IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> შემოდით მსჯელობაში, რეალური, გონივრული ქმედებ
INVICTUS
post Feb 25 2019, 07:23 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სალამი ფორუმს!

ყველასთვის კარგად ცნობილია ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება ამ ფორუმისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ლოგიკურია აქ შემოსვლაში დროს არ დავკარგავდი და თავს არ შევიწუხებდი.

მინდა ეს პოსტი და თემა მივუძღვნა პრაქტიკულ, ხილულ, ცხოვრებისეულ რეალობას.

თემით ვინც უნდა გაბრაზდეს და ვინც უნდა აღტაცებაში მოვიდეს, ეგეც რომ არ მაღელვებს ამასაც შეამჩნევდით.

სულიერება და მეტაფიზიკური ინტერესი, ძიება და პრაქტიკები რომ მომწონს არაერთხელ აქ პოსტვითაც დამიდასტურებია.
მე ამ თემაში მაინტერესებს (არამარტო ამ თემაში) რეალურად როგორ ზრუნავთ "სულზე და ხორცზე" თუნდაც მეტ-ნაკლებადეგ. ამის დროს, საშუალებას, კომფორტს როდის და სად პოულობთ. დიდი ალბათობით და საჭიროებით დილიდან საღამომდე უნდა მუშაობდეთ, სამსახურში საქმით უნდა იყოთ დაკავებული, შესვენების ერთი საათიც მართლაც დასვენებას უნდა რომ ისევ პროდუქტილები ვიყოთ, სახლში დაღლილი უნდა მივდიოდე, ქმარ-შვილი/ცოლ-შვილი უნდა გელოდებოდეს, და სახლის საქმეები უამრავი, თუ ესენი არ გყავთ, სათანადო ყურადღება მშობლებს, მეგობრებს და ა.შ და ა.შ.

თუ კოტრიალით და ჩატაობით გვერდები და თითები ტკივა და მშობლების გზავნილებზე ხარ ადამიანი შემჯდარი - იცოცხლე დრო გექნება კაცსაც და ქალსაც, ასეთ ადამიანებზე მე ჩემი შეხედულება მაქვს, თუ "დჰარმის მაწანწალები" ხართ - არც ეგ უნდა დამალოთ, რომ მე ჩემი ხედვა მქონდეს და იქნებ და დავმეგობრდეთ ამ გზაზე.

მოდით კონკრეტულად და კონსტრუქციულად ვისაუბროთ სად და როგორ ახერხებთ თუნდაც 1 საათი მედიტირებას? 1 საათი სიტებზე ინფორმაციის ძებნა/შემეცნებას" ფეისბუქში საათების გატარებას და ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Feb 26 2019, 01:49 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საეინტერესო თემაა, როგორც არ უნდა იყოს ყველას ვინც ერშია და სულიერ საკითხებზე მუშაობს, დროის კუთხით გარემოდან გამომდინარე აქვს შეფერხებები.
სამსახურს მიაქვს თავისი დრო, ძილს, მგზავრობას, საკვების მომზადებას, ჰიგიენას, იქ ვიღაცის დაბადების დღეა, იქ ვიღაცის ქორწილი, გარდაცვლილებსაც უნდა მივაგოთ პატივი, მეგობარი განქორწინდა და გამხნევება სჭირდება... მოკლედ უამრავი მსგავსი პასიური ვალდებულება გვაქვს ხშირად. პირველ რიგში ამ ვალდებულებებისგან მოსაშორებლად და საკუთარი თავისთვის მეტი დროის დასათმობად მიდიან ადამიანები მონასტრებში. შენ უსაყვედურებ ან გეწყინება თუ შენი მეგობარი რომელიც ბერადაა აღკვეცილი არ მოვა შენს დაბადების დღეზე ან ქორწილში? არა და ეს ჩვეულებრივადაა მიღებული, მაგრამ თუ არ მოვა შენი მეგობარი რომელიც იმავე ქალაქში ცხოვრობს ეს უკვე გეწყინება და უსაყვედურებ. ამიტომაც გიწევს იარო იქ სადაც გენანება დროს ხარჯვა.
ის რომ მსგავსი სახის ურთიერთობები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ადამიანმა ალბათ თინეიჯერული ასაკიდან გამოსვლისასვე ხვდება უმრავლესობა. მაგრამ მაინც არ გკმარა დრო მედიტაციისთვის? რა არის მედიტაცია? რატომ გგონიათ რომ აუცილებელია ლოტუსის პოზაში ჩაჯდომა ან დაწოლა იმისთვის რომ იმედიტიროთ? ან რა აუცილებელია განსაზღვრული დროის გამოყოფა? მედიტაცია არის ადამიანის მდგომარეობა, შეიძლება იმედიტიროთ ტრანსპორტშიც, სარბენ ბილიკზეც, სეირნობისასაც, შესვენებისასაც და ასე შემდეგ. ერთმა მეგობარმა მახსოვს გარკვეულ სიტუაციაში ახსენა "გონებაში ჭერა" ეს ტერმინი თითქოს ზუსტად მოერგო ამ საკითხს ჩემს აზროვნებაში და ვერბალურად გამოიხატა ეს აზრი. თუ ადამიანს შეუძლია კონცენტრირება საგანზე ისე რომ გარესამყაროს მოვლენებმა ადვილად არ გაუფანტოს გონება და თუ მას გონებაში უჭირავს მედიტაციის ობიექტი, რატომაც არ შეუძლია იმედიტიროს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 26 2019, 09:26 AM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



