IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> აბორტი
Twin Flame
post Aug 23 2014, 09:52 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 23-August 14
Member No.: 7,317

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით ფორუმელებო!
ეზოთერიკის სფეროში ცოდნით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ძალიან დამაინტერესა ამ მეცნიერებამ და მოხარული ვარ, რომ აღმოვაჩინე თქვენი საიტი საინტერესო თემებით,რომლებსაც საინტერესო ადამიანები(ჩემი შთაბეჭდილებით) განიხილავენ.

მაინტერესებს როგორ უდგება ეზოთერიკა აბორტის საკითხს, რა მოსაზრებები არსებობს აბორტის და/ან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების თემასთან დაკავშირებით ?

ბოდიშის ვიხდი, თუ ეს თემა შეუსაბამოა ამ საიტის ან ამ განყოფილებისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post
gmerti2050
post Aug 24 2014, 09:05 AM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 31-July 14
Member No.: 7,310

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აბორტი რა შუაშია სულთან არაფერში, საერთოდ არცერთ ადამიანს არ აქვს სული , სული უნდა განავითარო, აღმოაჩიანო, გააღვიძო, ასე რომ გინდა აბორტი გაიკეთეთ და რავი თუ სული არ გაქვთ თავებიც შეგიძლია მოიკლათ
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 24 2014, 11:36 AM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Twin Flame
ყველა შემთხვევაში აბორტი სამყაროს კანონებთან წინააღმდეგობაში მოდის.
ზოგიერთ სულს დიდ ხანს უხდება ცდა რომ შემოვიდეს ჩვენს სამყაროში, უცდის შესაფერის მომენტს სადაც უნდა დაიბადოს შემოდის და არ აძლევენ დაბადების საშუალებას. სამყაროს ჰარმონია ირღვევა, ის სულებიც ღელავენ და ადამიანც რომელმაც აბორტი გაიკეთა მოსვენება ეკარგება, კარმულ ვალებს იკიდებს


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 24 2014, 09:25 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აბორტი ჩვეულებრივი მკვლელობაა, თუ კანონმდებობის მუხლებს მოვიშველიებთ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი და ჯგუფური, ადამიანის უმწეო მდგომარეობაში გამიზნული მკვლელობა. მაშინ ასე დავსვათ საკითხი, ადამიანის ან სხვა არსების მოკვას როგორ უდგება ეზოთერიკა?!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Aug 26 2014, 05:20 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტდ, დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის კვ-დო-მის (კვ-(ნ)დომის) მიზეზი. რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრი მიზეზის დასახელება. მაგრამ, საიდანაც ეს მოდის, აქვს ერთი სათავე ეზო-თე-რიკა-ში. ეს არის, მიზეზთა მიზეზთაგანი - ქ-მე-დე-ბა, რომელიც კარმულად ირიცხება ობიექტურ სამყაროში სობიექტის მიმართ და მისკენ წარმართავს ობიექტური სამყარო იმას, რაც ქვე-ცნობიერად აქვს და-წერილი სუბიექტს. აქედან გამომდინარებს - ცოდვა, დღეისთვის კი პრობლემა. რა შეიძლება მოხდეს პრობლემის, ანუ ცოდვის გაჩენით სუბიექტში. ამ უკანასკნელს შეუძლია გააძლიეროს სული და პირიქით, დაღუპოს იგი. სინამდვილეში, თუ ის საერთოდ არსებობს, ცოდვა ყოველთვის დამღუპველია, მაგრამ გააჩნია სუბიექტს და ცოდვას. შეიძლება ცოდვა, რომელიც ერთისთვის დამღუპველი გამოდგეს, მეორესგან დაძლეულ იქნას და გაძლიერდეს. მაგრამ სი-კვ-დი-ლი ყოველთვის არ არის ,,დამღუპველი''. ის შესაძლოა მივიჩნიოთ როგორც სულის განვითარების ნაწილი. ეს ადამიანის მიმართებაში. სხვა არსების მიმართებაში, რომელიც დედა-ბუ-ნება-ში არსებობენ, არიან თავად დედა-ბუ-ნების ნაწილები. ისინი მისი შვილები არიან, ამიტომაც, რომელიმეს დაღუპვა მისთვის(დედაბუნებისთვის) სა-მწუხ-აროა და დგება მწ-უხრის ჟამი მთელ დედა-მიწაზე. ეს კი შეიძლება დღეს ყოველწამს ხდება. მაგრამ არსებობს დაწერილი კანონი, რომელიც უბრალოდ არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უ-კანონ-ოდ ცხოველის მო-კვლ-ა დაუშვებელია. ის ყოველთვის ნეგატიურ ენერგიას ჩამოიტანს ციდან.

