გახელაც არ მინდა ყველაფერი ემოციას მაძლევს რასაც ვხედავ, და მღლის ეს ჩემი ემოციები.
არ ვიცი რა მოვუხერხო ამას. ადრეც მაწუხებდა მაგრამ უფრო ვმართავდი თავს შემეძლო იგნორი, ან დაფარვა ამ ყველაფრის. ახლა სრულიად მივყვები ხოლმე ამ ემოციებს ვეღარ ვაჩერებ.
შეიძლება ეს მდგომარეობა ადამიანში ბევრმა სტრემა გამოიწვიოს. მაგრამ როცა ყველაფერი კარგადაა და მიზეზების გარეშე ასე გემართება ამას რა დავარქვა არ ვიცი.


თანაც მთვარე მორიელში გყავს - შენც სადე-სატის პერიოდი დაგეწყო, ანუ სატურნის გავლენის ის შედარებით მძიმე პერიოდი, რომელსაც ცხოვრებაში საშუალოდ 3-ჯერ ყველა ადამიანი გადის (შვიდნახევარი წლის განმავლობაში). ამ დროს უფრო აქტიურდება ქვეცნობიერი შიშებიც. ასე რომ არ ინერვიულო და უბრალოდ პლანეტებს "დააბრალე" smile.gif

Posted by: Gopi Feb 13 2013, 06:57 PM

ემოციები მაქვს უფრო დეპრესიული ალბათ, მაგრამ აშკარად გავდივარ რეალობიდან , ეს ძილის გადამეტება და დაღლილობა დაძაბულობა შფოთვა ერთად ყველფერი ისე მღლის რამის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გვერძე გადავდო და ძალა არ მაქვს ბრძოლის.
Aტმან მადლობა smile.gif პლანეტებს დავაბრალებ სხვა რა გზა მაქვს. უბრალოდ შინაგანი წინააღმდეგობა რომ მაქვს ამბიცია ძლიერი ვიყო და ახლა თუ ჩემი ემოციების გამო ყველაფერს გადავაგდებ ეს უფრო დისბალანნს მიქმნის , შინაგანი დისბალანსი კი მოგეხსენაბათ საით მიდის.

Posted by: Gopi Feb 13 2013, 07:04 PM

Qocho რას ნიშნავს მთვარის ან ნეპტუნის დაზიანება.. ან როგორ ხდება აღდგენა.. ერთი ორი სიტყვით თუ შეგიძლია

Posted by: Atm@n Feb 13 2013, 07:21 PM

Gopi

QUOTE(Gopi @ 13th February 2013 - 06:57 PM) *
Aტმან მადლობა პლანეტებს დავაბრალებ სხვა რა გზა მაქვს. უბრალოდ შინაგანი წინააღმდეგობა რომ მაქვს ამბიცია ძლიერი ვიყო და ახლა თუ ჩემი ემოციების გამო ყველაფერს გადავაგდებ ეს უფრო დისბალანნს მიქმნის , შინაგანი დისბალანსი კი მოგეხსენაბათ საით მიდის.


კარგია ეგ ყველაფერი. უარყოფით კარმას წვავ ამით. გაუძელი და კარგ რამეზე გააკეთე აქცენტი smile.gif

Posted by: Fee Feb 14 2013, 03:28 PM

http://imageshack.us/photo/my-images/843/17706496195927093585203.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: td......... Feb 14 2013, 11:36 PM

ჩემი სიზის მეგობარია ფსიქიატრი და იმან მითხრა, ტესტები რომ ჩაგიტარო , უნდა გაგკოჭო და გაგაქანო საავადმყოფოშიო, ყველანი ცოტათი დაქანებულები ვართო..

ის რასაც შიზოფრნიას ეძახიან ხშირად შეპყრობილობაა. ადამიანს იპყრობენ სხვა არსებები და ეგაა სიგიჟის მიზეზი. ანუ ჩვენ გვგონია რომ გაგიჟდა, ასე ვეძახით ამას.
ან ადამიანს აქვს გახსნილი რაღაც კანალები და ხედავს იმას რასაც სხვები ვერ-ამაზეც ხშირია შიზოფრენიის დიაგნოზი.

მე მყავს ერთი ასეთი ახლობელი. არ არის გიჟი, პირიქით ზედმეტად ნორმალურია, ისეთი როგორიც უნდა ვიყოთ და ვერ ვართ. ხედავს ბევრ რამეს, აქვს კონტაქტი იმქვეყნიურთან.. და გიჯიაო ახლობლებს გონიათ და მკურნალობენ, ესეც მორჩილად იტანს.. რა ვქნა აბაო..

Posted by: earth Feb 14 2013, 11:53 PM

td.........

QUOTE(td......... @ 15th February 2013 - 12:36 AM) *
მე მყავს ერთი ასეთი ახლობელი. არ არის გიჟი, პირიქით ზედმეტად ნორმალურია, ისეთი როგორიც უნდა ვიყოთ და ვერ ვართ. ხედავს ბევრ რამეს, აქვს კონტაქტი იმქვეყნიურთან.. და გიჯიაო ახლობლებს გონიათ და მკურნალობენ, ესეც მორჩილად იტანს.. რა ვქნა აბაო..

ხოო.. ეგ მართლა არ არის გიჟი.

Posted by: old_man Feb 15 2013, 07:15 AM

QUOTE
მე მყავს ერთი ასეთი ახლობელი. არ არის გიჟი, პირიქით ზედმეტად ნორმალურია, ისეთი როგორიც უნდა ვიყოთ და ვერ ვართ. ხედავს ბევრ რამეს, აქვს კონტაქტი იმქვეყნიურთან..

მერე გაგვაცანი, მოგვიყვეს რამე. მომბეზრდა ამდენი "ნორმალური" ადამიანები biggrin.gif

Posted by: earth Feb 15 2013, 08:27 AM

biggrin.gif

Posted by: tikoroma Mar 26 2013, 09:10 AM

აუტიზმიც ძალიან საინტერესოა, ძალიან მიზიდავს ეგ დაავადება :
საინტერესოა რატომ ' იკეტებიან' ადამიანები, ვის ემალებიან, საიდან მოვიდნენ და რა აშინებთ აქ .

Posted by: chemikerin Mar 26 2013, 11:25 AM

QUOTE
აუტიზმიც ძალიან საინტერესოა, ძალიან მიზიდავს ეგ დაავადება :
საინტერესოა რატომ ' იკეტებიან' ადამიანები, ვის ემალებიან, საიდან მოვიდნენ და რა აშინებთ აქ .

მეც მაინტერესებს ეს დაავადება...
ანუ გგონია რომ ,,აქაურობის" მიმართ შიშის გამო ,,იკეტებიან"???
ძალიან მაინტერესებს ამ დაავადების ეზოთერული ახსნა...

Posted by: tikoroma Mar 26 2013, 11:56 AM

chemikerin
გუშინ ფილმს ვუყურე მაგთზე და იქ თქვეს რომ შიში აქვთ და არ სურთ თავის გამოვლინება biggrin.gif ფილმებში კი შელამაზებულია ხოლმე ყველაფერი, მაგრამ მე ძალიან დამაინტერესა. მათთან ურთიერთობა მინდა

Posted by: chemikerin Mar 26 2013, 12:25 PM

tikoroma
რა ფილმს? smile.gif

Posted by: teepurple Mar 26 2013, 09:13 PM

chemikerin
უსიტყვო ჭიდილი - silent fall ასე ჰქვია ^^

Posted by: chemikerin Mar 26 2013, 09:42 PM

teepurple
მადლობთ! smile.gif

Posted by: td......... Mar 30 2013, 11:34 AM

ციტატა
მერე გაგვაცანი, მოგვიყვეს რამე. მომბეზრდა ამდენი "ნორმალური" ადამიანები biggrin.gif

old_man
ეს შეუძლებელია. მეც ძალიან იშვიათად ვხვდები.

