IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ახალი სინამდვილე, ფაქტი
David Monny
post Apr 7 2023, 03:06 AM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინც მიცნობს იცის, რომ მონისტი ვარ.
არ ვყოფ მატერიალურს და სულიერს.
რაც არის, მთლიანი არის.
რაც არის, სინამდვილეში არც არის, რადგან რომ იყოს, ამავე დროს, აუცილებელია, რომ არ იყოს. ცოტა ხნით მაინც.
ჩვენ დავიღალეთ ამდენი ენით, ამდენი სიტყვით, ამდენი თმენით.
ჩვენ არ ვართ მღვდლები. არც მოსამართლეები. პოლიციელებიც კი არ ვართ. ჩვენ არ გვაქვს თმენის ვალდებულება.
რატომ უნდა ვითმინო ვიღაც მაიას ტომელმა, ვინ შესწირა მსხვერპლად ვიღაც ბუმბულებიან რეპტილიას?
ან, რატომ უნდა ვითმინო ვიღაც წარმართ ქართველს თუ ფალოსის კულტი ჰქონდა მთაში?
ან რატომ უნდა ვუყურო მთელი ცხოვრება შიშველ მამაკაცს, რომელიც არადა არ კვდება, რომ აღდგეს,
არამედ ოცდაოთხი საათი ჯვარზეა გაკრული და იტანჯება? სახლებში? ბინებში? ეკლესიებში? ავტობუსის გაჩერებებთან?
მარშუტკებში? გულმკერდზე კაცის, ქალის, ბავშის? შინაური ცხოველებისაც? (მინახავს ძაღლებს ჰკიდიათ ჯვრები)
მანქანების ტრაკებზე?
რატომ? რატომ არ ჩამოვხსნათ ეს კაცი ყველა ჯვრიდან და დავტოვოთ ცარიელი ჯვრები?
მაგრამ ამათი ამბავი რომ ვიცი, აუცილებლად გამონახავენ ახალ მიზეზს საკუთარი ტანჯვების კონფირმაციისთვის.

ვინც მიცნობთ იცით, რომ ჩემთვის სულ ერთია.
ჩემთვის მატერიალური და სულიერი, მთლიანია და მას ეწოდება ცხოვრება.
ხოლო ვცხოვრობთ ჩვენ, ანუ ცხოვრება ჩვენგან ღებულობს ვალიდაციას და კონფირმაციას.
და ახლა მე რომ ვიტყვი, ცხოვრება - ეს მე ვარ, თქვენ დამეთანხმებით, სხვა გზა არ გექნებათ და მაგიტომ,
თუმცა თქვენ სწორედ ასეთ დროს გიჩნდებათ სურვილი გაქცევის.
თქვენ, როდესაც სხვა გზა არ გაქვთ, ამ გზას იგონებთ და მერე მირბიხართ მასზე.

ცხოვრება - ეს შენ ხარ. ეს არის ჩემი ახალი სინამდვილე.
ჩვენ იმდენად დავმძიმდით, ისე გვამძიმებს ჩვენი წარსული, რომ უკვე შეუძლებელი ხდება არდაკიდება.
ჩვენ დიდი ხანია გვკიდია.
ჩვენ გვეგონა, ასე გადავრჩებოდით.
ჩვენ შევცდით.
არაერთხელ.
კიდევ ერთხელ.
მერამდენედ?
ეგეთებიც გვყავს, შეცდომებს რომ გვითვლიან. მეტი საქმე რომ არ აქვთ.

ერთი სიტყვით, იმას ვამბობ, რომ ჩენ უკვე ზედმეტად ბევრი სიტყვა ვიცით და ამ სიტყვების უმრავლესობა
სინონიმებია, როგორც პრიუსებით სავსე თბილის ქალაქი. პრიუსი, პრიუსი, პრიუსი, ან ფორდ ფორდ ფიუჟენი, ფორდ ფიუჟენი, ფორდ ფიუჟენი.
ჩვენ ბევრი სიტყვა გვაწევს ზურგზე, როგორც ლოდი სიზიფეს.
ჩვენ გვაწევს დიდი პასუხისმგებლობა.
რაც ეპატიებოდა ნიუტონს, არ გვეპატიება ჩვენ.
რაც ეპატიებოდა გოეთეს, არ გვეპატიება ჩვენ.
რაც ეპატიებოდათ იდიოტებს, მაგალითდ, ოშოს, უსპენსკის, ბლავაცკაიას და ა.შ.
არ გვეპატიება ჩვენ.
რაც ეპატიებოდა იესოს, არ გვეპატიება ჩვენ.
რადგან ისინი ცხოვრობდნენ ჩვენამდე.

