IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ფიტოთერაპი, ხე თერაპია, ამ მიმართულებაში ასხულია
makrine
post Jan 22 2009, 03:15 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 8
Joined: 22-January 09
Member No.: 5,903

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საერთოდ ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ფიტოთერაპიული მკურნალობა: ამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე ერთ-ერთ საიტზე სტატიები, რომელიც ეხებოდა კერძოდ ხეებით მკურნალობას, აქვე მოყვანილი იყო სტატია ვიზუალურ დიაგნოსტიკაზე ეს მართლაც არატრადიციული მეთოდია, რამდენად ამართლებს არ ვიცი, მაგრამ ძალიან საინტერესოა. მინდა მომაწოდოთ მსგავსი საიტის მისამართები ძალიან მჭირდება. სტატის მოპარვაში, რომ არ დამადანაშაულოთ დავწერ ზემოთ ხსენებულ საიტის მისამართს http://diagn.co.cc/, ამ სიტიდან მომყავს ერთი სტატია, მინდა გამომეხმიანოთ. მადლობას გიხდით წინასწარ.

ფიტოთერპია: ხე-თერაპია.

ფიტოთერაპიიას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ჯერ კიდევ პირველყოფილი საზოგადოებიდან არის შემორჩენილი გარკვეული ტიპის ბალახები, რომლითაც იმდროინდელი ადამიანები სარგებლობდნენ. მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის წამლებით სარგებლობდნენ. მცენარეებით მკურნალობას უძველესი ტრადიციები აქვს. დაახლოებით ჩვ. წ. აღრიცხვამდე 5000 წლის წინათ ხალხმა იცოდა ისეთი სამკურნალო მცენარეები, როგორიცაა გვირილა, ნეგო (უკვდავა) და სხვა.
ცნობილია, რომ პირველი წიგნი სამკურნალო მცენარებზე ჩინეთში ჩვ. წ. აღრიცხვამდე 2600 წელს დაიწერა. ეს მოწმობს სწორედ იმას, რომ ფიტოთერაპია უხსოვარი დროიდან არსებობდა და დღემდე მოაღწია და დღესაც მის გამოყენებას ფართო, შედეგიანი და უნივერსალური სპექტრი აქვს.
ჩვენს ერამდე 400 წლის წინათ სამკურნალო მცენარეების მცოდნე დიდმა ჰიპოკრატემ თავის შრომებში მცენარეული და ცხოველური წარმოშობის 300 წამალი აღწერა. მანვე აღწერა წყლის. ძმრის, ღვინის, თაფლის, მარილის, კომბოსტოს წვენის სასარგებლო მოქმედება.
სამკურნალო მცენარეებიდან დამზადებული წამლები უპირველესად უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, ისინი დაბალი ტოქსიკურობით და გვერდითი მოვლენების არ არსებობით გამოირჩევიან. ცხადია, არსებობენ შხამიანი მცენარეები, რომელთა დოზირებაც წამლის დამზადების დროს მკაცრად დასაცავია.
