IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> atlantida
kate
post Mar 29 2011, 06:22 AM
Post #1


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლა აღმოვაჩინე რომ ამ ფორუმზე ატლანტიდაზე თემა არ არის გახსნილი. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი თამაა და ბევრს დააინტერესებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
bajo13
post Mar 29 2011, 11:22 AM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 86
Joined: 10-September 10
Member No.: 6,262

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://rutube.ru/tracks/3653185.html?v=139...99403bd0d3cd126
Go to the top of the page
 
+Quote Post
bajo13
post Mar 29 2011, 11:32 AM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 86
Joined: 10-September 10
Member No.: 6,262

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.youtube.com/watch?v=EUf_nn2ho0g
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Mar 29 2011, 04:05 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
QUOTE(kate @ 29th March 2011 - 07:22 AM) *
ახლა აღმოვაჩინე რომ ამ ფორუმზე ატლანტიდაზე თემა არ არის გახსნილი. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი თამაა და ბევრს დააინტერესებს.

დიახ, დიახ... ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა, მართლაც აკლდა ჩვენს ფორუმს.

არსებობს შეხედულება, რომ დღევანდელი კუნძული სანტორინი(საბერძნეთში) ატლანტიდის გადმონაშთია. მართლაც სანტორინს სასწაული ისტორია აქვს და ნაპოვნია საკმაოდ დიდი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი. წარმოიდგინეთ ქალაქი კანალიზაციით და სართულებიანი შენობებით. ნახეთ:
http://www.santorini-hotels.info/tourist-g...otiri.htm#close


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Mar 29 2011, 06:51 PM
Post #5


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატლანტიდა ჩვენი რასის უძველესი და ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი ცივილიზაციაა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე, თუ რა და ვინ ვართ ახლა. მანამდე არსებულ ცივილიზაციებმა განვითარების თავისი გზა გაიარეს და მათ ჩვენს განვითარებასა და მეხსიერებაზე გავლენა თითქმის არა აქვს. გარდა ლემურიისა რომლიგანაც წარმოიშვა ატლანტების ცივილიზაცია. დედამიწაზე ცივილაზაციები არსებობდნენ მილიონებით წლების წინ, ჩვენი რასა კი 150-200 ათასი წლისაა მხოლოდ და ლემურიიდან იღებს სათავეს.
ატლანტიდის წარმოშობა რომ გავიგოთ, ლემურიას უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც ჩვენი აკვანი იყო. ლემურიელები სულიერი განვითარებით გაცილებით. გაცილებით მაღლა იდგნენ, ვიდრე ჩვენ ვართ. ისინი ჩვენგან განსხვავებით ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროთი ანე ქალური ასპექტით აღიქვამდნენ რეალობას მათი ტექნიკა იყო ფსიქოტრონული, რომელზეც ახლა ჩვენ ახლა წარმოდგენა თითქმის არა გვაქვს,მათ ურთიერთობა ქონდათ სხვადასხვა არამიწიერ ცივილაზაციებთან და გალაქტიკურ საბჭოსთან რაც მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
დაახლოებით ათასი წლით ადრე ლემურიის ჩაძირვამდე ორმა ლემურიელმა მიაღწია უკვდავებას, ანუ ამაღლდნენ ფიზიკური სხეულით. მათ შექმნეს ჩვენი რასის პირველი მისტიური სკოლა - ნააკალის სკოლა სადაც წლების მანძილზე ათასმა სხვამ შეძლო ამაღლება.
ლემურიელებმა იცოდნენ რომ მათი არქიპელაგი თანაფარდობის პრეცესიის დროს, რომელიც ყველა 26000 წელიწადში ერთხელაა, ჩაიძირებოდა, ამიტომ თავიანთი ცივილიზაციი ცენტრი გადაიტანეს ახლანდელ სამხრეთ ამერიკაში ტიტიკაკას ტბის მიდამოებიდან შასტის მთამდე. ლემურიაზე დარჩა მხოლოდ ნააკალი სკოლა ათასი უკვდავით, რომლებიც შესაფერ დროს ელოდებოდნენ.
ტოტის მიხედვით ლემურიის ჩაძირვა და ატლანტიდის ოკეანეში ახალი მატერიკის გაჩენა ერთ ღამეში მოხდა. ეს მატერიკი შედგებოდა ხმელეთის ერთი დიდი ნაწილისა და ცხრა პატარა კუნძულისაგან. ნააკალის სკოლა გადავიდა ჩრდილოეთ კუნძულზე, რომელსაც უნდალი უწოდეს.........
გაგრძელება იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post
bajo13
post Mar 29 2011, 09:31 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 86
Joined: 10-September 10
Member No.: 6,262

