IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> მასაჟი
Uma
post Mar 16 2008, 11:33 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გერმანიაში სერტიფიცირებული სპეციალისტი გთავაზობთ ენერგო-ტერაპევთულ მასაჟს ფიზიკური და ეთერული სხეულის დაბალანსების მიზნით.
"Somatik Kvint Sens" (ღრმა გასწორების) მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია
  • მტკივნეული შეგრძნებების მოხსნა
  • კუნთების ტონუსის აღდგენა
  • ენერგეტიკული დინების აღდგენა ორგანიზმში.
მობ.: 895254742 ნანა





--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Mar 17 2008, 11:06 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს მასაჟი გამოძახებით არის? ოფისის მისამართი რომ არ წერია, ანუ ფირმა არ არის. ვინმე შარლატანს არ გადავეყაროთ biggrin.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Mar 17 2008, 02:46 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არა არაა შარლატანი, მე ვიცნობsmile.gif დროს თუ გამოვძებნი ვივლი და მოგიყვები შედეგებზეsmile.gif შეიძლება გამოძახებით, შეიძლება მისვლა, მისამართი არ ვიცი უბრალოდ ზუსტი და არ დავწერე (ფირმა არ არის)...


--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Mar 17 2008, 02:58 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ შეიძლება დეტალური ინფო დადეთ რა. რა ღირს მასაჟი, კურსია თუ ერთჯერადი და ა.შ. ძალიან დავინტერესდი smile.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Mar 17 2008, 03:26 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაც მომაწოდა ის ინფო დავდე , დავაზუსტებ და დავპოსტავ ან დაურეკე...


--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Mar 18 2008, 12:41 AM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვიცნობ ამ გოგოს... და გირჩევთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
san
post May 15 2009, 04:03 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 2,675
Joined: 3-June 07
Member No.: 36

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც ასევე გირჩევთ !!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 12 2012, 10:13 AM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.facebook.com/groups/17462479258...86895968020431/ - ვაპიარებ ამ კაცს, მაგრამ მომწონს მისი პოსტები biggrin.gif

http://www.facebook.com/groups/17462479258...86895968020431/

ჩვენი სხეულის წარმოსახვითი ენერგეტიკული მასაჟი

კარგი იქნება, თუ ხანდახან ჩვენს შიდა ორგანოებსა და მთლიანად ფიზიკურ სხეულს პატარა დახმარებას გავუწევთ და მოვამარაგებთ დადებითი იმპულსებით, რომელსაც ჩვენივე წარმოსახვით შევქმნით და გავაკონტროლებთ. მოდუნებულ მდგომარეობაში ჯდომისას, თუნდაც წოლისას ეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენი სხეული გარედან, შიგნიდან, ეცადეთ იგრძნოთ ყოველი ორგანო, ამისათვის შიდა ორგანოების განლაგების სურათი დაგვჭირდება, რათა უკეთ ვიცოდეთ სად რომელი ორგანო გვაქვს და როგორ გამოიყურებიან ისინი. ეცადეთ თავდაპირველად სხეულის გარე ნაწილი წარმოსახოთ, რადგანაც ხელებს, ფეხებს, თავ-ტანს უკეთესად ვიცნობთ და არ გაგვიჭირდება მათი წარმოსახვა. სხვადასხვანაირი სურათი გვჭირდება და ამჯერად ჩვენი ძვლოვანი სისტემის სურათი დავდე, თუმცა ეს მასაჟები სხეულის მთელ ზედაპირსა და ძვლებსაც ეხება.
წარმოსახვაში ნებისმიერი ვარიანტი შეგიძლიათ დაამუშაოთ. მაგალითად, დაიგრძელეთ ხელები გაბერეთ და გაადიდეთ ოთახის ოდენაზე, შემდეგ ეცადეთ ერთ-ერთი ხელით მეორე ხელის მტევნები, ძვლები, სახსრები დაიმუშაოთ, იგრძენით თუ როგორ სასიამოვნოდ მასირდება ხელის ყოველი მონაკვეთი, შემდეგ შეცვალეთ მოქმედი ხელი და მეორე წარმოსახვითი ხელით შეასრულეთ მასაჟი პირველ ხელზე. ამავე პრინციპით შეასრულეთ ფეხებისა და მუხლების, სახსრების მასაჟი, გაადიდეთ წარმოსახვით სიგრძეში, გაბერეთ და ხელებით მოახდინეთ მათი მასირება. მოეფერეთ და უბრძანეთ, რომ კარგად იარონ და მუდმივად მზად იყვნენ მოძრაობისათვის.

