Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ხელოვნება _ მიხაილ ბულგაკოვი

Posted by: elli Jan 22 2012, 03:52 PM

დავძებნე და ვერ ვიპოვე თემა ბულგაკოვზე, არადა მე პირადად ძალიან მიყვარს, როგორც ლიტერატორი, როგორც მისტიკოსი და არაჩვეულებრივი იუმორით. ვიცი ძალიან ბევრი კრიტიკოსიც ყავს და მომხრეც. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ადამიანზე.
http://www.radikal.ru
მაინც იდოს ბიოგრაფიაც.
დაიბადა ქალაქ კიევში რუსი მშობლების ოჯახში (მამა – აფანასი ბულგაკოვი, კიევის სასულიერო აკადემიის დოცენტი; დედა – ვარვარა პროკოვსკაია). 1916 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო სამხედრო ექიმი. 1921 წლიდან დასახლდა მოსკოვში, სადაც დაიწყო აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა.
ბულგაკოვი არასოდეს უჭერდა მხარს ბოლშევიკურ რევოლუციას. ბევრ თავის ლიტერატურულ ნაშრომში მძაფრი სატირის გამოყენებით დასცინოდა და აკრიტიკებდა არსებულ საბჭოთა რეჟიმს. ამიტომ საბჭოთა კავშირში 1930–იანი წლებიდან მისი ნაწარმოებების უმრავლესობა აიკრძალა, ან სულაც გამოუქვეყვებელი დარჩა ათწლეულების მანძილზე. ბულგაკოვი წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი.
1928 წელს ბულგაკოვი იმყოფებოდა საქართველოში. მოინახულა ქალაქები თბილისი და ბათუმი.
1930–1936 წლებში მუშაობდა მოსკოვის სამხატრო აკადემიურ თეატრში რეჟისორის ასისტენტად. 1936 წლიდან დიდ თეატრში ლიბრეტისტად და თარჯიმნად.
გარდაიცვალა 1940 წელს თირკმელების დაავადებით.

და ესეც http://www.bulgakov.ru/

Posted by: td......... Jan 27 2012, 10:33 AM

კარგი თემაა! smile.gif

Posted by: Lashapoli Jan 27 2012, 10:03 PM

ოსტატს და მარგარიტას რო წავიკითხავ, მერე დავწერ ჩემ აზრს.. smile.gif

Posted by: td......... Jan 28 2012, 05:57 PM

Lashapoli
თუ რუსული გეკერკება ორიგინალში წაიკითხე, ვერ წარმომიდგენია ეგ ქართულად..
ისე რა დამთხევვაა, სიძემ მითხრა აჭარაზე გადის ტივიში ეგ ფილმი, თავის დროზე ვნახე და საშინლად არ მომეწონა ფილმი.. წიგნი შედევრია! smile.gif

Posted by: td......... Jan 28 2012, 05:59 PM

Lashapoli
თუ რუსული გეკერკება ორიგინალში წაიკითხე, ვერ წარმომიდგენია ეგ ქართულად..
ისე რა დამთხევვაა, სიძემ მითხრა აჭარაზე გადის ტივიში ეგ ფილმი, თავის დროზე ვნახე და საშინლად არ მომეწონა ფილმი.. წიგნი შედევრია! smile.gif

Posted by: natuka Jan 28 2012, 07:34 PM

QUOTE
წიგნი შედევრია!


მე ორჯერ დავიწყე და ვერცერტხელ ვერ დავასრულე biggrin.gif

Posted by: Existence Jan 28 2012, 07:46 PM


შედევრია არა ისა ..... კომუნისტების პერიოდში მცხოვრებთათვის ალბათ მაგარია ფენტეზია ))

Posted by: Existence Jan 28 2012, 07:52 PM


ნუ გულწრფელი რო ვიყო პილატე და იესოს მომენტი მომწონს ..... რო ვკითხულობდი მეგონა იქდან რომელიღაცას რეინკარნირება იყო და ახსოვდა ან სადღაც იყო შეყუჟული და იწერდა ....... ერთი ეს და ვსიო biggrin.gif

