Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ მესამე თვალი

Posted by: ირმა Jul 11 2009, 09:28 AM

მესამე თვალი მდებარეობს შუბლზე, წარბებს შორის.
მესამე თვალი განუვითარებელია და ამიტომაც გამოუყნებელია მრავალი ადამიანისათვის.
არიან ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ და ხედავენ აურას, ჩაკრებს, შინაგან ორგანოებს და სხვა.







ამ თემაში დაწერეთ მესამე თვალზე ვინ რა იცითsmile.gif

Posted by: old_man Jul 11 2009, 04:44 PM

ირმა თუ იცი პრაქტიკული ვარჯიშები რითაც გავიხსნით ამ მესამე თვალს?

Posted by: ირმა Jul 11 2009, 10:59 PM

old_man
მესამე თვალზე სავარჯიშოები უამრავია. შევეცდები რაც ვიცი ნელ-ნელა მოგაწოდოთ.
ვარჯიში მოითხოვს პირველ რიგში მოთმინებას.


ერთ-ერთი სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ თავდაპირველად ასეთია:
დავხატოთ შავი წრე დაახლოებით ასე:


ვუყუროთ დაჟინებით, თვალისმოუშორებლად, თვალისდაუხამხამებლად (ცოტა ძნელია, შეიძლება ცრემლებიც წამოგივიდეს).
რაც დიდხანს გაძლებ მით უკეთესი.
ეს სავარჯიშო დასაწყისია.
თუ გინდა სანთლის ალს უყურებ (მე თავიდანვე სანთელზე ვაკეთებდი). სანთლის ალის რხევა გეხმარება, რომ უფრო დიდხანს უყურო.
მერე კიდევ დავწერ სხვა სავარჯიშოებს, რომლებიც უფრო რთულია.

Posted by: old_man Jul 11 2009, 11:37 PM

ირმა
ძალიან კარგი, დავიწყებ ამ სავარჯიშოებით. მაგრამ რა მაინტერესებს, შენ ვარჯიშობდი და როგორი წარმატებით? გაგეხსნა?
და კიდე მაინტერესებს დავუშვათ გაიხსნა მესამე თვალი, ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს ხელს არ შეუშლის? ანუ არ შეიძლება როცა მოგვინდება მაშინ გავააქტიუროთ?

Posted by: ირმა Jul 12 2009, 09:11 AM

old_man

QUOTE(old_man @ 12th July 2009 - 12:37 AM) *
ძალიან კარგი, დავიწყებ ამ სავარჯიშოებით. მაგრამ რა მაინტერესებს, შენ ვარჯიშობდი და როგორი წარმატებით? გაგეხსნა?

არა არ მიმიღწევია მაგ ბედნიერებისათვის. მესამე თვალის სრულად გახსნა ძალიან ძნელია. სიმართლე გითხრათ არც მივარჯიშია ბევრი.
არსებობენ ადამიანები რომლებსაც ძალიან აქვთ ჩაკეტილი და არიან რომ თავიდანვე ნაწილობრივ გახსნილი აქვთ. მე იმ პერიოდში როცა ვვარჯიშობდი მივაღწიე იმას რომ დამენახა აურა ფერებში. თუმცა ეს პირველი ნაბიჯიც არ არის მესამე თვალის გახსნაზე. მესამე თვალის გახსნა ბევრ რამეს იძლევა.


QUOTE(old_man @ 12th July 2009 - 12:37 AM) *
და კიდე მაინტერესებს დავუშვათ გაიხსნა მესამე თვალი, ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს ხელს არ შეუშლის? ანუ არ შეიძლება როცა მოგვინდება მაშინ გავააქტიუროთ?


ერთი რამე გამომრჩა რომ მეთქვა. ყველა ადამიანი არ არის მზად ამისათვის და არ შეიძლება გააკეთოს ისეთი ვარჯიშები, ან დაიხმაროს ვინმე რომ თვალი „აუხილოს“ და ეს ყველაფერი მოხდეს ჩქარა და დაძალებით. მესამე თვალის ახელა უნდა მოხდეს ნელ-ნელა. მესამე თვალის ახელის სტადიები არსებობს. ერთ–ერთი დიდი სტადიაც ის არის, რომ ხედავ სხვა განზომილებას. ხოდა თუ არა ხარ მზად შინაგანად რომ რაღაცეები დაინახო, ნუ იზავ. ასევე თუ ხარ შინაგანად მზად ყოველდღიურ ცხოვრებაში რატომ უნდა შეგიშალოს ხელი biggrin.gif რაც მეტი თვალი გაქვს მით უფრო კარგად არ დაინახავ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობ? biggrin.gif


Posted by: blanca Jul 13 2009, 05:24 AM

მე ვხედავდი აურის ფერებს. მაშინ მხოლოდ წყალი და პური იყო ჩემი მენიუ
ისედაც ვხედავ. უბრალოდ დაძაბვა მჭირდება როცა ჩვეულებრივად ვიკვებები მაშინ biggrin.gif
აი მაშინ მოსიარულე ადამიანების აურებს ვხედავდი.

Posted by: ირმა Jul 13 2009, 08:22 AM

blanca l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif

QUOTE(blanca @ 13th July 2009 - 06:24 AM) *
აი მაშინ მოსიარულე ადამიანების აურებს ვხედავდი.

შენი მესამე თვალი თითქმის გახსნილი ყოფილა wub.gif

Posted by: blanca Jul 14 2009, 06:43 PM

თითქმის biggrin.gif
სულ რომ გაიხსნება რა ხდება მაშინ, შეგიძლია მითხრა??

ინტუიცია მაქვს საშინლად განვითარებული. რაღაც ფსიქოლოგიური ტესტი ჩაგვიტარეს სამსახურში და 50 შესაძლოდან 40 ინტუიციაში თუ კიდევ უფრო მეტი, მქონდა
ანუ შეიძლება ჩაითვალოს რომ მთლიანად ინტუიცია ვარ biggrin.gif

კაია გახსნილი მესამე თვალი მაგრამ იგივე მდგომარეობას რომ მივაღწიო მარხვა მინდა, ანუ ძირითადად პური და წყალი თავიდან და მერე მარტო წყალი
ეხლა არ მცალია ამისთვის biggrin.gif

Posted by: ირმა Jul 15 2009, 06:46 PM

blanca

QUOTE(blanca @ 14th July 2009 - 07:43 PM) *
ინტუიცია მაქვს საშინლად განვითარებული. რაღაც ფსიქოლოგიური ტესტი ჩაგვიტარეს სამსახურში და 50 შესაძლოდან 40 ინტუიციაში თუ კიდევ უფრო მეტი, მქონდა
ანუ შეიძლება ჩაითვალოს რომ მთლიანად ინტუიცია ვარ

ეგეც მესამე თვალის გახსნას მიუთითებს.smile.gif
QUOTE(blanca @ 14th July 2009 - 07:43 PM) *
კაია გახსნილი მესამე თვალი მაგრამ იგივე მდგომარეობას რომ მივაღწიო მარხვა მინდა, ანუ ძირითადად პური და წყალი თავიდან და მერე მარტო წყალი
ეხლა არ მცალია ამისთვის

მარხვა მართალია რომ გაძლევს დიდ ძალას, მაგრამ როცა ასე ბუნებრივად გაქვს მესამე თვალი გახსნილი ცოტა სავარჯიშოები რომ გააკეთო, უმარხვოდაც შეგეძლება დანახვა. მერე დავწერ სხვა სავარჯიშოებსაც.

QUOTE(blanca @ 14th July 2009 - 07:43 PM) *
სულ რომ გაიხსნება რა ხდება მაშინ, შეგიძლია მითხრა??

უდიდესი რამ ყოფილა... სხვა განზომილებაც შეიძლება დაინახო თურმე. შეიძლება რაღაც არსებებიც დაინახო, სწორედ ამიტომაა, რომ არ შეიძლება ძალიან აჩქარება, შინაგანად უნდა იყო მზად ამისათვის.

Posted by: ირმა Jul 15 2009, 06:52 PM

ზოგიერთ ადამიანს თავიდანვე აქვს გახსნილი მესამე თვალი, ზოგიერთს კი ბევრი ვარჯიში და ძალისხმევა სჭირდება. არის რაღაც სავარჯიშო ფერს ხედავ და ამის მიხედვით იგებ რა დონეზეა შენი „თვალი“ გახსნილი. თუ გადავაწყდი ამაზე ინფორმაციას დავწერ.

Posted by: giorg Jul 15 2009, 10:30 PM

tu vinmes gakvt cakitxuli lobsang rampa, zalian sainereso pirovnebaa da aseve kargAD UCERIA MESAME TVALIS SHESAXEB DA ARAMARTO.
IGI DAIBADA TIBETSHI DA IYO ERTERti zlieri beris reinkarnacia bavshvobidanve konda gamzaprebuli mesame tvalis "xedva" shemdeg rodesac mas miigeben monastershi mas chaiyvanen specialur otaxshi da bermonazvnebi chautareben operacias specialuri xelsacxoti uxvritaven mesame tvalis adgilas shubls ragac donemde da aryis xes usvaven im adgilze ris shemdegac igi agcers arachveulebriv penomens romelic gaugvives mas, am operaciis shemdeg, igi aramarto auras xedavda mkvetrad da mkapiod aramed sheezlo cignivit ekitxa adamiani xedavda elektro energias elektro shnurebshi da sxva atas rames yvelas girchevt caikitxot lobsang rampa 12 tomi ak gamocemuli ertmanetze uketesebi.
p.s. nu sheecdebit mainc tavis gaxvretas mesame tvalis gasaxelad shesadzlebelia cudat damtavrdes smile.gif

Posted by: ირმა Jul 15 2009, 11:08 PM

giorg

QUOTE(nagvali @ 15th July 2009 - 11:30 PM) *
p.s. nu sheecdebit mainc tavis gaxvretas mesame tvalis gasaxelad shesadzlebelia cudat damtavrdes

+1
არაფრით არ შეიძლება ძალით.
QUOTE(nagvali @ 15th July 2009 - 11:30 PM) *
lobsang rampa 12 tomi ak gamocemuli ertmanetze uketesebi.

არა მაქვს წაკითხული. იმედია ვიპოვით ლინკს ამ წიგნებისა.

Posted by: giorg Jul 15 2009, 11:31 PM

me mak ragac ragaceebi shemizlia mogce tu gindat

Posted by: blanca Jul 15 2009, 11:46 PM

კი წაკითხული მაქვს რამპას რაღაცეები. არ მახსოვს ოღონდ რა. ის მახსოვს რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

ირმა, სავარჯიშოები დაწერე თუ ნახავ. მადლობა !

Posted by: ირმა Jul 16 2009, 08:28 AM

blanca

QUOTE(blanca @ 16th July 2009 - 12:46 AM) *
ირმა, სავარჯიშოები დაწერე თუ ნახავ. მადლობა !


დავჯდეთ (სავარძელში უმჯობესია) დავხუჭოთ თვალები და მოვადუნოთ სხეული. შეძლებისდაგვარად გავამახვილოთ ყურადღება მესამე თვალის მიდამოებზე. შეიძლება ვიგრძნოთ სითბო, სიმძიმე და სხვა. ასეთი სახით გავაკეთოთ რამდენიმე დღე. პარალელურად არ დავივიწყოთ ზემოთ დაწერილი სავარჯიშოც,–საგნის თვალისდაუხამხამებლად და თვალმოუშორებლად ყურება.

შემდეგ ეტაპზე როგორც დავჯდებით და მოვდუნდებით, შევეცადოთ ასევე დავინახოთ მესამე თვალის მიდამოებში რაღაც, მაგ: შუქი, წითელი რგოლი, რაღაც გაელვებები და სხვა. სწორედ იქ შეგიძლია დაინახო რა დონეზე გაქვს გახსნილი თვალი.
თუ გაელვება დაინახეთ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მესამე თვალი ახლოს არის გახსნასთან. სამწუხაროდ ყველა შემთხვევა არ ვიცი რას ნიშნავს. თუ ჩაკეტილია ძალიან და არაფერს დაინახავთ და იგრძნოთ, მაშინ დიდი მუშაობაა საჭირო და ჯობია არც შევუდგეთ სავარჯიშოებს.
შენ კი blanca შეგიძლია ყველა სავარჯიშო თავისუფლად გააკეთო smile.gif))))))))))

Posted by: ირმა Jul 16 2009, 08:31 AM

ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ამ სავარჯიშოებს ისე გავაკეთებთ, რომ თავს ძალას არ დავატანთ!!!

Posted by: ირმა Aug 5 2009, 11:11 PM

ერთი სავარჯიშო კიდევ მესამე თვალზეsmile.gif

ავიღოთ რამე პატარა საგანი, მაგ პასტა, ფანქარი და სხვა. დავათვალიეროთ კარგად, შევხედოთ ყველა ნიუანსს, შემდეგ ვუყუროთ და მერე თვალები დავხუჭოთ და შევეცადოთ მესამე თვალის მიდამოებში დავინახოთ ეს საგანი. როცა შევძლებთ საგნის დანახვას, მესამე თვალით 5 წუთის განმავლობაში, შედეგი მიიღწევა wink.gif
შემდეგ ავიღოთ უფრო რთული საგნებიsmile.gif

წარმატებები l_daisy.gif

Posted by: daat Aug 7 2009, 12:36 AM

წარმატებები biggrin.gif

Posted by: ირმა Aug 7 2009, 09:47 AM

არსებობს მსგავსი სავარჯიშოები სმენაზე, ყნოსვაზე, შეგრძნებაზე, გემოზე, ყოველივე ამის განვითარება მთლიანობაში გაძლევს უფრო კარგ აღქმას ყველაფერზეsmile.gif

Posted by: moonbayer Sep 9 2009, 04:16 PM

აქ არის რამპას ყველა წიგნი რუსულად http://allshares.ge/download.php?id=FFBAEFCD9

Posted by: ირმა Sep 12 2009, 11:03 PM

მესამე თვალთან ერთად მინდა აღვნიშნო რომ შეიძლება განვავითაროთ მესამე ცხვირი biggrin.gif , მესამე ყური და ა. შ.

მაგალითად მოდუნდით და გაამახვილეთ ყურადღება ცხვირის წვერზე, ან ენის წვერზე ან ყურებზე. შესაბამისად რა სავარჯიშოსაც გააკეთებთ ხშირად ის გაგივითარდებათ. სხვათაშორის ეს სავარჯიშო მესამე ყურზე სმენის განვითარებისათვისაც არის კარგი.

Posted by: Simulated Oct 4 2009, 05:46 PM

ვიზუალური სავარჯიშოები ისეთი როგორიც წინა გვერძე დევს,სად შეიძლება რო ვნახო? ))

Posted by: ირმა Nov 29 2009, 11:54 PM

Simulated

QUOTE(Simulated @ 4th October 2009 - 06:46 PM) *
ვიზუალური სავარჯიშოები ისეთი როგორიც წინა გვერძე დევს,სად შეიძლება რო ვნახო? ))


წიგნს თუ იყიდი ალბათ, არვიცი თუ არის ინტერნეტში.

Posted by: moonbayer Nov 30 2009, 12:24 AM

ირმა
ადრე დავინახე ესე 1 წლის უკან საბანი მახურია მთქლიანად თავზეც და ვიძინებ და შუა საბანში უცებ დავინახე გაელვება გძეტა 10 სანტიმეტრზე გაიელვა თეთრი იყო ეს დაახლოებით სხვა რამის გაელვება სინაღთლე და ესეთი რაღაცეები გამორიცხულია.. მაგარი შემეშინდა და მერე კიდევ დამემართა ამის მერე საბნის ქვეშ მთქლიანად განათდა ყვეაფერი თეთრად biggrin.gif გამოშტერებული ვიყავი ისე შემეშინდა საბნიდან თავი გამომეყო თუარა და გავნძრეულიყავი იმას ვფიქრობდი biggrin.gif

Posted by: ირმა Nov 30 2009, 12:27 AM

moonbayer

QUOTE(moonbayer @ 30th November 2009 - 01:24 AM) *
გამოშტერებული ვიყავი ისე შემეშინდა საბნიდან თავი გამომეყო თუარა და გავნძრეულიყავი იმას ვფიქრობდი

ახ, რამდენი ვიცინე, შენ გაიხარე laugh.gif kiss1.gif

Posted by: moonbayer Nov 30 2009, 12:29 AM

ირმა
biggrin.gif მეეე ისე შემეშინდააააააააა biggrin.gif

Posted by: ირმა Nov 30 2009, 12:35 AM

moonbayer
laugh.gif

ისე საშიში არაფერია, თუ ველი, ან აურა დაინახე, არ შეშინდე. თუმცა ბევრს ეშინია პირველად, გამიგია. წარმოიდგინე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც აურას კი არა შინაგან ორგანოებს ხედავენ. წარმოიდგინე რომ დაინახო გული, როგორ ცემს. არსებობენ ასევე, რომ ხედავენ რაღაც სულებს, ხოო იქ ბევრს ეშინია.

Posted by: moonbayer Nov 30 2009, 12:41 AM

ირმა

QUOTE(ირინი @ 30th November 2009 - 12:35 AM) *
ისე საშიში არაფერია, თუ ველი, ან აურა დაინახე, არ შეშინდე. თუმცა ბევრს ეშინია პირველად, გამიგია. წარმოიდგინე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც აურას კი არა შინაგან ორგანოებს ხედავენ. წარმოიდგინე რომ დაინახო გული, როგორ ცემს. არსებობენ ასევე, რომ ხედავენ რაღაც სულებს, ხოო იქ ბევრს ეშინია.

არაა ჩემი თავი რომ დავინახე ცეცხლში იმის არ შემშეინებია smile.gif სულების შეიძლება შემეშინდეს მაგრამ სად უცებ რომ გაიელვებს და მოულოდნელობის ეფექტი რომ არსი smile.gif და სად როცა კვირდები ველს და აურას smile.gif ცემი აზრით გაელვება უფრო საშიშია biggrin.gif

Posted by: ირმა Nov 30 2009, 12:46 AM

moonbayer
ხოო, მოულოდნელობაა ყველაზე საშიში. როცა არ მოელი და უცებ დაინახავ. smile.gif

Posted by: moonbayer Dec 26 2009, 03:02 AM

xalxo mishvelet ra. zalian gtxovt exla viweqi da vfiqrobdi ragacaze tan naushnikebshi musikas vusmendi musikas da fiqrebshi var gartuli am dros shublze mawveba ragaca cotati metqvi sabani mefareba an ragaca mere gazlierda gegoneba titit gawveba vigaca mesame tvalzeo mere vifrzeni mesame tvali sadacaa im adgilas daaxloebit tvalis xela wertili shegrzneba iyo uchveulo sizmime da gegoneba gibujdebao ragacao mere gazlierda me mivxvdi rom ragaca xdeboda mesame tvaltan dakavshirebit da tvalebi davxuche da koncentrireba movaxdine mag adgilas magram shublze isev mawveboda da tvalebis daxuchvis dros tvalebi mimozravebda tavisit anu koncentracia ver movaxdine iseti zlieri shegrzneba iyo mesame tvalisgan tan. mere talga avida da vigrzeni rogoraa chemi tvini gayofili or nawilad mesame tvalis shuashi es imit rom am talgam iq sheaxwia. mishvelet ra sheizleba kargad ver avgwere prosta dabneuli var...

Posted by: moonbayer Dec 26 2009, 03:20 AM

xalxoo exla isev vwevar da cotati isev vigrzeni patara ragaca mesame tvaltan; koncentracia gavukete tvalebi davxuche da winaze ra shegznebebi mqonda iseni mivushvi shublamde da amtkivda mesame tvalis adgili marcvlidan daiwyo da tvaliz xelaze gaizarda tkivili tvalis garshemo radiusi gaiketa sadac dabijebas grnob xolo centrshi sadac tvalia simzimes
mere vfiqrobdi rom minda mesame tvali gavxsna da koncentrirebas vaxdendi am wertillze wertili diddeboda mzimdeboda da dabujebis arealic izrdeboda. magram gavanebe tavii. isee mesame tvalis midamoebshi tkivils exlac vgrznob

Posted by: ირმა Dec 26 2009, 11:31 AM

moonbayer

გაჩერდი, ნუ ცდილობ მესამე თვალის ძალით ახელას, არ შეიძლება, შეიძლება რამე პრობლემა შეგიქმნას. ნელა-ნელა უნდა. წარმოიდგინე დღეს რომ ვარჯიში დაიწყო და ორი თვე ივარჯიშო და ორ თვეში აურის კარგი ხედვა გქონდეს, ასე ნელე-ნელა.
გაფრთხილდი, შემაშინა შენმა გრძნობებმა, შეეცადე ცოტა ხანს აღარ იფიქრო მესამე თვალზე kiss1.gif

Posted by: moonbayer Dec 26 2009, 11:38 AM

ირმა

QUOTE(ირინი @ 26th December 2009 - 11:31 AM) *
გაჩერდი, ნუ ცდილობ მესამე თვალის ძალით ახელას, არ შეიძლება, შეიძლება რამე პრობლემა შეგიქმნას. ნელა-ნელა უნდა. წარმოიდგინე დღეს რომ ვარჯიში დაიწყო და ორი თვე ივარჯიშო და ორ თვეში აურის კარგი ხედვა გქონდეს, ასე ნელე-ნელა.
გაფრთხილდი, შემაშინა შენმა გრძნობებმა, შეეცადე ცოტა ხანს აღარ იფიქრო მესამე თვალზე

მაგიტო გავჩერდი.. დგეს გავიღვიძე და ისევ ვრგძნობ იმ ადგილას "დირკას" ოღონდ სუსტად.. კიდევ სიცივეზე რეაგირებს მაგ. შეიძლება მოგიბეროს შუბლზე სიცივე მთელ შUბლზე თუ იგრძნობ სიცივეს იმ ადგილას უფრო მეტს გრძნობ... და მაგით ვხვდები რო ისევ არის რაღაცა მანდ.. რა სავარჯიშოები გავაკეთო? არადა გრძნობებ ძალიან ნაცნობია თითქოს მანამდეც მქონია 2 ჯერ 3 ჯერ ამ ადგილას.. არ ვიცი რა.. საერთოდ რა ხდება.. ეს სავარჯიშო შენ რაც დაწერე ადრე ერთხელ გავაკეთე და არაფერი გამოვიდა საერთოდ.. მესამე თვალი ახელილი კი არა საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი.... ქვეცნობიერად ხომ არ არის რამე? თან მანამდე ძველი სიზმრები გამახსენდა....

Posted by: moonbayer Dec 26 2009, 11:42 AM

წარმოიდგინეთ რო 1 კილოიანი შარიკი თვალის ხელა დაგკიდონ შუბლზე და გრძნობდე არაფერი არ იჭერს და გეშინოდეს რომ ჩამოვარდეს biggrin.gif.და კიდე რომ ამ სიძიმეს შენ ატარებ biggrin.gif. ისე შეგრძნება ძალიან ძალიან ძLიერი... და მაგიტო გამიჩნდა კითხვები..
მგონია ქვეცნობიერიდან მოდის რაღაცეებიი.. იმიტომ რომ ვარჯიშის დროს არაფერი საერთოდ არაფერ გამომივიდა... საერთოდ რა ხდება და რატო ხდება ვერ გავიგე..

Posted by: Atman Dec 26 2009, 11:45 AM

moonbayer

ნუ ცდილობ ნურაფერს, თავისით მოვა როცა დრო იქნება. და ნუ გგონია რომ გახსნილი არაა მესამე თვალი. უკვე გახსნილია, უბრალოდ შენ გინდა რაღაცეები კონკრეტულად დაინახო, აურები და ცისარტყელები biggrin.gif

ნურც კონცენტრაციას გააკეთებ და ნურც შეეწინააღმდეგები. მიუშვი თავის ნებაზე და მიენდე...

Posted by: moonbayer Dec 26 2009, 11:46 AM

არადა მეგონა რომ არიქა ბოროტი სულები დამესხნენ თავს თქო და ვიგრძენი თქო და გადმოვხტი საბნიდან აბა თუ დავინახავთქო biggrin.gif ჰაჰაჰ რა ტიპი ვარ biggrin.gif biggrin.gif laugh.gif laugh.gif

Posted by: moonbayer Dec 26 2009, 11:50 AM

Atman

QUOTE(atman @ 26th December 2009 - 11:45 AM) *
ნუ ცდილობ ნურაფერს, თავისით მოვა როცა დრო იქნება. და ნუ გგონია რომ გახსნილი არაა მესამე თვალი. უკვე გახსნილია, უბრალოდ შენ გინდა რაღაცეები კონკრეტულად დაინახო, აურები და ცისარტყელები

ნურც კონცენტრაციას გააკეთებ და ნურც შეეწინააღმდეგები. მიუშვი თავის ნებაზე და მიენდე...

არა არაფერი ისეთი პროსტა ხანდეხან დირკა რო გაქვს შუბლში და რო გრძნობ ტეხავს biggrin.gif
ეგრე არ მყავდა? biggrin.gif რას ვიფიქრებდი მე და მესამე თვალი? თქო? რა სისულელეა თქო..
კი მინდოდა ცისართყელების დანახვა და აურების აგრამ biggrin.gif ვერაფერიც ვერ დავინახე biggrin.gif

Posted by: Atman Dec 26 2009, 11:51 AM

moonbayer

ყველაფერი ილუზიაა! და თან ყველაფერი რეალობაა wink.gif

Posted by: ირმა Dec 26 2009, 12:01 PM

moonbayer
ჩქარობ wink.gif
შეეცადე რამე სხვა დაიწყო, არვიცი რა გაინტერესებს, თუ მაგალითად მუსიკა გაინტერესებს, შეეცადე ჩაუჯდე ან სპორტი რომელიმე, ან სხვა რამე, ახლა აზრი გადაიტანე სხვა თემაზე და აღარ იფიქრო საერთოდ მესამე თვალზე. ამ მოქმედებით მერე როცა მესამე თვალის სავარჯიშოებს დაუბრუნდები(მგონი ჯობია რამდენიმე თვის მერე) უფრო მეტი ენერგია გექნება. ახლა აღარ გააგრძელო wink.gif

Posted by: moonbayer Dec 26 2009, 12:04 PM

ირმა

QUOTE(ირინი @ 26th December 2009 - 12:01 PM) *
ჩქარობ
შეეცადე რამე სხვა დაიწყო, არვიცი რა გაინტერესებს, თუ მაგალითად მუსიკა გაინტერესებს, შეეცადე ჩაუჯდე ან სპორტი რომელიმე, ან სხვა რამე, ახლა აზრი გადაიტანე სხვა თემაზე და აღარ იფიქრო საერთოდ მესამე თვალზე. ამ მოქმედებით მერე როცა მესამე თვალის სავარჯიშოებს დაუბრუნდები(მგონი ჯობია რამდენიმე თვის მერე) უფრო მეტი ენერგია გექნება. ახლა აღარ გააგრძელო

კარგი ესე გავაკეთებ smile.gif

Posted by: ირმა Dec 26 2009, 12:15 PM

moonbayer
good.gif bigarmhug.gif bigarmhug.gif bigarmhug.gif kiss1.gif

Posted by: mata Dec 26 2009, 03:12 PM

moonbayer

ძალიან საინტერესოა შენი ამბებიიი.... მასეთ დროს ეცადე გაუღიმო შენს თავს. მე მჯერა, რასაც ამბობ... მთლად ისე ვერ გადმოსცემ როგორც იყო, მაგრამ არც არის საჭირო ....

რავიცი მეც გირჩევ თავს ძალა არ დაატანო...სურვილები ეგეთ რამეებზე ცუდად მოქმედებს(ანუ, იმის სურვილი, რომ აურა ან რამე სხვა დაინახო... ეგ უკვე შენი სურვილია) ... ასე რომ სურვილების გარეშე იმოქმედე, მაგ მხრივ. პრინციპში მოსახდენი მოხდება მაინც და დასანახს დაინახავ ადრე თუ გვიან.

