IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ჯანმრთელი ძილი
chemikerin
post Mar 14 2019, 03:18 AM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობა wink.gif

ერთი ესეთი პრობლემა მაქვს ფორუმელებო.. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, მჭირდება უამრავი დრო რო დავიძინო. biggrin.gif ხანდახან საათები ვწევარ და არ მეძინება. biggrin.gif დილით ძლივს ვდგები biggrin.gif საათები მჭირდება რომ გამოვფხიზლდე და წესიერად ვიფუნქციონირო..
ანუ პრობელმა არის ის რომ მიჭირს სიფხიზლიდან ძილში გადასვლა და პირიქით.
რა შეიძლება იყოს მიზეზი?


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 14 2019, 09:49 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
ეს არის აქტიური გონების ბრალი. ინვაზიური ფიქრები, რომლებიც შენს გონებაში შემოდიან დაწოლისას, არ გაძლევენ ძილის საშუალებას.
შინაგანი დიალოგი, ზენიტს აღწევს.
თუ დღის განმავლობაში ვერც კი ამჩნევდი, როგორ ესაუბრებოდი შენს თავს, ახლა უკვე გაცხარებული პოლემიკა მიმდინარეობს.
დაახლოებით ისე, ქართულ იდიოტურ თოქ შოუებში, რომ "კამათბენ" ქართველი "პოლიტიკოსები".
ეს არის შინაგანი დიალოგი. ყურადღება მიემართება ფიქრებისკენ და რელაქსაცია ჭირს.
ტვინი ვერ გადადის ბეტ ტალღებზე, რადგან გონებაში მთელი ორომტრიალია. აბა ხვლა რა ვქნა. იმას ეს რატო ვუთხარი. ასე უნდა მეთქვა. ეს ასე უნდა იყოს ამას ისე ვიზამ.
მოკლედ მთელი არმიაა ფიქრების, რომლებიც გაურკვეველი ადგილიდან მოდიან, და გაურკვეველ ადგილას მიდიან.
ვერც კი ხვდები, როდის დამთავრდა ერთი ფიქრი და როდის დაიწყო მეორე და შენ სად ხარ ამ ფიქრებს შორის.
ეს ბევრის პრობლემაა. მარა არიან ადამიანები, თავს დადებენ თუ არა 2 წუთში ძინავთ. მაგ. მამაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი ყოფილი.
მეც გვიან ვიძნებ. მაგრამ ბოლოს ვიძნებ. ძილის წინ არ უნდა დალიო ყავა ჩაი ან არ უნდა ჭამო შოკოლადი. ერთი სიტყვით აღმგზნები საშუალებები არ უნდა მიიღო.
საერთოდ გოგოებისთვის იდეალურია სხეულზე ფიქრი.
უბრალოდ დაწექი და იფიქრე სხეულზე. რომ ახლა, შენისხეული წევს საწოლში.
იმაზე არ იფიქრო ლამაზია კარგია, ის უნდა ეს უნდა. უბრალოდ როგორც არსებულ საგანზე ისე იფიქრე.
უბრლოდ არსებობს. ახლა და აქ. წევს, სუნთქვავს, სისხლის მიმოქცევას წარმართავს, მეტაბოლიზმს. ჰმ, რამდენ რამეს აკეთებს ჩემთვის?
მე კიდე ვიღაც იდიოტებზე და რაღაც იდიოტობებზე ვფიქრობ, როცა ეს მანქანა, სულ ჩართულია და სულ მემსახურება. შეიგრძენი შენი კიდურები. მოეშვი, კუნთები მოადუნე. თითქოს 500 კგ. გახდი. დაკრული ხარ საწოლზე, აგდიხარ. ნელ-ნელა ეს ბეტონის შემრევი მანქანა, ანუ გონება, შენელდება და დაიწყებს ერთ რომელიმე ფიქრის ფიქრს, რომელიც შენ შეიძლება ვერც კი გააცნობიერო და ბოლოს. წკაპ. და სიზმარში ხარ.