რაც ეპატიებოდა ილიას, არ გვეპატიება ჩვენ, რადგან ბავშვმაც კი იცის ვინ არის კაკო.
ბავშვმაც კი იცის, რომ წყალზე სიარული არ შეიძლება.
არც წყლის ნაყვა. არც ყლაპვა. თუ მარილიანია და არის ზღვის. მკვდრის მითუმეტეს. (მკვდარი ზღვა იმდენად მარილიანია, ვერ ჩაიძირები)

ერთი სიტყვით, ჩვენ გვაქვს ვალდებულება.
ჩვენ იმაზე მალე უნდა შევთანხმდეთ ხოლმე, ვიდრე რომის სენატში, ან ბაგრატიონების უკანა ეზოში თანხმდებოდნენ.
ჩვენ უკვე ზედმეტად ბევრი სიტყვა ვიცით.
ჩვენ ყველაფერშიკები ვართ. ცოტა ის, ცოტა ის, ცოტა ის. სიტყვები მოქრიან ქარ და ქარ.
ჩვენ კვანტური მექანიკაც კი დაგვაძალეს, ისევე, როგორც ინტერნეტი, ისევე როგორც ძუძუს წოვა თავის დროზე,
ისევე როგორც არჩაფსმა, ანუ შარდის შეკავება, ისევე როგორც, ჭამა და ა.შ.

ჩვენ მალ-მალე უნდა შევთანხმდეთ ხოლმე. ენტროპია გაზრდილია. ჩვენ სწრაფად ვიფანტებით, ვიდრე ვთქვათ მე-18 საუკუნის ბურჟუაზია, ან რევოლუციონერები.
ჩვენ უკვე გავიფანტეთ პრინციპში.
და რაც დაგვრჩა ჩვენი თავებისგან, იმათ მივმართავ.

ჩვენ არ ვართ ადამიანები. აქედან უნდა დავიწყოთ.
ჩვენ ვართ ცნობიერება. ეს კარგი სიტყვაა. მალევე უნდა შევთანხმდეთ ამაზე.
და თუკი ეს გასაგებია, მაშინ ეს ცნობიერება, უნდა ვაღიაროთ, არის ერთადერთი რაც ნაღდად ვართ.
სხვა ყველაფერი სათუოა.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ სიტყვად ცნობიერება ვაღიაროთ.
და თუ შევთანხმდით, მაშინ ვაღიაროთ, ამ ცნობიერებას რაღაც სჭირს. ჩვენ რაღაც გვჭირს.

ჩვენ გვჭირს ახალი სინამდვილე. მეცნიერები, ანუ ტიპები, ვინებმაც საუკუნეობრივი ვენდეტა განახორციელეს
რელიგიურ ინსტიტუციებზე, ამბობენ, რომ რაც არის, ანუ არსებობა, 4 ფუნდამენტური ურთიერთქმედებისგან შედგება.
1. რადიაცია, ანუ სინათლე, ანუ ელექტრო მაგნეტიზმი. 2. სუსტი ურთიერთქმედება. 3. ძლიერი ურთიერთქმედება. 4. გრავიტაცია.

ჩემმა პირადმა პოზიციამ კი ახალ სინამდვილემდე მიმიყვანა, სადაც ვმოქმედებ მე, მე-5 ფუნდამენტური უერთიერთქმედება.
და მე მქვია სუპერპოზიცია, როგორც ცნობიერება.

სამეცნიერო საზოგადოებას ვთავაზობ მე-5 ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას ჩემი სახით.
და მე ვარ ცნობიერება. და ვარ მთლიანი.
თ უ მ ც ა აღმოჩნდა, რომ როგორც 4 ძალა არის სუპერპოზიციაში, ასევე მე-5 ძალაც, სუპერპოზიციაშია.
რას ნიშნავს სუპერპოზიცია?
სუპერპოზიცია არის მდგომარეობა, რომელშიც საგანი, იმყოფება ყველგან ერთდროულად, მანან, სანამ მას არავინ აკვირდება.

ახალ სინამდვილეში ასევეა ცნობიერებაც. მე ვარ ყველგან, სანამ დამკვირვებელი არ ჩნდება ჩემში.
ანუ დაკვირვების პროცესი იწვევს ჩემს კოლაფსირებას ერთ კონკრეტულ ბაბლში, წრეში, ჩარჩოში.

როგორც ყველაფრის ბოლოს, აქაც ვკითხულობ, და პრობლემა რაშია?
პრობლემა იმაშია, რომ დამკვირვების მომენტში, ყურადღება მთლიანად წყდება მთლიანობას.
და როდესაც წყდება, იწყება მცდელობა უკან დაბრუნების, შეერთების, იოგის, რე ლიგიის. (ორივე სიტყვა ერთს აღნიშნავს, შეერთებას, შერწყმას მთლიანობასთან)
და ეს მცდელობები, გადაგვივიდა ჩვევებში, რიტუალებში, როგორც კბილების გამოხეხვა, ტრაკის გამოწმენდა,
მარკეტებში ემოციური შოპინგი, უშინაარსო სქროლვა და ა.შ.

