ავიღოთ 2 შემთხვევა:
1. ადამიანი მხოლოდ ფიზიკურ სიამოვნებაზე არის ორიენტირებული. ჭამა-სმა, დიდად შესარგი, სექსი, ფულისკენ სწრაფვა, ცოტა ტყუილი, ცოტა ღალატი. მოკლედ ასეთი ადამიანი სულიერად განუვითარებელია ან შეიძლება ითქვას სულიერად დაცემულია.
2. ადამიანი, რომელიც ცნობიერების განვითარებაზე მუშაობს. აქვს ძლიერი ენერგეტიკა და ზებუნებრივი შესაძლებლობები, მაგრამ ის ბოროტი ძალებისკენ არის გადახრილი და მისი თაყვანისმცემელია.
დაახლოებით ვხვდები მათ შორის განსხვავებას. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, პირველი შემთხვევაშიც სულიერ დაცემულობასთან გვაქვს საქმე და მეორესთანაც. თუმცა ბევრი იტყვის, რომ მეორე შემთხვევა არ ნიშნავს სულიერ დაცემულობას, იმიტომ რომ სიკეთე და ბოროტება პირობითი ცნებებია და რომელსაც უნდა ადამიანი იმას აირჩევს.
პირველი შემთხვევა შევთანხმდეთ რომ დაბალგანვითარებულ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მეორე შემთხვევა რას მივაწეროთ? ის ხომ მაღალგანვითარებულია, ზებუნებრივი შესაძლებლობებით?
მოკლედ თქვენ რაში ხედავთ მათ შორის განსხვავებას? სულისთვის რომელი უფრო მძიმეა?
სულისთვის მძიმეა ის, როდესაც მეტადგანვითარებულია და აკეთებს შეგნებულად ბოროტებას. ასეთი ადამიანი ძნელად ამოვა კარმული ვალებიდან.
მეორე შემთხვევა უცოდინარობაა.. ჩვენში ამბობენ,– „არცოდნა არცოდვაო“ ეს მართალია.
ადრე აქ სადღაც მიწერია კიდეც, რომ შეიძლება ერთ ადამიანს მკვლელობა ნაკლებ ცოდვად ჩაეთვალოს, ვიდრე მეორეს ერთი სიტყვა.
პიროვნული განვითარების ამბავია, თორე მასე ოკულტური ძალები ბევრს აქვს, მაგალიათად დემონებს, აქვთ ძალიან ძლიერი ძალები მაგრამ არ გააჩნიათ პიროვნული განვითარება(მორალი), ზუსტად ამას ვწერდი მაგიის გვერდში პორნო განყოფილებად რო განიხილავს ზოგიერთი და ფარავს
jarmen
ამ ქვეყნად პორნო ყველაზე პატარა ცოდვაა იცოდე. ისინი სხეულს ყიდიან და არა სულს.
earth
სულს როგორ ყიდიან მაინტერესებს, ცალობით, წონით თუ სიგრძით?
jarmen
კვადრატული მეტრით.
მაგიის თემაშიც გითხარი რომ გაგეხსნა ეზოთერულ განყოფილებაში შენი თემა, რადგან ამტკიცებ რომ მხოლოდ კარგის მოტანა შეუძლია ადამიანებისათვის.
მე გითხარი გახსენი მეთქი. შენ რატომღაც არც ეს მოგეწონა. არ მოგეწონა შენი განყოფილება, სადაც გახსნიდი ამ თემებს, რადგან ფარულია. არც ის მოგეწონა რომ ეზოთერულში გაგეხსნა. მეტი არვიცი მე რა გითხრა.
რადგვინდა ახლა ჩვენი სიტყვაში გამოკიდებები და მისთანები. თუ ეზოთერიკების ფორუმი გვინდა, რომ ჩვენს სულიერებაზე ვიზრუნოთ და ავიმაღლოთ იგი, მაშ ასეც მოვიმოქმედოთ. ვიყოთ აქ ახლის შესწავლისათვის და ჩვენი გამოცდილების სხვისი გაზიარებისათვის. არავინ თქვას რომ ყველაფერი იცის და არ ეძებს ახალ ცოდნას. აქ ყველაზე პატარა იუზერიც კი შეიძლება რამის მასწავლებელი გამოდგეს. დავაფასოთ ერთმანეთი.