Posted by: გოგა Jan 29 2012, 01:40 PM

ძალიან მაგარია ოსტატი და მარგარიტა, იდეაც კარგია, წერის მანერაც, ჩამთრევიცაა და ვაპშეტა რო დავამთავრე წიგნი ვგრძნობდი რო რაღაც მაგრად დამაკლდა biggrin.gif

საკმაოდ გვიან გავიგე რო თUრმე აზაზელი მართლა ყოფილა დემონი biggrin.gif და ძველი აღთქმის რჯულში შესაწირავ ცხვარს რო უშვებდნენ ხოლმე თურმე მაგის სახელზე უშვებდნენ... სწორად ჩამოვაყალიბე იემდია biggrin.gif

Posted by: elli Jan 29 2012, 02:22 PM

არის ადგილები რომლებიც მართლა ძალიან მაგარია. აი ვოლანდი რომ ხალხს აშტერებს თეატრში, ძალიან მომწონს, და ბოლო ლევი მათე რომ ეუბნებაქ იმან შემოგითვალაო. სახელების ხსენებას რომ ვერ ბედავენ.

Posted by: kate Jan 29 2012, 05:15 PM

მთლიანობაში ჩემი ერთერთი უსაყვარლესი წიგნია, თან მსუბუქად და კარგი იუმორით დაწერილი სერიოზულ და ტაბუდადებულ თემებზე, ისე მარტო აზაზელო არა, ბეჰემოტიც და ფაგოტიც დემონების სახელებია. მაგრად მომწონს ბოლოს ბეჰემოტი რომ ცეცხლმოკიდებულ სახლში ზის და პრიმუსს აკეთებს biggrin.gif
მაგრამ ეგზისტენსი მართალია, ყველაზე ცოცხალი და რეალური პერსონაჟი პილატეა, თითქოს მართლა გვერდით ედგა.

Posted by: Jimi Hendrix Jan 29 2012, 05:38 PM

მაგარი როჟა იყო მარა ნარკოტიკებმა მაინც თავისი ქნა.

Posted by: td......... Jan 29 2012, 05:41 PM

მე კი ბავშვობიდან შეყვარებული ვიყავი ამ რომანზე.. ყველა პერსონაზე და საერთოდ ძალიან ძალიან მაგარი წიგნია... კომუნისტების დროს კი ძალიან საჭიროც. ყელა დეტალი თითქმის ზეპირად მახსოვს, ყველაფერი ისეთი ცოცხალია ისეთი სიმბოლურც ამავე დროს... ნამდვილი რომანია და თანაც საინტერესო თემაზე დაწერილი.
ბულგაკოვს ამ რომანის გარდა კიდევ უამრავი უსაინტერესოესი და უძლიერესი ნაწარმოები აქვს , უბრალოდ ესაა ყველაზე გაპიარებული smile.gif

Posted by: kate Jan 29 2012, 06:10 PM

td.........

QUOTE(td......... @ 29th January 2012 - 08:41 AM) *
უბრალოდ ესაა ყველაზე გაპიარებული

არა მარტო გაპიარებული, ალბათ ყველაზე ძლიერიც.
თან ნაწარმოები მრავალ დონეზეა. ამიტომაც მოსწონს ასე ბევრს. ყველაზე მეტად ის მომწონს როგორ ხედავს ტრადიციულ სიკეთეს და ბოროტებას, სიბნელეს და სინათლეს, და სიმშვიდეს "ონ ნე ზასლუჟილ სვეტა, ონ ზასლუჟილ პაკოი"

Posted by: გოგა Jan 29 2012, 06:38 PM

ქეით ფაგოტი რომელი დემონია ? კატა ბეგემოტზეც მსმენია მაგრამ რომელ დემონს შეესაბამება არ ვიცი, თითქოს იგივე სახელის დემონსო მარა მსგავსი სახელის დემონი არ მსმენია

Posted by: elli Jan 29 2012, 06:58 PM

გოგა
ქეით ფაგოტი რომელი დემონია ?


http://www.bulgakov.ru/f/fagot/ და ამ საიტზე ბევი კარგი და საინტერესო მასალა დევს

