IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

45 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ასტრალში vol.2, ვინ სად როდის და როგორ....
ასრალ
ვინ ხართ ნამყოფი ასრალში (ამ ცხოვრებაში)
ვყოფილვარ [ 38 ] ** [21.35%]
ხშირად დავდივარ [ 18 ] ** [10.11%]
ვყოფილვარ მარა არ ვიცი თუ ეგარის.. [ 30 ] ** [16.85%]
არ ვყოფილვარ [ 52 ] ** [29.21%]
არვიცი [ 40 ] ** [22.47%]
Total Votes: 178
Guests cannot vote 
Zet
post Jun 23 2009, 12:23 AM
Post #41


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც, რაც გავსულვარ ყოველთვის ბინაში ყოპნით შემოვპარგლულვარ))) მოძრაობა არ დამიმუღამებია უბრალოდ თორე რა გამაჩერებდა)))
საერთოდ ადამიანების 80 პროცენტი (თუ ასი არა) ნამყოფია ასტრალში ასაკის სხვადასხვა პერიოდებში უბრალოდ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია..
ეს ხშირად ხდება როცა მაღალი სიცხეაქვს ადამინს მაგალითად პატარაობისას ან ისედაც, ეს გავს ნახევრად როგორც სიზმარს, იქედან გამომდინარე რო სხეულს გარეშე ადამიანს არააქვს არც თვალები და არც ტანი, გარემოს აღქმა სხვანაერია ამას ალბათ თავიდან როგორც ნახევრად სიბნელეში ყოფნას შევადარებ...
ესეეგი იღვიძებთ და თან ნახევრად გძინავთ თითქოს, ცდილობთ გაამოძრაოთ ხელი ან ფეხი და არანაერი შედეგი არარის ესეეგი ასტრალში ხართ სავარაუდოდ, მერე იწყება შიში და ფართხალი დაბრუნებაზე ჩალიჩი, ფართხალს არაფერი შედეგი არ მოაქვს.. მაგრამ ჩემი აზრით ეს შიში აბსოლუტურად გაუმართლებელია, უკან დაბრუნება ადამიანს გარანტირებულიაქვს იმაზე უფრო ვიდრე როცა სახლიდან გადის და უკან ბრუნდება... მანქანით მგზავრობა უფრო საშიში მგონია ვიდრე ასტრალში გადაადგილება მითუმეტეს თუ იცის ადამიანმა გადაადგილების პრინციპები და დაცვის საშვალებები.. ასტრალში გადაადგილებას და მხედველობას ადამიანი სწავლობს რაღაც ვარჯიშებით, როგორც დაუშვათ პატარა ბავშვი სწავლობს სიარულს, ოღონდ ასტრალის შემთხვევაში რათქმაუნდა უფრო ადვილია)) ხდება ხოლმე სხეულის გარეთ ყოფნის დროს შორს წაუსვლელადაც შეხვდეთ სხვადასხვა არსებებს, მაგალითად შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ არსებებს, მემგონი მენტალიებს ეძახიან, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც უთვალთვალებენ ხოლმე ადამიანებს, ოღონდ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, ისინი ძირითადათ ხუმრობაზე ორიენტირებულები არიან და ზოგჯერ შეიძლება შეაშინონ ადამიანი ან გაეკაიფონ ან რამე ამდაგვარი, მე მაგალითად მქონია შემთხვევა როცა ასტრალში ყოფნის დროს ორი ეგეთი შუთნიკი დამადგა და ჩემ შეშინებას ცდილობდნენ) ლოგინზე აბაგუნებდნენ))
საერთოდ მოგზაურობების დროს როგორც ვიცი ყველაზე კაი ხერხი თავდასაცავათ არის მანტრები, იმიტომრომ მანტრებს დიდი ეგრეგორი აქვს...
და როგორც ვიცი ყველანაერ არსებებს თუ ენერგიებს რომლებიც ცოტა სხვანაერად არიან განწყობილები, შლის ან აგდებს ან აქრობს...
მხედველობის გავარჯიშების მერე ასტრალში შესაძლებელია ადამიანმა მთლიანად გარშემო ხედავდეს ყველაფერს, ანუ მარტო წინ კი არამედ გარშემო...
ხო კიდე სხეულში დაბრუნების ყველაზე მარტივი მეთოდი არის ის რომ პირველი უნდა ეცადოთ ამოძრაოთ ენა როცა ცდილობთ სხეულში დაბრუნებას...
კიდე ვენ რაიცით დაწერეთ)))
Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Jun 23 2009, 01:23 AM
Post #42