ფაქტია, ეს არ შველის. ფაქტია, რაღაც ნიტოა.
და ფაქტია, რომ თუკი ცნობიერების დამკვირვებელში კოლაფსირების დროს ყურადღების ნაწილი დარჩება
მანამდელ მდგომარეობაში, (ანუ ყველგან მყოფობის, ანუ სუპერპოზიციაში) მაშინ დადგება ნანატრი მშვიდობაც, შანტი.
ეპიფანია, ნირვანა, მოკშა, ფანა, სამადჰი, სამოთხე.
ამაზეც შევთანხმდეთ. ვიცით, რომ სინონიმებია. ვიცით, რომ ბევრი პრიუსი დადის მსოფლიოში. სხვადასხვა მფლობელით,
მაგრამ პრიუსი, პრიუსია.
და ჩვენც, ამ ახალ სინამდვილეს დავარქვათ სუბსტანციური მონიზმი, ანუ ცნობიერი სუპერპოზიცია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
David Monny
post Apr 12 2023, 06:57 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 12th April 2023 - 06:30 PM) *
გვძივას და სიზმრებს ვხედავთ

ოკ. გეთანხმები. ორი პოზიციაა. ძილი და ღვიძილი. (ეს პოლო სიტყვა მაინც შეიცავს ძილს ფუძეში, დააკვირდი).
ის, რასაც ჩენ ღვიძილს, ანუ სიფხიზლეს ვეძახით, სიზმარია, ჩვენი ცხოვრების გზა და შორეული ცის სილაჟვარდე.
გნებავთ პოეზია დავარქვათ. სისულელეა ანუ. ტყუილი.
ერთი მშვენიერი დღეი იყო, როცა გადავწყვიტეთ, რომ სიმართლე დასუსტდა ჩვენს თვალში.
ეს მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მეცნიერული საზოგადოება შეთანხმდა პოზიტივიზმის მონიზმზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერიალიზმზე. კიდევ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერიალურ მონიზმზე.
მათ თქვეს, სული იხსნება საქციელით. დაიბადა ბიჰევიორიზმი. საქციელიზმი.
მე თვითნ ვფიქრობ ხშირმა და აკვიატებულმა სახარების კითხვამ უქნათ ეგ, სადაც ქრისტე ამბობს, საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ.
მათ თქვეს, თუ ჩვენ სულები ვართ, მაშინ ჩვენი საქმე, ანუ საქციელი, გამოგვაჩენს ჩვენს.
ასე დაიბადა პოზიტივიზმი, ანუ ბიჰევიორიზმი.
პლუს ამას, აღვნიშნოთ მაინც, მეცნიერულმა წრეებმა, საუკუნოვანი ვენდეტა განახორციელეს რელიგიურ ინსტიტუციებზე.
ადრე ხო ისინი ამწყვდევდნენ ბნელ, სველ, ნესტიან და მყრალ დილეგებში ამათ. სანამ არ დალპებოდნენ ცოცხლად.
ვინც გადარჩებოდა, ინკვიზიციის ცეცხლს აძლევდნენ.
ინდუსტრიალიზაციამ, მნამდე განმანათლებლობა, სულ მანამდე კი რენესანსმა, სამეცნიერო საზოგადოებას ძალა აგრძნობინა.
ხოდა, მაინც პირუტყვები ვართ ეს ჰომო საპიენსი. გულში ჩადება ვიცით და ვენდეტა გვწყურია, როგორც კოკა-კოლა, ან რედ ბული.
ბევრმა შეიძლება არ იცოდეთ, თუმცა უდიდესი გამბედაობაა საჭირო ასწავლო ბიოლოგია აკადემიურ საზოგადოებაში და გეკიდოს ჯვარი.
ან კომპასიანი ხალიჩით მოძრაობდე.
ერთი სიტყვით ცუდ ტონად ითვლება თუ პროფესორი ხარ და არ ხარ ათეისტი. სულ მცირე აგნოსტიკოსი მაინც.
ცერად გიყურებენ. თქვენთან ერთად არ ივლიან შაბათობით ბოულინგის კლუბში.

ერთი სიტყვით. ცალი თვალი, ესაა საქციელის მხედველი.
სულ არის ორი თვალი. შივა და შაქტი.
შაქტი, ეს საქციელია. სიზმარი. მოქმედება. მოძრაობა.
შაქტიში არასდროსაა მშვიდობა, ამიტომ გვაქვს რეგულაციები. საგზაო მოძრაობისაც კი.
კუმ იცის როგორ იმოძრაოს ტყეში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება 1000 შუქნიშანი და 2000 საგზაო მონიშვნა, ზებრა, დაწოლილი პოლიციელი
და მაინც ათიათასობით ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევებში.
ბარემ აქვე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების უმრავლესობა
ხდება იმის გამო, რომ მძღოლს საჭესთან ეძინება. თუმცა იმას კი აღარ აყოლებენ, თუ რამდენ ვინმეს ეძინება
მათი სტატისტიკური მონაცემების მოსმენისას.