შეიძლება ითქვას, რომ სინთეტური წამლების არსებობის ფონზე ფიტოთერაპია თავის აღროძინებას განიცდის. შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ მცენარეული წამლები მთლიანად შეცვლის სინთეტურ წამლებს, მაგრამ სამკურნალო მცენარეების ღრმა მეცნიერული გამოკვლევები, მათში არსებული ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ბაზაზე შექმნილი პრეპარატები მედიცინას ძვირფასი ფარმაცევტული საშუალებებით გაამდიდრებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის სამკურნალო ფლორის მნიშვნელობას ადამიანის მკურნალობაში.
ფიტოთერაპიის მთავარი პირობა, რომელიც ძველთაგანვე იყო დაცული მდგომარეობდა შემდეგში:
სწორად იქნას განსაზღვრული ცალკეული კულტურების მოსავლის აღების დრო და ხარისხი;
სამკურნალო მცენარეების შეგროვება უნდა ხდებოდეს მშრალ ამინდში, სითბოსა და სინათლეზე;
შეგროვების დროს ნედლეული არ უნდა დაზიანდეს;
სამკურნალო მცენარეების შეგროვება უნდა მოხდეს მცოდნე ადამიანის მიერ, რათა არ მოხდეს სარეველა ბალახების შერევა;
შეგროვების დრო უნდა იყოს დადგენილი რაიონების მიხედვით, რადგან ზოგ რაიონებში ზოგიერთი მცენარე ამინდების გათვალისწინებით ადრეა მოსაგროვებელი, ზოგი გვიან;
შეგროვილი მცენარეები უნდა გაშრეს ჩრდილში, მშრალ ადგილას, სასურველია კონებად;
მცენარეები შეკრულ კონებად უნდა გაშრეს პირქვე დაყირავებული, რათა შეინარჩუნონ ფერი და სამკურნალო ნივთიერებები;
ყვავილებს აგროვებენ დაკოკრების და მცენარეთა ყვავილობის პროცესში, მზიან დღეს, შუადღის საათებში_ ნაშუადღემდე;
ბალახის და ფოთლის დამზადება ხდება ყვავილობის პერიოდში, როდესაც მცენარე ამთავრებს ზრდას;
კვირტებს აგროვებენ გაზაფხულზე, როდესაც ისინი დაიბერებიან, მაგრამ არ დაუწყიათ გაშლა;
არყისა და ფიჭვის კვირტები შეგიძლიათ შეაგროვოთ ზამთრის ბოლოსაც;
ქერქს მცენარისას ამზადებენ გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. როდესაც წვენი იწყებს მოძრაობას, ქერქი ადვილად სცილდება მერქანს;
ნაყოფს და თესლს ამზადებენ სრულ სიმწიფეში;
ფესვებსა და ფესვურებს აგროვებენ შემოდგომაზე ან ზაფხულის ბოლოს, როდესაც მიწის ზედა ნაწილი იწყებს ჭკნობას.
სამკურნალო ნედლეულის ხარისხი დამოკიდებულია მცენარის სწორად გაშრობაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი შრებიან ჩრდილში და განიავებად შენობაში. გაშრობის დასაჩქარებლად მსხვილ ფესვებს, ბოლქვებს, ნაყოფებს ჭრიან თხელ ფენებად. გაშრობა დამთავრებულად ითვლება, თუ ფოთლები და ყვავილები ადვილად იფშვნება, ღეროები და ფესვები ადვილად ტყდება, კენკროვნები ადვილად იშლებიან და ერთმანეთს არ ეწეპება.
ძველი დროიდან გავრცელებული იყო სამკურნალო ნედლეულისგან დამზადებული: ნახარშები, ფხვნილები, ექსტრაქტები, ზეთები და მალამოები.

