IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >

White Devil
Posted on: May 27 2019, 09:58 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ინიციალის საშუალებითღ შეგიძლიათ განსაზღვროთ მისი ხასიათი, მისწრაფებები და თვისებები. ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თქვენს თავზე, ისე სხვებზე. გაიგეთ ადამიანის სახელის და გვარის პირველი ასოები და გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილს.
მაგალითად, ჩემი ინიციალებია ნ.შ – ნ – ენერგიულობა, ამბიციები, არტისტულობა. შ – ეჭვიანობა, უკომპრომისობა.

ა – ძალა, გავლენა, ძალაუფლება

ბ – დიდი და ღრმა გრძნობები, არიან ძალიან მგრძნობიარეები

გ – მისტიკურობა, საიდუმლოებები

დ – კომუნიკაბელურობა, მხიარულება, გულღიაობა

ე – მობილიზების უნარი, სიცოცხლისუნარიანობა

ვ – არასტაბილურობა, მერყეობა

ზ – უკმაყოფილება, საკუთარ თავთან კონფლიქტი

თ – იდეალისკენ სწრაფვა, უსასრულო ძებნა

ი – გაოცებისუნარიანობა, დაძაბულობა

კ – დიდი პრეზენზიები და მის მიღწევასთან დაკავშირებული დაძაბულობა

ლ – ლოგიკურობა, დიდი ფანტაზიები

მ – შრომისმოყვარეობა

ნ – ენერგიულობა, ამბიციები, არტისტულობა

ო – ემოციურობა, ამოუცნობისკენ სწრაფვა

პ – მოკრძალება, დისტანცია ადამიანებს შორის, სიმარტოვის მოყვარულობა

ჟ – გაურკვევლობა, მერყეობა

რ – მუდმივი დაძაბულობა, ძლიერი ემოციურობა

ს – დეპრესიისკენ სწრაფვა, ნევროზულობა, წუხილი

ტ – მუდმივი მოთხოვნილება იმისა, რომ ღაღაცაზე იყოს დამოკიდებული

უ – ინტუიციურობა, არეულობებისა და ხმაურისკენ სწრაფვის სურვილი

ფ – სინაზე, გარემოსთან ადაპტირების უნარი

ქ – ამბიციები, უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვა

ღ – გამუდმებითღ მალავს რაღაც საიდუმლოს

ყ – პრეტენზიულობა, წუხილი, ამპარტავნება

შ – ეჭვიანობა, უკომპრომისობა

ჩ – ერთგულება

ც – სწრაფვა შინაგანი ემოციების გარეთ გამოვლინებისთვის

ძ – მაშში ჭარბობს ემოციები და ხშირად ებრძვის საკუთარ თავსჩ – ერთგულება, მეგობრობა

წ – დეპრესიულობა, მიუღწევლისკენ სწრაფვა

ჭ – ერთგულება, მეგობრობა

ხ – პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში,

ჯ – არეული გონება, ვერ არჩევს კარგსა და ცუდს, დაბნეულობა, გაურკვევლობა

ჰ – პრობლემები პირად ცხოვრებში და კარიერაში
ეს ვნახე აქ https://vichoraot.wordpress.com/2013/04/03/nsh/
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #127265 · Replies: 1 · Views: 2,544

White Devil
Posted on: May 26 2019, 02:46 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


კიდევ არის მოსაზრებები?
  Forum: გამონათქვამების ... · Post Preview: #127260 · Replies: 60 · Views: 43,140

White Devil
Posted on: May 26 2019, 02:44 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


QUOTE(ano @ May 26 2019, 01:34 AM) *
რამდენი წლის ხარ, რა მიზანი გაქვს,
რატო გიზიდავს ოკულტიზმი

გურჯიევს რაც შეეხება მთავარი მისი სწავლება არის მუდმივი ყოველწამიერი თვითდაკვირვება, რომ გავიღვიძოთ და მივხვდეთ ვინ ვართ, ვინ არის „მე“
ეს სხეული არის მექანიზმი, და ამ მექანიზმის მუშაობის პრინციპებს ხსნის, როგორც მექანიკოსი,

წინა გვერდებს თუ გადახედავ გურჯიევის წიგნებიდან თარგმანები დევს

გურჯიევის წიგნები მაქვს,მაგრამ გასაგებია რომ ხსნის და გსაგებია რომ რობოტები ვართ და გასაგებია რომ ჩვენი თავი უნდა გვახსოვდეს მუდამ და მერე ამით რა?ანუ ეს რას ძენს ადამიანს?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #127259 · Replies: 330 · Views: 127,163

White Devil
Posted on: May 25 2019, 08:18 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


შეგიძლია ვინ რა ისწავლეთ გურჯიევის წიგნებიდან?უბრალოდ მე დავიბენი და შევწყვიტე კითხვა.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #127256 · Replies: 330 · Views: 127,163

White Devil
Posted on: May 25 2019, 08:05 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


ქართულად არ არის ეს ტექსტი სადმე?
  Forum: პარამეცნიერება · Post Preview: #127255 · Replies: 9 · Views: 7,003

White Devil
Posted on: May 25 2019, 08:04 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


მე ვიყავი დაინტერესებული,ვცადე კიდეც ფორმულები,თვითონ რუნოლოგებსაც ვაცადინე ჩემზე მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა და დღესაც მიდევს ლამაზად გამოთლილი რუნები.თუმცა ისიც უნდა დავამატო რომ მათი თქმით მათ რუნები ძალიან ეხმარებათ
  Forum: პარამეცნიერება · Post Preview: #127254 · Replies: 173 · Views: 74,830

White Devil
Posted on: May 25 2019, 07:30 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


QUOTE(tty_ @ May 25 2019, 07:23 PM) *
არის მსგავს თემაზე გახსნილი ტოპიკები. უმჯობესი იქნება გადახედოთ ფორუმს თავიდან. პრაქტიკულ გამოცდილებაზეც წერია და სხვა უამრავ თემაზეც. 90000 წერილზე მეტია დაწერილი და დამიჯერე, უამრავზე უამრავი რჩევაა. თუ რამე გესაჭიროება კონკრეტულად, შეგიძ₾ია იკითხო შესაბამის განყოფილებაში ან გახსნა დახმარების განყოფილებაში ტოპიკი. ამ ტოპიკსაც მანდ გადავიტან. იყავი თავისუფალი აზრის გამოხატვაში.