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://lah.ru/ ეს საიტი ატლანტიდას არ ეხება მაგრამ ისტორიას ეხება...
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Mar 30 2011, 07:02 PM
Post #7


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნააკალის სკოლის ათასმა უკვდავმა, რომლებიც ჩვენი რასის პირველი ამაღლებული მასწავლებლები იყვნენ, დიდი დრო დაყვეს კუნძულ უნდალზე, საიდანაც საფუძველი ჩაუყარეს ქრისტეს ცნობიერების ქსელს დედამიწის გარშემო. მერე შესაფერ დროს, გალაქტიკური ფედერაციის დახმარებით და უფლებით ატლანტიდის კონტინენტზე მოახდინეს სიცოცხლის ხის პროექცირება, მიუხედავად იმისა რომ იგი ათასობით კილომეტრზე იყო გადაჭიმული, ერთი ატომის სიზუსტით იყო პროეცირებული და ათივე სეფირაში დაიწყო უდიდესმა სასიცოცხლო ენერგიამ მოძრაობა, წარმოიშვა ათი, სიცოცხლისთვის იდეალური ადგილი, შემდგომში ცნობილი ატლანტიდის ათი ქალაქი, ათი ქვეყანა.
ამის შემდეგ უკვდავმა ლემურიელებმა მოუწოდეს დედამიწაზე გაფანტულ ლემურიელებს ჩასახლებილიყნენ ატლანტიდაზე და დაიწყო ატლანტიდის დასახლება ლემურიელებით, რომლებიც ჩასახლდნენ რვა ადგილას, ასე რომ სასიცოცხლო ენერგიის ორი მორევი ცარიელი დარჩა, მაგრამ რადგან ეს ენერგია სიცოცხლეს იზიდავდა, ისინი დაიკავა ორმა სხვა არა ლემურიულმა და არამიწიერმა ცივილიზაციამ.
ერთში ჩასახლდნენ, ჩვენი მომავლიდან, რასა, რომელმაც ბოლომდე ვერ გაიარა სულიერი განვითარების გზა, მიეცა მეორე შანსი და უკან იქნა დაბრუნებული, ისინი აქ ჩასახლდნენ გალაქტიკური საბჭოს უფლებით, ისინი ჩვენზე მეტად განვითარებულები იყვნენ და არანაირი ცუდი გავლენა ჩვენზე არ მოუხდენიათ(ჩვენი როგორც რასის, კაცობრიობის, ასაკი იმ დროს იყო დაახლოებით 13-14 წლის გოგონას ასკის ტოლი), მათ უბრალოდ თავიანთი გზა ჰქონდათ. -- ესენი იყვნენ ებრაელები.