Posted by: Fee Mar 30 2013, 12:45 PM

http://www.youtube.com/watch?v=cpkN0JdXRpM

აუტისტ Temple Grandin-ზე. ნამდვილი ამბავია.

Posted by: Illusion Jun 26 2013, 06:45 AM

მოგესალმებით, მინდა გითხრათ რომ სულ რაღაც ერთი კვირაა გავიგე ამ საიტის არსებობის შესახებ და ძალიან მოხარული ვარ, ბევრ საინტერესო რამეს გავეცანი, ასე ვთქვათ ცოდნა ავიმაღლე smile.gif

ხოლო რაც შეეხება ამ თემას, პატარა ბიოგრაფიასავით გამომივა მაგრამ იმედი მაქვს ასე უფრო გასაგები იქნება. პირადად ვიყავი შიზოფრენიით შეპყრობილი თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას. ადრეული ასაკიდან რატომღაც ყოველთვის საკუთარ სამყაროში ვიყავი ჩაკეტილი, ალბათ იმიტომ რომ არ მეგულებოდა ჩემს გარშემო ისეთი ადამიანი ვისაც ჩემს მეს გავუზიარებდი. ამიტომ თუ რამე მაწუხებდა ვცდილობდი საკუთარ თავში მომეკლა ეს.. ეს იწვევდა დროთა განმავლობაში კარგვეულ წილად ნერვიულ შემოტევებს, უაზრო აგრესიას რაც უარყოფიდად ისახებოდა პიროვნების განვითარებაზე სხვადასხვა კუთხით... 12 წლის ასაკში თამამად შემიძლია ვთქვა რომ გავიგე რას გრძნობს და რას ხედავს ადამიანი სიკვდილის წინ. ხედავს წამიერად მის განვლივ ცხოვვრებას და გრძნობს უდიდეს სინანულს. ალბათ მედიცინის ენაზე ამ ყველაფერს კლინიკურ სიკვდილს ეძახიან. მოკლედ ჩაიარა ამ ამბავმა ჩვეულ რიტმში გავნაგრძე ცხოვრება პატარ პატარა დაბკროლებებით რამაც ალბათ გამოიწვია ეს ფსიქიკური აშლილობა.. ((აქვე ავღნიშნავ იმასაც რომ აქ ერთ ერთი იუზერი შეეხო რეპტილიებთან კონტაქტს არ ვიცი რა არის მაგრამ ალბათ ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო)) ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი ადრეული ასაკიდან ყველაფერზე ცხოვრებაზე მომავალზე ვუღრმავდებოდი ამ ყველაფერს რაც იწვებდა ხშირად უძილობას და არასწორი ცხოვრების რეჟიმს. ერთ დღესაც რატომღაც გამიჩნდა სურვილი რელიგიით დავინტერესებულიყავი, "აქამდე არ ვიყავი ასე ვთქვათ ეკლესიური" მაგრამ ამ დროს ჩემ თავს ვატყობდი რო რაღაც უცნაური ხდებოდა ასე ვთქვათ მოუსვენრად და შეშფოთებულად ვგრზნობდი თავს. ავიღე ბიბლია ძველი აღთქმა და დავიწყე კითხვა მახსოვს დაბადების 3 ფურცელს 6 საათი ვკითხულობდი რაღაცა მინოდა მეპოვა. მოვლენებს ერთმანეთს ვუკავშირებდი დაჯე იმ დასკვნამდეც მივედი რომ მტვარეზე ღმერთის სახეა გამოსახული თქო.. ნუ ეს კიდე სხვა თემააა. მოკლედ ოჯახში შემატყვეს რომ ნიტოდ ვიყავი ეს ხდებოდა 18 წლის ასაკში. მახსოვს ბიბლიის წაკითხივდან 4 დღე და ღამე არ მეძინა.. ვფიქრობდი ძალიან ბევრს და მქონდა შიშები იმის რომ დაძინებისთანავე გაგვიძება არ მეღირსებოდა.. ნუ სიკვიდილს შიში.. პ.ს (მაგარი ოხერი რამეა) smile.gif ერთი დღის მერე შემთხვევით ინტერეტში გავიცანი ადანიამი "შეიძლება რეპტილია თუ რა ჯანდაბა არ ვიცი" ჩვენი საუბარი საკმაოდ საინტერესოდ წარიმათა მსოფმხედველობაზე და გადავწყითეთ ერთმანეთი ცხოვრებაში გაგვეცნო და უკეთ გაგვეზიარა ჩვენი შეხედულებები ამ სამყაროზე. გავიცანი ეს ადამიანი მეორე დღესვე, თან უძილო ვარ, ჩვენი საუბარი გაგრძელდა 1 დღე, ვგრზნობდი რომ ეს ადამიანი ფლოდა რაღაც ზებუნებრივს, კერძოდ მან ყველაფერი იცოდა ჩემი ცხოვრების ოცნებების შესახებ.. ის ადამიანი იჯდა და ჩემ ლაპარაკს უსმენდა და იმ მომენტში მე ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი'' არ ვიცი რისგან მაგრამ ვიყავი. ბოლოს მეკითხება ასეთ რამეს რა გინდა ამ ცხოვრებაშიო და ტიპმა ყველაფერი მითხრა ჩემი ოცნებიდან თუ რა შეიძლებოდა მდომებოდა.. გეგონება საკუთარი მე მედგა წინ რამაც გამოიწვია ჩემში უსაზღვრო გაოცება და კითხვის შებრუნება ღმერთი ხარ??? მან კი ღიმილით ჩაიცინა არა როგორ გეკადრება.. მე მას მივუგე რომ არ ვიცოდი რა მინდოდა რადგან იმ მომენტში უსაზღვრო ბენდიერი ვიყავი და საიდან ან რატომ მოდიოდა ეს ბედნიერება დღესაც ვერ ვხსნი.. ჩვენი საუბრის მიწურულს მეგონა რომ ეს იყო ვიღაც ვინც გამიძღვებოდა სიკვდილის მერე. და ამაში 100% ვიყავი დარწმუნებული. იმ დონეზე რომ საკუთარ ოჯახსაც გამოვემშვიდობე.. როდესაც ამ ადამიანს დავშორდი. სახლისკენ მიმავალს დავიწყე ქადაგება ხმამაღლა. ქუჩაში და ტრანსპორტში ხალხს რწმენისკენ მოვუწოდებდი.. ხალხი გაოცებული მიყურებდა გეგონება მოსემ წარსულიდან სკუპი გააკეთაო biggrin.gif სახლში რომ დავბრუნდი როგორც იქნა მეწვია ძილი მაგრამ აღარ მეშინოდა სიკვდილის რადგან უსაზღვრო ბედნიერებას ვფლობდი.. გაღვიძებისთანავე მახსოვს უცნაურად ვიქცეოდი და ისეთი საკვები მოვითხოვე რასაც მტელი ცხოვრება ვუარყოფდი.. საღამოსკენ სიგარეტი რომ გამომელია გადავწყვიტე მაღაძიაში ჩავსულიყავი და აი მაშინ დაიწყო. ზამთარია დეკემბერი კარგად მახსოვს.. უეცრად სურვული გამიჩნდა შუა ქუჩაში სულ გავშიშვლებულიყავი.. ასეც მოვიქეცი გავიხადე ყველაფერი დავყარე დაბლა ეს ფულიც გადავხიე დავყარე და დავრბოდი შუა ქუჩაში.. და ვგრძნობდი უსაზღვრო ბედნიერებას და თავისუფლებას.. არც სიცივის შერგძნება მქონდა არც სირცხვილის თავი ედემის ბაღში მეგონა.. ვღრიალებდი და ექო მესმოდა საკუთარი ხმის, მაგრამ სახლის კარი მახსოვდა რომ დავბრუნდი სახში ჩემები სახტად დარჩნენ, მახსოვს ფეში გვედგა მივედი და გავარვარებულ ფეჩს ხელი დავადე ტკივილს ვერ ვგრზნობდი, გამოიზახეს სასწრაფო და ამ ჩემისემბა რაგაცეები გამიკეთეს დამამშვიდებელი მაგრამ აზრი? რეაქცია 0. ყველაზე საინტერესო ისაა რომ ხმები მესმოდა. გახდის მომენტიდან უამრავი ხმა ჩამესმოდა და გუგუნი.. მეგონა რომ სხვის აზრებს ვკითხულობდი'' მახსოვს ექიმს რაგაცას ვეკითხებოდი და იმ წამსვე ამაზე პასუხს მე ვცემდი.. იმ ღამეს თავის სუიციდის მცდელობაც მქონდა.. მეორე დღესვე გამაქანეს ჩვენს ელიტარულ ასათიანზე და ისეთი განცდები და შერძებები მქონდა დღესაც მიჭირს ამის ახსნა. კონკრეტულად