მადლობა დიდი
  Forum: დახმარების ოთახი · Post Preview: #127253 · Replies: 2 · Views: 3,338

White Devil
Posted on: May 25 2019, 07:18 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


QUOTE(Qadosh @ Jun 22 2016, 06:36 PM) *
ხალხნო ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება!!!..

მოკლედ ვისაც კარლ ბრანდლერ პრახტის წიგნი "ოკულტიზმი" გაქვთ(მე მქონდა და დამიკარგეს) მანდ მეორე ნაწილში უნდა იყოს მეათე თავი რომელსაც დაახლოებით ჰქვია ასე: "მონოიდეიზმი და წინასწარგამოწვეული გრძნეული სიხმრები" ხოდა აკრეფაზე რათქმაუნდა ვერც და არც გაწვალებთ და ვისაც სკანერი გაქვთ ან თუარადა ტელეფონით მთლიან მაგ თავს(რამოდენიმე გვერდი იქნება დაახლოებით) ნორმალური სურათები რომ გადაუღოთ ერთი იმდენი რომ იკითხებოდეს და რამენაირად რომ მომაწოდოთ არ შეგიძლიათ?

ძალიან მჭირდება თორემ არ შეგაწუხებდით ასე ნამდვილად..

მაქვს ელ ვერსი და გადმოგიგზავნი თუ გინდა
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #127250 · Replies: 28 · Views: 44,420

White Devil
Posted on: May 25 2019, 07:15 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


QUOTE(Lacrimosa @ Aug 15 2013, 03:04 AM) *
3. პასიური მდგომარეობა


აქტიურ კონცენტრაციასთან ძალიან ახლოს დგას პასიური მდგომარეობა. უკანასკნელი წარმოიშვება მხოლოდ პირველისაგან.

ვისაც შეუძლია აზრის კონცენტრაცია, მხოლოდ მას ძალუძს მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რომელიც ყველაზე კარგად დახასიათდებოდა სიტყვა ,,არარსებობა''.

ჩვენი გონებრივი სამყარო შეიძლება შევადაროთ ზღვას. როცა აღელვებული ვართ, ჩვენი ფიქრები წააგავს ბობოქარ ზვირთებს, ხოლო თუ მშვიდად ვართ, მაშინ ჩვენი ფიქრები მოძრაობენ ნაზად – მოლივლივე ტალღების დარად.

მათი რაოდენობა უთვალავია, მაგრამ სიცოცხლე – ხანმოკლე: ისინი მაშინვე უთმობენ ადგილს ახლად წარმოშობილ ტალღებს, რომლებიც ეწევიან მათ და ქრებიან თავისი მოკლე არსებობის კვალის დაუტოვებლად.

პასიური მდგომარეობა საჭიროებს, რომ ჩვენი სულიერი ზღვა იყოს გლუვი, როგორც სარკე. უნდა გაქრეს ყოველი ძლიერი ზვირთი, ყველა უთვალავი პატარა ტალღაც კი უნდა გაიყინოს ისე, თითქოს კარაქისა იყო.

უნდა ჩაიხშოს ყველა აზრი და ჩასახვისთანავე უნდა მოხდეს მათი განადგურება. ამაშია პასიური მდგომარეობის აუცილებელი პირობა.

ამგვარად, საჭიროა აზროვნების აპარატის სრული განწმენდა. უნდა ვეცადოთ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რომლის დროსაც ჩვენი ტვინი დაემგვანება სუფთა, დაუწერელ ქაღალდს, და უნდა შევისწავლოთ ეს მდგომარეობა, რათა შესაძლებლობა გვქონდეს დავეუფლოთ მას რაიმე განსაზღვრული დროის განმავლობაში.
ამ მდგომარეობაში უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, თვით საკუთარი არსებობაც კი.

როცა გადავლახავთ ყველანაირ მიწიერ მისწრაფებებს, შემოვიზღუდებით ყოველგვარი გარეგანი შთაბეჭდილებებისაგან და გავხდებით უგრძნობნი ჩვენს გარშემო მყოფი და მოქმედი მატერიალური სამყაროს მიმართ, მაშინ უკვე ჩვენი სული გახდება სულიერი სამყაროს უფრო ფაქიზი მოქმედებების ათვისების უნარის მქონე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩვენთვის უკვალოდ ჩაივლიან. ჩვენს სულს, პასიურ მდგომარეობაში უფრო უკეთესად შეუძლია იმოქმედოს სხეულზე.

როცა პასიური მდგომარეობიდან გამოვდივართ, ჩვენ ვპოულობთ სუფთა ფურცელს დაწერილს.

გვიტაცებს მაღალი, შემოქმედებითი აზრების ნაკადი, აზრებისა, რომელთა წარმოდგენა ჩვეულებრივ ფხიზელ მდგომარეობაში ჩვენთვის შეუძლებელია. ახალი, მოულოდნელი იდეები, გეგმები და პროექტები მომდინარეობენ ჩვენში და გვანცვიფრებენ თავისი ორიგინალობით.

პასიური მდგომარეობა ყველასათვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს.

ვინც გონებრივ მუშაობას ეწევა, შეუძლია პასიური მდგომარეობისაგან დიდი სარგებლობა მიიღოს. მაგრამ, მხოლოდ მაღალი ზნეობის ადამიანს ძალუძს ეს მდგომარეობა გამოიყენოს ზნეობრივი პროგრესის ყოვლისშემძლე ბერკეტად. ის ამცნობს მის სულს, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს აღშფოთებულ სხეულზე.

ეს მდგომარეობა განსაკუთრებით აუცილებელია სხვადასხვა ოკულტური უნარის განვითარებისათვის, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.

მაგრამ პასიური მდგომარეობა საშიშროებასაც წარმოადგენს. თუმცა, ერთის მხრივ, ამ მდგომარეობაში ჩვენ ვიმყოფებით ჩვენივე სულის და აგრეთვე კეთილმოსურნე, მეტად სრულქმნილი, ფაქიზი მატერიალური გონიერი არსებების გავლენის ქვეშ, მეორეს მხრივ კი წარმოვადგენთ იარაღს სულმდაბალი, არასრულყოფილი გონიერი არსებების ხელში და ვემორჩილებით ამ უკანასკნელთა ზეგავლენას, რომელიც ჩვენთვის არც თუ ისე უსაფრთხოა.

