Hello, mainteresebs |
Hello, mainteresebs |
May 3 2014, 04:47 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაინტერესებს ამ ფორუმზე უნდა დამეპოსტა ამ შემთხვევაში თუ არა და თუ არა, იქნებ გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მიმითითებს ქართულ ინტერნეტ საიტს, სადაც "ჩემი ადგილი იქნება". უამრავია არაქართული, მაგრამ მე მინდა ქართული, იმ ხალხთან ლაპარაკი, რომლებიც "ახლოს არიან".
ვეძებ ხალხს, რომლებიც არიან ცუდათ, ფიქრობენ (არ არის აუცილებელი) თვითმკვლელობაზე, აქვთ პრობლემები (პრობლემაში ბიჭმა მიმატოვა არ იგულისხმება), მათი ცხოვრება არის უაზრო, არავის უყვართ, ჩადიან სასოწარკვეთილ ქმედებებს, იზიანებენ თავს, მიმართავენ ალკოჰოლს ან სხვა საშუალებებს და ასე შემდეგ. არის ბევრი ფორუმი, მაგალითად "suicidal forums", "depression forums" და ა.შ. მაგრამ ვერ ვიპოვე აქ. არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც იმყოფება ანალოგიურ განცდებში, სად შეიძლება ვიპოვო ეს ადამიანები ან ადამიანი მაინც. დარეგისტრირებული ვიყავი სხვა ფორუმზეც და საპასუხოდ გამომეხმაურა ხალხი, რომელთაც ქონდათ პრობლემა "მოვიმატე 5 კილო". არ მინდა მსგავსი განმეორდეს. არ მაინტერესებს არც კრიტიკა, არც დაცინვა, ვეძებ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ადამიანს ასეთ მდგომარეობაში. ვეძებ დეპრესიულ, პრობლემატურ, სუიციდურ, მარტოსულ და ა.შ. ადამიანებს. გთხოვთ დამეხმაროთ -------------------- Should I kill myself, or have a cup of coffee?
|
|
|
May 3 2014, 08:09 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Teddybear
პრივეტ შეკრება რო გვექნება მოდი და უკეთეს ხალხს გაგაცნობ ისე კიდე თუ სიკვდილი გინდა უბრალოდ მოკვდი რაღას ეძებ ( პროსტა ესე მარტივად ვერ გაძვრები ) -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
May 3 2014, 08:41 PM
Post
#3
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შეკრებაზე ვერ მოვალ, სოციოფობია მჭირს, მარტო ტეტ-ა-ტეტ შემიძლია ურთოერთობა,.
რასაც შენ ამბობ, ვერ ვაკლეთებ, ამიტომ ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ანალოგიურ ან მსგავს სიტუაციებში მყოფი ადამიანის გაცნობაა ან ვირტუალურად, ან რეალურად. ძალიან გთხოვთ ამაში დამნეხმაროთ ან დამაკვალიანოთ არავინ მყავს აბსოლუტურად არავინ -------------------- Should I kill myself, or have a cup of coffee?
|
|
|
May 3 2014, 09:48 PM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Teddybear მეც მიცდია თვითმკვლელობა დიდი ხნის წინ. ახლა არა არაფრით, პირიქით მიხარია სიცოცხლე, მიხარია ყოველი დღე. თუ გინდა ვისაუბროთ აქა ვარ, რადგან გამოვლილი მაქვს ეგენი. რამდენი წლისა ხარ? |
|
|
May 3 2014, 10:19 PM
Post
#5
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმები
აქ აინტერესო ხალხია და თბილად და გაგებით არიან ყველას მიმართ, პრობლემები მეც ბევრჯერ მქონია ახლაც ძან რთული პრიოდი მაქვს ისეთი რო გამოსავალს ვერ ვპოულობ.... სამწუხაროდ |
|
|
May 3 2014, 11:38 PM
Post
#6
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ფორუმზე ჯამში თვითშემეცნების გარშემო ვტრიალებთ და შეიძლება შენც დაგეხმაროს რამეში..