არ ეცადო შნაგანი დიალოგის გაჩერებას. ვერ გააჩერებ, პირიქით რაც უფრო ეცდები, მით უფრო გაძლიერდება. ეს გავს ცეცხლის ჩაქრობას ნავთით. მერე რა რომ ნავთია, წყალს გავს და სითხეა, დავასხამ წყალივით ცეცხლზე და ჩაქრება. ასხამ და ცეცხლი იმატებს. გონება ბეტონის შემრევ მანქანას გავს. სულ ტრიალებს რომ ბეტონი არ გამაგრდეს. ნუ ეცდები გააჩერო. ვერ გააჩერებ. იტრიალოს, უბრალოდ არ ჩაერიო. არცერთი ფიქრი არ გეკუთვნის შენ. ისინი შენგან დამოუკიდებლად მოდიან და მიდიან. არ გეკითხებიან ეს ფიქრი შეიძლება მოვიდეს? ან წავიდეს? ამიტომ ნუ ერევეი იმაში, რაც შენი კონტროლის ქვეშ არ არის. ეს არის აჰამკარა. ეგო. მკეთებელი. კონტროლიორი. ახლა უკვე ფიქრების კონტროლს აპირებს ძილის წინ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 14 2019, 10:01 AM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგ. მე უშუალოდ ვგრძნობ ხოლმე, რომ როდესაც შინაგანი დიალოგი მიმდინარეობს და რაღქც ფიქრი ამტკიცებს რომ ის არის ერთად ერთი ჭეშმარიტება,
ამ დროს მაგ. ფეხის კუნთი ან ხელის კუნთი იჭიმება. როგორც კი შეამჩნევ ამას, მოადუნე კუნთი. ვსიო, აღარ ხარ გაურკვეველ სივრცეში. აქ ხარ, საწოლში, სხეული წევს, სუნთქავს. ვინ სუნთქავს? მე ვსუნთქავ? არა. სუნთქვის პროცესი ჩემგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. რა საინტერესოა. არ გაინტერესებს როგორ მიმდინარეობს? დააკვირდი სუნთქვას. კი არ ჩაერიო. მე ყველანაირი პრანაიამების, ანუ სუნთქვით ვარჯიშების წინააღმდეგი ვარ. სუნთქვა უნდა იყოს ბუნებრივი, ერთად ერთი რაც უნდა ქნა ჩაურევლად დააკვირდე. გადაბრუნდი, გადმობრუნდი. არ არსებობს რომ არ არსებობდეს პოზა, რომელშიც ყველაზე მოდუნებულია შენი კუნთები. გეცოდინება ეს პოზა. სხეულს მიყევი, როცა უნდა და როგორც უნდა ისე გადაბრუნდი. მე წინააღდეგი ვარ ასევე სხეულის დატანჯვის. საათობით რომ ზიან ან წვანან ერთ პოზაში გაუნძრევლად. იდიოტობაა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 14 2019, 10:03 AM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენ გვაინტერესებს ერთმა იდიოტმა მეორე იდიოტს რა უთხრა დღის განმავლობაში, მაგრამ ისეთი საინტერესო პრცოცესი, როგორიც არის სუნთქვა, ფეხებზე გვკიდია.
ძილის წინ მაინც მივაქციოთ ყურადღება ამ პროცესს, იქნებ რას გვეუბნება?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 14 2019, 10:05 AM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგრამ გონებას ბეზრდება. რა სუნთქვა რის სუნთქვა, მოსაწყენია. კაი ჰა ვუსმენ, მერე? გონებას სულ მერე ჭირდება. ის უფრო ასწორებს ტო ექშენია. წავიდა იმან იმას ეს უთხრა, ნეტ არატო?
ა აი ამიტო. მარა მე რო ვყოფილიყავი აი ასე ვეტყოდი. მაიცა ხვალ ვნახო. მარა ვერ გავბედავ. და ა.შ. ექშენი ევასება გონებას. და როდესაც გონება ექშენშია, სხეული იძაბება და როგორ დაიძინებ?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 14 2019, 10:08 AM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირონიული არ არის, რომ გუშინ ღამით მთელი ვატერლოოს ბრძოლა გქონდა გამართული გონებაში და დილით ვერც ერთ ფიქრს ვერ იხსენებ რაზე ფიქრობდი ძილის წინ. სასაცილოა :დდდ