მოკლედ, ცხადიც სიზმარია, როგორც შენ თქვი. შაქტიში ბნელა. აქ ძალიან ბნელა.
აქ სულ ბნელა. ამიტომ გვჭირდება კონსტიტუცია, რომ არ დავჭამოთ ერთმანეთი.

აქ არაა მშვოდობა. იესო მე ჭკვიან კაცად მიმჩნდა, რადგან სიმართლეს, სიმართლედ ასაღებდა.
ყოველშემთხვევაში იმ სიმართლეს, რაც ატავდ მიაჩნდა სიმართლედ. კერძოდ, ის მართალი იყო,
როცა ამბოდა, მე ცეცხლი და მახვილი მოვიტანე და არა მშვიდობაო. შაქტიში არაა მშვიდობა.
ყველა მშვიდობა, ტყუილია. მაგიტომაც დააყოლა, როცა იტყვიან, მშვიდობა და კეთილდღეობაო,
ე, მანდ გატყუებენო.

ერთი სიტყვით, შაქტიში სულ ომია. შაქტის აქვს 80 მილიარდი იდენტობა (ადამიანების რაოდენობაა
ვისაც დღემდე უცხოვრია დედამიწაზე და მომკვდარა) პლუს 8 მილიარდი ცოცხალი.
აგრეთვე 8 მილიონი ცხოველის სახეობა. კიდევ მაგდენი მცენარის და ა.შ. ეს სულ შაქტია.
აქ იპოვო შენი თავი იგივეა ნემსი იპოვო თივის ზვინში. სისულელეა აქ ძებნა.

სამაგიეროდ და საბედნიეროდ არის მეორე თვალი. შივა.
ეს არის არაფერი. ანუ სუპერ პოზიციის მეორე მხარე. პინგ-პონგის მაგიდის ბადის იქითა მხარე.
რომელიც ცარიელია.
შაქტიში სულ მშვიდობაა.
ლამაზი ხარ როცა გძინავსო. არის ასეთი გამონათქვამი.
მართალია.

ჩვენ სულ ცალი თვალით ვიყურებით. ხან შივადან, ხან შაქტიდან.
ქალი და კაცი, ან კაცი და ქალი (სექსიზმში არ ჩამომერთვას).
ჩემთვის სულ ერთია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
David Monny   ახალი სინამდვილე   Apr 7 2023, 03:06 AM
td.........   მონსტრი რატომ ხარ, ...   Apr 10 2023, 04:05 PM
David Monny   მონსტრი რატომ ხარ, ...   Apr 11 2023, 06:01 PM
td.........   David Monny :) მონსტრი არა ...   Apr 11 2023, 11:31 PM
David Monny   td......... გინდა მონსტრი...   Apr 12 2023, 09:21 AM
td.........   David Monny :Just_Cuz_01: :Just_Cuz_01: :Just_Cu...   Apr 12 2023, 04:09 PM
elli   მე კიდევ მინისტრი ...   Apr 12 2023, 04:13 PM
David Monny   ვაიმეე, მონისტი ყო...   Apr 12 2023, 05:24 PM
David Monny   იმხელა ლონგ რიდი გ...   Apr 12 2023, 05:25 PM
David Monny   მე კიდევ მინისტრი ...   Apr 12 2023, 05:30 PM
David Monny   By the way, 100%-ით დარწმუნე...   Apr 12 2023, 05:36 PM
td.........   ისე, თეა წულუკიანი ...   Apr 12 2023, 05:39 PM
David Monny   ზეტი ეგეთ ბანძ ამბ...   Apr 12 2023, 05:46 PM
td.........   David Monny აქ, მაგ მიმართ...   Apr 12 2023, 06:04 PM
David Monny   td......... აქ, მაგ მიმართ...   Apr 12 2023, 06:12 PM
td.........   მგონო ფორუმს ვფლუდ...   Apr 12 2023, 06:18 PM
David Monny   td......... ჩვენი იმ მხრი...   Apr 12 2023, 06:25 PM
David Monny   ჩვენ უნდა დავრჩეთ ...   Apr 12 2023, 06:28 PM
td.........   David Monny შენ თუ თვლი რო...   Apr 12 2023, 06:30 PM
David Monny   td......... გვძივას და სი...   Apr 12 2023, 06:57 PM


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 17th May 2024 - 11:50 AM