1. მეგონა რომ ყოვლის შემძლე ვიყავი და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. რაღაც არამქვეყნირუი შეგძნებაა "

2. მომენტებში მქონდა ისევ სიკვიდილს შიშები, საშინელებაა ლოგინის ქვეშ ვიმალებოდი ხოლმე..

3. ზოგჯერ თავი სხვადასხვა არსებები მეგონა მაგალითად გველი ქორი და ასე შემდეგ..

4. ჯვარცმაც განვასახიერე კლინიკაში წოლისას..

5. შემეძლო მზისთვის თვალი გამესწორებინა..

6. ხმები ჩამესმოდა მაგრამ ვერ ვარჩევდი ვინ რას მეუნებოდა.

7. სხვადასხვა პაციენტებს სხვადასხვა როლი მივუჩინე... ზოგი საკუთარი ოჯახის წევრი ან თუნდაც ცნობადი სახე მეგონა.

8. ყველაფერზე მქონდა პასუხი. უაზროდ წამოვხტებოდი ხოლმე და ვტირდი ვიცინოდი. კედელზე რაღაცეებს ვჟღაპნიდი..

9. პერიოდულად ამნეზიაც მემართებოდა,

10. მახსოვს ისეთი რაღაცეები ვიცოდი რაც ცხოვრებაში არ გამიგონია.. რუსულად და ინგლისურად გამართულად დავიწე ლაპარაკი.

და კიდევ უამრავი სხვა.

ერთ ერთი ასეთი შემთხვევა კურიოზივით გამოვიდა, მიღებისას პსიქიატრი რომ მსინჯავდა, მეკითხება როდის დაიბადეო. და ჩემი სწრაფი პასუხი მოყვა.. 1988 წლის 2 რიცხვში ენკენის თვეს დავიბადე თქო ექიმი და ჩემი ოჯახი გაოცებული სახით მიყურებენ... აქამდე მართლა არ ვიცოდი ენკენის თვე როდის იყო. და უამრავი კიდე

3 თვე ნახევარი დავყავი მეხუთე განყოფილებაში. არავის მიმართ აგრესიას არ ვიჩენდი.. უბრალოდ ჩემს გამოგონილ თუ ილუზიურ სამყაროში ვიყავი. სადაც ყველაფერი შემეძლო გამეკეთებინა და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა.. მკურნალობის პერიოდის მერე ყველაფერი გაქრა, მაგრამ როგორც იძახიან გამეორებას ექვემდებარება. ამ ყველაფერმა დამარობოტა რასაც ქვია. თითქოს ყველანაირი ემოცია გამომაცალა.

დიაგნოზი შიზოფრენია+მწვავე ნერვოზი ეს ექიმის ენით მარა ვინ იცის ამ ყველაფრის კონტროლი სადამდე მიგვიყვანს smile.gif



Posted by: Illusion Jun 26 2013, 06:51 AM

საინტერესოა ვისაბროთ მსგავს შემთხვევებზე თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი JC_cupidboy.gif

Posted by: old_man Jun 26 2013, 01:22 PM

welcomeani.gif
ძალიან საინტერესოა რაც დაწერე. დიდი ინფორმაციაა და განვიხილოთ ნელ-ნელა.
უნდა დავივიწყოტ ის სტერეოტიპი რომ ეს დაავადებაა. შენ უბრალოდ შეგეცვალა ამ რეალობის აღქმა. სხვა რეალობა შემოდის მაგ დროს. რეალობა კი ამ ფიზიკურის გარდა უამრავია. რატომ მოხდა ეს ასე ვერ იტყვი მარტივად.
შენ შემთხვევაში უბრალოდ ცუდი იყო ის რომ კონაქტი მთლიანად დაკარგე ამ ფიზიკურ რეალობასთან და მთლიანად იქით გადახვედი. თუ კიდევ დაგემართა უნდა შეძლო გამიჯვნა ამ ორი რეალობის. რომ მოახერხო იყო დამკვირვებელი. ვიცი ამას ახერხებენ. კრიტიკული შეფასების გაზრდა უნდა ისწავლო ყოველდღიურობაში და მოახერხებ.
სხვა რაღაცეები რაც დაწერე ტიპიურია. აი მაგალიტად რელიგიური მოტივები, ჯვარცმაც რომ განასახიერე. ეს არის არქეტიპი რასაც ბევრი ხედავს. სხვა მომენტებიც უცხო ენებზე ლაპარაკი მაგალიტად.
კიდევ გაიხსენე დეტალები რაც გაგახსენდება

Posted by: Lashapoli Jun 26 2013, 02:24 PM

Illusion

საინტერესოა მართლა რაც დაწერე.. უფროსწორედ, როგორც ცამოაყალიბე ეგ ყველაფერი. ანუ იმ განვლილის გაანალიზებას კარგად აკეთებ როგორ შენი ნაწერიდან და საუბრიდან ჩანს.. ეხლა როგორია შენი მდგომარეობა და როგორ აღიქვავ ამ ყველაფერს?? ცდილობ რო გამოიკვლიო ისევსენი ტავი და კონტროლს დაუქვემდებარო სენი შესაძლებლობები თუ წავიდა და აღარ გინდა?

old_man კარგი განმარტება გააკეთა, დამატებით ვერაფერს დავამატებ დალშე შეიძლება ამ თემის გაშლა, საინტერესოა ნამდვილად wink.gif

Posted by: daliela Jun 26 2013, 06:13 PM

ჩემი მეგობარმა ,რომელიც ფსიქიკურად ავადაა და რომელსაც დიდი ხანია ვაკვირდები იმიტომ რომ ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანია და შინაგანად ძალიან დიდ ემოციურ კავშირს ვგრძნობ მაგ ადამიანთან ასეთი მეტამორფოზა გაიარა :

