IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

21 Pages V  « < 19 20 21  
Reply to this topicStart new topic
> კაბალა
Fee
post Nov 26 2013, 12:08 AM
Post #401


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td......... აბაჟაიუ :* lol.gif hilarioustu8.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
bauli
post Nov 7 2014, 10:09 AM
Post #402


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 24
Joined: 1-November 14
Member No.: 7,341

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Nov 19 2013, 12:17 AM) *
mata
პრაქტიკა დაგანახებს ნამდვილ სახეს
არ ვიცი კონკრეტულად რაზე საუბრომ მაგრამ
ყველა სფეროში მასეა და ალბათ კაბალაშიც smile.gif

პარქტიკა შეგიძლია მითხრა რა არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post
12321
post Jun 9 2016, 01:57 PM
Post #403


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 9-June 16
Member No.: 7,533

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობა. სად შეიძლება ვნახო კაბალაზე ელექტრონული წიგნები ქართულად?
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Jun 9 2016, 04:21 PM
Post #404


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზოჰარის წიგნი ქართულად არ არის მაგრამ ინტერნეტში გაბნეულ უამრავ სისულელეში ქექვას სჯობს წაიკითხოთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Sep 11 2016, 10:09 PM
Post #405


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''მითი #9 - კაბალა მოითხოვს ასკეტიზმს, ყველანაირი სიამოვნების მიღების შეზღუდვას.
პასუხი: სულიერი ამაღლება ხდება არა სურვილთა შეზღუდვით ან ჩახშობით, არამედ პირიქით, სურვილთა გაზრდით. ადამიანი, რომელიც კაბალის სწავლას იწყებს, აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას ისე, რომ არ ზღუდავს საკუთარ თავს არაფერში. ეს ხომ სურვილებია, რაც ადამიანს უკარნახებს თუ როგორ მოიქცეს.'''

მე მაინტერესებს რამდენი წელია მიყვებით ლაიტმანის ''კაბალას'' ვინც მიყვებით, და რა შედეგები გაქვთ კონკრეტულად? რა პირადი სულიერი გამოცდილება დაგიგროვდათ? რას მიაღწიეთ? ერთხელ მაინც თუ შეძელით მატერიალური აღქმის მიღმა ცნობიერების გატანა?

ის მოძღვრება, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფრის უფლება მისცეს საკუთარ თავს და თან სულიერ შემეცნებასაც მიაღწიოს არის ცრუ-მასწავლებლის გამოვლენის ერთ-ერთი საკუეთესო ინდიკატორი!!! შესთავაზეთ ხალხს ის რაც ადვილია, რასაც არავითარი ძალისხმევა არ ჭირდება და დაპირდით მათ გრანდიოზულ მიღწევებს, აი ის მარტივი ფორმულა რითაც შეიძლება მილიონობით ხალხი გაიყოლო არსაითკენ, პირადი გამორჩენის მოტივით!!!

ნებისმიერ სერიოზულ პრაქტიკოსს კარგად ესმის, რომ არავითარ სულიერ მიღწევებზე არ შეიძლება ლაპარაკი თუ ადამიანი ენერგიის დაგროვებაზე და მის ამაღლებაზე არ ზრუნავს. ის ბარიერი რომელიც ადამიანს გზას უღობავს სულიერ შემეცნებისაკენ პირველ რიგში არის ენერგიის სიმცირე, აღქმის ბარიერი იმდენად მძიმედ დასანგრევია, რომ მოითხოვს, გამჭრიახობას, ნამდვილი ცოდნის დაგროვებაზე ზრუნვას, ფიზიკურ სხეულზე გარკვეულ ზრუნვას და პრაქტიკულ მეთოდებში ჩადებულ ტიტანურ ძალისხმევას!!!

ის რომ სექსი გექნება რამდენჯერაც გინდა, ჭამ იმას რაც გინდა და როგორც გინდა, დალევ, მოწევ, და თავს ყველაფრის უფლებას მისცემ და თან დიდი სულიერი წარმატებები გექნება არის უბრალოდ ილუზია. ეს ასე არ მუშაობს!!!! ასე რომ მუშაობდეს აქამდე ყველაფერი კარგად იქნებოდა ჩვენს პლანეტაზე, მარა ეს ასე არ არის.