აბორტს რაც შეეხება, მე ვიზიარებ old man _ის მოსაზრებას. სული, რომელიც დაიბადება, თუნდაც მან უ-ბედ-ურება მოიტანოს, უ-ბედ-ობის, ანუ იგივე ბედის ნაწილია, რაც ბალანსში შედის. უ-ბედ-ობაც ბალანსის ნაწილია.

gmerti2050

მე ვიზიარებ შენს მოსაზრებასაც და ვთვლი, რომ ეს აზრიც არ არის გამორიცხული სამყაროს არსებაში. მინდა ჩემი აზრით განვავრცო gmerti2050 _ის პასუხი. თუ ვიტყვით, რომ ადამიანი არ იბადება სულით და ის იძენს მას, გამოვრიცხავთ რე-ინკარნაციის არსებობას, რაც თავდაყირა აყენებს ეზოთერიის ცოდნას. ამგვარი აზრი, რომ ადამიანი არ იბადება სულით და მან უნდა შეიძინოს ის, ეს არის რენესასნსის დასაწყისის და მისი შემდგომი ხანის ფილოსოფია. მაგრამ, ეს ასე პირდაპირ არ უნდა იქნეს გაგებული. ეს არის მრავალაზროვანი, სიტუაციური, თემატური ჩანართისთვის გამოსადეგი და ასე უბრალოდ ჰაერში ნათქვამი ვერ იქნება გააზრებული. ეს უერთდება სამყაროს ცოდნის ღრმა ლოგიკას და მის ლოგოსში ჩადის და ის აბსოლიტურად სიცოცხლის ხის ნაწილია, თავისი არსით.

თუ თქვენ განიხილავთ ამ უკანასკნელ ნაწერს, როგორც პირდაპირი ნიშნული ჩემი სუბიექტიდან, თქვენ შეცდომაში შეხვალთ. შეეცადეთ გაიგოთ ის, როგორც უბრალოდ აზრი, როგორც იდეა.

Twin Flame - არსებობს ისტორიული ჩანაწერები ისტორიკოსების, ფილოსოფოსების მიერ. ეს ყველაფერი არის ეპოქალური. ამას ვერ განიხილავ რომელიმე კონკრეტულ პირთან მიმართებაში. ეს არის გლობალური, ეპოქალური შემთხვევა. ვერავის ეტყვი, შენ აბორტი გაიკეთე და ცოდვაში დგამ ფეხსო. ეს გაუაზრებელი, გაუცნობიერებელი ნათქვამი იქნება. ყველაფერი ფარდობითია, ამიტომაც სანამ განვსჯით ან შევაფასებთ, ჯერ ვიფიქროთ, იქნებ ეს ის არ არის რაც გვგონია. და ეს ნათქვამიც კი იქნება ფარდობითი ობიექტურ რეალობაში,რადგანაც ყველანი მისი ნაწილები ვართ.

თქვით ის, რაც გინდათ. გააკეთეთ ის, რაც მართებულად მიგაჩნიათ ან არ მიგაჩნიათ მაგრამ გინდათ გააკეთოთ. ჰარმონია თავის-უფლებაშია. ჰარმონია კი ნამდვილი სიცოცხლის ნაწილია, სულის, კოსმოსის ნაწილია.

მადლობა ყურადღებისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 29 2014, 07:05 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lacrimosa
მადლობტ განმარტებისთვის, მე ეს საკითხი ბოლომდე მაქვს გაცნობიერებული, კვდომის და მასთან დაკავშერებული ნიუანსებიანა.. აბორტი კი ისეტივე მკვლელობად მიმაჩნია, როგორც სხვა დანარჩენი. არჩევანი რათქმაუნდა მშობლებზეა, ნაყოფი ამ შემთხვევაში უძლურია.. smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Sep 1 2014, 09:36 AM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით ის გინეკოლოგი, რომელიც ჩვენების გარეშე წყვეტს უპასუხისმგებლო დედის ორსულობას, კლავს ჩვილს! რათ უნდა ამას ეზოთერიკა.


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:07 AM