თავიდან უბრალოდ რაღაცეებს ურევდა
მერე შიშები ჰქონდა,ბოროტის და დარქ რამეების ეშინოდა მაგრად
ბოლოს რომ ვნახე მითხრა რომ ეშმაკია smile.gif
მე შევეცადე ამეხსნა მისთვის რომ სამყაროში არსებობს ბნელი და ნათელი და ის უბრალოდ საკუთარ თავში მხოლოდ ბნელს ხედავს ამჯამად მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ნათელი არარსებობს..
მაგრამ ტოტალურად შეპყრობილია იმ აზრით რომ ბოროტია..
არვიცი რავქნა .. ეს წამლებიც რომ არაფერს უშველის ზუსტად ვიცი
ალბათ რაღაც წერტილამდე მივა ბოლოს ,მაგრამ მანამდე რას გაივლის ღმერთმა იცის
თან ახლობლები და ოჯახის წევრები გიჟებს გვანან... ძალიან მატერიალისტურად და რაციონალურად აღიქვამენ მის შინაგან მდგომარეობას და ამასაც გაუცხოების მომენტი აქვს. არადა ამ ეტაპზე პირიქით ჩემი აზრით არ შეიძლება
ჰოდა რას ვამბობდი .. ეშმაკი ვარო რომ მითხრა მაგ დროს დავფიქრდი ,ქრისტიანობა როგორ აკავშირებს არეულ ფსიქიკას დემონებთან


Posted by: Illusion Jun 26 2013, 07:48 PM


old_man

სწორედ მაგას ვფიქრობ მეც რომ არ შეიძლება ეს იყოს დაავადება რომელსაც ასე ვთქვათ გადავყავართ სხვა სამყაროში სადაც გონებრივი შესაძლებობლები აღემატება ამჟამინდელ რეალობას.. რაც შეეხება მისი კონტროლის დაკარგვას ეს მეტყველებს ალბათ იმაზე რომ არ ვიყავი ამისთვის სულიერად თუ გონებრივად მზად. რაც შეეხება განცდებს და ხედვას იმ რეალობაში დღითი დღე ვდილობ ხოლმე დავძაბო გონება და გავიხსენო თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. იყო შემთხვევა როცა ვხედავდი ადამიანს ამ რეალობისთვის არარსებულ ადამიანს რომელიც ერთი შეხედვით ერთი ჩვეულებრივი მოხუცი იყო რომელიც რაღაცისკენ მიმითითებდა.. დრო და დრო მქონდა შეგრძნება და აკვიატებული აზრი რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იმიტომ რომ რაღაც ასე ვთქვათ მისია მქონდა დაკისრებული რომ რაღაც უნდა შემეცვალა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა გზით.. ადამიანების მიმართ დაჟინებული ცქერით ასე ვთქვათ შევდიოდი მის შინაგან სამყაროში და ვხედავდი მის შინაგანნს. მახსოვს ერთი პაციენტი დააწვინეს რომელმაც თავის მოკვლა სცადა ჩემ პალატაში იწვა. ვუყურებ ამ ადამიანს გაშტერებული მზერით "" და უცბად გარშემო იცვლის ყველაფერი ფერს კედლები თითქოს ლპებოდა და ვხედავდი მის ჩონჩხს.. ეს კიდევ უფრო იწვევდა ჩემში შიშს.. ველაპარაკებოდი აზრებით ცხოველებს ფრინველებს და მწერებს " ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა" შემეძლო ერთი პატარა წერტილიდან შემქმნა უსაზღვრო სამყარო.. მახსოვს ჩემი მეგობრები რომ მოდიოდნენ ვეუნებოდი და ვარწმუნებოდი რომ შემეძლო მთვარეც კი ჩამომეწია, ასე ხდებოდა ოღონდ იმ რეალობაში და არა აქ. რატომღაც რამოდენიმე პაციენტს მივუჩინე რელიგიური გმირები.. წმინდა გიორგი ნიკოლოზი და ა.შ მე იმ პაციენტებს ვემორჩილებოდი რაღაც მომენტში. დრო და დრო უფრო ძლიერდებოდა რწმენა, ვხადავდი ჯვრებს " ვაცნობიერებდი იმ რეალობაში რომ მარხვა უნდა დამეცვა და ვაკეთებდი. მახსოვს თვალებს ვხუჭავდი და ისე დავიდოდი პალატებში ხოლმე სულაც არ მიჭირდა გზის გაკვლევა. როდესაც მე ვიწექი მაშინ იწვა გურამ შარაძის ბიჭიც და ვცდილობდი მასთან კონტაქტი მქონოდა კედლიდან რადგან მის პალატაში არ მიშვედბნენ.. ერთ დღეს დააწვიეს ერთი ფაციენტი რომელიც იყო საშინლად აგრესიული " ცხონებული დაიგუპა"" კაი კაცი იყო ალექსანდრე"" ეს კაცი არავის იკარებდა მაღალი და ზალღონით სავსე იყო.. ხოდა რატომღაც მე ამომირჩია დამისვამდა და მალაპარაკებდა და ასე იძინებდა ხოლმე, თითქოს ჩემი საუბრიდან დადეით ენერგიას იღებდა.. სულ გაიზახოდა ხმები მესმის გამაგიჯებენო.. იყო შემთხვევა როცა რაღაც ხმა ვიღაცის მოკვლისკენ მომიწოდებდა.. ერთხელ ჩემი ოჯახის წევრსაც მივაყენე ზიანი. გინდა თუ არა ეშმაკი ხარ თქო.. ერთ ერთ მოხუცი პაციენტი იწვა რომელსიც რაღაც დაავადებისგან იყო, და სიკვიდილს პირას იყო. შევედი და ასეთ რამეს ვეკითხები ვინ გინდა რომ შემდეგ ცხოვრებაში დაიბადო თქო ქალი თუ ისევ კაცი.. და ამ კაცმა დაჟინებული პასუხით ქალიო, მეთქი დაიძინე და შენ ქალად დაიბადები თქო, იმასაც სჯეროად რომ ასე იქნებოდა რადგან ისიც მსგავს მდგომარეობაში იყო.. ყველაზე საშინელი იყო ის რომ, თავიდან ვერანაირი წამალი ვრ მომარგეს მოდიოდა ჩემდან მოძღვარი. და ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები რომ ვერ ვუმტკიცებდი ამ ექიმს თუ რა ხმები მესმოდა... ასე ვთქვათ ცდებს ატარებდა ჩემზე.. მახსოვს რომ გამომწერეს გაბრუებული ვიყავი საერთოდ ვერ ვლაპრაკობდი ვჩლიფინებდი ამდენი წამლებისგან. დროთა განმავლობაში დავუბრუნდი ამ რეალობას საბოლოვოდ მაგრამ მიჭირს ამასთან შეგუება..

Lashapoli

წავიდა და მჯერა რომ ამ ყველაფრის კონტროლი ადამიანს სძალუძს. რათქმაუნდა მინდა რომ შემეძლოს იმ საყაროში ხელმეორედ შეხწევა ოღონდ კონტროლის საშუალებიტ რადგან მერწმუნეთ დღევანდელი რეალობა მართლაც არაფერია იმ განცდილ რეალობასთან, ეს იყო ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი ალბათ. უბრალოდ ამისთვის სულიერად თუ გონებრივად ძლიერი უნდა იყო. ამ ყველაფრის მერე მიჭირს დღევანდელ რეალობასთან ადაპტაცია, თითქოს რობოთივით ვარ ყველაფერს ვაკეთებ მექანიკურად.. მაგრამ ჩემი დღევანდელი რეალობა ისეთივე როგორც ყველა რიგითი ადამიანის, ვაზროვნებ ვცხოვრობ ვსწავლობ, და როცა მახსენდება ის ყველაფერი ვცდილობ ღიმილით შევხედო..


daliela
პერიოდულად ჩემთანაც მოდიოდა მსგავსი აზრები, და მერწმუნე როგორც არ გინდა აუხსნა მას თუ რა არის რეალობა, ვერანაირად ვერ დააჯერებ თუ მას ეს არ უნდა.. რაც უფრო შეეწინააღმდეგები მას საპირისპიროში მით უფრო გამოიჩენს აგრესიას.. პირიქით თავი უნდა დაუქნიო რომ ის მართალია და დააკვირდე, აი უკვე რომ მისი ზლიერი სულიერება გადალახავს ამ ყველაფერს, მერე თვითონ გაანალიზებს რა არის რეალობა და მისტიკა.. ჩემ დროს იყვნენ პაციენტები რომლებიც წლები იყვნენ ამ მდომარებოაში ჩარჩენილები წამლებისგან გაბრუებულნი.. როგორ მიუყვარდა მათთან თამაში smile.gif

Posted by: Illusion Jun 26 2013, 07:57 PM

აქვე დავამატებ იმასაც რომ. ამ ყველაფერს მოძღვარი ხედავდა როგორც სატანის მოარულებს. " მეღიმება ამ სიტყვაზე" ამ ყველაფრის მიუხედავად მწმას ჩვენი შემოქმედის არსებობის. მარა რელიგიასთან ცოტა სხვა დამოკიდებულება მაქვს, ვერ ვიღებ ისეთს როგორიც არის ან ჩემთვის უინტერესოა.. არ ვიცი...