ღმერთი შენს მიმართ კარგად არის განწყობილი l_daisy.gif

გეტყობა, რომ გულწრფელი ადამიანი ხარ და კეთილი.... ეგ სწორედ ის დიადი თვისებებია, რაც მაგისთვის არის საჭირო.
აბა ჰე დანარჩენი შენ იცი wink.gif


Posted by: ირმა Jan 19 2010, 08:46 PM

„ვერცხლი ხელს უწყობს, ეგრეთ წოდებული, "მესამე თვალის" გახსნას და ადამიანის მიერ ზებუნებრივი უნარების გამოვლენას.“

http://zodiaqo.blogspot.com/2009_10_01_archive.html

Posted by: miriani1987 Jan 26 2010, 04:49 PM

ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი.......................................

Posted by: moonbayer Mar 17 2010, 01:00 PM

chemtan shuqi wavida da santelze vvarjishobdi da ra unda dainaxos adamianma? me magalitad santlis alis garshemo 5 6 sm ian burus vxvedav gegoneba tavisi aura aqvso da amas unda vxedavde? tu yvela xedavs?

Posted by: mata Mar 17 2010, 01:10 PM

moonbayer
წესით დიდი ხნის ყურების შემდეგ ცეცხლი საერთოდ უნდა გაქრეს ... უნდა გააგრძელო კიდევ ყურება

Posted by: moonbayer Mar 17 2010, 01:14 PM

mata
cecxli ki ar gaqra ra mouvida ici? cecxlis garshemo gachnda burusi 5 6 sm is xela mis garshemo.
cecxli rato unda gaqres?

Posted by: moonbayer Mar 17 2010, 01:18 PM

mata
rogor unda vuyuro? dashoreba ramdeni unda iyos da fokusirebuli unda mqondes mxedveloba?

Posted by: mata Mar 17 2010, 01:36 PM

moonbayer

ციტატა(moonbayer @ 17th March 2010 - 02:14 PM) *
cecxli rato unda gaqres?

ეგ არის მაგ სავარჯიშოს მიზანი... ცეცხლი უნდა გაქრეს სართოდ, იქამდე უნდა უყურო.
ციტატა(moonbayer @ 17th March 2010 - 02:18 PM) *
rogor unda vuyuro? dashoreba ramdeni unda iyos da fokusirebuli unda mqondes mxedveloba?


მაქსიმალურად მოეწყე და მოხერხებულად დაჯექი... არ არის აუცილებელი გაშეშდე და გაირინდო... შეგიძლია თავი ატრიალო და სახვადასხვა კუთხიდან უყურო (ანუ დიდხანს რომ გაძლო მაგისთვის)
ერთი მიმართულებით უყურე იმდენ ხანს, სადამდეც შეძლებ მერე შეცვალე მიმართულება და ა.შ. სადამდეც გაქაჩავ.
ნელნელა მიხვდები, რომ ერთ მიმართულებაში უფრო დიდხანს ჩერდები და ასე გაზრდი დროს ავტომატურად. მთავარია არ დაიძაბო... თუ მეტი აღარ შეგიძლია დაისვენე ცოტა და მერე გააგრძელე.
ყურების შემდეგ ხელის გულების ქვედა ნაწული მიიფარე თვალებზე და ცოტა ხანი ასე დაასვენე თვალები 1 - 2 წუთი მაქსიმუმ.
ფოკუსი სწორდება მაშინ როცა თვალს ახამხამებ. რაც უფრო ნაკლებჯერ დაახამხამებ მით უკეთესი. უნდა ეცადო არ დაახამხამო თვალი

Posted by: mata Mar 17 2010, 01:39 PM

მანძილს არა აქვს დიდი მნიშვნელობა ... დაახლოებით 50-100 სმ ... რავიცი მეტიც შეიძლება

როგორც გირჩევნია შენ

Posted by: moonbayer Mar 17 2010, 01:45 PM

mata
nu gasagebia da ro gaqreba es ras movcems? biggrin.gif

Posted by: mata Mar 17 2010, 01:51 PM

დაინახავ, რომ ცეცხლი არ არსებობს biggrin.gif

Posted by: Simulated Mar 21 2010, 12:15 AM

QUOTE(mata @ Mar 17 2010, 01:51 PM) *
დაინახავ, რომ ცეცხლი არ არსებობს biggrin.gif

პასუხი იყო უმაგრესი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vano kazbegi Apr 11 2010, 11:53 PM

დაბადებიდან დღემდე ვხედავ მესამე თვალს მაგრამ ამდენც რომ ვარჯიშობენ და დაინახო მესამე გონებით თვალი შეუძლებელია.
უნდა ყავდეთ სულიერი მასწავლებელი რომ მიაღწიო იმას რასაც ვერავინ აღწევენ . მარტო თვითნებურად რომ შეასრულო და დაინახო მესამე თვალი საშიშია ჯანმრთელობისთვის და თქვენი ოჯახისთვის . ამიტომ შემოვედი ამ ფორუმზე რომ მეთქვა სიმართლე . უმეტეს ქალები ავადდებიან და ფსიქოლოგიურად ადამიანმა შეიძლება თქვენში დაინახოთ არანორმალური პიროვნება და ა.შ.
მესამე თვალი სამკუთხედში ანდა რომბში და ლამაზი და მშვიდი სანახაობები და წინასწარი მოსალოდნელი ცუდი და კარგი ამბის ამოცნობა , ხმის გაგონება და სულების დანახვა და ა.შ. მესამე თვალი თუ გინდა რომ შენში იყოს თუ დაიცავ საიდუმლოება და არ იქნები ამ ქვეყნიურისთვის მოყვარული მხოლოდ საკუთარ მეობაში და არა ბევრსა საუბრობდე არამედ იყოს მდუმარე თუნდაც რომ შენი საყვარელის ადამიანის სიკვდილიც კი ამოიცნო - ესეთი მოსალოდნელი არც უნდა ამხილო.
ისე თუ ვინმეს ააქვს მესამე თვალი თვითნებურად ნავარჯიშევი - სატანაა და მაცდურია
ეს არის პირველი გზა და მოთბინე და ღმერთან საუბარი.

Posted by: vano kazbegi Apr 11 2010, 11:56 PM

P.S არ ცოდნა არ ცოდვაა და ჯობია არ იცოდე მომავალი და მოსალოდნელი დღეები.

Posted by: tikoroma Apr 12 2010, 01:05 AM

vano kazbegi
არ ცოდნა უკვე ცოდვაა. smile.gif

ცოტა გასაგებად დაწერდე, კარგი იქნება. უცნაური ქართულით წერ smile.gif

კეთილი იყოს შენი პოსტი ფორუმზე welcomeani.gif

Posted by: moonbayer Apr 12 2010, 02:17 AM

QUOTE(davithet @ 11th April 2010 - 11:53 PM) *
ისე თუ ვინმეს ააქვს მესამე თვალი თვითნებურად ნავარჯიშევი - სატანაა და მაცდურია

შეიძLება.. რატომღაც საერთოდ არ მიჩნდება შეკითხვები ამ პოსტან დაკავშირებით... გეთანხმები რაც დაწერე იმაში..
QUOTE(davithet @ 11th April 2010 - 11:56 PM) *
უნდა ყავდეთ სულიერი მასწავლებელი რომ მიაღწიო იმას რასაც ვერავინ აღწევენ

ეჰჰ ეს სსულიერი მასწავლებელი ყველა მაგას მეუბნება მაგრამ რომ არ მყავს?

Posted by: jgvenza Apr 12 2010, 10:51 AM

moonbayer
ყველაზე დიდი მასწავლებელი უფალია მუნბაიერ! wink.gif

Posted by: Atman Apr 12 2010, 05:45 PM

jgvenza

QUOTE(jgvenza @ 12th April 2010 - 10:51 AM) *
ყველაზე დიდი მასწავლებელი უფალია მუნბაიერ!


ხო, მაგრამ ვისაც გონია უშუალოდ უფალს ვემსახურები და მისი მოსწავლე ვარო, საკუთარ "ცრუ ეგოს" ემსახურება smile.gif

ამიტომაც ამბობს კრიშნა: ჩემი მსახურია ის, ვინც ჩემი მსახურის მსახურის მსახურის მსახურის მსახურის... მსახურია smile.gif

იესოც ამბობს: "ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით" (ზუსტი ტექსტი არ მახსოვს). აქ თავის თავში მოძღვარს გულისხმობს.

Posted by: jgvenza Apr 12 2010, 08:15 PM

Atman
smile.gif

QUOTE(atman @ 12th April 2010 - 05:45 PM) *
ხო, მაგრამ ვისაც გონია უშუალოდ უფალს ვემსახურები და მისი მოსწავლე ვარო, საკუთარ "ცრუ ეგოს" ემსახურება

ჯერ საკუთარი ცრუ ეგო უნდა უარყო.. ისე უფალს შეიძლება ემსახურო ნებისმიერი გზით.მაგალითად ერთი წმინდანი იყო მართლმადიდებელი, სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, მაი ფოლზ! მაჰმადიანებმა დაატყვევეს და ერთ მუსლიმთან მოხვდა მონად.. მთელი ცხოვრება უდრტვინველად ემსახურებოდა თავის "პატრონს", ნებისმიერ საქმეს ზედმიწევნით და გულით აკეტებდა, იმდენად გააოგნა თავისი "ბატონი" ამ მორჩილებით , რომ მან კითხა, კი მაგრამ ამ ურჯულო კაცს ესე პატიოსნად და მორჩილად როგორ მემსახურები, შენ ხომ ქრისტიანი ბერი ხარო? მე შენ არ გემსახურები, მე ქრისტეს ვემსახურებიო უთხრა ბერმა. ამ პასუხმა იმდენად გააოცა ეს მუსლიმი კაცი, რომ მან სულ სხვაგვარად დაუწყო თავის მონას ყურება, როგორც ბრძენს და უკვე მას ეკითხებოდა ჭკუას. ამის მერე ბევრი ადამიანი ქრისტიანობაზეც მოიქცა და ამ ბერის სიკვდილის შემდეგ , მის საფლავს, როგორც წმინდა ადამიანისას ისე ექცეოდნენ.

Posted by: Atman Apr 12 2010, 08:21 PM

jgvenza

QUOTE(jgvenza @ 12th April 2010 - 08:15 PM) *
ჯერ საკუთარი ცრუ ეგო უნდა უარყო..


ჰოდა საკუთარი ეგო რომ უარყო, მაგისთვისაა საჭირო მოძღვარი. მაგ ისტორიაში მაგ კაცს ან ახალგაზრდობაში ან წინა ცხოვრებაში ეყოლებოდა ალბათ მოძღვარი. ან უშუალო მოძღვრად ქრისტე ყავდა (და მისი მცნებები) ეს უკანასკნელი კი ძალიან რთული გასაკეთებელია მითუმეტეს ზედმიწევნით და ცოტა წმინდანს თუ შეეძლო ამის გაკეთება, ასეთი მაგალითი ფრაცისკო ასიზელიცაა.

Posted by: jgvenza Apr 13 2010, 01:01 AM

Atman
კი ასეაwink.gif სერაფიმე საროველი იმეორებდა ხშირად-უარყავით მე და მოიხვეჭეთ სულიწმინდა! (რუსულად უფრო კარგად ჟღერს, უფრო გადმოსცემს არსს სიტყვათა..)

Posted by: erekle Apr 15 2010, 02:25 AM

მე ვხედავ შავ თეთრ წერტილებს
სულლ მაგრამ ეს ხელს არ მიშლის არაფერში
შემიძლია თვალ წინ რაც მინდა ის დავიყენო(დავინახო)და ეს რამეს ნიშნავს? არ მგონია
ალბათ რასაც ვამბობ ყველა ადამიანი აკეტებს მაგას
და ვარჯიში დროს მნიშვნელობა აქვს?
დღეში რამდეჯერ უნდა ვაკეთო
მოკლედ ახალი ვარ და კველაფერი ამიხსენით თუ შეგიძლიათ
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: moonbayer Apr 15 2010, 12:44 PM

ეგ დროც მოვა მალე, რომ ადამიანები გაიხსენებენ წინა ცხოვრებებს, უფრო მეტსაც გეტყვი მალე უხილავ არსებების და სამყაროების ხილვითი უნარებიც ჩაირთვება მასიურად ადამიანებში, მარა ერთი რამ შექმნის უარეს პრობლემას ვიდრე შენ ეხლა გაქვს... მოუმზადებლობა ამისადმი, ხალხს დიდ პანიკაში ჩააგდებს... წარმოიდგინე რომ ყველა შენს წინა ცხოვრებებს გაიხსენებ და როდის რა "უჟასი" გადაგხდენია იმასაც, როგორ ხასიათზე დადგები ამას წამოდგენითაც მიხვდები, ისიც შესაძლოა რომ შენი ძაან ახოლო ნათესავი წინა ცხოვრებაში სულ სხვა როლში იყო და იმის წინაში კიდევ სულ სხვა... იმდენი რამე დაატყდება ადამიანს ამ დროს თავს, რომ ინატრებს ნეტავ არ მახსოვდეს და ნელ ნელა ნაბიჯ ნაბიჯ გავცნობიერდეო... ეხლა ამას ის არაცნობიერად გასხნილი ხილვებიც რომ დაამატო და ათასნაირი უხილავი არსებები თუ სულები დაინახო, თან ადამიანთა აზრები გესმოდეს და მათი აურის ფერების ორომტრიალში დემონური არსებები გიღრენდენ, მერე ის სხვა ასე არეული ადამიანები წარმოიდგინე და ყველაფერს ერთად თუ გაუძლებს რაც არ უნდა ძლიერი პიროვნება იყოს მაშინ ცნობიერად კაი მომზადებული ყოფილა წინასწარ...
სწორედ ესაა ეხლა ანტიქრისტეს მიზანი, რომ არაცნობიერად ნაჩქარევად გაუხსნას ეს უანრები და ამით ხელში ჩაიგდოს კაცობირობის დიდი ნაწილი(დასავლეთში კურსებიც არსებობს უკვე, ერთ კვირაში უხსნიან)...

Posted by: erekle Apr 15 2010, 07:07 PM

რომ ვარჯიშობთ ...
რამე შედეგს მიაღწიეთ?
ვაფშე და ეს ყველაფერი სიმართლეა?
ქრისტიანმა ადამიანმა უნდა იჯეროს ეს ყველაფერი?

Posted by: Atman Apr 15 2010, 07:23 PM

erekle

QUOTE(webmaster @ 15th April 2010 - 07:07 PM) *
რომ ვარჯიშობთ ...
რამე შედეგს მიაღწიეთ?
ვაფშე და ეს ყველაფერი სიმართლეა?
ქრისტიანმა ადამიანმა უნდა იჯეროს ეს ყველაფერი?


ქრისტიანი თუ ხარ იმუშავე "გულის ჩაკრაზე". სხვა ყველაფერი დაივიწყე, რეალური კია მაგრამ სისულელეა wink.gif

Posted by: steward May 13 2010, 07:23 PM

საერთოდ ვიზუალური სავარჯიშოები ნაკლებად ეფექტურია და რატომ, იმიტომ რომ ეს ფიზიკური თვალისთვის არის განკუთვნილი, ხოლო მესამე თვალი ფიზიკურ დონეზე არ არსებოს, ის ხედავს და ამჩნევს არამატერიალურს, ხოლო ის სავარჯიშოები რომლებსაც დიდი ხანი უნდა უყურო, ეგ თვალისთვის კი არ არის არამედ გონებრივი დატვირთვა აქვს რომ თუ აიძულე ერთ წერტილს უყურო დიდ ხანს ეს გამოგიმუშავებს უნარს რომ ყურადღების კონცენტრაცია მოახდინო ზუსტად, რაც აუცილებელია ასეთ რამეებში, აქ მთავარია აზროვნების და ცნობიერების კონცენტრირება თორემ ის რომ მერე ან წერტილი გაქრება და ვეღარ ამჩნევ ეს ისეთივე ილუზიაა როგორიც ფიზიკური მხედველობა, მხედველობა კი მოჩვენებითია, ხოლო მესამე თვალის სტიმულირება პირველ რიგში ხდება თვალების დახუჭვით, რადგან გარეგანი ზემოქმედება სეწყვიტო და აამუშავო შინაგანი უზუსტესი მხედველობა და აღქმა, ეს დაახლოებით რადარივით არის, მას არ აქვს ლინზა და არც ფოკუსი, ის შეიგრძნობს და აღიქვამს ვიდრე ხედავს, იგივე მე 6 ჩაკრა "აჯნა" რაც არის ცოდნის წყარო, იმიტომ რომ ის უტყუარია, რაც შეეხება მის ფუნქციონირებას, ადამიანი ამისთვის თუ მზად არ არის ჯობია საერთოდ არ იხუმროს, და ცნობისმოყვარეობაც მოთოკოს, ამისათვის საჭიროა რომ მომდევნო 5 ჩაკრა იყოს ნორმალურად ფუნქციონირებადი, ტორემ გამოუცდელის ხელში ამას ისეთივე ეფექტი ექნება, როგორიც იარაღს ბავშვის ხელში, ამის შემდეგ ხდება ადამიანის გვირგვინის გახსნა და ადამიანი შედის სამოთხეში, სამოთხე არის იდეალური მდგომარეობა და აღქმა და არა ადგილი, 7 ჩაკრა, სამ-ოთხე, ასოებიჩ 7 ია და ციფრების ჯამიც, არის გამონათქვამიც ხორციელად შევიდა სამოთხეშიო, დიახაც ეს შესაძლებელია თუ ადამიანმა მოახერხა და გახსნა 7ვე ჩაკრა, ამ მდგომარეობას ბუდიზმში ნირვანა ქვია, იგივე გასხივოსნება... და ეს სრულიად შესაძლებელია, სულაც არ არის საჭირო სამოთხის მისაღწევად სიკვდილი დამიჯერეთ, ფიზიკურ დონეზეც მიღწევადია ეს.......

Posted by: gio.geoo Sep 14 2010, 09:55 PM

წერტილზე უფრო ეფექტური სავარჯიშო სანთელზე სრულდება wink.gif wink.gif

Posted by: ირმა Sep 15 2010, 06:31 AM

gio.geoo

QUOTE(gio.geoo @ 14th September 2010 - 10:55 PM) *
წერტილზე უფრო ეფექტური სავარჯიშო სანთელზე სრულდება

მე მიყვარს სანთელი და სანთელზე ვაკეთებ.
ძალიან კარგია... თუ არ გამოგდის, არაუშავს. ეს სავარჯიშო ძალიან ბევრის მომცემია.
მაგ: ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, რომ მქონდა რაღაც უამრავი რამ გასაკეთებელი, უფრო გადასაწყვეტი. გამიკეთებია სავარჯიშო და უცებ გონებაში რაღაც (აი ფოტოაპარატი რომ გაიელვებდა ისეთი) ნათება მომსვლია და ვიცოდი რა უნდა მექნა ამა თუ იმ სიტუაციაში.
მესამე თვალის ახელა არ უნდა ვიჩქაროთ, შეიძლება ამისთვის არ ვართ მზად. ადამიანი ჯერ უნდა მოემზადოს. მაგ: აეხილა მესამე თვალი და დაიწყო მის გვერდით სულების ხედვა, შეიძლება გაგიჟდეს შიშით. ამიტომ ყველას ვეტყოდი გააკეთოს მსგავსი სავარჯიშოები, მაგრამ მოემზადოს ფსიქოლოგიურად.

Posted by: ialoni Sep 15 2010, 06:02 PM

moonbayer

QUOTE(moonbayer @ 15th April 2010 - 12:44 PM) *
სწორედ ესაა ეხლა ანტიქრისტეს მიზანი, რომ არაცნობიერად ნაჩქარევად გაუხსნას ეს უანრები და ამით ხელში ჩაიგდოს კაცობირობის დიდი ნაწილი(დასავლეთში კურსებიც არსებობს უკვე, ერთ კვირაში უხსნიან)

და ანტიქრისტე რეალურად როგორ წარმოგიდგენიათ?

Posted by: gio.geoo Sep 15 2010, 07:17 PM

QUOTE(ირმა @ Sep 15 2010, 06:31 AM) *
gio.geoo

მე მიყვარს სანთელი და სანთელზე ვაკეთებ.
ძალიან კარგია... თუ არ გამოგდის, არაუშავს. ეს სავარჯიშო ძალიან ბევრის მომცემია.
მაგ: ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, რომ მქონდა რაღაც უამრავი რამ გასაკეთებელი, უფრო გადასაწყვეტი. გამიკეთებია სავარჯიშო და უცებ გონებაში რაღაც (აი ფოტოაპარატი რომ გაიელვებდა ისეთი) ნათება მომსვლია და ვიცოდი რა უნდა მექნა ამა თუ იმ სიტუაციაში.
მესამე თვალის ახელა არ უნდა ვიჩქაროთ, შეიძლება ამისთვის არ ვართ მზად. ადამიანი ჯერ უნდა მოემზადოს. მაგ: აეხილა მესამე თვალი და დაიწყო მის გვერდით სულების ხედვა, შეიძლება გაგიჟდეს შიშით. ამიტომ ყველას ვეტყოდი გააკეთოს მსგავსი სავარჯიშოები, მაგრამ მოემზადოს ფსიქოლოგიურად.


დავამატებდი.. მესამე თვალს დიდი ძალა აქვს.. ამიტომ ადამიანი უნდა დაფიქრდეს რაში აწყობს მესამე თვალი (რადგან გაუცნობიერებლად შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვას, საბოლოო ჯამში თქვენ დაზარალდებით)

Posted by: Beqa CHarbadze Nov 11 2010, 02:16 PM

გამარჯობათ. ეს ჩემი პირველი პოსტია.
რაღაც მინდა გკითხოთ ეს რაარის:
მაგალითად თითს თუ დავხედავ მის გარშემო ვხედავ დაახლოებით ერთი მილიმეტრის სისქის როგორ გითხრათ გამჭვირვალე ჰაერს (არა ჰაერი ისედაც გამჭვირვალეა biggrin.gif) აი მაგალითად ცეცლის ალს რომ ჩრდილი აქვს რაღაცნაირი. აი მაგას ვხედავ.
თუ დავაკვირდები ნახევარი წუთით მაგალითად ამ ერთ მილიმეტრიან ხაზს ემატება დაახლოებით 1-1,5 სანტიმეტრიანი ბურუსივით რაღაც, სინათლე?!
და კიდევ თუ გავაგრძელებ დაკვირვებას მაშინ ვხედავ რომ ამ 1 მილიმეტრიანი ხაზიდან ჩნდება ლურჯი ან იასამნისფერი (ვერ გავარკვიე) ფერი, და ეს ვრცელდება იმ 1-1,5 სანტიმეტრიან ბურუსზე. ხანდახან მწვანეა.
რას ნიშნავს ეს მანტერესებს.


და რაღაც ვერ გავიგე, ამ თემაში ერთი ნაწილი მესამე თვალს განიხილავს და სავარჯიშოებს დებს მეორე ნაწილი ანტიქრისტეს?
ანუ ამ სავარჯიშეოების გაკეთება შეიძლება თუ არა? და როგორ ვიშოვოთ მასწავლებელი?


Posted by: td......... Nov 11 2010, 05:50 PM

Beqa CHarbadze

QUOTE(woodlandelven @ 11th November 2010 - 02:16 PM) *
1 მილიმეტრიანი ხაზიდან ჩნდება ლურჯი ან იასამნისფერი (ვერ გავარკვიე) ფერი, და ეს ვრცელდება იმ 1-1,5 სანტიმეტრიან ბურუსზე. ხანდახან მწვანეა.
რას ნიშნავს ეს მანტერესებს.

კეთილი იყოს შენი პირველი პოსტი ამ ფორუმზე, ის რასაც ხედავ შენი აურაა..smile.gif ისე არ გიცდია სხვა ადამიანს დააკვირდე, შეიძლება სხვისი აურის დანახვაც შეგიძლია..smile.gif

QUOTE(woodlandelven @ 11th November 2010 - 02:16 PM) *
ანუ ამ სავარჯიშეოების გაკეთება შეიძლება თუ არა? და როგორ ვიშოვოთ მასწავლებელი?


მე არ გირჩვედი ასე ხელარებით მესამე თვალის გახსნაზე ვარჯიშების გაკეთებას.. შეიძლება ზიანი მიაყენო საკუტარ თავს.. მასწავლებლის საძიებლად კი პირველ რიგში იმის გადაწყვეტაა საჭირო თუ რისთვის გინდა მასწავლებელი და მერე მთელი გულით ამის მონდომება.. მერე გამოჩნდება გზა და მასწავლებელსაც ნახავ..smile.gif

Posted by: starscream Nov 11 2010, 11:00 PM

""მე არ გირჩვედი ასე ხელარებით მესამე თვალის გახსნაზე ვარჯიშების გაკეთებას.. შეიძლება ზიანი მიაყენო საკუტარ თავს.. მასწავლებლის საძიებლად კი პირველ რიგში იმის გადაწყვეტაა საჭირო თუ რისთვის გინდა მასწავლებელი და მერე მთელი გულით ამის მონდომება.. მერე გამოჩნდება გზა და მასწავლებელსაც ნახავ..""

საერთოდ გეთანხმები მაგრამ ამ ბოლო დროს დავფიქრდი და თუ ადამიანს წინა ცხოვრებიდან გამოყვა ჩემი აზრით მზადაა აკეთოს სავარჯიშოები.. საქმე თავის თავის დაღუპვაში კი არა აზრების კონტროლშია მისი გახსნის მერე შენი აზრები შეიძლება შესრულდეს და ამას კონტროლი უნდა..
ეგ იწვევს ალბათ მერე დაღუპვას..

Posted by: Beqa CHarbadze Nov 11 2010, 11:28 PM

გეთანხმები,
წეღან მეგობარმა მირჩია რამპას წიგნი You Forever. თვალი გადავავლე და ძალიან საინტერესო მასალაა. სავარჯიშოებიან ყველაფრიანად.
აქაც არის თუ არ ვცდები თემა გახსნილი რამპაზე. თუნდაც რამპა და სხვა დიდი ავტორები რატომ წერდნენ და წერენ მაშინ წიგნებს თუ ამ წიგნებში არსებული მასალა დაღუპავს ადამიანს. მე მგონია რომ ეს ალბათ პირიქით ხელს შეუწყობს პიროვნების განვითარებას და მის სულიერად აღმასვლას. რავი ჩემი აზრი ასეთია.
მაგრამ აი თუნდაც იმ მესამე თვალს როგორ გამოიყენებ ეგ სხვა საკითხია

და ისე რა უნარები შეუძლია შესძინოს ადამიანს მესამე თვალმა?

პ.ს. ეხლა გამახსენდა რამპასაც უწერია რაღაც მასწავლებლებზე

Posted by: starscream Nov 11 2010, 11:39 PM

ბევრი რამეა აქ..
სავარჯიშოები იცოცხლე არის.. მაგრამ შენ ეხლა ხედავ ეთერულ აურს..
ვიზუალიზაცია არ არის ძალიან მოქმედი..
მოკლედ დასაძინებლად დაწვები ზურგზე მოდუნდები..
გააკეთებ კონცენტრაცუიას და ჩასუნთქვის დროს წარმოიდგენ რომ მესამე თვალიდან ენერგიის ბურთი ჩადის 1 ჩაკრამდე (სასქესო ორგანომდე) გონებაში თნ წარმოთქვამ "ნოოო"
ამოსუნთქვის დროს წარმოიდგენ რომ 1 ჩაკრიდან ამოდის ენერგია მესამე თვალამდე "გონებაში ამბობ "ხამმმ"

ესე ერთი საათი.. რამდენად მოქმედია არ ვიცი.. მაგრამ მგონია რომ მოქმედია biggrin.gif


და კიდევ უბრალოდ კონცეტარცია მოახდინე მესამე თვალის არეში..
არ ვიცი შენ რა ეტაპზე ხარ მაგრამ უნდა იგრძნო დაჭერა მესამე თვალზე.. და ასე თუ ივარჯიშებ ყოველდღე 1 თვეში გახსნი და თU ხორცს არ შეჭამ და მსუბუქად გამოიკვებები.. ძალიან კარგი იქნება...

