IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> აინუ
Lashapoli
post Jul 21 2011, 03:20 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აინუ (アイヌ) (აინუ ქართულად "ადამიანს" ნიშნავს) არის იაპონიის და რუსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფი. ისტორიულად ისინი ლაპარაკობენ აინუს ენაზე და მის დიალექტებზე. აინები კუნძულებზე 13 ათასი წლის წინ გამოჩნდნენ. მ ხალხის კულტურა განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა, თუმცა შემდგომში მათმა კულტურამ უკანა საფეხურზე დაიწია, რისი მიზეზიც გაუგებარია.
აინუების ერთ-ერთ ლეგენდის თანახმად (ლეგენდებს უწოდებენ იუკარ უპოპოს. Yukar Upopo (Ainu legends)) : “აინუები ცხოვრობდნენ ამ ადგილას მრავალი ათასი წლით ადრე სანამ მზის ხალხი მოვიდა.”
აინუს ეთნიკური ჯგუფი ანთროპოლოგიურად მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი მეზობლებისაგან – იაპონლების, ნივხების (გილიაკების) და ტუნგუსებისაგან. ნავარაუდებია, რომ მათი წარმოშობა უკავშირდება კავკასიურ რასას, ხოლო ზოგიერთი მკველავრი ვარაუდობს რომ აინუები იმ პრეისტორიული ხალხის შთამომავალია, რომელთაგანაც ასევე წარმოიშვა ავტრალიის მკვიდრი მოსახლეობა. თუმცა ჯერჯერობით არაა ზუსტად ცნობილი რომელი მოსაზრებაა მრავალთაგან მართალი რადგან აინუების მკვეთრი კავშირი რომელიმე ხალხთან არ გამოკვეთილა, ამასთან მათ აქვთ საკუთარი სხვებისაგან განსხვავებული კულტურა, ენა და რელიგია.

ჩვ. წ. აღ IV-I საუკუნეებში აინების მიწაზე შეიჭრნენ მონღოლოიდური ტომები და კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში დასახლდნენ. სწორედ აქ იწყება იაპონელთა, როგორც ერის, წარმოშობის ისტორია.შემდგომში, აინებს ისეთივე ბედი ხვდათ წილად, როგორიც ინდიელებს ჩრდილოეთ ამერიკაში. XVII საუკუნის დასაწყისში, განხორციელდა მათი დაუნდობელი გენოციდი, იძულებითი ასიმილაცია და მალე იაპონიის ნაციონალურ უმცირესობად იქცნენ. მათი ენა კანონგარაშედ გამოაცხადა და აუკრძალა სახელმწიფოს მიერ მინიჭებული მიწების გარდა სხვაგან მიწათმოქმედება. ამის შედეგად მრავალი აინუ მალავდა საკუთარ წარმომავლობას და შეუძლებელია მათი ზუსტი რიცხოვნობის გაგება, ამასთან, უმრავლესობა, 80-90% არაა წმინდა წარმომავლობის აინუ, რაც გამოწვეული იქნა ასიმილაციით.