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Mar 14 2019, 12:35 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



youtubze დევს ესეთი ვიდეოები ASMR ქვია მოუსმინე ნაუშნიკებში და დაგამშვიდებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Mar 14 2019, 10:35 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
QUOTE
მაგ. მე უშუალოდ ვგრძნობ ხოლმე, რომ როდესაც შინაგანი დიალოგი მიმდინარეობს და რაღქც ფიქრი ამტკიცებს რომ ის არის ერთად ერთი ჭეშმარიტება,
ამ დროს მაგ. ფეხის კუნთი ან ხელის კუნთი იჭიმება. როგორც კი შეამჩნევ ამას, მოადუნე კუნთი.
ეს მეც დამიფიქსირებია, რაღაც ფიქრი იწყება და რომელიღაც კუნთი იჭიმება..

QUOTE
ირონიული არ არის, რომ გუშინ ღამით მთელი ვატერლოოს ბრძოლა გქონდა გამართული გონებაში და დილით ვერც ერთ ფიქრს ვერ იხსენებ რაზე ფიქრობდი ძილის წინ.

მე მახსოვს ხოლმე biggrin.gif biggrin.gif

კი, ყველაზე მარტივად მაშინ მეძინება როდესაც მივუშვებ გონებას, ის თავისვის ფიქრობს, მე არ ვერევი და მეძინება მარტივად.. მაგრამ სამწუხაროდ როცა გონება ძალიან აქტიურია არ გამომგდის ფიქრების "მიშვება"
ფიქრების გაჩერება საშინლებაა.. 5-10 წამი გააჩერებ და მერე ისევ ბახხხხხ.. biggrin.gif


QUOTE
youtubze დევს ესეთი ვიდეოები ASMR ქვია მოუსმინე ნაუშნიკებში და დაგამშვიდებს

რაღაცეებს რო ჩურჩულებენ და აჩხაკუნებენ, ვიცი ეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 15 2019, 09:46 AM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(chemikerin101 @ 14th March 2019 - 10:35 PM) *
რაღაცეებს რო ჩურჩულებენ და აჩხაკუნებენ, ვიცი ეს

ეგ როგორ აწყნარებს ხალხს?! მე ნერვებს მიშლის.

chemikerin
ოთახში მარტო გძინავს? თუ არის რაიმე გამაღიზიანებელი ფაქტორი? ხმაური შემოდის ქუჩიდან, ვინმე ხვრინავს, ან ღამით ლაპარაკობს. მე და ჩემ ძმას რომ გვეძინა ერთად მაშინ ვიყავი შარში.
იმას რა უჭირდა, 2 წუთში ეძინა და მე ვერ ვიძინებდი. მერე იწყებდა ლაპარაკს ღამე გაურკვეველს.
ვერცერთხელ ვერ დავიმახსოვრე რას ლაპარაკობდა და ძლივს ჩაძინებულს მეღვიძებოდა.
მოკლედ თუ რაიმე გამაღიზიანებელი ფაქტორია გარედან, ყურის სილიკონის დამცავები გაიკეთე. ძალიან ეფექტურია. 2.20 ლარი ღირს psp აფთიაქებში. ავერსშიც არის, მაგრამ არ იყიდო, უხეშია და ყურებს გატკენს.
QUOTE(chemikerin101 @ 14th March 2019 - 10:35 PM) *
5-10 წამი გააჩერებ და მერე ისევ ბახხხხხ..