ამ უკანასკნელთან წინააღმდეგომის გასაწევად ჩვენ გაგვაჩნია შესანიშნავი საშუალება, სახელდობრ – აზრის კონცენტრაცია, ე.ი აქტიური მდგომარეობა. როდესაც ვგრძნობთ არაწმინდა გავლენის მოქმედებას, ჩვენთვის საკმარისია მის საწინააღმდეგოდ მოვიკრიბოთ აზრი.

ასე მაგალითად: როცა ვარჯიშისას შებოჭილნი ვართ არაჰარმონიული სურვილებით, მაშინ ჩვენ უბრალოდ ვიკრებთ აზრს ამაღლებულ წარმოდგენებზე: მშვიდობაზე, ახლობლების სიყვარულზე, უწმინდეს ჰარმონიაზე. ამით ჩვენ არაჰარმონიულ გამოსხივებას ვაუძლურებთ, რომ ვერ მიეკედლოს ჩვენ სულს.

მოკლედ, სულერ სამყაროში მსგავსი მიილტვის თავისი მსგავსისაკენ, ამასთან ერთად, ასეთ არაჰარმონიულ ზეგავლენას უმეტეს შემთხვევაში ემორჩილება ისეთი ადამიანი, რომელიც თვითონვეა მიდრეკილი დისჰარმონიისაკენ. ძალიან იშვიათად ხდება, რომ მშვიდი და მაღალი ეთიკური მისწრაფებების მქონე მოწაფე, მოექცეს ამ მდაბალი გამოსხივების ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ თუ ამდაგვარი რამ კიდევაც მოხდება, მან უკვე იცის როგორ უშველოს თავის თავს. ამგვარი შემთხვევა კი მხოლოდ ხელს შეუწყობს მის თვითგამაგრებას.

მან კი, ვინც თავისი მანკით იზიდავს მისთვის მონათესავე არსებებს, მათგან უნდა შეძლოს თავის დაცვა, რაც დაეხმარება ნებისყოფის გაძლიერებაში. იგი ასე უნდა მოიქცეს, თუ არ სურს ეჭვქვეშ დააყენოს ვარჯიშის წარმატება.

მე ვიმეორებ, რომ ვისაც სურს პასიური მდგომარეობის განვითარება, საკმარის დონეზე უნდა მიეჩვიოს აზრის კონცენტრაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერასდროს ვერ შეძლებს მიაღწიოს თავისი აზროვნების აპარატის განთავისუფლებას. დამწყებთათვის, მთავარ პირობად ისევ ითვლება აბსოლუტური სიმშვიდე. სიმშვიდე მის გარშემო და სიმშვიდე თვითონ მასში.

პასიური მდგომარება მოითხოვს სხეულის აბსოლუტურ უმოძრაობას. ამ სავარჯიშოს შესასრულებლად საუკეთესო დროა საღამოს სიჩუმე ან ადრიანი დილა. მოსწავლე შედის თავის დახურულ ნიშაში, ცნობილი მეთოდით იხშობს ყურებს, იხვევს თვალებს და წვება ხალიჩაზე.

აუცილებელია ვიზრუნოთ სხეულის მოხერხებულ მდგომარეობაზე, რათა ნელ-ნელა შეიძლებოდეს კუნთების სრულიად მოდუნება.

ამგვარად, მთელი სხეული უნდა იმყოფებოდეს მხოლოდ მშვიდ და მთვლემარე მდგომარეობაში.

სუნთქვითი პროცესი, ყოველგვარი განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე, შეძლებისდაგვარად უნდა იყოს მოდუნებული. წყვეტილ ან ღრმა სუნთქვას უნდა მოვერიდოთ.

გონებაში წარმოვიდგინოთ თეთრი დისკო (დაახლოებით 20 სმ დიამეტრით) შავ ფონზე, რომელიც გამუდმებით ბრუნავს თავისი ცენტრის გარშემო. ჩვენი შინაგანი მზერა გავუსწოროთ ამ დისკოს და განვდევნოთ ჩვენგან ყოველგვარი გარეშე აზრები, ისე როგორც აზრთა კონცენტრაციისას ვაკეთებდით.

ჩვენთვის ცნობილი აზრთა კონცენტრაციისაგან პასიური მდგომარეობა იმით განსხვავდება, რომ ამგვარ მდგომარეობაში აუცილებელია თავის შეკავება ყოველგვარი მოსაზრებებისაგან თეთრი დისკოსა და შავი ფონის შესახებ. არსებობს მხოლოდ ერთი ამოცანა: დავიჭიროთ თეთრი დისკოს წარმოდგენა შეუცვლელი ფორმით, დაუშვებელია ფიქრი სხვა რაიმეზე. მხოლოდ მშვიდად უყურებენ დისკოს ზომიერ ტრიალს.

მოსწავლე უნდა გაფრთხილდეს, რათა არ ჩაეძინოს. ამისათვის კი ზედმეტი ნებისყოფის დაძაბვა საჭირო არ არის, რადგან ეს უკვე გამოიწვევს გადხრას.
ამ მდგომარეობაში ყოფნას უნდა ვეცადოთ 3-5 წუთის განმავლობაში.

პირველი ცდის დროს მოსწავლე იძულებული იქნება ენერგიულად ებრძოლოს თავის თავს. აზრები ერთიმეორის მიყოლებით შეიჭრებიან მის გონებაში და გააბუნდოვნებენ დისკოს გამოსახულებას, მაგრამ მოსწავლე რაიმე სხვა აზრზე არ უნდა შეჩერდეს, არამედ გონებაში უნდა უმზიროს მხოლოდ დისკოს გამოსახულებას. ყოველ ცდაზე ძალა უფრო და უფრო მოემატება და 10 ან 12 ცდის შემდეგ მოსწავლე უკვე მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომ სულ ცოტა, 3 წუთის განმავლობაში მაინც ისე შეიკავოს თავი სხვა უცხო აზრებისაგან, რომ დისკოს გამოსახულება დარჩეს ნათელი და დაუბინდავი.

