31 მაისს ვიკრიბებით ფორუმის 8 წლის იუბილეს აღსანიშნავად
ყველა ძველი და ახალი ფორუმელის მოსვლა აუცილებელია ერთმანეთს გავიცნობთ და სასიამოვნო დროსაც გავატარებთ.
შეკრება კვირას, 31 მაისს, 12 საათზე, ვაკის პარკის პირდაპირ ბანკ "ქართუსთან". წავალთ კუს ტბის ზემოთ ტყეში - ე.წ. "კაკლებში". 30-40 წთ სავალი გზაა და გაითვალისწინეთ პირველად ვინც მოდიხართ.
მიახლოებითი მენიუ ესაა, ფეისბუქის ჯგუფიდან დავაკოპირე: ამ სიიდან გავინაწილოთ ვინ რას მოიტანს, თითო ადამიანს თითო პროდუქტი მოუწევს მხოლოდ ან ერთი ორმა გაინაწილოს
1.პიცა
2.ვეგეტარიანული პიცა
3.ხაჭაპური
4.ლობიანი
5.დაჭრილი პური (2 ცალი)
6.ძეხვი
7.მდნარი ყველი (რამდენიმე ცალი)
8.შოკოლადი (ბონბონერკა ყველას რომ შეგხვდებს პატარ–პატარები)
9.ტორტი
(ორ ან სამ ადამიანს შეუძლია გაინაწილოს)
10.ხილი
11.ლუდი
12.წყალი (ათლიტრიანით ან სნოები)
13.ერთჯერადი თეფშები,ჭიქები,დანა და ჩანგალი 30 ცალი
(ორ ადამიანს შეუძლია გაინწილოს)
14.ღვინო ან სხვა სასმელი რაც გსურთ.
ვისაც სხვა რამე უნდა, შეზღუდვა არ არსებობს რა თქმა უნდა.
ვინც ვერაფერს წამოიღებს, მშიერს არ დავტოვებთ, ესეც რა თქმა უნდა
გელოდებით
http://www.radikal.ru
თავები მოინიშნეთ ვინც მოდიხართ
1. თიკორომა
არ ვიცი
1. თიკორომა
2. FERRE
სიამოვნებით გაგიცნობთ
1. თიკორომა
2. FERRE
3. Atm@n - 90%
1. თიკორომა
2. FERRE
3. Atm@n
4. tty_
1. თიკორომა
2. FERRE
3. Atm@n
4. tty_
5. mata
1. თიკორომა
2. FERRE
3. Atm@n
4. tty_
5. mata
6. zet
მე ვეღარ ვახერხებ წამოსვლას.
მოდერატორს ვთხოვ პირველ პოსტში ჩაამატოს
შეკრება კვირას, 31 მაისს, 12 საათზე, ვაკის პარკის პირდაპირ ბანკ "ქართუსთან". წავალთ კუს ტბის ზემოთ ტყეში - ე.წ. "კაკლებში". 30-40 წთ სავალი გზაა და გაითვალისწინეთ პირველად ვინც მოდიხართ.
დღის მეორე ნახევარში არ აპირებთ სადმე ქალაქში შეხვედრას?
აქტიურობა ისეთია ქოჩო, იმდენი ხალხი მოდის, ქალაქში ვერ დავეტევით ვერსად
ხოო,
შენ და ზეტი კი იქნებით პრინციპში და ტორტს გაჭრით
ოლდი თუ არ წამოვა, სახლში მივაკითხავ
ეგზი და ლაშაპოლი სიურპრიზს გვიწყობენ ალბათ.
ხალხოო, თუ ვინმეს თარიღი არ გაწყობთ, თქვით და სუ ავრევ კალენდარს
ტდ და ატმან, ასე იოლად შეგველიეთ
ზოგი ძველი ფორუმელი ისედაც წამოვა. ეგრე იციან ხოლმე, არ წერენ და მერე მოდიან და გვახარებენ
ანო - არ აპირებ მოსვლას?
დაა, FB_ზე ჯგუფი რომ გაქვთ მანდ რა ხდება, არ წერენ არაფერს?
არ წერენ, ტელეპატიურად აგზავნიან შეტყობინებეს და გონიატ, რომ გვესმის
ის მაინც რო დაწერონ, რომ არ სცალიათ, დრო არ აწყობთ ან არ უნდათ
რა ვიცი რა ვიცი
კაი ჰო მოვდივარ
old_man
ცერბერუს დაგინახე
მე თბილისში არ ვცხოვრობ თორემ მოვიდოდი, დასავლეთიდან ვარ
მაგიტომ ვწერ და ვკითხულობ აბა ისე ვერაფერს ვერ გავიგებ,
თორემ გამოცდილ ხალხს რომ შეხვდები სხვაა ალბათ ვიდრე ასე
როდისმე შეიძლება მეტი ნაბიჯები გადავდგა ახლა ამას ვჯერდები რაცაა
ოღონდ ეს ლობიანები ტორტები და ხაჩაპურები რაა. ცოტა შემოქმედებითობა, სილაღე არა ჩანს.... კახური ღვინო, მწვადები და კაი თამადა კიდო
რავი, ნუ წავიღებთ. მსუბუქი სასუსნავი და ხილიც წავა ან ანკარა წყაროს წყალი
ეგენი ცუდ ამინდში კაფეში შეხვედრის შემთხვევაში უფრო გამოგვადგებოდა.