არ ეცადო ფიქრების გაჩერებას. ამაზე მიდის უამრავი ყურადღება და გავს მდინარეში იდგე და პეშვით აგუბებდე წყალს. რამდენს და რამდენი ხნით დააგუბებ? გონება გავს მდინარეს.
ის მიჯაჭვულია სუნთქვაზე და ფიზიკურ სხეულზე.
სანამ გაქვს ფიზიკური სხეული, მანამდე ფიქრები იქნება გონებაში.
ფიქრები კი არ უნდა შეაჩერო, არამედ უნდა შეანელო. მაგრამ შენ კი არ უნდა შეანელო, არამედ თავისით შენელდება.
როდესაც აკვირდები მათ და არ სჯი, მაშინ ნელდებიან.
იზრდება პაუზა ფიქრიდან ფიქრში გადასვლის. შესამჩნევი ხდება ერთი ფიქრი როგორ მთავრდება და როდის იწყება მეორე.
ეს პაუზები თავიდან ერთი წამი იქნება. და გაიზრდება.
ეს პირადად მაქვს გამოცდილი, მაგრამ შეცვლილი ცნობიერების პირობებში.
ადამიანი დღის განმავლობაში იმყოფება ცნობიერების 3 მდგომარეობაში:
1. ღვიძილი. 2. სიზმრებიანი ძილი. 3. ღრმა ძილი.
შენი ცნობიერება აქტიურია პირლელ მდგომარეობაში. მას უჭირს სიზმრებიანი ძილის მდგომარეობაში გადასვლა.
მაგრამ აღმოსავლურ ტრადიციებში ცნობილია ცნობიერების მე-4 მდგომარეობა, რომელსაც ტურიას უწოდებენ.
მე 2004 წლის აპრილში, 3 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი ტურიის მდგომარეობაში.
ეს არის ცნობიერების მდგომარეობა, სადაც განსხვავება ქრება დანარჩენ სამ მდგომარეობებს შორის.
არაფერი იცვლება როდესაც ღვიძილიდან სიზმრებიან ძილში გადადიხად და არც ღრმა ძილში გადასვლით იცვლება რამე.
ეს არის მდგომარეობა, როდესაც აცნობიერებ, როგორ იწყება სიზმარი, როგორ იწყება ღრმა ძილი.
ეს არის სავიკალპა სამადჰის მდგომარეობა, სადაც აბსოლუტური ჭეშმარიტების ყველანაირი ფორმების და სახელების გამოვლინება ცნობიერედება.
ამ დროს, ყველა კუნთი მოდუნებულია. უაზროთ არც ერთი კუნთი არ იჭიმება. სხეულმა ყველაფერი ზუსტად იცის სად როდის რომელი კუნთი დაჭიმოს.
როდესაც მას აჰამკარა, ანუ ეგო არ აკონტროლებს, ის ბედნიერია და ფუნქციონირებს წარმატებულად.
ამიტომ, არ შეეეცადო ფიქრების გაჩერებას, არამედ მოადუნე სხეული, თითქოს აგდიხარ საწოლზე.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 15 2019, 09:54 AM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 14th March 2019 - 10:35 PM) *
ეს მეც დამიფიქსირებია, რაღაც ფიქრი იწყება და რომელიღაც კუნთი იჭიმება..

ეს ფაქტია. ნებისმიერი ფიქრი, მოქმედებაა. უმოქმედობაზე ფიქრიც, მოქმედებაა, ამიტომ ის მოქედებს იმ სხეულზე, რომელშიც მიმდინარეობს ესა თუ ის ფიქრი.
ეს ე.წ. Muscle memory-ის ფენომენია. კუნთის მახსოვრობა. ასეთნაირად სწავლობს ბავშვი სიარულს. მისი კუნთები, "იმახსოვრებენ" იმ დაწოლას და დაძაბულობას, რომელიც ნაბიჯის დროს უნდა განიცადონ და დიდნხანს რეპეტირების შემდგომ, ეს იქკვე ჩვევაში ყალიბდება. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ბავშვმა სიარული იწავლა :დ


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 15 2019, 10:05 AM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(chemikerin101 @ 14th March 2019 - 10:35 PM) *
მაგრამ სამწუხაროდ როცა გონება ძალიან აქტიურია არ გამომგდის ფიქრების "მიშვება"

