IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> მანტრა - მედიტაცია
Atman
post Mar 20 2010, 02:02 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მანტრა – მედიტაცია

ჰარე კრშნა მაჰა მანტრას გალობისთვის რაიმე მკაცრი და რთული წესები არ არსებობს. მანტრა მედიტაციასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი საოცრება ისაა, რომ მისი შესრულკება შეიძლება ნებისმიერ დროსა და ადგილას – სახლში, სამსახურში, ავტობუსში თუ მეტროში.
არსებობს გალობის ორი ძირითადი სახე. ინდივიდუალურ გალობას, როდესაც ერთგული მანტრას კრიალოსანზე კითხულობს, ჰქვია ჯაპა. როდესაც ერთგული სხვებთან ერთად მღერის, ამას კირტანი ეწოდება. კირტანის დროს, როგორც წესი, გამოიყენება მუსიკალური ინსტრუმენტები და ტაში. ორივე სახის გალობა რეკომენდებულია და სასიკეთოა.
პირველი სახის მედიტაციის შესასრულებლად საჭიროა მხოლოდ ჯაპეს მძივების (მედიტაციისთვის საჭირო კრიალოსნის) წრიული ასხმა. იგი შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ. თუკი თავად გსურთ გაკეთება, ამისთვის:
1. შეიძინეთ 109 ცალი გახვრეტილი ხის მძივი (დაახლოებით 1-2 სმ დიამეტრიც). შეიძინეთ 3-5 მ სიგრძის გამძლე, მსხვილი აბრეშუმის ძაფი.
2. გაკვანძეთ ძაფი ბოლოდან დაახლოებით 15 სმ-ის დაშორებით, ააცვით მასზე მძივები, ისე რომ თვითოეული მძივის შემდეგ კვანძი იყოს.
3. 108-ე მძივის წამოცმის შემდეგ ძაფის ორივე ბოლო უკანასკნელ მძივში გაუყარეთ.
4. ეს ბოლო მძივი კრშნას განასახიერებს და თუკი შესაძლებელია, იგი დანარჩენ მძივებზე უფრო დიდი უნდა იყოს. ძაფი იმის შემდეგ გაკვანძეთ, რაც ორივე ბოლოს გაუყრით. ზედმეტი ძაფი მოჭერით. თქვენი ჯაპა მზადაა.
კრიალოსანზე მედიტაციისთვის კრშნას მძივის მომდევნო მძივი მარჯვენა ხელის დიდსა და შუა თითს შორის დაიჭირეთ და წარმოთქვით მთელი მანტრა: ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე ჰარე / ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე. გადადით მომდევნო მძივზე, დაიკავეთ ისევე და ბოლომდე წარმოთქვით მაჰა მანტრა. ასე გააგრძელეთ, სანამ არ წაიკითხავთ ყოველ (108) მძივზე და არ მიხვალთ კრშნას მძივთან. ეს ჯაპას კითხვის ერთ წრეს ნიშნავს. კრშნას მძივზე არ წაიკითხოთ, მოაბრუნეთ მძივები და განაგრძეთ საპირისპირო მიმართულებით. კრიალოსანზე კითხვა განსაკუთრებით სასარგებლოა, რაგდან ამ დროს დაკავებულია შეხების გრძნობაც, რაც კითხვისას კონცენტრაციაში დაგეხმარებათ.
ჯაპა შეგიძლიათ იკითხოთ შინაც და გარეთაც. შეგიძლიათ იკითხოთ ხმამაღლა ან ხმადაბლა, მაგრამ საჭიროია მანტრის გარკვევით და გასაგონად წარმოთქმა. მანტრის კითხვისას ჭკუა სხვა ფიქრებზე გაქცევას შეეცდება, რადგან ჭკუა მერყევი და მოუსვენარია, მუდამ ფიქრის საგანს ეძებს. ეცადეთ ყურადღებით იკითხოთ ჰარე კრშნა მაჰამანტრა და მოუსმინოთ მის ყოველ სიტყვას.
მანტრის კითხვა შეიძლება ნებისმიერ დროს, მაგრამ ვედურ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ დღის გარკვეული მონაკვეთი – ადრინდელი დილა – განსაკუთრებით სასიკეთოა სულიერი საქმიანობისთვის. დაიწყეთ ერთი ან ორი წრით ყოველდღიურად და თანდათანობით მიაღწიეთ თექვსმეტ წრე, რაც მოწოდებულია მათთვის ვისაც სერიოზულად სურთ გალობა და კრშნას ერთგულად გახდომა.
ჯაპა ინდივიდუალური მედიტაციაა, კირტანი კი - ჯგუფური. კირტანის დროს ხალხი მღერის ჰარე კრშნა მანტრას. ამ დროს შეიძლება მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენებაც. კირტანი შეგიძლიათ იმღეროთ სახლში, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად, ან სადაც გნებავთ. წესი ასეთია – ერთი მღერის ჰარე კრშნა მაჰამანტრას, შემდეგ კი სხვები პასუხობენ. შემდეგ კვლავ წამყვანი მღერის და სხვები პასუხობენ. ასე მეორდება მრავალჯერ და კირტანს სულ უფრო მეტი სულიერი ბედნიერება მოაქვს მონაწილეებისთვის.
კირტანის დროს საკუთარი გალობის მოსმენასთან ერთად სიკეთეს სხვების გალობის მოსმენითაც ვღებულობთ. მანტრის სიმღერა შეიძლება ნებისმიერ მელოდიაზე. მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება კარგია, მაგრამ აუცილებელი არაა. კირტანის დროს იყენებენ ტრადიციულ ინდურ ინსტრუმენტებს, კერძოდ, მრდანგას (ბენგალიურ დოლსა) და კარატალებს (ლითონის პატარა თეფშებს). თუკი ისინი არა გაქვთ, სხვა ინსტრუმენტებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, დაუკარით ფორტეპიანოზე, ორღანზე, ფლეიტაზე ან გიტარაზე. ტაშის დაკვრაც კარგია. სიმღერა შეუძლიათ ბავშვებსაც, რითაც ისინი სულიერად ვითარდებიან. შეგიძლიათ მთელმა ოჯახმა ერთად იმღეროთ.
ჰარე კრშნას გალობას მუდამ სიხარული და ბედნიერება მოაქვს. ამის გამოცდა საკუთარ თავზე შეიძლება. აბა, სცადეთ რაიმე სხვა სიტყვის ან ფრაზის რამოდენიმე წუთის განმავლობაში სიმღერა. თუკი იმღერებთ “პეპსი-კოლა”, “პეპსი-კოლას”, დარწმუნდებით, რომ ეს აუტანელია. ამას არავითარი სიამოვნების მონიჭება არ შეუძლია. მაგრამ კრშნას სახელები ტრანსცენდენტულია და რაც მეტს გალობთ, მით უფრო მეტი გინდებათ.