Posted by: td......... Jan 29 2012, 10:04 PM

kate
ხო ბევრი რამეა "ისეტი", ასეთი რამეც მსმენია თითქოს მის ცოლს ჰქონდა რაღაც უნარები და ის კარნახობდა ბვრ რამესო, თითქოს მარგარიტას გმირი მისი ცოლია.. თუმცა არ ვიცი რამდენად რეალური ისტორიაა... მე ყევლა მომენტი მომწონს ამ რომანში, მეჯლისს რომ აწყობენ ფაგოტი და ბეგემოტი? უზარმაზარი დარბაზები რომ ჩნდება უშველებელი კიბეებით და ბასეინებით ჩვეულებრივ მოსკოვურ ბინაში.. არა ყველაფერიო მომწონს, არაჩვეულებრივად აქვს დახატული ყველაფერი, გენიალური მწერალია! smile.gif ძაღლის გული? ექიმის ჩანაწერები, ბედისწერის კვერცხები, თუ როგორ გადავთარგმნო ქართულად რაკავიე იაიცა... მოკლედ მომწონს მაგრადsmile.gif თან ფანტასტიური ენით წერს, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს და უაღრესად გაათლებული ადამიანია ჩანს, თანაც მოაზროვნე! smile.gif

Posted by: elli Jan 29 2012, 10:46 PM

td.........
ბედისწერის კვერცხები
მე მგონი საბედისწერო კვეცხები ჯობია.
კი განათლებული ადამიანი იყო. ბოლო ბოლო დედაც და მამაც პროფესორები ყავდა და მანაც სრულფასოვანი განათლება მიიღო. ისე პროფესიით ექიმი იყო და ეს ექიმის ჩანაწერებში კარგად იგრძნობა

Posted by: Galahad Jan 29 2012, 10:47 PM

გოგა

QUOTE(Gog1ch @ 29th January 2012 - 06:38 PM) *
ქეით ფაგოტი რომელი დემონია ?


ფაგოტი არის მუსიკალური ინსტრუმენტი.

Posted by: td......... Feb 4 2012, 01:31 AM

elli
ხო ალბათ ესე უფრო სწორია...smile.gif ფაქტია ძალიან კარგი , ნამდვილი მწერალი იყო, საჭირო და ძლიერი ნაწარმოებები ჰქონდადა ფაქტია უგანათლებულესი ადაიანი ყო და პლუსი ისაა რომ განათლებას დიდი სულერი პოტენციალი და აზროვნების უნარი ერთვოდა!:) ნაკლითხი ბევრია და განათლებული კი ცოტა...smile.gif

Posted by: LAIRA Feb 4 2012, 10:45 AM

ვოლანდი ჩემი საყვარელი პერსონაჟია smile.gif
ის მთავარი ფიგურაა და რაღაცნაირად ყველა მასთან კავშირშია.ვოლანდი დიდებულია,მისი ძალა მისი გონებაა,მას უძლიერესი ლოგიკა და ფარული აგრესია გააჩნია.მას ემორჩილება დემონები,მას სიკეთის გაკეთებაც შეუძლია,მაგრამ სანაცვლოდ ყოველთვის ითხოვს გასამრჯელოს.ეს ლოგიკურია.
აქ ჩანს სიკეთისა და ბოროტების აღრევა როდესაც ზღვარი შეუმჩნეველია,მარგო როდის გადის ვოლანდის ბილიკზე შეუმჩნეველია მაგრამ ის მაშინ თანხმდება როდესაც ჩათრევას ჩაყოლა ჯობია,ხანდახან მგონია რომ მარგო უბრალოდ ქმრის მოღალატე ვნებებს აყოლილი პერსონაჟია,მაგრამ ხანდახან ის სიყვარულისთვის თავგანწირული მიჯნურია.
ყოველი დემონი რომელიც დასახელებულია რეალურია,ტერმინებიც კი ზუსტად არის გადმოტანილი,ეს იმ დროისთვის დიდი სვლა იყო ხალხის ცნობიერებაში,მე ვფიქრობ რომ ბულგაკოვი ერთ ერთი პაიკია საჭადრაკო დაფაზე რომელმაც გააკეთა მნიშვნელოვანი სვლა(გააკეთებინეს).
ქრისტეს და პილატეს მომენტი ჩემთვის როგრც მართლმადიდებლისთვის მეტად საინტერესოა,აქ ლამაზად არის შემოთავაზებული ქრისტეს კაცობრივი ბუნების მაგალითი,ჩემთვის პილატე წმინდანია,მე ვფიქრობ რომ ქრისტეს პილატე უყვარს.პილატეს ზნეობა ზნედაცემულ იუდეველებზე გაცილებით მაღლდა დგას.კარგად ჩანს რომის ფილოსოფიური სკოლა,როემლიც პილატეს უდავოდ გავლილი აქვს.ვოლანდი პილატესთან შედარებით მაშინ სუსტად მომეჩვენა,მე ვფიქრობ რომ ვოლანდი სწორედ მას შემდეგ გადის იმ გზაზე რომელიც საბოლოოდ შეაძლებინებს წაშალოს ზღვარი სიკეთესა და ბაოროტებას შორის,ეს ვოლანდის უდიდესი მიღწევაა,მას ეს საუკუნები დაუჯდა smile.gif))
შეუძლებელია ვოლანდი დაამარცხო ლოგიკურად,მისი ლოგიკა საუკუნეებს ითვლის და დაფუძნებულია გამოცდილებაზე,ვოლანდის დამარცხება შესაძლებელია მისი უარყოფით,მასთან პოლემიკაში შესვლა უკვე დამარცხების ტოლფასია.