ვისაუბროთ რა თემაზეც გინდა, რაც გაწუხებს, აქ არ იქნება ირონია, დაცინვა და ჭკუის სწავლებები. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
May 4 2014, 10:32 AM
Post
#7
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე 33 ის. შიშები მაქვს და რისი მეშინია არ ვიცი, ყველაფრის მეშინია, კონკრეტულად ვერ ვაყალიბებ რისი. ვიცი, რომ ჩემი პრობლემები მოდის ბავშვობიდან, მაგრამ ვერაფრით ვშველი თავს. ვიარე ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან და ...მაინც ვერაფერი მეშველა. ვერ ვიხსნები, იმდენად ჩაკეტილი ვარ, რომ სპეციალისტთანაც ვერ ვიხსნები. არ არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც მოყოლილი მაქვს რაც მაწუხებს ბოლომდე. რატომ ვერ ვხვდები მსგავ ადამიანს მიკვირს
-------------------- Should I kill myself, or have a cup of coffee?
|
|
|
May 4 2014, 12:11 PM
Post
#8
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Teddybear
https://www.youtube.com/watch?v=LdOa-2Yim9k მოუსმინე მსგავს პრობლემებზეა მე მქონდა ეგ ყველაფერი და ახლაც მაქვს, გარედან ვერავინ გიშველის, მით უმეტეს ზუსტად შენნაირ ადამიანს ვერც იპოვნი, დაჟე იმას ვერ იპოვნი რომ შენი პრობლემები ასე ზედმიწევნით აინტერესებდეს, რომ იჯდეს და გისმინოდ და გიხსნას. მხოლოდ შენ შეგიძლია საკუთარ თავზე იმუშაო და მოერიო თავს. ამაში დაგეხმარება ეს ვიდეო თუნდაც, რომ საკუთარი თავის შეცნობა დაიწყო, ასევე სხვადასხვა მედიტაციები, ასევე შემოქმედებითი მუშაობა, გამოხატო საკუთარი თავი რამეში, სულერთია, რაც შეგიძლია იმაში. შენი გონების პროექციაა ყველაფერი - ოქროს სიტყვებია -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 4 2014, 02:41 PM
Post
#9
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მსგავსი ვიდეოები ნანახი მაქვს უამრავი, სხვადასხვანაირი და ა.შ. მე არ მინდა ადამიანმა რომ ამრტო მისმინოს, მე მინდა ისეთი ადამიანის ნახვა, ვინც არის ისეთი როგორც ზემოთ დავწერე.
-------------------- Should I kill myself, or have a cup of coffee?
|
|
|
May 4 2014, 04:25 PM
Post
#10
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Teddybear
არვიცი რა ბავშვობა გქონდა. დაგაკომპლექსეს იქნებ და ეს ყველაფერი ასე იჩენს თავს. მაგრამ თუ ეს ყველაფერი არაა ბავშვობიდან და ამბობ რომ არიცი რატომ, მაშინ წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილიც შეიძლება იყოს. განთავისუფლება ამ ყველაფრისაგან შესაძლებელია. შენ გინდა მეტი ცოდნა, რომ გაიგო მთავარი მიზეზი ამ ყველაფრისა, ჯერ უნდა გამოიკვლიო, რამ შეგიქმნა ასეთი პრობლემები. მერე მათი ცვლილებაც შენს ხელში იქნება. ამ ფორუმზე უამრავი ინფორმაციაა ამ ყველაფერზე და აქ ბევრი დაგეხმარება რომ გაიმარჯვო ამ პრობლემებზე, ცოტა დრო მოგინდება, რომ გაიგო და დაამარცხო. გისურვებ გეპოვოს გასაღები და გაგემარჯვოს!!! |
|
|
May 4 2014, 06:07 PM
Post
#11
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა მაგან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე,