Posted by: starscream Nov 11 2010, 11:47 PM

Есть достаточно простой способ открытия чакр. Это способ медитации. Медитировать надо лежа. С закрытыми глазами. Дышать только носом. Во время медитации желательно не допускать у себя мысли ( не думать вообще ), если мысли появляются, на них не надо обращать внимания. Также не надо обращать внимания на то, что слышишь, на ощущения, полученные при помощи осязания, на внутренний голос и картинки перед глазами ( иногда подсознательные барьеры пытаются отвлечь от медитации ). При каждом вдохе надо представлять, как сгусток энергии исходит из третьего глаза, внутри тела движется к первой чакре и поглощается первой чакрой. При каждом выдохе надо представлять, как этот сгусток энергии исходит из первой чакры, движется внутри тела к третьему глазу и поглощается в третьем глазе. При вдохе надо произносить про себя " но " , при выдохе надо произносить про себя " хам " . " Но хам " означает " я дух ". Так надо медитировать каждый день в течение часа. И самое большее через месяц откроются чакры. И начнешь вспоминать прошлые жизни. Более полутора месяцев такой способ медитации можно не использовать.

Posted by: Beqa CHarbadze Nov 12 2010, 12:19 AM

დიდი მადლობა რჩევებისათვის rolleyes.gif

Posted by: yogi Jan 16 2011, 08:19 PM

მოგესალმებით ყველას!

მესამე თვალი - ეს ის ინსტრუმენტია, რომლის დახმარებით მისტიკოსი და იოგი ხედავს ჭეჭმარიტებას. როდესაც ადამიანს ეხსნება მესამე თვალი ეს ხედავს წარსულს,აწმყოს და მომავალს. მას ბევრი რაღაცის გაკეტება შეუძლია. ძენ ბუდისტები პირველ რიგში ხსნიან მანიპურა ჩაკრას, მაგრამ კლასიკური იოგის ტრადიციით ჯობია ჯერ გულის ჩაკრა გახსნათ, და ამით სულის სინათლე ადამიანის ბუნებას გაასუფთავებს. მერე უკვე შეიძლება მესამე თვალზეც ფიქრი.

აი მისტიციზმზე საინტერესოი სიტყვები:
http://www.self-discovery.ge/misticizmi


Posted by: kate Jan 19 2011, 09:15 PM

QUOTE(Beqa CHarbadze @ Nov 11 2010, 03:28 PM) *
გეთანხმები,
წეღან მეგობარმა მირჩია რამპას წიგნი You Forever. თვალი გადავავლე და ძალიან საინტერესო მასალაა. სავარჯიშოებიან ყველაფრიანად.
აქაც არის თუ არ ვცდები თემა გახსნილი რამპაზე. თუნდაც რამპა და სხვა დიდი ავტორები რატომ წერდნენ და წერენ მაშინ წიგნებს თუ ამ წიგნებში არსებული მასალა დაღუპავს ადამიანს. მე მგონია რომ ეს ალბათ პირიქით ხელს შეუწყობს პიროვნების განვითარებას და მის სულიერად აღმასვლას. რავი ჩემი აზრი ასეთია.
მაგრამ აი თუნდაც იმ მესამე თვალს როგორ გამოიყენებ ეგ სხვა საკითხია

და ისე რა უნარები შეუძლია შესძინოს ადამიანს მესამე თვალმა?

პ.ს. ეხლა გამახსენდა რამპასაც უწერია რაღაც მასწავლებლებზე

რამპა მრავალი ცხოვრება ემზადებოდა და მას თვითონ ვარჯიშებით კი არა ფიზიკურად გაუხსნეს მესამე თვალი, დრო რომ არ დაეკარგათ. შენ კი რახან აურის დანახვა მცირედ მაინც შეგიძლია ძალიან გაგიადვილდება, ოღონდ მთავარია იცოდე რად გინდა, უბრალოდ გაინტერესებს თუ რაში გინდა გამოიყენო, როდესაც ამას გაარკვევ კველაფერს ნელ-ნელა ფარდა აეხდება. შენ ხომ იცი რომ ალბატ არა ინდიგო არამედ კრისტალური ბავშვი ხარ

Posted by: temuka Jun 28 2011, 02:02 PM

რამდენიმე თვეა მესამე თვალი მტკივა და რას ნიშნავს? huh.gif სულ ფეთქავს თითქოს და ხელს რომ ვიდებ შუბლზე წყნარდება,
ტელეპატიური უნარიც გამივითარდა და სხვებს რომ ვუყურებ მესამე თვალზე მათაც ტკვილი ეწყებათ sad.gif რა ვქნა??

Posted by: mata Jun 29 2011, 06:04 PM

temuka

ეგ მესამე თვალი არა მგონია იყოს. რადგან მესამე თვალი შუბლზე არ მდებარეობს. ისე ძალიან გავრცელებულია ეს არასწორი აზრი, თითქოს, წარბებს შუა შუბლზე იყოს მესამე თვალი, სინამგვილეში იგი მდებარეობს:
ინდოელები წერტილს რო იხატავენ შუბლზე აი იმ ადგილას უნდა გაავლო სწორი ხაზი შიგნით ტვინისაკენ და ამავე დროს ყურებიდან რო გაავლო ორი ხაზი ტვინის ცენტრისაკენ, აი ეს სამი ხაზი სადაც ერთმანეთს გადაკვეთს, იქ მდებარეობს მესამე თვალი.
დაახლოებით ეგ არის თვალებს უკან და მათ შუა.
მესამე თვალი იგივე გირჩისებური ჯირკვალია
აი ფოტოზე ხატია სადაც არის


Posted by: temuka Jul 1 2011, 11:09 AM

mata

არ ვიცოდი, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: starscream Jul 1 2011, 06:10 PM

temuka
რა უნდა ქნა და კონცენტრაცია გააკეთე ხოლმე მაგ ადგილას.. დადიხარ ზიცარ რასაც არ უნდა აკეტებდე

Posted by: gio.geoo Jul 1 2011, 06:13 PM

starscream
მარტო კონცენტრაციამ შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. გარკვეული სავარჯიშოები. და მესამე თვალის მედიტაციებიც არსებობს უმჯობესია ვინმე აკვირდებოდეს.

Posted by: თამარი Jul 10 2011, 12:31 AM

ციტატა(ირინი @ 12th September 2009 - 11:03 PM) *
მესამე თვალთან ერთად მინდა აღვნიშნო რომ შეიძლება განვავითაროთ მესამე ცხვირი , მესამე ყური და ა. შ.

მაგალითად მოდუნდით და გაამახვილეთ ყურადღება ცხვირის წვერზე, ან ენის წვერზე ან ყურებზე. შესაბამისად რა სავარჯიშოსაც გააკეთებთ ხშირად ის გაგივითარდებათ. სხვათაშორის ეს სავარჯიშო მესამე ყურზე სმენის განვითარებისათვისაც არის კარგი.


მესამე ცხვირი - არ გამიგია, მაგრამ... ცხვირის მგრძნობელობა რომ შეიძლება ძალიან განავიტარო, - ეს ფაქტია! ასეთი ზემგრძნობიარე ცხვირები აქვთ პარფიუმერებს, ექსპერტებს...

აი, მესამე ყური კი - ნამდვილ ყურთან არანაირ კავშირში არ არის, smile.gif - ის ყიფლიბანდის არეში მდებარეობს და იქიდან შემოდის ადამიანში კოსმიური ინფორმაცია.

Posted by: ირმა Jul 10 2011, 12:40 AM

თამარი

QUOTE(თამარი @ 10th July 2011 - 01:31 AM) *
აი, მესამე ყური კი - ნამდვილ ყურთან არანაირ კავშირში არ არის, - ის ყიფლიბანდის არეში მდებარეობს და იქიდან შემოდის ადამიანში კოსმიური ინფორმაცია.

ანალოგიურად არც მესამე თვალია თვალთან კავშირშიwink.gif

Posted by: თამარი Jul 10 2011, 01:08 AM

moonbayer

ციტატა(moonbayer @ 17th March 2010 - 01:14 PM) *
cecxli ki ar gaqra ra mouvida ici? cecxlis garshemo gachnda burusi 5 6 sm is xela mis garshemo.
cecxli rato unda gaqres?


ყველა სხეულს, სულიერსაც და უსულოსაც, აქვს თავისი აურა. ის, რაც შენ დაინახე, ალის აურაა... ის ყველაზე ადვილი დასანახია სხვა აურებთან შედარებით.

აურა აქვს ცოცხალი სურათსაც, და ენერგეტიკაც!

და თუ ადამიანი მკვდარია, აურა ქრება, ხოლო დადებითი თბილი ენერგია გარდაიქმნება უარყოფიტ ცივ ენერგიად.
ვისაც ძლიერი ენერგეტიკა აქვს, ის სურათის ენერგიას უსუსტესი ნიავის სახით გრძნობს, ხან რომ თბილი ჰაერი უბერავს და ხან - ცივი.

გასავარჯიშებლად - თეთრ ფონზე შავი ლაქა - ყველაზე უკეთესია. და მესამე თვალის გახსნას ძალით - მართლაც ნუ ეცდები, - შეიძლება ძალიან ძლიერი თავის ტკივილები დაგეწყოს! მერ ექიმები გაგჭყიპავენ წამლებით და... მიზეზი კი - ძალით ახელილი მესამე თვალი იქნება!

პირველი დასტური იმისა, რომ მესამე თვალი აგეხილა, - მზეზე სიარული გაგიჭირდება! გექნება შეგრძნება, რომ მზე წარბებშოერის გახურებული შანთით გდაღავს!
საოცრად მტკივნეულია, - ვიდრე მიეჩვევი. მერე - აღარ. და თუ მაინც მოხდა ასეთი რამ, - ეცადე შენი შუბლიდან შესული ენერგია მზის წნულში გაატარო.
მზის წნული - ორგანიზმის ენერგეტიკული აკუმულატორია, რომელიც მთელ სხეულში გადაანაწილებს ენერგიას.

რაც შეეხება ვერცხლს და ოქროს, - ამ ორი ლითონის ტარების უფლება თავად თქვენმა სხეულმა უნდა მოგცეთ!
ამის გაკეთება არც თუ ძალიან ძნელია. უნდა აიღოთ ქალის გრძელი თმის ღერი, ჩამოაბათ მასზე ვერცხლის ან ოქროს ბეჭედი და ვინმემ, დადებითი ენერგეტიკის მქონე პიროვნებამ დაიჭიროს ეს თმის ღერი თქვენი ყიფლიბანდის თავზე ხელგაუნძრევლად.

ბეჭედი:
1. ჩერდება ერთ ადგილზე და არ იძვრის, - ამ ლითონის მიმართ ნეიტრალური ხართ, და მისი ტარებაც თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

2. იწყებს მოძრაობას ყურისკენ და ქანაობს ქანქარისებურად თქვენი ყურების ხაზზე --->>> ამ ლითონის ტარება კატეგორიულად აკრძალულია თქვენთვის!

3. იწყებს მოძრაობას შუბლისკენ და ქანაობს ქანქარისებურად: შუბლი - კეფა... შუბლი - კეფა... შუბლი - კეფა... --->>> ამ ლითონის ტარება აუცილებელია თქვენთვის.

ამ უკანასკნელის დროს საჭიროა გავიგოთ სად უნდა ვატაროთ, - ხელებზე, კისერზე, მკერდზე...
ამისთვის ვწვებით და ისევ თმის ღერზე დაკიდებული ბეჭდით ვამოწმებთ.
ბეჭდის მოძრაობა სხეულის მიმართულებით, - უნდა ატარო!
ბეჭდის მოძრაობა სხეულის პერპენდიკულარულად, - არ შეიძლება თქვენთვის მისი ტარება! smile.gif))

თუ რამე გაუგებარი იქნება, - მკითხეთ...

მაგრამ ვინ უნდა მკითხოს, - ასეთი უკაცრიელი საიტი არსად მინახავს... smile.gif))))


Posted by: kate Jul 10 2011, 02:14 AM

QUOTE(თამარი @ 9th July 2011 - 03:31 PM) *
აი, მესამე ყური კი - ნამდვილ ყურთან არანაირ კავშირში არ არის, smile.gif - ის ყიფლიბანდის არეში მდებარეობს და იქიდან შემოდის ადამიანში კოსმიური ინფორმაცია.

ყიფლიბანდის არედან ინფორმაცია შემოდის ტვინის გირჩისებურ ჯირკვალში, (mata-ს დადებული სურათი), რომელიც მხოლოდ "მესამე თვალი" არ არის, თუმცა მასში ფიზიკურადაა თვალის ბროლოს იდენტური ციცქნა ლინზა, რომელიც ჩვენი თვალებისაგან განსხვავებით, ზევით არის მიმართული. ტვინის ამ პაწია მონაკვეთს გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს.

Posted by: Barmalei Jul 10 2011, 03:33 AM

kate
აურის გარდა მესამე თვალით რეების დანახვა შეიძლება ?

Posted by: Lashapoli Jul 10 2011, 04:20 AM

მემგონი ყველაფრის რისიც ამ ორი თვალით არ შეგვიძლია smile.gif)

Posted by: Egocide Jul 10 2011, 06:38 PM

გამარჯობათ.

არ ვიცი რამდენად მესამე თვალს ეხება... მოკლედ უკვე წლებია ვაკვირდები საკუთარ თავს , ვინმეს რომ შევხედავ და სანამ გავაცნობიერებ რას ვუყურებ( ეს წამისმეასედებში ხდება) ზოგს ფეხი უცდება და სულ რომ არაფერია ისე ვარდება , ყოფილა შემთხვევა ავარიული სიტუაციაც შექმნილა და თვით ავარიაც. არ ვიცი ზუსტად იმ მომენტში ვიხედები როცა ეს უნდა მოხდეს თუ მე რომ ვიხედები იმიტომ ხდება. sad.gif

დაკვირვება მას შემდეგ დავიწყე რაც ხშირად დავინახე მსგავსი სიტუაცია და კიდე ერთს დავაკვირდი, როცა რაღაცა მიხარია ან უბრალოდ "დაგრუზული" ვარ მაშინ ხდება ის რაც ზემოთ დავწერე.


Posted by: kate Jul 10 2011, 06:43 PM

Barmalei
"მესამე თვალი", ანუ მეექვსე ჩაკრა, იგივე აჯნა ჩაკრა, მარტო მხედველობას არ უკავშირდება, თუმცა მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც აურის, ჩაკრის ენერგიების, სხვა პლანის სულიერი არსებების დანახვაც. მაგრამ მთავარი ის არის რომ აჯნა ჩაკრიდან დიდ სულიერ ენერგიას ვიღებთ, რადგან პირდაპირ კავშირშია ღვთიურთან, უმაღლეს მესთან, ჩვენს სულთან, კუნდალინის ენერგიის საშუალებით აჯნა ჩაკრის გააქტიურება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამ შემთხვევაში პიროვნება, სული მთლიან სურათს ხედავს, ყოველგვარი ცდომილების გარეშე, რადგან კუნდალინი ისე ვერ მიაღწევს აჯნამდე თუ ყველა დაბლა მდებარე ჩაკრა თანაბრად არ გაიარა. მაგრამ, როდესაც ყურადრება გადაიტანება მხოლოდ აჯნაზე, შეიძლება მოხდეს მისი გააქტიურება, მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ დაბლა მდგომი ჩაკრები ასევე თანაბრად და ჰარმონიულად არ არის გააქტიურებული, ჩვენ შეიძლება არასწორად აღვიქვათ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რასაც აჯნა ჩაკრიდან მივიღებთ, ამიტომაც აღმოსავლელი გურუები არ აძლევენ უფლებას მოსწავლეს, თუ ის არ არის მზად (ანუ პირველად მეხუთე ჩაკრამდე ჰარმონიულად არ იღებს ენერგიას), დაიწყონ ვარჯიშები ან მედიტაციები აჯნა ჩაკრის გასააქტიურებლად. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ თუ აჯნა ჩაკრა გააქტიურებულია უფრო მეტად ვიდრე დაბლა მდგომი ჩაკრები, შენ შეგიძლია დაინახო აურაც და ბევრი სხვა რამეც, შენ უკვე კავშირში ხარ შენს სულთან, მაგრამ ამის გაგებას სწორად ვერ შეძლებ, და შეიძლება უნებლიედ შეცდომაში შეიყვანო სხვები. ეს იმას გავს უმაღლესი მათემატიკა რომ შეისწავლო არითმეტიკის გარეშე...........

Posted by: რეალისტი Jul 10 2011, 09:12 PM

მესამე თვალის ანტომია
გირჩისებული ჯირკვალი ანუ ეპიფიზი. განთავსებულია ტვინის ნახევარსფეროთა შუაში. ეპიფიზი უძველეს მკვლევართა თვალსაზრისით წარმოადგენს მხედველობის ალტერნატიულ ორგანოს. (სინონიმები - მუდმივობის თვალი, სამყაროს თვალი, შივას თვალი, მესამე თვალი, აჯნა-ჩაკრა)
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
ლეონარდო და ვინჩი თვლიდა რომ, ადამიანის თავში არის განსაკუთრებითი სფერული კამერები რომელიც დახატული აქვს თავის ანატომიურ ესკიზებში.
http://www.radikal.ru
თუ, დავეყრდნობით ამ მრავალმხვრივი გენიოსის სოფმხედველობას - ეპიფიზი ეს არის ადამიანის სულის ადგილმდებარეობა. ათასწლეულების განმავლობაში მცირდებოდა მესამე თვალის მოცულობა, რომლის საწყისი ზომა თითქმის ალუბლის ნაყოფის ზომის იყო. უამრავი ადამიანები რომლებიც დაკავებული იყვნენ სულიერი განვითარებით, ჰქონდათ საკუთარი სიცოცხლის მანძილზე მიზანი გაეაქტიურებინათ ეს საიდუმლოობით მოცული ორგანო. ამიტომ დღეისათვის არსებობს უამრავი მეთოდიკა ამ ორგანოს განვითარებისათვის.
ეპიფიზის გამოკვლევას ასწლეულობის ისტორია გააჩნია. ზოგირთი მკვლევარი ამ ჯირკვალს თვლიდა, ფილოგენეზურ გადმონაშთად. შუა საკუნეების საფრანგეთში დეკარტი აღნიშნავდა, რომ ეპიფიზი არის ორგანო რომელიც აკავშირებს ადამიანს ნატიფ სამყაროსთან და სულიერ საწყისებთან. ანუ ამ ორგანოში არის განთავსებული ადამიანის სული. ანატომიის მამთავარმა იტალიელმა მკლევარმა ვეზარიმ , მოგვცა ამ ორგანოს პირველადი ანატომიური აღწერა . ის მას ადარებდა ნაძვის გირჩას. სწორედ აქედან დამაგრდა ამ ორგანოზე ეს ტერმინი ”გირჩისებული ჯირკვალი”.(ბერძნულად «epiphysis» ნაზარდი, გირჩა) გარკვეული პერიოდი აზარტი ამ ორგანოს შესწავლის მიმართ თითქმის იმყოფებოდა ჩრდილში. იყო მხოლოდ ემბრიოლოგიური, ანატომიური ერთეული კვლევები რომლებშიც მას აკავშირებდნენ ენდოკრინულ სისტემასთან. მაგრამ დღეისათვისაც მისი ძირითადი ფუნქციები და სტრუქტურა ჯერჯერობით ბოლომდე უცნობია.
ეპიფიზის ანატომია
მესამე თვალი ”ეპიფიზი” ანუ პინეალური ჯირკვალი განთავსებულია ღრმად ნახევარსფეროებთა შუაში. მას გააჩნია არა ეთგვაროვანი შესახედაობა. მისი წონა და ზომები ადამიანებში არის განსხვავებული. ის შეიძლება იყოს ოვალური, სფეროსმაგვარი, მისი ზომა თამაშობს ბრინჯის მარცვლიდან თითქმის ბარდის მარცვლამდე. 0,2 გრ დან- სიგრძე 8-15 მმ, სიგანე 6-დან 10 მმ.ახალდაბადებულ ბავშვებს ეპიფიზი უფრო დიდი აქვთ ვიდრე ზრდასრულ ადამიანებს. ყველაზე ინტენსიური განვითარებას ეპიფიზი აღწევს 5-6 წლის ასაკის დროს. რის შემდგომ ნაწილი ეპიფიზის უჯრედების (პინეალოციტები) ატროფირდებიან. და მათ ადგილზედ წარმოიქმნება შემაერთებელი ქსოვილი. რომელშიც გროვდება ფოსფატები და კარბონატები. (ტვინის ქვიშა) ეს ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონ სეროტინს, რომელიც იქვე გარდიქმნება მელატონინში. მათი ძირითადი ფუნქციებიც დღეისათვისაც ბურუსით არის მოცული.
რატომ მესამე თვალი ?
ძველი ჩინელი და ინდოელი მკვლევარები თვლიდნენ რომ ეს არის თვალების ალტერნატიული ორგანო. რომელიც განთავსებულია ტვინის ნახევარსფეროების ცენტრში და ის განაგებს გარეთა სამყაროდან მიღებული ინფორმაციის პროექცირდებას წარბებშუა სივრცეში.
ინდური და ბუდისტური ღმერთებში , რომლებიც გამოსახულებული არიან ძველ მონასტრებში მესამე თვალით , წარმოადგენდნენ კოსმოსური გონების და მაღალი სულიერი განვითარების სიმბოლოს. თვით მესამე თვალი - საკრალური გეომეტრიის თვალსაზრისით -ეს არის სინათლის სხეული,რომელიც მუშაობს პირამიდის პრინციპით ”მერკაბა”. რომელიც აძლევს საშუალებას სულიერ ადამიანს დაინახოს სამყაროს სტრუქტურა და მიუახლოვდეს ჰარმონიას.
”მესამე თვალის გახსნა” ეს არის აღმოაჩინოთ თქვენში პარანორმალური ფსიქიკური უნარები. მის აღმოსაჩენლად შეიძლება გავიდეს თქვენი ცხოვრების ბევრი წლები.
მესამე თვალი შეგრძნება შეუძლებელია. ამიტომაც აუცილებელია ღრმა კონცენტრაცია წარბშუა გარემოში. რომლის საშუალებითაც წარმოიქმნება
”თავის ცენტის” შეგრძნება.
იოგების სწავლებათა (ძველი პირველ წყარიებიდან) მრავალი თარგმნების დროს, ობიექტური, თუ სუბიექტური ენათშორისო ბარიერების გამო, წარმოიქმნება ბევრი ცდომილებები, აქედან კი ხშირად არა სწორი წარმოდგენები მესამე თვალის აქტივაციის ზუსტ აღქმასა და კონტროლზე. აქედან კი ხშირად ეს იწვევს ხოლმე სერიოზულ თავის ტკივილებს.
თუ, ჩვენ ძალიან ყურადღებით შევისწავლით ეპიფიზის ანატომიას და ფიზიოლოგიას, მაშინ შეგვიძლია მივხდეთ, რომ ბევრი ნათელმხილვენი და გურუები არ იყვნენ მარტო ფანტაზიორები და ცრუ წარმოდგენის მქონენი. ვინაიდან ეპიფიზი ასევე მჭიდროდ დაკავშირებულია სასქესო ფუნქციებთან. ე.ი. მისი აქტივიზაცია ხელს უწყობს სქესობრივ თავშეკავებულობას. და უფრო სწორედ რომ ვთქვათ სქესობრივი თავშეკავებულობის ცოდნის უნარს. ამიტომაც უამრავი ძველი მეთოდიკები დიდ ყურადღებას აქცევენ ამ სწავლებას. მაგალითად ენერგიის შენახვასა და მიმართვას. (კუნდალინი მე 7 ჩაკრაზე).
არის რა ორგანიზმში ეპიფიზი რეგულატორი ის განაგებს თავისუფალ რადიკალებისგან დაცვას, და ანელებს მოხუცებულობის პროცესებს,ამ ორგანოს შესაძლებელია აგრეთვე გააჩნია ორგანიზმის სიკვდილის დაპროგრამირების მექანიზმიც. ამიტომაც უკვდავების საიუდულო მექანიზმი შესაძლებელია აღმოჩენილ იქნას სწორედ მესამე თვალში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეპიფიზს ნამდვილად აქვს მსგავსება ჩვეულებრივ თვალებთან. მასში არის მინისებური სხეულისა და თვალის ბროლის უჯრედები.ასევე ფერების აღქმის რეცეპტორები და გააჩნია უნიკალური მოძრაობის უნარი, მსგავსად თვალის კაკლისა. ამიტომაც დიდი ხნის დროიდან ის ასოცირდება თვალებთან. მხოლოდ მისი შესაძლებლობის დიაპაზონს გააჩნია ალბათ უფრო მეტი შესაძლებლობანი.


Posted by: kate Jul 10 2011, 10:10 PM

რეალისტი
მადლობთ, საინტერესო და სწორი ინფორმაციისთვის, მაგრამ თქვენი ნებართვით მცირე დაზუსტებებს შევიტან:

QUOTE(რეალისტი @ 10th July 2011 - 12:12 PM) *
თვით მესამე თვალი - საკრალური გეომეტრიის თვალსაზრისით -ეს არის სინათლის სხეული,რომელიც მუშაობს პირამიდის პრინციპით ”მერკაბა”. რომელიც აძლევს საშუალებას სულიერ ადამიანს დაინახოს სამყაროს სტრუქტურა და მიუახლოვდეს ჰარმონიას.


"მესამე თვალი", ანუ გირჩისებური ჯირკვალი საკრალური გეომეტრიის მიხედვით უკავშირდება Vesica Piscis - "თევზის ბუშტს", რომელიც საკრალურ გეომეტრიაში სინათლის, თვალის გამოსახულებაა, და რომელიც მიიღება ერთი დიამეტრის მქონე წრეების კვეთით. ხოლო მერკაბას პირველადი უცვლელი რვა უჯრედი ქმნის, რომელიც სულ სხვაგან მდებარეობს.

QUOTE(რეალისტი @ 10th July 2011 - 12:12 PM) *
ვინაიდან ეპიფიზი ასევე მჭიდროდ დაკავშირებულია სასქესო ფუნქციებთან. ე.ი. მისი აქტივიზაცია ხელს უწყობს სქესობრივ თავშეკავებულობას. და უფრო სწორედ რომ ვთქვათ სქესობრივი თავშეკავებულობის ცოდნის უნარს. ამიტომაც უამრავი ძველი მეთოდიკები დიდ ყურადღებას აქცევენ ამ სწავლებას. მაგალითად ენერგიის შენახვასა და მიმართვას. (კუნდალინი მე 7 ჩაკრაზე).


ეპიფიზის, გირჩისებური ჯირკვლის აქტივიზაცია კი არ უწყობს ხელს სქესობრივ თავშეკავებულობას, არამედ მისი აქტივიზაციისათვის არის საჭირო სქესობრივი თავშეკავებულობა, რადგან სექსუალური ენერგია მოძრაობს ანკხის მსგავსად, ანუ მიუყვება ხერხემალს და ოვალისებური გზით უკან ბრუნდება, ძალიან ძნელია მისი საშუალებით აჯნას გააქტიურება. მაგრამ კუნდალინის ენერგია ყველაზე ძლიერი და ეფქტური (მართალია ამავე დროს საშიშიც და საფრთხილოც) საშუალებაა "მესამე თვალის" გასააქტიურებლად. მაგრამ რადგან ეს ორივე ძლიერი შემოქმედი ენერგიაა, ვინც კუნდალინზე მუშაობას იწყებს, პირველი პირობა სქესობრივი ენერგიის გამოყენებიდან თავის შეკავებაა, გარკვეული დროის მანძილზე.