აინუები ტრადიციულად ანიმისტები არიან, სჯერათ რომ ყველაფერს ბუნებაში აქვს კამუი (სული ან ღმერთი) შიგნით. არსებობს კამუის კლასიფიკაციაც:
ყველაზე მნიშვნელოვანია დიადი მიწის (ცეცხლის), შემდეგ მთის კამუი (ცხოველების) და შემდეგ ოკეანის კამუი (წლის ბინადრების) და ბოლოს ყველა დანარჩენი. ასევე მათ გააჩნიათ მდიდარი მითოლოგია(რუსულად ვნახე რაღაც, რაღაცები და მერე ვთარგმნი და მაგასაც დავდებ) და მხატვრული ტრადიციები, სიმღერები, ლექსები, პოემები.
რაც შეეხება ენას, ამჟამად აინუების ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა ნავარაუდებია ასამდე. ენა გადაშენების საფრთხის წინაშე იმყოფება და მათი სწავლება მცოდნეთა სიმცირის გამო შეზღუდულია, ამასთან სწავლება ძირითადად ეფუძნება ისტორიულ კვლევებს.
აინუების ენა მკვეთრად განსხვავდება იაპონურისაგან. სინტაქსი, ფონოლოგია, მორფოლოგია და ლექსიკური შემადგენლობა. იყო მცდელობა რომ ეჩვენებინათ იაპონურთან მსგავსება, მაგრამ მსგავსება რომელიც აღმოჩენილი იქნა არის ხალხთა მეზობლობის და ნასესხები სიტყვების შედეგი. აინუების ენის რომელიმე ენათა ჯგუფში მოქცევა ვერ ხერხდება, მას არ აქვს მონათესავე ენები.
აინუების ენაში ‘წინდებულები,’ დგას იმ სიტყვის შემდეგ, რომელსაც ცვლიან. (ქართული ენის მსგავსად: -დან, -ში, -ით…)

აინუებმა ოფიციალური აღიარება მოიპოვეს 2008 წლის 6 ივნისს. იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის ძალისხმევით აინუები სცნეს როგორც იაპონიის მკვიდრი მოსახლეობა. როზოლუციის მიხედვით აინუები არიან “მკვიდრი ხალხი, განსხვავებული ენით, რელიგიითაა და კულტურით.”
რეზოლუცია აუქმებს 1899 წელს მიღებულ კანონონს. 1899 წელს იაპონიის მთავრობამ აინუები გამოაცხადა ყოფილ აბორიგენებად – იმ იდეით რომ მათი ასიმილირება მოხდებოდა. შედეგად, აინუების კულტურა, ენა და რელიგია თითქმის შთანთქა იაპონურმა.
http://s61.radikal.ru/i174/1107/27/7f859adb62a1.jpg
http://s011.radikal.ru/i318/1107/8b/e8f59ff764f2.jpg
http://s008.radikal.ru/i303/1107/18/eca27ed2d2f7.jpg



იმედია ძალიან დიდი არ გამომივიდა, მაგრამ ვფიქრობ საინტერესო იყო. ისე მე პირადად მათმა გარეგნობამ ძალიან ესევთქვათ მომნუსხა smile.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jul 21 2011, 03:26 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რამოდენიმე სურათი არ გახსნა და თავიდან დავდებ






--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jul 21 2011, 04:54 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისე დაუკვირით, მამაკაცემს თავზე რაღაც რო უკეთიათ, წინა მხარეს ფორმა რაქვს, იმას არ გაგონებთ ფარაონებს რო ქონდათ??


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 21 2011, 06:52 PM
Post #4


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძაან საინტერესო ხალხი ჩანს

დადეთ ინფორმაციები კიდევ თუ გაქვთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Jul 21 2011, 08:58 PM
Post #5


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც გამიგია ესენი
იაპონელებმაც ბევრი რამე შეითვისეს აინებისგან, მაგალითად ხარაკირი