გადადით სხეულის დანარჩენ ნაწილებზე, გაბერეთ, გაადიდეთ თქვენი სხეული მთლიანად, დაიმუშავეთ მისი ყოველი მონაკვეთი, თანაც მოახდინეთ ისე, რომ არა მარტო ხელებით დაიმუშაოთ სხეულის გარე ზედაპირი, არამედ ფეხებითაც, ფეხის გულები მრავალი წერტილითაა დაკავშირებული არა მარტო ჩვენი სხეულის სხვადასხვა ორგანოებთან, არამედ კოსმოსის მრავალ გამოვლინებასთანაა კავშირში და ამიტომ ფეხის გულებით ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილის დამუშავება კოსმიური მასაჟის ელემენტებსაც შეიცავს. ეცადეთ გაბედულად ამოძრაოთ წარმოსახვითი ხელები, მათ ელასტიურობას საზღვარი არა აქვს, ისინი ხომ წარმოსახვითნი არიან...

დაიმუშავეთ სახე, ცხვირ-პირი, ყურები და იგრძნობთ რა სასიამოვნოა საკუთარი ფეხებით ყურის მოფხანვა და თვალწარბის მასაჟი biggrin.gif. მართალი გითხრათ ძალიან სასიამოვნოა, რაღაც უცნაური შეგრძნებები აქვს.

გადადით ხერხემალზე და დაიმუშავეთ მისი ყოველი მალა, ყოველი ღრმული. წარმოსახვაში გადიდებულ ხერხემალზე ეცადეთ ხელებითა და ფეხებით თამამად აქტიურად იმოქმედეთ, ზედ ირბინეთ, იგორავეთ წარმოსახვაში ეცადეთ კარგად გასწორდეს ხერხემლის მოღუნული ადგილები, გამოასუფთავეთ ისინი და ეცადეთ ტემპი ხან ჩქარი იყოს, ხან შეანელეთ მოქმედებები. ეს ტრენინგები შეიძლება თინეიჯერებისთვის მოსაწყენი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით მათ არანაკლებ სჭირდებათ ეს, რადგან ახლა ყალიბდება მათი სხეულის მდგრადობა და ეს ყველაფერი სამომავლოდ ჯანმრთელობისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელ რამეს წარმოადგენს, ხოლო ზრდასრულთათვის ისედაც ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ეფექტის მომცემია. ხშირად შეასრულეთ ეს სავარჯიშოები და მეტად სასიამოვნო გრძნობები გამოგიმუშავდებათ, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო მეტი კავშირი იქონიოთ თქვენს ფიზიკურ სხეულთან და ადვილად იგრძნობთ როდის რა გჭირდებათ თქვენივე კეთილდღეობისთვის. ყველა ადამიანს არ აქვს საშუალება მთელი დღე იმოძრაოს და ძირითადად ჯდომაში და წოლაში ატარებს დროს, ასეთი ვარჯიში კი გარკვეულწილად საშუალებას მოგვცემს სხეულის სრულფასოვანი მოქმედებები გამოიწვიოს თვალითუხილავ სივრცეებში და გამოიმუშაოს-აღიდგინოს ენერგეტიკული ბალანსი.

ასეთი ვარჯიშები შეგიძლიათ საკუთარი ოჯახის წევრებსაც შეუსრულოთ წარმოსახვით გარკვეული ინტენსივობით. სხეულის დანარჩენი ნაწილები შემდეგი პოსტისთვის გადავდოთ, ამაღამ კი ველოდებით 10-11 დეკემბრის პროგრამების შესრულება გააქტიურებას.


ჩემნაირი ზარმაცისთვის მისწრებაა ასეთი სავარჯიშოები biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 12:50 PM