Posted by: რეალისტი Jul 10 2011, 10:21 PM

ქალბატონო ქეთევან
დიდი მადლობა შესწორებებისათვის. ზოგირთ თქვენს შენიშვნებს სიამოვნებით ვიღებ. უბრალოდ პოლემოკას აქ აღარ გავგრძელებ. თუ სურვილი გაქვთ დამიკავშირდით სკაიპში. ალბათ ეს უფრო კომფორტაბელური იქნება. მომეცით თქვენი მეილი და მოგართმევთ სკაიპს. თორემ ალბათ მანძილი ძალიან დიდია.
პატივისცემით
ლევანი

Posted by: რეალისტი Jul 10 2011, 10:47 PM

დიდი ბოდიში! ქალბატონო ქეთევან!
ეს ვეღარ მოვისაზრე, რომ შესაძლებელია თქვენი ელფოსტის მისამართი შეიძლება საჯაროდ არ გსურდეთ მომაწოდოთ.
ამიტომაც აი ჩემი ფოსტები :
toreli2010@gmail.com
aura-help@gmail.com
exhibit@eelco.com.ge
პატივისცემით
რეალისტი - ლევანი

Posted by: gio.geoo Jul 11 2011, 01:15 AM

kate
სექსუალური თავშეკავებულობა ხდება 3 თვიდან 5 წლამდე.

3 თვით იმ შემთხვევაში რომ ზედაპირული ენერგია ანუ საწყისი ენერგია წარმოიქმნას და დაგროვდეს.
ხოლო "მესამე თვალი"-ს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის და გახსნისთვის 5 წელი

Posted by: kate Jul 11 2011, 02:34 AM

რეალისტი
ეს ფორუმი, მე მგონი მშვენიერი ადგილია საინტერესო აზრების გაცვლისა და საინტერესო პოლემიკისთვის

Posted by: kate Jul 11 2011, 02:40 AM

QUOTE(gio.geoo @ Jul 10 2011, 04:15 PM) *
kate
სექსუალური თავშეკავებულობა ხდება 3 თვიდან 5 წლამდე.

3 თვით იმ შემთხვევაში რომ ზედაპირული ენერგია ანუ საწყისი ენერგია წარმოიქმნას და დაგროვდეს.
ხოლო "მესამე თვალი"-ს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის და გახსნისთვის 5 წელი

ჯერ ერთი, რომ ყველა პროცესი ინდივიდუალურია, მერე ისე არ გაიგოს ვინმემ, რომ ხუთი წელი უარის თქმა სექსზე, ავტომატურად გამოიწვევს "მესამე თვალის" გააქტიურებას. smile.gif

Posted by: gio.geoo Jul 11 2011, 03:38 PM

kate
არა ავტომატურად არა მაგრამ ჩინეთში ისტატები თავის მოსწავლეებს 5 წელი უკრძალავენ სექსუალურ ურთიერთობას.

და ამ 5 წლის მანძილზე ხდება სერიოზული მუშაობა აჯნა ჩაკრაზე. მედიტაციები და ვარჯიშები

სწორედ ყველა ინდივიდუალური რომ არის იმიტომაა 5 წელი მაქსიმუმი. 5 წლის მანძილზე მემგონი რომ ყველას გამოსდის.

5 წელიც იმიტომაა რომ შეგუებაც მოხდეს.. 3 თვე ავარჯიშო და მეორე დღეს გაიღვიძო სულებს ხედავდე ავტომატურად გარეკავ. ამიტომაც 5 წელი სრულიად საკმარისია ყველაფრისთვის

მე თვითონაც შეზღუდული ვარ და იქიდან ვიცი

Posted by: kate Jul 11 2011, 05:00 PM

gio.geoo
მე იმას ვამბობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სექსის შეზღუდვა არაფრის მომცემია სულიერად. მაგრამ სათანადო სულიერი მომზადების დროს სექსუალური ენერგიის გამოყენებიდან თავშეკავება იწვევს უფრო ძლიერი ენერგიის კუნდალინის გაღვიძება-გააქტიურებას, რომლის საშუალებითაც ხდება აჯნას გააქტიურება, თუნდაც კუნდალინის და აჯნას შესახებ არაფერი იცოდნენ. მაგალითად წმინდა ბერ-მონაზვნები და მათი ხილვები. ისე, გეთანხმები რომ სამი თვიდან ხუთ წლამდე კარგი დროა.

Posted by: gio.geoo Jul 11 2011, 05:21 PM

kate
გეთანხმები მხოლოდ სექსუალური შეზღუდვა არაფრის მომტანია. წლების წვალება და შემდგომ ისევ ძველი ცხოვრებისკენ დაბრუნება ასევთქვათ წყალს გატანილი წლები გამოვა

ვინც ამ გზას ირჩევს მაშინ ბოლომდე უნდა გაყვეს თორე წლები მიდის უკან კი არ მოდის smile.gif smile.gif

ასე ვთაქვათ საკუთარი პრინციპი უნდა გქონდეს და ვერავინ და ვერაფერმა ვერ უნდა შეგაცვლევინოს.. თორე მაშინვე დაკარგავ ყველაფერს

Posted by: starscream Jul 19 2011, 10:14 PM

სეკსუალური ენერგიიის ტრანსფორმირება რომ მოხდინო გულის ჩაკრა უნდა გახსნა

Posted by: რეალისტი Jul 19 2011, 11:13 PM

Starscream
ჰარმონიული და სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება მოქმედებს ადამიანის გონებაზე, ემოციებზე, ფიზიოლოგიასა და მის ბიოენერგეტიკაზე. სექსი მართავს არა მარტო სურვილებს და მოაქვს აზრობრივი სიამოვნება, არამედ ადამიანში აღებს ახალ ფიზიკურ და სულიერ შესაძლებლობებს. სექსი ეს არის დაძაბულობის, სტერსების მოხსნის და რელაქსაციის საუკეთესო საშუალება. გზა რომელიც ბადებს ღრმა კმაყოფილების გრძნობებს და ზოგად კეთილდღეობას. ამ დროს პარტნიორები, სულიერ და ფიზიკურ სიახლოვისგან იღებენ მამხნევებელ მუხტებსა და ძალას. სექსი როგორც მგრძნობელობის და სიამოვნების გამოხატულების ერთ-ერთი უმაღლესი ბუნებრივი საშუალება - ამშვიდებს გონებას, ამაღლებს სულს და აღადგენს ადამიანის ბუნებრივ ენერგიას.
ჰარმონიული სექსი - ეს გზაა, ადამიანის სულიერი და ფიზიკური დახელოვნების. ის წარმოადგენს ცხოვრებისეულ წარმატებების ხელშემწყობ საშუალებას.
დაუკმაყოფილებული სექსი - ეს არი თქვენი ენერგიის მთავარი დამანგრევებელი. ხოლო ენერგიის დაკარგვა ასუსტებს თქვენს აურას. განურჩეველი სექსუალური აქტიურობა მრავალ პარტნიორებთან უფრო მეტად ანაწევრებს და ფრაგმეტებათ შლის თქვენ აურას. რაც უფრო მეტად ფრაგმენტირებულია აურა, მით უფრო ადამიანებს ეკარგებათ სურვილი ( ან ფიზიკური შესაძლებლობა) სექსუალური დამოკიდებულებების. მამაკაცთა უმრავლესობა და ქალთა გარკვეული კატეგორიები (მეძავეები) არ ან/და ვერ ითვალისწინებენ, რა ამ გარემოებას ისინი ადვილად შედიან ერთმანეთთან გარიგებაში, სექსუალური აქტის ფიზიკურ კომერციალიზაციაზე. მისი ფსიქო-ფიზიოლოგიური ასპექტების გამორიცხვით. ასე რომ მამაკაცთა დიდი ნაწილი და ქალთა ეს კატეგორია შექმნილი არიან ერთი მეორისათვის. მაგრამ ამ კატეგორიებიდან ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ნახულობს ამ ფორმის სექსუალური აქტის დამაკმაყოფილებელ სიამოვნებას. უმრავლეს შემთხვევაში ამ ტიპის სექსუალური აქტი საწინდარია დაუკმაყოფილებელი სექსის. რაც შესაბამისად არც, თუ ისე იშვიათად წარმოადგენს მათი ფიზიოლოგიური ფუნქციების მოშლის და სექსის მიმართ მოთხოვნილებების შენელების მიზეზს. საბოლოო ჯამში ორგანიზმში წარმოქმნის შეუქცევად უარყოფით პროცესებს.
სექს თერაპია სექსი შეიძლება გახდეს თერაპიად თუ, საყვარელი მამაკაცი, უმფროსია შეყვარებულ მანდილოსანზე 7 წლით. ეს იდეალური წყვილია. მაგალითად წყვილთა ასაკია 21 – 28 წელი. თუ წყვილის ბიოენერგეტიკული პორტრეტი ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ სექსი იძენს თერაპიულ და გამაახალგაზრდავებელ თვისებებს. ანუ ქალი და მამაკაცი ხდებიან ერთიანი მთლიანის ნაწილები. ”ინისა” და”იანის” ჰარმონია. ეს ზეციური სიყვარულია. ამ დროს შეყვარებულთა აურა იღებს ნაზ ვარდისფერ ფერს. წყვილი გარდაისახება რა, ერთიან მთლიანში, ისინი ირთვებიან კოსმოსურ ეგრეგორში. მათი აურები იწყებენ ნათებას. ამ ნათებას ხედავენ მაღალი ექსტასენსორული მგრძნობელობით დაჯილდოებული ადამიანები და არა ისე იშვიათად ჩვეულებრივნიც. ამიტომაც აურათა შერწყმა ჯამრთელი სექსუალური ურთიერთობებისას იწვევს თერაპიულ ეფექტს. სხვა ყველა შემთხვევაში და განსაკუთრებით შემთხვევითი შეხვედრებისას, მამაკაცები და ქალები არა თუ, კარგავენ ენერგიას, არამედ იძენენ დაავადებებსაც. არსებობენ სექსუალური ვამპირები - ეს რეალური ფაქტებია. თუ, სქესობრივი აქტის შემდგომ თქვენ იგრძენით თავი შეუძლოთ, დაღლილად და გაგიქრათ განწყობილება, გაითვალისწინეთ რომ, თქვენ ინტიმი დაამყარეთ ენერგეტიკულ ვამპირთან. ამის გარდა შემთხვევითი სექსუალური კავშირები საშიშია იმითაც რომ, ”არა სუფთა” სექსუალური კავშირები ანაგვიანებენ სიყვარულის კარმას. ამცირებენ სიცოცხლის უნარიანობასა და თან მას მოსდევს ახალი დაავადებები და პრობლემები.
იყავით ფრთხილად ! შემთხვევით სექსუალურ კავშირებს მოყვება არა მარტო შიდსი და ვენერული დაავადებები, არამედ უცნობი ეტიოლოგიის მქონე დაავადებებიც. ამ შემთხვევებში ოფიციალური მედიცინის საუკეთესო ექიმებიც კი უძლურები არიან დასვან დიაგნოზი. ესე გრეთწოდებული ნატიფი(თხელი) სხეულის დაავადებებია.
ტიბეტური მედიცინის მიხედვით ნებისმიერი დაავადებები, მათ შორის ონკო და იმუნური (შიდსი)დაავადებები ფორმირდება ნატიფ სხეულში დაახლოებით 2 წლით ადრე სანამ ფიზიკურ სხეულში გამოჩნდება მისი ძირითადი სიმპტომები.
ადამიანში სექსუალურ გრძნობებს განაგებს - ჩაკრათა ერთიანი ბალანსირებული მუშაობა. ხოლო ამ გრძნობის განვითარებისა და გაღვივებისთვის პასუხისმგებელია ეგრეთ წოდებული ჭიპის ჩაკრა (სვადჰისტანა). ეს ჩაკრა ითვლება ადამიანის ჰორმონალური სისტემის მარეგულირებელ ენერგეტიკულ ცენტრად. ფერთა პალიტრის მიხედვით ეს ენერგია არის ვარდისფერი და ქალის ორგანიზმში წარმოადგენს სექსუალურ ფუძემდებელს. ის ქალში დაკავშირებულია საშვილოსნოსთან და კვერცხუჯრედთან. ხოლო მამაკაცის ორგანიზმში წარმოდგენილია ვირტუალურად. ამიტომაც, სწორედ ქალი წარმოადგენს მამაკაცისთვის სიცოცხლის ენერგიის წყაროს და ძირითად მამოძრავებელ მოტივს. შეიძლება ითქვას რომ, ქალი არის მამაკაცის ცხოვრების აზრი, ხოლო მამაკაცი ქალისთვის საყრდენი წერტილი. ამ უბრალო პოსტულატიდან ჩანს, რომ ნორმალური სრულფასოვანი ჰარმონიზირებული ცხოვრებისათვის ქალის უმამაკაცოდ და მამაკაცის უქალოდ ცხოვრება შეუძლებელია
სექსუალური ჩაკრა სვადჰისტანა - წარმოადგენს გაუფილტრავ სექსუალურ ემოციებს და მასთან დაკავშირებულ შემოქმედებითი თვისებების საწყის ენერგეტიკულ ცენტრს. მისი ენერგია გამომდინარეობს ძირითადი ჩაკრიდან (მულადჰარა) და ერწყმის მას. როდესაც ძირითადი ჩაკრა გაწონასწორებულია, სტაბილური და მდგრადია ის უქმნის გამამტკიცებელ ფონს სექსუალურ ჩაკრას. ხოლო ძირითადი ჩაკრის დისბალანსის შემთხვევაში სექსუალურ ჩაკრაში წარმოიქმნება გარკვეული დარღვევები, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ფსიქო-ნერვულ დონეზე აისახება როგორც, მამაკაცის იმპოტენციის და ქალის ფრიგიდულობის პირველადი ნიშნები. ყველაფერი ეს კი, ბიოენერგეტიკულ დონეზე იწვევს ადამიანის აურის გარკვეული კონფიგურაციის დარღვევასა და მის სუბსტანციის შესუსტებას.
პრობლემები და დავადებები რომლებიც წარმოიქმნებიან ჩაკრის დისბალანსური მუშაობის დროს კუნთების სპაზმები, ალერგია, ფიზიკური სისუტე, სექსუალური გაუწონასწორებულობა, ლიბიდოს უქონლობა, უნაყოფობა, შეფერხებები და დათრგუნული განწყობილება, ყაბზობა, შემოქმედებითი საწყისების უქონლობა.
ჩაკრის დისბალანსის აღდგენისათვის რეკომენდირებული კრისტალები
http://www.radikal.ru
1.მთვარის ქვა K (ALSi 3 O8) ; 2.გარგალისებული აქატი; 3 ნარინჯისფერი აქატი; 4.ავანტურინი; 5.კალციტი; 6.ნარინჯისფერი საფირონი; 7.ალისფერი აქატი; 8.ცეცხლოვანი ოპალი; 9. ალისფერი ძოწი; 10. ნარინჯისფერი სარდონიკსი; 11. ნარინჯისფერი სერდოლიკი; 12 .მზის ქვა.[ოლიგოკლასი]

პატივისცემით
რეალისტი

Posted by: Lashapoli Jul 22 2011, 01:59 AM

მეგობრებო, მითხარით თუ შეიძლება პერიფერიული ხედვით ისეთი რამის დანახვა რისიც პირდაპირი ხედვით არ შეუძლია ადამიანს??

Posted by: Existence Jul 22 2011, 11:26 AM

QUOTE(Lashapoli @ 22nd July 2011 - 01:59 AM) *
მეგობრებო, მითხარით თუ შეიძლება პერიფერიული ხედვით ისეთი რამის დანახვა რისიც პირდაპირი ხედვით არ შეუძლია ადამიანს??


კი...მე სულ პერიფერიით ვხედავ თუ რამეს ვხედავ საინტერესოს..........

დონ ხუანს რო კითხო მარცხენა მხარეს სიკვდილია ისე.............. biggrin.gif wink.gif

Posted by: td......... Jul 22 2011, 06:24 PM

პერიფერიული ხედვა ბევრად უფრო სიღრმისეული ხედვაა, რადგან პირდაპირი ხედვბა დაქვემდებარებულია ჩვენ გარკვეულ ჩვევებს და ჩარჩოებშია მოქცეული. ისე მამაკაცებს პერიფერიული მზერა ბევრად ნაკლებად აქვტ განვითრებულიო, ზოგს საერთოდ არ აქვს..biggrin.gif

Posted by: Existence Jul 22 2011, 06:59 PM



ეხლა არ დაიწყოთ სულ პერიფერიებზე ჩალიჩი თორე ისე ლამაზ ილუზიაში გაეხვევით რო ..........

შემოვლენ და დაიწყებენ მერე ნათებებს ვხედავ და თითქოს გვერდძე ვიღაც დადის და ათასი ქლიავობა ........



Posted by: td......... Jul 22 2011, 07:05 PM

Existence
ჩალოჩი ზოგადად არ მჩვევია..biggrin.gif უბრალოდ ეგრეა. ჩალიჩს რომ იწყებ უკვე ნებაყოფლობით აწერ ხელს "ვიღაცეების" კონტრაქტს.biggrin.gifbiggrin.gif TV პროგრამებივითაა, გამოიწერ და მერე გაჩვენებენ ულიმიტოდ..biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: Lashapoli Jul 23 2011, 02:10 AM

მე პირადად ჩალიჩი სულ არ მჭირდება სულ წარმოდგენა არ მქონდა მზგავს საკითხებზე მაშინ ვხედავდი როგორ დაატასავებდა რაღაც ჩემს სახლში, ხან ჩემს ლოგინზე ჩამოჯდება და ასე შემდეგ, ერთი პერიოდი ძაან ვწუხდებოდი, მერე მეგონა მეჩვენებოდა, მერე შევეჩვიე. არვიცი რაარის, არც მაწუხებს, პროსტა მაკვირდება ხოლმე. ის ეპერფერიულად კიდე ძაან მაგარი რაღაც მაქვს ნანახი, მარა მაგას ეხლა ვერ ავხსნი..

Posted by: თამარი Jul 23 2011, 02:35 AM

რეალისტი

ლევან, შეიძლება, რომ მეც ვიკითხო?
საშინლად არ მიყვარს ნარინჯისფერი (სტაფილოსფერი) ტანსაცმელი. არც ნახევრადძვირფასი თუ სანაკეთო საიუველირო ქვები მიყვარს მაგ ფერისა. (ძვირფასი ქვა მაგ ფერისა - უბრალოდ არც არსებობს...)
ხომ ვერ ამიხსნით ამის მიზეზს?

სხვა არცერთ ფერზე არ მაქვს ”გართულება”.


Posted by: რეალისტი Jul 28 2011, 08:17 PM

მოგესალმებით თამარ !
თქვენ შეკითხვაზე ”საშინლად არ მიყვარს ნარინჯისფერი (სტაფილოსფერი) ტანსაცმელი. არც ნახევრადძვირფასი თუ სანაკეთო საიუველირო ქვები მიყვარს მაგ ფერისა”
ყურადღება მიაქციეთ თქვენს მეორე ჩაკრას, რატომღაც მგონია რომ მის ფუნქციონირებაში რაღაც გავქვთ დარღვეული ?
ზოგადად კი ფერების მოწონება ,თუ არ მოწონება ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს აგრეთვე შემდეგის მეტყველია : მე მოგაწვდით ერთ ჩემ ძველ სტატიას ფერთად დაკავშირებით. იქნებ რამეში გამოგადგეთ.
” ისეთი ინსტრუმენტით, როგორიცაა ფერი, სხვადასხვა დაავადების დროს მიიღწევა ეფექტები, რომელიც კლასიკური მედიცინის ტრადიციული მეთოდებით უძლურია. დღეისათვის დადგენილია, რომ სინათლე წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ტალღების კრებულს. სადაც ტალღის სიგრძე განმსაზღვრელია ფერის. სამყაროში ჩვენს გარშემო იმყოფება კოლოსალური რაოდენობის სიხშირის ტალღები სხვადასხვა სიხშირის მაჩვენებლებით. კიდევ უფრო მეტიც, თითოეულ ორგანოს გააჩნია თავისი სიხშირე და შესაბამისი ფერი. ის ურთიერთმოქმედებს ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურებზე. აძლიერებს ან თრგუნავს მის ვიბრაციებს. ხოლო ადამიანის ენერგეტიკული სტრუქტურების ცვლილებების შესაბამისად იცვლება ფიზიკურ დონეებიც.
ფერთა ადამიანზე ზემოქმედება აწყობილია ფერთა რეზონანსული ურთიერთ ზემოქმედების პრინციპზე, რომელიც ემთხვევა ადამიანის ორგანოების სიხშირულ მახასიათებლებს და წარმოიქმნება რეზონანსული ურთიერთმოქმედება მათსა (ჩაკრების ენერგეტიკულ წერტილებში; მერედიანების აკოპუნქტურულ წერტილებსა და მის გარშემო მომცველ ტალღებს შორის) და მსგავსი სიხშირის ფერების მქონე წყაროებს შორის. [ბუნებრივი ან ხელოვნური].
სინათლის სხივი ანუ უხეშად რომ ვთქვათ ფერთა პალიტრა რომელსაც აღიქვამს ადამიანი არის უჯრედებს შორის ურთიერთობის ენა. ფერთა გამა ავადმყოფობის შედეგად დაზიანების შემთხვევაში. ხელს უწყობს ენერგეტიკული წონასწორობის აღდგენას ორგანიზმში,
მისი სამკურნალო თვისებები დაკავშირებულია გარკვეული სიგრძის ტალღების ზემოქმედებაზე ჩვენს ორგანოებსა და ფსიქიკაზე. ამ დროს სხვადასხვა ფერთა ზემოქმედება სპეციფიკურია გამომდინარე დაავადებებიდან. იოგების თვალსაზრისით, თითოელ ჩაკრას, გამომდინარე მასში დომინირებული ვიბრაციებიდან, გააჩნია თავისი ფერი. აქედან კი, ჯამრთელი ადამიანის აურას გააჩნია კეთილშობილი სუფთა ფერები.
მრავალი დაავადებების მექანიზმი გამოწვეულია ფერთა [ელექტრომაგნიტური] ჰარმონიის დარღვევით, მათი გადანაცვლებითა და გარკვეულ ფერთა დეფიციტით ადამიანში. რაც აუცილებელია ადამიანის ორგანოთა ნორმალური სიცოცხლის უნარიანობის და ფსიქოემოციონალური ფუნქციონირებისათვის.
მეორე მხრივ ფერი ზემოქმედებს ადამიანის თვალის რქოვან გარსზე. აგზნებს, რა ამა,თუ, იმ რეცეპტორებს. ხოლო თვალის რქოვანას გარსი თავი მხრივ რეფლექტორულად დაკავშირებულია ყველა ორგანოსთან და თავის ტვინთან. ამიტომაც სხვადასხვა ფერები ზემოქმედებენ რა, თვალზე რეფლექტორულად იწვევენ სხვადასხვა შეგრძნებებს და ცვლილებებს ორგანოთა სიცოცხლის უნარიანობაზე. ფერი ასევე ზემოქმედებს აკოპუნქტურულ წერტილებზე. გადასცემს რა, ენერგიას ორგანოს ან სისტემას რომელზედაც დადებულია ფერი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული ფერის ნაკადი [სხივი] მკურნავს გარკვეულ კანის დაავადებებს. როდესაც ვცვლით მინის ფერს სათვალებში, შესაძლებელია ფსიქოემოციონალური მდგომარეობის რეგულირება. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ნახოს გარემო ნარინჯისფერი ან ყვითელი მინით - რომელიც გამოიწვევს გარშემო პეიზაჟის ამაღლებულ და სიამოვნების გრძნობას. და პირიქით ჭუჭყიან და ცივ ფერებს შეუძლიათ გამოიწვიონ ხასიათის გაფუჭება იქნება ნათელი თუ, მზიანი დღე. ყველა ფერი იყოფა თბილსა და ცივ ფერებზე. თბილ ფერებს მიეკუთნება წითელი,ნარინჯისფერი, ყვითელი. ხოლო ცივ ფერებს ცისფერი, ლურჯი, იისფერი. გარდამავალ ფერს მწვანე. თბილი ფერები აღგზნებენ და სტიმულირებენ. ხოლო ცივი ფერები აწყნარებენ და ამშვიდებენ. მწვანე ფერი მოქმედებს ნელა და რბილად.
ფერებს გააჩნია უნარი მძლავრად იმოქმედოს სხეულის ნატიფ ფენომენზე, როგორიცაა ადამიანის აურა . ასევე მიეხმაროს ადამიანს ცხოვრებასთან დამოკიდებულებების შეცვლაში, ჯამრთელობისთვის ბრძოლაში. ფერები აწყნარებენ და ასტიმულირებენ ადამიანს. რაც საბოლოოდ აჩქარებს გამომჯამრთელების პროცესებს. ფერთა ზემოქმედება ძირითადად ხორციელდება მხედველობის, იმუნურ სისტემასა და კანზე განთავსებულ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე (ზონებზე). თუ დავიცვამთ ზომიერებას, ის არ ტოვებს გვერდითა მოვლენებს, ხოლო ფერთა გადამეტებულ გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს საწინააღმდეგო ეფექტებამდეც.
ორგანიზმი ფერებს აღიქვამს როგორც ელექტრომაგნიტურ ტალღებს გარკვეული მახასიათებლებით. უჯრედებში ის წარმოქმნის გარკვეულ რეზონანს. და ამ შემთხვევაში კანს შეიძლება ეწოდოს როგორც, მოშორებით მდგომი ტვინის ორგანო.”
პატივისცემით
რეალისტი


Posted by: sky Jul 29 2011, 12:01 AM

რეალისტი
რა გნებავთ?
ცხოვრებისგან, საკუთარი თავისგან...
ნუ მესამე თვალისგან
smile.gif))
მომიტევეთ თქვენ, ზემდგომებმა, მე თუ სათანადოდ ვერ მემსმის და მაქციეთ სათანადო პასუხის ღირსად

Posted by: რეალისტი Jul 29 2011, 01:13 AM

ძვირფასო SKY
არ ჩათვალოთ რომ უყურადღებოთ დაგტოვეთ. თქვენი ბოლო პოსტის შემდეგ, უბრალოთ დროებით გასული ვიყავი ამ ფორუმის სამყაროდან.
მზად ვარ დავაკმაყოფილო თქვენი შეკითხვები გამომდინარე ჩემი მცირე შესაძლებლობიდან.
რაც შეეხება თქვენ შეკითხვებს "რეალისტი რა გნებავთ? ცხოვრებისგან, საკუთარი თავისგან...ნუ მესამე თვალისგან პასუხი დარჩენილ სიცოცხლეში, რაც შეიძლება ბევრი ადამიანური სიამოვნებების მიღება ნებისმიერ ცხოვრების სფეროებში.