როგორ გავაუმჯობესოთ მედიტაციის ხარისხი

რა ვითარებაშიც არ უნდა იგალობოთ მაჰა მანტრა, დიდ სულიერ სიკეთეს მიიღებთ. დიადი წმინდანები და ბრძენები გარკვეული პრაქტიკული წესების დაცვას გვირჩევენ და ეს გაამდიდრებს ჩვენს გალობას და სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევაში დაგვეხმარება.
რაც უფრო მეტს გალობს ადამიანი ჰარე კრშნას, მით უფრო უადვილდება მას ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპების დაცვა, ვინაიდან გალობის პროცესში იგი სულიერ ძალას იღებს და უფრო მაღალი სიამოვნების გემოს ივითარებს. როდესაც ადამიანი უარს ამბობს ცუდ ჩვევებზე, რომლებიც აფერხებს განწმენდას, და გალობით უმაღლეს გემოს გებულობს, მისი სულიერი წინსვლა გაცილებით იოლი ხდება.
მათთვის, ვისაც სერიოზულად და გულწრფელად სურთ წინსვლა, რეკომენდებულია ქვემოთ ჩამოთვლილი მარეგულირებელი პრინციპების დაცვა:
1. არ შეიძლება ხორცის, თევზისა და კვერცხის ჭამა.
2. არ შეიძლება დამათრობელი და ამგზნები საშუალებების მიღება (სახელდობრ, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, თამბაქო, ჩაი, ყავა, კაკაო და შოკოლადიც კი).
3. არ შეიძლება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.
4. არავითარი უკანონო სქესობრივი კავშირი (არავითარი სქესობრივი ურთიერთობა ქორწინების გარეშე, ქორწინების შემთხვევაში კი – მხოლოდ ღმერთის ცნობიერი შვილების გაჩენის მიზნით).
ზემოაღნიშნული ოთხი მარეგულირებელი პრინციპის დაცვით სწრაფად შეიძლება სულიერ ცხოვრებაში წინსვლა. ამ პრინციპების დაცვის გარეშე წინსვლა ძალიან ძნელია, ვინაიდან უფრო და უფრო ვეჯაჭვებით მატერიალურ საგნებს. მაგრამ გალობა იმდენად ძლიერი პროცესია, რომ მისი დაწყება შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში და იგი დიდად გვეხმარება სულიერ წინსვლაში. გარდა ამისა სავალდებულოა სხვა პრინციპების დაცვაც:
1. საჭიროა ვედური ლიტერატურის რეგულარული კითხვა, განსაკუთრებით კი “ბჰაგავატ - გიტასი” და “შრიმად - ბჰაგავატამისა”. თუკი უბრალოდ მოვისმენთ კრშნას, მისი არაჩვეულებრივი საქმიანობებისა და ტრანსცენდენტული გართობების შესახებ, მატერიალურ სამყაროსთან დიდი ხნის ურთიერთობის შედეგად გულში დაგროვილი უწმინდურობა მოგვშორდება. თუკი რეგულარულად მოვისმენთ კრშნასა და სულიერი სამყაროს შესახებ, სადაც კრშნა თავის ერთგულებთან ერთად მარადიული გართობებით ტკბება, ბოლომდე გავიგებთ სულიერ ბუნებას, ჭეშმარიტ სულიერ საქმიანობებს და მატერიალური სამყაროდან თავის დაღწევის გზას.
2. იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ თავი მატერიალური უწმინდურობებისგან, უნდა მივირთვათ მხოლოდ ვეგეტარიანული საჭმელი, განსულიერებული იმით, რომ შეთავაზებული იქნება უზენაესი უფლის, კრშნასადმი. ნებისმიერი ცოცხალი არსების მოკვლას ცოდვითი რეაქცია მოსდევს, მცენარეთა მოკვლასაც კი, მაგრამ “ბჰაგავატ გიტაში” უფალი კრშნა ამბობს, რომ თუკი ადამიანი მას შესთავაზებს ვეგეტარიანულ საკვებს, იგი გაანეიტრალებს ამ შედეგებს.
3. საჭიროა უზენაეს უფალს, კრშნას მივართვათ ჩვენი შრომის ნაყოფები. როცა ადამიანი საკუთარი სიამოვნებისთვის შრომობს, იგი საპასუხო კარმიულ რეაქციებს ღებულობს, მაგრამ თუკი მხოლოდ კრშნას დასაკმაყოფილებლად იშრომებს, არავითარი კარმიული რეაქცია არ იქნება. უფლის სამსახურში შესრულებული შრომა არა მარტო ათავისუფლებს ადამიანს კარმისაგან, არამედ უღვიძებს მის მიძინებულ სიყვარულს კრშნასადმი. კაცს შეუძლია აკეთოს საკუთარი საქმე, მაგრამ არსებობს გარკვეული სახის საქმიანობა, რომლის შესრულებაც დაუშვებელია. უნდა მიატოვოთ იუს საქმიანობა, რომელიც არღვევს, ან რაიმენაირად ხელს უწყობს ზემოაღნიშნული მარეგულირებელი პრინციპების დარღვევას.
4. ვისაც სერიოზულად სურს ჰარე კრშნას გალობა, ასეთივე ცნობიერების ხალხთან უნდა იქონიოს ურთიერთობა. ეს სულიერ ძალას მიცემს მას. როგორც წესი, ადამიანი თავის გარშემო მყოფთა თვისებებს იძენს. თუკი ვინმეს ექიმობა ან ადვოკატობა სურს, ამ პროფესიის ხალხთან უნდა იქონიოს ურთიერთობა,. ამიტომ მეტად სერიოზულად უნდა ვერიდოთ ისეთ კავშირებს, რომელიც შეაფერხებს ჩვენს სულიერ წინსვლას. ასეთია, მაგალითად, ურთიერთობა მატერიალისტებთან ან მათთან, ვისაც არ აინტერესებთ სულიერი საკითხები, ხოლო ურთიერთობა მათთან, ვინც სულიერი წინსვლისთვის იღწვიან, ჰარე კრშნას გალობენ და მარეგულირებელ პრინციპებს იცავენ, საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზაა შინ, ღმრთეებასთან დაბრუნებისთვის.



ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი შრილა პრაპჰუპადა


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Mar 22 2010, 12:35 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

მადლობა ამ თემისთვის rose-178.gif მე ჩემი მხრივ ჯერჯერობით მხოლოდ იმის დამატება შემიძლია რომ 16 წრეს როცა (და თუ) ჩახვალთ ჰარე კრიშნას იგრძნობთ თუ როგორ ლღვება ”პიროვნება” თქვენში ანუ როგორ იშლება ეგო. პრინციპშია ესაა ალბათ ნებისმიერი მედიატაციის მიზანი, დანაწევრებულიდან ისევ მთლიანის შეგრძნება.

ისე, მე ძაფზე გავაკეთე 108 ნასკვი (სქელ საქსოვ ძაფზე რა თქმა უნდაsmile.gif) და კრიალოსანი ამით შევცვალეwink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Mar 27 2010, 11:11 PM
Post #3


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ჯერ არა ხარ არაა??
bf_nonew.gif tongue.gif rolleyes.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
lseventh
post Jan 6 2014, 08:54 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 8
Joined: 2-December 13
From: Tbilisi
Member No.: 7,215

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მგონი ასეთზეა ლაპარაკი
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaligula
post Mar 20 2014, 03:56 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 19-March 14
Member No.: 7,268

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რატო ატყუებთ ხალხს არ მესმის, მედიტაცია ინდივიდულურია, რაშუაშია რა სისულეელებს წერთ, აბსურდია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post May 11 2014, 02:49 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო ვიდეო ვნახე, ეს ადამიანი ხსნის როგორ ასრულებს სამყარო სურვილებს და რა არის პირადი მანტრა როგორ გავიგოთ და გამოვიყენოთ..

Отныне Вселенная Исполняет Ваши Желания

მეც ახლა ვნახე და უცებ გაგიზიარეთ იმედი მაქვს გამოგადგებათ
მე ამ ადამიანის სხვა ვიდეოებიც ვნახე და ისეთია მოქმედების სურვილს რო გაგიჩენს იმეილზე მომდის სიახლეები, უფრო მეტი ვისაც უნდა უკვე ფასიანები არის, კონკრეტული ვიდეოები, წიგნები
ეს არის იგორ ბიბინი, ეს მისი არხი Игорь Бибин

rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 04:01 PM