IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სარკე
old_man
post Aug 16 2011, 11:20 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სარკე არის პორტალი სამყაროებს შორის, მისი საშუალებით შემოდიან სულები და არსებები სხვადასხვა განზომილებიდან..
სარკის საშუალებით მკითხაობენ... ხედავენ წარსულს და მომავალს..
სარკის დახმარებით შეიძლება სივრცეში გადაადგილება-ტელეპორტაცია...
სარკეში დიდხანს ყურებით შეიძლება დავინახოთ ჩვენი წინა ინკარნაციები..
არსებობს ოშოს საინტერესო მედიტაცია: ვჯდებით სარკის წინ და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში (მიბრუნებული ლამფის ან სანთლის შუქზე) ვუყურებთ საკუთარ გამოსახულებას თვალებში 40 წუთის მანძილზე. რამდენიმე წუთში შეამჩნევთ, რომ სივრცე იწყებს გაბუნდოვანებას და ლივლივს, იკარგება რეალობის განცდა. სარკეში ჩნდება სხვადასხვა სახეები, იკარგება ჩვენი გამოსახულებაც. შემდეგ, ერთი კვირის პრაქტიკის შემდეგ უფრო საინტერესო რამეები ხდება. გააკეთეთ და ნახავთ ))

მოკლედ ვისაუბროთ სარკის ფენომენზე. ვინ რა იცის, რა წაუკითხავს, რა გაუგია, რა პრაქტიკები არსებობს სარკის საშუალებით და ა.შ.
viannen_51.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Aug 16 2011, 11:33 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 16th August 2011 - 11:20 PM) *
გააკეთეთ და ნახავთ ))


ეგ ტექნიკა შენ გაგიკეთებია თვითოონ ?





--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
sky
post Aug 16 2011, 11:41 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 616
Joined: 25-August 08
Member No.: 5,014

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



1) მიყურებია, გავბუნდოვანებულვარ, შემშინებია, შევშვებივარ..
2) მიყურებია, ჩარჩო გახსნილა და პირდაპირ ხელებში ჩამვარდნია დიდი, მრგვალი სარკე
3) "გასწორებული ფოკუსით" როცა ვიყურები, ყოველთვის კარგ განწყობაზე ვდგები და ენერგია მემატება
4) მეტი არაფერი biggrin.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Aug 16 2011, 11:42 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს გამომაცდევინა ჩემმა დეიდამ, ახლა თქვენ რასაც წერს. დეიდაჩემს ძალიან აინტერესებდა თუ რა შედეგი მოყვებოდა. გამოვცადე - და საერთოდ გავქრი სარკეც კი არ ჩანდა - რაღაც ფრენასავით ვგრძნობდი - მეგონა ვფრინავდი... შემდეგ კი გამოჩნდა მანათობელი ადამიანის ფიგურა - სხეულში ჩემი გულის ხმა მესმოდა. თანდათან გაქრა და სულ სხვა რაღას დავინახე მოხუცებული თეთრად გამოწყობილი ხელში ჯოხი და მის თავზე მოელვარე ადამიანის ერთადერთი თვალი ჩანდა-წამებში გაქრა ყველაფერი. და საბოლოოდ ჩემ თავს ვხედავდი სარკეში. სულ ეგ იყო.
ყველა ადამიანში რაღასა ილუზიები ააქვს შინაგან ტვინში. ის სარკეში კი არ იყვნენ - თვალი გიჭრელდება და როგორც სიზმარს ისე უყურებს სხადლივ.


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Aug 16 2011, 11:55 PM
Post #5


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vano kazbegi
მაინტერესებს სარკის ენერგიას თუ ხედავ. აი, სხვადასხვა სარკეს სხვადასხვანაირი დასხივება, ნაპერწკლები თუ აქვს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 16 2011, 11:55 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
QUOTE(Existence @ 16th August 2011 - 11:33 PM) *
ეგ ტექნიკა შენ გაგიკეთებია თვითოონ ?