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 23 2011, 12:00 AM
Post #6


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli
შენ კიდევ რა კარგ თემებს მოძებნი ხოლმე! smile.gif
აინუ ანუ ია, როგორც იაპონელები უწოდებენ ყველაზე უცნაური და ცალკე მდგომი ხალხია დედამიწაზე. ადრე (მხედველობაში მაქვს ინტერნეტამდე) მათზე ინფორმაციის მოპოვება ძალიან ძნელი იყო, ერთი პერიოდი იაპონიით ვიყავი გატაცებული, და სადღაც შემთხვევით გადავაწყდი ინფორმაციას ამ ხალხზე, მერე ვერსად ვერაფერს ვპოულობდი, იაპონელებს არ უყვართ მატზე ლაპარაკი, ვინც იყო იაპონიაში (მე არ ვყოფილვარ), მათთან არანაირი შეხება არ ქონდა. მხოლოდ მკვლევართა ვიწრო ჯგუფისთვის იყო ეს ხალხი ცნობილი, ძირითადად იმის გამო რომ იაპონელებს არაფრით არ უნდოდათ ეღიარებინათ, რომ სხვა რასა მათზე ადრე ცხოვრობდა იაპონიაში, იანუს სტატუსი მხოლოდ 21-ე საუკუნეში მიეცა. იანუს მცირე ნაწილი სახალინზეც ცხოვრობს, მაგრამ არც რუსები არ ახსენებდნენ მათ არსებობას. ერთადერთი მცირე ერია ჯერჯერობით, რომელსაც მონათესავე რასა ვერ მოუნახეს, მრავალი ვერიაა დაწყებული ტიბეტიდან და პოლინეზიით დამთავრებული, მაგრამ რეალურად და გენეტიკურად მათთან ახლო მდგომი ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, დაახლოებით 10 000 წლის ე.წ. "კინეუკის ადამიანი", რომლის ჩონჩხი ამერიკაში აღმოაჩინეს, და რომელიც თვითონ წარმოადგენს არქეოლოგიურ გამოცანას. დანამდვილად არაფერი არ იციან ამ ერზე, ან საიდან და როდის მოვიდნენ, რა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან..
მათი ლეგენდების მიხედვით, ისინი ყოველთვის აქ ცხოვრობდნენ და იაპონელების მოსვლამდე ჟუჯა ერთან იყოფდნენ ტერიტორიას, რომლებსაც, როგორც ადამიანებს ისე ახასიატებენ, მაგრამ მათზე გაცილებით დაბლა მყოფთ, ამ ხალხს კორაპუკუროს უწოდებდნენ (არის სერიოზული ვერსიები იაპონიაზე ერთ დროს არსებული პიგმეების ტომის შესახებ)
ქალი და კაცი აინუს სოციუმში თანასწორია, მიუხედევად იმისა, რომ ოჯახის უფროსად კაცი ითვლება, გადაწყვეტილების მიღებაში როგორც ოჯახში ისევე საზოგადოებაში ქალი თანაბარუფლებიანია. მათი ენაც არ დგას ერც ერთ ენასთან ახლოს, დამწერლობა არა აქვთ. მათი მსოფლხედველობით ღმერთმა, დიდმა სულმა, ადამიანები და ცხოველები მიწისგან და ხეებისგან შექმნა და ყველა ცოცხალ არსებაში სული ცხოვრობს, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ თავისუფლდება, მაგრამ ისევ შეუძლია, თუ უნდა სხვა სხეულით დაბრუნდეს. მათი აზრით, ცოცხალი არსების სული "მის ყურებს შუა" იმყოფება, ამიტომაც რიტუალური მსხვერპლშეწირვისას თავს ჭრიდნენ ცხოველს, რათა ღვთიური სული გაეთავისუფლებინათ
ხარაკირს რაც შეეხება, იანუსგან სავარაუდოდ, ხარაკირის ის ნაწილია აღებული, როდესაც სეკუნდანტი თავს ჭრის სამურაის, მას შემდეგ, რაც ის მუცელს გაიფატრავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jul 23 2011, 01:48 AM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[quote name='kate' date='Jul 23 2011, 12:00 AM' post='47659']
Lashapoli
შენ კიდევ რა კარგ თემებს მოძებნი ხოლმე! smile.gif

give_rose.gif smile.gif თქვენი კომენტარები კიდე ყოველთვის აორმაგებენ ხარისხს


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jul 23 2011, 01:53 AM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც სრულიად შემთხვევით მივაგენი რაღაც სტატიას და ძალიან დამაინტერესა და უფრო დეტალურად რო გავეკვიე თავიდან ვერ ამოვიგდე, აი რაღაცნაირი შეგრძნება დამეუფლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სურათები ვნახე. მემგონი რომელიღაც ცინა ცხოვრებაში აინუ ვიყავი (ნახევრად ხუმრობით) smile.gif ხოდა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მამაკაცების თავის აქსესუარს დააკვირდით კარგად bf_nonew.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 11 2011, 12:11 AM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მწირია ინფორმაცია. იქნებ გავამდიდროთ


http://mapyourinfo.com/wiki/ka.wikipedia.o...%20ენა/


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 11 2011, 12:13 AM
Post #10


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.japan.ge/?p=1162

აქ უფრო მეტი რამეა, თუ არ გეზარება, გადმოაკპირე smile.gif)))))