შემდეგ უნდა ვეცადოთ ეს სავარჯიშო შევასრულოთ 4-5 წუთის განმავლობაში და მერე თანდათანობით უფრო მეტად გავზარდოთ მისი ხანგრძლივობა.
მაღვიძარას აქაც შეუძლია სარგებლობის მოტანა, მხოლოდ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კარგი იქნება თუ მაღვიძარას შემოახვევთ რაიმე ნაჭერს, რათა ზარის მკვეთრმა და მაღალმა ხმამ ძლიერად არ იმოქმედოს ნერვებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მგრძნობიარე ნატურები შეიძლება ჰიპნოტიზირებულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ამის გამო.

მოსწავლეს შეუძლია წინ წასვლა მას შემდეგ, როცა დისკოს გამოსახულების შენარჩუნებას ნათლად და გაუმკრთალებლად შეძლებს 10 წუთის განმავლობაში. ამასთან არც ერთი უცხო გამოსახულება, არცერთი უცხო აზრი მისთვის დიდხანს არ იარსებებს.

დისკოდან უნდა წარმოიქმნას პატარა, მბრუნავი, მანათობელი წერტილი, გარშემორტყმული შავი სივრცით. ამ ვარჯიშის მსვლელობა ისეთივეა, როგორიც წინასი.
თუ შეგვეძლება აქაც მივაღწიოთ იგივე შედეგს და 10 წუთის განმავლობაში არ გადავიხაროთ ამ წერტილის წარმოდგენიდან, ამის შემდეგ ჩვენ მივაღწევთ – პასიურ მდგომარეობას.

აუცილებელია, არაფერი არ გვესმოდეს, არაფერს არ ვგრძობდეთ და არაფერზე არ ვფიქრობდეთ, ე.ი თითქოს არ ვარსებობდეთ.

თავდაპირველად ამ სავარჯიშოს ვიწყებთ წერტილის წარმოდგენით. შემდეგ მოსწავლე ცდილობს, თუნდაც 2 წუთით მაინც გათავისუფლდეს ამ წერტილის ხედვისაგან ისე, რომ დარჩეს მხოლოდ ცარიელი შავი სივრცე. ეს ხედვა ნელ-ნელა უნდა გაქრეს. განსაზღვრული (გამოკვეთილი) სიშავე უნდა შეიცვალოს განუსაზღვრელი ნაცრისფერი ფონით და ბოლოს არარაობაში (არაფერში) გადავიდეს.

წერტილის წარმოდგენიდან ამ ფაზაში გადასვლა ხდება თანდათანობით, მაგრამ ენერგიული ნებისყოფის ადამიანებს შეუძლიათ უცებ მოსპონ ეს წერტილი და სივრცე.

ერთიც და მეორეც კარგია და დამოკიდებულია პიროვნებაზე. ბევრნი არიან ისეთნი, რომლებიც პასიური მდგომარების დაწყებას ირჩევენ წერტილის ხედვიდან. მე არაფერი საწინააღმდეგო არ გამაჩნია, თუმცა მსგავს ჩვევას შეუძლია ცოტა გააძნელოს შემდგომი ვარჯიში.

ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, როცა ძალიან აღელვებული ვართ და შეუძლებელია აზრთა მიმდინარეობის სწრაფად შეჩერება, უმჯობესია მივმართოთ წერტილს ან დისკოს ხედვას.

პასიური მდგომარეობა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა ყოველგვარი სულიერი აღგზნების შემთხვევაში. ის გვეხმარება ტკივილისა და განცდის გადატანაში, მოაქვს ნუგეში და გვავსებს ახალი სასოებით და იმედებით.

ვინც ავადმყოფურ მდგომარეობაშია ჩავარდნილი და არ იცის რით უშველოს თავს, მიმართოს ამ საშუალებას და იგრძნობს შვებას, იქნებ პირველივე ცდის შემდეგაც კი.

ვარჯიში საჭიროა მანამ, სანამ ისევ არ მივაღწევთ (10 წუთის განმავლობაში) აბსოლუტურ პასიურ მდგომარეობას ყოველგვარი აზრების გარეშე. ამის მიღწევის შემდეგ სავარჯიშოს ვცვლით იმით, რომ სახვევს ვიხსნით თვალებიდან და ვითავისუფლებთ საცობით დახშულ ყურებს. კი არ ვწვებით, არამედ ვჯდებით რაც შეიძლება მოხერხებულ პოზაში.

იმისათვის, რომ მხედველობითი აპარატის არავითარ გადახრას ადგილი არ ჰქონდეს, ჩვენს წინ, ჩარჩოში რაც შეიძლება თანაბრად ვჭიმავთ თეთრ ნაჭერს (1,5 კვ.მ. ზომით). იგივე სამსახური შეუძლია გაგვიწიოს ზემოთ აღნიშნული ზომის სახატავმა ფურცელმაც. ამის შემდეგ ვუსწორებთ მზერას ამ თეთრ ზედაპირს ისე, რომ ჩვენი ყურადღება არ იყოს გაფანტული. შემდეგ კი ვაგრძელებთ ვარჯიშს ცნობილი მეთოდით. ეს სავარჯიშო ძალიან ადვილია. ის გართულდება მაშინ, როცა თეთრ ზედაპირს ჩარჩოდან ჩამოვხსნით. ეს – გახელილი თვალებით ,,არარაობაში'' მზერის ტოლფასია.

მხოლოდ საჭიროა, მთავარ სავარჯიშოზე მეცადინეობა. რაც შეიძლება დიდი გულისყურით უნდა ჩატარდეს.

როგორც კი მოგვიხერხდება ათიოდე თავისუფალი წუთის გამონახვა, შეგვიძლია თავი დავანებოთ ყოველდღიურ საქმეებს, დავჯდეთ სადმე, მოვადუნოთ კუნთები, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ფიქრი და შევეცადოთ განზრახ ,,დავიბინდოთ''თვალები ისე, რომ აბსოლუტურად ვერ ვარჩევდეთ გარშემომყოფ ნივთებს. მაშასადამე, ვიყურებით და არაფერზე არ ვფიქრობთ.