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი მედიტაციისადმი ინტერესიც მსგავსი რამეებით დაიწყო. მაგრამ, რამდენადაც არ ვცდილობდი, არაფერი გამოდიოდა. ასტრალს არ ვეძახდი, მაგრამ რაღაც განსხვავებულ ცნობიერებას. ამით რომ არაფერი გამოვიდა, ვსინჯე რამოდენიმეჯერ სალვია დივინორუმი-შამანაები იყენებდნენ ამ მცენარეს, როცა სულის მოგზაურობა იყო საჭირო. სალვია დივინორუმით მიღებული განცდა ძალიან ძნელია რაიმეს შეადარო: "ჯოჯხეთშიც" ვარ ნამყოფი ამ მცენარით, "სამოთხეშიც" და ცნობიერების რამოდენიმე სხვა მდგომარეობაც განმიცდია. მერე ამათ შევეშვი. ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე ყოველდღიურად ვაკეთებ მედიტაციას, ოღონდ მედიტაციის ამ ტიპში არაფერს არ ცდილობ საერთოდ. არც მიზანი გაქვს რაიმეს მიაღწიო და არც მიზანი გაქვს რაიმეს არ მიაღწიო. მარტო დაკვირვება ხდება ყველაფრის. ღამე ყოველთვის ასე ვიძინებ და ბოლო 2 თვის განმავლობაში მქონდა რამოდენიმეჯერ გააზრებული სიზმარი. გააზრებული სიზმარი იწყება სიზმარში ყოფნის რეალიზაციით. როცა პირველად დამეწყო ეს განცდა (უფრო სწორად, გააზრებული სიზმრები ადრეც მქონია, მაგრამ ასეთი არასდროს), როგორც გეორგიუს-ასმოდეი ამბობს, შეუძლებელია მისი გადმოცემა. ერთი კი ვიცი, რომ ამ დროს სიზმრის კონტროლს საერთოდ არ ვცდილობ და ვცდილობ ზუსტად ისეთივე მედიტაცია გავაკეთო, რასაც ფხიზელი ვაკეთებ (პრინციპში დიდი განსხვავება არ არის სიფხიზლესა და სიზმარს შორის). ენით მართლა ძნელი გადმოსაცემი განცდაა-ასტრალი რა არის ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ განცდას უხეშად გადმოვცემ. არაფერს არ ვხედავდი, რაიმე ვიზუალური განცდა არ მქონია. მარტო არის დიდი სიამოვნების, შიშის და უსასრულო სივრცეში ვარდნის განცდა. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ უბრალოდ დავაკვირდე ამ ყველაფერს და არავითარი შინაარსი არ მივცე განცდებს. თუმცა, ეს ყოველთვის ადვილი არ არის. როცა შინაარს აძლევ რაღაცას, მერე ყველაფერი შინაარსის მიხედვით იცვლება. ამ შემთხვევაში, შიშის განცდა იყო ყოველთვის, მაგრამ თავიდან ამ შიშის განცდაზე დაკვირვება ხდება და ბოლოს შიში აღიქმება როგორც ჩემი. როგორც კი შიში აღიქმება როგორც ჩემი, მაშინვე მთავრდება ეს ყველაფერი. თანაც იცი ეს ყველაფერი წინა რამოდენიმე განცდის საფუძველზე. უფრო მეტიც, სიზმრის გააზრება იწყება თუ არა, მყისიერად იცი (არა როგორ "მე"-მ და ამის გადმოცემა და გაგება ძნელია-თუმცა არ არის საჭირო, ჩემი აზრით), ან რაღაცამ იცის, რაც მოხდება და ყველანაირი გრძნობა უცებ გეუფლება.