მეორე ენერგეტიკული მორევი დაიკავეს მარსელებმა, რომლებიც გახდნენ ყველა ჩვენი შემდგომი პრობლემის და სულიერი დაცემის მიზეზი. მილიონობით წლების წინ მარსზე ძალიან ძლიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა, გაცილებით მაღლა მდგომი ვიდრე ჩვენი ახლანდელი, მაგრამ მათ არ გააჩნდათ ემოციური სხეული, და რეალობას მთლიანად მარცხენა ნახევარსფეროთი, მამაკაცური ასპექტით აღიქვამდნენ, მათ სამყაროში გამუდმებული დამპყრობლური ომები მიმდინარეობდა რომლებმაც საბოლოოდ პლანეტა მოკლა.
მაგრამ მარსის დაღუპვამდე რამოდენიმე ხნით ადრე მარსელების ერთმა ჯგუფმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევდათ მომავალში ჩაეხედათ, დაინახეს რა ელოდებოდა პლანეტას და შენიშნეს ატლანტიდაში ცარიელი სასიცოცხლო მორევი, შემდეგ სპეციალურად ააგეს პირამიდების გარკვეული კომკლექსი, რომლი საშუალებიტაც შექმნეს ძლიერი ველი დროის და სივრცის გადასაკვეთად(ამ პირამიდების ნაწილი ჯერ კიდევ შეიმჩნევა მარსის ზედაპირზე) და ჩასახლდნენ ატლანტიდაზე, ანუ ისინი წარსულიდან მოვიდნენ, მათ ამისათვის არანაირი უფლება არ ქონდათ, არც უთხოვიათ, უბრალოდ მოვიდნენ და ჩასახლდნენ, პირველად გადაწყვიტეს დაეპყროთ მთელი კონტინენტი, მაგრამ რახან დიდ უმცირესობას წარმოადგენდნენ ეს გადაიფიქრეს. მათ ქონდათ გასაოცარი მარცხენა ნახევარსფეროული ტექნოლოგია, დაახლოებით რაც ჩვენ ახლა გვაქვს, მაგრამ გაცილებით მაღალი დონის, რომელზედაც ლემურიელებს წარმოდგენა არ ქონდათ, მაგრამ ამავე დროს ლემურიელებს ქონდათ სულ სხვა სახის ფსიქოტრონული (გონების, აზრის ძალაზე მომუშავე) ტექნიკა, რომლებზედაც მარსიანელებმა, ისევე როგორც ჩვენ ახლა, არაფერი იცოდნენ
. ვერცერთი მხარე ვერ იტანდა ერთმანეთს. წარმოიდგინეთ 13-14 წლის გოგონა, მეოცნებე, იდეალურ გარემოში, აქვს ყველაფერი რასაც იოცნებებს, იცის მხოლოდ სიკეთე და სიყვარული და მეორე მხვრივ 60-70 წლის გამოცდილი, დაბოღმილი მოძალადე კაცი, რომელსაც სიყვარულზე წარმოდგენა არა აქვს - დაახლოებით ასე დაიწყო იყო ჩვენი და მარსელების ურთიერთობა........

