IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ნატურფილოსოფოსები, ანტიკური ატომიზმი
Crow
post Dec 12 2018, 07:11 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანტიკური ატომიზმი
სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც ბერძენი ფილოსოფოსები იყვნენ დაკავებულნი, იყო მატერიის გაყოფის საკითხი. ქვა, გახლეჩილი შუაზე, ან გადაქცეული ფხვნილად, რომელიც რჩებოდა ისევ ქვად, მისი ნაწილები შეიძლებოდა კიდევ დაგვექუცმაცებინა უფრო პატარა ნაწილებად. რა ზღვრამდე შეიძლება ასეთი დაყოფა იწარმოოს? და არსებობს თუ არა ზღვარი? ატომიზმის ფუძემდებელი საბერძნეთში იყო ლევკიპი და დემოკრიტე, მაგრამ როცა ისინი იმუშავებდნენ თავიანთ სისტემას, ბერძნული ფილოსოფიური აზრი უკვე ვითარდებოდა სამი სკოლის მიხედვით: იონურის-თალესის მეთურობით, ანაქსიმენის და ანაქსიმანდრის, პითაგორულის- პითაგორას მათემატიკად წოდებულის, და ელეის (ქალაქი ელეა იტალიაში. პარმენიდის მოწავლე იყო ზენონ
ელეისელი)-ქსენოფანის და პარმენიდის მეთურობით. იმ დროში ატომისტური თეორია დამყარებულ იყო რამდენიმე ძირითად პოსტულატზე:
>>სიცარიელის არსებობა,
>>არსებითის სიმრავლე;
>>ცვლილების შესაძლებლობა;
>>მოძრაობის არსებობა;
პირველი 2 პოსტულატი მოცემული იყო ელეის სკოლის მიხედვით, მესამე-პითაგორას და მეოთხე- ჰერაკლიტეს მიერ. თეორიამ იმის შესახებ, რომ მატერია შედგება უმცირესი ნაწილაკებისაგან, და მისი დაყოფა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, მიიღო ატომისტიკის წოდება, ან ატომისტიკის თეორიის დასახელება.დემოკრიტე ფიქრობდა, რომ ყოველი ელემენტის ატომებს აქვთ განსაკუთრებული ზომები და ფორმები,და ზუსტად ამით განსხვავდება ელემეტები ერთმანეთისაგან. რეალური ნივთიერება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, წარმოადგენს სხვადასხვა ელემენტის ატომებს, და ამ ნაერთის ბუნების შეცვლით, შეიძლება ერთი ნივთიერების გარდაქმნა
მეორედ. და მიუხედავად ამისა, ატომისტური კონცეფცია სრულიად არ გამქრალა. ძველი ბერძენი
ფილოსოფოსი ეპიკურე (342-270 წწ ჩვ ერამდე, ) გამოიყენა ატომიზმი თავის თეორიაში და
ეპიკურელებს ჰყავდა საკმაოდ ბევრი მიმდევრები შემდგომ საუკუნეშიც კი.
ერთ-ერთი მიმდევარი იყო ძველი რომაელი პოეტი ტიტ ლუკრეიციუს კარი, 95-55 წწ. ჩვ
ერამდე), ცნობილი როგორც ლუკრეციუსი. მან წარმოადგინა დემოკრიტეს და ეპიკურის
ატომისტური შეხედულებები პოემაში “ნივთების ბუნების შესახებ”. მრავალთა აზრით ეს
პოემა იყო საუკეთესო დიდაქტიკური, ოდესღაც დაწერილთა შორის. (რომლის მიზანია
სწავლება). მაშინ, როდესაც დემოკრიტეს და ეპიკურის შრომები დაიკარგა, რის შედეგადაც დარჩა
მხოლოდ ნაწყვეტები და ციტატები, ხოლო ლუკრეციუსის პოემა მთილანად
შენარჩუნებულია და შეინაჩუნა და მოიტანა ჩვენამდე ატომისტური იდეები, იქამდე ,
სანამდეც ბრძოლაში ჩაერთო სხვადასხვა მეცნიეული მეთოდები, რომლის შედაგადაც
ატომიზმი მიყვანილ იქნა საბოლოო გამარჟვებამდე.
ყოველივე ეს ჟღერს განსაცვიფრებლად თანამედროვედ, მაგრამ დემოკრიტემ არ
განამტკიცა თავისი თეორია ექსპერიმენტებით. ძველი ბერძენი ფილოსოფოსები საერთოდ არ
იქყვნენ ექსპერიმენტებით დაკავებულნი, ისინი ჭეშმარირტებას ეძებდნენ კამათში, საწყისი
მიზეზებისგან გამომდინარე.უმეტესი ფილოსოფოსებისათვის, (განსაკუთ-რებით არისტოტელესათვის) მატერიალურ
ნაწი-ლაკის შესახებ მცნება, რომელიც არ შეიძლება დაიყოს უფრო მცირე ნაწილაკებად,
აღმოჩნდა იმდენად პარადოქსული, რომელიც ვერ მიიღო ვერც ერთმა ფილოსოფოსმა.
ატომისტური თეორია დარჩა არაპოპულარული 2 ათასწლეულის მანძილზე, დაემოკრიტეს
შემდეგ, მის შესახებ თითქმის არავინ არ იხსენებდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 17th May 2024 - 02:03 PM