INVICTUS
QUOTE(INVICTUS @ 25th February 2019 - 07:23 PM) *
მოდით კონკრეტულად და კონსტრუქციულად ვისაუბროთ სად და როგორ ახერხებთ თუნდაც 1 საათი მედიტირებას?

დაახ. 12 წელი იქნება, მედიტაციისთვის არ დავმჯდარვარ. საერთოდ არსებობს უამრავი პრაქტიკები და მედიტაციები. ძალიან ბევრი. როდესაც ვამბობთ მედიტაცია, თუ არ დავკონკრეტდით, ამ სიტყვაში უამრავ რამე მოიაზრებენ. მე მედიტაციებს ვაკეთებდი 10 წლის ასაკიდან: ეს იყო ოშოს დინამიური მედიტაციები, გურჯიევის ქორეოგრაფიული მედიტაციები სუფისტურ სტილში, ტანტრის მედიტაციები საპირისპირო სქესის წარმომადგენელ პარტნიორებთან და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი 2004 წლის აპრილში დასრულდა, როდესაც 3 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი ე.წ. "სავიკალპა სამადჰის" მდგომარეობაში. მე ვიყავი 19 წლის. ფაქტიურად შეიძლება ვთქვა, რომ 2004 წლის მერე, რაიმე მიზანმიმართული მედიტაცია არ მქონია. ვიღრმავებდი ინტელექტს. ვეცნობოდი ეზოთერულ წყაროებს, ასტროფიზიკას, ანტროფოსოფიას, ბიოლოგიას, ანატომიას, ნაწილაკების ფიზიკას და სხვ. ვარ ავტორი. დაწერილი მაქვს წიგნი, რომელის გამოცემა, ჯერ კიდევ 2 წლის წინ მინდოდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამომიცია. იმედია მალე გამოვცემ, რადგან უკვე მეორე წიგნს ვწერ. სამადჰის შემდეგ, შემეცვალა წარმოდგენა მედიტაციაზე. გავეცანი ისეთ მასწავლებელებს, როგორებიც იყვნენ რამანა მაჰარში და ნისარგადატა მაჰარაჯი. ჩემი აზრით, ეს ორი ადამიანი საკმარისია იმისთვის, რომ გაიგო ვინ ხარ. სამადჰის შემდეგ ჩემთვის მედიტაცია ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს: გააცნობიერო ვინ ხარ. ვინ არის მე, რომელიც ამბობს მე ვარ. სხვა ყველაფერი იდიოტიზმია ჩემი აზრით რასაკვირველია და არავის არ ვახვევ ამ აზრს თავზე. ამიტომ ყველას ვაძლევ რეკომენდაციას, რომ ნუ უჯდებიან დიდხანს ერთ პოზაში ან ნუ მიიღებენ ცნობიერების შემცვლელ საშუალებებს, რადგან ასეთი მდგომარეობა, ილუზიაა, ჩვენ კი გვჭირდება სიფხიზლე. მედიტაცია სიფხიზლეა, გამოღვიძება. ასევე მე ძალიან მომწონს ე.წ. ბნელი მედიტაციები და რიტრიტები, როდესაც აბსოლუტურ სიბნელეში ზიხარ თვალდახუჭული, სადაც დახშულია შეგრძნების 5 ივე ორგნო. სხვა მედიტაციებს მე სულიერებას არ ვუკავშირებ, არამედ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ თერაპიას და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. საწინააღმდეგო მაქვს მაშინ, როდესაც სულიერებას უკავშირებენ.