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Mar 30 2011, 07:17 PM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate smile.gif
ძალიან საინტერესოა...


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Mar 31 2011, 04:46 PM
Post #9


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ათასწლეულების მანძილზე მცირერიცხოვანმა მარსელებმა მოახერხეს გავლენა მოეხდინათ ლემურიელებზე, რომლებიც მანამდე ღვთიური გზით ვითარდებოდნენ. ნელ-ნელა გააცნეს მათ თავიანთი ტექნიკა, მოექცნენ ხელისუფლების სათავეებში. თვითონ ცდილოდნენ გაეგოთ ლემურიული გზა მაგრამ ემოციური სხეულის არქონა ამის საშუალებას არ აძლევდათ და ალბათ არც დიდი სურვილი ქონდათ. რაც უფრო მეტ გავლენას ახდენდნენ მარსელები, მით უფრო დაბლა იწევდა ყოფილ ლემურიელთა ცნობიერების დონე. ატლანტიდის არსებობის მანძილზე მხოლოდ 600 მა ატლანტიდელმა მოახერხა მიეღწია ამაღლებას და დამატებოდა პირველ ათას უკვდავს.
ატლანტებმა მოახერხეს შეექმნათ უძლიერესი,მდიდარი და აყვავებული სახელმწიფო. მიუხედავად მარსელების გავლენისა მათი ძირითადი მოწყობილობები მაინც ფსიქოტრონული რჩებოდა. ენერგიის წყაროდ კრისტალებს იყენებდნენ. ერთერთ ასეთ უზარმაზარ კრისტალზე, რომელიც დიდ ტერიტორიას ენერგიით ამარაგებდა პლატონიც ყვება, როცა დეტალურად აღწერს ატლანტების ქალაქ პოსეიდონს. ატლანტებს დამწერლობა არ ქონდათ, რადგან ამის საჭირობა არ არსებობდა, მათ ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონდათ ტრანსპერსონალური მეხსიერება ანუ ის რაც ცნობილი იყო ერთისთვის, სურვილის მიხედვით ყველასთვის შეეძლო გაეზიარებინა, როგორც ინფორმაცია ასევე შთაბეჭდილება.
ჩვენი თანამედროვე ცივილიზაცია თავისი დიდი ქალაქებით, ცათამბჯენებით და კომპიუტერებით მხოლოდ უსუსური, კარიკატურული, ნაცრისფერი ანაბეჭდია ატლანტიდის მრაველფეროვან სიცოცხლით სავსე ცივილიზაციის.
დაახლოებით 26000 წლის წინ, მორიგი პოლუსების ცვლილების დროს ატლანტიდის ერთი ნაწილი ჩაიძირა ოკეანეში, რამაც ატლანტებში საშინელი შიში გამოიწვია, ეშინოდათ რომ ატლანტიდასაც ლემურიის ბედი ეწეოდა. მაგრამ კარგა ხანს სიმშვიდე სუფევდა და ჩაძირული ატლანტიდის ნაწილი წყალწვეშა მუზეუმი იყო ათასწლეულების მანძილზე.
მერე კი დაახლოებით 13-16 ათასი წლის წინათ ატლანტებმა თავისი ჩვენსაზე გაცილებით ძლიერი ტელესკოპებით შეამჩნიეს დიდი კომეტა, რომელიც დედამიწას უახლოვდებოდა. მარსელების გადაწყვეტილებით კომეტა უნდა აეფეთქებინათ სანამ დედამიწასთან ახლოს მოვიდოდა, ლემურიული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა მარსელების ტექნიკის გამოყენებაზე ისინი თვლიდნენ რომ ეს კომეტა ღვთის ნება იყო და მისზე გავლენა არ უნდა მოეხდინათ..........
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Apr 2 2011, 06:24 PM
Post #10