იეს
sky
QUOTE(sky @ 16th August 2011 - 11:41 PM) *
მეტი არაფერი

მეტი რაღა გინდა. დასაწყისისთვის ესეც საკმარისია ))



--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Aug 17 2011, 12:00 AM
Post #7


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 17th August 2011 - 12:20 AM) *
არსებობს ოშოს საინტერესო მედიტაცია: ვჯდებით სარკის წინ და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში (მიბრუნებული ლამფის ან სანთლის შუქზე) ვუყურებთ საკუთარ გამოსახულებას თვალებში 40 წუთის მანძილზე. რამდენიმე წუთში შეამჩნევთ, რომ სივრცე იწყებს გაბუნდოვანებას და ლივლივს, იკარგება რეალობის განცდა. სარკეში ჩნდება სხვადასხვა სახეები, იკარგება ჩვენი გამოსახულებაც. შემდეგ, ერთი კვირის პრაქტიკის შემდეგ უფრო საინტერესო რამეები ხდება. გააკეთეთ და ნახავთ ))

ამის მოსინჯვა შეიძლება.

სარკით რომ მკითხაობენ გამიგია, თან ათასნაირი მეთოდებით. თუმცა არასოდეს მიცდია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Aug 17 2011, 12:03 AM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 16th August 2011 - 11:55 PM) *
იეს


იეს კი არა... biggrin.gif ..დაწერე მერე რა ნახე.... არ მომიჭრა....

ისე უაზრო ინტერესისთვის თუ გამოდგება ეგ თორე სულიერ პრაქტიკაში ეგ არის 0



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Aug 17 2011, 12:05 AM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ Aug 16 2011, 11:55 PM) *
vano kazbegi
მაინტერესებს სარკის ენერგიას თუ ხედავ. აი, სხვადასხვა სარკეს სხვადასხვანაირი დასხივება, ნაპერწკლები თუ აქვს?

სარკეს და სხვა საგნებს აქვს ნაპერწკლები - ანუ ეგრეს წოდებული აურა.
სარკეს ენერგიას კი ვხედავ ანუ ანარეკლს სხვა სახელწოდება არ ვიცი.


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Aug 17 2011, 12:15 AM
Post #10


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vano kazbegi
ყველა სარკეს ერთნაირად ხედავ, განსხვავება თუ არის სარკის სხვადასხვა სარკის ანარეკლებს შორის, რომელთაც შენ ხედავ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 17 2011, 12:35 AM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
QUOTE(Existence @ 17th August 2011 - 12:03 AM) *
იეს კი არა... ..დაწერე მერე რა ნახე.... არ მომიჭრა....

ის არ გაგიგია, გაგარინი რომ დათვრებოდა საბუტილნიკებს აგიჟებდა-თქვენ რა იცით მე კოსმოსში რა ვნახეო.... ღმერთი ვნახეო biggrin.gif
QUOTE
ისე უაზრო ინტერესისთვის თუ გამოდგება ეგ თორე სულიერ პრაქტიკაში ეგ არის 0

ნწწწ... საერთოდ იცი რა არის ნებისმიერი მედიტაციური ტექნიკის საერთო??? საერთო მიზანზე არ ვამბობ.
სარკე ამ მედიტაციისას იმიტომ კი არ გამოიყენება რომ შიგ რაღაცეები და ვიღაცეები ნახო )) ამ შემთხვევაში მედიტაციური მდგომარეობის მისაღწევად და ცნობიერების სხვა მდგომარეობაში გადასასვლელად გამოიყენება სარკე, ისევე როგორც სხვა მედიტაციისას გამოიყენებ სუნთქვაზე ან ნებისმიერ ვიზუალურ ხატებაზე კონცენტრაციას.

ოშოს უწერია, რომ ამ მედიტაციის ბოლო საფეხურზე პირისპირ რჩები ქვეცნობიერთან, რჩები ცარიელი ქვეცნობიერი და შეიძლება გაგიჭირდეს შეხედვა...
აქამდე არ მივსულვარ თუ გაინტერესებს wink.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Aug 17 2011, 01:26 AM
Post #12


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ Aug 17 2011, 12:15 AM) *
vano kazbegi
ყველა სარკეს ერთნაირად ხედავ, განსხვავება თუ არის სარკის სხვადასხვა სარკის ანარეკლებს შორის, რომელთაც შენ ხედავ?