შეგიძლიათ წაიკითხოთ კარლოს კასტანედას წიგნები (მესამე ტომიდან იწყება ძირითადი სწავლება). ამ წიგნებში სრულად სერიოზული ცოდნაა გადმოცემული, გირჩევთ წაიკითხოთ, რომ კარგად გააცნობიეროთ ის ძალისხმევა რაც ადამიანს სჭირდება რაიმეს მისაღწევად ამ გზაზე.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Sep 11 2016, 10:26 PM
Post #406


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"რელიგია ბრმად სიარულს გთხოვს, კაბალა გეუბნება და გაჩვენებს, ანუ ნათქვამის ექსპერიმენტით გადამოწმების საშუალება გაქვთ.

მოდი ზოგადად კაბალას დავანებოთ თავი, და ის ვთქვათ ლაიტმანმა რა კონკრეტული ექსპერიმენტებით გადამოწმების საშუალება მისცა ხალხს?

მაგ ლაიტმანს არანაირი სულიერი გამოცდილება არ აქვს!!!! ის რასაც ეგ ლაპარაკობს ოკულტური სწავლებების აბუჩად აგდებაა - მათ შორის კაბალასიც. მთელი სისტემა ძალიან, ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული ბიზნესია, გაცილებით უფრო ჭკვიანურად ვიდრე ბერგების ბიზნესი, იმდენად ჭკვიანურად რომ აღფრთოვანება შეიძლება!!!

https://www.youtube.com/watch?v=TrRBsGBtj1I
აი ეს რაბი ძალიან კარგად აღწერს იმას რასთანაც გვაქვს საქმე. (თუმცა მეტის თქმაც შეიძლებოდა...)



--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Sep 11 2016, 10:40 PM
Post #407


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღევანდელობის მთავარი პრობლემა იცით რა არის? ის არის რომ ადამიანები არ მოქმედებენ, მხოლოდ ფიქრობენ და ლაპარაკობენ. ერთი შეხედვით ისეთი სურათია რომ მილიონობით ადამიანია უკვე დაინტერესებული სულიერებით, ეზოთერული სწავლებები სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება. მაგრამ მეორეს მხირვ ადამიანთა 99% მხოლოდ სულიერებაზე ლაპარაკით შემოიფარგლება. ნუ სულ არაფერს ალბათ ჯობია, მარა ამას არსაით არ მივყავართ.

დღესდღეობით არსებული მთელი სულიერ-ეზოთერულ-ოკულტური ლიტერატურიდან მხოლოდ 1% თუ არის ნამდვილი, დაწერილი ისეთი ადამიანების მიერ ვისაც გარკვეული პირადი გამოცდილება გააჩნიათ. ასეთ პირობებში თითქმის შეუძლებელია მხოლოდ თეორიული ლაპარაკით სწორი ორიენტაციისა და გარჩევის უნარის მოპოვება. ამიტომ იმ ადამიანებს რომლებიც მხოლოდ თეორიით კმაყოფილდებიან ძალიან ცოტა შანსი აქვთ რომ ამ ქაოსში სწორად ორიენტირება შეძლონ.

აქედან გამოსავალი მხოლოდ მოქმედებაზე გადასვლაა. არსებობს კონკრეტული მეთოდები რომლითაც ნამდვილად მიიღწევა სულიერი შემეცნება, მაგრამ ეს მეთოდები ცხოვრების მიძღვნას, დიდ სურვილს და დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ჩვეულებრივი მეთოდებით არაჩვეულებრივი შედეგები არ მიიღწევა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Oct 25 2016, 03:56 AM
Post #408


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
ციტატა(Merlin @ 11th September 2016 - 10:26 PM) *
ლაიტმანს არანაირი სულიერი გამოცდილება არ აქვს


ასე ამის თქმის უფლება არ გაქვთ... შეიძლება ვინმემ თქვას...
და მას ქონდეს ამის უფლება და საფუძველი... და როცა იმეორებთ სხვის
ნათქვამს კეთილი ინებეთ და დააკონკრეტეთ რო იმან ესე თქვა ამ კაცზეო...
და არა მოიპარო სხვისი ციტატები და საკუთარად გაასაღო..


როგორც არსებობს წყაროს მითითების კულტურა როცა რაღაცას აკოპირებ..
ან ავტორის სიტყვებს როცა აციტირებ საკუთარ ტექსტში.. ბრჭყალებში უნდა ჩასვა . თუარადა აღნიშნო რაიმე ფორმით.. რომელია შენი.. და რომელია სხვისი..
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 25 2016, 10:06 AM
Post #409


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაც დავწერე არც სხვისი ნათქვამი იყო და არც დაწერილი. ალბათ ეს იმან გაფიქრებინათ რომ ეზოთერულ საკითხებზე უმრავლესობა მხოლოდ წაკითხულიდან გამომდინარე ლაპარაკობს და არა პრაქტიკიდან.