ვაფასებ ფორუმს დ ამოდი შევრიგდეთ პირადად შენთან არაფერი მაქვს გასარკვევი და არც საწინააღმდეგო. ნუ მიიღებ ჩემს სიტყვებს საწყენად. ვიცი შენი პოზიცია და მადლობა იმისთვის რომ აწორად გაიგე ჩემი პოზიცია მაგიის თემატიკასთან დაკავშირებით. წარმატებები აულიერ განცითარებაში, რაც არ უნდა იყოს საბოლოოდ ერთ მხარეს ვდგავართ არ დაგვავიწყდეს ^^
jarmen
მიხარია ასეთი პასუხი რომ მომეცი. აი ესაა ნამდვილი გზა
რას ყიდიან რაც მათი არ არის? სულის მოკვდომება შეიძლება ძალიან ადვილად ღმერთს თუ მოუნდება და სული არის ღმერთის ვერც იყიდი და ვერც გაყიდი ზოგს სულიც არ ააქვს მე ესე ვფქირობ
არა არ არსებობს ადამიანი რომ სული არ ჰქონდეს, უბრალოდ თავისი ქცევებით თავის თავში „აძინებს“ თავის უმაღლეს მეს. ჩვენ ყველანი გაცილებით უფრო „დიდები“ ვართ, ვიდრე ვამჟღავნებთ, უბრალოდ არ ვაძლევთ გასაქანს ჩვენს შინაგან მეს გამოვლინდეს. ყველაში, ყველა თგვენგაში არის უაღრესად წმინდა სული, რომელიც ბრწყინავს და არის უდიდესი ძალის. ჩვენ ვკეტავთ მას. არ არსებობს ადამიანი უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ კვდება ადამიანი. ყველაზე უკანასკნელი ადამიანი თავისი ბოროტი ზრახვებით, ისიც კი არის წმინდა სულის მფლობელი, მხოლოდ ვერ გრძნობს მას, თუმცა აუცილებლად აქვს რაღაც ნაპერწკალი, რომელიც მას აცოცხლებს, რომელიც სიყვარულს უკავშირდება. სულის გაყიდვა, სწორედ ისაა არ მოუსმინო შენს სულს. უბრალლოდ მეტყველაბეში გვაქვს ასეთი გამოთქმა და მაგიტომაც ვახსენე ასე.
ხალხო ერთი ძალიამ მნიშვნელოვანი ასპექტია, გაგიგკვირდებათ და ადამუანს კი არა აქვს სული თვითონაა სული, და სხეული აქვს ადამიანის ან სხვა რამის...
მე ცოტა სხვა აზრები მაქვს ადამიანს ააქვს სხეული და ასტრალური სხეული მაგრამ ბევრს არ ააქვს სული ან არ ააქვს განვითარებული ან საერთოდ რატო გგონიათ რომ სულს აქვს სხეულის ფორმა ჩემი აზრით სულს მრგვალი ბურთის ფორმა აქვს ეს არის ცნობიერება და მას არ ააქვს ჰუმანოიდური ფორმები ის სუფთა ცნობიერებაა. ერთხელ როცა ვმედიტირებდი უცებ დავინახე ჩემი აზრები მერე ის თუ საერთოდ ვინ ქმნიდა ამ აზრებს და ეს იყო რაღაც მრგვალი პატარა ,მრგვალი ბურთის ფორმის თეთრი სინათლის მრგვალი ბურთი რომელიც ფიქრობდა და ასე შემდეგ დანარჩენი ენერგეტიკულ სხეულს არ ააქვს იმხელა ნათება და არც არაფერი უბრალოდ მაგ ბურთის მატარებელი სხეულია ისევე როგორც ფიზიკური და ეთერული და ასტრალური სხეულები. სხეული სხეულია და სული არის ზუსტად ცნობიერება მე ესეთი აზრები მაქვს ჩემი გამოცდილებიდან ეს სხეუები როცა იშლება ალბათ მარტო სუფთა ცნობიერება ანუ მრგვალი ბურთი რჩება და ეს მე მგონი ლოგიკურიცაა რადგანაც ატომებსაც მოლეკულებსაც და დნმიც ბურთის ფორმა აქვს პლანეტებსაც და ასე შემდეგ.
brevalo
"ცოტა ღალატი" არ არსებობს ღალატი ღალატია და მას მოჰყვება კარმიული კანონის - "რასაც დათეს იმას მოიმკი" - აღსრულება ;
იმაში კი მართალი ხარ რომ იოგები ხშირად ხდებიან ბოროტები, რადგან ავტორიტეტებს არ სცნობენ
(ჩავასწორე პოსტი - ეგოისტი იოგები მხოლოდ, ოფ ქორს )
საინტერესო თემაა.. ანთროპოსოფიულად რომ მივუდგეთ პირველი გადის არიმანულ გავლენაში, მეორე უფრო ლუციფერულში, მაგრამ ლუციფერის თვითმიზანი მაინცდამაინც ბოროტება არ არის, უფრო ეგოისტური მიზნები, იდეალები, რეალობიდან აცდენა, ილუზიებში ყოფნა, რაც საბოლოოდ მაინც ბოროტებას ემსახურება...
ანუ არიმანი თუ ცდილობს რომ ადამიანი მატერიას მიაჯაჭვოს, ლუციფერი პირიქით ცდილობს ადამიანი მატერიას ,,მოწყვიტოს" ოღონდ არასწორ მოწყვეტაზეა ლაპარაკი...
როგორც ანთროპოსოფიიდან მივხვდი, ადამიანმა ეს ორი ისე უნდა დააბალანსოს, რომ აქ, ამ მატერიაშიც იყოს, მაგრამ ამ მატერიის უკან მყოფ მიღმიერსაც აღიქვამდეს/გრძნობდეს..
აქ ადრე Merlin პოსტავდა, მის პოსტებს თუ გადაათვალიერებ კარგად აქვს ეს საკითხები გაშლილი..
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)