Posted by: daliela Jun 26 2013, 07:57 PM

ჰო ზუსტად მასე ვიქცევი .. ყოველთვის ვეუბნები რომ ეს რაღაც ეტაპია და უნდა გადალახოს და გაიაროს და როცა საჭიროა ეს მხოლოდ მაშინ დამთავრდება
არ ვთვლი გიჟად
იმიტომ რომ თვითონაც არვიცი რა არის ნორმალურობა
ან სადაა ზღვარი სიგიჟესა და ნორმალურობას,რეალობასა და ილუზიას შორის.
შენი დაწერილი პოსტი რომ წავიკითხე უცნაური შეგრძნება მქონდა.. რაღაც ძალიან რეალური და ნაცნობი გეწერა.

Posted by: Illusion Jun 26 2013, 08:11 PM

QUOTE(daliela @ Jun 26 2013, 08:57 PM) *
ჰო ზუსტად მასე ვიქცევი .. ყოველთვის ვეუბნები რომ ეს რაღაც ეტაპია და უნდა გადალახოს და გაიაროს და როცა საჭიროა ეს მხოლოდ მაშინ დამთავრდება
არ ვთვლი გიჟად
იმიტომ რომ თვითონაც არვიცი რა არის ნორმალურობა
ან სადაა ზღვარი სიგიჟესა და ნორმალურობას,რეალობასა და ილუზიას შორის.
შენი დაწერილი პოსტი რომ წავიკითხე უცნაური შეგრძნება მქონდა.. რაღაც ძალიან რეალური და ნაცნობი გეწერა.



რაც შეეხება იმას რომ ის თავს ბოროტად თვლის. ეს მიუთითებს იმაზე რომ ის თავს დამნაშავედ გრძნობს ჩვენ რეალობაში ჩადენილ შეცდომაზე და ფიქრობს ასევე პასუხისმგებლობაზე რასაც დღევანდელი საზოგადოება ცოდვას უწოდებს. მისი ამჯამინდელი რეალობის (ცოდვა გადადის მის იმჯამინდელ ცნობიერებაში ფართო სპექტრით) და ამ ყველაფერს აღიქვამს უფრო ძლიერ.. აი როგორ ავხსნა რ ვიცი. იმედი მაქვ მიხვდები "" მაგარი ცუდი რაღაცააა"" superstition.gif

Posted by: daliela Jun 26 2013, 08:31 PM

კი მივხვდი . და როცა ვნახულობ საშინელი სიმძიმე მოდის მაგისგან. დაჯე ხელს რო ვკიდებ ,ვუყურებ .. არეულია და მძიმე და იტანჯება
არ იმჩნევს მაგრამ იგრძნობა
იმედია გაუძლებს

Posted by: old_man Jun 26 2013, 08:36 PM

Illusion

QUOTE
წავიდა და მჯერა რომ ამ ყველაფრის კონტროლი ადამიანს სძალუძს. რათქმაუნდა მინდა რომ შემეძლოს იმ საყაროში ხელმეორედ შეხწევა ოღონდ კონტროლის საშუალებიტ რადგან მერწმუნეთ დღევანდელი რეალობა მართლაც არაფერია იმ განცდილ რეალობასთან, ეს იყო ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი ალბათ. უბრალოდ ამისთვის სულიერად თუ გონებრივად ძლიერი უნდა იყო.

კარგია რომ მაგას აცნობიერებ.
ერთ ადამიანთან მქონდა კამათი გაცნობიერებაზე. და ვეუბნებოდი რომ ადამიანს შიზოფრენიის კონტროლი თვითონვე შეუძლია. ასეთი რაღაც მიპასუხა: გიჟმა რომ იცოდეს რომ გიჟია გიჟი აღარ იქნებოდაო. biggrin.gif ჰოდა აი, აი აი მაგას გეუბნები მეთქი biggrin.gif იმ განსხვავებით რომ ის გიჟი არ არის...
ახლა გეტყვი მაგალითს და კარგად მიხვდები. ვთქვათ ვიღაცას ეჩხუბები. ვიღაცამ გაგაბრაზა და ლანძღავთ ერთმანეთს. ამ პერიოდში შენი თავი აღარ გახსოვს და ჩართული ხარ მთლიანად ამ სიტუაციაში. ასევე შენ იყავი ჩართული იმ რეალობაში იმ სიტუაციაში. იმ ჩხუბის დროს თუ შეძელი და გვერდიდან შეხედე თავს, რომ აი მე ვჩხუბობ ახლა, ემოციურად არ ღირს ჩართვა, ეს ხომ სინამდვილეში დიდი არაფერია ი ტაკ დალეე..... ასევე შეძლებ იმ რეალობის კონტროლს მშვიდად, როგორც დამკვირვებელი.
ჰო და კიდევ მოძღვარი ახსენე. ამ მღვდლების და ექიმების ხელში თუ ჩაიგდე თავი, მართლა გაგიჟდები ))))

Posted by: Atm@n Jun 26 2013, 08:39 PM

ყველანი მეტ-ნაკლებად გიჟები ვართ. ზოგი ვაცნობიერებთ ამას და დამკვირვებელს ვრთავთ, ზოგი ვერა. თუმცა ქცევების დონეზე სტრესულ სიტუაციებშI ამ ორს შორის დიდი განსხვავება მაინც არაა smile.gif

Posted by: Existence Jun 26 2013, 09:37 PM

QUOTE(Adidas @ 26th June 2013 - 08:39 PM) *
თუმცა ქცევების დონეზე სტრესულ სიტუაციებშI ამ ორს შორის დიდი განსხვავება მაინც არაა


გეთანხმები, ზოგჯერ გგონია რო მაგარი დამკვირვებელი ხარ რაც ილუზიაა , მარა ეგ სტრესულები თითქოს სპეციალურად კეთდება პლანკას გიწევენ რა მაღლა , მე ესე აღვიქვავ

Posted by: earth Jun 26 2013, 09:44 PM

Illusion
ძალიან საინტერესოა ყველაფერი რაც დაწერე, უდიდესი გულწრფელობა იგრძნობა შენს პოსტებში.
შენ განსხვავებული ადამიანი ხარ და ეს ამ ცხოვრებას არ ეწყობა, ამიტომ უნდა ისწავლო თავის დაცვა, შენი თავის მართვა, რომ ისევ ექიმებსა და მასეთებს არ ჩაუვარდე ხელში. ზემოთ ოლდმენმა მოგცა კარგი რჩევა,–დააკვირდი შენს თავს, გარედან აკონტროლე, ასევე ისწავლე თავიდან შენს გრძნობებზე დაკვირვება, რას გრძნობ, როცა დაკვირვებას ისწავლი, მალე შენი გრძნობების მართვასაც ისწავლი.