მედიტაციაზე ქადაგების შანსს არ დავკარგავ და აქვე ვიტყვი biggrin.gif აუცილებლად საჭიროა მედიტაცია. თუ დილის საათებში ვერ შეძლებთ, როცა დასაწოლად წახვალთ, ნუ იფიქრებთ ნურაფერზე განზრახ. უბრალოდ ცნობიერი დარჩით ყველაფრის. გონებას მიეცით საშუალება სადაც უნდა წავიდეს. ამ დროს ფიქრიც იქნება თავში, მაგრამ ერთ რამეს ძალიან აშკარად დაინახავთ: როცა ნებით არ ვფიქრობთ, ეს ფიქრები თავისით ავტომატურად მიდიან და საერთო არ გვაწუხებენ. ყოველ ღამე ასე აკეთეთ და ჩაძინებაც გაცილებით მარტივია და საინტერესოც. ზოგჯერ, როცა ასეთი ცნობიერებით ვიძინებ (და როგორც ავღნიშნე, ბოლო რამოდენიმე თვეა აღარ დამიძინია ამის გარეშე საერთოდ და აღარც არის სურვილი), ძილშიც ცნობიერი შევდივარ. მაგალითად, პირველი სიზმრის ნაფლეთები შეიძლება გაჩნდეს. ან, ისეთ მდგომარეობაში შეხვიდე, რომ თან გძინავს და თან იცი რომ ძილის მდგომარეობაში ხარ, ოღონდ არც სიზმრებია და არც არაფერი-უბრალოდ იცი რომ რაღაც არის, შენი ცნობიერება არის და ყველაფერს აღიქვამს. მოკლედ, ბევრი ასეთი რამის აღწერა ძნელია, მაგრამ უმიზნო და უ-უმიზნო მედიტაციით ამ ყველაფრის მიღწევა შეიძლება მიზნის გარეშე.

P.S. დამავიწყდა ის მიმემატებინა, რომ როცა ეს გააზრებული სიზმარი იწყება ამ განცდების ერთობლიობით, არსებობს "წინათგრძნობა" (და ისევ, ეს "წინათგრძნობა არ აღიქმება როგორც ჩემი), რომ რაღაც უსასრულო და ენით აღუწერელი დგას ამის უკან და თუ ასე გააგრძელებ, ამ რაღაცას ნახავ. ჯერ ჯერობით არ ვაგრძელებ, მაგრმა არც ვწუხვარ ამის გამო biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
georgius-asmoday
post Jun 23 2009, 10:52 AM
Post #43


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 122
Joined: 18-June 09
Member No.: 5,981

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Zet @ Jun 23 2009, 01:23 AM) *
მეც, რაც გავსულვარ ყოველთვის ბინაში ყოპნით შემოვპარგლულვარ))) მოძრაობა არ დამიმუღამებია უბრალოდ თორე რა გამაჩერებდა)))
საერთოდ ადამიანების 80 პროცენტი (თუ ასი არა) ნამყოფია ასტრალში ასაკის სხვადასხვა პერიოდებში უბრალოდ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია..
ეს ხშირად ხდება როცა მაღალი სიცხეაქვს ადამინს მაგალითად პატარაობისას ან ისედაც, ეს გავს ნახევრად როგორც სიზმარს, იქედან გამომდინარე რო სხეულს გარეშე ადამიანს არააქვს არც თვალები და არც ტანი, გარემოს აღქმა სხვანაერია ამას ალბათ თავიდან როგორც ნახევრად სიბნელეში ყოფნას შევადარებ...
ესეეგი იღვიძებთ და თან ნახევრად გძინავთ თითქოს, ცდილობთ გაამოძრაოთ ხელი ან ფეხი და არანაერი შედეგი არარის ესეეგი ასტრალში ხართ სავარაუდოდ, მერე იწყება შიში და ფართხალი დაბრუნებაზე ჩალიჩი, ფართხალს არაფერი შედეგი არ მოაქვს.. მაგრამ ჩემი აზრით ეს შიში აბსოლუტურად გაუმართლებელია, უკან დაბრუნება ადამიანს გარანტირებულიაქვს იმაზე უფრო ვიდრე როცა სახლიდან გადის და უკან ბრუნდება... მანქანით მგზავრობა უფრო საშიში მგონია ვიდრე ასტრალში გადაადგილება მითუმეტეს თუ იცის ადამიანმა გადაადგილების პრინციპები და დაცვის საშვალებები.. ასტრალში გადაადგილებას და მხედველობას ადამიანი სწავლობს რაღაც ვარჯიშებით, როგორც დაუშვათ პატარა ბავშვი სწავლობს სიარულს, ოღონდ ასტრალის შემთხვევაში რათქმაუნდა უფრო ადვილია)) ხდება ხოლმე სხეულის გარეთ ყოფნის დროს შორს წაუსვლელადაც შეხვდეთ სხვადასხვა არსებებს, მაგალითად შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ არსებებს, მემგონი მენტალიებს ეძახიან, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც უთვალთვალებენ ხოლმე ადამიანებს, ოღონდ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, ისინი ძირითადათ ხუმრობაზე ორიენტირებულები არიან და ზოგჯერ შეიძლება შეაშინონ ადამიანი ან გაეკაიფონ ან რამე ამდაგვარი, მე მაგალითად მქონია შემთხვევა როცა ასტრალში ყოფნის დროს ორი ეგეთი შუთნიკი დამადგა და ჩემ შეშინებას ცდილობდნენ) ლოგინზე აბაგუნებდნენ))
საერთოდ მოგზაურობების დროს როგორც ვიცი ყველაზე კაი ხერხი თავდასაცავათ არის მანტრები, იმიტომრომ მანტრებს დიდი ეგრეგორი აქვს...
და როგორც ვიცი ყველანაერ არსებებს თუ ენერგიებს რომლებიც ცოტა სხვანაერად არიან განწყობილები, შლის ან აგდებს ან აქრობს...
მხედველობის გავარჯიშების მერე ასტრალში შესაძლებელია ადამიანმა მთლიანად გარშემო ხედავდეს ყველაფერს, ანუ მარტო წინ კი არამედ გარშემო...
ხო კიდე სხეულში დაბრუნების ყველაზე მარტივი მეთოდი არის ის რომ პირველი უნდა ეცადოთ ამოძრაოთ ენა როცა ცდილობთ სხეულში დაბრუნებას...
კიდე ვენ რაიცით დაწერეთ)))



