IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


zurachalyb
Posted on: Dec 30 2012, 05:25 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 30-December 12
Member No.: 6,952


ხალხო! ეს ყველაფერი უფლისა და ერის წინააღმდეგ არის მიმართული ამაში დარწმუნებულები იყავით, არცერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი რასაც ისინი გვეუბნებიან, ის ფაქტი რომ მართლმადიდებლებიც და სხვა რელიგიის წარმომადგენლები წევრიანდებიან ამ ლოჟებში, არ ნიშნავს იმას რომ ჩვენც ესე უნდა მოვიქცეთ, შეიძლება ბევრი საეკლესიო პირიც ვნახოთ მათ რიცხვში მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს და ამან არ უნდა გვიბიძგოს ჩვენც მათთან გაერთიანებისკენ. რჩეულებიც ცდუნდებიანო ნაწინასწარმეტყველებია, ამიტომ ლოცვა და მარხვა უნდა გავაძლიეროთ ძმებო და დებო, ამ ყველაფერს გწერთ სტუდენტი საფრანგეთში დროებით წასული, აქაც არიან ფრანგი სტუდენტები რომლებიც ხვდებიან ამ ყველაფერს, რომ მასონებს ჩვენი დამონება და გახრწნა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ათეისტები არიან და უკვე რელიგია დიდი ხანია დაკარგული აქვთ, რაც მასონების წინააღმდეგ ერთადერთი საბრძოლო იარაღის დაკარგვას ნიშნავს, ჩვენ ეს გვაქვს მაგრამ მეტად დაახლოება გვჭირდება ღმერთთან, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, ჩვენი ღირსეული წინაპრები, არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში - გარყვნილება და ევროპული ღირებულებები, მეტი წაიკითხეთ, მეტი ეძებეთ ამ ყველაფრის შესახებ, გათვიცნობიერდით რომ ადვილად არ მოტყულდეთ, მაგრამ ინფორმაციის ძებნასა და ლიტერატურის კითხვაშიც სიფრთხილე გამოიჩინეთ იმიტომ რომ ესენი ყველაფერს აყალბებენ და ნამდვილ სახეს უცვლიან, ღმერთმა გაგვაძლიეროს ქართველი ერი, გამოგვაფხიზლოს რომ ისევ მივიდეთ უფალთან და მაშინ ვერანაერი მასონური ლოჟები და ვერც სატანა ვერ მოგვერევა, საქართველოც აღსდგება უფლის მიერ დადგენილ საზღვრებში და ლაზებიც დაუბრუნდებიან მართლმადიდებლობას! აი წაიკითხეთ ვინ არიან ილუმინატები (ფრანკ-მასონები და ა.შ.) ანუ მასონები!


ვინ არიან ილუმინატები?

ლათინურად illuminati- “განმანათლებელი“, ამ სახელწოდებით სხვადასხვა ეპოქაში არსებობდა ოკულტურ-ფილოსოფიური მიმდინარეობების ნაირგვარი გაერთიანება. ილუმინატების წინაპრები ორიათასი წლის წინაც არსებობდნენ და ებრძოდნენ ქრისტეს, ღმერთს, ხალხს…

როგორც ცნობილია, ილუმინატების ლოჟა დაარსდა მე-18-ე საუკუნის ბოლოს გერმანიაში, მაგრამ არსებობს მასალები, რომლებიც გადმოგვცემენ, რომ ილუმინატთა წინამორბედი ორგანიზაცია, ჯერ კიდევ 11-ე საუკუნის ბოლოდან არსებობდა. ისინი ძარცვავდნენ მდიდარ მოქალაქეებსა და ურთიერთშორის იყოფდნენ ნაძარცვს. მე-14-ე საუკუნეში კი მათ უნდა შეეწყვიტათ არსებობაო. ჰასანსა და საბაჰს, ილუმინატები, 1092 წელს დაუარსებიათ. 1623 წელს მათ შეუღწევიათ ესპანეთის მიწაზე და მოსდებიან მთელს ევროპას. ეპას ლევის მიხედვით ილუმინატები ზოროასტრელებს უნდა დაეარსებინათ და მე-12- საუკუნეში ტაძრის რაინდებს ევროპაში უნდა შემოეტანათ…