წამლის დამზადების წინ აუცილებელია ნედლეულის დაქუცმაცება პატარ-პატარა ნაწილებად ან დაფქვა.
ფიტოთერაპიაში დიდი როლი ეთმობა ხე-თერაპიას. ძველად მცენარები ადამიანისა და უმაღლესი ძალების დამაკავშირებლად ითვლებოდნენ. დღეს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხეებს ადამიანისა და ცხოველის მსგავსად, ბიოენერგეტიკული ბუნება გააჩნიათ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინფორმაციული კავშირის დამყარება. ასეთი კავშირი კი არსებობს როგორც ხეებს, ისე ადამიანსა და ხეებს შორის.
ზოგიერთი ხე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. მაგალითად; იფანთან კონტაქტის შედეგად ადამიანს გონება უნათდება, იგი ხედავს თავის დანაშაულებებს ცხოვრებაში. იფნის ენერგეტიკული ძალა ძალზედ დიდია.
ფიჭვი სიმშვიდის მომგვრელია. ფიჭვი ეხმარება ფსიქო-ნერვულ ავადმყოფებს. ფიჭვნარში გასეირნება საკმარისია, რომ თავიდან ავიცილოთ გაღიზიანება და სევდა.
ნაძვი_ეს ოჯახის სიმბოლოა, მას ფილტვებს ეძახიან. მას შეუძლია აავსოს ადამიანი დადებითი ემოციებით, ადამიანის ტვინი მოამარაგოს ჟანგბადით. ნაძვნარში გავლა კარგი ჟანგბადო-თერაპიაა.
ნეკერჩხალი იძლევა ძალას, ენერგიას, სიმშვიდეს, წონასწორობას და სიყვარულის უნარს.
ფიტოთერაპიაში ცნობილია, რომ ბუნება ეხმარება ადამიანებს: გაწმინდონ ისინი უარყოფითი ენერგიისაგან, ემოციისაგან და აავსონ დადებითი ენერგიით, დადგნენ კარგ განწყობაზე, მოემატოთ შემართება და პრობლემებს უფრო იოლად შეხედონ.
ამ ყველაფრის მფარველია ვერხვი. იგი შთანთქავს ყველანაირ უარყოფით ენერგიას. ძალიან სასარგებლოა ვერხვის ხისგან დამზადებული სამკაული, ბეჭედი ან რაიმე სამკაული. ის არა მარტო ადამიანს, გარემოსაც ასუფთავებს.
ყველაზე დამამშვიდებელ ხეებად მიჩნეულები არიან რბილ წიწვოვანი მცენარეები. მათთან კონტაქტი მოგაშორებთ ეჭვებს, შიშს და უმიზეზო მოუსვენრობას, ამისათვის საჭიროა ხეს 3 წუთით მიეყრდნოთ.
სიმართლის მოყვარული ხეა თხილი. მასთან კონტაქტის შედეგად ადამიანი ნებისმიერ სიტუაციას ობიექტურად შეხედავს. წარუმატებლობის შემთხვევაში გაისეირნეთ თხილნარში.
ჩვენი წინაპრებიც კარგად ერკვეოდნენ ხეებში. ისინი ზუსტად ანსხვავებდნენ, თუ რომელ დაავადებას რომელი ხის ენერგეტიკა უმკურნალებდა. ასევე წარმატებით იყენებდნენ ხის ნაფოტებს, რომლებსაც ასხავდნენ წყალს მთელი ღამე აჩერებდნენ. დილით სვამდნენ და ხელ- პირსაც ამით იბანდნენ. ესეც მოწმობს იმას, თუ როგორ იყო ძველად ფიტოთერაპია განვითარებული.
რატომ ვსუნთქავთ ტყეში თავისუფლად? ამ კითხვაზე მეცნიერები ასე გვპასუხობენ: რიგი მცენარეების აქროლადი ნივთირებები - ფიტოცინდები აძლიერებენ სუნთქვას, ხელს უწყობენ ორგანული ფოსფორის დაგროვებას ქსოვილებში, რაც აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებას, აწყნარებს ნერვებს, აჭაბუკებს გონებას და ამიტომაც სუნთქავთ ტყეში თავისუფლად.
მრავალი მცენარე გამოყოფს ფიტოცინდებს - აქროლად ნივთიერბებს, რომელთაც ახასიათებთ ანტიმიკრობული მოქმედება.
ყოველდღიურად დედამიწის მცენარეები ატმოსფეროში გამოყოფენ 175 ტონა ეთერზეთებს. ხისებრი ღვიის ერთმა ეგზემპლარმა დღის განმავლობაში შეიძლება გამოყოს 30 გრამი ეთერზეთი. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ასეთი ეთერზეთებით “დეზინფექციის” შემდეგ მიკრობების რაოდენობა ჰაერში მცირდება 2-6-ჯერ. ასევე მცირდება სტაფილოკოკებისა და სტრეფტოკოკების დონე. ეს ეთერზეთები ასევე დადებით შედეგებს იძლევინ ფილტვების ინფექციების დროს.


Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jan 22 2009, 12:15 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



welcomeani.gif makrine დიდი მადლობა ასეთი საჭირო თემის გახსნისთვის!

QUOTE
ფიტოთერაპიაში ცნობილია, რომ ბუნება ეხმარება ადამიანებს: გაწმინდონ ისინი უარყოფითი ენერგიისაგან, ემოციისაგან და აავსონ დადებითი ენერგიით, დადგნენ კარგ განწყობაზე, მოემატოთ შემართება და პრობლემებს უფრო იოლად შეხედონ.

ვერხვი შთანთქავს ყველანაირ უარყოფით ენერგიას. ძალიან სასარგებლოა ვერხვის ხისგან დამზადებული სამკაული, ბეჭედი ან რაიმე სამკაული. ის არა მარტო ადამიანს, გარემოსაც ასუფთავებს.

ყველაზე დამამშვიდებელ ხეებად მიჩნეულები არიან რბილ წიწვოვანი მცენარეები. მათთან კონტაქტი მოგაშორებთ ეჭვებს, შიშს და უმიზეზო მოუსვენრობას, ამისათვის საჭიროა ხეს 3 წუთით მიეყრდნოთ.
ფიჭვი სიმშვიდის მომგვრელია. ფიჭვი ეხმარება ფსიქო-ნერვულ ავადმყოფებს. ფიჭვნარში გასეირნება საკმარისია, რომ თავიდან ავიცილოთ გაღიზიანება და სევდა.
ნაძვი_ეს ოჯახის სიმბოლოა, მას ფილტვებს ეძახიან. მას შეუძლია აავსოს ადამიანი დადებითი ემოციებით, ადამიანის ტვინი მოამარაგოს ჟანგბადით. ნაძვნარში გავლა კარგი ჟანგბადო-თერაპიაა.

ირმა ნახე ეს ციტაა, აი მეც ამას არ ვამბობდი wink.gif

ჰო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი- ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ხე!

არსებობს დრუიდების ჰოროსკოპი - http://www.horoscope.info.ge/Horoscope_El....?Horoscope_Id=3
კალენდარი რომლითაც დრუიდები სარგებლობდნენ, ხეთა სხვადასხვა ჯიშებზეა დაფუძნებული. ამ კალენდრის მიხედვით, წელიწადი ორმოც არათანაბარ ნაწილად იყოფა. დრუიდებს სწამდათ რომ დაბადების თარიღი ადამიანის ბედისწერასა და ხასიათზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს, აქედან გამომდინარე მათ მიერ შედგენილი კალენდრის მიხედვით ყოველ ჩვენგანს, დაბადების თარიღიდან გამომდინარე საკუთარი ”ხე-მფარველი” ჰყავს, რომელიც პიროვნებას ამა თუ იმ, დადებითი ან უარყოფითი თვისებებით აჯილდოებს.

მაგალითისთვის, ამ ჰოროსკოპის მიხედვით ჩემი ხეა სოჭი და ამიტომ ამ ხესთან ურთიერთობაა ჩემთვის ყველაზე მიზან შეწონილი, ანუ ფიტოთერაპიისთვის კარგი იქნება ადამიანმა თავისი ხე ამოირჩიოს wink.gif და მკურნალობის ეფექტი აშკარად გაიზრდება! smile.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jan 22 2009, 12:41 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოტა რამ ფიტოთერაპიის ისტორიიდან - http://www.aversi.ge/main.php?lang=geo&id=127


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
makrine
post Jan 22 2009, 06:28 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 8
Joined: 22-January 09
Member No.: 5,903

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თეო დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ფორუმის არსებობისათვის!


