IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> სანატანა დჰარმა და კალი-იუგა
ტანტრა...
post Apr 26 2018, 08:43 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 26-April 18
From: თბილისი
Member No.: 7,741

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როდესაც ვამბობ რომ იოგა და ვედანტა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის, ბევრი უცოდინარი ხეპრე მიბრაზდება და მეტლიკინება: "იოგა და ეგეთები ეგ მხოლოდ ინდოეთის რელიგიური დოგმატებია და დანარჩენ მსოფლიოსთან არავითარი კავშირი არ აქვს". ასე იქცევიან ჩვეულებრივად ავეიდიკა-პაშუ იგივე მაჰა-პაშუ რომლებიც ქადაგებენ ჩარვაკა-ლოკაიატას ურჯულოებას. ზოგჯერ ასე ფიქრობენ აბრაამიტი მონოთეისტებიც. მინდა ვუთხრა ყველას; შტერებსაც და ჭკვიანებსაც, იოგა და ვედანტა ესაა სრულიად ადამიანური რასის კოსმიური სიბრძნე და ცოდნა. იოგა და ვედანტა ესაა ადამიანთა სულიერი საგანძური. რა შუაშია აქ ინდოეთი? უბრალოდ ინდოელებმა დანარჩენი ერებისგან განსხვავებით შეძლეს იოგას და ვედანტას შენახვა და განვითარება. სხვა ერებმა ინდოელებისგან განსხვავებით ატლანტიდის კატასტროფის შემდეგ დაკარგეს იოგა და ვედანტა, შესაძლოა არა მთლიანად, მაგრამ იოგას და ვედანტას ყველაზე სრულად შემონახვა შეძლეს ინდოელებმა. განსაკუთრებით კი აქცენტს ვაკეთებ ადვაიტა ვედანტაზე და ტანტრა იოგაზე. უნივერსალურ კოსმიურ ცოდნას საზღვრები არ გააჩნია. უნივერსალური ცოდნა მთელ სამყაროშია განფენილი. იოგა და ვედანტა მხოლოდ ინდოელებს არ ეკუთვნით. მეორეც ის რომ ევროპელები სულ სხვა გზით წავიდნენ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი "გზა" სწორია. ევროპაში მისტიკური შემეცნება და ღმერთის იდეა მოკვდა, ამერიკაში მით უმეტეს, ხოლო აზიამ დაიცვა ძველი, უფრო ზუსტად მარადიული ცოდნა, მარადიული ჭეშმარიტება. კოსმიურმა სიბრძნემ გეოგრაფია არ იცის. დედამიწა ანუ ბჰუმანდალა შეიქმნა იმ არსებების მიერ, რომლებმაც ადამიანებს გადასცეს იოგა და ვედანტა. ბრაჰმანის ცოდნა არსებობს ყველა რელიგიაში. ის ცოდნა რაც იოგაში და ვედანტაშია ეხება მთელ სამყაროს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ ერთი ევროპასა და ამერიკაში არიან ინდუისტები და ბუდისტები და მეორეც; რატომ არ უნდა მიიღოს ევროპამ და ამერიკამ "ინდური სიბრძნე"? რა ჰგონიათ თავი ევროპელებს და ამერიკელებს? ხისთავიან ურჯულო მატერიალისტებს თავი ღმერთები ჰგონიათ? აბრაამულ მონოთეისტებზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, მათი ბრიყვული ეგზოთერიზმი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. რა უნდა ვთქვა? ახლა დგას კალი-იუგა. მიხვდით აწი.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 03:25 AM