ყურადღებით წაიკითე რასაც დავწერ. ფიქრების "მიშვება" იმიტომ არ გამოგდის, რომ ცდილობ ფიქრების "მიშვებას". დაკვირვება ნიშნავს არაფრის ცდას. ნურაფერს ცდილობ.
დაკვირვებასაც არ ეცადო. არ დაკვირვებასაც არ ეცადო. დაკვრივება ნიშნავს, როცა არაფერს ცდილობ, მაგრამ თუ დაიჭირე ფიქრი, რომელიც ფიქრობს, რომ შენ ახლა არაფერს ცდილობ,
იცოდე, რომ ეს გონების ხრიკია და ესეც ცდაა. არც ესაა პრობლემა, ვთქვათ გააცნობიერე ესეც. ახლა იმაზე არ იფიქრო, რომ ეს მოიშორო.
არის კიდევ გავრცელებული შეცდომა, როდესაც ცდილობენ კარგ რამეზე იფიქრონ და არა ცუდზე. ცუდი ფიქრები ცუდია კარგი ფიქრები კარგია. ნებისმიერი ფიქრი, ფიქრია. არც კარგია და არც ცუდია.
ეს სხვა განზომილებაა. აქ ცუდი და კარგიც, ფიქრია. გონებაში არაფერია ფიქრების გარდა. არც არასდროს არაფერი იქნება. ეს უნდა დაიჯერო თუ არ გჯერა, ხოლო თუ გჯერა, გაიღრმავე რწმენა, რომ გონებაში არასდროს არაფერი შევა გარდა ფიქრებისა. ის შეფასებაც, რომ რაღაც ფიქრი კარგია და რაღაც ცუდი, ან ის, რომ შენ არ გამოგდის ფიქრების "მიშვება", ეს ორივე, ფიქრია. შენ ვერასდროს ვერაფერს იპოვნი გონებაში ფიქრის გარდა. გონება თავად არის ფიქრების ფიქრის პროცესი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Mar 15 2019, 05:53 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
David Monny
QUOTE(David Monny @ 14th March 2019 - 09:49 AM) *
ეს არის აქტიური გონების ბრალი

მართალია

ხშირად მინდა შიფთ დელეითი მივცე მეც მაგრამ არ გამომდის.


საკუთარ სუნთქვას დაუკვირდე და იმედიტირო სუნთქვაზე მგონი შველის
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Mar 16 2019, 07:05 PM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

არაფერი გამაღიზიანებელი ფაქტორი არ არის, ზოგადად ბავშვობიდანვე მაქვს საკმაოდ ფხიზელი ძილი, იშვიათად რო გავითიშო და ღრმად მეძინოს.. საცობები ისედაც მიკეთია, მიუხედავად იმისა რომ სიჩუმეა biggrin.gif
ჩემი პრობლემა მთლიანად ჩემი აქტიური გონების ბრალია..
ალბათ მარტო კონკრეტულად ძილის გამოსწორება არ მომცემს შედეგს, თუ სიფხიზლეში არ გამოვასწორე რაღაცეები..

QUOTE(David Monny @ 14th March 2019 - 09:49 AM) *
თუ დღის განმავლობაში ვერც კი ამჩნევდი, როგორ ესაუბრებოდი შენს თავს, ახლა უკვე გაცხარებული პოლემიკა მიმდინარეობს.

ეს არის რეალურად პრობლემა..

ზოგადად ისეთი ტიპი ვარ რომ ყველა წვრილმანს ძალიან ვგეგმავ.. ესეთი ხასიათი მაქვს.. და მერე შევყვები ხოლმე არასაჭირო დეტალებს და ემოციურად ვერთვები მასში.

ანუ მე ზედმეტს ვფიქრობ და ნაკლებს ვმოქმედებ, როგორც კი ფიქრი გადამყავს მოქმედებაში ჩვეულებრივად არის ყველაფერი. ეს არის რასაც დავაკვირდი ბოლო პერიოდში..



--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 16 2019, 07:46 PM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 16th March 2019 - 07:05 PM) *
ჩემი პრობლემა მთლიანად ჩემი აქტიური გონების ბრალია.