საერთოდ არატრადიციული მკურნალობა და დიაგნოსტიკა ეხმარება ხალხს შედარებით უმტკივნეულოდ მოიწესრიგონ თავიანთი ჯანმრთელობა. ჯერ კიდევ ძველ პერიოდში იადგრ დაუდი სიმპტომატიკური დიაგნოსტიკით სვამდა დიაგნოზს არც თუ ისი ცუდს, აქვე ცნობილია ენის საშუალებით დიაგნოსტირება. ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ ამ http://diagn.co.cc/, სატზე; და კარგი იქნება თუ მსგავს საიტების მისამართებს დადებთ ფორუმზე.
დიაგნოსტიკა ბერძნული სიტყვა ”Δυαгнσςтυкσς”-გან (დიაგნოსტიკოს) წარმოსდგება და ნიშნავს გამოცნობის უნარს. იგი მოიცავს ავადმყოფის ყოველმხრივ შესწავლაზე დაფუძნებულ საექიმო დასკვნას. როგორც წესი დაავადების დასადგენად აუცილებელია საკმაოდ მრავალი ნიშნის ან მათი კომბინაციების გამოცნობა, ამ ნიშნების გამოვლენის განსაზღვრა და სხვა, რადგან მრავალ დაავადებას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ნიშნები (მაგ.; თავის ტკივილი, შემცივნება, პირღებინება და სხვა). დაავადების ვადების გამოსაცნობად მიმართავენ დიფერენციაციას კლინიკური სიმპტომების, ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური და სხვა მონაცემების ერთმანეთთან შედარებისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე. ხდება მსგავსი ნიშნების მქონე დაავადებების დიაგნოზის დასაბუთება, რაც აქვს ავადმყოფს.
ინფორმაციულ-სიმპტომატიური დიაგნოსტიკა, რომელიც უშუალოდ პაციენტის გარეგანი თუ შინაგანი დაკვირვებების შედეგად წარმოებს.
ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღრიცხვამდე ფართოდ იყო გავრცელებული ინფორმაციულ-სიმპტომატიური დიაგნოსტიკა, რომელიც ეფუძნებოდა ავადმყოფი ადამიანის ხასიათს, მის გუნება-განწყობილებას, მის აზრებს, ქცევის და საუბრის მანერებს, მიხვრა-მოხვრას, მის მიერ დახატულ ფიგურებს. ყოველივე ამის და მასთან თანდართული ვიზუალური მხარის (თვალის და სახის ფერი, გამომეტყველება, ენის ფერი, შარდის ფერი, ხერხემლის მდგომარეობა) მეშვეობით საშუალება ეძლეოდათ იმდროინდელ ექიმებს ავადმყოფისათვის დაესვათ დიაგნოზი, რომელიც იქნებოდა ზუსტი და არ გამოიწვევდა ცდომილებებს.
ჩინელები წერენ, რომ ენის უბნებით, რომლებიც შესაბამის ორგანოებს განსაზღვრავენ, შეიძლება დაისვას დიაგნოზი ღვიძლის, ელენთის, კუჭის, ფილტვის და გულის მდგომარეობის შესახებ. დაწვრილებით
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jan 22 2009, 06:32 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(makrine @ 22nd January 2009 - 07:28 PM) *
თეო დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ფორუმის არსებობისათვის!


არაფრის makrine მიხარია თუ რამე შენთვის საჭირო ინფორმაცია მიიღე wink.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 22 2009, 10:49 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



welcomeani.gif makrine , კარგი თემა გახსენი biggrin.gif


არსებობს წიგნი დავით ბაგრატიონისგან ქართულ ენაზე ნათარგმნი „იადიგარ დაუდი“,რომელშიც ძალიან ბევრ საინტერესო წამალს წაიკითხავთ.
არა მარტო მცენარეები, არამედ ცხოველებიც გამოიყენებოდა წამლად. საინტერესოა წრუბელის გამოყენება ძველ მედიცინაში, შემდეგ თანამედროვე მედიცინამ უარყო და გუშინ ზუსტად ამ თემაზე ვნახე დოკუმენტური ფილმი, რომ მეცნიერები ნელ-ნელა უბრუნდებიან ამ მეთოდებს და ცდილობენ სხვადასხვა ცოცხალი არსებების გამოყენებას. ერთი ფაქტი რამაც შემძრა(შემეზიზღა, იმიტომ რომ საერთოდ მეზიზღება და მეშინია მატლის biggrin.gif ) იყო ის, რომ ლაბორატორიაში ახდენენ მატლების ასე ვთქვათ წარმოებას, შემდეგ ადებენ ბევრ მატლს მაგ: განგრენაზე და მატლი მკვდარი უჯრედების ჭამას იწყებს. საშინელება მომეჩვენა მე მაგრამ ადამიანები იმკურნებიან. და ექიმი ამტკიცებდა რომ მრავალი პაციენტი ჰყავდა განკურნული ესე.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
makrine
post Jan 22 2009, 11:34 PM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 8
Joined: 22-January 09
Member No.: 5,903

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან მიხარია, რომ თემა მოგეწონათ!
რაც შეეხება ცხოველების გამოყენებას წამლად, მართლაც, რომ საოცრებებია ამ თემაზე ცნობილი აღმოსავლურ მედიცინაში კერძოდ: ძროხის ან ღორის პანკრიასი გამოიყენებოდა დიაბეტის დროს. ამ ცხოველების პანკრიასი არის ცოცხალი ინსულინი, რომელის მიღების შემთხვევაში სისხლში შაქრის რაოდენობა ნორმაში დგება, ასევე ცნობილია შვლის ნუკრის რქები, რომელიც ფანტასტიურ შედეგებს ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე, კერძოდ ჰეპატიტის დროს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ღორის კბილები, რომელიც დიდ გავლენას ახდენს პირის ღრუზე და ასე შემდეგ.
საერთოდ არატრადიციული მეთოდებით მკურნალობა ძალიან საინტერესო კვლევის საგანია და ვისაც შეგვწევს უნარი ამ საქმის გაღრმავებისათვის უნდა ვეცადოთ, რომ ხალხისთვის, რომლებმაც თავიანთ დავადებებზე ხელი ჩაიქნიეს იმედი ჩაუსახოთ, რომ ისინი გამოჯამრთელდებიან. რათა არ არსებობს მოურჩენელი დავადებები თუ სწორედ იქნება დასმული დიაგნოზი და სისტემურად იქნება დავადება განხილული;
მაგალითად ტრადიციული მედიცინა გულის დავადების დროს მკურნალობენ მხოლოდ გულს ეს ჩემი და აღმოსავლური მედიცინის აზრით დანაშაულია, რომ მარტო გულის მკურნალობით შედეგი არ მიიღწევა, აქ უნდა მოხდეს კომპლექსში მკურნალობა გული, ღვიძლი და ფილტვი. თუ ასე განიხილება თითოეული ორგანოს მდგომარეობა გამოჯამრთელებაც მალე დადგება.
მადლობთ, რომ ცდილობთ მომაწოდოთ ინფორმაციები და თემა აქტუალური გახადოთ. პატივისცემით მაკრინე!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Katabua
post Jan 26 2009, 02:03 PM
Post #8


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 329
Joined: 21-March 08
From: Earth
Member No.: 500

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესოა..
იმასაც აქვს მნიშვნელობა სამკურნალო საშუალებას ვინ ამზადებს, ანუ რა ენერგეტიკული მატარებლის საშუალებით მზადდება..
ამიტომ ჩემთვის ჰომეოპატი მაგ მხრივ შეუცვლელია.
თან მისგანვე ვიცი, რომ ჰომეოპატიაში ბევრად ნაკლები ნედლეული, მცენარეული თუ ცხოველური მასალა გამოიყენება სამკურნალო საშუალების მისაღებად, - რადგან ჰომეოპატიაში იგი ეთერულ სხეულზე მზადდება და უფრო ძლიერი საშუალებაა.. - თუმცა ეს სრულიად სხვა თემაა..
კიდევ რა გამახსენდა იცით?..
ზოგი ადამიანი ენერგიის აღებას მცენარებიდან ცდილობს, განსაკუთრებით ხისგან (საკმაოდ აპრობირებული მეთოდია)..
და .. ასეთი "ხშირი გამოყენების " შედეგად ხე უბრალოდ.. გამხმარა.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგჯერ ადამიანები არ ფიქრობენ რომ გაუფრთხილდნენ.. ფაქიზ ენერგიებს..

