IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

Reply to this topicStart new topic
> ნატურფილოსოფოსები, ანტიკური ატომიზმი
Crow
post Dec 12 2018, 07:11 PM
Post #1

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ანტიკური ატომიზმი
სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც ბერძენი ფილოსოფოსები იყვნენ დაკავებულნი, იყო მატერიის გაყოფის საკითხი. ქვა, გახლეჩილი შუაზე, ან გადაქცეული ფხვნილად, რომელიც რჩებოდა ისევ ქვად, მისი ნაწილები შეიძლებოდა კიდევ დაგვექუცმაცებინა უფრო პატარა ნაწილებად. რა ზღვრამდე შეიძლება ასეთი დაყოფა იწარმოოს? და არსებობს თუ არა ზღვარი? ატომიზმის ფუძემდებელი საბერძნეთში იყო ლევკიპი და დემოკრიტე, მაგრამ როცა ისინი იმუშავებდნენ თავიანთ სისტემას, ბერძნული ფილოსოფიური აზრი უკვე ვითარდებოდა სამი სკოლის მიხედვით: იონურის-თალესის მეთურობით, ანაქსიმენის და ანაქსიმანდრის, პითაგორულის- პითაგორას მათემატიკად წოდებულის, და ელეის (ქალაქი ელეა იტალიაში. პარმენიდის მოწავლე იყო ზენონ
ელეისელი)-ქსენოფანის და პარმენიდის მეთურობით. იმ დროში ატომისტური თეორია დამყარებულ იყო რამდენიმე ძირითად პოსტულატზე:
>>სიცარიელის არსებობა,
>>არსებითის სიმრავლე;
>>ცვლილების შესაძლებლობა;
>>მოძრაობის არსებობა;
პირველი 2 პოსტულატი მოცემული იყო ელეის სკოლის მიხედვით, მესამე-პითაგორას და მეოთხე- ჰერაკლიტეს მიერ. თეორიამ იმის შესახებ, რომ მატერია შედგება უმცირესი ნაწილაკებისაგან, და მისი დაყოფა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, მიიღო ატომისტიკის წოდება, ან ატომისტიკის თეორიის დასახელება.დემოკრიტე ფიქრობდა, რომ ყოველი ელემენტის ატომებს აქვთ განსაკუთრებული ზომები და ფორმები,და ზუსტად ამით განსხვავდება ელემეტები ერთმანეთისაგან. რეალური ნივთიერება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, წარმოადგენს სხვადასხვა ელემენტის ატომებს, და ამ ნაერთის ბუნების შეცვლით, შეიძლება ერთი ნივთიერების გარდაქმნა
მეორედ. და მიუხედავად ამისა, ატომისტური კონცეფცია სრულიად არ გამქრალა. ძველი ბერძენი
ფილოსოფოსი ეპიკურე (342-270 წწ ჩვ ერამდე, ) გამოიყენა ატომიზმი თავის თეორიაში და
ეპიკურელებს ჰყავდა საკმაოდ ბევრი მიმდევრები შემდგომ საუკუნეშიც კი.
ერთ-ერთი მიმდევარი იყო ძველი რომაელი პოეტი ტიტ ლუკრეიციუს კარი, 95-55 წწ. ჩვ
ერამდე), ცნობილი როგორც ლუკრეციუსი. მან წარმოადგინა დემოკრიტეს და ეპიკურის
ატომისტური შეხედულებები პოემაში “ნივთების ბუნების შესახებ”. მრავალთა აზრით ეს
პოემა იყო საუკეთესო დიდაქტიკური, ოდესღაც დაწერილთა შორის. (რომლის მიზანია
სწავლება). მაშინ, როდესაც დემოკრიტეს და ეპიკურის შრომები დაიკარგა, რის შედეგადაც დარჩა
მხოლოდ ნაწყვეტები და ციტატები, ხოლო ლუკრეციუსის პოემა მთილანად
შენარჩუნებულია და შეინაჩუნა და მოიტანა ჩვენამდე ატომისტური იდეები, იქამდე ,
სანამდეც ბრძოლაში ჩაერთო სხვადასხვა მეცნიეული მეთოდები, რომლის შედაგადაც
ატომიზმი მიყვანილ იქნა საბოლოო გამარჟვებამდე.
ყოველივე ეს ჟღერს განსაცვიფრებლად თანამედროვედ, მაგრამ დემოკრიტემ არ
განამტკიცა თავისი თეორია ექსპერიმენტებით. ძველი ბერძენი ფილოსოფოსები საერთოდ არ
იქყვნენ ექსპერიმენტებით დაკავებულნი, ისინი ჭეშმარირტებას ეძებდნენ კამათში, საწყისი
მიზეზებისგან გამომდინარე.უმეტესი ფილოსოფოსებისათვის, (განსაკუთ-რებით არისტოტელესათვის) მატერიალურ
ნაწი-ლაკის შესახებ მცნება, რომელიც არ შეიძლება დაიყოს უფრო მცირე ნაწილაკებად,
აღმოჩნდა იმდენად პარადოქსული, რომელიც ვერ მიიღო ვერც ერთმა ფილოსოფოსმა.
ატომისტური თეორია დარჩა არაპოპულარული 2 ათასწლეულის მანძილზე, დაემოკრიტეს
შემდეგ, მის შესახებ თითქმის არავინ არ იხსენებდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Dec 13 2018, 05:48 PM
Post #2

GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

საინტერესო თემაა, ძველ ფილოსოფიურ შეხედულებებს არ ვიცნობ,
ატომს რაც შეეხება მისი გაყოფა შეძლეს მემგონი მის მიღმა რაა არ ვიცი თუ ვნახე ინფორმაცია დავწერ მერე
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Dec 13 2018, 06:08 PM
Post #3

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ano

QUOTE(*ANO* @ 13th December 2018 - 05:48 PM) *
ატომს რაც შეეხება მისი გაყოფა შეძლეს

ატომიზმის ფილოსოფიურ სკოლაში, ატომი არ იგულისხმება. აქ იყო ღრმა ინტუიცია, რომ ყველაფერი შედგება უფრო მცირე ნაწილებისგან. სკამი იყოფა შუაზე. მერე ის გაყოფილი კიდევ შუაზე. ამას ზენონის დიქოტომიასაც უწოდებენ. რაც შეეხება ატომს, დიახ, ამ ბერძნული ფილოსოფიური მიმდინარეობის საპატივსაცემოდ დაერქვა ამ უმცირეს ნაწილაკს ატომი, მაგრამ ეს ატომი იშლება. ანტიკურ საბერძნეთში, წარმოდგენაც კი არ ქონდათ არც მოლეკულებზე და არც ატომებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ელემენტარულ ნაწილაკებზე. ვიმეორებ, ეს იყო უღრმესი ინტუიტიური კონცეფცია, რომ ყველაფერი შედგება უფრო მცირე ნაწილებისგან და ამ ჰიპოთეტურ მცირე ნაწილს, რომელიც სავარაუდოდ ბოლოს აღარ დაიშლებოდა, დაარქვეს ატომი.
ნაწილაკების ფიზიკაში, ნაწილაკად მიიჩნევა ის, რომელსაც ქვესტრუქტურა აღარ გააჩნია. ატომს გააჩნია ქვესტურქტურა, ის იყოფა ატომის ბირთვისგან და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან. ელექტრონი, უმცირესი ნაწილაკია. მაგრამ ბირთვი არა, რადგან, მას გააჩნია ქვესტრუქტურა. ბირთვი შედგება პროტონებისგან და ნეიტრონებისგან, მაგრამ ესენიც არ არიან უმცირესი ნაწილაკები, რადგანაც მათაც გააჩნიათ ქვესტრუქტურა, ორივენი შედგებიან კვარკებისგან. კვარკები, უცირესი ნაწილაკებია. მაგრამ მათ გააჩნიათ უცნაური თვისება: ერთი ცალი კვარკი, არ დამზერილა. ის ყოველთვის ბმაშია მინიმუმ ერთ კვარკთან, ან ანტიკვარკთან. ამ ბმას ეწოდება ძლიერი ურთიერთქმედება, რადგან არ არსებობს ენერგია, რომელიც ორ კვარკს დააშორებს ერთმანეთს, რადგან დაშორებულ ადგილას, ახალი კვარკი წარმოიშობა და ასე დაუსრულებლად; ამ ძლიერი ურთიერთქმედების გადამტან ნაწილაკებს, გლუონები ეწოდება.