დაემთხვა აფხაზეთის ომი ეკონიმიური გაჭირება, მშობლები გადავარდნილი ყურადღებას აღარავინ მაქცევდა, სკოლაში ნერვებმოშლილი მასწავლებლები თავის აგრესიას რომ შენზე გადმოანთხევენ ეგეთები.. ეს ტოვებს კვალს ძალიან მძიმეს მეტს არ დავკონკრეტდები ძალიან ცუდია რა.. სკოლაში ცუდი მოსწავლე ვიყავი (წიგნები არ მქონდა და არც იმას მიმოწმებდა ვინმე ვისწავლე დავწერე თუ რა ვქენი არავის აინტერესებდა) მერე ვიფიქრე მოვინდომებ და კაგად ვისწავლი თქო უმაღლესში ჩაბარება გადავწყვიტე ნუ კარგად ვსწავლობდი ვაიძულე ჩემს თავს და რაღაც გამოვიდა რა მაგრამ საქართველოში ძალიან მიჭირს ერთხელ ვიფიქრე თავს მოვიკლავ თქო მაგრამ მერე უცებ გონება გამინათდა მევთქვი სამამ თავს მოვიკლავ მანამდე კიდევ ვცდი რაიმეს თქო საზღვარგარეთ წავედი ენა არ ვიცოდი, იქ ყველა კომპლექსი მომეხსნა ფეხებზე მეკიდა ყველაფერი ძალიან თავისუფლად ვიგრძენი თავი, ვერ ვგებულობდი რას ლაპარაკობდნენ რას მეუბნებოდნენ ხან მსაყვედურობდნენ სამუშაოზე მერე ვამბობდი კიდე კაი რო არ მესმის რას მეუბნენიან თორე გულზე მომხვდებოდა და მეწყინებოდა თქო. ახლა საქართველოში ვარ და ისევ საშინლად ვგრძნობ თავს აქედან თუ არ წავედი გავგიჟდები ხო წამლებს რაც შეეხება გამოცდების პერიოდში ძალიან ვნერვიულობდი ღამე მეღვიძებოდა და მეგონა რომ ახლა მოვკვდებითქო ერთხელ აფთიაქში შევედი და ფარმაცევტს ვუთხარი გამოცდები მაქვს ვნერვიულობ და რამე მინდათქო იმან გლიცინი მომცა. გლიცინმა იმ მომენტში დამამშვიდა გონება დამილაგა ყველაფერი ძალიან კარგად გავაკეთე მაგრამ ეს არის დამამშვიდებელი და მომადუნა, მოკლედ საბოლოო ჯამში ეს იყო შეცდომა წამალი არ უნდა დამელია ორგანიზმმა იცის რომ საჭიროა ბრძოლა გული უფრო აჩქარებით ცემს ტვინს ბევრი ჟანგბადი მიეწოდება რომ ექსტრემალურ სიტუაციაში იმოქმედო ჩქარა და ამ დროს მე რა ვქენი წამლით მოვიდუნე თავი და ბრძოლისუნარიანობა ჩავიკალი, რა თქმა უნდა სტრესი არასასიამოვნოა მაგრამ ეს არის ხანმოკლე სტრესი რომელიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში მჭირდებოდა იმ პრობლემის მოსაგვარებლად.. გურჯიევს ტუ გაეცნობი თავიდან ზალიან მძიმეა მაგრამ რა ვიცი ... მე ვეთანხმები როდესაც ამბობს რომ ადამიანი ყოველთვის იტანჯება როდესაც ის არის გაცნობიერებულ მდგომარეობასი, დანარჩენ სემთხვევაში ვართ მექანიკურ მდგომარეობაში, სამწუხაროდ სწორედ მტკივნეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო მაგ დროს შენს ეგოს საშინლად ტკივა საშინლად ნერვიულობს თან წინასწარ, რეალობა არ არის ისეტი საშინელი როგორც მის მიერ დახატული წარმოდგენები მოსალოდნელ სიტუაციებზე, ამას განაპირობებს წარსულში გადატანილი მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილებები, ეზოთერიკები იკვლევენ ფსიქოლოგიასაც, რელიგიებსაც შეუცნობელს და შეცნობილს, სიღრმისეულად საკუთარი თავის დაკვირვებით მოკლედ ყველაფერს, არავის არაფერს ეწინააღმდეგებიან ფიქრობენ სიმართლე ყველგან არის ლოცვას რაც შეეხება ზოგჯერ მაგიც არ შემიძლია მაგრამ თუ შევძელი გულით ძალიან მეხმარება, ეს არის ფსიქოთერაპია საკუთარ თავთან, რაც შეიძლება კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბო პრობლემა, ვერავის გამოუტყდები ისე როგორც საკუთარ თავს, მატრიცაში მიდის შენი გააზრებული ფიქრები და გისრულდება კარგიც და ცუდიც, მე ახლა ზალიან ცუდი ფიქრები მეზალებიან ისინი არამართვადი გახდნენ ვცდილობ პოზიტიურზე გადავერთო, ვიცი რომ ფიქრები მატერიალურია ძალიან ბევრი ვიცი და მაინც ვერაფერს ვახერხებ.. უბრალოდ რაღაც შეცდომებს ვუშვებ რომლებსაც ვერ ვხვდები ახლა, მაგრამ ვიცი რომ ყველაზე ცუი ჩემი ცუდი ფიქრებია რომლებიც მანადგურებენ.. 1.ყველაზე კარგი რა არის ჩემს შემთხვევაში რაც მშველის დილას ადრე ადგომა არაუგვიანეს 8 სთ (თავს მჩატედ და მხნედ ვგრძნობ საგრძნობლად მეტ საქმეს ვაკეთებ მეტი ენთუზიაზმით) 2. ძილის წინ კომპიუტერის არ ჩართვა, (კომპიუტერი გონებას მიფორიაქებს დიდხანს ვერ ვიძინებ, კოშმარები მესიზმრება, დილას ადგომა მიჭირს + გალახულივით ვგრძნობ თავს) მოკლედ მივხვდი რომ ძილის რეჟიმი მნიშვნელოვანია. კვებას რაც შეეხება ვცდილობ ბევრი არ ვჭამო მამძიმებს მთელ ენერგიას მართმევს, შემწვარ რაღაცეებს ვერიდები, (ხორცს აღარ ვჭამ ამ ფორუმის გაცნობის მერე,) ვცდილობ დღეში 2 ლ წყალი მაინც დავლიო, ვგრძნობ, რომ წყალი ძალიან მასუფთავებს.. ჩემს შემთხვევაში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მაინც საქართველოდან რო წავედი ის იყო გარემოს შეცვლა და ახალი ცხოვრება ახალი ხალხი სხვა კულტურა, იქ არავის აინტერესებს მეზობლის ამბები, არავინ არავის ჭორავს და ა.შ |
|
|
May 4 2014, 09:52 PM
Post
#12
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
კარგი ხარ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 4 2014, 10:48 PM
Post
#13
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
როცა ამ ყველაფერს ვიხსენებთ, მითუმეტეს როცა ვწერთ უფრო ძლიერდება ეს შეგრძნება, მაგრამ კარგი ისაა რომ გადალახე. QUOTE ჩემს შემთხვევაში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მაინც საქართველოდან რო წავედი ის იყო გარემოს შეცვლა და ახალი ცხოვრება ახალი ხალხი სხვა კულტურა, იქ არავის აინტერესებს მეზობლის ამბები, არავინ არავის ჭორავს და ა.შ მეც საქართველოდან წასვლამ მიშველა ერთგვარად. ძალიან დიდი კომპლექსები მქონდა და ეს მხოლოდ აქ გადავლახე. საქართველოში ალბათ მუდამ რაღაც ნაკლოვანი შეგრძნება დამრჩებოდა. თუმცა არვიცი რამდენად სწორია შენი ქვეყნის დატოვება. მე განვთავისუფლდი აქ ჩამოსვლით პირველი დედაჩემისაგან, რომელიც მტანჯავდა და სწორედ მისგან მოდიოდა ჩემი კომპლექსები და თვითმკვლელობის მცდელობები. საქართველოში მისგან თავს ვერ დავაღწევდი, გინდაც ოჯახი შემექმნა იქაც ვერ დავაღწევდი თავს. ამ ცვლილებებმა მთლიანად შემცვალა და ფეხზე დამაყენა და დღეს ბედნიერი ვარ, თუმცა მენატრება ჩემი ხალხი, ჩემი სამეგობრო, ჩემი თბილისი. ano არვიცი რომელ ქვეყანაში ხარ, მაგრამ პირველად რომ ჩამოვედი მეც მეგონა არავინ არავის ჭორავს მეთქი, მაგრამ აქაც კაი ჭორიკნები არიან, თუმცა ჩვენთან უფრო მეტია |
|
|
May 5 2014, 10:13 AM
Post