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



....საბოლოოდ ლემურიელებმა გაიმარჯბეს, რადგან მიუხედავად იმისა რომ ლემურიელებსა და მარსელებს შორის გენეტიკური აღრევა ხდებოდა, კვლავ დიდ უმრავლესობას წარმოადგენდნენ. და მოთმინებით დაელოდნენ რას მოუტანდათ ეს ციური სხეული.
კომეტა მართლაც შეეჯახა დედამიწას და ატლანტიდის ოკეანეში, სამხრეთ- დასავლეთით ჩავარდა(მის ნამსხვრევებს დღემდე პოულობენ ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე), მისი ერთი დიდი ნამსხვრევი დაეცა ატლანტიდაზე, სწორედ იქ სადაც მარსელების დასახლება იყო, ასე რომ ყველაზე მეტად ისედაც მცირერიცხოვანი მარსელები დაზიანდნენ.
ამ ამბის შემდეგ მარსელებმა გადაწყვიტეს საერთოდ ჩამოშორებოდნენ ლემურიელებს და სამყაროში უსაფრთხო ადგილი მოეძენათ, ამისათვის კვლავ გადაწყვიტეს გაერღვიათ სივრცე-დრო-განზომილება, როგორც ეს მარსზე გააკეტეს, მაგრამ გასული იყო 50000 წელზე მეტი და კარგად აღარ ახსოვდათ როგორ ემართათ საამისი ენერგეტიკული ველი.
ამ მიზნით ატლანტიდის ერთ მომცრო კუნძუზე, რომელიც ახლა ოკეანის ფსკერზეა ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე, ააშენეს პირამიდების კომპლექსი, ამ სისტემას ხელოვნურ ენერგეტიკულ ველს უნდა გაეხსნა მაღალი განზომილების პორტალი. მაგრამ რახან უკვე კარგად არ ახსოვდათ რა უნდა გაეკეთებინათ, ეს ველი უმართავი გახდა და მაღალი, ზედა განზომილებების ნაცვლად გაიხსნა დედამიწის ქვედა დაბალი განზომილებები, რამაც გამოიწვია მილიონობით უცხო არსებების შემოსევა, რომლებიც ასევე თავისთვის უცხო გარემოში აღმოჩნდნენ და არსებობა რომ გაეგრძელებინათ ადამიანებს უსახლდებოდნენ, ეს იყო სრული კატასტროფა, ალბათ, ყველაზე დიდი დედამიწის ისტორიაში.
რომ არა 1600 ამაღლებული მასწავლებლის უდიდესი ძალისხმევა დღეს ადამიანები და დედამიწა აღარ იარსებებდა. ისინი ლოცულობდნენ და ღმერთს და უმაღლეს არსებებს შესთხოვდნენ დახმარებას. უმაღლესი არსებების დახმარებით მათ შეძლეს უცხო არსებების დიდი ნაწილის უკან დაბრუნება და დაბალი განზომილების პორტალის დაკეტვა, მაგრამ მათი მცირე ნაწილი მაინც დარჩა დედამიწაზე(ძირითადად სწორედ ეს არსებები უსახლდება მათ, ვისაც შეპყრობილს ვეძახით)
ატლანტიდელები და თვითონ კონტინენტი დაავადდა, დაბალ განზომილებებთან კავშირმა გამოიწვია ჩვენი ცნობიერების დონის მკვეთრი დაცემა, დედამიწა აღმოჩნდა ჩაკეტილი ამ ყველაზე მყარ და არც თუ ისე ნათელ ადგილას სადაც დღეს ვიმყოფებით. ეს იყო - დაცემა.
ატლანტიდაზე მოიშალა სახელმწიფო და სოციალური სტრუქტურები, მისი არსებობის ბოლო ორასი წელი იყო არსებობისატვის უსუსრი ბრძოლა, დაავიწყდათ ღვთიური წარმოშობა და ისიც საიდან მოვიდნენ დედამიწაზე.
ამაღლებულმა მასწავლებლებმა იცოდნენ რომ მორიგი ელექტრომაგნიტური ნულოვანი ზონის, ანუ პოლუსების ცვლილების დროს ატლანტები დარჩენილ მეხსიერებასაც დაკარგავდნენ რადგან ამ დაცემამ თავიანთ მერკაბასთან კავშირიც დააკარგვინათ. ისიც იცოდნენ რომ მთელი კონტინენტი ჩაიძირებოდა, ამიტომ ატლანტიდის დაღიპვამდე ცოტა ხნით ადრეს ეგვიპტეს ესტუმრნენ..........
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Apr 3 2011, 11:09 AM
Post #11


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate დიდი ინტერესით ვკითხულობ ამ თემას..მადლობა!
პ.ს. ეს ინფო რომელი წყაროდანაა, მიუთითე თუ შეიძლება
wink.gif


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Apr 4 2011, 08:02 PM
Post #12


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მზეონა
მადლობთ.
ასე ერთი წყაროს დასახელება მანდვილად გამიჭირდება, ეს ერთი ადგილიდან გადმოწერილი ან გადმოთარგმნილი არ არის, ეს მრავალი წყაროდან დაახლოებით საერთო სურათია, რომელიც ჩემთან რეზონირებს. ძირითადად: პლატონი, გრანტორი, პროკლეუსი, ტოტი, ედგარ კეისი, დრუნვალო, ბუვაი, რიჩარდ ჰოუგლენდი....... ვინც მახსენდება
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Apr 5 2011, 07:12 PM
Post #13