კი არის განსხვავება . გააჩნია სარკის დამზადებას. ძველი სარკეები უფრო ფოსფორიანია ვიდრე ეხლანდელი.


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Aug 17 2011, 11:32 AM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 17th August 2011 - 12:35 AM) *
ის არ გაგიგია, გაგარინი რომ დათვრებოდა საბუტილნიკებს აგიჟებდა-თქვენ რა იცით მე კოსმოსში რა ვნახეო.... ღმერთი ვნახეო


აგიჟებ ბავშვებს ხო..... biggrin.gif ...გაანებე რააა...ძამაო ..თავი..დადიან მერე და ეძებენ კარაქიან პურებს.......... lol.gif
აუუუ ..105 მომენატრა რა კარგი რადიო იყო რაააა sad.gif .......არა მაინც რა ქვეყანა დააანგრიეს.......... angry.gif


QUOTE(old_man @ 17th August 2011 - 12:35 AM) *
ამ შემთხვევაში მედიტაციური მდგომარეობის მისაღწევად და ცნობიერების სხვა მდგომარეობაში გადასასვლელად გამოიყენება სარკე, ისევე როგორც სხვა მედიტაციისას გამოიყენებ სუნთქვაზე ან ნებისმიერ ვიზუალურ ხატებაზე კონცენტრაციას.


აუ........ მაგის დაწერაც მინდოდა ზუსტად იმის ქვევით რო ... 0 ია
დამეზარა რაა...... tongue.gif


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Aug 17 2011, 12:26 PM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ მიყვარს სარკე და არც მასში დიდხანს ყურება, მღლის. თუ ცუდ ხასიათზე ვარ საერთოდ არ ვიყურები ხოლმე biggrin.gif

ახალგარდაცვლილის სახლში რატომ ააფარებენ ხოლმე სარკეს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 17 2011, 12:37 PM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(dunduri @ 17th August 2011 - 12:26 PM) *
ახალგარდაცვლილის სახლში რატომ ააფარებენ ხოლმე სარკეს?

ჰოო ასეთი შეხედულება არსებობს, რომ სარკე ხელს უშლის მიცვალებულის სულს ეს სამყარო დატოვოსო... არ ვიცი რამდენად სიმართლეა. კიდე გამიგია იმიტომ აფარებენ, სარკეში რომ ჩაიხედავს სული და თავის გამოსახულებას რომ ვეღარ დაინახავს შეეშინდებაო და რომ არ შეეშინდესო ))))
ისე ძველ ხალხურ ჩვეულებებში, თქმულებებში, ზღაპრებში არის ხოლმე სიმართლის მარცვლები... ზღაპრები განსაკუთრებით საინტერესოა. გავიხსენოთ ქართული ზღაპრები, სარკეში იხედებიან და ხედავენ ცხრა მთას იქით წასულ სატრფოს, ზღვაში ჩამალულ საუნჯეებს smile.gif)


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Guru
post Aug 17 2011, 02:30 PM
Post #16


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 440
Joined: 21-October 09
From: Malta
Member No.: 6,056

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სარკე იმახსოვრებ ყველას იმათ ვინც მაში ჩაიხედა. შესაბამისად უმჯობესია ხშირად გაიწმინდოს არა მარტო მტვერისგან არამედ ენერგტიკულადაც . ნაკურთხი წყლი და სანთელი კარგად წმინდავს. ასევე თუა შესაძლებელი მზეზე უნდა გააჩერო რომ მზის ენერგია მიიღოს. გატეხილი სარკე ხომ საერთოდ არ ვარგა სახში.
არსებობს ცალკე სარკის მაგია. აგრეთვე სწორი გამოყენებისას სარკე შესაძლოა კიდევაც დაგიმეგობრდეს და დაგეხმაროს საკუთარ თავთან მუშაობაზე.