ზემოთ აღწერილი დამხმარე სავარჯიშოები შეიძლება ჩატარდეს სავაჭრო კანტორაში, კანცელარიაში, გასართობ ადგილებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. მათი მიზანია, რომ მოსწავლე მიეჩვიოს არ ესმოდეს არაფერი როცა ყურები არ აქვს დახშული, თუ ამას თვითონ მოისურვებს ან უფრო სწორედ – ესმოდეს და არ ფიქრობდეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, მოწაფე უკვე აღარ დაიხშობს ყურებს მთავარი სავარჯიშოების დროსაც კი.

როცა ისე დახელოვნდებით, რომ 10 წუთის განმავლობაში, ღია გრძნობის ორგანოებით სრულიად შეინარჩუნებთ პასიურ მდგომარეობას, მაშინ მიაღწევთ საკუთარი სხეულისაგან და გარშემომყოფი ვითარებისაგან სრულ დამოუკიდებლობას. შემდეგ უნდა დავეუფლოთ პასიურ მდგომარეობას ფეხზე ყოფნის და სიარულის დროს.
ამ სავარჯიშოებით მეცადინეობა საჭიროა მუდმივად, სხვა სავარჯიშოებთან ერთად, რადგან ერთად შრწყმულ ორივე მდგომარეობას, როგორც შემდგომ შევნიშნავთ, მნიშვნელოვან შედეგებთან მივყავართ.

აზრის კონცენტრაცია და პასიური მდგომარეობა გამოიყენება მონაცვეობით: ხან ძლიერი ხმაურის დროს, ხანაც ხალხმრავალ ადგილებში. ამას ნებისყოფის ენერგიული დაძაბვა ჰქვია.

პასიური მდგომარეობა შესაძლებელია, როგორც მაგალითად ხანძრის დროს, აღელვებულ ბრბოში, ასევე, წყნარ ოთახში.

მოწაფე მტკიცედ ეუბნება თავის თავს: ,,მე არაფრის მოსმენა არ მსურს, არ მსურს არაფრის დანახვა და არაფერზე არ მინდა ვიფიქრო. არსებობს მხოლოდ ერთადერთი დისკო, შემდეგ წერტილი და ბოლოს არარაობა”.

თუ პასიურ მდგომარეობაში ვარჯიში ქუჩაში ტარდება, რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ამოირჩიოთ მყუდროდ დაცული ადგილი და ამასთან დაეყრდნოთ რაიმეს. შემდეგ შეიძლება მოიქცეთ ისეთნაირად, ვითომ ინტერესით ათვალიერებთ რაიმე შენობას ან მინის ვიტრინას, რათა არ მიიქციოთ იმ ცნობისმოყვარეთა ყურადღება, რომლებიც მაშინვე გამოჩნდებიან ხოლმე, როცა რაიმე არაჩვეულებრივი ხდება.

ვინც უკვე მიაღწია ამ დრონემდე, მას შეუძლია სარგებლობა მიიღოს შეძენილი გამოცდილებიდან. თუ ვინმეს სურს მისთვის საინტერესო საკითხში მიიღოს განსაკუთრებული განათლება, მაშინ იგი (მოწაფე) პირველად იწყებს აზრის კონცენტრაციას ამ საკითხის გარშემო რამოდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი იწვევს პასიურ მდგომარეობას – ბოლოს, მოწაფე მნიშვნელოვანწილად აღწევს სასურველ მიზანს.

პრობლემა (საკითხი) რომელიც მოწაფეს აწუხებდა, მოულოდნელად შესანიშნავი მეთოდით გადაწყვეტილი (ამოხსნილი) აღმოჩნდება და სინამდვილე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.

ძალიან ხშირად უხდებათ მეცნიერებს, პოეტებს და მხატვრებს სამუშაოს დროებით შეწყვეტა. ისინი თითქოს დგანან ჩარაზული კარის წინ, რომლის გაღებაც დიდი მცდელობის მიუხედავად ძალიან უჭირთ. მათ დიდი გულისტკივილით უხდებათ ამ სამუშაოს გადადება იმ იმედით, რომ შემდგომში შესძლებენ ამ სიძნელეების გადალახვას. თუმცა დროის ეს დანაკარგი აუნაზღაურებელია შემდგომი შემოქმედებითი წვისათვის. ხშირად ეს კიდევ დაუმთავრებელია ან კარგავს თავის ძალას და მომხიბლელობას. შემოქმედის და მეცნიერის მუშაობაში ასეთი მძიმე მომენტების შედარებით უმკივნეულოდ გადატანას დიდი მნიშვნელობა აქვს და მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ყველამ, ვინც ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება, უნდა შეასრულოს აზრის კონცენტრაცია და პასიური მდგომარეობა, რათა მისთვის ასეთ კარებში შესვლა ყოველგვარი დაძაბვის გარეშე გახდეს შესაძლებელი.

ადამიანის ცხოვრებაში, სხვა შემთხვევებშიც შეუძლია დახმარების გაწევა ორივე მდგომარეობას. ვინც ერთხელ მაინც გაიგებს თუ როგორ უნდა მათი მართვა, შესძლებს გამოიყენოს ისინი ყოველნაირ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. დადებითი შედეგების მისაღწევად ყველაზე კარგია გრძნობის ორგანოების ახვევა ზემოთ აღწერილი მეთოდით. ამასთან საჭიროა ოთახში იყოს სიჩუმე.

ამ წიგნის ავტორმა მოიგონა ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია იშვიათად მივმართოთ ყურების დახშობისა და თვალების ახვევის არასასიამოვნო პროცედურას. შედარებით იოლ შემთხვევებში, მაგალითად: წერითი მუშაობის დროს და ა.შ. ორივე იდაყვით ეყრდნობიან მაგიდის კიდეს. თავს დებენ ხელისგულებზე, ცერა თითით იცობენ ყურებს, შუათითით კი თვალებს . ასეთ პოზაში ყოფნისას უკვე იოლია პასიურ მდგომარეობაში გადასვლა.

ამ ორ მდგომარეობაში ვარჯიში აუცომარეობაში: ყველგან და ყველანაირ სიტუაციაში.