Posted by: kate Feb 4 2012, 08:57 PM

QUOTE(გოგა @ Jan 29 2012, 09:38 AM) *
ქეით ფაგოტი რომელი დემონია ? კატა ბეგემოტზეც მსმენია მაგრამ რომელ დემონს შეესაბამება არ ვიცი, თითქოს იგივე სახელის დემონსო მარა მსგავსი სახელის დემონი არ მსმენია

თავისი ნამდვილი სახელით არც ერთი არ არის გამოყვანილი, აზაზელოს რამდენადაც ვიცი ასტეროტი - ერთ ერთი უძლიერესი დემონი შეესაბამება, ბეჰემოთს - ბარბადოსი, რომელსაც შეეძლო ყველა ცხოველის ხმის და ფორმის იმიტაცია, ფაგოტს - ფორნეოსი - რიტორიკისა და ენების საუკეთესო მცოდნე დემონთა იერარქიაში, ვოლანდი კი გასაგებია - თვითონ სატანა smile.gif .
ისე, სიამოვნებით გადავიკითხავდი ახლა თავიდან.
ეგზისტენს, თუ ხელახლა წაიკითხავ, კარგი იქნება, ფენტეზი ნამდვილად არ არის, გაცილებით მეტია.

Posted by: visama vritti pranayama Feb 4 2012, 11:45 PM

QUOTE(Existence @ Jan 28 2012, 07:46 PM) *
შედევრია არა ისა ..... კომუნისტების პერიოდში მცხოვრებთათვის ალბათ მაგარია ფენტეზია ))

beerchug.gif

ლიტერატურული თვალსაზრისით - კარგი რამაა
"სხვა მხირვ" - 0.1

Posted by: kate Feb 6 2012, 07:33 PM

visama vritti pranayama
Existence
ნეტა ორივე თავიდან წაიკითხავდეთ, არა ლიტერატურული თვალსაზრიზით, რატომღაც მგონია, ორივეს უნდა მოგეწონოს

Posted by: td......... Feb 6 2012, 11:33 PM

kate
smile.gif

Posted by: matashi Aug 29 2012, 10:46 AM

კარგი წიგნია მაგრამ მე ფაუსტი მირჩევნია ათასჯერsmile.gif

Posted by: td......... Aug 29 2012, 01:14 PM

ფაუსტს ვერც შევადარებ, აბსოლუტურად სხვაა.. ყველა გაგებით! wink.gif

Posted by: matashi Nov 25 2012, 04:59 PM

td.........
არა იმ გაგებით ვამბობ რომ იქაც ეშმაკი დომინირებს აქაც,იქაც მიდის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტების შორის და აქაც ასერომ მგონია გვანან ერთმანეთს მაინცადამაინც სუჟეტი კი არ უნდა იყვესმსგავსი რომ წიგნები შეადაროwink.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)