როგორც ორგანიზებული, სისტემური ორგანიზაცია „ილუმინატები“ მეიერ ამშელ როტშილდის დავალებით ადამ ვაისჰაუპტის მიერ დაარსდა 1776 წლის 1 მაისს. კავშირს თავიდან ეწოდებოდა der Bund der Perfektibilisten (სრულყოფილების კავშირი). ამ პატარა საიდუმლო კავშირში ახალგაზრდა ადეპტებს, უმეტესად სტუდენტებს, ეძლეოდათ საშუალება სიმშვიდეში ეკითხათ რევოლუციური იდეებით გამსჭავლული განმანათლებლობის აკრძალული ტექსტები და ეკამათათ. ეს კავშირი კლუბიდან მალევე გარდაიქმნა „ფუტკართა ორდენად“, შემდეგ კი იწოდა ილუმინატებად – განმანათლებლები. ორდენმა მიზნად დაისახა მთელს ევროპაში ეკლესიისა და დიდგვაროვანთა ძალაუფლების მოსპობა და უფრო სრულყოფილი გაეხადათ ადამიანთა ბატონობა ადამიანებზე „განმანათლებლობითა“ და ზნეობრივი „გაუმჯობესებით“. მათ სახელთან არის დაკავშირებული უამრავი შეთქმულების თეორია და რევოლუცია, მათ შორის საფრანგეთის, ინგლისის, ნიდერლანდების რევოლუციები, ბრძოლა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ, სწრაფვა მსოფლიო ბატონობაზე და ა. შ. თავიანთი კვალის დასაფარად ილუმინატთა წევრებმა მიიღეს ფსევდონიმები, გაასაიდუმლოეს ქალაქების სახელებიც.

ვისაც წაუკითხავს მე-19 საუკუნის სიონისტებისა და მასონური ლოჟების ოქმები, მან ბრწყინვალედ იცის, თუ რა მეთოდებით მოქმედებდნენ ეს შავ-ბნელი ძალები სხვადასხვა ერის წინააღმდეგ. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ დროა და საჭიროა ავამოქმედოთ ჩვენი აგენტები: „კლასიკური ლიტერატორები“, მუსიკოსები, მხატვრები, მომღერლები, სხვადასხვა რელიგიური ორდენები, რათა ზნეობრივად და მორალურად გავხრწნათ ხალხი, დავავიწყოთ ქრისტიანული სარწმუნოება, ყოველგვარი ეროვნული, გავხადოთ მატერიალისტები, რათა იფიქრონ მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე და დაივიწყონ სული. ყოველგვარი ასეთი ქმედებით, სისხლთა აღრევით მოვსპოთ ფაქტიურად არსებული საზღვრები სახელმწიფოებს შორის. ევროპის ადამიანი ჩვენი ბრმა იარაღია, რომელსაც გამოვიყენებთ მთელი მსოფლიოს დასაპყრობადო.

ილუმინატთა სპეკულაციებმა ახალი საზრდო ილუმინატების აღორძინებით 1836 წელს მიიღო, იულიამ ჰ. რასელმა, იელის ცნობილი უნივერსიტეტის სტუდენტმა იმ დროისთვის დაარსა ახალი საიდუმლო კავშირი „თავის ქალა და ძვლები“, ის ახალი დაბრუნებული იყო ევროპული სტუდენტობიდან, მოიარა გერმანიაც და კავშირი დაუმყარებია გერმანულ საიდუმლო საზოგადოებასთან. დიდი გავლენის მქონე „თავის ქალა და ძვლები“ დღესაც არსებობს (სახვადასხვა სახელებით: „ლოჟა 322“, „სიკვდილის ორდენი“). მისი წევრები იყვნენ და არიან უამრავი ამერიკელი პოლიტიკოსი და ოლიგარქი, მათ შორისაა ჯორჯ ბუში უფროსი, კაცი, რომელიც წარმოადგენს საშიშ სახეს „ახალი მსოფლიო წესრიგისას“. საფუძველს მოკლებული არ არის ის მოარული ხმებიც, რომ მისტიური „თავის ქალა და ძვლები“ უნდა იყოს გერმანული საიდუმლო ორგანიზაციის მემკვიდრე, რომელსაც ამჯერად შეუსრუტავს აშშ-ს ელიტა. ეს იმით დასტურდება, რომ ამერიკული კლუბი ილუმინატების ზოგიერთ ისტორიულ რიტუალს ინახავს.