ვის შენი? ვინ არის ვინც ამბობს "ჩემი პრობლემა აქტიური გონების ბრალია"?! ვინ არის ის, ვინც გონებას აცალკევებს თავისი თავისგან?! არათუ გონებაა პრობლემა, არამე ის, ვინც გონებისგან აცალკევებს თავს.
ეს არის ეგო. აღოსავლურ ტრადიციებში, მას აჰამკარა ქვია. ის გავს უნაყოფო ქალის შვილს. ახლა, როცა შენ ამ წინადადებას წაიკითხავ,
დაიწყებ უნაყოფო ქალის შვილის შექმნას. უნაყოფო ქალს, შვილი არ ყავს, მაგრამ გონება მაინც ცდილობს ამის წარმოდგენას.
ეს უტოპიაა. ის, ვინც ამბობს "მე", თავადვე არის გონება. გონება ანუ ფიქრი. "მე", ფიქრია. ფიქრი -სურვილი. სურვილი - ემოცია. ემოცია - შეგრძნება. შეგრძნება - წარსული.
ანუ ჩვენ, ვცხოვრობთ წარუულში, როდესაც როდესაც ვფიქრობთ. მომავალი წარსულია, ოღონდ ჯერ უფიქრებელი.
წარსული, ნაგავია. ჩვენ გამუდმებით ნაგავში ვიქექებით და ვგეგმავთ შემდგომი დღის ნაგავში ქექვას.
შენი პრობლემა ისაა, ვინც ამბობს რომ მას აქვს პრობლემა. ეს არის აჰამკარა. ის ვინც ცდილობს აკონტროლოს თავისი ცხოვრება, არათუ ცხოვრება, გარემოცავაც.
მეტიც, ის ცდილობს სამყაროს კონტროლს. რომ კითხო, ბევრ რამეს შეცვლიდა. რა საჭიროა ამდენი ომები, ან ეს უაზრო ჯარი, არმია, (სიტყვაზე ვამბობ). მას ყველაფერზე თავისი აზრი აქვს და შესწორება. ის ვერასდროს ვერაფერს გამოასწორებს, რადგა რეალობაში, ყველაფერი თავის ადგილზეა. ერთადერთი რამ, რაც თავის ადგილზე არ არის, არის ჩვენი "მე", აჰამკარა. ეს არის თავად პრობლემა.

QUOTE(chemikerin101 @ 16th March 2019 - 07:05 PM) *
ეს არის რეალურად პრობლემა..

შინაგანი დიალოგი არ არის პრობლემა. შინაგანი დიალოგი სულ იქნება, სანამ ფიზიკური სხეული გვაქვს. პრობლემაა, როდესაც ჩვენ ვვიგივდებით ამ დიალოგთან.
QUOTE(chemikerin101 @ 16th March 2019 - 07:05 PM) *
ანუ მე ზედმეტს ვფიქრობ და ნაკლებს ვმოქმედებ

რეალურად არც შენ, არც მე და არც არავინ არაფერს არ ფიქრობს. ფიქრის პროცესი თავისთავად მიმდინარეობს გონებაში. ის, ვინც ამბობს, რომ ფიქრობს, თავად არის ფიქრი. ფიქრი, რომელიც ამბობს, რომ ფიქრობს. მეტი არაფერი. ფიქრი ვერასდროს ვერაფერი სხვა ვერ იქნება, გარდა ფიქრისა. ამიტომ რატომ გავვიგივდე ფიქრთან? ფიქრი არის, როცა მე ვაცნობიერებ მას. ე.ი. მე უფრო მეტი ვარ ვიდრე ფიქრი. აი ეს არის გათავისუფლება. რეალური დამკვირვებელი. დაკვირვების და აღქმნის პროცესი, ყოველთვის აქ და ახლა ხდება, ხოლო ფიქრი, ან წარსულშია ან მომავალში.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 17 2019, 12:29 PM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სასაცილოა: წარსულში ვეძებთ სურვილებს. მომავალში ვგეგმავთ ჩვენს თავს. აწმყოში, გვძინავს.
არადა ყველაფერი, რასაც ვეძებთ, აწმყოშია.
ღმერთიც კი, რომელსაც ასე ეძებს ადამიანი, აწმყოშია.
იესომაც კი ეს თქვა, როცა ებრაელებმა ჰკითხეს 50 წლისაც არ ხარ და აბრაამი როგორ გინახავსო, ისეო უპასუხა:
"ვიდრე აბრაამი იქნებოდა, მე ვარ.
მას არ უთქვამს მე ვიყავი, ან ვიქნები, არამედ თქვა: მე ვარ.
აღმოსავლურ ტრადიციებში, გასხივოსნება, აქ არის. ნირვანა, აქ არის და არა ჰიმალაის მთებში.
იესომ თქვა, რომ ცათა სასუფეველი თქვენშიაო, მაგრამ ვინ ჩვენში? ვინ არის ის, ვისშიც არის ეს სასუფეველი? სხეულში? - არა. გონებაში? - არა. სულში?- დიახ.
მაგრამ რა არის ეს სული? სული ეს არის ადამიანის "მე". მეშია სასუფეველი.
წარსულზე ფიქრს, არაფერი მოაქვს ტანჯვის მეტი. მომავალში ჩვენი თავის დაგეგვმასაც არაფერიმოაქვს შფოთის გარდა.
მშვიდობა და თავისუფლება, აქ არის. ქრისტე არ არის ცაში ან ჰიმალაის მთებში. ის არ წასულა არსად. ის სულ აქ არის. სულ არის. ქრისტე, ატმანია, რომელიც ყველას გულშია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Mar 19 2019, 01:53 AM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ 17th March 2019 - 12:29 PM) *
წარსულზე ფიქრს, არაფერი მოაქვს ტანჯვის მეტი. მომავალში ჩვენი თავის დაგეგვმასაც არაფერიმოაქვს შფოთის გარდა.
მშვიდობა და თავისუფლება, აქ არის. ქრისტე არ არის ცაში ან ჰიმალაის მთებში. ის არ წასულა არსად. ის სულ აქ არის. სულ არის. ქრისტე, ატმანია, რომელიც ყველას გულშია.