ძალიან საინტერესო პოსტია. რაც გავამუქე მსგავსი გრძნობა მქონდა, როდესაც პირველად მოულოდნელად გავედი სხეულიდან.

რაც შეეხება მენტალიებს- მე მას უფრო ელემენტალებს, ანუ დამალ საფეხურზე მდგომ ენერგეტიკებს ვუწოდებ. პაპიუსს კარგად აქვს განმარტებული მათი თვისებები და ძალა, იგი მათ ლე-ოლაჰმის განზომილებას მიაკუთვნებს. ელემენტალებზე ასევე დაწვრილებით საუბრობს ელიფას ლევი თავის წიგნში "დოგმა და რიტუალი უმაღლესი მაგიის". სადაც კარგადაა განხილული ოთხივე სტიქიის სულები და ელემენტალები, ასევე აღწერილია ის რიტუალები და მედიტაციები რითაც ადამიანს შეუძლია შევიდეს მათთან კონტაქტში და ასევე დაიმორჩილოს ისინი. ისე ელემენტალები იმსახურებენ ცალკე თემის გახსნას. დღეს მოვიცლი და გავხსნი smile.gif


--------------------
In Nomine Dei Nostri Satanis, Luciferi Excelsi, Ave voluptatis Carnis!!!

They have never told the truth about me, and they have never known me for who I truly am!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Jun 23 2009, 07:49 PM
Post #44


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



lester
QUOTE
ვინ რა იცით ამის შესახებ დაწერეთ ყველაფერი

ამ ვეგბგვერდზე არის დაწვრილებით გადმოცემული ტექნიკა და სხვადასხვა დეტალები-იქნება დაგაინტერესოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 24 2009, 01:59 PM
Post #45


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ე.ი. ასტრალში გასვლისას მხოლოდ შეგრძნებებია განსხვავებული?
რამე რომ ნახო, შორს უნდა წახვიდე სადმე? მაგალითად, რაიმე უხილავი არსებები, თუნდაც ელემენტალები, ვისზეც მეორე თემაშია საბრები. ან ასტრალში მცხოვრები სულები... გარადაცვლილები ან სხვ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jun 24 2009, 02:09 PM
Post #46