ილუმინატების სტრატეგია კონსპირაციაა. პოლიტიკურ ტაქტიკად კი იყენებდნენ და იყენებენ ნგრევას. თავიანთი პოზიციების გასამტკიცებლად მაშინ მოქმედ ძლიერ თავისუფალ კალატოზთა ორდენებში ისინი თავიანთი ორდენის ძმებს ნერგავდნენ. ილუმინატებს ეს ყოველთვის ხელეწიფებოდათ: ბავარიის საცენზურო უწყებებში თავიანთ ხალხს სვამდნენ – შესანიშნავი საჭადრაკო სვლაა საკუთარი იდეების გასავრცელებლად და არაკეთილგანწყობილი მოწინააღმდეგის სვლების აღსაკვეთად.

როგორც სახელმწიფოების პრეზიდენტები, პიროვნებები ირჩევიან ილუმინატების მონურად მორჩილი ფავორიტებისაგან, რომელთა წარსულში შავი ლაქებია, რაიც მათ ილუმინატების მითითებების მორჩილ შემსრულებლებად ხდის. ეს კი ილუმინატებს აძლევთ კანონების ინტერპრეტაციისა და კონსტიტუციური ცვლილებების შესაძლებლობას. პრეზიდენტს ანიჭებენ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების უფლებას, რათა მთელი სამხედრო ხელისუფლება აღმოჩნდეს ილუმინატების ხელში. ხოლო მათ მიერ არახელდასმულმა მმართველებმა ზრდილობიანად უნდა თქვან უარი მიღებულ სახელმწიფო მმართველობაზე და თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე. მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობის პირთა გამყიდველობით მთავრობები საგარეო ვალების აღებით უნდა მოექცნენ ილუმინატების კაბალაში, სახელმწოფო ვალების საგრძნობლად გასაზრდელად. ილუმინატების მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მეშვეობით, მიმოქცევიდან მოიხსნება ყველა ხელმისაწვდომი ფული, „არაილუმინატების“ ფულადი მრეწველობის დასამხობად. ფულის ძალაუფლებამ უნდა მიაღწიოს თვითმპყრობელობას ვაჭრობასა და კომერციაში, რათა მრეწველებმა ფულის მეშვეობით პოლიტიკური ძალაუფლებაც მოიპოვონ. ილუმინატების გვერდით ყოფნა შეუძლიათ მილიონრებს და მათზედ დამოკიდებულ უქონელ პოლიციელებსა და სამხედროებს.

ჩვენ ხომ ყოველივე ეს ამ ოციოდე წლის წინ ვიწვივნეთ საკუთარ თავზე. ჩვენ გავხდით მოწმენი არაილუმინატი პრეზიდენტისა და ეროვნული მთავრობის დამხობისა, რომელშიც შავ მუშახელად რენეგატი ქართველები გამოიყენეს, რომელთამეშვეობით მათ გაანდგურეს ჯანსაღი ეროვნულობისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის უკანასკნელი ბასტიონი, ორსაუკუნოვანი ტყვეობისაგან თავდახსნილი, თავისუფლების გზაზე შემდგარი საქართველო.

საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების შემოღებით უნდა შეიქმნას უმრავლესობის თვითმპყრობელობა. აზროვნებასთან „თვითგამორკვევის“ შეგუებით უნდა გაანადგუროს ოჯახის მნიშვნელობა და მისი აღმზრდელობითი ღირებულებები. ყალბ საფუძვლებსა და ცრუ მოძღვრებებზე აღზრდის მეშვეობით უნდა გამოათაყვანონ, გააფუჭონ და გარყვნან ახალგაზრდობა.

საქართველოში ხომ ყოველივე ეს სახეზეა! სპობენ და ანგრევენ ჩვენეულ ტრადიციებს, თავისი სიწმინდითა და სიმტკიცით გამორჩეულ ქართულ ოჯახს, ქვაკუთხედსა და ბურჯს ეროვნებისას.

ყველა ამ საშუალებების მეშვეობით ხალხები იძულებულნი გახდებიან, ილუმინატებს შესთავაზონ მსოფლიო ბატონობა. ახალი მსოფლიო მთავრობა უნდა წარმოგვიდგეს როგორც მფარველი და ქველმოქმედი იმათი სახით, ვისაც თქვენ ნებაყოფლობით ემორჩილებით (მაგ. გაერო). თუ რომელიმე სახელმწიფო ამის წინააღმდეგია, მეზობლებმა ის უნდა ჩაითრიონ ომში, თუ ისინი გაერთიანდებიან, მაშინ ხელ-ფეხი უნდა გაუხსნან მსოფლიო ომს.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #88728 · Replies: 95 · Views: 125,463


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 24th April 2024 - 09:26 PM