#14
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე სულ 2 თვე ვიყავი წასული საქართველოდან სამსახურიდან მომიწია და არა ჩემი სურვილით. ის სამი თვე გავაგიჟე იქ ჩემი უფროსი (სამსახურს ზოგადად თავს ვაკლავ, მიყვარს და ძალიან კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ამიტომაც წამიყვანა), რადიკალურად შევიცვალე, მეორე დღიდანვე ცუდათ გავხდი ვიდრე ვიყავი წამოსვლა მინდოდა, სამსახურს ვაცდენდი, მარტო პარკებში ვსეირნობდი დილით და საღამოს რომელიმე ბარში ვიჯექი. აქ ერთად 3 წელი ვიმუშავეთ და ამის ხათრით ეტყობა გამიძლო ის პერიოდი. წესით 6 თვე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ბოლოს ხელფასი რომ ავიღე (დღესაც მიკვირს რაში მომცა) ეგრევე ბილეთი ვიყიდე.
არადა თავიდან გავქანდი აეროპორტში, მეგონა ახალი გარემო რამეს მაინც შეცვლიდა. earth ბავშვობიდან -------------------- Should I kill myself, or have a cup of coffee?
|
|
|
May 5 2014, 11:45 PM
Post
#15
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Teddybear
QUOTE earthბავშვობიდან ე.ი. თუ კარგად გავიგე, შენი პრობლემები ბავშვობაში მომხდარი მოვლენებისგანაა წარმოქმნილი? |
|
|
May 6 2014, 03:09 AM
Post
#16
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth
დიახ, ეს ზუსტად ვიცი -------------------- Should I kill myself, or have a cup of coffee?
|
|
|
May 9 2014, 12:40 PM
Post
#17
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth დიახ, ეს ზუსტად ვიცი კარგ ადგილზე მოხვდი, ეს ფორუმი სასწაულებს ახდენს ადამიანთა გულებში, უბრალოდ მოთმინებაა საჭირო... -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
May 9 2014, 11:02 PM
Post
#18
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli
არა მგონია, ბოდიში, მაგრამ სიმართლე უნდა ვტქვა ძალიან ნელი და "მკვდარი ფორუმია", უფრო ცუდათ გხდის ვიდრე ხან ამ სიზანტით და ა.შ. წავედი მე ისევ ჩემს "ცოცხალ" ფორუმზე/ ფორუმზე საჯაროდ აღარ დავპოსტავ, ვინმე თუ ხართ ჩემებრ აე სასოწარკვეთილი, დამიპიემეთ ხალხო -------------------- Should I kill myself, or have a cup of coffee?
|
|
|
May 10 2014, 01:42 AM
Post
#19
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli არა მგონია, ბოდიში, მაგრამ სიმართლე უნდა ვტქვა ძალიან ნელი და "მკვდარი ფორუმია", უფრო ცუდათ გხდის ვიდრე ხან ამ სიზანტით და ა.შ. წავედი მე ისევ ჩემს "ცოცხალ" ფორუმზე/ ფორუმზე საჯაროდ აღარ დავპოსტავ, ვინმე თუ ხართ ჩემებრ აე სასოწარკვეთილი, დამიპიემეთ ხალხო ხომ გითხარი მოთმინებათქო ))) -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
May 10 2014, 08:31 AM
Post
#20
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Teddybear
QUOTE ძალიან ნელი და "მკვდარი ფორუმია" ბევრი ლაპარაკი ხშირად უაზრობა ხდება. უკვე დაწერილია მრავალი კარგი პოსტი, რომელ პოსტებმაც ბევრი გააბედნიერა და შინაგანი სიხარული მოუტანა. თუ შენით არ მოძებნე, ძნელია... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 03:35 AM |