jarmen
QUOTE(Jarmen @ 26th February 2019 - 01:49 AM) *
რა არის მედიტაცია? რატომ გგონიათ რომ აუცილებელია ლოტუსის პოზაში ჩაჯდომა ან დაწოლა იმისთვის რომ იმედიტიროთ? ან რა აუცილებელია განსაზღვრული დროის გამოყოფა? მედიტაცია არის ადამიანის მდგომარეობა, შეიძლება იმედიტიროთ ტრანსპორტშიც, სარბენ ბილიკზეც, სეირნობისასაც, შესვენებისასაც და ასე შემდეგ.


აბსოლუტურად მართალია. მედიტაცია სიფხიზლეა. რა მნიშვნელობა აქვს უნიტაზზე ზიხარ და ფხიზელი ხარ, ლოტოსისი პოზაზე ზიხარ და ფხიზელი ხარ თუ დადიხარ ფხიზლად? არაფერი. ჩვენ ხომ არ ვართ მცენარეები, რომლებიც ვეგეტატურ მდგომარეობაში არიან? არა. არ მოგწონს ჯდომა?! ადექი. ხე ხომ არ ხარ, რომ ლოკაცია ვერ შეიცვალო?! მედიტაცია საკუთარი მეს ძიებაა. რა გამოდის, რომ როცა ლოტოსის პოზაში ზიხარ პოულობ შენ მეს და როგორც კი ადგები კარგავ? რა სისულელეა. სადაც ხარ, იქ არის შენი მეც, რა პოზაშიც არ უნდა იყო.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 26 2019, 10:56 AM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გონება მიჯაჭვულია სახელებზე და ფორმებზე. სახელი, ეს უკვე სასრულია. ფორმა, ეს უკვე სასრულია. ყველა სახელი, სიტყვაა. სიტყვა განსაზღვრული ასოებისგან შედგება. ფორმა, რომელსაც ეს სასრული სიტყვა აღნიშნავს, ასევე შემოსაზღვრულია. გონება ტრიალებს ამ სისტემაში. ამ სისტემას აქვს ორი პოლუსი. ეს არის ორობითი მატრიცა მსგავსად კიბერნეტიკული ბინარული სისტემისა, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის კოდირება ხდება ერთების და ნოლების კომბინაციით. კარგი ცუდი. მაღალი დაბალი. ბოროტი კეთილი. სასრული უსასრულო. ქალი კაცი. დიდი პატარა. ეს არის ამ მატრიცის პიკები. ჩვენი გონება, მიჯაჭვულია ამ მატრიცაზე. მედიტაციამ, უნდა გაათავისუფლოს გონება ამ მატრიციდან. რეალობა არც სასრულიანია და არც უსასრულო, მაგრამ გონებას არ შეუძლია ასეთი რამის წარმოდგენა, ამიტომ მისთვის მისაღებია უასრულო, მარადიული. სინამდვილე არც მარადიული და არც სასრული, მაგრამ რადგან გონება მიჯაჭვულია სასრულ ფორმებისა და სახელების მატრიცაზე, ამიტომ ის სულიერს, უსასრულოს უწოდებს, ანუ ისევ სასრულის საწინააღმდეგოს. გონება დუალისტური მატრიცაა, საპირისპირო პოლუსების მეშვეობით გებულობს რა ხდება მის გარშემო. მე სხვა. სუბიექტი ობიექტი, მაგრამ რეალობა, დუალიზმის მიღმაა. არსებობა, არც სასრულია და არც უსასრულო, მაგრამ გონებისათვის გასაგები რომ იყოს, ჯობია ვთქვათ უსასრულო. სულ ეს არის. აი ამ უსასრულოზე ყურადღების მიქცევა არის მედიტაცია.
