ალექსა ჩიღვინაძე, ყაყაჩოები ლოცულობენ ცისა |
ალექსა ჩიღვინაძე, ყაყაჩოები ლოცულობენ ცისა |
Jan 4 2012, 01:35 AM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 186 Joined: 26-October 11 From: tbilisi Member No.: 6,596 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანამ,თემა გავუხსნათ ალექსასო და..
ალექსა,უთბილესი,უნიჭიერესი ადამიანია,რაც მისი ლექსებიდან,ესეებიდან ჩანს და იგრძნობა.. აი ისიც სათნოება, დავიწყებული სიტყვაა და ჰგავს სხვაგანმყოფ საავადმყოფოებს, ვარდისფერ პალატებში მწოლიარე სევდიანი პაციენტებით. სასწრაფო მანქანებით დაჰქრიან პოეტები. მიდიან ერთი ყვავილიდან მეორესთან, ერთი ვარსკვლავიდან მეორესთან, ერთი ნიჟარიდან მეორესთან, და ტოვებენ მათთან თითო წვეთ სისხლს. უკან დაბრუნებულები ეჯახებიან სიტყვებს, უეცრად ამოსულებს, მოლივლივე ფიქრების ტბიდან. წერდე იმაზე ვისაც არ ესმის, რაც ესმით, იმაშიც ვერ ხედავენ მწვანე ველს, სადაც ცხოვრობენ თითები, ბალახის ღეროებზე წამოცმული მარწყვები, ჭიამაიები, პეპლები, ფერიები, ფისოები, თავიდანვე დაბნეულობისთვის, ტირილისთვის განწირულნი. ყაყაჩოები ლოცულობენ ცისარტყელებზე და მიიწევენ ჰაერის სვეტებზე, ნამზევარი ცისკენ. ლოცვა - ცოცვაა ღმერთისკენ. ღმერთი კი შეშლილი კოსმონავტია, რომელიც დიდიხნის წინათ გაფრინდა კოსმოსში. განთიადისას ნამის პატარა წვეთები ენას უყოფენ მინდვრის ყვავილებს და ახლადგაღვიძებულ ჭიანჭველებს. შეშინებული სინაზე სწავლობს ფრენას და ზევიდან დიდი ადამიანებიც ბავშვებად ეჩვენება. ვარდისფერი ველოსიპედებით, ავტობუსებით, საჰაერო ბურთებით პოეტები მიდიან ერთი გულიდან მეორესთან ერთი თვალიდან მეორესთან ერთი ყურიდან მეორესთან და უტოვებენ ლექსებს... ჩვენ ყველანი წმინდანები ვართ! -------------------- |
|
|
Jan 4 2012, 01:38 AM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბოლოს რაღაც საოცრება თარგმნა, საახალწლოდ არ დავდებ, რომ წავიკიტხე ცუდად გავხდი
ახალი წლის თემაში, მისი შარშანდელი თარგმანით მივულოცე ფორუმს სხვათაშორის... დიანა არბუსით. http://goldeneternity.blogspot.com/ ეს მისი ბლოგია ეს ალექსაა -------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 4 2012, 01:40 AM
Post
#3
|
|
RED soul Group: Members Posts: 186 Joined: 26-October 11 From: tbilisi Member No.: 6,596 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანა
არ ვიცოდი ბლოგი თუ ჰქონდა..დავლაშქრავ ახლა) -------------------- |
|
|
Jan 4 2012, 01:42 AM
Post
#4
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სხვათაშორის, ჯეკ კერუაკის "ოქროს უსასრულობა" , ამ ფორუმისთვის საინტერესო უნდა იყოს.. ეს ჩემი სადიპლომოდანაა
-------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 4 2012, 01:52 AM
Post
#5
|
|
RED soul Group: Members Posts: 186 Joined: 26-October 11 From: tbilisi Member No.: 6,596 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვუყურებ ზღვას და ზღვაში მზეს, მზეში ვარდს და ვარდში შენ. ვუყურებ ცას და ცაში მტრედს, მტრედში ბავშვს და ბავშვში შენ. გიყურებ შენ და შენში . . . -------------------- |
|
|
Jan 4 2012, 11:27 AM
Post
#6
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ორი ზებრა მდინარის პირას 6 საათსა და 8 წუთზე
იდგა გარეთ და ტიროდა მოძალებულ მქრქალ მოგონებებში Yellow or Violet რადგან აცვეს იგი - ბაღი იყო ბაღში ჯერ არავინ ჩაესვენებინათ ქვაში ჯერ არავინ ჩაესვენებინათ ცხენი, რომელიც მკვდარი ეგონა დიდის ვაივაგლახით წყლისპირას მაყვლის ბუჩქებში გადაუთრევია სიზმარეულმა ეს მე დავიყვირე და ზარზეიმური გრძნობით მოცული ვცეკვავდი ადგილას, სადაც მსხვერპლის გვამი ჩავდე. სამაგიეროდ მერე გათენდა და სადღაც მდინარის პირას ორმა ზებრამ ჰორიზონტისკენ დაიწყო მოძრაობა. დილით ადრე დავრბოდი და ერთხელ, სახლში მორბენილმა, შხაპგადვლებულმა ეს წავიკითხე.. ძალიან ბედნიერი ვიყავი -------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 22nd September 2024 - 04:20 AM |