რაც დავწერე მაგის თქმის უფლება კი სწორედაც რომ მაქვს, იქიდან გამომდინარე რომ პირადი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ და არა წაკითხულ-გაგონილიდან.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Oct 25 2016, 02:38 PM
Post #410


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
კარგი რატო არა აქვს პირადი სულიერი გამოცდილება. .
რატო ამბობთ რო არა აქვს... საიდან მოიტანეთ..
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 25 2016, 10:25 PM
Post #411


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერ ერთი რამ მინდა ავღნიშნო (რასაც ლაიტმანი ლაპარაკობს ყველაფერი სისულელე არ არის რა თქმა უნდა. არის კონკრეტულად 2 საკითხი რაც ვფიქრობ რომ სრული სიმართლეა - 1) სამყაროს აღქმა ილუზორულია 2) ყველაფერი ღმერთის გამოვლინებაა.
ამის თქმით ლაიტმანი ახალს არაფერს არ ამბობს მარა, ასე თუ ისე ამბობს და ნუ დავუკარგავთsmile.gif


აუარებელია ის მიზეზები რის გამოც ლაიტმანი თამამად შეიძლება ცრუმასწავალებლების გრძელი სიის ტოპ ათეულში შეიყვანო. ყველას აქ ვერ ჩამოვთვლი... მარა შემიძლია დავიწყო.

1) არ არსებობს იმისი შანსი, რომ ყველაფერი აკეთო რაც სასიამოვნოა და თან რამე სულიერსაც მიაღწიო. ეს უბრალოდ ასე არ მუშაობს. იმ ქმედებების უმრავლესობა რაც სხეულისათვის სასიამოვნოა კარგავს ენერგიას: ალკოჰოლი, ნიკოტინი, კოფეინი, შაქარი, ხორცეული და რაც მთავარია სექსუალური აქტივობა.

სხეულისა და სულის სურვილების დაპირისპირებაშია მთელი ის სირთულე რაც სულიერებასთან და სულიერ ზრდასთანაა დაკავშირებული. ლაიტმანმა, და არა მარტო მან, არამედ ალბათ ყველა ცრუმასწავლებელმა (მაგალითად ''დიადმა და სახელოვანმა'' ოშომ), ''მოხსნა'' საერთოდ ეს პრობლემა, იმ მიზეზის გამო რომ რთული გზა ხალხს არ უყვარს, ხალხი სიმარტივეს ეტანება, ფულის კეთებისათვის კიდე ბევრი ხალხის მოზიდვაა საჭირო.

2) ხალხს თვალებში ნაცარს აყრის და აჯერებს, რომ მისი ლექციების მოსმენით და ჯგუფურად სიმღერით და სმა-ჭამით (რასაც კაბალისტური მეთოდი დაარქვა) ადამიანები ცნობიერად სულიერი სამყაროების აღქმას, და უკვდავი ცნობიერების მოპოვებას (მახსომის გადასვლას ეძახიან ამას და შესაძლებლად მიიჩნევენ რომ კარგი მოწაფეობის შემთხვევაში ეს 3-5 წელიწადშიც შეძლებელია). მახსომს გადასვლაში გულისხმობენ იმას, რომ ადამიანი 5 წლიანი ლექციების მოსმენით, ჯგუფური სმა-ჭამითა ცეკვათამაშით შეძლებს არათუ უკვდავი ცნობიერების მოპოვებას (რომლითაც შესაძლებელია აღარ დააგემოვნო სიკვდილიsmile.gif)) არამედ ცნობიერების ორად გახლეჩას, რომ ცნობიერების ერთი ნაწილით სულიერ სამყაროში იყო (მუდმივად), მეორეთი ფიზიკურში, ხოლო ცნობიერების ის ნაწილი რომელიც სულიერი სამყაროს აღქმაშია შესული უწყვეტად გადაიტანება შემდეგ განსხეულებაში.

ეს დაპირება კიდე არის ისეთი აბსურდი რომ ტირილი და სიცილი ერთად შეიძლება აგიტყდეს. ასეთი ცნობიერება მიღწევადია ჩემი აზრით, მაგრამ ძალიან მაღალი სულიერი სიმაღლეა, სადღაც მე-3-ე მე-4-ე ხარისხის განდობილი მაინც უნდა იყო.