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Crow
post Dec 14 2018, 02:08 AM
Post #4

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(David Monny @ Dec 13 2018, 06:08 PM) *

მიხარია ისეთი ადამიანების გამოჩენა რომლებსაც ეს ყველაფერი ესმით და ამ ყველაფერს ზუსტად იმ სფეროს უკავშირებენ და სწავლობენ, რის გამოც ახლა აქ ვწერთ. დიახ, ეს ნამდვილად ასეა, ყველაფერი ნანომეტრულად იზომება და უსასრულოდ დაყოფადია ..
Go to the top of the page
 
+Quote Post
Crow
post Dec 14 2018, 02:11 AM
Post #5

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(ano @ Dec 13 2018, 05:48 PM) *
საინტერესო თემაა, ძველ ფილოსოფიურ შეხედულებებს არ ვიცნობ,
ატომს რაც შეეხება მისი გაყოფა შეძლეს მემგონი მის მიღმა რაა არ ვიცი თუ ვნახე ინფორმაცია დავწერ მერე

უბრალოდ რამდენადაც გალაქტიკაა უსაზღვრო , იმდენად უსასრულოა ნანონაწილაკები და ნანოსამყარო. საკმაოდ საინტერესოა ეს თემა , ის თუ რისგან შევდგებით და რისგან შედგება ის ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა -9 ხარისხით და უფრო მწირადაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Dec 14 2018, 02:41 AM
Post #6

GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ძალიან უვიცი ვარ ამ სფეროში
ინტუიციურად ვფიქრობდი რომ ყველაფერი იყოფა უმცირეს ნაწილებად
მერე რაღაც დასკვნა უნდა გავაკეთო და ვიჭედები

ატომზე მოლეკულაზე და ელექტრონებზე ვფიქრობ, ეს არის რაღაც მოდელი, და ეს მეორდება კოსმოსში
ლოგიკურად ვფიქრობ რომ დედამიწა და პლანეტები იგივე სისტემით მოძრაობენ,
მაგრამ ბოლო დროს იმდენი სერიოზული ადამიანი ამტკიცებს რომ დედამიწა მგვრალი არაა და ყველაფერი სხვაგვარადააო

ამ თემას არ ეხება მარა მაინც რა ვიცი გამახსენდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Dec 14 2018, 07:58 AM
Post #7

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ano
QUOTE(*ANO* @ 14th December 2018 - 02:41 AM) *
დედამიწა მგვრალი არაა

მშვიდად. ეს "ბრტყელი დედამიწის" კონსპიროლოგები ამტკიცებენ, რომ ბრტყელია. ასეთ რამეებს ნუ უჯერებებთ, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ასტროფიზიკაში თუ რა არის ბრტყელი. ეს არის ჩვენი სამყარო დიდ მასშტაბებზე. ეს გაზომილია ტრიანგულაციის მეთოდით, მე თავად გეოდეზისტი ვარ და თუ ვინმე იცნობთ ამ მეთოდს, მიხვდებით. სამყარო, დიდ მასშტაბებზე, ბრტყელია.
QUOTE(*ANO* @ 14th December 2018 - 02:41 AM) *
მეორდება კოსმოსში
ლოგიკურად ვფიქრობ რომ დედამიწა და პლანეტები იგივე სისტემით მოძრაობენ,