დასასრულს, თავს უფლებას მივცემ, ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ არც ერთი სავარჯიშო, როგორიც არ უნდა იყოს ის, არ შეიძლება შესრულდეს ამოვსებული კუჭით. საჭმლის მიღების შემდეგ აუცილებელია გავიდეს არანაკლებ 1 საათი. ამის გარდა, მე დაბეჯითებით ვთხოვ მოსწავლეს, განსაკუთრებით დაუთმოს დიდი ყურადღება ამ ორი სულიერი მდგომარეობის განვითარებას. წინსვლის მხოლოდ შემდგომ საფეხურზე, ის ნათლად მიხვდება თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია უმაღლესი ძალების განვითარებისათვის ზემოთ აღწერილ ორივე მდგომარეობაზე (იგულისხმებააზრების აქტიური კონცენტრაცია და პასიური მდგომარეობა – მთარგმ.) აბსოლუტური გაბატონება.

შემდეგი თემა: სუნთქვითი ვარჯიშები.ილებელია დღის ხმაურზე, იმისათვის, რომ შეგვეძლოს მათი გამოყენება ყველანაირი საფრთხის შემთხვევაში და აგრეთვე ყოველ ადგილსა თუ მდგომარეობაში.

უნდა დავაწესოთ ვარჯიში ორივე მდგომარეობაში: ყველგან და ყველანაირ სიტუაციაში.

დასასრულს, თავს უფლებას მივცემ, ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ არც ერთი სავარჯიშო, როგორიც არ უნდა იყოს ის, არ შეიძლება შესრულდეს ამოვსებული კუჭით. საჭმლის მიღების შემდეგ აუცილებელია გავიდეს არანაკლებ 1 საათი. ამის გარდა, მე დაბეჯითებით ვთხოვ მოსწავლეს, განსაკუთრებით დაუთმოს დიდი ყურადღება ამ ორი სულიერი მდგომარეობის განვითარებას. წინსვლის მხოლოდ შემდგომ საფეხურზე, ის ნათლად მიხვდება თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია უმაღლესი ძალების განვითარებისათვის ზემოთ აღწერილ ორივე მდგომარეობაზე (იგულისხმებააზრების აქტიური კონცენტრაცია და პასიური მდგომარეობა – მთარგმ.) აბსოლუტური გაბატონება.

შემდეგი თემა: სუნთქვითი ვარჯიშები.
მე დავიწყე ვარჯიშების ამოწერა და ნელ-ნელა დავიწყებ შესრულებას,შენგან მაინტერესებს,გამოცდილი გაქვს ეს ვარჯიშები?არ მანაღვლებს დამაზიანებელი იქნება თუ არა,უბრალოდ მიტხარი შედეგი მიიღე?და ფეისბუქი თუ გაქვს რომ დამამატო
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #127249 · Replies: 28 · Views: 44,420

White Devil
Posted on: May 25 2019, 05:06 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


გამარჯობა მე ახალი ვარ და მაპატიეთ თუ არასწორად გავხენი თემა,გადავხედე თემებს და ბევრ რჩევებს იძლევა ხალხი,მაგრამ ამას კონკრეტიკა არ აქვს ძირითადად,ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა თემა სადაც თეორიულ რჩევის მიცემას ვამჯობინებთ პრაქტიკულ და ჩვენს თავზე გამოცდილ პრაქტიკებს,რავიცი მგონი არ უნდა იყოს ცუდი იდეა.
  Forum: დახმარების ოთახი · Post Preview: #127248 · Replies: 2 · Views: 3,338

White Devil
Posted on: May 25 2019, 05:02 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


QUOTE(guduna @ Jan 5 2012, 08:42 PM) *
ერთერთ საიტზე ვნახე რომ ასეთი სავარჯიშო გააკეთეთო კარგი არისო , ანუ 4 წიქას იღებ და ასხამ 2 ში ცხელს 2ში ცივს , დებ ბნელ ადგილას დ აუნდა გამოიცნორომელში ასხია ცივი და რომელში ცხელი პირველ ცდაზე ეგრევე გამომივიდა მეორე ცდაზე , ყოველტვის ვირჩევდი ერთ ცხელს და მეორე ცივს ანუ ერთს ვგრძნობდი მეორეს ვეღარ რამე სავარჯიშოები იცითღ ამდაგვარი რომ განმივითარდებს ხელებში მგრძნობელობა რას იტყვით დასაწყისისთვის ცუდაი რმაე სავარჯიშოები მითხარით ისე მემაქვს ძალიან ბევრიი წიგნიი რუსულ ენაზე , მაგიაზე და ასეშემდეგ თითქმის ყველაფერია... და ვისაც გნებავთ სკაიპში ან Fეისბუქზე დამამმატეთ დ ამოგცემთ ელექტრონული ვერსიები ამქვსს

ფეისბუქზე ვერ დამამატებ?ამ წიგნებს ქართუად ვერ ვთარგმნით?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127247 · Replies: 4 · Views: 5,049

White Devil
Posted on: May 25 2019, 05:00 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


ვიდეოს არ ხსნის და როგორ მზადდება ვერ მეტყვით?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127246 · Replies: 39 · Views: 26,153

White Devil
Posted on: May 25 2019, 04:52 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


QUOTE(Teddybear @ May 6 2014, 02:33 AM) *
earth
ძალიან დიდი ხანია ცვდილობ ამას, არაფერი გამოდის, გარდა იმისა, რომ უფრო ვშინდები, რადგან ვხვდები რომ არაფერია საშიში რეალურად და მე მეშინია.
რამოდენიმე წლის წინ პანიკური შეტევები მქონდა და მაშინ მეშინოდა გარეთ გასვლის (ცუდათ რომ გახდე) ბანაობის (ისევ ცუდათ რომ გახდე და ნუ სასწრაფოს გამოიძახებ ტელეფონი იქვეა, მაგრამ კარებამდე რომ ვერ მიასწრო გასაღებად და ხალხმა რომ ასე გიპოვოს და მსგავსი). პანიკურმა შეტევებმა გადამიარა, მაშინ შიში კონკრეტული იყო და გამოსვლისას და ჩაცმისას ქრებოდა.
ახლა დილით მიმძაფრდება, მერე დღე გადამდის, საღამოს და ღამე (ვიდრე დასაძინებლად წავალ) საერთოდ არ მაქვს. რას ვგრძნობ და გაუცნობიერებელ, ცივ, საშინელ, ამოუხსნელ შიშს და დილით ამ დროს ჩემი სხეული მეუბნება რომ ჩქარა, ჩქარა ადექი და მოწესრიგდი. რამდენჯერ მდომებია ძილის გაგრძელება, მაგრამ ეს ჩქარა, ჩქარა არ მასვენებს, არ ვიცი რა მოხდება ჩაუცმელი და მოუწესრიგებელი რომ დავრჩე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მინდა, მაგრამ თითქოს მოქმედებას მთხოვს ჩემი თავი