ჰო რა სასენდვიჩე მასალა... ლაითი რაღაცეები. თან ცხელა, ცხელა უკვე. არ გვინდა რა ეს ხორაგი ჭამა-სმა
ტორტის, ხორცის და ხაჭაპურის დანახვა აღარ მინდა მე იმერეთში მოგზაურობის მერე ოლდ მაინც ვიცოდით რომ მაგ ყველაფერს არ წამოიღებდა ხალხი, მაგრამ ცოტა მიმართულება ხო მოგვცა, ეგ რო არ დაწერილიყო პროტესტი და ალტერნატივაც არ გაჩნდებოდა და იქვე ჩიფსებს ვიყდდით ისევ მარტო)))
მე მარწყვს წამოვიღებ კალათით თუ ვნახე სადმე კარგი და ჯანმრთელი, ალუჩას ან რამე ხილს მოკლედ
სასენდვიჩე მასალა მშვენიერია, მდნარი ყველი და ასეთი რამეები მაინც ^^ თხილი, ლუდი და ა.შ..
ლუდებს მე წამოვიღებ. შაბათამდე დაწერეთ, საბოლოოდ დაახლოებით რამდენი ვიქნებით.
მე თუ გადამიბრუნდა ტვინი 3 სთვის მოვალ.. ზემოტ, იმედია კაკლებს მივაგნებ და ტყის სულები რამეს არ გამიჩალუჩებენ და არ ამირევენ გზას... პირობას არ ვდებ!
td......... თუ წამოხვალ რომელიმე დაგხვდებით
თიკორომას მივწერ ან დავურეკავ, როგორც გადაწყდება..
1. თიკორომა
2. FERRE
3. ოლდ მენი
4. tty_
5. mata
6. zet
7. შოუ
8. ეგზისტენსე
9. მატაში
10. მარისა
11.ანა
12. ნარილა
13. ნატუკა
14. სიპორტი
ვერტალიოტი გავრეცხე დღე და მზად მექნება კვირისტVის - ტდ
თიკორომას ტელეფონი მკვდარია, ანა-ნარილა-ცოტნეს დაურეკეთ :დ
David Monny და ელფს აქვთ სურვილი ვირტუალურად ჩაგვერთონ შეკრებაზე
ასე რომ ვისაც გაქვთ შესაფერისი ტელეფონები-აიფონები და ასეთები, სახლში არ დაგრჩეთ
ზუსტად შევთანხმდეთ რა ვის რა მოგვაქვს, რომ ერთი და იგივე რაღაცეებით არ მოვიდეთ. თავიდან ჩამოწერეთ პლიზ
ის ჩამონათვალი კაფეში დაგვჭირდებოდა, რადგან ანტიკაფეში არაფერი აქვთ, უბრალოდ ფართს გითმობენ.
ახლა ბუნებაში გავდივართ უბრალოდ, ბევრ რამეს ვერ ვათრევთ. ამიტომ ის წამოიღე, რაც გიყვარს
tikoroma
ოკ
მე მომაქვს მარწყვი ან ალუჩა ან რაიმე ხილი კალათით )))
და კიდევ შეიძლება დაჭრილი პურის და მდნარი ყველის ყიდვა ჩემი მხრიდან
1. თიკორომა
2. FERRE
3. ოლდ მენი
4. tty_
5. mata
6. zet
7. შოუ
8. ეგზისტენსე
9. მატაში
10. მარისა
11.ანა
12. ნარილა
13. ნატუკა
14. სიპორტი
15. Lashapoli
ხაჭაპურებს, ლობიანებს და წვენს მე წამოვიღებ
ძალიან კმაყოფილი ვარ, მადლობა ყველას ^^
ცალკე მადლობა ოლდ მენს და ნუცას კარტის გაშლისთვის და ამდენი ზუსტი რჩევებისთვის ჩემი პირადი მადლობა მარისას და თორნიკეს რომ მარტო არ დამტოვეს და მომასულიერეს გონება რომ დავკარგე))) ახლა უფრო ნათლად დავინახე ყველა თავის პირად გზებზე და ყველას წარმატებებს ვუსურვებ მთელი არსებით :*
შედეგი შეკრება ეგრე შორს აღარ გვინდა, თუ ახალ ლამაზ ადგილებს შემოგვთავაზებს ვინმე კარგი იქნება )))
კარგები ხართ რა, ხო ვამბობდი
ვადასტურებ, კარგები ხართ!
მზემ დამკრა მგონი, თავი მისკდება :დ
ან ვტრანსფორმირდები
ის კოშკი ტყულად ხომ არ ამოვიდა
მართლა კაი იყო მადლობა ყველას. მაგარი ხალხი
კიდევ შევიკრიბოთ ახლო მომავალში. წამოსვლა რომ შევძლო ისეთ დღეს
სელფი შეკრებიდან
http://www.radikal.ru
tikoroma
))))))))))))
Atm@n
რომ დღეებში გცალია დიდო მაგო?
ეგრე წინასწარ არ ვიცი. ყოველ მესამე დღეს.
ერთის მეტად ვერდავამთხვიე რო მოვიდე :/
მართლა კარგი შეკრება იყო
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)