არა, ეს ასე არ არის. მხოლოდ იმიტომ, რომ ელექტრონები მოძრაობენ ბირთვის გარშემო, ვერ შევადარებთ დედამიწის და სხვა პლანეტების მოძრაობას მზის გარშემო. ელექტრონებს ახასიათებთ ტუნელირება, ანუ ისინი შეიძლება გაქრნენ თავის ორბიტაზე და გაჩნდნენ სხვა ორბიტაზე, მინიმალური ენერგეტიკული დანახარჯით. ასევე ეს არ არის კონკრეტული ორბიტა, არამედ ელქტრრონების ღრუბელი უფროა ვიდრე ოვალური ან ელიფსური ორბიტები და ყველაზე მთვარი: ელექტრონებსა და ატომის ბირთვშს შორის მოქმედებს სუსტი ურთიერთქმედება, ეს არ არის გრავიტაცია, რომელიც მოქმედებს დედამიწასა და მზეს შორის. სუსტი ურთიერთქმდება და გრავიტაცია, 2 სხვადასხვა ფუნდამენტალური ურთიერთქმედებებია.

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Dec 14 2018, 08:02 AM
Post #8

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Crow
QUOTE(crow @ 14th December 2018 - 02:11 AM) *
უბრალოდ რამდენადაც გალაქტიკაა უსაზღვრო , იმდენად უსასრულოა ნანონაწილაკები და ნანოსამყარო.

თუ გააქტიკაში სამყაროს გულისხმობთ სავარაუდოდ კი, მაგრამ გალაქტიკა და საერთოდ გალაქტიკები სასრულია ყველა. არ არსებობს უსასრულო გალაქტიკა. მაგ. ჩვენი გალაქტიკა, რომელშიც მზის სისტემაა, ირმის ნახტომი, იგივე რძის გზა, შედგება მილიარდობით ვარსკვლავისგან და მისი დაიამეტრი დაახ. 100000 სინათლის წელიწადია. რაც შეეხება ნანო ნაწილაკებს, ესეც სასრულია. რაც კი სამყაროში ხილული მატერიაა, ვარსკვლავები, პლანეტები, მეტეორები, კომეტები, კვაზარები, პულსარები, მაგნიტარებ, ნისლეულები, გალაქტიკები, და სხვ. ყველაფერი შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან და ეს, რომ შეკრიბო, სამყაროს ენერგეტიკული ბიუჯეტის მხოლოდ 5 %-ს შეადგენს დაახლოებით. რომელ უსასრულობაზე საუბარი, როცა ყველაზე მცირე ოდენობითაა.

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Dec 14 2018, 08:14 AM
Post #9

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

100,000 სინათLის წელიწადი დრო არ არის, მანძილია და უდრის დაახ. 950,000,000,000,000,000 კმ-ს, ანუ 950 კვადრილიონი კმ; შედარებისთვის შეგახსენებთ, რომ დედამიწიდან მზემდე მანძილი, დაახ. 150 მლნ. კმ-ა.

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Crow
post Dec 14 2018, 12:28 PM
Post #10

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(David Monny @ Dec 14 2018, 08:02 AM) *
Crow
თუ გააქტიკაში სამყაროს გულისხმობთ სავარაუდოდ კი, მაგრამ გალაქტიკა და საერთოდ გალაქტიკები სასრულია ყველა. არ არსებობს უსასრულო გალაქტიკა. მაგ. ჩვენი გალაქტიკა, რომელშიც მზის სისტემაა, ირმის ნახტომი, იგივე რძის გზა, შედგება მილიარდობით ვარსკვლავისგან და მისი დაიამეტრი დაახ. 100000 სინათლის წელიწადია. რაც შეეხება ნანო ნაწილაკებს, ესეც სასრულია. რაც კი სამყაროში ხილული მატერიაა, ვარსკვლავები, პლანეტები, მეტეორები, კომეტები, კვაზარები, პულსარები, მაგნიტარებ, ნისლეულები, გალაქტიკები, და სხვ. ყველაფერი შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან და ეს, რომ შეკრიბო, სამყაროს ენერგეტიკული ბიუჯეტის მხოლოდ 5 %-ს შეადგენს დაახლოებით. რომელ უსასრულობაზე საუბარი, როცა ყველაზე მცირე ოდენობითაა.