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



....იმისათვის რომ გავიგოთ რა და რატომ მოიმოქმედეს ამაღლებულმა მასწავლებლებმა ეგვიპტეში და როგორ განვითადა შემდგომი მოვლენები, ცოტა ხნით თემიდან უნდა გადავუხვიოთ და გავიგოთ თანაფარდობის პრეცესიის და ცნობიერების ქსელის, ბადის არსი.
თანაფარდობია პრეცესია, ანუ დედამიწის ღერძის მიერ ციური ეკვატორის გარშემოვლის ხანგრძლივობა დაახლოებით 26000 ათასი წელია, სხვადასხვა გამოთვლებით 25920 ან 25765. რადგანაც დედამიწა და საერთოდ სამყარო მოძრაობს არა მარტო წრიულად არამედ სპირალურადაც ამ პროცესის ხანგრძლივობა ყოველთვის ზუსტად ერთნაირი არ არის.ამ ციკლს ასტრონომიაში დიდი წელი ან პლატონის წელი ეწოდება, მასზე მეცნიერულ და ასტრონომიულ განმარტებებს შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურაში ბლომად ნახავთ, ჩვენ მხოლოდ ეზოთერული კუთხით შევხედოთ რა ხდება ამ დროს. როდესაც დედამიწა ამ წრის იმ ნაწილში იმყოფება რომელიც გალაქტიკის ცენტრთან ყველაზე ახლოა და მისგან გარეთ იწყებს მოძრაობას დედამიწაზე და ადამიანების ცნობიერებაში იწყება დაძინების აპთიის სულიერი დეგრადაციის პერიოდი, ხოლო პრეცესიის შუადან ანუ დაახლოებით 13000 წლის შემდეგ (180 გრადუსი) დედამიწა იმყოფება გალაქტიკის ცენტრიდან ყველაზე შორს წერტილში და იწყებს მოძრაობას ცენტრისაკენ მიმავალ წრის ნაწილზე, ეს არის გამოღვიძების, აღორძინების პერიოდი.ეს პროცესი ციკლურად მეორდება, ძველი ბერძნები ამ დიდ წელს ოთხ პერიოდად, ჩვეულებრივი წლის სეზონების შესაბამისად ყოფდნენ: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და რკინის პერიოდებად. უპანიშადების მიხედვით კი ოთხ იუგად იყოფოდა, თუმცა ამ იუგების, რომლებიცაა სატია, ტრეტა, დვაპარა და კალი იუგა დროის ხანგრძლივობას სხვადასხვა წყარო ქრონოლოგიურად განსხვავებულს იძლევა, პრინციპი ერთია.
იმ დროს, როდესაც ატლანტიდის კატასტროფა მოხდა, ატლანტიდელების ცნობიერების ასე მკვეთრად დაცემას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დედამიწა იმყოფებოდა გალაქტიკის ცენტრიდან ახლო წერტილში და იწყებოდა სულიერი მიძინების პერიოდი, რომ არა მარსელები და მათი ექსპერიმენტი ატლანტები, რადგან სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე იდგნენ, მიუხედავად იმისა ფიზიკურად გადარჩებოდნენ თუ არა შეძლებდნენ მომდევნო 13000 წლის მანძილზე შეენარჩუნებინათ თავიანთი სულიერი განვითარების დონე. მაგრამ დაბალ განზომილებებთან კავშირმა მათი განვითარება სრულიად შეაჩერა და შერჩენილი ცნობიერების ნამსხვრევებით არანაირი შანსი არ ქონდათ ეს ციკლი სრული დაცემის გარეშე გადაეტანათ.
უმაღლესმა სულიერმა არსებებმა და ამაღლებულმა მასწავლებლბმა იცოდნენ რომ ატლანტიდა და ატლანტიდელები ფიზიკურად განწირული იყო, ხოლო სულიერად ამ ციკლის მანძილზე მათ ვერაფრით დაეხმარებოდნენ, მათ ამოცანას წარმოადგენდა მოემზადებინათ საფუძველი რომ შემდგომი ციკლის დასაწყსისთვის ანუ 13000 წლის შემდეგ ადამიანებს ჰქონოდათ შანსი დაებრუნებინათ დაკარგული ცნობიერება..........
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 5 2011, 08:00 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ძალიან საინტერესოა...
ერთი კითხვა მაქვს , თუ არის ცნობები იმის შესახებ თუ როგორი იყო დედამიწა ლემურიელების მოსვლამდე და რა სახით შეიცვალა შემდეგ...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Apr 8 2011, 06:16 PM
Post #15