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იმ სულების სანახავად რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დედამიწაზე იმყოფებიან, ან სიკვდილის მერე არ წასულ აქდან, ან სულებს ვინც უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ან თავის სურვილით დედამიწას და მატერიალუტ სამყაროს სტუმრობენ იმათ სანახავად შორს წასვლა არარის საჭირო... მარა თუ გინდა რომ ძირითად სულების ბაზაში მოხვდე საიდანაც ყველა ჩვენთაგანი მოვდივართ, რაღაც შრეები და ტუნელები უნდა გაიარო, ძნელი ეგეც არარის უბრალოდ რა საჭიროა, თორე სურვილისამებრ ეგეც შეიძლება ალბათ)))
Go to the top of the page
 
+Quote Post
georgius-asmoday
post Jun 24 2009, 02:38 PM
Post #47


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 122
Joined: 18-June 09
Member No.: 5,981

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Zet @ Jun 24 2009, 03:09 PM) *
იმ სულების სანახავად რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დედამიწაზე იმყოფებიან, ან სიკვდილის მერე არ წასულ აქდან, ან სულებს ვინც უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ან თავის სურვილით დედამიწას და მატერიალუტ სამყაროს სტუმრობენ იმათ სანახავად შორს წასვლა არარის საჭირო... მარა თუ გინდა რომ ძირითად სულების ბაზაში მოხვდე საიდანაც ყველა ჩვენთაგანი მოვდივართ, რაღაც შრეები და ტუნელები უნდა გაიარო, ძნელი ეგეც არარის უბრალოდ რა საჭიროა, თორე სურვილისამებრ ეგეც შეიძლება ალბათ)))


და ეს თეორიულად იცი თუ პრაქტიკულადაც გქონია შეხება?


--------------------
In Nomine Dei Nostri Satanis, Luciferi Excelsi, Ave voluptatis Carnis!!!

They have never told the truth about me, and they have never known me for who I truly am!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jun 24 2009, 02:43 PM
Post #48


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(georgius-asmoday @ 24th June 2009 - 02:38 PM) *
და ეს თეორიულად იცი თუ პრაქტიკულადაც გქონია შეხება?

თეორიულად... (ნუ მინიმალურ პრაკტიკას თუ არ ჩავთვლით)
Go to the top of the page
 
+Quote Post
georgius-asmoday
post Jun 24 2009, 03:21 PM
Post #49


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 122
Joined: 18-June 09
Member No.: 5,981

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Zet @ Jun 24 2009, 03:43 PM) *
თეორიულად... (ნუ მინიმალურ პრაკტიკას თუ არ ჩავთვლით)


სხეულიდან გასვლა ხშირად მქონია მაგრამ სულებთან და ენერგეტიკებთან კონტაქტი ნაკლებად sad.gif


--------------------
In Nomine Dei Nostri Satanis, Luciferi Excelsi, Ave voluptatis Carnis!!!

They have never told the truth about me, and they have never known me for who I truly am!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jun 24 2009, 04:44 PM
Post #50


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(georgius-asmoday @ 24th June 2009 - 03:21 PM) *
სხეულიდან გასვლა ხშირად მქონია მაგრამ სულებთან და ენერგეტიკებთან კონტაქტი ნაკლებად

წაიკითხე მონროს წიგნები, მერე ისწავლე გადაადგილება (დაახლოებით ესეა რაღაც წერტილზე ახდენ კონცენტრირებას და იქ მიდიხარ ეგრევე),
მერე ყოველი დაწოლის წინ შენთავს მიეცი დავალება "მე დღეს ღამე ასტრალში მინდა გასვლა", და ესე ყოველი დაძინების წინ და თუ პირველივე ღამეს არა, რამდენიმე დღის მერე გახვალ, და მერე მანზილებს გაზრდი ნელნელა,
და მერე იგულავებ რა...))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
david6david
post Jun 25 2009, 02:50 AM
Post #51


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 248
Joined: 15-May 09
From: Tbilisi
Member No.: 5,954

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(tikoroma @ Jun 24 2009, 01:59 PM) *
ე.ი. ასტრალში გასვლისას მხოლოდ შეგრძნებებია განსხვავებული?
რამე რომ ნახო, შორს უნდა წახვიდე სადმე? მაგალითად, რაიმე უხილავი არსებები, თუნდაც ელემენტალები, ვისზეც მეორე თემაშია საბრები. ან ასტრალში მცხოვრები სულები... გარადაცვლილები ან სხვ.