Posted by: sky Jul 29 2011, 01:21 AM

რეალისტი
აი მეც მანდ ვარ და ამ ფორუმისგან გამომდინარე სისუსტედ მივიჩნევ, ადამიანურ სისუსტედ მაგას smile.gif
მაგრამ, უკვე ვიცი რომ მეც ეგ მინდა ამ ეტაპზე smile.gif)
უბრალოდ, მგონია, რომ თქვენ "ეტაპზე" (მომიტევეთ ტავტოლოგიისთვის) ეგ ყველაფერი უკან უნდა იყოს რეალისტისთვის, მაგრამ ყველაპერი როგორ რეალურია?!!! smile.gif))
ღმერთმა, ერთმა ხელი მოგიმართოთ და არა მარტო ხელი smile.gif)

Posted by: რეალისტი Jul 29 2011, 02:05 AM

ძვირფასო SKY
ვინც რა არ უნდა გითხრას, როგორც არ უნდა მოგიქონონ თავი, როგორც არ უნდა გაგიბრუონ ტვინი, როგორი დიდი ინტელექტითაც არ უნდა დაგაწვენ, როგორ დიდი ავტორიტეტებიც არ უნდა მოიშველიონ ეს იქნება ერი, თუ ბერი, რაც არ უნდა დაგამცირონ, როგორც არ უნდა გაიძულონ შეიცვალოთ სოფმხედველობა, როგორც არ უნდა დაგაშტერონ არა ორდინალური აზრებით და მოვლენებით, როგორც არ უნდა დაგიმტკიცონ რომ მათი იდეები ახლოს არის ჭეშმარიტებასთან შენ კი ბაიბურშიც არარხარ ამ სულიერ ცხოვრების არავის არ დაუჯერო. ნებისმიერი აზრის უკან დგას, აზრის გამომთქმელი ადამიანის მერკანტილური თვით შეუცნობადი ქვეცნობიერების ბიძგის მიმცემი იმპულსი. დაიმახსოვრე ამ ქვეყანაზე X აყვანილი უთვალავ ხარისხში მხოლოდ ერთი ვარიანტი მოგეცა რომ ამ ქვეყანაზე დაიბადე. მეტი რაც არ უნდა გიჩიჩინონ მეორედ არ მოხვალ. ამიტომ ისიამოვნე ცხოვრებით და შენი ცხოვრებით ასიამოვნე სხვა ადამიანებიც.
პატივისცემით
რეალისტი

Posted by: kate Jul 29 2011, 03:11 AM

რეალისტი

QUOTE(რეალისტი @ 28th July 2011 - 05:05 PM) *
დაიმახსოვრე ამ ქვეყანაზე X აყვანილი უთვალავ ხარისხში მხოლოდ ერთი ვარიანტი მოგეცა რომ ამ ქვეყანაზე დაიბადე. მეტი რაც არ უნდა გიჩიჩინონ მეორედ არ მოხვალ. ამიტომ ისიამოვნე ცხოვრებით და შენი ცხოვრებით ასიამოვნე სხვა ადამიანებიც.

მართლა ასე ფიქრობთ?

Posted by: progress Jul 29 2011, 03:16 AM

QUOTE
არავის არ დაუჯერო. ნებისმიერი აზრის უკან დგას, აზრის გამომთქმელი ადამიანის მერკანტილური თვით შეუცნობადი ქვეცნობიერების ბიძგის მიმცემი იმპულსი.

ამაში გეთანხმები..

Posted by: starscream Sep 20 2011, 03:35 PM

QUOTE(რეალისტი @ 10th July 2011 - 09:12 PM) *
მესამე თვალი შეგრძნება შეუძლებელია. ამიტომაც აუცილებელია ღრმა კონცენტრაცია წარბშუა გარემოში. რომლის საშუალებითაც წარმოიქმნება
”თავის ცენტის” შეგრძნება.

ღრმა კონცენტრაციის დროს წარმოიქმნება ძლიერი დაწოლის შეგრძნება..
QUOTE(gio.geoo @ 11th July 2011 - 01:15 AM) *
3 თვით იმ შემთხვევაში რომ ზედაპირული ენერგია ანუ საწყისი ენერგია წარმოიქმნას და დაგროვდეს.
ხოლო "მესამე თვალი"-ს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის და გახსნისთვის 5 წელი

ჯერ ანახტა უნდა გააქტიუროს ადამიანმა თორე ფიზიკური გზით გამოვა სექსუალური ენერგია biggrin.gif

Posted by: starscream Sep 20 2011, 03:37 PM

QUOTE(starscream @ 20th September 2011 - 03:35 PM) *
ღრმა კონცენტრაციის დროს წარმოიქმნება ძლიერი დაწოლის შეგრძნება..

რომელსაც მიყავხარ იმ ადგილამდე გირჩისებურ ჯირკვლამდე და მერე აგრძელებ მასზე კონცენტრაციას

Posted by: ანა Nov 10 2011, 06:00 PM

QUOTE(ირმა @ Aug 5 2009, 11:11 PM) *
ერთი სავარჯიშო კიდევ მესამე თვალზეsmile.gif

ავიღოთ რამე პატარა საგანი, მაგ პასტა, ფანქარი და სხვა. დავათვალიეროთ კარგად, შევხედოთ ყველა ნიუანსს, შემდეგ ვუყუროთ და მერე თვალები დავხუჭოთ და შევეცადოთ მესამე თვალის მიდამოებში დავინახოთ ეს საგანი. როცა შევძლებთ საგნის დანახვას, მესამე თვალით 5 წუთის განმავლობაში, შედეგი მიიღწევა wink.gif
შემდეგ ავიღოთ უფრო რთული საგნებიsmile.gif
:


ამას გავაკეთებ smile.gif მხედველობით მეხსიერებისთვისაც კარგი ვარჯიშია smile.gif

Posted by: starscream Nov 12 2011, 11:25 PM

მგონი აურა დავინახე ჩემს წინ იჯდა მეგობარი და რომ შევხედავდი ხელები და სახე უმწვანდებოდა =D ანუ კანი ხო ყვითელი იყო და წამი მეათედების მერე უმწვანდებოდა

Posted by: Irakli Dec 21 2011, 02:58 PM

3 წელი გავიდა პოსტის გახსნიდან და ვინმემ რეალური შედეგი მიიღეთ? მაინტერესებს, ღირს თუ არა ამის გაკეთება smile.gif
ისე ძალიან საინტერესო პოსტია :*

Posted by: mamu_ka Dec 21 2011, 05:39 PM

Irakli
Girs tu ara? Hm... Eg cota rtuli kitxvaa miuxedavad imisa rom martivad aris dasmuli,eg shen unda gadacyvito girs tu ara,sxvas sheidzleba chirdeba,sxvistvis sheidzleba girs,magram veravin getyvis shentvis girs tu ara,ki gaxsni magram ristvis? Tu rame mizani ar gaqvs ra azri aqvs ase ubralod? smile.gif arapris gamo energiis da drois xarjva smile.gif jer mizani daisaxe da tu ubralod gainteresebs ra shedegi aqvs gaxsnas srulad veravin agcers radgan zogi iseti ram aris tu ar gamoscade shen ver mixvdebi da verc aigcereba,aris internetshi masala moidzie da caikitxe smile.gif

Posted by: td......... Dec 21 2011, 07:14 PM

მიზანს გააჩნია smile.gif თუ ასეთი კითხევბი გებადება თანაც 3 წელი უცადე სხვის შედეგებს, არ ღირს! wink.gif

Posted by: ანა Dec 29 2011, 05:13 PM

QUOTE(old_man @ Jul 11 2009, 04:44 PM) *
ირმა თუ იცი პრაქტიკული ვარჯიშები რითაც გავიხსნით ამ მესამე თვალს?


რად გინდა მესამე თვალი?

Posted by: soi Dec 30 2011, 05:32 AM

ციტატა(ირმა @ Jul 11 2009, 10:59 PM) *
old_man
მესამე თვალზე სავარჯიშოები უამრავია. შევეცდები რაც ვიცი ნელ-ნელა მოგაწოდოთ.
ვარჯიში მოითხოვს პირველ რიგში მოთმინებას.
ერთ-ერთი სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ თავდაპირველად ასეთია:
დავხატოთ შავი წრე დაახლოებით ასე:


ვუყუროთ დაჟინებით, თვალისმოუშორებლად, თვალისდაუხამხამებლად (ცოტა ძნელია, შეიძლება ცრემლებიც წამოგივიდეს).
რაც დიდხანს გაძლებ მით უკეთესი.
ეს სავარჯიშო დასაწყისია.
თუ გინდა სანთლის ალს უყურებ (მე თავიდანვე სანთელზე ვაკეთებდი). სანთლის ალის რხევა გეხმარება, რომ უფრო დიდხანს უყურო.
მერე კიდევ დავწერ სხვა სავარჯიშოებს, რომლებიც უფრო რთულია.




ამ პოსტზე შევჩერდები ჯერ.. ვუყურებდი დიდხანს და გარშემო ნათებას იწყებს, მერე თვალი რომ მოვაშორე იმ ბურთის ზომა თეთრი ნათება დაყვება თვალს საითაც არ უნდა გავიხედო.. ხოდა ვერ მივხვდი იქნებ აქ არ უნდა მეცადა და ფურცელზე უნდა დამეხატა.. მეძინება და ვერ ვაყალიბებ რისი თქმაც მინდა,რამე ლოგიკასთან ახლოს თუ დავწერე განიმარტეთ რა რა მინდა.. biggrin.gif

Posted by: earth Dec 30 2011, 10:57 AM

soi
აბსოლიტური ლოგიკურია რაც დაწერე. ეს არის პირველი ეტაპი, როცა შავ წერტილს უყურებ,– თვალებში მერე როგორც თეთრს ხედავ და პირიქით. ფურცელზეც იგივე იქნება.
მე მაინც სანთლის ალზე მირჩევია ამ სავარჯიშოს გაკეთება. ზიხარ და უყურებ თვალდაუხამხამებლად და თვალმოუშორებლად სანთლის ალს. მერე როცა ვეღარ ძლებ, ხუჭავ თვალებს და ცდილობ მესამე თვალის არეში დაინახო სანთლის ალი.
მესამე თვალის ახსნა მარტო რამის დანახვა არაა, მხედველობაში მაქვს აურა, ადამიანის შინაგანი ორგანოები, თუ რაღაც არსებები. თუმცა ამ ყველაფრის დანახვას დიდი შრომა სჭირდება.
ამ სახის სავარჯიშოს სხვა დადებითიც აქვს, ესაა გონების უფრო კარგი მოქმედება, ერთგვარი წინასწარმეტყველური ნიჭის განვითარება და საერთოდ გეძლევა ბევრ რამეზე განსხვავებული ხედვა ან ინფორმაცია. აი ეს ყველაფერი უფრო საინტერესო და გამოსაყენებელია ამ ეტაპზე smile.gif

Posted by: soi Dec 31 2011, 02:36 AM

გამომდიიის და როგორ მიხარიაააააააააა.. ეხლა თვალები დავხუჭე და ვერ დავინახე,მერე შუაში ვცადე დანახვა და გამოჩნდა..ვაიმეეეეეე, მინდა რომ უფრო განვავითარო,მგონი გამომივა,გავაგრძელებ ეხლა სხვა პოსტების კითხვას,კიდე მინდა რამე სავარჯიშო,მსიამოვნებს რომ გამოდის ესე სწრაფად.. yahoo.gif

Posted by: soi Dec 31 2011, 02:46 AM

ისე ბავშვობაში თვალებს რომ ვხუჭავდი,ყოველთვის ვხედავდი ესეთ რაღაცეებს, ოღონდ მაშინ არ ვაკვირდებოდი ესე და ჩავთვალე რომ თვალზე რაღაც პრობლემა მქონდა.. biggrin.gif ძალიან მომწონს,აურის ფერის დანახვაზე ვწვალობ და ჯერჯერობით გამჭირვალე რკალებს ვერ გავცდი.. sad.gif

Posted by: earth Dec 31 2011, 11:04 AM

soi
მთავარია არ აჩქარდე და სიყვარულით გააკეთე რასაც აკეთებ smile.gif

Posted by: td......... Jan 1 2012, 06:32 PM

soi
კიდევ, ცუდი არ იქნებოდა რომ დამჯდარიყავი და დაკვირვებოდი შენს ინტერსესს და ინტერესის საგანს, ანუ ეგებ გაარკვიო და წრფელად აღიარო შენ თავთან რად გინა მესამე თვალის ახელა. ზოგადად, როდესაც რამის სწავლას ან შესაძლებოლობის და უნარის შეძენას ცდილობ, უნდა პირველ რიგში გაარკვიო მიზანი თუ რისთვის გინდა ეს. დაუსვი შენს თავს კითხვები ად გაეცი პასუხები. გინდა დაწერე ფურცელზე, კითხევბი ად გასწვრივ პასუხები.
თუ დარწმუნდი რომ ეს შენთვის აუცილებელია დაიწყე და ბოლომდე მიყევი და თუ უბრალოდ უსარგებლო ცნობისმოყვარეობაა ან ვინმეს გაკვირვების სურვილი, ჯობია თავი დაანებე.

smile.gif

Posted by: soi Jan 2 2012, 02:34 PM

.

Posted by: soi Jan 2 2012, 02:35 PM

მადლობა, გავითვალისწინებ..ვიფიქრებ და ჩამოვყალიბდები რა მინდა.. kiss1.gif

Posted by: td......... Jan 2 2012, 11:56 PM

smile.gif

Posted by: Irakli Jan 5 2012, 12:10 AM

QUOTE(td......... @ Dec 21 2011, 07:14 PM) *
მიზანს გააჩნია smile.gif თუ ასეთი კითხევბი გებადება თანაც 3 წელი უცადე სხვის შედეგებს, არ ღირს! wink.gif

არა, რა 3 წელი ველოდე, უბრალოდ გადავხედე თემას და ვნახე ,რომ 3 წელია რაც გახსილია და მაინტერესებდა შედეგი თუ მიიღო ვინმემ. ამ თემით დაინტერესებული ვარ დიდი ხანია და მაგიტომ ვიკითხე თუ აქვს ვინმეს შედეგი, რომ დრო არ დამეკარგა ტყუილად.

Posted by: td......... Jan 5 2012, 12:30 AM

Irakli
მთავარია გარკვევით დაინახო რისთვსი გინდა, ანუ რა მიზანი გქვს. შეიძლება უებ მიხვდე რომ გაგეხსნა, შეიძლება ცხოვრება შეალიო და ასეც ვერ მიხვდე ვერაფერს... შეიძლება იმუშაო და გამოიმუშაო ის რაც გსურს, მაგრამ მაინც, მთავარია, რათ გინდა? უბრალოდ ინტერესის გამო უაზრობაა, მაგას ჯობია რამე სასარგებლო ისწავლო, რაც რეალურად გამოგადგება და არ დაგაზიანებს.

Posted by: soi Jan 5 2012, 01:13 AM

td.........

ვფიქრობდი და მოვძებნე პასუხები.. ერთადერთი რაც მინდა ვისწავლო, აურის დანახვაა.. ზედმეტად ჩაძიება და სხვა რაღაცეების ხილვა არ მინდა,ჩემი აზრით იმ "ზედმეტისთვის" არ არის ჩემი ფსიქიკა მზად და ძალით ჩაძიებაც არ ღირს ალბათ..მერე რა მომინდება არ ვიცი,მაგრამ ამ ეტაპზე ესეთი პასუხები ვიპოვე.. smile.gif გავითვალისწინებ რასაც მირჩევთ.. smile.gif

Posted by: რეალისტი Jan 5 2012, 03:50 PM

მოგესალმებით ძვირფასებო !
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს.
რაც შეეხება ეზოტერული ცოდნის კოლეგების მიერ დადებულ სავარჯიშოს ”შავი წრე” ან ცეცხლის ალი, ელვა და ასე სხვადასხვა მკვეთრად მხედველობის გამაღიზიანებელი საშუალებები არ გამოიწვევს ეპიფიზის ”მესამე თვალის” გასანვითარებელ საშუალებას. მის მიერ გამოწვეულ ეფექტს, როდესაც თვალს დახუჭავთ ჰქვია ”ეიდეტური ხატი”.
*.ეიდეტური ხატი - ( AfterImage ) მხედველობითი წარმოსახულობის ნაშთური მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება რაიმე ობიექტის მკაცრად ფიქსირებული მზერის შემდგომ. ჩვეულებრივად ეიდეტური ხატი არ ექცევა მზერის ყურადღების ცენტრში, მისი სისუსტის და თვალის საკადიკური მოძრაობით მისი წაშლის გამო. გამონაკლის წარმოადგენს ძალიან კაშკაშა ობიექტები მზე, ცეცხლის ალი, ელვა და ა.შ.რომლებიც იწვევენ შედარებით მდგრად და ძლიერ ეიდეტურ ხატს.
ასე რომ, ჩემო ძვირფასებო ! აქ ეზოთერული არაფერი არ არის. რა თქმა უნდა ძალიან ვწუხვარ მაგრამ ეს ესეა.
მესამე თვალის (სამყაროს თვალი, შივას თვალი, აჯნა-ჩაკრა) გასანვითარებლად სულ სხვა ტექნოლოგიები არის საჭირო.
ყველას მიმართ პატივისცემით
რეალისტი


Posted by: Irakli Jan 5 2012, 10:39 PM

QUOTE(რეალისტი @ Jan 5 2012, 03:50 PM) *
რაც შეეხება ეზოტერული ცოდნის კოლეგების მიერ დადებულ სავარჯიშოს ”შავი წრე” ან ცეცხლის ალი, ელვა და ასე სხვადასხვა მკვეთრად მხედველობის გამაღიზიანებელი საშუალებები არ გამოიწვევს ეპიფიზის ”მესამე თვალის” გასანვითარებელ საშუალებას. მის მიერ გამოწვეულ ეფექტს, როდესაც თვალს დახუჭავთ ჰქვია ”ეიდეტური ხატი”.
*.ეიდეტური ხატი - ( AfterImage ) მხედველობითი წარმოსახულობის ნაშთური მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება რაიმე ობიექტის მკაცრად ფიქსირებული მზერის შემდგომ. ჩვეულებრივად ეიდეტური ხატი არ ექცევა მზერის ყურადღების ცენტრში, მისი სისუსტის და თვალის საკადიკური მოძრაობით მისი წაშლის გამო. გამონაკლის წარმოადგენს ძალიან კაშკაშა ობიექტები მზე, ცეცხლის ალი, ელვა და ა.შ.რომლებიც იწვევენ შედარებით მდგრად და ძლიერ ეიდეტურ ხატს.
ასე რომ, ჩემო ძვირფასებო ! აქ ეზოთერული არაფერი არ არის. რა თქმა უნდა ძალიან ვწუხვარ მაგრამ ეს ესეა.
მესამე თვალის (სამყაროს თვალი, შივას თვალი, აჯნა-ჩაკრა) გასანვითარებლად სულ სხვა ტექნოლოგიები არის საჭირო.
ყველას მიმართ პატივისცემით
რეალისტი

გეთანხმები.. ეგ იგივეა, რაც მზეს, რომ უყურო რამოდენიმე წუთი და გარკვეული დრო სულ თვალში,რომ "გეჩხირება" smile.gif)

Posted by: Irakli Jan 5 2012, 10:51 PM

თუ გაგიგიათ ადამიანი სახელად ლობსენგ რამპა? მან მთელი ცხოვრება შეალია ასეთი თემების შესწავლას და ყველაფერი დეტალურად აქვს განმარტებული თავის წიგნებში.
ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია "you forever". რომელშიც შესულია ელემენტარული მედიტაცია, აურის ხედვა, სხეულიდან ამოსვლა მესამე თვალის გახსნა, მოკლედ ყველაფერი, რაც დაგაინტერესებთ. ნებისმიერ ეზოთერულ საკითხზე ამომწურავი განმარტება აქვს გაკეთებული. თუ გინდათ ვინმეს, დავდებ ამ წიგნს. ისე, გირჩევთ წაიკითხოთ. მე ისე ჩამითრია, რომ დღე და ღამე მაგას ვკითხულობ. ოღონდ წიგნი არის ინგლისურად :|. ცოტა ინგლისური თუ იცი გაიგებ, მაგრამ მოგიწევს ლექსიკონის ხმარება. მაგ translate.ge

Posted by: td......... Jan 6 2012, 05:40 PM

Irakli
აქაა ყველა წიგნი რუსულად, ვინც ინგლისური არ იცის

http://www.yugzone.ru/rampa.htm

Posted by: Shambala Jan 14 2012, 07:10 PM

ლობსანგ რამპას Третий глаз წაიკითხეთ.

http://www.youtube.com/watch?v=44L2AhBgy8E

Posted by: serafita Feb 22 2012, 01:18 AM

ჩვენ, რომ მესამე და მეოთხე თვალი გვჭირდებოდეს, ღმერთი აუცილებლად აგვიხელდა.ამ მატერიალურ განზომილებაშიმე პირადად,არ მიმაჩნია მისი გახსნა მიზანშეწონილდ. რათ მინდა ადამიანების აურის ნახვა? "დავიგრუზო' ან კიდევ ასტრალური არსებების ნახვა? წინა ცხოვრების ნახვა/ ჩვენ ,ხომ ამ განზომილებაში ვართ, ეს კიდევ სხვა განზომილების მხარეებია, აბა დაფიქრდით, ამდენი ინფო და სხვადსხვა განზოლმილებაში ყოფნა, ადამიანი უბრალოდ გაგიჯდება, თუ არა საზ-ბა მაინც გიჯად ჩათვლის. ის ვერ გაამხელს თავის ემოციებს, გიჯებს , რომ რაღაცეები ელანდებათ, ესეიგი მათაც გახსნილი აქვთ მესამე თვალი?

Posted by: woodlandelven Feb 26 2012, 09:50 AM

რამპას მართლა კარგი წიგნები აქვს.

serafita - ღმერთმა ამის უნარი მოგვცა და ყველაფერს განვითარება სჭირდება. ეგრე რომ არ ესწავლებინათ წერასაც ვერ ვისწავლიდით. ვინც თვლის რომ მზადაა და საჭიროდ თვლის, უნდა განვითარდეს ამ მხირვაც.
საზოგადოება ბევრ რაღაცას თვლის მაგრამ ყველაფერი ხომ არ არის სწორი. თან ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, არამგონია ყველასგან უარყოფითი აზრი წამოვიდეს და მეორეც არაა აუცილებელი ყველას გააგებინო, ეს ხომ შენთვის ვითარდები სულიერად და თუ ვინმეს დახმარებას შეძლებ და დასჭირდება დაეხმარები.. თან ამრტო მესამე თვალზე არაა, სხვა ბევრი რამ უდნა განივიტარო, სწორად უნდა იფიქრო და გიჟადაც არავინ ჩაგთვლის. smile.gif

Posted by: Lola Aug 18 2012, 05:22 PM

mogesalmebit.dzalian saintereso temaa,aseti kitxva maqvs meditacia da chakrebis gaxsna aucilebelia mjdomare mdgomareobashi?rogorc amas iogebi aketeben?

Posted by: td......... Aug 18 2012, 06:02 PM

უბრალოდ ეს პოზიცია ყველაზე მოსახერხებელია მსგავსი მოქმედებისას.. ფეხზედამდგერი სჰეიზლება წაიქცე, დაწოლილს კი ჩაგეძინოს..

Posted by: Lola Aug 18 2012, 08:34 PM

http://www.eclecticenergies.com/chakras/open.php am saitze potoebic aris da axsnilic tu rogor unda gaketdes.gasagebia rom upro mosaxerxebelia,magram xelebis mkerdis simagleze dachera erti saati damglelia.da ar sheidzleba idayvebi muxlebs davayrdnot?

Posted by: td......... Aug 18 2012, 10:24 PM

Lola
შეიძლება

Posted by: narilla Aug 18 2012, 11:02 PM

QUOTE(Lola @ Aug 18 2012, 05:22 PM) *
mogesalmebit.dzalian saintereso temaa,aseti kitxva maqvs meditacia da chakrebis gaxsna aucilebelia mjdomare mdgomareobashi?rogorc amas iogebi aketeben?



ფეხმორთხმული, ანუ ლოტოსის პოზაში ჯდომა აუცილებელია მედიტაციისა, რადან იმისათვის რომ იმედიტიროთ და მიაღწიოთ სასურველ შედეგს (ჩაკრების გაწმენდა, გახსნა...) საჭიროა ხერხემალი გასწორებულ მდგომარეობაში გქონდეთ. ამ პოზის პლიუსი კი ისაა, რო ხერხემალი მართლაც სწორდება, როცა ასე ზიხართ. მოკლედ, სხვა პოზიციაც რო სცადოთ, ხერხემალს ისე ვერ გაასწორებთ, როგორც ეს ლოტოსის პოზაში ჯდომისას სწორდება. ...და კიდევ ერთი რამ: თუ ხერხემალი გექნებათ მოხრილი, წელის ადგილას, თუ სხვაგან, ჩაკრებზე მედიტაციას ეფექტი არ ექნება!

Posted by: narilla Aug 18 2012, 11:10 PM

QUOTE(td......... @ Aug 18 2012, 06:02 PM) *
უბრალოდ ეს პოზიცია ყველაზე მოსახერხებელია მსგავსი მოქმედებისას.. ფეხზედამდგერი სჰეიზლება წაიქცე, დაწოლილს კი ჩაგეძინოს..



იმას, თუ რატომ არის ლოტოსის პოზა აუცილებელი მედიტაციისა, უფრო ღრმა ახსნა აქვს ტედი... მარტო ჩაძინების საფრთხე ხო არ იჩენს თავს? Just_Cuz_01.gif

წინა პოსტში ავხსენი და დავამატებ იმასაც, რო ენერგია იბლოკება და აღარ "მიედინება" ჩაკრებში, როცა ხერხემალი სწორ მდგომარეობაში არ აქვს ადამიანს.

სწორ მდგომარეობაში კი ხერხემალი სწორედ ფერხმორთხმული ჯდომისას არის, სხვა პოზებიც რომ სცადოთ ჰათჰა იოგიდან, მაინც ამ ლოტოსის პოზის უპირატესობამდე მიხვადთ! smile.gif


Good luck!

Posted by: td......... Aug 18 2012, 11:55 PM

narilla
გასაგებია რაც დაწერე, მე იგივე ავხსენი ადამიანური და მარტივი ენით! wink.gif ისე დაწოლილიც შეიძლება.

Posted by: narilla Aug 19 2012, 01:28 AM

QUOTE(td......... @ Aug 18 2012, 11:55 PM) *
narilla
გასაგებია რაც დაწერე, მე იგივე ავხსენი ადამიანური და მარტივი ენით! wink.gif ისე დაწოლილიც შეიძლება.


საკმარისად რომ არ ჩავთვალე ის ახსნა, რაც გეწერა, იმიტომ დავწერე მე, ჩემის მხრივ, საფუძვლიანი განმარტება l_book.gif მოხერხებულობა-მოუხერხებლობაზე არაა დამოკიდებული ის, თუ რა რა პოზაში ჩაატარებ მედიტაციას, დამწყებს შეიძლება გაუძნელდეს ლოტოსის პოზაში დჯომა, მესმის, ესეცაა...

გასაგებია, შენ სხვანაირად თვლი, ასე რომ допустим так bf_nonew.gif

Posted by: Atm@n Aug 25 2012, 10:59 PM

აზრის ძალა

http://www.youtube.com/watch?v=rwWEpxGxOGs&feature=related

Posted by: anima mundi Aug 27 2012, 01:05 AM

რაღაც ლურჯ ქვას თუ ბურთს ვხედავხოლმე ღამე, იმდენად კაშკაშააა მაბრმავებს. და შუბლს მატკიებს.. თავის ტკივილები მაწუხებს, და ხელის და ფეხის გულები მიხურს, ენერგიაა ბევრი მესმის. მაგრამ ხომ აზრებიდან მოდის? ამის დამშვიდების და ჰარმონიაში მოყვანის რაიმე ვარჯიში არის?


სექსი არ მითქხრათ მხოლოდ თქვენც biggrin.gif

Posted by: anima mundi Aug 27 2012, 01:33 AM

უკვე ამტკივდა შუბლი..