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Nov 11 2011, 12:17 AM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არხსნის ცემთან, კუბიკებია ასოების მაგივრად.. unsure.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 11 2011, 12:35 AM
Post #12


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კულტურა:

აინუ კაცი წვერს არ იპარსავს გარკვეული ასაკის შემდგომ. თმებს კი კაციც და ქალიც ერთნაირად, მხრების დონეზე, თავის ორივე მხარეს ნახევარწრიულად იჭრიან. ქალები ხშირად იკეთებდნენ ტატუს პირზე და ზოგჯერ წინამხრებზე. ტატუ სახეზე იწყებოდა პატარაობიდანვე პატარა წერტილით ზედა ტუჩზე და დროთა განმავლობაში იზრდებოდა. ფერისთვის გამოყენებული იყო არყის ხის ქერქის ცეცხლზე შემომდგარი ქვაბის ჭვარტლი.

ტრადიციული ტანსაცმელი ატტუსი (ასევე, ატტუშ) იყო მოსასხამი დაწნული თელას (თელამუშის) ქერქის შიდა მხრიდან. სხვადასხვა სტილის ტანსაცმელი კეთდებოდა, თუმცა ძირითადად მარტივი მოკლე მოსასხამი სწორი სახელოებით. რომლებიც შემოხვეული იყო სხეულზე და სალტეთი შეკრული წელზე. სახელოები ძირითადად მაჯამდე ან წინამხრამდე იყო, ხოლო სიგრძე კანჭამდე ან ნაკუთალამდე.



ზამთრობით კი ცხოველების ტყავი და გამაში ეცვათ, (სქელი, წინდისებური უძირო ნაქსოვი, რომელსაც იცვამდნენ ფეხსაცმლის ზემოდან სითბოსათვის.) რომელსაც ირმის ტყავისგან აკეთებდნენ. კ.სახალინზე კი ძაღლის ან ორაგულის ტყავისგან.

ორივე სქესის წარმომადგენლებს უყვარდათ საყურეები, რომლებსაც ადრე ვაზის ლერწმისგან აკეთებდნენ, ისევე როგოც ყელსაბმებს. ამ ყელსაბმებს ტამასეი (tamasay) ეწოდება და ქალები მას ძალზე ძვირფასად მიიჩნევდნენ.

აინუების ტრადიციულ საჭმელებში შედის დათვის, მელას, მგლის, მაჩვის, ხარის, ცხენის, თევზის და ქათმის ხორცი და ასევე ფეტვი, ბოსტნეული, ფესვები. მცენარეები. ისინი არასდროს ჭამდნენ უმ ხორცს. ყოველთვის შემწვარს ან მოხარშულს.

მათი საცხოვრებელი სახლები იყო დაახლოებით 6 კვ.მ.-ის ფართობის ლერწმით გადახურული ქოხები. ქოხის ცენტრში იყო ცეცხლის დასანთები ადგილი და არ ჰქონდა საკვამური მილი, მხოლოდ ხვრელი ჭერის კუთხეში. სახლს ერთი ფანჯარა ჰქონდა აღმოსავლეთის მხრიდან და ორი კარები. სოფლის მეთაურის სახლი, როცა საჭირო იყო, სახალხო შეკრებების ადგილის ფუნქციას ასრულებდა.