იოგი რამაჩარაკას წიგნში ნათლად და მკაფიოდ არის ახსნილი, რომ ასტრალი არ არის გეოგრაფიული ადგილი ანუ იქ მისვლა არ ხდება. ის არის ერთ-ერთი პარალელური სამყარო. ეს კარგად აქვს რუდოლფ შტაინერს, მე მხოლოდ 2-3 წიგნი მაქვს ზერელედ გადაკითხული და ეს ჩემი გზა ნამდვილად არ არის, მაგრამ დამამახსოვრდა მის განმარტება, რომ ასტრალში და უფრო მაღლა გადაადგილება არსებობს, მაგრამ ეს არის გადაადგილება 2 განზომილებიან და არა 3 განზომილებიან სივრცეში (თუ ამას მაინც სივრცე ჰქვია). წარმოიდგინეთ სურათი, ნახატი და იქ ფიგურა რომ გადაადგილდეს სიღრმეში, სადღაც წავიდეს, მაგრამ ის მაინც მხოლოდღა სურათის სიბრტყეზე და ტილოს ზედაპირზე იქნება. რაღაც ანიმაციის ილუზორულ ცვალებად პერსპექტივას ჰგავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
georgius-asmoday
post Jun 25 2009, 10:27 AM
Post #52


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 122
Joined: 18-June 09
Member No.: 5,981

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Zet @ Jun 24 2009, 05:44 PM) *
წაიკითხე მონროს წიგნები, მერე ისწავლე გადაადგილება (დაახლოებით ესეა რაღაც წერტილზე ახდენ კონცენტრირებას და იქ მიდიხარ ეგრევე),
მერე ყოველი დაწოლის წინ შენთავს მიეცი დავალება "მე დღეს ღამე ასტრალში მინდა გასვლა", და ესე ყოველი დაძინების წინ და თუ პირველივე ღამეს არა, რამდენიმე დღის მერე გახვალ, და მერე მანზილებს გაზრდი ნელნელა,
და მერე იგულავებ რა...))))))


მონრო??? სამწუხაროდ პირველად მესმის. იქნებ ლინკი მომცე ან სრული სახელი, რომ მოვძებნო. wink.gif


--------------------
In Nomine Dei Nostri Satanis, Luciferi Excelsi, Ave voluptatis Carnis!!!

They have never told the truth about me, and they have never known me for who I truly am!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 25 2009, 12:08 PM
Post #53


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(georgius-asmoday @ 25th June 2009 - 10:27 AM) *
მონრო??? სამწუხაროდ პირველად მესმის. იქნებ ლინკი მომცე ან სრული სახელი, რომ მოვძებნო.

http://www.koob.ru/monroe_robert/ wink.gif

პ.ს. მონროისტების სამარცხვინოდ ფორუმზე ამ კაცს ერთი თემა ვერ უნდა გაუხსნათ?! tongue.gif ჩვენს ბიბლიოთეკაში ვეძებე და ვერსად ვპოვე biggrin.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jun 25 2009, 02:37 PM
Post #54


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(georgius-asmoday @ 25th June 2009 - 10:27 AM) *
მონრო??? სამწუხაროდ პირველად მესმის. იქნებ ლინკი მომცე ან სრული სახელი, რომ მოვძებნო.

ჯერ მე გირჩევ წაიკითხო მაიკ ნიუტონი, სადაც დაწვრილებით გაიგებ ასტრალში რახდება და საერთოდ ამ მატერიალური სამყაროს იქით რახდება,
მერე უკვე მონრო წაიკითხე სადაც უკვე ტქნიკებია გასვლის და ყველაფერი რაც უნდა იცოდე ასტრალში სამოგზაუროდ..
ორივე წიგნი ამ თემაში დევს:
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...dpost&p=406
Go to the top of the page
 
+Quote Post
david6david
post Jun 25 2009, 03:15 PM
Post #55


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 248
Joined: 15-May 09
From: Tbilisi
Member No.: 5,954

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც ჩანს კარგი მასალაა, ეხლა ჩამოვტვირთე ნიუტონი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jun 25 2009, 04:34 PM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(david6david @ 25th June 2009 - 03:15 PM) *
როგორც ჩანს კარგი მასალაა, ეხლა ჩამოვტვირთე ნიუტონი.