Posted by: td......... Aug 28 2012, 10:05 PM

anima mundi
ცადე გამდინარე წყალში შეუშვირო ხელები, ცივში.. შეგიძლია მთლიანად შხაპის ქვეშ დადგე.. მერე უნდა ისწავლო ენერგიის მართვა. შეგიძლია ენერგიის გორგალი, ბურთი მოკლედ დააგროვო კონცენტრირებული ენერგია და რამეში ჩადო, თუნდაც ისე დადო სადმე თაროზე, იატაკზე.. ოღონდ დადებითად იყავი მისი დაგროვებისა და შემკვრივებისას...smile.gif რავიცი ცადე, ეგებ გიშველოს..

Posted by: Lashapoli Aug 29 2012, 12:53 AM

http://www.youtube.com/watch?v=MheMn-AUvQA
http://www.youtube.com/watch?v=MheMn-AUvQA
http://www.youtube.com/watch?v=MheMn-AUvQA
http://www.youtube.com/watch?v=MheMn-AUvQA
http://www.youtube.com/watch?v=MheMn-AUvQA
http://www.youtube.com/watch?v=MheMn-AUvQA
http://www.youtube.com/watch?v=MheMn-AUvQA
http://www.youtube.com/watch?v=MheMn-AUvQA
http://www.youtube.com/watch?v=MheMn-AUvQA
)))))

Posted by: anima mundi Aug 29 2012, 02:07 AM

td.........

ოFF biggrin.gif თაროზე შემოსადებად მინდა მე ენერგია? რა სასტიკად ჟრერს! აი უსაშინლესად, თაროზე შემოდე, კომბალი ხო არაა.. ვაიმე, აი ეხლა უცებ ისე მეძვირფასა. ჩემი საყვარელი ენერგიები <3 ))))

ნუ ერთი მეთოდია, სხვასაც შეიძლება გამოადგეს wink.gif ყლუპ ყლუპად უნდა სვა წყალი და ქვევით ჩამოიტანს. ჩემმა კრიშნას საჩუქარმა მეგობარმა ეგრე მასწავლა, და დაბალანსდებაო..

Posted by: anima mundi Sep 5 2012, 04:15 AM

თავი, შუბლი მტკივაააააააააააააააა აააააააააააააააააა!!! sad.gif
წყლით ჩამოვიბანე რამდნეჯრ არ შველის, ნაკურთხი წყლითაც ვცდი.
რამე წამალლი არ იცით?

Posted by: Mel Sep 5 2012, 04:39 AM

ანალგინი biggrin.gif

Posted by: anima mundi Sep 5 2012, 12:42 PM

ძალიან მტკივახოლმე შუბლი და ეს სილურჯე მაწუხებს.. რარაც არასწორად ვმართავ, უფრო სწორედ ვერ ვმართავ და იმიტომ

Posted by: td......... Sep 5 2012, 01:01 PM

anima mundi
ან რაღაც გაქვს აჩემებული და ვერ ხვდები რომ გაჩერებენ..biggrin.gifbiggrin.gif იამს გავს სადღაც რომ გარბიხარ ბავშვიVით და ამ დროს წინ კარს გიკეტავენ რომ არ გახვდე-იქ სახიფათოა შენთვის და ბრახ თავით ეტაკები.. უკვე რამდენჯერ.. biggrin.gifbiggrin.gif იქნებ მაგიტომ გტკია?

ენერგიით თაროზე შემოდება კი სულაც არ ნიშნავს მის გაფანტვას და გადაგდებას.. ვერ გაიგე რაც გითხარი მაშინ..smile.gif) იმ გარემოს დადებითით შეავსებ სადაც ხარ, თუ შიგნიდან გეზედმეტება დ ა გიშლის ხელს თქო... smile.gif

Posted by: anima mundi Sep 5 2012, 01:34 PM

td.........

მაჩერებენ smile.gif სწორია.. კი.

Posted by: ##### Nov 21 2012, 05:28 PM

http://www.aura-help.ge/node/63

საინტერესო სტატია მესამე თვალტან დაკავშირებით.........


ხო რა მაინტერესებს....... მესამე თვალი და ჰალუცინაციებს რამ კავშირი აქვთ ერთმანეთთან?

Posted by: anima mundi Dec 13 2012, 03:17 PM

ეს ლურჯი კუბიკი რას ნშნავს და საიდან ჩნდება ნტა.. ტრილებ ბრუნასსვს, ტრიალებს ბრუნავს biggrin.gif
არარ მტკივა თავი, ეხლა უბრალოდ მოძრაობს წრეზე ეს ლურჯი კუბიკი

Posted by: ##### Dec 13 2012, 03:31 PM

anima mundi
მაგას ხედავ ხილვასავით თუ?

Posted by: anima mundi Dec 13 2012, 03:35 PM

#####

თვალებს ვხუჭავ ვხედავ.. ლურჯ ღუბლებში (სხვანაირად როგორ ვთქვა არ ვიცი), და იმ სილურჯეში ტრიალებს, თან თვითონაც ტრიალებს თავისი რერძის გარშემო

Posted by: ##### Dec 13 2012, 03:40 PM

და მესამე თვალის გააქტიურებამ იცი ასეთი რაღაცეები? ნუ ახლა მე პირადად ვერ გიპასუხებ კითხვაზე ახლბედა ვარ. სამაგიეროდ მე მაქვს უამრავი კითხვები თქვენ ყველასადმი

Posted by: anima mundi Dec 13 2012, 03:42 PM

#####

არ ვიცი
ადამიანი შეუცნობელია და იმდენად მრავალფეროვანიდა ინდვიდუალურია მისი ფიზიოლოგია, შვიდი მილიარდივე განსხვავებული რომ ვერ იტყვი smile.gif მესამე თვალის ფერია ლურჯი, ანუ შუბლის ჩაკრა, აჯნის ფერი და ალბათ ამიტომ მაგასთანაა კავშირში

Posted by: marissa Dec 13 2012, 07:08 PM

არ ვიცი მესამეთვალთან რამე კავშირშია თუ არა და საერთოდ რას ნიშნავს მაგრამ ზოგჯერ თვალებს რო ვხუჭავ ან თვალები მიხელია მაგრამ ბნელა სადმე ამ სიბნელეში ძალიან ნათლად და გარკვევით ვხედავ მწვანე ფერის თვალს რომელიც მე მიყურებს, ძალიან გარკვევით ვხედავ თითქოს ვიღაც მიყურებს

Posted by: anima mundi Dec 14 2012, 12:52 AM

ჩემ ტავს ვხედავ კიდევ, თიტქოს სარკეში ვიყურებოდე.. გვერდით გადავწევ ტავს, ხელს ვუქნებ თუ ვეჭყანები აშკარად მე ვარ biggrin.gif აი როგორ ვხედავ თვალის დახუჭვისას ჩემს წინ ჩემს თავს არ ვიცი..
ადრე ვფიქრობდი რაღაც არსებაა ჩასახლებული ჩემში და იმის თვალით ვხედავთქო მარა ალბათ ჩემივე ხედვის რაღაც უანრის გამოვლინებაა

Posted by: teepurple Dec 14 2012, 12:56 AM

QUOTE(marissa @ Dec 13 2012, 07:08 PM) *
არ ვიცი მესამეთვალთან რამე კავშირშია თუ არა და საერთოდ რას ნიშნავს მაგრამ ზოგჯერ თვალებს რო ვხუჭავ ან თვალები მიხელია მაგრამ ბნელა სადმე ამ სიბნელეში ძალიან ნათლად და გარკვევით ვხედავ მწვანე ფერის თვალს რომელიც მე მიყურებს, ძალიან გარკვევით ვხედავ თითქოს ვიღაც მიყურებს

+1
ოგონდ ჩემთან მე მიყურებს თუ არა მაგას ვერ ვხვდები.

Posted by: რეალისტი Apr 11 2013, 06:32 PM

მესამე თვალი მითი და რეალობა

http://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=a4S3CCI67Jo

Posted by: ano Apr 13 2013, 09:26 PM

კარგი ვიდეოა ახლახანს გადიოდა გადაცემა ღამით მელანინის გამოყოფა რო ხდება და ეს იწვევს ძილის მოთხოვნილებას და აქაც არის ეს ნახსენები ....
და საერთო ჯამში საინტერესო ვიდეოა rolleyes.gif
ტვინში არსებულ ნივთიერებებზე ..

Posted by: steward Apr 20 2013, 04:40 AM

მესამე კი არა მგონი ადამიანისთვის 2 თვალიც ზედმეტია
მგონი სამყარო თვალების გარეშეც ძალიან საინტერესოა

Posted by: night_ghost May 12 2013, 08:41 PM

მოგესალმებით მეგობრებო, რაღაც კითხვები მაქვს და იქნებ გამცეთ პასუხები... მოკლედ მყავს ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი მეგობრად ხოდა ჩემს და კიდევ რამდენიმე ადამიანის გარდა არავის ენდობა რადგან ბევრ პრობლემას გადააწყდა თავისი თავის გამო. ამის გამო ცხოვრობს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და მალავს იმას რაც შეუძლია ბავშვობიდან. მოკლედ გეტყვით შესაძლებლობებს: ხედავს ადამიანის ენერგეტიკულ ბიო ველს, გრძნობს ხელზე ტალღებს, აკონტროლებს თვალის გუგიდან დაწყებული ნებისმიერ ორგანოს, არ ურტყავს საერთოდ დენი, ხედავს სულებს და ა.შ... მაინტერესებს თუ არსებობს მსგავსი ფენომენი კიდევ საქართველოში ? თვითონვე იძახდა რამდენიმე ენახა... აქ თუა ვინმე რაიმე მსგავსი პრობლემით ? იქნებ რჩევები მომცეთ როგორ შეიძლება დავეხმარო? უნდა რომ მოიცილოს ყველაფერი და არსებობს რაიმე პრეპარატები ან ვარჯიშები რომ ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდეს 100 % ით ? მადლობთ წინასწარ

Posted by: earth May 12 2013, 11:04 PM

night_ghost
შენი მეგობრის დახმარება ის იქნება შემოვიდეს ამ საიტზე და დაიწყოს ნელ-ნელა თავისი შესაძლებლობების სწავლა. მაგას დახმარება კი არ სჭირდება რამდენიმე წლის მერე, თუ შეისწავლის იქით დაეხმარება ხალხს. თვალის გუგებით ჯერ დიაგნოზის დადგენას შეძლებს, და საერთოდ მომავალი მასე იქნება, ვფიქრობ უმრავლესობა მალე მასე დაიწყებს ხედვას.

Posted by: night_ghost May 13 2013, 12:45 AM

ასე მარტივად არაა საქმე არ უნდა საერთოდ არაფერი მსგავსი და ასე ხედვას მალე 1000 წელში თუ დაიწყებს ხალხი ეს უკვე აღარ იქნება და არ აინტერესებს ხომ ხვდები>? ვიღაც მეცნიერულად ჩახედული სჭირდება ამ საკითხში რომ მოუხსნას ეს პრობლემა თორე აბა შენი თავი წარმოიდგინე სულის პონტში რაღაცას ხედავდე მე რომ წარმოვიდგენ მაგარი ცუდათ ვხდები...

Posted by: nmmhnmm May 19 2013, 10:01 PM

მსგავსი რამ, რაც შენ ახსენე, მემართება შუქზე კი არა, შეიძლება ითქვას ნებისმიერ საგანზ, თუ ყურადღება გადავიტანე და თვალის დახუჭვის მომენტში მასზე გავამახვილე ყურადღება.

საგანს აღვიქვამ, უფრო სწორად ფერებს არა, ასე ვთქვათ კონტურებს, რომელიც ნელნელა მაღლა ადის, ხანდახან შევეცადე გაჩერებას მაგრამ 10 წამის მერე თვალი მეღებოდა, (ვერ ვიტყვი რომ მაინც ერთ ადგილას იყო გაჩერებული, უბრალოდ ძალიან ნელა ადიოდა ზევით )


მესამე თვალი კიდევ არ ვიცი რა არის? როგორც გამიგია ინტუიციაზე მოქმედებსო. ინტუიციას კიდევ არ ვუჩივი, ძალიან მაგარი ინტუიცია მაქ, უბრალოდ ხადახან მერევა ხოლმე - რაღაც მოხდება თუ არა რაღაც.





















Posted by: რეალისტი May 23 2013, 12:52 AM

nmmhnmm
თქვენ რასაც აღწერთ ეგ ეიდეტური ხატია. და სხვა არაფერი. ეგ ყველა ადამიანს აქვს განსაკუთრებული გამაღიზიანებელი ფაქტორების მხდეველობაზე ზემოქმედების შემდგომ. მაგას არაფერი კავშირი არ აქვს ეპიფიზთან (მესამე თვალი)
www.aura-help.ge/node/

Posted by: რეალისტი May 23 2013, 12:53 AM

www.aura-help.ge/node/106

Posted by: annavertinskaia Jun 23 2013, 05:50 PM

საინტერესო თემაა. მე ვხედავდი ადამიანების აურას ერთი პერიოდი ძალიან ხშირად. მაშინ რამდენიმე სავარჯიშო გავაკეთე და ამის შედეგად. ახლაც ვხედავ, ოღონდ რატომღაც ინტერესი დამეკარგა. ისე ინტუიცია მაქვს ძალიან ძლიერად განვითარებული და ეს პირად ჰოროსკოპშიც გამოჩნდა. თუკი ადამიანს შევხედავ და ის თავიდანვე არ მომეწონება, არ არსებობს, რომ რაიმე ძალიან ცუდი თვისება არ აღმოაჩნდეს. ამიტომაც მირჩიეს, მაშინვე მოშორდი ასეთ ადამიანსო. გარდა ამისა, თუ სადმე უნდა წავიდე და გული უარს მეუბნება, შანსი არაა წავიდე და იქ ცუდი რამ არ შემემთხვას.

Posted by: NiNi)) Dec 15 2013, 08:10 AM

რაღაც შეკითხვები მაქვს და შეგიძლიათ დამეხმაროთ ? და ამ საიტზე აღარ შემოდიხართ არავიინ თუ რა ხდება..

Posted by: old_man Dec 15 2013, 12:30 PM

QUOTE
რაღაც შეკითხვები მაქვს და შეგიძლიათ დამეხმაროთ ?

აბა გისმენთ Laie_61.gif

Posted by: NiNi)) Dec 16 2013, 11:26 AM

ძალიან საინტერესო საიტი გაქვთ მართლა. ეხლა რაც შეეხება ჩემს ინტერესს. ბიოენერგეტიკის შესახებ რამე პოსტები გაქვთ აქ?

Posted by: Existence Dec 16 2013, 11:58 AM

QUOTE(nini.)) @ 16th December 2013 - 11:26 AM) *
ძალიან საინტერესო საიტი გაქვთ მართლა. ეხლა რაც შეეხება ჩემს ინტერესს. ბიოენერგეტიკის შესახებ რამე პოსტები გაქვთ აქ?


http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=77&st=0

http://geoastro.ge/bioenergy/27--.html (ესეც ჩვენი საიტია )

Posted by: NiNi)) Dec 16 2013, 12:59 PM

დიდი მადლობა ))

Posted by: mamu_ka Dec 16 2013, 09:17 PM

NiNi))
რუსული თუ იცი ბევრი ინფორმაციის მოძიება შეიძლება ბიოენერგეტიკაზე

Posted by: NiNi)) Dec 16 2013, 09:33 PM

ქართულად რო იყოს უკეთესია მაგრამ არაუშავს რუსულადაც გავარკვევ რამეს ))

Posted by: mamu_ka Dec 16 2013, 09:38 PM

ქართულად ძალიან ცოტა ინფორმაციაა, თუმცა გააჩნია შენ კონკრეტულად რა გაინტერესებს

Posted by: NiNi)) Dec 16 2013, 09:41 PM

ბიოენერგეტიკაზე. ანუ ბიოდენებზე..

Posted by: mamu_ka Dec 16 2013, 09:47 PM

მაშინ google.ru შენი საუკეთესო მეგობარი გახდება smile.gif ბიოენერგეტიკა მარტივი თემა არაა, ასე რომ მოძებნე თვითონ და წაიკითხე ყველაფერი, ასე უფრო დააფასებ ინფორმაციას smile.gif

Posted by: NiNi)) Dec 16 2013, 10:06 PM

ანუ ქართულად მაინც რთულია რამის ნახვა როგორც ჩანს ((( სამწუხაროდ ((

Posted by: mamu_ka Dec 16 2013, 10:08 PM

ნუ ეძებ სიმარტივეს smile.gif

Posted by: NiNi)) Dec 16 2013, 10:55 PM

რუსული კი ვიცი და მესმის მაგრამ სასაუბრო რუსული სულ სხვა არის და ესეთ ტემებზე რამის წაკითხვა უფრო რტულია. როცა არ იცი ყველა სიტყვა კარგად და ყოველ წინადადებაში 2 სიტყვის გადათარგმნა მაინც მომიწევს და ალბატ ხვალამდე ან ზეგამდე ბოლომდე ვერც გავიგებ ვერაფერს biggrin.gif ნაწილს მაინც

Posted by: mamu_ka Dec 16 2013, 10:58 PM

თუ ეს ყველაფერი მართლა გაინტერესებს ეგ ვერ შეგაჩერებს smile.gif ეგ მხოლოდ მიზეზია რომ გაამართლო შენი სიზარმაცე tongue.gif

Posted by: NiNi)) Dec 16 2013, 11:11 PM

სიხარმაცე არა უფრო სირთულე sad.gif

Posted by: mamu_ka Dec 16 2013, 11:16 PM

ზარმაცაა tongue.gif სრითულეები მხოლოდ შენს წარმოსახვებში არსებობს smile.gif

Posted by: stalini Dec 18 2013, 04:20 PM

აქ ბევრი წერია მესამე თვალზე, მაგრამ აქ მხოლოდ ის წერია რითიც ნაწილობრივ ვიგებთ რა არის მესამე
თვალი ,მაგრამ არ წერია პრაქტიკა, ვისურვებდი რომ ფორუმი განზოგადებიდან კონკრეტულ პრაქტიკუმზე გადავიდეს. როგორც ვიცი მესამე თვალის გასახსნელად რაღაც ინიციაცია უნდა მიიღო, უფრო სწორედ გასაიდუმლოებულია ეს ტექნიკა და აქ დაწერილი სავარჯიშოები წერტილის ყურება და სხვა კარიგა კონცენტრაციისთვის მაგრამ მესამე თვალს ზუსტად ვიცი რომ სხვა პრაქტიკები სჭირდება, ერთერთი ატრიბუტია ასკეზა ,განმარტოება თვითჩაღრმავება მარხვა და მედიტაცია მაგრამ ზოგს ცნობიერების მაღალი დონითაც შეიძლება გაეხსნეს. ნუ აქ შეიძლება ვიღაცას კარგი ინტუიცია ჰქონდეს ჩვეულებრივ ეს აჯნას ნორმალურ მდგომარეობაა თითქმის, მაგრამ ეს მესამე თვალის გახსნას არ ნიშნავს წარმოიდგინეთ შაოლინს ბერები წლების განმავლობაში ვარჯიშობენ, რომ ასეთ შედეგებს მიაღწიონს და ცოტა რთული წარმოსადგენია ჩვენ ისე გვინდა რომ მალე რაც შეიძლება მალე იყოს შედეგი ეს კი უკვე არასწორი გზაა. თვითაღმოჩენას ზოგჯერ რამდენიმე რეინკარნაციაც კი სჭირდება

Posted by: zviiigo Feb 24 2014, 12:28 AM

როდესაც მძინავს მემართება ასეთი რამ
ძილს არ გავს ვწევარ და ვხედავ ოთახს ბუნდოვნად სადღაც სიზმრის დონეზე თვალები დახუჭული მაქვს
ძილის შეგრძნება არ მაქვს უფრო კარგათ გამოღვიძებულის მაგრამ ნახევრად მძინავს
რამდენ ადგილასაც მეძინა არ დამინახავს სხვა ოთახი ვხედავ იმ ოთახს სადაც მძინავს
მესამე თვალის ბრალია ? biggrin.gif

Posted by: mata Feb 24 2014, 11:30 AM

zviiigo


არვიცი

Posted by: chemikerin Feb 24 2014, 01:06 PM

zviiigo
2-ჯერ მქონდა ეგეთი რაღაც. მე ჩაძინების წინ დამემართა ოღონდ…
მე მგონი ასტრალს უფრო ეხება ეს…
მაგ დროს ცადე ხოლმე გასვლა ან რამე smile.gif

Posted by: earth Oct 9 2017, 09:32 PM

Egocide

QUOTE(egocide @ 10th July 2011 - 07:38 PM) *
გამარჯობათ.

არ ვიცი რამდენად მესამე თვალს ეხება... მოკლედ უკვე წლებია ვაკვირდები საკუთარ თავს , ვინმეს რომ შევხედავ და სანამ გავაცნობიერებ რას ვუყურებ( ეს წამისმეასედებში ხდება) ზოგს ფეხი უცდება და სულ რომ არაფერია ისე ვარდება , ყოფილა შემთხვევა ავარიული სიტუაციაც შექმნილა და თვით ავარიაც. არ ვიცი ზუსტად იმ მომენტში ვიხედები როცა ეს უნდა მოხდეს თუ მე რომ ვიხედები იმიტომ ხდება.

დაკვირვება მას შემდეგ დავიწყე რაც ხშირად დავინახე მსგავსი სიტუაცია და კიდე ერთს დავაკვირდი, როცა რაღაცა მიხარია ან უბრალოდ "დაგრუზული" ვარ მაშინ ხდება ის რაც ზემოთ დავწერე.

ამ პოსტზე მინდა პასუხი გავცე, საერთოდ ბევრს შეიძლება დაემართოს მსგავსი რამ. როცა ასეთი რამ ხდება, უარყოფითი ენერგეტიკა გაქვს და აუცილებელია პირველ რიგში თავს უშველო. როცა შენდაუნებურადაც კი თუნდაც პაწია ზიანს აყენებ ვინმეს ეს არაა კარგი შენთვის. როცა პირიქით ხდება, მაშინ კარგ გზაზე ხარ.

Posted by: earth Oct 9 2017, 09:52 PM

Irakli

QUOTE(gogoshvili @ 21st December 2011 - 03:58 PM) *
3 წელი გავიდა პოსტის გახსნიდან და ვინმემ რეალური შედეგი მიიღეთ? მაინტერესებს, ღირს თუ არა ამის გაკეთება
ისე ძალიან საინტერესო პოსტია :*

კარგი შეკითხვაა...
წლების წინ გახსნილი თემა, ახლა სხვანაირად წავიკითხე.(მინდა ვთქვა, რომ ირმა ჩემი პირველი ნიკი იყო ამ ფორუმზე, ვინც არ იცის). ეს თემა წლების წინ გავხსენი... დღეს ვკითხულობ სხვადასხვა პოსტებს და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ არა, არაა მზად ყველა ადამიანი ამისათვის. ეს შინაგანად უნდა იყოს შენში, დაბადებისთანავე, შენითვე უნდა ეძიო, სანამ ვინმე მოგაწვდის მზამზარეულს.თუ შინაგანად არ ხარ ამაში „გახსნილი“ დაბადებული, შეგეშინდება, ეშმაკეულობა მოგეჩვენება და სხვა მრავალი. მე ბავშვობიდან ვხედავდი აურას, ველს. სახლში ვერასოდეს ვერავინ მიპასუხა და ვერც გაიგეს ჩემი შეკითხვა. ჩემი ბავშვური ჭკუით ვიფიქრე სკოლაში ვისწავლი მეთქი ალბათ. არც სკოლაში არ მასწავლეს. არ ისწავლებოდა არც ფიზიკისა და არც ქიმიის გაკვეთილებზე. მაშინ ვთქვი, რასაც ვხედავ არ არსებობს მეთქი და ძალით გავაჩერე ჩემი ხედვა. მხოლოდ 22 წლის რომ გავხდი მაშინ გავიგე რა იყო. დღეს მე მაინცდამაინც არ მივყვები ამ ყველაფერს, რადგან არ მაქვს ბევრი დრო ამ საკითხებით დავკავდე, სამწუხაროდ... მესამე თვალი მხოლოდ ნაწილობრივ მაქვს გახსნილი, მაგრამ ძალიან ბევრ რამეში მეხმარება ცხოვრებაში. მაქვს შედარებით განვითარებული ინტუიცია და ვღებულობ ხშირად პასუხს ისეთ რამეზე, რაც ცხოვრებაში კარგად მადგება.

Posted by: starscream Jan 10 2018, 11:15 PM

მე დავინახე ერთხელ ადამიანის ენერგეტიკა შეუდარებელი და განუმეროებელია წიგნებში და ჩემი რომ წარმოვიდგენდი ხოლმე მაინც ნახატივით იყო მაგრამ ნამდვილი ხასხასხა მწვანე ბალახივით იყო და რეალურზე რეალური და არც თვალების მოჭუტვა დამჭირვებია ძალიან ჩვეულებრივად ვხედავდი მეტჯერ აღარ დამინახავს

Posted by: earth Jan 10 2018, 11:57 PM

starscream
იმ ადამიანს ძალიან ძლიერი და სუფთა აურა ჰქონია, მაშინ როცა დაინახე.

Posted by: starscream Jan 11 2018, 12:03 AM

earth

QUOTE(earth @ 10th January 2018 - 11:57 PM) *

ხო ეგრეა გოგო იყო ძალიან რელიგიური სულ ეზიარებოდა და მარხულობდა =)) არ ტოვებდა =)) არცერთ დღეს

Posted by: earth Jan 11 2018, 07:57 AM

starscream
მეც მაქვს ნანახი მასე ერთ ადამიანზე ძალიან დიდი ლურჯი აურა. ის ადამიანი უბრალოდ ლექციებს კითხულობდა რაღაც ექსტრასენსების კურსები რომ გავიარე. უკრაინიდან იყო... რომ შემოვიდოდა უზარმაზარ დარბაზში განირჩევოდა ყველასაგან, მისი აურა დაინახა თითქმის ყველამ, საოცარი სიყვარული იგრძნობოდა მისგან. ყველას უყვარდა მისი ლექციების მოსმენა.

Posted by: starscream Jan 11 2018, 02:32 PM

earth

QUOTE(earth @ 11th January 2018 - 07:57 AM) *

ხო მე ეგრევე მივხვდი რომ იმიტომ კი არ დავინახე რომ მე ძლიერი მესამე თვალი მაქვს არამედ მას ქონდა ძლიერი აურა მე კიდე სუსტი მესამე თვალი. თან ერთი 4 წელი იყო რაც უარი ვთქვი მესამე თვალზე და აღარც აქტიურდებოდა =)) გამიკვირდა რომ დავინახე

Posted by: earth Jan 11 2018, 06:34 PM

starscream
რატომ თქვი უარი მესამე თვალზე?

Posted by: starscream Jan 11 2018, 08:09 PM

earth

QUOTE(earth @ 11th January 2018 - 06:34 PM) *
რატომ თქვი უარი მესამე თვალზე?

ორი კვირა მქონდა სიდჰები და კიდე განვითარდებოდა. ორი კვირის მერე ლოგიკურად რო დავალეგე მიზეზ შედეგობრივი კავშირები მივხვდი რო ჩემთვის ნეგატიური ძალისგან იყო =))აბა კი მოწონს ხალხს უცხოპლანეტელები მაგრამ მე არ ვაფანატებ მაგათზე. უარი ვთქვი და ჯანმრთელობით წაიღეს უფრო სწორედ გადაწვეს ვაბშე აჯნა ჩაკრა დამტოვეს ისე. უბრალოდ წლების მერე მაინც ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად მუშაობს ცოტათი აჯნა და ის აურაც მაგიტო დავინახე ასევე ნლპს ჰიპნოზის სიდჰა აღმოვაჩინე უნებლიედ ვაჰიპნოზებდი ტიპებს =) ვერც ვხვდებოდი წარმოიდგინე 4 წლის მერე რაც უარი ვთქვი. ეხლა საერთოდ გაქრა.