დიახ , მატერიალურ სამყაროში ყველაფერი თითქოს სასრულია მაგრამ დაახლოებით 23% უხილავი მატერიაა. ყველაფერი მოსაზრების, ჰიპოთეზის დონემდეა დაყვანილი და ასე გადაჭრითაც ვერ ვამბობ რომ სასრულია მაინც. კი, შეიძლება სასრულია მაგრამ ბევრ რაღაცას ვერ ვხედავთ, ვერ "ვძვრებით" ბოლომდე და ვფიქრობ რომ უსასრულობაა ჩვენთვის ის რაც ჯერ არვიცით, თუკი რაიმე მეცნიერულად დამტკიცდება , ეგეც მოსაზრებითია და ვერ ვიტყვი გადაჭრით სასრულია თუ უსასრულო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Dec 14 2018, 01:37 PM
Post #11

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Crow
QUOTE(crow @ 14th December 2018 - 12:28 PM) *
თუკი რაიმე მეცნიერულად დამტკიცდება , ეგეც მოსაზრებითია და ვერ ვიტყვი გადაჭრით სასრულია თუ უსასრულო.

არა. მეცნიერება განსხვავდება სხვა საშუალებებისგან, რომლებიც ასევე ცდილობენ სამყაროს შესწავლას. თანამედროვე მცნიერებმა დაახლოებით მე-16, მე-17 საუკუნეებში გამოეყო ფილოსოფიას და ეს გამოყოფა იყო პრინციპული განსხვავება, რომელიც დღესაც სახეზე გვაქვს. მეცნიერული მიდგომა ითვალისწინებს მეცნიერულ მეთოდს, რომელიც გადამოწმებადი ფაქტების და ექსპერიმენტების შედეგად დადგენილი მცემულობაა. როდესაც ვამბობხილული მატერიის ჯამს, ეს სასრულია დაკვირვებად სამყაროში და გითხარი რომ არის 5 %. მოსაზრებითი არის ის, არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ იმას, რომ სამყაროს ხილული მატერიის რაოდენობა მთლიანი ენერგეტიკული ბიუჯეტის 5 %-ს შეადგენს, ეს არ არის მოსაზრება, ეს დაკვირვებაა, რომელიც მტკიცდება ექპერიმეტებით ლაბორატორიებში. ეს არ ნიშნავს, ვიღაცის სუბიექტურ აზრს, რო აი ერთ დღეს მოწია, შეისუნთქა, გაიკეთა ან შეჭამა რამე და გაუსწორდა და თქვა, რომ ხილული მატერია სულ რაღაც 5 %-ია სამყაროში. ამით განსხვავდება თანამედროვე მეცნიერება სხვა მიმართულებებისგან.
QUOTE(crow @ 14th December 2018 - 12:28 PM) *
23% უხილავი მატერიაა.

არ ვიცი რა არის უხილავი მატერია, მაგრამ თუ ბნელ მატერიას გულისხმობ, დიახ, ის დაახლოებით 23-25 % შეადგენს სამყაროს ენერგეტიკული ბიუჯეტის. და ესეც ექპერიმენტულად არის დადასტურებული. ვიმეორებ, აქ ვიღაცის სურვილებზე და მისწრაფებებზე არ არის დამოკიდებული არაფერი.
სამყარო არ არის გალაქტიკა და არც გალაქტიკაა უსასრულო, სხვაგვარად როგორ ვთქვა აღარ ვიცი. თუ ეს არ გესმის, მაშინ მეც ალბათ სათქმელიც აღარაფერი მექნება.

--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Crow
post Dec 14 2018, 03:31 PM
Post #12

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(David Monny @ Dec 14 2018, 01:37 PM) *

კარგი , მაგრამ რატომ მეჩხუბები?))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Crow
post Dec 14 2018, 03:31 PM
Post #13

😃
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:16 PM