საინტერესოა დილით მეც შედარებით ასე ვთქვათ ფარფატად ვარ და საღამოსკენ ვძლიერდები,მართალი გითხრა მეც ვერ დავძლიე და მეც მაქვს ეს გაუცნობიერებელი შიში თუ ნერვიულობა და მეც ვეძებ გზებს ამის დასაძლევად,ასე რომ არ ინერვიულო მარტო შენ არ ხარ ასე.

ნუ რამოდენიმე ვარიანტს გეტყვი და სცადე:1.ღრმად ჩაისუნთქე და სუნთქვა შეიკავე თითქმის დახრჩობამდე და ამოისუნთქე,გააკეთე რამდენჯერმე ეს სანამ თავს დამშვიდებულად არ იგრძნობ.
2."რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა",თუ იცი რისი გეშინია პანიკურად სწორედ ის გააკეთე რისიც გეშინია,შიში ჩემის აზრით როცა პიკს აღწევს სრულიად იმსხვრევა ანუ მსხვრევადია და ასევე სადაც სიყვარულია იქ არც შიშია "გიყვარდეს მტერი შენი" ანუ თუ ვინმეა პიროვნება რომელიც გაშინებს შეგიძლია ეს გამოიყენო,ცადე.
3.სიძულვილი-ჩემის აზრით მას უდიდესი ძალა აქვს,როცა სიძულვილი გიპყრობს არაფრის არავის არ გეშინია,თუმცა ამის გამოწვევა ხელოვნურად ნამდვილად არ ვიცი
4.ჩემი აზრით გურჯიევი იმიტომ ჩადიოდა ექსტრემალურ ადგილებში რომ ეს შიშები გადაელახა და ასევე თავის მოწაფეებს ავალებდა ისეთ რამეებს რაც რისკთან იყო დაკავშირებული ანუ პანიკურ შიშებთან და ასე ლახავდნენ ისინი შიშს.
5.მიიღე ეს შიში მიიყვანე პიკამდე და ჩემის აზრით ის დაიმსხვრევა,მაგალითს გეტყვი რატომ არ ეშინიათ ომში ჯარისკაცების უმეტესობას?იმიტომ რომ პირველი დარტყმა პიკი უკვე გადალახეს და ვინც ამას ვერ ლახავს მუდამ შიშის ქვეშ რჩება.თუ გეშინია სიბნელის ჩაიკეტე ბნელ ოთახში და ა.შ
იმედია გასაგებად გადმოვეცი ჩემი მოკრძალებული გამოცდილება,როცა საბოლოოდ მასზე ავმაღლდები აუცილებლად მოგწერ.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127245 · Replies: 17 · Views: 11,774

White Devil
Posted on: May 25 2019, 04:25 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


"რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა" ამაზე რას იტყვით?
"შიში შეიქმს სიყვარულსა" ამაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი
  Forum: გამონათქვამების ... · Post Preview: #127244 · Replies: 60 · Views: 43,140

White Devil
Posted on: May 25 2019, 04:11 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


ამაზე მეც ვფიქრობ,მეორედ რომ წავიკითხავ ვეფხისტყაოსანს იმედია "დავიჭერ" რა იგულისხმა და ჩემს აზრს დავწერ
  Forum: გამონათქვამების ... · Post Preview: #127243 · Replies: 30 · Views: 18,146

White Devil
Posted on: May 25 2019, 04:05 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


QUOTE(starscream @ May 25 2019, 10:29 AM) *
მოკლედ დემონებს რაც შეეხება და ასე შმედეგ ჩემთან მოდიან ხოლმე 3- 4 ცალი სზიმრებში ბლატნოების სახით მაგათ უყვართ ბლატნოები და პოლიციელები მაგათი მასტები არიან როცა ნეგატიური აზრები მაწუხებს ან ძალიან დიდ ინფორმაციას ვიღებ შავ მაგიაზე და ასე შემდეგ და არაორგანულ არსებებზე. რაც შეეხება მაგ არსებებს ძალიან ადვილია მაგ არსებების მოშორება უბრალოდ იფიქრე პოზიტივზე გააკეთე მეტა ბჰავანა ეს არის სიკეთის და სიყვარულის მედიტაცია ან სიყვარულის პრაქტიკა როგორც ოლმეკი ასწავლის და წავლენ ქრისტიანული ლოცვებიც შეიძლება მაგრამ ეგ გააჩნია თუ ხარ ქრისტიანულ რელიგიურ ეგრეგორზე მიბმული რომელიც ტანჯვა წამებაზეა აგებული მაშინ უარესს დაგმართებს და თუ თავისუფლად უყურებ ქრისტიანობას ეკლესიის გარეშე მისი ლოცვები გიშველის და ძალიან დაგეხმარება მე პირადად ქუჩაში მაქვს გამოყენებული ექსტრემალურ სიტუაციაში მამაო ჩვენო ძალიან ძალიან დიდი დემონური ცნობიერების წინააღმდეგ რომელიც იმდენად დიდი იყო რო ადამიანში ვერ შედიოდა თვითონ ამიტომ "ტრუბა" ქონდა ჩაშვებული და სახსარა ჩაკრაზე მიერთებული და ისე მართავდა. მეორე საშუალება არის ქვედა დანტიანზე კონცენტრირება ყოველდღე დიდ ხანს იქ მუცლის ქვემოთ და ამ ადგილზე გაჩნდება ენერგია ცი და ამ ენრგიის კონცენტრირების გამო გაჩნდება სულიერი სიცხე ნელ ნელა ეს სიცხე გადაედება ორივე თორკმელს და თირკმელში კიდე იმალებიან დემონები ანუ შიშები მათი ადგილია ეს ხოდა დაიწყებენ შენს შეშინებას და გამოსვლას გარეთ ნელ ნელა სანამ ყველა არ გამოვა და არ განთავისუფლდები. ასევე შეიძლება აუმ მანტრის გამეორება ხმამაღლა და მენტალურად. მოკლედ ყველაფერი უნდა ცადო რომ აიმაღლო ვიბრაციები.