Posted by: Limbus Jan 12 2018, 06:05 PM

starscream
earth

რას გულისხმობთ დანახვაში? ანუ თვალით ხედავთ როგორც ნებისმიერ სხვა რამეს თუ შეგრძნებების დონეზე აღიქვამთ? საერთოდ თუ არის შესაძლებელი ამის ახსნა, იქნებ ამიხსნათ smile.gif

Posted by: starscream Jan 12 2018, 09:14 PM

Limbus

QUOTE(Limbus @ 12th January 2018 - 06:05 PM) *

თვალით ხედავ ჩვეულებრივად არანაირი დაძაბვის და ყველაფრის გარეშე როგორც ადამიანებს და საგნებს ისე პროსტა ენერგეტიკას ადამიანის ან საგნების.
earth
კიდე ის იყო საინტერესო ეთერული სხეულს ვხვედავდი ადვილად მოთეთრო მომწვანოს აი რამის ფონზე სითეთრის ან რაიმე ფონზე თუ დადგებოდა ადამიანი ეგეც გამომყვა რამოდენიმე წელი მერე გაქრა

Posted by: earth Jan 12 2018, 09:17 PM

Limbus
აურის დანახვა ჩვეულებრივ თვალებით ხდება. მაგრამ ხდება ასე ვთქვათ გაფანტული მზერით. ამის დანახვაში მესამე თვალი თუა განვითარებული გეხმარება. მესამე თვალი მარტო რამის დანახვაში არ გეხმარება. გინვითარებს გრძნობასაც.
აურას თვალით ვხედავ, ალბათ როგორც სხვა რამე მატერიალურ ნივთს. ძაან არ ვარ განვითარებული, მუდმივად არ ვხედავ, თუ არ გავაკეთე კონცეტრაცია ისე ჩვეულებრივ ვხედავ.
საინტერესო ისაა, რომ აურასა და ველს პატარა ბავშვობიდან ვხედავდი. ვხედავდი საგნების ველს, მაგრამ მაშინ ვერავინ ვერაფერი მითხრა ამის შესახებ, ველოდებოდი ჩემი ბავშვური ჭკუით სკოლაში მასწავლიდნენ, მაგრამ არაფერი მასეთი არ მასწავლეს. მაშინ ვთქვი, რაღაც მე მელანდება მეთქი და ძალათი შევწყვიტე აურისა და ველის თვალიერება. აი მერე რომ გავიგე ეს ყველაფერი მართლაც არსებობს, მაშინ ისევ დავიწყე დანახვა. ისე ბავშვობაში ჩემთვის ვინმეს რამე მასეთი რომ აეხსნა, ალბათ დღეს უფრო ძლიერი ვიქნებოდი და მართლა მექნებოდა ძლიერ დონეზე განვითარებული მესამე თვალი.

Posted by: earth Jan 12 2018, 09:19 PM

starscream

QUOTE(starscream @ 12th January 2018 - 10:14 PM) *
earth
კიდე ის იყო საინტერესო ეთერული სხეულს ვხვედავდი ადვილად მოთეთრო მომწვანოს აი რამის ფონზე სითეთრის ან რაიმე ფონზე თუ დადგებოდა ადამიანი ეგეც გამომყვა რამოდენიმე წელი მერე გაქრა

ასევე ყველა ნივთს აქვს თავისი ველი, მაგის დანახვა ვფიქრობ უფრო ადვილია.

Posted by: starscream Jan 12 2018, 09:30 PM

earth

QUOTE(earth @ 12th January 2018 - 09:19 PM) *

მაგაზე გამახსენდა რა იყო მაგარი იცი იმ 2 კვირის განმალობაში სიბნელეში ვხვედავდი ყველაფერს =)) საგნების კონტურები თვითონ გამოირჩეოდა სიბნელიდან ვერ ვიტყოდი რომ ანათებდა თქო ტყუილი იქნება უბრალოდ ვხვედავდი თან რაც უფრო სიბნელე იყო მით უკეტესად. როგორც იცი აი ბევრ შეჯგუფებულ წერტილებად და ეს წერტილები ქმნიდნენ საგნის კონტურს. მაგარი იყო აი მაგალითად კიდე რა იყო თვალებს რომ დავხუჭავდი ეგრევე სინათლეს ვხვედავდი გეგონება ლამპა ინთებაო თუ გავაღრმავებდი კონცენტრაციას ამ სინათლეში შევდიოდი იკვეთებოდა რაღაც ჩრდილები ეს ჩრდილები იწყებდნენ მოძრაობას რაღაც სცენა იდგემობდა. ასევე ჭერში რომ აივეხედებოდი ან სივრცეში ღამე სიბნელეში იყო როგორც სუფთა ღამეს მოჭედილი ვარსკვლავებიანი ცა და თან აბიომნი მოცულობაში სასწაული იყო.

Posted by: earth Jan 12 2018, 10:55 PM

starscream
რა ლამაზი რამ აღწერე wub.gif

Posted by: tikoroma Jan 18 2018, 01:35 AM

ციტატა(starscream @ 11th January 2018 - 02:32 PM) *

მოგვიყევი უცხოეთან კნტაქტზეsmile.gif

Posted by: tikoroma Jan 18 2018, 11:59 PM

starscream
დღეს ვნახე ფეისბუქზე ეს ტექსტი. გთხოვ შეადარე რა. ძალიან ჰგავს იმას, რასაც უცხპლანეტელებზე ვკითხულობ ხოლმე

"მზე ჩადიოდა, ახლოვდებოდა საღამო. მე შემიყვანეს ოთახში, სიდანაც გამოსვლა მეკრძალებოდა. გაისმა მსუბუქი ნაბიჯების ხმა. ვიღაც მოდიოდა ქვით მოკირწლულ დერეფანში. ოთახში მაღალი რანგის სამი ლამა შემოვიდა. შუბლზე ბალახების კომპრესი დამადეს და მჭიდროდ გადამიხვიეს ბინტით. საღამოს გვიან ლამები კვლავ მოვიდნენ, მათ შორის იყო ჩემი მასწავლებელი ლამა მინგიარ დონდუპი. კომპრესი მომხსნეს, შუბლი გულდასმით მომბანეს და შემიშრალეს. ერთი ლამა, ნამდვილი გოლიათი, უკან დაჯდა და ჩემი თავი მუხლებს შორის მოიქცია. მეორემ გახსნა ყუთი და იქიდან მბზინვარე ფოლადის ინსტრუმენტი ამოიღო. ინსტრუმენტი მახათს წააგავდა, მაგრამ ბოლო U-სებურად იყო მოღუნული და კიდეები დაკბილული ჰქონდა. ლამამ ინსტრუმენტი ყურადღებით შეათვალიერა და ცეცხლის ალში გაატარა სტერილიზაციისათვის.
-ოპერაცია ძალიან მტკივნეული ინება, მაგრამ აუცილებელია, რომ ოპერაციის დროს გონება არ დაკარგო. დიდხანს არ გაგრძელდება, ამიტომ ეცადე გაუნძრევლად იჯდე.- მითხრა ჩემმა მასწავლებელმა.
მე დავინახე სხვადასხვა ინსტრუმენტები და ბალახების ნაყენებით სავსე ქილები. "აბა, ლობსანგ, ჩემო ბიჭო, ყოჩაღად იყავი, მაინც იმას მიიღებ, რაც გეკუთვნის. შეეცადე, სიმშვიდე შეინარჩუნო".-ვეუბნებოდი საკუთარ თავს.
ლამამ გარშემომყოფებს მოავლო თვალი და იკითხა:
- მზად ხართ? უნდა დავიწყოთ, მზე უკვე ჩავიდა.
მან ინსტრუმენტი დაკბილული ბოლოთი შუბლზე მომადო და სახელურის ტრიალი დაიწყო. გავიდა ერთი წუთი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს სხეულს ბურღავდნენ. დრო გაჩერდა. ინსტრუმენტმა გაჭრა კანი და უმტკივნეულოდ შევიდა რბილ ქსოვილებში. მაგრამ, როცა ინსტრუმენტის დაკბილული ბოლო ძვალს შეეხო, დარტყმა ვიგრძენი. ლამამ ინსტრუმენტზე დაწოლა გააძლიერა, კბილები შუბლის ძვალს ბურღავდნენ. ტკივილი არ იყო ძლიერი, მხოლოდ ძლიერ დაწოლას ვგრძნობდი. გაუნძრევლად ვიჯექი, ჩემი მასწავლებელი დაჟინებული მიყურებდა და მრცხვენოდა ყვირილის... უცებ გაისმა ტკაცუნის ხმა და ინსტრუმენტმა ბოლომდე გაბურღა შუბლის ძვალი. ქირურგმა-ლამამ ინსტრუმენტი გააჩერა. ლამამ დონდუპმა მას ხის საცობი მიაწოდა. ხე ძალიან სუფთა, გაპრიალებული, ცეცხლში გატარებული და ბალახის ნაყენებით იყო გაჟღენთილი. ეს საცობი ქირურგმა U-ს მაგვარ ღიობში ჩასვა, კიდევ დაატრიალა ინსტრუმენტი და საცობი შუბლის ნახვრეტში ჩაჯდა. ლამა მინგიარ დონდუპი ჩვენს წინ დადგა და მის ნიშანზე ქირურგმა საცობი უფრო და უფრო ღრმად შეიყვანა თავის ქალაში.
უცებ წარბებშუა ჩხვლეტა და საშინელი წვა ვიგრძენი. ოდნავ მოვდუნდი, რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა-თითქოს საფარველში ვიყავი გახვეული. უცნაურმა კაშკაშა შუქმა თვალი მომჭრა, მწვავე ტკივილმა დამიარა სხეულში, თითქოს თეთრი ცეცხლის ალში გავეხვიე, ცოტა ხანში ტკივილმა გამიარა, ცეცხლი მინელდა, სამაგიეროდ, ფერად სპირალებსა და ცხელ კვამლში გავეხვიე. ქირურგმა ინსტრუმენტი ამოიღო, ხოლო ხის საცობი შუბლში ჩატოვა. ამ საცობით სამი კვირა უნდა დავრჩენილიყავი ოთახში, სრულ სიბნელეში. ჩემი მონახულების და ჩემთან საუბრის უფლება უფლება მხოლოდ სამ ლამას ჰქონდა. საცობის ამოღებამდე მხოლოდ მცირე საკვებისა და სასმელის მიღების უფლება მქონდა.
- შენ ახლა ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხარ, ლობსანგ, - მითხრა მასწავლებელმა. -ცხოვრების ბოლომდე შენ დაინახავ ადამიანებს ისეთებად, როგორებიც ისინი არიან სინამდვილეში და არა ისეთებად, როგორც თავს გვაჩვენებენ. "
წიგნიდან "მესამე თვალი",


ავტორი ლობსანგ რამპა

Posted by: starscream Jan 19 2018, 12:30 PM

ეგ ლობსანგ რამპას წიგნიდან მესამე თვალია წანაკითხი მაქვს რუსულად მე არ მჯერა მაგ წიგნის რო ადამიანს ნახვრეტს უკეთებდნენ ტვინში შუბლის ძვალი ყველაზე სქელია =)) ალბათ თვითონ მოიფიქრა როგორ წარმოგიდგენია ადამიანმა სამი კვირა ხის პრობკა ატაროს ტვინში გარჭობილი და ინფექცია არ შეუვიდეს ან არ შეხორცდეს? ფანტასტიკას გავს მაგრამ სიმართლე ისაა რომ შუბლის ადგილი არ მარტო პროექცია სინამდვილეში კონცენტრაცია კი ხდება შუბლზე მაგრამ ეს კონცენტრაცია უნდა ჩაღრმავდეს შიგნით ტვინისკენ სადაც არის რეალურად ჩაკრა ჯირკვალი ისე დიდი ეფექტი არ ექნება ეს რო ხდება თავი გიმძიმდება ვიბრაციები ხდება და სინათლე თვალებში ყველა ის ეფექტი რაც ასტრალური გასვლის ფაზაში ადვილად მიხვდება ადამიანი ვინც სწორად ახდენს კონცენტრირებას რომ სწორად მედიტირებს ესეთი ეფექტი აქვს მაგრამ როგორც მივხვდი მესამე თვალი რომ გაიხსნას მარცხენა და მარჯვენა ტვინის სფეროები უნდა იყოს სინქრონიზირებული თუ არ არის ეს იწვევს დისბალანს ნერვულ დაავადებებს ტვინში ნერვების ანთებებს მხედველობის და სმენის გაუარესებას და ასე შემდეგ ანუ მესამე თვალი ესე ვთქვათ ყველაზე ყველაზე საშიში გასახსნელი და დიდი პროცენტული ალბათობით ფიასკოთი და ჯანმრთელობის დაკარგვით მთავრდება თუ ჯანმრთელობამ არ გიმტყუნა შეიძლება ფსიქიკამ გიმტყუნოს და შიშები და ასე შემდეგ რაღაცეების ხედვა რომ დაგეწყება პანიკაში და შიშებში ჩავარდე. მესამე ფაქტორი კიდე ენერგიაა მესამე თვალი როცა გაქვს გააქტიურებული კოლოსალური ენერგია გჭირდება და იწვება პრანა შეიძლება არ გეყოს ელემენტალურად ვერ გახსნა ჩაკრა და დარჩე ესე სამუდამოდ გადაღლილ და პრანის არ ყოფნის რეჟიმში

Posted by: earth Jan 19 2018, 03:38 PM

ლობსანგ რამპას ერთი წიგნი, მგონი სამი სიცოცხლე უნდა ერქვას ქართულად, მეც წავიკითხე. ძაან დიდი ფანტაზია აქვს ავტორს. ლაპარაკია სიკვდილის შემდეგ რას გრძნობს და განიცდის სული, რას ხედავს საერთოდ... ალბათ ეგ წიგნიც მსგავსი რაღაცაა, ფანტასტიკური და არაეზოთერული.

Posted by: starscream Jan 19 2018, 06:41 PM

earth

QUOTE(earth @ 19th January 2018 - 03:38 PM) *
ლობსანგ რამპას ერთი წიგნი, მგონი სამი სიცოცხლე უნდა ერქვას ქართულად, მეც წავიკითხე. ძაან დიდი ფანტაზია აქვს ავტორს. ლაპარაკია სიკვდილის შემდეგ რას გრძნობს და განიცდის სული, რას ხედავს საერთოდ... ალბათ ეგ წიგნიც მსგავსი რაღაცაა, ფანტასტიკური და არაეზოთერული.

იცი როგორი შეგრძნება მაქვს? ლობსანგ რამპა სინამდვილეში იყო ინგლისელი სანტექნიკი არც არასოდეს უცხოვრია ინგლისის გარდა მაგრამ თვითონ ეს ტიპი ამტკიცებდა რომ ეს ტიპი ინგლისელი ვინც იყო ძალიან დეპრესიაში იყო და თავის მოკვლა უნდოდა ამ დროს გამოაცხადნენ ტიბეტელი ბერები და უთხრეს რომ მოგვეცი შენი სხეული რომ ლობსანგ ლამპა ს სული ჩავასახლოთ შიგნითო ამმანც დათმო სული ამ ინგლისელმა და ეს ინგლისელი მაგარ კარგ ლოკაზე სამყაროში გაუშვეს ლამებმა ანუ კარგი შემოთავაზება იყო ხოლო ლობანგ ამპას სული ვერცხლის შნურით მიაერთეს ამ ინგლისელის სხეულზე და ასე იქცა ლობსანგ რამპა ინგლისელ სანტექნიკათ თუ პირიქით =)) მე ამას არ გამოვრიცხავს რადგან არსებობს ტექნიკები ბუდისტური რომლის მიხედვით ერთი ცნობიერებიდან მეორე ცნობიერებაში ანუ ფიზიკურ სხეულში შეგიძლია შეხვიდე ანუ ეს რეალური თემაა აბსოლიტურად. რაც შეეხება მესამე თვალის თემას და გახვრეტას ნუ თუ გავითვალისწინებთ რომ ეს წიგნი დასავლური მატერიალური ცივილიაზციისთის არის შექმნილი თან 50 იან წლებში მაშინ ბუნებრივია რო ავტორი ამუქებს ყველაფერს და უკვე ფანტასტიკურ სფეროში გადაყავს რომ მიაწოდოს აუდიტორიას.

Posted by: spellcaster7 Jan 19 2018, 06:41 PM

მე ვიცი რომ ერთ-ერთი გზა რომ მესამე თვალი გაიხსნა არის, დაკავშირებული სისხლის მაგიასთან, შუბლზე, სისხლის მეშვეობით იხატავენ გარკვეულ სიმბოლოს ან თვალს და შელოცვაც არის რაღაც. არაბ მაგს ვწერდი ვეხვეწე და გაიმეტა ბოლოს 😉. და დროებით იხსნება მესამე თვალი. მაგრამ ძლიერი შედეგბი აქვსო. თანაც სისხლის მაგიაც არის აქ და ეს კი საკმაოდ საშიშია.
(მე არ მიცდია და არც ვაპირებ ცდას)

Posted by: starscream Jan 19 2018, 06:52 PM

რა სიმბოლოს წერს შუბლზე ომეგას მსგავს სიმბოლოს ხომ არა?

Posted by: spellcaster7 Jan 19 2018, 07:19 PM

http://www.picz.ge

Posted by: spellcaster7 Jan 19 2018, 07:20 PM

QUOTE(starscream @ Jan 19 2018, 06:52 PM) *
რა სიმბოლოს წერს შუბლზე ომეგას მსგავს სიმბოლოს ხომ არა?

ესაა

Posted by: starscream Jan 19 2018, 07:57 PM

spellcaster7
ხო ეგ ცნობილი ნიშანია =)) მაგასაც გამოუგონია რა ბორბალი =)) ისე არაბებს ძალიან სერიოზული ძლიერი მაგია ქონიათ თავიანთ ყურანით და სუნებით =)) მუშაა საკმაოდ

Posted by: spellcaster7 Jan 19 2018, 07:58 PM

მაგრამ მითხრა რომ საშიშია და სჯობს რომ მედიტაციებით გაიხსნა მესამე თვალი, და დრო დასჭირდეს ვიდრე სწრაფად გაიხსნა და ამას ცუდი შედეგები მოჰყვეს. სხვა ხერხიც ვიცი. ჩემმა მეგობარმა სცადა და გამოუვიდა. მოვძებნი ეხლავე.

Posted by: spellcaster7 Jan 19 2018, 08:00 PM

QUOTE(starscream @ Jan 19 2018, 07:57 PM) *
spellcaster7
ხო ეგ ცნობილი ნიშანია =)) მაგასაც გამოუგონია რა ბორბალი =)) ისე არაბებს ძალიან სერიოზული ძლიერი მაგია ქონიათ თავიანთ ყურანით და სუნებით =)) მუშაა საკმაოდ

კი მაგარი შელოცვები მქონდა მისგან. მაგ არაბს ჩემი ფოტო მივეცი და მომწერა როგორ ოთახში ვიჯექი, ვის გვერდით ვიჯექი და ა.შ. ძაან კაი ვიღაც იყო. ბოლოს ძაან ტვინი შევუჭამე და დამბლოკა :დ

Posted by: spellcaster7 Jan 19 2018, 08:19 PM

ამას შემთხვევით წავაწყდი. და ჩემს მეგობარს ვაცდევინე. (ზოგადად რამეს რომ ვიპოვი ჯერ სხვაზე ვცდი ხოლმე, მყავს ერთი ისეთი ვისაც ვაკეთებინებ ხოლმე) და გამოუვიდა, ეს არის მესამე თვალის დროებითი გახსნა, მაქსიმუმ ერთი თვე ძლებს. მაგრამ ძალიან ეფექტურად მუშაობს თუ ამუშავდა...ასე იმიტომ ვამბობ რომ მე არ გამომივიდა მას კი გამოუვიდა...იმიტომ რომ კონცენტრაციას ვერ ვახერხებ კარგად, მას კი კარგად გამოსდის გონების განთავისუფლება, (იმედია ვინმე დამეხმარებით და მასწავლით როგორ გავწმინდო გონება და კონცენტრაცია ერთ რამეზე მოვახდინო...ძნელია საკმაოდ.
ეს არის ძველი ტაოისტური(მგონი სწორად ვთარგმნე, ინგლისურად Taoist არის) რიტუალი. ტაოისტ ბერებს ხშირად სჭირდებოდათ მესამე თვალის გამოყენება ამისთვის კი მუდმივად ამ თილისმებს იყენებდნენ. ანუ, ფურცელზე ხატავ თილისმას, მერე მედიტაციას იწყებ და გონებას ათავისუფლებ, ახლოს უნდა გქონდეთ წყლის ჭიქა და ასანთი. როდესაც მზად ხართ ამ თილისმას წვავთ და თან ამბობთ მანტრას 5 ჯერ. თილისმის ფერფლი იყრება ჭიქაში, ხუჭავთ თვალებს, წყლის ნაწილს ისვავთ თვალებზე დანარჩენს კი სვავთ, სულ ესაა, სამჯერ ვცადე და არც ერთხელ არ გამომივიდა, იმიტომ რომ სამივეჯერ სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი, ყურადღებას ვერ ვიკრებ.
ჩემ მეგობარს კი 5 წუთში დაეწყო უცნაური მოლანდებები. მითხრა რომ მისი რამოდენიმე დღის წინათ გარდაცვლილი მეზობელიც კი დაინახა. ენერგიებსაც ხედავდა და ა.შ. მარტო ის არა. სხვებზეც უმოქმედია...
თილისმა კი ეს არის:
http://www.picz.ge

Posted by: starscream Jan 19 2018, 10:55 PM

spellcaster7
საინტერესოა ძალიან კაი ტიპი ხარ დადე ხოლმე რაღაცეები. ხო ეხლა ტაოისტები და ბუდისტები მაინც ოკულტისტები არიან ვინც რა უნდა თქვას და ეგეთი რიტუალები აქვთ ბლომად ასევე იგივე სურათს რაც დადე მაგაზეც მედიტირებენ და იგივე შეგიძლია გააკეთო მაგ სურათითაც. აი ის არაბი შავი მაგია უეჭველი საერთოდ არაბული მაგია შავია მთქლიანად იმიტომ რომ ყურანი კრძალავს მაგიას და რიტუალებს მაგრამ აი უძლიერესია ნებისმიერ სპეციალობაში თუ გინდა სიყვარულის მაგიაში თუ გინდა შავში აი ძალიან ძლიერია ენერგეტიკული კავშირია ალბათ იმიტომ რომ ისლამში ადამიანები ბრმები ცხვრებივით დღეში 5 ჯერ ადიდებენ ალაჰჰს და საერთოდ ბრმების რელიგიიაა ვინც კი არის ბოლოში ალლაჰი ვინც იღებს იმას კიდე კიდია რა სახის ენერგია მოდის =)) ამიტომ უძლიერესია

Posted by: spellcaster7 Jan 19 2018, 11:04 PM

QUOTE(starscream @ Jan 19 2018, 10:55 PM) *
spellcaster7
საინტერესოა ძალიან კაი ტიპი ხარ დადე ხოლმე რაღაცეები. ხო ეხლა ტაოისტები და ბუდისტები მაინც ოკულტისტები არიან ვინც რა უნდა თქვას და ეგეთი რიტუალები აქვთ ბლომად ასევე იგივე სურათს რაც დადე მაგაზეც მედიტირებენ და იგივე შეგიძლია გააკეთო მაგ სურათითაც. აი ის არაბი შავი მაგია უეჭველი საერთოდ არაბული მაგია შავია მთქლიანად იმიტომ რომ ყურანი კრძალავს მაგიას და რიტუალებს მაგრამ აი უძლიერესია ნებისმიერ სპეციალობაში თუ გინდა სიყვარულის მაგიაში თუ გინდა შავში აი ძალიან ძლიერია ენერგეტიკული კავშირია ალბათ იმიტომ რომ ისლამში ადამიანები ბრმები ცხვრებივით დღეში 5 ჯერ ადიდებენ ალაჰჰს და საერთოდ ბრმების რელიგიიაა ვინც კი არის ბოლოში ალლაჰი ვინც იღებს იმას კიდე კიდია რა სახის ენერგია მოდის =)) ამიტომ უძლიერესია

ბოლოს იმ არაბმა მომწერა რო ამეებს თავს ვანებებო, და ფეისბუქი სახურა. მეორე ექაუნთიდანაც ვეღარ ვპოულობ. ძაან ბევრს ვწერდი. და ბოლოს ერთს ჯინის გამოძახების რიტუალიც გამოვართვი, ძნელი ძაან. 1500 ჯერ უნდა ითქვას დღეში. სამი დღის განმავლობაში და თან მარხვაც გინდა და რაღაცეები...
მაგრამ ყველაზე ძლიერად შავ ქათამს ვთვლი მე😃. მაგარი გრიმუარია. მაგრამ ძნელია მისი თილისმების და ბეჭდების გაკეთება😐.

Posted by: spellcaster7 Jan 19 2018, 11:08 PM

მაგ გრიმუარს თუ დავუჯერებთ ამ თილისმის და ბეჭდის სწორად გამოყენებას დამანგრეველი ეფექტები მოჰყვება.

http://www.picz.ge

😎😎😎😎😎😎😎

Posted by: starscream Jan 19 2018, 11:56 PM

spellcaster7
ხო ეგ ჯინები ისეთი პონტია რა იგივე დემონები არიან ყველაზე ღადაობა ის არის ჯინებსო სხვადასხვა რელიგია აქვთო ზოგი მუსულმანია ზოგს ცოლშვილი ყავთო აი მანახა მუჰამედი რას ეწეოდა ნეტა მეტი არ მინდა რა =D დააბოლა ამდენი ხალხი ხო კიდე ხალხს იმის რო ჯერა დემონებს რო რაიმე საგანში ჭურჭელში ათავსებენ ეგ ხო ზეა ვაბშე. ან წარმოიდგინე ამდენი სხვადასხვა ხალხი რო ერთ ჯინს იძახებს და მერე ჭურჭელში დებს აბა შელოცვა ერთია და არადა რეალურად მხოლოდ რჩეულებს ეცხადებიან და ძალიან წმინდად მცხოვრებ ადამიანებს

Posted by: tikoroma Jan 20 2018, 02:39 PM

მადლობა პასუხისთვის

პ.ს. ტაოსებში დაოსებს გულისხმობთ? დაოსური პრაქტიკების საშუალებით ბევრი რამ მინახავს, თუმცა ლაითად ვვარჯიშობდი მაინც

დიდ ჯინებს რას მოვერევი და პატარები კი მესხმოდნენ თავს ხშირად

Posted by: spellcaster7 Jan 20 2018, 02:57 PM

QUOTE(tikoroma @ Jan 20 2018, 03:39 PM) *
მადლობა პასუხისთვის

პ.ს. ტაოსებში დაოსებს გულისხმობთ?

დიახ

Posted by: starscream Jan 21 2018, 08:55 PM

ხო კიდე გამახსენდა როცა მესამე თვალი მქონდა აქტიური ქუჩაში ვუყურებდი ხოლმე ყველას თვალებში განსაკუთრებით კაცებს და ან თავს ვახრევინებდი ან გვერდზე წვედა ყველა ეხლა ისეთ მდგომარეობაში ვარ მე თვითონ ვეღარ ვუყურებ ვერავის თვალებში =)) დასუსტებული ვარ ენერგეტიკულად ძალიან.