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
დედამიწას თუ ფიზიკურად გულისხმობ, მილიონობით წლების მანძილზე ხმელეთი და წყალი ხშირად იცვლიდა ადგილებს და კონტინენტების მდებარეობა და რაოდენიბაც იცვლებოდა თავისთავად, დედამიწის გეოგრაფიულ ცვლილებებზე საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვთ მეცნიერებს, რადგან ამის დამამტკიცებელი ფაქტები ბლომად არსებობს.
რაც შეეხება უძველეს ლემურიანდელ ცივილიზაციებს, ამის შესახებ ძალიან ცოტა, თითქმის არაფერია ცნობილი, რადგან ისინი თავიანთ ჩვენგან დამოუკიდებლ განვითარების გზას გადიოდნენ, სავარაუდოდ ყველაზე ახლოს დროში ლემურიამდე ცხოვრობდა გოლიათების რასა. არსებობს კიდევ ერთი რასა, რომლებიც ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ ცხოვრობდნენ დედამიწაზე, მერე რაღაც საშიშროების გამო ზედაპირიდან მიწისქვეშ გადაინაცვლეს, იქ დაამთავრეს ფიზიკური განვითარება, მაგრამ ახლაც იქ ცხოვრობენ, თუმცა ფიზიკური სხეულის გარეშე, ჩვენთვის ძნელად აღსაქმელი სიცოცხლის ფორმის სახით - სხივური სხეულით. მათ პლაზმური არსებები უწოდეს და 90-იანი წლების დასასრულიდან საკმაოდ ხშირად შემოდიან ადამიანებთან კონტაქტში
Go to the top of the page
 
+Quote Post
zugecho
post Apr 8 2011, 09:01 PM
Post #16


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 17-March 11
From: Lisboa
Member No.: 6,422

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ არსებობდა არასდროს,არავითარი ატლანტიდა...ნუ ეძებთ იმას რაც არ იცით!
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Apr 8 2011, 10:27 PM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
არ არსებობდა არასდროს,არავითარი ატლანტიდა...ნუ ეძებთ იმას რაც არ იცით!







jawdrop.gif







Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif




--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Legatus
post Apr 8 2011, 11:29 PM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 46
Joined: 5-November 10
Member No.: 6,299

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იყო ისევე როგორც ჩვენ ვართ ახლა. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Apr 9 2011, 07:34 PM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა smile.gif
QUOTE(kate @ 2nd April 2011 - 07:24 PM) *
ამ მიზნით ატლანტიდის ერთ მომცრო კუნძუზე, რომელიც ახლა ოკეანის ფსკერზეა ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე, ააშენეს პირამიდების კომპლექსი, ამ სისტემას ხელოვნურ ენერგეტიკულ ველს უნდა გაეხსნა მაღალი განზომილების პორტალი. მაგრამ რახან უკვე კარგად არ ახსოვდათ რა უნდა გაეკეთებინათ, ეს ველი უმართავი გახდა და მაღალი, ზედა განზომილებების ნაცვლად გაიხსნა დედამიწის ქვედა დაბალი განზომილებები, რამაც გამოიწვია მილიონობით უცხო არსებების შემოსევა, რომლებიც ასევე თავისთვის უცხო გარემოში აღმოჩნდნენ და არსებობა რომ გაეგრძელებინათ ადამიანებს უსახლდებოდნენ, ეს იყო სრული კატასტროფა, ალბათ, ყველაზე დიდი დედამიწის ისტორიაში.