ეგ წიგნი მაგრა მომწონს!! მართალია ცოტა გაწელილად წერია მარა მაინც...
Go to the top of the page
 
+Quote Post
adamiani
post Jun 25 2009, 08:30 PM
Post #57


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 6-March 09
Member No.: 5,923

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რათა_ჰა?
QUOTE(რათა_ჰა? @ 21st June 2009 - 10:18 AM) *
მედიტაციის მიზანი არ არის რაიმეს განცდა და ამ განცდებზე გამოკიდება და მერე მათთვის სახელების დარქმევა.

დამეთანხმები, რომ ეს მედიტაციის შენს მიერ არჩეული გაგებაა მრავალ გაგებათა შორის. ანუ არა აქვს ობიექტურობის პრეტენზია -ისევ შენივე ლოგიკიდან გამომდინარე. შენ თვითონაც ხარ რიგიდული მიდგომის წინააღმდეგი:
QUOTE(რათა_ჰა? @ 21st June 2009 - 10:18 AM) *
მე ასე ვუდგები საკითხს: როცა ადამიანს გონია, რომ სწორად აკეთებს რაღაცას და თავის აზრს რიგიდულად უდგება, ჯერ ვუსვამ შეკითხვებს და ვცდილობ დავანახო ადამიანს მის მცნებებში არსებული წინააღმდეგობა.

აქედან გამომდინარე არ მესმის შენი ეს პოზიცია:
QUOTE(რათა_ჰა? @ 21st June 2009 - 10:18 AM) *
ჩემი აზრით, მედიტაციის შესახებ არასწორი ინფორმაცია იდო... ხოდა, გადავწყვიტე ეს გამომეაშკარავებინა.

მე მაგალითად აქაც ვხედავ წინააღმდეგობას.

QUOTE(რათა_ჰა? @ 21st June 2009 - 10:18 AM) *
ჩემი თხოვნა იქნება, ერთმანეთის განსჯისაგან შევიკავოთ თავი.

კი ბატონო. ზემოთდაწერილს იმედია აქ ნაგულსხმევ განსჯაში არ ჩამითვლი.

ბოდიში ოფთოპიკისთვის.

მეც ველოდები ორივე თემის შეერთებას.

Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Jun 25 2009, 11:58 PM
Post #58


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



adamiani
QUOTE
ზემოთდაწერილს იმედია აქ ნაგულსხმევ განსჯაში არ ჩამითვლი.
არ ჩაგითვალე. იმაშიც გეთანხმები, რომ მედიტაციის მრავალი გაგება არსებობს. არც იმას არ ვუარყოფ, რომ ჩემს მსჯელობაში წინააღმდეგობებია და ყოველთვის იქნება წინააღმდეგობრივი.

ამ თემაში აღარ ვისაუბროთ ამაზე, ოფტოპიკები რომ არ გამოვიდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
asklipiodota
post Jun 30 2009, 10:45 PM
Post #59


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 47
Joined: 24-April 09
Member No.: 5,946