აინუები არ იყენებდნენ ავეჯს. ისინი იატაკზე იჯდნენ და ორ ფენად ეფინათ ჭილოფი. ერთი ლერწმისგან გაკეთებული, ხოლო მეორე – გრძელი, თხელი ფოთლებისაგან. კაცები ჭამისას ჩხირებს იყენებდნენ, ხოლო ქალებს ხის კოვზები ჰქონდათ. აინუების ტრადიციულ საკვებს ამჯამად მხოლოდ რამდენიმე რესტორანში ამზადებენ, რომლებიც ჰოკკაიდოში ან ტოკიოში მდებარეობს.

სოფლის მეთაურს ეჭირა ქურუმის პოზიციაც, თუმცა არა მოსამართლის. სასჯელს უდგენდა დამნაშავეს განუსაზღვრელი ოდენობა მოსახლეებისა. თუმცა არ იყო სასჯელად დაპატიმრება. ცემა საკმარის დასჯად მიიჩნეოდა. მკვლელობის შემთხვევაში კი დამნაშავეს ცხვირს და ყურებს აჭრიდნენ, ხოლო ფეხის მყესებს გადაუჭრიდნენ.


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 11 2011, 12:43 AM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რელიგია:

აინუები ტრადიციულად ანიმისტები არიან, სჯერათ რომ ყველაფერს ბუნებაში აქვს კამუი (სული ან ღმერთი) შიგნით. არსებობს კამუის კლასიფიკაციაც:

ყველაზე მნიშვნელოვანია დიადი მიწის (ცეცხლის), შემდეგ მთის კამუი (ცხოველების) და შემდეგ ოკეანის კამუი (წლის ბინადრების) და ბოლოს ყველა დანარჩენი.

ყველა რიტუალს სოფლის მეთაური ასრულებს. რიტუალში შედის ღმერთებისთვის საკეს შეწირვა, ლოცვა და ტირიფის ჯოხების შეწირვა, რომლებსაც მიმაგრებული აქვთ ნახერხი. ამ ჯოხებს ინუი (მხოლობითი) და ნუსა (მრავლობითი) ეწოდება.

ისინი თავსდება სამსხვერპლოზე და გამოიყენება მოკლული ცხოველების სულების “უკან გასაგზავნად.” აინუები ჭამის წინ ღმერთებს მადლობას უხდიან და ავადმყოფობის დროს ცეცხლის ღვთაებაზე ლოცულობენ. მათ სჯერათ რომ მათი სულები უკვდავებია და სიკვდილის მერე დაჯილდოვდებიან ღმერთების მიწაზე, კამუი მოსირზე მოხვედრით.

ზოგიერთი აინუ ჩრდილოეთში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარია.

აინუების მიერ დათვის მსხვერპლად შეწირვა. იაპონური გრაგნილზე ნახატი. (დაახ. 1700 წ.)





დანარჩენი მეზარება, მგონი იგივეა რაც აქ დევს.. დიდად არ დამაინტერესა smile.gif ყველა ხალხებს პატივს ვცემ, მაგრამ ამათ გამოკვლევას ქართველებს მივხედო ჯობია


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Nov 11 2011, 01:19 AM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანა @ Nov 11 2011, 01:43 AM) *
ყველა ხალხებს პატივს ვცემ, მაგრამ ამათ გამოკვლევას ქართველებს მივხედო ჯობია

გამოკვლევის რა გითხრა, პროსტა საინტერესოა თორე ექსპედიციის მოწყობას აინუეთში არ ვაპირებ biggrin.gif
ქართველებზე შენი აზრით კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს??


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 11 2011, 01:23 AM
Post #15


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli

მე ქართველ ხალხს არ ვიცნობ. ხევსურებს, სვანებს და ა.შ.. და საერთოდაც არაფერიც არ ვიცი ტრადიცებზე, ზეპირსიტყვიერებაზე. ხო და ჯერ მაგაზე გავიგები ყველაფერს, მერე აინუებზე