ამას წინათ წავიკითხე, ბერმუდის სამკუთხედზე მრავალი ვერსია არსებობს და ერთერთი სწორედ მაგას ამბობს, რომ ატლანტიდელთა წყალქვეშ მოქცეული მექანიზმებია მიზეზი უცნაურ მოვლენებზეო ამ ადგილებში.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Apr 10 2011, 05:04 PM
Post #20


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირინი @ 9th April 2011 - 10:34 AM) *
ამას წინათ წავიკითხე, ბერმუდის სამკუთხედზე მრავალი ვერსია არსებობს და ერთერთი სწორედ მაგას ამბობს, რომ ატლანტიდელთა წყალქვეშ მოქცეული მექანიზმებია მიზეზი უცნაურ მოვლენებზეო ამ ადგილებში.

ბერმუდის სამკუთხედს რაც შეეხება, იქ მიმდინარე უცნაურ მოვლენებზე გავლენას ახდენს მარსელების მიერ უკანონოდ და შესაბამისი უფლების გარეშე, აგებული პირამიდების კომპლექსის მიერ შექმნილი ენერგეტიკული ველი. მართალია ღვთის ნებით და უმაღლესი არსებების დახმარებით დაბალი განზომილების პორტალი დაკეტილია, თვითონ ველი კორექტირებულია, დროდადრო მაინც ხდება დროის და სივრცის დამახინჯება. ამ ენერგიის წყარო ელექტრული და მაგნიტური ველების დიდი სისწრაფით ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობაა, როდესაც ელექტრული ველი ცენტრიდან საათის საწინააღმდეგოდ მოძრაობს არანაირი პრობლემა არ არის, პრობლემას მისი ხადახან საათის მხარეს მოძრაობა ქმნის და ამ დროს მის ცენტრში მოხვედრილი ობიექტი მხოლოდ ღმერთმა უწყის რომელ დროში ან სივრცე-განზომილებაში აღმოჩნდებიან გადასროლილები. საბედნიეროდ ეს ძალიან იშვიათად და მცირე დროით ხდება.
ეს დამახინჯებული ველი მარტო დედამიწის პრობლემა არ არის, რაც არ უნდა ფანტასტიურად მოგეჩვენოთ, იგი გავლენას ახდენს შორეულ სამყაროებზეც, ასე დავაზიანეთ "ნაცრისფერების" სამყარო - ყველაზე ცნობილი უცხოპლანეტელების იგივე ზეტების, რომლებიც 40-იანი წლებიდან დედამიწაზე ადამიანებს იტაცებდენ ექსპერიმენტებისთვის, თუმცა ეს ექსპერიმენტები არ იყო, მათ არსებობის გასაგრძელებლად გენეტიკური მასალა სჭირდებოდათ რომელთაც ჩვენგან იღებდნენ, ძირითადად სათანადო უფლებით (ეს კიდევ სხვა თემაა), დღეისთვის ზეტებმა დატოვეს დედამიწა.
ყველა მცდელობა ამ ენერგეტიკული ველის მთლიანად შესწორებისა, და ასეთი ბევრჯერ იყო და ახლაც მიმდინარეობს სხვადასხვა უცხოპლანეტელების მიერ, მარცხით დასრულდა, მისი მთლიანად მოსპობა კი დედამიწის დაღუპვას გამოიწვევს. ამის გამოსწორება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2012 წლის შემდეგ, როდესაც დედამიწა ვიბრაცია აიწევს და მაღალ ენერგეტიკულ ველში შევა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:57 PM