3) არსებობს მეთოდიკა, რომლითაც შეიძლება აღქმის მატერიის მიღმა გატანა, ერთ-ერთი ასეთი მეთოდია სიზმართხილვა, (არის სხვა მეთოდებიც) ამ მეთოდით რამოდენიმე კვირაშიც შესაძლებელია შედეგის მიღწევა (საკუთარი თავის სხეულს გარეთ გაცნობიერება) (თუმცა დროზე გარანტიას ვერავის მივცემ, მაინც ინდივიდუალურია, მე სადღაც 1 კვირაში შევძელი სხეულიდან გასვლა).

მაგრამ ლაიტმანი აქაც გამობრძანდა და გამოაცხადა რომ სიზმარს არაფერი კავშირი არ აქვს სულიერებასთან, და რომ სიზმარი ადამიანის ფიზიკურ ტვინში მომხდარი მოვლენების შედეგია მხოლოდ და მხოლოდ. (რაც ისევ და ისევ იმდენად უხეში შეცდომაა, რომ ვერავითარ სულიერ წვდომაზე ვერ გვექნება ლაპარაკი).

4) ლაიტმანი ამბობს, რომ მხოლოდ კაბალაა სულიერი მეცნიერება (რაც ტირილამდე აბსურდია).
5) ლაიტმანი ამბობს რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა და ყველაფერი ისე იყო, როგორც ამას თანამედროვე მეცნიერება გვეუბნება (ნუ ეხლა ამის საწინააღდეგოდ მტკიცებულებებს ნუ მომთხოვთ, მარა ოკულტიზმში ჩახედული ადამიანებისთვის გარკვეულწილად გასაგები უნდა იყოს რომ კაცობრიობის ისტორია ისეთი არ უნდა ყოფილიყო როგორც სკოლაში გვასწავლეს)
6) ლაიტმანი ამბობს, რომ უცხოპლანეტელები არ არსებობენ, და რომც არსებობდნენ მათ არ ექნებათ სულიერი შემეცნების პოტენციალი (ანუ უბრალოდ განვითარებული ცხოველები იქნებიან, რომელთაც არ ექნებათ ღვთის მიერ მინიჭებული ''სული'' რომელიც რატომღაც მხოლოდ ადამიანის კუთვნილებაა.

ამ სიის გაგრძელება უსაშველოდ შეიძლება....

პ.ს. ლაიტმანისნაირი სულიერი მოძღვრები სამი კილო ლარადაა ბაზარზე.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Oct 26 2016, 01:32 AM
Post #412


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin

ერთად სმა-ჭამაში ძალიან დიდი აზრი დევს.
და ეს ჰაერზე მოგონილი ლაიტმანის ხუშტური არ არის...

ასევე ერთად ცეკვას დიდი აზრი გააჩნია...



დანარჩენზე... კი ბევრი რო არ გამიგრძელდეს..... გეტყვი რომ ის სხვა კატეგორიის ხალხისთვისაა. ხალხი ყველა ერთნაირი არარის... იყოფა
სხვადასხვა კატეგორიებად... და ყველას თავისი მასწავლებელი ყავს ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 27 2016, 07:34 PM
Post #413


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთად სმა ჭამას აქვს ის აზრი, რომ დანაყრდები, ჰა ჰა მაქსიმუმ ლაპარაკი უფრო სასიამოვნო პროცესად აქციო.

ერთად ცეკვასაც ის აზრი აქვს რომ კარგად გაერთობი თუ ცეკვა მოგწონს.

ნამდვილად სხვა კატეგორიის ხალხისთვისაა, იმ კატეგორიის ხალხისთვის ვინც არსაით არ მიდის (მიუხედავად იმისა რა არის მათი მოტივი და რა ჰგონიათ მათ) და ყველას თავისი მასწავლებელი ყავს, რა თქმა უნდა...

მაგრამ ცუდი ისაა რომ ამ ყველაფრის შედეგი არის დაკარგული დრო, ადამიანებისათვის აბნეული გზა, რადგან ამდენ ტყუილში ძალიან რთული ხდება ნამდვილის პოვნა, და იმედგაცრუება იმ ადამიანებისა რომლებიც შეცდომაში შევლენ. ადამიანი როდესაც წლებს დაახარჯებს რაიმე ისეთს, საიდანაც რამე დიდს და მნიშვნელოვანს ელის და ბოლოს მიხვდება რომ უბრალოდ მოატყუეს, აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში: იმედგაცრუებული და დათრგუნული. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მერე სულ რომ კოსმიური სიბრძნე შესთავაზო სავარაუდოდ აღარ მოინდომებს მოსმენას, და ძალიან დიდი ხანი გავა (შეიძლება რამდენიმე ინკარნაციაც) სანამ კიდევ მოკიდებს ხელს რამეს.