სარკის დამზედების ტექნიკა კაი ხნის განმავლობაში ვენეციელი ოსტატების საიდუმლო ოყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 17 2011, 04:32 PM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(guruli @ 17th August 2011 - 02:30 PM) *
არსებობს ცალკე სარკის მაგია. აგრეთვე სწორი გამოყენებისას სარკე შესაძლოა კიდევაც დაგიმეგობრდეს და დაგეხმაროს საკუთარ თავთან მუშაობაზე.

თუ იცი დაწერე კონკრეტულად სარკის მაგიის შესახებ. როგორ დავიმეგობროთ სარკე


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 17 2011, 04:34 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 17th August 2011 - 04:32 PM) *
როგორ დავიმეგობროთ სარკე


როგორ უნდა დაიმეგობრო და ჰკითხე:

"აააბა მაჩვენე, ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე..."

ეგრევე შენი საუკეთესო მეგობარი გახდება! biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Aug 17 2011, 11:46 PM
Post #19


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 17th August 2011 - 01:37 PM) *
ზღაპრები განსაკუთრებით საინტერესოა. გავიხსენოთ ქართული ზღაპრები, სარკეში იხედებიან და ხედავენ ცხრა მთას იქით წასულ სატრფოს

ეგ მობილურის 3G სერვისია biggrin.gif წინასწარ იცოდნენ ალბათ, ან პირიქით ძველი ცივილიზაციებიდან შემორჩათ მეხსიერება ან თქმულება ან რავიცი... smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 18 2011, 12:55 AM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ 16th August 2011 - 11:20 PM) *
სარკე არის პორტალი სამყაროებს შორის, მისი საშუალებით შემოდიან სულები და არსებები სხვადასხვა განზომილებიდან..
სარკის საშუალებით მკითხაობენ... ხედავენ წარსულს და მომავალს..
სარკის დახმარებით შეიძლება სივრცეში გადაადგილება-ტელეპორტაცია...
სარკეში დიდხანს ყურებით შეიძლება დავინახოთ ჩვენი წინა ინკარნაციები..
არსებობს ოშოს საინტერესო მედიტაცია: ვჯდებით სარკის წინ და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში (მიბრუნებული ლამფის ან სანთლის შუქზე) ვუყურებთ საკუთარ გამოსახულებას თვალებში 40 წუთის მანძილზე. რამდენიმე წუთში შეამჩნევთ, რომ სივრცე იწყებს გაბუნდოვანებას და ლივლივს, იკარგება რეალობის განცდა. სარკეში ჩნდება სხვადასხვა სახეები, იკარგება ჩვენი გამოსახულებაც. შემდეგ, ერთი კვირის პრაქტიკის შემდეგ უფრო საინტერესო რამეები ხდება. გააკეთეთ და ნახავთ ))

მოკლედ ვისაუბროთ სარკის ფენომენზე. ვინ რა იცის, რა წაუკითხავს, რა გაუგია, რა პრაქტიკები არსებობს სარკის საშუალებით და ა.შ.

ისე სხვადასხვა ეპოქაში სარკედ სხვადასხვა რამეს იყენებდნენ, დაწყებული გუბეებიტადა წყაროებით, გაპრიელებული ლითონის მქონე ზედაპირიანი ნივტებით და საბოლოოდ სარკის ტექნოლოგიის გამოყენებიტ ექმნილ სარკეებს. იგივე ეფექტის მიღწვა სეიძლება სუფთა კრისტალში ყურებიტ და სხვა...

დაახლოებით 14-15 წლის ასაკში სოფელში ბავშვებმა სარკეში ჩავიხედო\ტ საბეოდებს ვნახავთო.. მტელი რიტუალის დაცვით გავაკეთეთ და შემიძ;ლია დავიფიცო, ჩემი ნახევარი დავინახე, თან ინტერაქტივში. სხვების საბედოებიც დავინახე. smile.gifსაინტერესო იყო და ეხლა სახალისოდ მახსენდება.





--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 01:09 PM