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Nov 11 2011, 01:32 AM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აინუზე პატარა თემა არაფერში გვიშლის ხელს ნუ ჩაიციკლე ეხლა მაგაზე biggrin.gif
კონკრეტულად შენ რას გვთავაზობ?? მე ვთვლი რომ ქართული გენის საკითხები ისევ ესე ეზოთერულ ჭრილში უნდა იქნეს განხილული და გამოკვლეული, იმიტომ რომ რაც მთავარია ის დაფარულია ესე ვთვლი. ამა ისტორიკოსების ტენდენციური წინებით არაფერი გამოვა ჩემი აზრით. იყო აქ რაღაც თემები გახსნილი, იგივე ხომლის მთის საიდუმლოებაზე, ექსპედიცია იყო იქ და პილმებიც არის გადაგებული. კიდე უცნობი კავკასია, ერეკლე შონიას ხელმძღვანელობით ჩატარებულ ექსპედიციებზე და რავი იყო კიდე ცალკეული თემები. აი მაგალითად გივი ალაზნისპირელზე იყო ბოლო დღეებში რაღაც პოსტები და მაგ ადამიანს საკმაოდ ხმამაგალი განცხადებები აქვს გაკეთებული ქართველთა წარმოშობის დანიშნულების და კიდე მრავალი რამის შესახებ.. ხოდა ანუ შენ კონკრეტულად რა კონტექსტში გინდა ამ ყველაფრის განხილვა??


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 11 2011, 02:16 AM
Post #17


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli

მაპატიე, გავაოფე თემა sad.gif


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 20 2011, 10:43 PM
Post #18


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli
რ. ერისთავის წიგნი ჩამივარდა ხელში - მზის შვილები ჰქვია. წერს რომ კავკასიიდან გადასახლდნენ იბერები (ნუ მათი წინაპრები) სხვადასხვა მიმართულებით და თან ცივილიზაცია გაავრცელეს მთელს დედამიწაზე. მათ შთამომავლებად თვლის აინუს ხალხსაც და კიდევ ბევრს. ამბობს რომ გადარჩენილი ატლანტიდელები ეს იბერები იყვნენ Laie_25.gif და მათ შექმნეს ეგვიპტის, ინდოეთის, ამერიკის კულტურა. კავკასიიდან აღდგომის კუნძულებამდე smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 20 2011, 10:57 PM
Post #19


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

შენ ის წიგნი უნდა ნახო, მეგრელებისგან რომ წარმოიშვა მთელი ცივილიზაციები თურმე. მამაჩემს სულ "იბერები" აკერია პირსზე smile.gif))))) ხო და თოფურ- ნიშნავს თაფლს და თოფლიო კი თურმე მსოფლიოს Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif რაღაც სასაცილოა.. ამასწინათ კდიდევ გაზეთსი ეწრა ეგვიპტელების ფარაონების ქართული, იბერიული სსხლის შესახებ. მეცნიერებმა დაამტკიცესო.. რავიცი რავიცი


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Nov 21 2011, 04:14 AM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანა @ Nov 20 2011, 11:57 PM) *
tikoroma

შენ ის წიგნი უნდა ნახო, მეგრელებისგან რომ წარმოიშვა მთელი ცივილიზაციები თურმე. მამაჩემს სულ "იბერები" აკერია პირსზე smile.gif))))) ხო და თოფურ- ნიშნავს თაფლს და თოფლიო კი თურმე მსოფლიოს Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif რაღაც სასაცილოა.. ამასწინათ კდიდევ გაზეთსი ეწრა ეგვიპტელების ფარაონების ქართული, იბერიული სსხლის შესახებ. მეცნიერებმა დაამტკიცესო.. რავიცი რავიცი

შენ ვერ მოიშალე ხო ამ თემის გაოფებები?? )) გაციების გამო გპატიობ და ორიოდე შესწორებასაც შევიტან შენს პოსტში
1 თოფურ მართლა თაფლს ნიშნავს
2ტუტანხამონის მუმიაზე ცატარებული დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს პიროვნება კავკასიური წარმოშობის იყო, ვიმეორებ კავკასიური და არა მეგრული, მერე კიდე როარ გადააკეთეტო შენებურად biggrin.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 07:24 PM