ეს ქვედა მუცელზე როგორ დაწერე უფრო მარტივად ვერ ამიხსნი თხოვნით რომ მოგმართო?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127242 · Replies: 10 · Views: 3,331

White Devil
Posted on: May 25 2019, 04:13 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


სხვა ადამიანისგან როგორ უნდა მიიღო სხეულის ნაწილი?ცოტა დავიბენი...........
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127240 · Replies: 10 · Views: 3,331

White Devil
Posted on: May 25 2019, 04:08 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


QUOTE(jarmen @ Feb 23 2019, 03:47 AM) *
white devil
ფორუმზე ბევრი ინფორმაცია დევს, შეგიძლია წაკითხო გაიაზრო, რასაც ჩათვლი საჭიროდ რომ იკითხო, ვთქვათ თუ ტექსტი ორაზროვანია, ან ბუნდოვანი დასვი კითხვა. ფაქტიურად ადამიანს ეუბნები აიღოს ვალდბეულება იმის რომ განგანათლოს, ეს ხომ ხვდები ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული, ამასთან გარშემო უამრავია ვინც მოხალისეობრივად ჩაგიყრის ლინკებს ან გაგესაუბრება. მაგრამ რა ვიცი ესე ერთი პოსტით მე ვერაფერს გეტყვი მეტს.

კი მართალი ხარ მეგობარო,ჯერ გურჯიევს ვეცი შემდეგ მივხვდი რომ უბრალოდ თამაშობს,შემდეგ კასტანედას და ნუ მასაც არაუშავს,ახლა პრახტის სავარჯიშოებზე ვარ და მართლა დამაინტერესა.შენ რას მირჩევდი რომელია კარგი სახელმძღვანელო?ფრიად საინტერესოდ საუბრობ რასაც გადავხედე.ჩათვალე მე ერთი უცოდინარი ადამიანი ვარ.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127239 · Replies: 33 · Views: 8,156

White Devil
Posted on: May 25 2019, 03:48 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


ამ წიგნში მოცემული სავარჯიშეობი ვინ გამოსცადა?
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #127238 · Replies: 28 · Views: 44,420

White Devil
Posted on: Oct 8 2018, 02:55 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


QUOTE(INVICTUS @ Oct 8 2018, 02:50 PM) *
White Devil
რაც ვიცოდი კი მოგწერე და გიყიდია.

სხვებიც ხომ აქვს,ეს სხვებიც მინდა ყველა რაც არის ქართულ ენაზე.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #124944 · Replies: 330 · Views: 127,163

White Devil
Posted on: Oct 8 2018, 02:42 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


მეგობრებო შევიძინე გურჯიევის "ცხოვრება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი როცა "მე ვარ" და სიმართლეს ვიტყვი მაგრად ავირიე.მოვხაზე რაღაცები,მეორედ გადაკითხვასაც ვაპირებ,მაგრამ მაგრად ავირიე,გავბრაზდი კიდეც მასზე,მაგრამ ვგრძნობ რომ "გასაღები" იცის სადაა.კითხვა ზოგადად მიყვარს მაგრამ ამან "გასაღები" იცის,შეიძლება ჩემი ილუზიაა მაგრამ ვგრძნობ.ვუყურე ფილმებს,გადავხედე მის ბიოგრაფიას და ა.შ.
ხო ახლა თქვენთან რა თხოვნა მექნება იქნებ მირჩიოთ მისი ნაშრომები ქართულად სად შევიძინო?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #124942 · Replies: 330 · Views: 127,163

White Devil
Posted on: Oct 6 2018, 08:55 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


ჩენელინგი რა არის?
  Forum: ჩენელინგები · Post Preview: #124902 · Replies: 104 · Views: 33,368

White Devil
Posted on: Oct 6 2018, 08:50 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


QUOTE(White Devil @ Oct 6 2018, 08:48 PM) *
თქვენი პოსტები ძალიან მომეწონა და მაქვს რამოდენიმე კითხვა:1.მაინტერესებს თქვენი აზრი გურჯიევის შესახებ
2.და რის წაკითხვას მირჩევდით,რომელია უფრო პრაქტიკული ასე ვთქვათ.
მე გამოუცდელი ვარ და ახალი ვარ ფორუმზე
ისე აქ მიღწევებზე იყო საუბარი და სტალინზე და ბერიაზე მეტი არავის აქვს მიღწეული რომ დავფიქრდი და საინტერესო ისაა როგორ ქნა ეს.ვიცი რომ ეზოთერიკით იყო დაინტერესებული.

  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #124901 · Replies: 54 · Views: 19,476

White Devil
Posted on: Oct 6 2018, 08:48 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


QUOTE(starscream @ Mar 22 2018, 12:25 AM) *
კაი ეხლა რა სტრაშილკებს კი ჩვენ ვყვებით აქeternity

თქვენი პოსტები ძალიან მომეწონა და მაქვს რამოდენიმე კითხვა:1.მაინტერესებს თქვენი აზრი გურჯიევის შესახებ
2.და რის წაკითხვას მირჩევდით,რომელია უფრო პრაქტიკული ასე ვთქვათ.
მე გამოუცდელი ვარ და ახალი ვარ ფორუმზე
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #124900 · Replies: 54 · Views: 19,476

White Devil
Posted on: Oct 6 2018, 08:15 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781


მეც ჩაგერთვებით და გეტყვი ჩემო მეგობარო,მეც ასეთი ალალი ვარ,მაგრამ ვსწავლობ დუმილს.როცა ამბობ ამით ქვეცნობიერად სტიმული იკარგება,რაც მეტს ეტყვი მით მეტი დაგეკარგება სტიმული.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #124899 · Replies: 50 · Views: 13,627

2 Pages V   1 2 >

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 1st June 2020 - 10:26 AM