რაც შეეხება თვით თემას, ფიტო თერაპია, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი ქართულ ყოფიერებაში სულიერი მოძღვრის და მკურნალის ფუნქცია შერწყმული იყო..
მაგალითად, ჩემი დიდი ბაბუა მოღვაწეობდა დას. საქართველოში როგორც მოძღვარი, და იმ ეკლესიის არქეოლოგიური შესწავლისას, - არამარტო სამკურნალო წიგნები და ჩანაწერები აღმოჩნდა, არამედ უამრავი მზა მცენარეული წარმოშობის მასალა, ფხვნილი, (მოთავსებული პატარა, მხატვრულად გაფორმებულ ქილებში);
სულიერების და მკურნალობის ასეთი შერწყმა ჩემის აზრით იდეალურია, - არ ვიცი დღევანდელ საქართველოში თუღა შემორჩა "ორმაგი მკურნალობის" პრეცენდენტები..

..და რაც მთავარია, - კეთილი სურვილებით,
მივესალმები თემის გახსნას!..
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jan 26 2009, 07:51 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მაგალითად, ჩემი დიდი ბაბუა მოღვაწეობდა დას. საქართველოში როგორც მოძღვარი, და იმ ეკლესიის არქეოლოგიური შესწავლისას, - არამარტო სამკურნალო წიგნები და ჩანაწერები აღმოჩნდა, არამედ უამრავი მზა მცენარეული წარმოშობის მასალა, ფხვნილი, (მოთავსებული პატარა, მხატვრულად გაფორმებულ ქილებში);
სულიერების და მკურნალობის ასეთი შერწყმა ჩემის აზრით იდეალურია, - არ ვიცი დღევანდელ საქართველოში თუღა შემორჩა "ორმაგი მკურნალობის" პრეცენდენტები..


ძვირფასო(თ) კატაბუა biggrin.gif
შენმა პოსტმა ერთი საინტერესო რამ გამახსენა (თან ხვალ ნინოობაა!)
საქართველოს გამაქრისტიანებელი წმ ნინო კაბადოკიელი.. ჩამოვიდა აქ საქართველოში სულ რაღაც III საუკუნეში და მოაქცია მეფე-დედოფალი....

და რატომ გამახსენდა ეს? იმიტომ რომ წმ ნინო იყო არაჩვეულებრივი მკურნალი და ფლობდა მედიცინის დიდ ცოდნას!..
ეს ფაქტი მატიანეშიცაა აღწერილი.. მან ბევრი გაჭირვებული და ავადმყოფი ხალხი განკურნა მცენარეების და ლოცვის საშუალებით და ამას ქრისტეს სახელით აკეთებდა..

ვოტ, სულ ამის თქმა მინდოდა smile.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
makrine
post Jan 26 2009, 08:23 PM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 8
Joined: 22-January 09
Member No.: 5,903

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კატაბუა ნამდვილად სწორი ბრძანდები, ენერგეტიკასთან მიმართებაში. თითოეულ მცენარეს თავისი ენერგეტიკა აქვს და სხვა მცენარეებთან ისეთი კომპლექტი უნდა შეირჩეს კარგი ფიტოთერაპევტის მიერ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნაყენი მივიღოთ. ენერგიიბის საილუსტრაციოდ წაიკითხეთ სტატია საიტზეhttp://diagn.co.cc/page.php?23"" target="_blank"> http://diagn.co.cc/page.php?23
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 19 2009, 03:57 AM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მცენრეებით მკურნალობა მეც მიყვარს. რამდენიმე კარგი წამლის დამზადებაც ვისწავლე ბებიისგან. სამწუხაროდ ზოგი მცენრის სახელი არ ვიცი, ისე ვცნობ შეხედვით...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 05:17 PM