Posted by: eternity Jan 22 2018, 01:01 AM

სად შოულობთ ხალხო ამ მოსაწევს O.o

Posted by: starscream Jan 22 2018, 01:15 AM

რას ამბობ ბრატ ცხოვრებაში არ მომიწევია ეგ კი არა სიგარეტსაც დავანებე თავი და აღარც ვსვამ ერთი წელია არ დამილევია ლუდიც კი და ხო აზზე ხარ მე რომ მოვწიო ვაბშე =))

Posted by: starscream Jan 24 2018, 06:40 PM

სანთლის ცეცხლზე დავიწყე მედიტირება მე თვალების ძალის ჰიპნოზის გაზრდის მიზნით მაგრამ მესამე თვალის სავარჯიშოც არის და ვნახოთ დღეს პირველი დღეა და თუ რამე შედეგი მექნება დავწერ

Posted by: earth Jan 24 2018, 10:56 PM

starscream
მე ვუყურებ ხოლმე სანთელს, ვაკეთებ მაგ სავარჯიშოს, ძალიან მიყვარს. თუმცა ძალიან ხშირად არ ვაკეთებ უდროობის გამო...
ამ სავარჯიშომ მე ასე ვთქვათ ინტუიცია გამიზარდა. მესამე თვალს ამ პერიოდში აღარ ვეძებ, არ მაქვს ეს პერიოდი დრო... მაგრამ ხშირად ვეძებ რაღაც შეკითხვებზე პასუხს, სხვადასხვა სფეროში. მაგ სავარჯიშოს დახმარებით მომდის პასუხები თავში ისე როგორც ფოტოაპარატის ნათება უეცარი. ხშირად ვიღებ გადაწყვეტილებებს მაგ ნათებით და ყოველთვის კარგად მიმდის საკითხი მასეთი გადაწყვეტილებით.

Posted by: starscream Jan 24 2018, 11:27 PM

earth
მაგარია ხო ტრატაკა ქვია იოგურად და ინტუიციას ზრდის მაგრადო მაგრამ რაც წავიკითხე ტრატაკა ბევრნაირი და უბრალოდ კონცენტრაციაა რაიმეზე ეს შეიძლწბა იყოს წერტილი რამე ნივთში და ასე შემდეგ მაგრამ ცეცხლი მაინც სხვა არის და ვნახოთ თუ მომეცემა თვალებში ძალა ადამიანებზე დავტესტავ თუ დავამარცხებ მზერით რათქმაუნდა ვინც იმსახურებს იმათ აბა ჩვეულებრივ ადამიანებს რას ვერჩი როცა უარი ვთქვი მესამე თვალზე მაგის მერე ჩვეულებრივი ადამიანიც კი თუ შემომხედავს ვარიდებ თვალებს ენერგია ძალიან დასუსტებული მაქვს და ვნახოთ თუ დაბრუნდება ძალა

Posted by: earth Jan 25 2018, 07:56 AM

QUOTE(starscream @ 25th January 2018 - 12:27 AM) *
ადამიანებზე დავტესტავ თუ დავამარცხებ მზერით რათქმაუნდა ვინც იმსახურებს იმათ აბა ჩვეულებრივ ადამიანებს რას ვერჩი როცა უარი ვთქვი მესამე თვალზე

starscream
ყველაზე დიდი ძალა, ყველაფრის დამმარცხებელი ძალა სიყვარულია. მე ჩემი გამოცდილებით გეუბნები და არა დაზეპირებული სიტყვებით, რადგან მოდაშია სიყვარულზე ლაპარაკი. ვერ ვიტყვი, რომ 24 საათის განმავლობაში განვიცდი ამ გრძნობებს. მე გავიზარდე სხვა სახით და დაახლოებით 40 წლისამ გავიგე რა არის სწორი. ამ ახალ გზას მიჩვევა უნდა.
არავისთან ბრძოლა არაა აუცილებელი, შენ ძლიერი იქნები ძაალიან მარტივი მეთოდით. ესაა ჩაიხედო შენს გულში, იგრძნო ბედნიერებით როგორ ფრთხიალებს გული, იგრძნო, რომ გიყვარს ყველაფერი, იგრძნო, რომ ხარ ბედნიერი. იმღერე თუ არ გამოგდის, იმღერე შენი სიტყვები, რადგან ნაცნობი სიმღერებიდან თითქმის არ ვიცი თუ არსებობს სრულიად პოზიტიური სიმღერა. სიტყვები სიმღერისა უნდა იყოს კარგად გათვლილი, ბედნიერებისა და სიყვარულისა. ეს ისეთი ძალაა საოცარი. მთელი სიცოცხლე იცვლება და მართვადი ხდება ყველა და ყველაფერი.
კიდევ ვიმეორებ ყოველთვის არ გამომდის, იმიტომ რომ წარსული უკან მხევს, აი რაა საბრძოლო, ჩვენი წარსული, ის როგორც გაგვზარდეს და რაც გვასწავლეს. უნდა გარდავიქმნათ, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, ასე ძალიან დიდი სიკეთე გველის.

Posted by: tikoroma Jan 26 2018, 01:21 AM

starscream
ძალიან მომწონს შენი შეფასებები სხვადასხვა საკითხებზე
თვალი დაგიხურეს კი არადა აუხელიათ ;დ ;დ
ჩვენში დიდი ცდუნებაა, თავი ძაან მცოდნე გეგონოს. პატარა მისტიური გამოცდილებაც ძალიან დიდ აღფრთოვანებას და შესაძლებლობების ქონის განცდას იწვევს .
მით უმეტეს დემონებთან, ოსტატებთან ურთიერთობისას
მით უმეტეს თუ თავად გადაგხდება მისტიური ამბავი smile.gif

Posted by: starscream Jan 26 2018, 11:57 AM

earth
რას ამბობ ირმა ბრძოლისთვის კი არ მინდა =D ისედაც ვერავინ ვერაფერს მიბედავს უბრალოდ დასატესტად მინდა ისე საინტერესო რაღაცეები ხბდება უკვე მეორე თუ მესამე ვარჯიზე ძალიან მედიტატიურ მდგომარეობაში ჩავვარდი რასაც ქვია შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობა ზუსტად ესე აი სიზმარში ვიყავისავით ესე ღრმად მედიტაციის დროსაც ვერ შევდივარ და მეორე მხარეს რაღაცეები ცდილობდა გამოკვეთას მაგრამ არ ვაცადე. ისე ერთი მეტრის დაშორებით ვზივარ ხოლმე და რომ ვამთავრებ მესამე თვალის ადგილი მეწვის ცხვირიც კი მეწვის და თვალებიც არადა შანსი არაა სითბო ამხელაზე რომ გამოდიოდეს სანთლიდან რომ ვამთავრებ ცივი წყლით ვიბან ხოლმე სახეს და თვალებს რომ არ გადამიხურდეს თუმცა ტრატაკა არის თვალებით მუდმივად კონცენტრაცია (დაჟინებით მზერა)რომ გაქვს ცეცხლზე შიგნით და ეს აყენებს მზერას და მესამე თვალს რაც ააქტიურებს ყოფილა რუსულად созерцание ანუ განჭვრეტა და ჭვრეტა რომელიც განსხვავებულია ერთამნეთისგან ჩემი აზრით
tikoroma
თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი ყოველთვის ყველაზე დიდი სკეპტიკოსი ვარ მიუხედავად იმისა რომ მჯერა მაგრამ გადაამოწმება ყოველთვის საჭიროა. მითუმეტეს მე უცხოპლანეტელები ბოროტ არსებებად მიმაჩნია იმიტომ რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტები ძალიან გავს სპირიტული სეანსების დროს გაფუჭებულ რადიობანას რომ თამაშობენ სულები ეგეთ რაღაცას ანუ სისულელეა რა. საერთოდ მართლმადიდებულური ეკლესიას ბევრ რამეში არ ვეთანხმები მაგრამ ძალიან მომწონს ესე ფრთხილები რომ არიან უცხოპლანეტელებთან და სპირიტულ სეანსებთან და ოკულტიზმზე ვეთანხმები. აი რომ ავიღოთ ეს სანთლის პრაქტიკა არა? ხო ვითომ უსაფრთხოა არადა შეიძლება ცეცხლის ელემენტალს და ან რაიმე ბოროტ სულიერ არსებას გამოკრა ხელი. ცნობლილი ფაქტია კასტანედას აიძულებდა დონ ხუანი ჯამით წყლის ე.წ. განჭვრეტით ყურებას და იქიდან წყლის არაორგანულიი არსება რომ გამოიძახა თუ გაჩნდა შემთხვევით და ეს კარლოსა კინაღამ რომ შეიწირა ანუ ვითომ უსაფრთხო პრაქტიკებია არადა შესაძლებებლია რაღაც არსებები შემოვიდნენ შენთან სახლში ან სხეულში თავდასხმის ობიექტი გახდე და ასე შემდეგ

Posted by: chemikerin Jan 27 2018, 01:37 AM

starscream

QUOTE
ჩვეულებრივი ადამიანიც კი თუ შემომხედავს ვარიდებ თვალებს

შენ არაჩვეულებრივი ხარ? biggrin.gif


Posted by: starscream Jan 27 2018, 03:14 AM

chemikerin
საერთოდ ჩვეულებრივი ადამიანები არ აშტერდებიან ადამიანს =) აშტერდება ის ვინც თავს ესხმის ენერგო ვამპირი მეორე საკითხია შეიძლება აცნობიერებდეს ამას ან ვერა მაგრამ ობიექტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასევე ადამიანებში ძალიან გავრცელებულია არსებები ზოგს მკვდრები ყავს ჩასახლებულები,ზოგს ელლემენტალები, ზოგს სულები ზოგს დემონები და ისინი მართავენ იმ ადამიანებს და ცდილობენ სხვა ადამიანებზე ზეგავლენას შეიძლება მოგაშტერდეს ჯერ და თუ იგრძნო რომ დამარცხდი და სუსტი ხარ მაგიური ზემოქმედება მოახდინოს ან ელემენტალურად დანა აიღოს და გაგიყაროს მოგკლას =) მე შემხვედრია რამოდენიმეჯერ ისეთი მოძველბიჭო ტიპები მაგარი ერთხელ ერთი მოვიდა და დამიწყო რაღაც ბაზარი არადა შეპყრობილი იყო რაღაც არსებით და იმ არსებამ მოათრია ეს ტიპი ჩემთან მე ეს ტიპი დავიკიდე და იმ არსებას დავარტყი სულიერად და გაანება ამ ტიპს თავი ხოდა ესეც წავიდა მშვიდად ეს ტიპი თვითონ ვერ მიხვდა რა ხდებოდა წავიდა წაბუნჩულდა თავის გზაზე =) საერთოდ ბლატნოები,პოლიციელები და ბომჟები ევასებათ ეშმაკებს და უმეტესობას ჩასახლებული ყავს სხეულში ამიტომ ბლატნოებს და ეგეთ ტიპებს ააქვთ ძალიან ტონკი ფსიქოლოგია და აღქმა რაც უფრო ცოდვილია და თან ექსტრასენსული ძალებიც თუ აქვს გენეტიკიდან მით უფრო დიდი სულიერი ძალა აქვთ .და სხვათაშორის ძალიან ჯერავთ ცრუწმენების და სიზმრების და ასე შემდეგ. არსებობენ ჩვეულებრივი ადმიანები, ჩვეულებრივი სულიერი ძალებით, არსებობენ ეზოთერიკოსები ოკულტისტები და არსებობენ შეპყრობილები და შავი მაგები. თუ შავი მაგი შეგხვდა მზერით და შეპყრობილები დარხეული გაქვს. მე უკვე არ გავდივარ ჩვეულებრივ ადამიანში იმიტომ რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა ამდენი არ იცის და არც იცის რომ თავი უნდა დაიცვას.

Posted by: earth Jan 27 2018, 09:44 PM

starscream
good.gif

Posted by: chemikerin Jan 28 2018, 11:44 PM

წარმატებები!
უბრალოდ ჩემთვის ეგეთი ეზოთერიკა არის ,,კუდიანური" ეზოთერიკა.
ენერგეტიკულ დონეზე დავარტყი და ა.შ... ამ ყველაფრის ცოდნას საკუთარი თავისთვის არაფერი არ მოაქვს.. ენერგეტიკულად კი მგონია რომ ვერავინ ვერ დაგესხმება თავს თუ ტონკი პლაზე შენ არ გამოიწვევ..

Posted by: starscream Jan 29 2018, 12:32 AM

chemikerin

QUOTE(chemikerin101 @ 28th January 2018 - 11:44 PM) *
წარმატებები!
უბრალოდ ჩემთვის ეგეთი ეზოთერიკა არის ,,კუდიანური" ეზოთერიკა.
ენერგეტიკულ დონეზე დავარტყი და ა.შ... ამ ყველაფრის ცოდნას საკუთარი თავისთვის არაფერი არ მოაქვს.. ენერგეტიკულად კი მგონია რომ ვერავინ ვერ დაგესხმება თავს თუ ტონკი პლაზე შენ არ გამოიწვევ..

არაა ეგ საკითხი ესე შენ დაიწყე სწორად განვითარება და თუ არ დაგესხმებიან ნახავ ხალხს კლავენ წმინდანები ან გასხივოსნებულები რომ გყავს ადამიანები ან ვინც ცდილობს რომ სწორედ იარონ იცი რამდენი ვერ აღწევს მაქამდე? იმიტომ რომ გზაში კლავენ ზოგს სიკვდილამდე ცემენ, ზოგის წინააღმდეგ აი ასეთ ტიპებს აღძრავენ შეიძლება ქუჩაში მიდიოდე და ბომჯჟი გაგეჩითოს და დანით მოგკლას =) ნწ ნწ ჩვეულებრივი ხალხი კიდე იფიქრებს ვიღაც გიჟს ან კაი ბიჭებისგან საქმის გარჩევას შეეწირაო =)) ვინც სუსტია ფსიქოლოგიურად იმას აგიჟებენ, ვისაც მაგ საწინააღმდეგო სქესის ყურადღების ნაკლებობა აქვს იმას სექსუალურ მაგნიტად აქცევენ ყველანაირად აღძრავენ შეპყრობილებს შენ წინააღმდეგ. შენ ეტყობა ამ რაღაც არსებების ყურადღების ქვეშ არ მოქცეულხარ არასდროს ღმერთმა არც დაგაჭირვოს აქ ადრე რომ ვწერდი ერთი ადამიანი პოსტავდა გურუ ქონდა ნიკი ის ერკვეოდა სერიოზულად საბრძოლო მაგიაში დამეთანხმებოდა ალბათ. ისეთი ადამიანები არიან შეპყრობილები მისდღემჩი რომ ვერ იფიქრებ ქართულში ვემზადებოდი მასწავლებელთან მიხსნიდა რარაცას მე ვუყურებდი სახეზე უცებ იმ სახიდან სხვა არსებაბ მისი სახე გაჩნდა შემომხედა მიყურა და მერე ისევ დაუბრუნა სახე ამ ქალს ეს ქალი ვერც მიხვდა ვერაფერს. ყველაფერს ხედავენ და აკონტროლებენ =)) მე ჩემი აზრი მაქვს და შენ შენი მაშინ გამოდის რომ შავი მაგი ვყოფილვარ? crazy.gif

Posted by: tikoroma Jan 30 2018, 03:02 AM

chemikerin
არც ვკუდიანობ და საერთოდ ჩხუბი მაგრად მეზარება
მაგრამ მოდიან თავდასხმები ხდება
და ძალაუნებურად გიწევს მოგერიება
თუ ვერ მოვიგერიებ, კი ვარ მისიკვდილებული ;დ

Posted by: earth Apr 11 2020, 08:50 AM

საინტერესო სტატიები მესამე თვალზე:
http://geoastro.ge/170--.html?fbclid=IwAR2Zslfigb8VBK36VUxU62QMq3O1g1x9g7Ykmn_LMvICavmihNlfy24aNfs ამონაწერი:

QUOTE
გამოყოფენ მესამე თვალის ოთხ საფეხურს:

1საფეხური- ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაინახოს ადამიანების და საგნების აურა, რომელიც იცვლის ფერს იმის მიხევით თუ როგორ ფუზიკურ და სულიერ დონეზეა ადამიანი.

2 საფეხურზე - ადამიანს აურის ხედვის გარდა შეუძლია დაინახოს საგანი ან ადამიანი ასე ვთქვათ არასწორი რაკურსით ან შიგნიდან, შეუძლია დაინახოს აზრთა ფორმები.

3 საფეხურზე - ეს ყოველივე ხდება ძალიან მკაფიოდ გამოხატული.

4 საფეხურზე -ადამიანი იწყებს სულების ასტრალური ორეულების ხედვას.
https://www.newposts.ge/?l=G&id=186695&fbclid=IwAR29ysaszHyrTC8HIZiUeAX17SlUlGHH8lpNkrnVfmYczT3_0Tww6sW4L7Q ნაწყვეტი:
QUOTE
– „მესამე თვალის“ ჩაკრა ცოდნისა და დაკვირვების ცენტრად მიიჩნევა და ინდიგო ფერთან ასოცირდება. ეს ჩაკრა უძლიერესი ენერგეტიკის წყაროა: ავითარებს ინტუიციას, სიტუაციის რეალურად განჭვრეტის უნარსა და ადამიანის სამყაროსთან კავშირს. ამიტომ ადამიანები „მესამე თვალით“ ბევრად უფრო გაწონასწორებულები და ქარიზმატულები არიან, აქვთ ტელეპათიის უნარი და თითქმის არ ეშინიათ სიკვდილის. „მესამე თვალით“ მათ არ გამოეპარებათ უმნიშვნელო მინიშნებაც კი და შინაგან ხმას სრულად ენდობიან. ინტუიცია არასდროს ჰღალატობთ და თუ რაიმე ნეგატიურ მოვლენას ხედავენ, თითქმის დარწმუნებით შეუძლიათ, თქვან, კონკრეტულად რომელი კოსმიური კანონი დაირღვა. სწორედ მეექვსე ჩაკრის სრული გახსნა ანიჭებს მათ ტელეპათიისა და წინასწარმეტყველების უნარს. ასეთი პიროვნებისთვის არ არსებობს გაორება – მას ესმის, რომ მთელი სამყარო ერთი მთლიანობაა და ამიტომაც ცხოვრობს სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავთანაც და გარე სამყაროსთანაც. მაგრამ, თუ ვინმე ასეთ პირს აიძულებს, დაეჭვდეს თავის შესაძლებლობებში, ჩაკრა იბლოკება და ზიანდება. ეს კი მაშინ ხდება, როცა ადამიანი პირველ ადგილზე რაციონალიზმს აყენებს და არა ინტუიციას.

Posted by: ano May 21 2020, 04:14 PM

ოშო
მედიტაცია: მესამე თვალი და დაკვირვება

აღმოსავლეთის ბრძენნმა იციან, რომ ჩვენს ორ თვალს შორის არის კიდევ ერთი მესამე თვალი. დაბადებიდან ის დახურულია, ამიტომ ადამიანისათვის გაუგებარია სამყაროს შემოქმედების სისტემა. მისი გახელა შესაძლებელია დიდი ძალისხმევის შედეგად და ასევე სექსუალური ენერგიის ზემოთ აწევით მესამე თვალის სფეროში.
მედიტაციის დროს შეუძლებელია დადეფითი ეფექტის მიღება მხოლოდ ორი თვალით დაკვირვების შედეგად, იმიტომ რომ ისინი იყურებიან გარეთ. ხოლო ჩვენი მიზანია_საკუთარ თავზე დაკვირვება შიგნიდან მესამე თვალის საშუალებით. ამიტომ მედიტაციის დროს სასურველია თვალების დახუჭვა, რომ დავუბრუნდეთ ჩვენ შინაგან მეს.

დაიკავე მოწმის პოზიცია
შივამ თქვა: „კონცენტრაცია მოახდინეთ წარბებს შორის, და გონება იყოს ფიქრებზე წინ. ფორმა შეივსოს სუნთქვის არსებით თავის ბოლომდე, იქ კი _ სინათლის ნაკადია.“
მოცემული პრაქტიკა ითვლება ერთერთ სიღრმისეულად და მის დაწყებამდე უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი თქვენი ყურადღება მედიტაციის დროს კონცენტრირებული უნდა იყოს წარბებს შორის ცენტრში.
საინტერესოა რომ როდესაც კონცენტრირდებით მესამე თვალზე, თქვენ დაგავიწყდებათ თქვენი სხეულის სხვა ნაწილებზე ფიქრი. უფრო მეტიც ძალისხმევითაც კი ვერ შეძლებთ მის სხვა ნაწილზე გადატანას, შეიძლება ითქვას, მესამე თვალი არის უძლიერესი მაგნიტი, რომელიც იზიდავს თქვენს ყურადღებას, ის სრულიად შთანთქავს მას.
ყოველდღიურობაში როგორც წესი ადამიანი აკონტროლებს საკუთარ ფიქრებს, ის მათ წარმოშობს. მოცემული მედიტაციის დროს კი სიტუაცია ამგვარად ეწყობა: ფიქრები თქვენს თავში წარმოიშვებიან თქვენი მონაწილეობის გარეშე, თქვენ იქნებით მათი არსებობის მოწმე თქვენს ცნობიერებაში. თქვენ უბრალოდ იღებთ ამ ფიქრებს და აკვირდებით მათ მოძრაობას. თქვენ გახდებით ამ ფიქრების ზუსტი ანარეკლი.
როგორც კი თქვენ შეხვალთ „მოწმის“ მდგომარეობაში, იგრძნობთ თქვენი სუნთქვის ვიბრაციას, შემდეგ კი მიხვდებით მის არსს, რადგან სუნთქვა არ არის უბრალოდ ჰაერი ან ჟანგბადი. სუნთქვა ესაა_ პრანის ენერგიის მოძრაობა.

ვეხებით ბუმბულით.
დახუჭულ თვალებზე ხელი მიიდეთ ისე , რომ ისინი იგრძნოთ თვალის გუგებით. შეხების შეგრძნება უნდა იყოს მსუბუქი, როგორც ბუმბული. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ მიიჭიროთ ხელი თვალებზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ მოქმედებს მედიტაციის ეფქტურობაზე. თუკი პირველ ჯერზე ასეთი მსუბუქი შეხება არ გამოვა, დროთა განმავლობაში ამას ისწავით. უნდა იყოს ძალიან მსუბუქი შეხების შეგრძნება, რასაც მოყვება სიმსუბუქის ენერგია, რომელიც გავრცელდება მთელს თქვენს სხეულში.
ეს ხდება იმის შედეგად, რომ ენერგია, რომელიც გადის თქვენი ხელების საშუალებით, მიილტვის თვალიდან მესამე თვალისაკენ. ხოლო მისგან წვეთწვეთად აღწევს გულში. თქვენ იგრძნობთ როგორ შენელდება სუნთქვა და თქვენი გულის ცემა, სხეული მოიპოვებს სრული მოდუნების მდგომარეობას, ხოლო ფიქრების მოძრაობა გაჩერდება.
ამ პრაქტიკის გაკეთება შესაძლებელია დღეში რამდენჯერმე, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს და ადგილას. ამ მედიტაციური სეანსის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 40 წუთისა. მთავარია არ დაგავიწყდეთ, მისი მთავარი პრინციპის შესახებ: თქვენი ხელები უნდა გახდეს ბუმბული. ცხადია რომ ხელების გაჩერება ასე მსუბუქად შეხების პოზიციაში ხანგრძლივი დროით ძალიან რთულია. ამიტომ მოგიწევთ თქვენი ხელების გაცნობიერება, წარმოიდგინეთ, რომ ისინი უწონადია, გაიაზრეთ, თქვენ მსუბუქად ეხებით და არ აწვებით.
რეგულარული უწყვეტი პრაქტიკების წყალობით, სიმსუბუქე შევა მთელს თქვენს სხეულში, თქვენს გულში. თქვენ შეწყვეტთ საკუთარი თავის აღქმას. სუნთქვის მკვეთრი არქმის შედეგად თქვენ გახდებით კოსმოსის განუყოფელი ნაწილი, თქვენ მასში გაიხსნებით.

მზერა გადაგვაქვს ცხვირის წვერზე
აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მოვაქციოთ ერთ ხაზში: მესამე თვალი და ცხვირის წვერი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მოდუნებული მდგომარეობა, თორემ დაიკარგება მთელი მედიტაციის აზრი.
თქვენთვის უფრო მარტივი იქნება მზერის გადატანა ცხვირის წვერზე, თუკი თვალებს გაახელთ სანახევროდ ისე რომ საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს ვერ ხედავდეთ, რადგან შორს ხედვა ხელს შეგიშლით ამ პრაქტიკის სიმსუბუქის აღქმაში. ანუ თუ თვალებს ფართედ გაახელთ, მაშინ დაინახავთ ირგვლივ მთელ გარემოს, თუ თვალებს გაახელთ სულ ოდნავ, მაშინ ცხვირის წვერსაც ვერ დაინახავთ, ხოლო ხედვა მიმართული იქნება შიგნით საკუთარი თავისკენ.
ცხვირის წვერს უყურეთ ორივე თვალებით, ეს მათ გაორებას დააკარგვიებს. იჯექით სწორად, რომ ენერგია თქვენი სექსუალური ცენტრიდან პირდაპირ გაემართოს მესამე თვალისაკენ. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ თავი იგრნოთ კომფორტულად, ჯდომის პოზამ არ უნდა გამოიწვიოს სხეულის დაძაბვა და გონების გადატანა რომელიც კონცენტრირებულია ცხვირის წვერზე.
კვლავაც დააკვირდით საკუთარ ფიქრებს. მაგრამ ამჯერად შეეცადეთ იყოთ არა მხოლოდ მათი მოწმე, არამედ შეამჩნიოთ შუალედი ფიქრთა წარმოქმნას შორის. ამასთანავე შეეცადეთ გაარკვიოთ ამა თუ იმ ფიქრის მთელი მარშრუტი: სად იმყოფება, სად დაიბადა და ნელნელა სად გაქრა.
იშვიათად რომ ვინმემ შეძლოს ამ დავალების შესრულება პირველ ჯერზე, რადგან ფიქრები მოდიან უწყვეტლივ, დიდი რაოდენობით, და რთულია ყოველ მათგანს მიაქციო ყურადღება
მთავარია არანაირი გრძნობა არ ვიქონიოთ ამ ფიქრების მიმართ. არ ვიგრძნოთ მტრობა, არ ვიმართლოთ თავი, არ განვიკითხოთ. არამედ უბრალოდ დავაკვირდეთ მათ მოძრაობას. დროთა განმავლობაში, პირობების დაცვით რეგულარული მედიტაციით, გონება დასუფთავდება და ფიქრები სულ უფრო ნაკლები გახდება.
ამასთანავე მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ, რომ შესაძლოა თქვენმა გონებამ მოგატყუოთ და ერთი ფიქრისაგან დაბადოს მეორე ფიქრი, რომელიც მოიზიდა წარსულიდან, უსასრულოდ დააკავშიროს ფიქრები ერთმანეთს, არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება რომ გადაერთოთ, რადგან ისინი ზიანს მიაყენებენ მედიტაციის სრულფასოვნებას.

ზოგადად რომ ვთქვათ, მთელი თქვენი მოქმედება დაიყვანება შემდეგამდე:
„დაიჭირეთ“ფიქრწარმოქმნათა შორის მომენტი დააკვირდით, სანამ თქვენი გონება არ არის დაკავებული ფიქრებით.
ფიქრის დაბადებას დააკვირდით მის მორაობას, საიდან მოვიდა ის, სად იმყოფება და სად მიდის. ამ ორმა მდგომარეობამ უდა ჩაანაცვლოს ერთმანეთი. თუ მედიტაციის დროს იმყოფებით მხოლოდ ერთერთ მდგომარეობაში, ეს მიგვიყვანს ნაკლებეფექტურობამდე. ამიტომ შეეცადეთ ფლობდეთ მოცემულ ტექნიკას სრული მოცულბით, და მაშინ მესამე თვალის გახსნა დადებით ზეგავლენას მოახდენს თვითშეგრძნებაზე და სრულიად თქვენს ცხოვრებაზე.


http://kartinamira.info/spiritsearch/3879-meditaciya-osho-tretij-glaz-i-nablyudenie


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)