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Zet @ Jun 23 2009, 01:23 AM) *
მეც, რაც გავსულვარ ყოველთვის ბინაში ყოპნით შემოვპარგლულვარ))) მოძრაობა არ დამიმუღამებია უბრალოდ თორე რა გამაჩერებდა)))
საერთოდ ადამიანების 80 პროცენტი (თუ ასი არა) ნამყოფია ასტრალში ასაკის სხვადასხვა პერიოდებში უბრალოდ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია..
ეს ხშირად ხდება როცა მაღალი სიცხეაქვს ადამინს მაგალითად პატარაობისას ან ისედაც, ეს გავს ნახევრად როგორც სიზმარს, იქედან გამომდინარე რო სხეულს გარეშე ადამიანს არააქვს არც თვალები და არც ტანი, გარემოს აღქმა სხვანაერია ამას ალბათ თავიდან როგორც ნახევრად სიბნელეში ყოფნას შევადარებ...
ესეეგი იღვიძებთ და თან ნახევრად გძინავთ თითქოს, ცდილობთ გაამოძრაოთ ხელი ან ფეხი და არანაერი შედეგი არარის ესეეგი ასტრალში ხართ სავარაუდოდ, მერე იწყება შიში და ფართხალი დაბრუნებაზე ჩალიჩი, ფართხალს არაფერი შედეგი არ მოაქვს.. მაგრამ ჩემი აზრით ეს შიში აბსოლუტურად გაუმართლებელია, უკან დაბრუნება ადამიანს გარანტირებულიაქვს იმაზე უფრო ვიდრე როცა სახლიდან გადის და უკან ბრუნდება... მანქანით მგზავრობა უფრო საშიში მგონია ვიდრე ასტრალში გადაადგილება მითუმეტეს თუ იცის ადამიანმა გადაადგილების პრინციპები და დაცვის საშვალებები.. ასტრალში გადაადგილებას და მხედველობას ადამიანი სწავლობს რაღაც ვარჯიშებით, როგორც დაუშვათ პატარა ბავშვი სწავლობს სიარულს, ოღონდ ასტრალის შემთხვევაში რათქმაუნდა უფრო ადვილია)) ხდება ხოლმე სხეულის გარეთ ყოფნის დროს შორს წაუსვლელადაც შეხვდეთ სხვადასხვა არსებებს, მაგალითად შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ არსებებს, მემგონი მენტალიებს ეძახიან, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც უთვალთვალებენ ხოლმე ადამიანებს, ოღონდ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, ისინი ძირითადათ ხუმრობაზე ორიენტირებულები არიან და ზოგჯერ შეიძლება შეაშინონ ადამიანი ან გაეკაიფონ ან რამე ამდაგვარი, მე მაგალითად მქონია შემთხვევა როცა ასტრალში ყოფნის დროს ორი ეგეთი შუთნიკი დამადგა და ჩემ შეშინებას ცდილობდნენ) ლოგინზე აბაგუნებდნენ))
საერთოდ მოგზაურობების დროს როგორც ვიცი ყველაზე კაი ხერხი თავდასაცავათ არის მანტრები, იმიტომრომ მანტრებს დიდი ეგრეგორი აქვს...
და როგორც ვიცი ყველანაერ არსებებს თუ ენერგიებს რომლებიც ცოტა სხვანაერად არიან განწყობილები, შლის ან აგდებს ან აქრობს...
მხედველობის გავარჯიშების მერე ასტრალში შესაძლებელია ადამიანმა მთლიანად გარშემო ხედავდეს ყველაფერს, ანუ მარტო წინ კი არამედ გარშემო...
ხო კიდე სხეულში დაბრუნების ყველაზე მარტივი მეთოდი არის ის რომ პირველი უნდა ეცადოთ ამოძრაოთ ენა როცა ცდილობთ სხეულში დაბრუნებას...
კიდე ვენ რაიცით დაწერეთ)))

ასეთი რამ უხშირესად მქონია, მეგონა რომ ბუნებრივი იყო და ყველას ემართებოდა და მხოლოდ ახლა მივაქციე ყუარდღება.... თუმცა ეს არ დამმმართნია არასოდეს, მასინ როცა ვზივარ და სუნთქვაზე ვკონცენტრირებ.... ანუ როცა მონდომებული ვარ რომ გავძვრე....

ეს მემართება დაძინებამდე, სანამ დავიძინებ, ამ დროს შესაძლოა იმაზე ვფიქრობდე, მეორე დღეს რა ფერის ზედა ჩავიცვა და უცებ ბრახ და ეს მემართება... საშIნელი გრძNობაა, ძალიან არ მსიამოვნებს... თითქოს სადღაც ზემოთ ვარ და ვცდილობ დავბრუნდე და ვერ ვბრუნდები... უჰ

იცით რას ჰგვას? თითქოს გძინავს, ოღონდ გძინავს ისე რომ ტვინი მუშაობს და ყველაფერს აცნობიერებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
asklipiodota
post Jul 1 2009, 11:44 AM
Post #60


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 47
Joined: 24-April 09
Member No.: 5,946

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(რათა_ჰა? @ Jun 16 2009, 09:33 AM) *
lester

თუ სული მართლაც არსებობს, სიკვდილის შემდეგ ხომ ისეც დატოვებს სხეულს? ხოდა, რა გეჩქარება შე კაცო?

თუნდაც ის , რომ დავრწმუნდეთ მართლა არსებობს თუ არა : ) უბრალო ცნობისმოყვარეობა
Go to the top of the page
 
+Quote Post

45 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 04:42 PM