რადგანაც გონება მიჯაჭვულია სახელებზე და ფორმებზე, ამიტომ არსებობს ნირვიკალპა სამადჰი, ანუ უსახელო და უფორმო რეალობა. ამ დროს, გონება ხვდება, რომ არსებობს უფორმო და უსახელო რეალობაც. ეს არის გასხივოსნების წამი. გონება უკან იხევს, ხდება მორჩილი. პურუშა იმარჯვებს. მაგრამ ვიმეორებ, ნირვიკალპა სამადჰიც კი, ანუ სამადჰის უმაღლესი ფორმაც კი, გონების მდგომარეობაა და გამოდიხარ აქედან. ცხოვრება გრძელდება. ეს გონებას ჭირდებოდა. გონება რომ არ ყოფილიყო, არც იქნებოდა ნირვიკალპა სამადჰი და საერთოდ არანაირი სამადჰი. მაგრამ გონება ახალ იცის, რომ არა მარტო ფორმები, არამედ უფორმობაც არსებობს. მეტი მას მაინც არ შეუძლია. რეალობა კი არც ფორმიანი და არც უფორმო. არც არსებობს და არც არ არსებობს. არც სასრულია და არც უსასრულო.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 5 2019, 06:36 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სამსახურშიც კი ვპრაქტიკობდი, თუ მინდოდა ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 6 2019, 07:52 AM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბევრს უნდა, მაგრამ იშვიათს გამოსდის ეს გზა. ადამიანი ვერ ამოდის პრობლემებიდან, უდროობიდან და ასე ჰგონია ყველაფერი ეს მერე უნდა გააკეთოს, მერე იმედიტიროს, მერე იფიქროს თავისი სულისათვისაც. გადის დრო და ვერ ვამჩნევთ, წლები გარბიან...
როგორც jarmen -მა თქვა:
QUOTE(Jarmen @ 26th February 2019 - 02:49 AM) *
მედიტაცია არის ადამიანის მდგომარეობა, შეიძლება იმედიტიროთ ტრანსპორტშიც, სარბენ ბილიკზეც, სეირნობისასაც, შესვენებისასაც და ასე შემდეგ. ერთმა მეგობარმა მახსოვს გარკვეულ სიტუაციაში ახსენა "გონებაში ჭერა" ეს ტერმინი თითქოს ზუსტად მოერგო ამ საკითხს ჩემს აზროვნებაში და ვერბალურად გამოიხატა ეს აზრი. თუ ადამიანს შეუძლია კონცენტრირება საგანზე ისე რომ გარესამყაროს მოვლენებმა ადვილად არ გაუფანტოს გონება და თუ მას გონებაში უჭირავს მედიტაციის ობიექტი, რატომაც არ შეუძლია იმედიტიროს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს?
ეს არის ძალიან კარგად ნათქვამი. რადგან სწორედ ესაა სწორი გზა. ვერ ვიტყვი, რომ ვახერხებ ამას მუდმივად, მაგრამ ხშირად ვცდილობ. ამ თემის და ჯერმენის პოსტის მერე, შევეცდები უფრო ხშირად გავაკეთო. მადლობა პოსისათვის jarmen და მადლობა თემისათვის INVICTUS .
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 04:48 PM