QUOTE
მეკითხება როდის დაიბადეო. და ჩემი სწრაფი პასუხი მოყვა.. 1988 წლის 2 რიცხვში ენკენის თვეს დავიბადე თქო ექიმი და ჩემი ოჯახი გაოცებული სახით მიყურებენ... აქამდე მართლა არ ვიცოდი ენკენის თვე როდის იყო. და უამრავი კიდე

ამ მომენტმა ძალიან დამაინტერესა, რადგან ეს თარიღი შეიძლება მართლაც რამეს ნიშნავდეს შენთვის, შეიძლება წინა ცხოვრება იყოს. ასევე შეიძლება ყველა ეს შენს წინა ცხოვრებიდან მოდის. მართლა საინტერესოა, როდისა ხარ დაბადებული?

Posted by: Illusion Jun 26 2013, 10:32 PM

QUOTE(earth @ Jun 26 2013, 10:44 PM) *
Illusion
ძალიან საინტერესოა ყველაფერი რაც დაწერე, უდიდესი გულწრფელობა იგრძნობა შენს პოსტებში.
შენ განსხვავებული ადამიანი ხარ და ეს ამ ცხოვრებას არ ეწყობა, ამიტომ უნდა ისწავლო თავის დაცვა, შენი თავის მართვა, რომ ისევ ექიმებსა და მასეთებს არ ჩაუვარდე ხელში. ზემოთ ოლდმენმა მოგცა კარგი რჩევა,–დააკვირდი შენს თავს, გარედან აკონტროლე, ასევე ისწავლე თავიდან შენს გრძნობებზე დაკვირვება, რას გრძნობ, როცა დაკვირვებას ისწავლი, მალე შენი გრძნობების მართვასაც ისწავლი.

ამ მომენტმა ძალიან დამაინტერესა, რადგან ეს თარიღი შეიძლება მართლაც რამეს ნიშნავდეს შენთვის, შეიძლება წინა ცხოვრება იყოს. ასევე შეიძლება ყველა ეს შენს წინა ცხოვრებიდან მოდის. მართლა საინტერესოა, როდისა ხარ დაბადებული?


დაბადებული ზუსტად მაგ თარიღში ვარ 1988 2 სექტემბერი. მარა როგორც წესია როცა ადამიანს ეკითხებიან დაბადების წელს ის პასუხსობს შემდეგნარირად ხომ " დავიბადე 1988 წელს. ჩემი პასუხი კი იყო სხვაგვარი.. სრული თარირიღი მამის სახელი + თვე წელი ენკენის თვე. რატომღაც ვამჯობინე ასეთი პასუხი როცა ის მხოლოდ წელს მეკითხებოდა, სეართოდ არ ვიცოდი ენკენის თვე თუ სექტემბერს მიეკუთვნებოდა..

ზევითაც ავღნიშნე რომ მქონდა დაწოლამდე ერთ ადამიანთან კონტაქტი რომელმაც ჩემში ასეთი ზეგაგვლენა, უსაზღვრო გაოცება და ბედნიერება გამოიწვია. ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვა იყო თუ მას ნამდვილად ქონდა მესამე თვალი?? ფაქტიურად იმ ადამიანმა ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ.. და თუ რა ხდებოდა ჩემს გარშემო

სხვათაშორის პირველად ვსაუბრობ ამ თემაზე ასე ღიად.. მიჭირს ცხოვრებაში ვინმესთვის გაზიარება ისინი ხვაგვარად ხედავენ ამ ყველაფერს. JC_cupidboy.gif

Posted by: earth Jun 26 2013, 10:42 PM

Illusion
იმ ადამიანს თუ ხვდები კიდევ სადმე?

Posted by: Illusion Jun 26 2013, 10:57 PM

QUOTE(earth @ Jun 26 2013, 11:42 PM) *
Illusion
იმ ადამიანს თუ ხვდები კიდევ სადმე?


კი მქონდა ერთხელ იმ ადამიანთან ვირტუალური კავშირი მას შემდეგ რაც ამ რეალობას დავუბრუნდი.. ავუხსენი თუ რა გადამხდა თავს და მისგან ასეთი პასუხი მივიღე მე მეორე ადამიანი ვიყავი რომელემაც განიცადა მასთან კონტაქთიდ ამგვარი ტრანსფორმაცია.. ""ჟარგონულად რომ ვთქვათ გაუბერა"" ნუ მერე ეს ადამიანი გაქრა ვეღარ მივაკვლიე მის კვალს არადა ცივ გონებაზე უფრო მეტს გავიგებდი მის შესახებ.. astronomer2.gif

Posted by: td......... Jun 26 2013, 10:58 PM

ხო ეგრეა , ყველაფერი რომ მოყვე რასაც ხედავ დიაგნოზი იქნება შიზოფრენია... ადამიანს არ შEუძლია მოვლენების და საგნების კლასიფიკაციაზე უარის ტქმა, რაგდან ასე უფრო მარტივია. ამ სამყაროს მოდელი , უფრო სწორედ ის მოდელი რომელიც აქ დაამკვიდრე სმითხოვს გარკველ ჩარჩოებს და კლასიფიცირებას, სხვა შეთხვევაში ყველაფერი ჩAმოიშლება და აზრს დაკარგავს, სინამდვილში კი პირიქიტ....

Posted by: earth Jun 26 2013, 11:04 PM

Illusion
ცხოვრებაში ბევრი ადამიანი შეგხვდება, რომლებიც განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენენ შენზე. ხშირად ვერ ვხედავთ, მაგრამ მათი ზეგავლენა საკმაოდ დიდი უარყოფითი ენერგიაა. ძნელია გამოიცნო და განსაზღვრო, რადგან გრძნობები გონებას აბნელებენ ხან და ვერ ხედავ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამეა, არავინ არ გააღმერთო და არავინ არ ჩათვალო რომ ეშმაკი ან რაღაც რეპტილიაა.
ყველაშია შავიც და თეთრიც, მხოლოდ გზებია განსხვავებული, ვინ რა გზას ადგას და ვინ საით მიდის.

Posted by: earth Jun 26 2013, 11:06 PM

QUOTE
დავიბადე 1988

უი, რატომღაც 1888 წავიკითხე, იმიტომ დაგიწერე წინა პოსტში ეს აბსურდი წინა ცხოვრებაზე laugh.gif biggrin.gif

Posted by: Illusion May 20 2014, 10:19 AM

ისევ გამიმეორდა 3 დღით ოღონდ ამჯერად რაღაც დონეზე დამკვირვებელი ვიყავი და ეს იყო რაღაც სულ სხვა ზე ემოცია. ექიმებმა ისე გამაბრუეს წამბლებით დორბლი გამდის sad.gif საკუთარი ხმის ეხო ეხლას ჩამესმის ყურში. ორ ცეცხლ შუა ვარ, ან დღევანდელ სოციუმს უნდა შევუერთდე ან გუდანაბადი ავიკრა და სამდე ბუნებაში დავსახლდე სადაც თეთრ ხალათიანები ვერ მომაგნებენ JC_cupidboy.gif ავადმყოფობის პერიოდში ძალიან ცუდ პარალელებს ვავლებ და ეს ძალას მმატებს სულიერად. მარა პიზიკურად შეურაცხადი ვარ როგორც მეუნებიან sad.gif