good.gif


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 16 2019, 07:31 AM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
მახსოვს ადრე მეც ვერ ვიძინებდი. მერე როცა რელაქსაცია ვისწავლე, ეს დამეხმარა. რელაქსაცია ისეთი რამეა, რომ გინდაც არ დაგეძინოს, საკმაოდ გასვენებს. მთავარია სწორად გააკეთო. წოლით მდგომარეობაში გაკეთებული რელაქსაცია უმეტეს შემთხვევაში ძილში გადადის.
მე ახლა დავწვები თუ არა მძინავს და დილით ადრე მეღვიძება. თითქოს შევეჩვიე.


სხვა თემებშიც დავწერე, მაგრამ აქაც კიდევ დავწერ, როგორ გავაკეთოთ რელაქსაცია ძილის წინ:
დაწექი სწორად, ხერხემალი სწორად. დაიწყე სხეულის მოდუნება. ფეხის თითების წვერებიდან, ხელის თითების წვერებიდან. იგრძენი როგორ დუნდება ნელნელა ხელები, ფეხები. ერთგვარ სიმძიმეს იგრძნობ. ეს შეგრძნება ნელ-ნელა მთელ სხეულს იპყრობს. დააკვირდი ბოლოს სახის კუნთების მოდუნებას. ბოლოს შინაგანი მზერით დაათვალიერე მთელი სხეული, ნახე რა ადგილი არ მოდუნებულა და მოადუნე. ასეთ მდგომარეობაში 15 წუთი, ორი საათის ძილს უდრის.

არ არსებობს რომ არ დაგეძინოს და საერთოდ ძალიან კარგად მოქმედებს. მე ამ ყველაფერს მრავალი წლის პირადი გამოცდილებით და კარგი შედეგით გადმოვცემ.

წარმატებები l_daisy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Dec 18 2019, 11:04 PM
Post #18


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბიბლიის კითხვა დაიწყეთ ხოლმე, ლოგინში ჩაწოლილებმა და ჩაგეძინებათ.. ეს ირონია არაა. გამოცდილი მეთოდია smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 19 2019, 11:55 AM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საშას ჩენელინგების გადამეორებისას მეძინება ტკბილად დღის ნებისმიერ მონაკვეთში, იმდენი ენერგია გადმოდის ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 21 2020, 10:38 AM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუმცა, როგორც გავდიოდი, მსგავსი ეტაპები გავიარე, რაც აღწერილი აქვს. ოღონდ გაცილებით ძნელად დასამახსოვრებელი იყო. ყოველ შემთხვევაში, "მასწავლებელმა ჩაიცინა", "თვალი ჩამიკრა" და ასეთი მომენტები არ მახსობს. ძალიან ზოგადი ინფორმაცია მრჩებოდა იქიდან, რასაც მასწავლიდნენ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 03:18 PM