ასეთი მიდგომა რომ ყველას თავისი გზა აქვს, ყველას ძალისხმევა თანაბარია, რომ ყველა თანაბარ ყურადღებას იმსახურებს, რომ ყველა სულიერი მასწავლებელი მასწავლებელია - და უბრალოდ გზა არის ასეთი და ასე შემდეგ, უბრალოდ გაუმართლებელია!

სანამ მაძიებელი იმას არ მიხვდება, რომ სიცრუის ჭაობშია ჩაძირული ყველაფერი და ნამდვილი ძალიან ცოტაა, მანამ უამრავი იმდეგაცრუება ელის...

იმისათვის რომ ადამიანმა გარჩევის უნარი გამოიმუშავოს გარდა სკეპტიკური მიდგომისა და გახსნილობისა, საჭიროა პრაქტიკა, პირადი გამოცდილება. 10-ჯერ სხეულიდან გასვლა ჯობია სხეულიდან გასვლაზე 10 წიგნის წაკითხვას. თუმცა წიგნების უგულებელყოფაც არ შეიძლება რა თქმა უნდა...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Oct 30 2016, 07:17 PM
Post #414


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin

კარგით... და ასე ვლანძღოთ.. შორიდან ლაიტმანი?..

ასე არ მკვიდრდება საკუთარი (თუნდაც ჭეშმარიტი) აზრი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Oct 30 2016, 07:17 PM
Post #415


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin

კარგით... და ასე ვლანძღოთ.. შორიდან ლაიტმანი?..

ასე არ მკვიდრდება საკუთარი (თუნდაც ჭეშმარიტი) აზრი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 31 2016, 01:08 PM
Post #416


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო პოსტები იყო ვეთანხმები მერლინს ბევრი არასერიოზული და თავისშექცევაზე ორიენტირებული სწავლებაა შენიღბული ეზოთერიკის თუ სულიერი განვითარების სახელის ქვეშ

თუმცა mata რისკენაც მიანიშნებს ისიც ყურადსაღებია, კატეგორიული მსჯელობა ჭეშმარიტებისკენ არ მიანიშნებს და არც ამკვიდრებს ! მითუმეტეს თუ იმ პიროვნებას რომელსაც აკრიტიკებ რეალურად არ იცნობ არ გაგიტარებია მის სწავლებაში არც ერთი დღე და პირადი გამოცდილება არ მიგიღია


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Feb 6 2017, 11:27 AM
Post #417


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ Sep 11 2016, 10:09 PM) *
ის რომ სექსი გექნება რამდენჯერაც გინდა, ჭამ იმას რაც გინდა და როგორც გინდა, დალევ, მოწევ, და თავს ყველაფრის უფლებას მისცემ და თან დიდი სულიერი წარმატებები გექნება არის უბრალოდ ილუზია. ეს ასე არ მუშაობს!!!! ასე რომ მუშაობდეს აქამდე ყველაფერი კარგად იქნებოდა ჩვენს პლანეტაზე, მარა ეს ასე არ არის.
შეგიძლიათ წაიკითხოთ კარლოს კასტანედას წიგნები (მესამე ტომიდან იწყება ძირითადი სწავლება). ამ წიგნებში სრულად სერიოზული ცოდნაა გადმოცემული, გირჩევთ წაიკითხოთ, რომ კარგად გააცნობიეროთ ის ძალისხმევა რაც ადამიანს სჭირდება რაიმეს მისაღწევად ამ გზაზე.


ვისთვის როგორ, არ არის ილუზია. მაგრამ გააჩნია "სულიერ წარმატებას" რას ეძახით.
ცნობიერის ხვა დონეზე გასვლა და დიდი სურათის ფრაგმეტების დანახვა თუ სულიერების წარმატებად მიგაჩნიათ მაშინ არ არი ილუზია.
კაბალა კიდევ ან რამე ეზოთერულ საზოგადოებას უნდა განეკუთვნებოდეთ (მაგალითად ბეკონიანურ საიდუმლო საზოგადოებებს) ან წინაპრებისგან გადმოცემული ცოდნით უნდა სარგებლობდეთ,
თვით ნასწავლი კაბალისტობა არის ნამდვილი ილუზია.
Go to the top of the page
 
+Quote Post

21 Pages V  « < 19 20 21
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:19 PM