Posted by: Illusion May 20 2014, 10:28 AM

QUOTE(Illusion @ May 20 2014, 11:19 AM) *
ისევ გამიმეორდა 3 დღით ოღონდ ამჯერად რაღაც დონეზე დამკვირვებელი ვიყავი და ეს იყო რაღაც სულ სხვა ზე ემოცია. ექიმებმა ისე გამაბრუეს წამბლებით დორბლი გამდის sad.gif საკუთარი ხმის ეხო ეხლას ჩამესმის ყურში. ორ ცეცხლ შუა ვარ, ან დღევანდელ სოციუმს უნდა შევუერთდე ან გუდანაბადი ავიკრა და სამდე ბუნებაში დავსახლდე სადაც თეთრ ხალათიანები ვერ მომაგნებენ JC_cupidboy.gif ავადმყოფობის პერიოდში ძალიან ცუდ პარალელებს ვავლებ და ეს ძალას მმატებს სულიერად. მარა პიზიკურად შეურაცხადი ვარ როგორც მეუნებიან sad.gif


K-Pax ივით ვიჩითები ხოლმე

Posted by: old_man May 20 2014, 03:25 PM

უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლია დაწერო ეს სამი დღე რას აღიქვამდი, რას ხედავდი ან რა გესმოდა. რა ფიქრები მოგდიოდა...
დეტალურად რომ გაიხსენო ყველაფერი
და კიდე 1 წელი გავიდა რაც ამ ფორუმზე დაპოსტე შენი ამბავი. რამე შეიცვალა?

Posted by: Illusion May 21 2014, 06:49 PM

QUOTE(old_man @ May 20 2014, 04:25 PM) *
უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლია დაწერო ეს სამი დღე რას აღიქვამდი, რას ხედავდი ან რა გესმოდა. რა ფიქრები მოგდიოდა...
დეტალურად რომ გაიხსენო ყველაფერი
და კიდე 1 წელი გავიდა რაც ამ ფორუმზე დაპოსტე შენი ამბავი. რამე შეიცვალა?



დეტალურად მახსოვს ამჯერად ყველაფერი, მოკლედ გეტყვი მიუხდავად იმისა რომ ყველა რელიგიის მიმართ ლოიალურად ვარ განწყობილი ჯვარცმა განვასახიერე შიშველი გავედი ქუჩაში და სირცხვილის შეგრძნება 0 პირიქთ სამყარო ისევ ჩემი მეგონა და გარდაცვლილებს ვესაუბრებოდი გონებაში მე ასე მგონია ხოლმე მაგ მომენტში არა მარტო მანთ აწმყოში მოსიარულე სულებსაც და გაბრაზებული ვხდები მათ მიერ ჩადენილ ცოდბვენზე.. და 1 რიგში საკუთარ სულიერებაზე ისე მეშლება ნერვები რომ მზად ვარ სამჯავროზე წავრსდგე და პასუხი ვაგო ყველაფერზე.. ვრცლად დასვით კითხვები და გიპასუხებთ მატრიცის პონტია

Posted by: old_man May 21 2014, 07:30 PM

მე მაინტერესებს როგორ იწყება შემოტევები. აი ხარ ჩვეულებრივად და როგორ შემოდის, უცებ იცვლება ცნობიერება? თუ ნელ-ნელა. ის საზღვარი როგორია, იგრძნობა გადასვლა? მაგ მომენტს აცნობიერებ?

Posted by: Illusion May 21 2014, 09:51 PM

QUOTE(old_man @ May 21 2014, 08:30 PM) *
მე მაინტერესებს როგორ იწყება შემოტევები. აი ხარ ჩვეულებრივად და როგორ შემოდის, უცებ იცვლება ცნობიერება? თუ ნელ-ნელა. ის საზღვარი როგორია, იგრძნობა გადასვლა? მაგ მომენტს აცნობიერებ?


აცნობიერებ რომ რახაც იცვლება მარა იმას ვერ ხვდები რამდენად მავნებელია ან პირიქით, თან ყოველივე იმაში რაც შენს თავს და შენს გარშემო ხდება ისე ხარ დარწმუნებული მამა ზეციერი ვერ დაგაჯერებს სხვა ვერაფერს თუ შენ არ გინდა, ისე ვარ ერთი სული მაქ როდის განმერდება კიდე. პიზიკურად შეურაცხადი ვარ როგორც ჩემებმა მითხრეს ადამიანებს არ ვერჩი მარა შინაგადან ძალიან ძალიან მაგარია, გავარტყი ყველა მიწიერ ნაკროტიკს ისეთი რაღაცაა, მე მეორედ 1 წამში შევიცვალე ერთ წერტილს ვუყურებდი და იქიდან წამოვიდა ყველაფერი. არ ვიცი რა არის ექიმების ენაზე შიზიკი ვარ რელიგის ენაზე ბრძოლები მაქ მარა ისეთI მაგარი რამეა გავარტყი დღევანდელ ცნობიერებას, ნეტა სულ არ გამოვსულიყავი მდგომარეობიდან ხელი მაქ ჩაქნელი აწმყოზე იმ ყველაფრის მერე გულს ვერ ვუდებ ვერაფერს და ვეძებ გასაღებს საკუთარ ქვეცნობიერშI რომ კიდე შევიდე იმ მდგომარეობაში ოღონდ სამუდამოდ. მოკლედ გეტყვი როგორი რამე. old_man xo gaceria forumze da amaShi xar darcmunebuli? igivenairad ro iyo darcmunebuli imashi rom yvelaperi xar yvelaperi shegizlia da es samyaro shenia? am yvelapers dgevandelobaze gacvlidi? rame mishvelet tore yovel dge im imedit vcvvebi rom neta agar gavigvizo

Posted by: old_man May 21 2014, 10:24 PM

მესმის რასაც წერ, ეგ არის რაღაც ზეცნობიერებას უერთდები, მარა გონება ვერ უძლებს ამას და ხდება ის რომ ამ სამყაროში ვეღაც ცხოვრობ ნორმალურად. რაღაც კანალი გაქვს გახსნილი. მაგრამ რატომ გაქვს გახსნილი.
სანამ სხეულში ხარ იქ სამუდამოდ ვერ გადახვალ. ერთადერთი როგორც ადრე ვთქვი გაცნობიერებაა. ფსიქოტროპული წამლების არ მჯერა მე, აქაც და იქაც იქნები სამუდამოდ გაბრუებული ))) აბა რა გირჩიოთ. ამ მდგომარეობების კონტროლი უნდა მოახერხო დამკვირვებლიდნა გამომდინარე...ყოველ წუთს აკვირდებოდე შენს თავს. იქნებ მედიტაციები დაგეხმაროს. მე ასე ვიზამდი შენს მდგომარეობაში... მერე ცხოვრებაც მორჩება და დაისვენებ. სხვა გზას მე ვერ ვხედავ

Posted by: Illusion May 21 2014, 11:08 PM

დიდი მადლობა რჩევისთვის. 25 ის ვარ თითქმის ყველა სფეროში გაათვიცნობიერებული რისი ინტერესიც მქონდა მარა ჩემთვის სასარგებლო და გულის გადასაყოლებელი ვერაფერი ვერ ვნახე. ბავშობიდან მითოლოგია მიზიდავდა და ზღაპრები, ამჯერად გრეციაში ვცხოვრობ და შენ რაც აღნიშნე მედიტაციები საითკენ გავეშურო რომ მოვიპოვო სულიერი სიმშვიდე თორე ადგილს ვერ ვპოულობ გულწრფელად ვიძახი, სასაწაული ჯილკის ადამიანი ვარ, შემიძLია მიზნის მიღწევისთვის დარჩენილი ცხოვრება დავთმო. ერთფერობება მტაჯავს მინდა სულ მოზრაობაში და რამის კეთებაშI ვიYო. მინდა მსოფლიო მოქლაქე ვიყო და დღევანდელი სისტემა ამას რომ კრძალავს ვიგრუზები. ძალიან ცუდ დროში დავიბადე ზოგჯერ საკუთარ ტავს ვეუნები ან მომავალშI ან ღრმა წარსულში დავბადებულიკავი ჯობდა. თან ოჯახიც შეშფოთებულია ხომ არ იციან რას ვგრზნობ იმ მომენტში როცა ეს მემართება. დღეს დღეობით ყველაფერს რასაც ვაკეთებ ფაქტიურად რობოტივით ვარ, sad.gif 12 წლის ასაკსშI გადრდავიცვალე და განვლილი ცხოვრება კადრებივით დავინახე და მხოლოდ სინანულის შეგრძნება მქონდა. ერთი ჩემი ჩკუის და სამყაროს ფეხით შემოვლივლიდი

Posted by: Existence May 21 2014, 11:24 PM

Illusion

პრივეტ )) საინტერესო ტიპი ხარ

ერთადერთი რაც გიშველის შენ მდგომარეობაში სანამ ამ სხეულში ხარ გამოკვეტებული როგორც ოლდმენმა გითხრა დამკვირვებელია შინაგანი დამკვირვებელი !

ზღვარი ირღვევა ცნობიერს და ეგრედწოდებულ ქვე ცნობიერს შროის და მაგით კაიფობ ,თუ დამკვირვებელს დაამუღამებ უფრო იკაიფებ და ბოლოს რო მოკვდები საინტერესოა სად გაიჩითები

დამკვირვებელი ყველა შეგრძნების მიღმა დგას ანუ რასაც არ უნდა გრძნობდე თუ იცი ეს ყოველთვის განზე იდგები და თამაში ბოლომდე არ დაკარგავ თავს

ექიმებს არ გაეკარო კიდე smile.gif)))))))

Posted by: Illusion May 22 2014, 11:43 AM

Existence

ოშო სად ვნახო ? მასე ვარ ზუსტად როცა იმ ცნობიერში ვიმყოფები.

Posted by: Existence May 23 2014, 10:54 PM

QUOTE
ოშო სად ვნახო ? მასე ვარ ზუსტად როცა იმ ცნობიერში ვიმყოფები.


რას გულისხმობ სად ვნახოში ? წიგნები ელექტრონული თუ გინდა ბერია რუსულად და ინგლისურად

Posted by: ანნა May 26 2014, 02:48 AM

Illusion

QUOTE
როცა იმ ცნობიერში ვიმყოფები


რეალურად ვინ ხარ გააცნობიერე? შენ თავად?

ბევრჯერ მითქვამს, "ანაში რომ ვბრუნდები სხვანაირადაა. იქ სულ სხვაა" biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Illusion Jun 7 2014, 10:09 AM

ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რკინის ნერვებით და მიზან დასახულობით, მარა იმ მომენტში მე ნამდვილად არ ვარ ვიღაცა შემოდის და ჩორტაობს რაგაცეებს, ეხლაც ადია მომცეს შვებულება 5 დღიანი ამ წამლებმა ხო შემიკიკინა პიზიკურად გადამღალა ზიპრექსაზე ვარ, ბოლო გაბერვიდან პოლიციამ მიმაბრძანა კოლეგებთან ზაგლივით მაბავენ, 2 ჯერ გავიქეცი პსიქიატრიულიდან, და სად გავრბორდი მეც არ ვიცი, მეგობარი მყავს ერთი რომელიც ძალიან გათვიცნობიერებულია მსგავს თემებში და ის ჩამომიყალიბებს ზუსტად რა მემართება, პირამიდებსაც კი შევეხე ბოლოს და სხვა ცივილიზაციას, და იმე დევილოს თქო და გუშინ კიდე კვეთებულის ლოცვა ჩამიტარეს მარა რეაქცია 0. ბოლოს კარგი რაც მახსოვს ის იყო რომ მეგონა სიმღერა სადაც გაჟერდებოდა ჩემზე მღეროდა და ტირილი მინდებოდა მელოდიის პონზე, ტაშს რომ ვუკრავდი ეხოსავით მესმოდა, და ადამიანებს პიქრებით ველაპარაკებოდი ( მე ასე მეგონა ყოველშემთხვევაში) რიცხვებთანაც მქონდა შეხება რაგაც მითითებებს მაძლევდა, ამჟამად სრულიად გამოსული ვარ მდგომარობიდან, და ნამდვილად არ მინდა იგივე განმეროდეს ისე რომ კონტროლი დავკარგო, ერთ ერთი გამომწვევი მიზეზი უძილობა ყოფილა როგორც ექიმა მითხრა, მახსოვს განმეორებამდე 4 დღე და ღამე არ მეძინა, არ მეკარებოდა ძილი და რა მექნა sad.gif

დიაგნოზი შიზოიდი :/ რომელიც განმეორებას ექვემდებარება superstition.gif

Posted by: Existence Jun 7 2014, 10:36 PM

Illusion

საქართველოში არ ცხოვრობ ხო ?

Posted by: Illusion Jun 8 2014, 09:50 AM

QUOTE(Existence @ Jun 7 2014, 11:36 PM) *
Illusion

საქართველოში არ ცხოვრობ ხო ?


არა საბერზნეთში ვცხოვრობ, ისე იმ დროს ამათ მითოლოგიასაც შევეხე, ერთ მომენტში ზევსი მეგონა თავი ხან ჰადესი hilarioustu8.gif და პოსეიდონს ვეძებდი, მარა მართმადიდებლობიდან ყურანზე რატომ მინდოდა გადასვლა არ ვიცი, აჯაბსადალია რა

Posted by: Existence Jul 10 2014, 10:34 PM

,,Мистики и шизофреники попадают в один и тот же океан, но если мистики там плавают, то шизофреники в нем тонут.''

Fritjof Capra

ცურვა სიწავლეთ ! და ნუ დაფრთხებით

Posted by: earth Dec 21 2023, 09:39 PM

საინტერესო იქნებოდა განგვეხილა დაავადება ,, ეშმაკეული "... სახარებაში მოიხსენიება ასე. ამ ეპოქაში სხვადასხვა სახელით ვიცით მედიცინაში, მაგრამ ეს არის მომენტი, როცა ადამიანი ვერ ახერხებს თავის თავზე კონტროლს. ეს სხვადასხვა სახით შეიძლება გამოიხატოს. მცირე თუ დიდი უარყოფითი ენერგია (ეშმაკი) ადამიანში შედის და იქ ბუდობს. ეს ენერგია ხდება ადამიანის მუდმივი თანამგზავრი. როდესაც ადამიანი სიკვდილის პირასაა ეს ენერგია ტოვებს ადამიანს,ამიტომაცაა ხშირად სიკვდილის წინ უფრო განსხვავებული აზრი შესაძლოა მოვისმინოთ ადამიანისაგან.ამ დროს ის ხდება თავისი თავი.

Posted by: earth Dec 22 2023, 12:08 AM

ის ხდება თავისი თავი, რადგან განთავისუფლდა. სამწუხაროდ ისაა, რომ როცა ის სული, ბოროტი ენერგია იგრძნობს სიკვდილის მოახლოებას, მხოლოდ მაშინ ტოვებს ადამიანს. ის გამოდის მისგან და იწყებს ძებნას სხვა ადამიანში როგორ შევიდეს. ადამიანში შედის თუ ამის უფლებას მიიღებს ერთგვარად თვითონ ადამიანისაგან. ხდება ჩაკრების გახსნა და ასე ეღება შესასვლელი. ეს ხდება ძალიან დიდი ემოციური დატვირთვის დროს. ეს არის მომენტი, როცა ან ძლიერ ვტირით,ან ვყვირით აღელვებული და სხვა...

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)