IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

12 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სექსი, ეზოთერული თვალსაზრისით
John Dee
post Dec 28 2011, 07:52 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვისაუბროთ სექსზე ეზოთერული კუთხით

Go to the top of the page
 
+Quote Post
Galahad
post Dec 28 2011, 08:53 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 76
Joined: 28-December 11
From: საქართველო, თბილისი
Member No.: 6,670

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



John Dee
QUOTE(John Dee @ 28th December 2011 - 07:52 PM) *
ვისაუბროთ სექსზე ეზოთერული კუთხით


დამასწარი. smile.gif მეც მინდოდა ამ თემის გახსნა. არსებობს რაღაც... rolleyes.gif

მე მაინტერესებს ცნობები რიტუალური სექსის შესახებ. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Joy ZAZA
post Dec 28 2011, 09:05 PM
Post #3


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 146
Joined: 4-December 10
From: 41.65208,41.638725
Member No.: 6,322

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



lasharela-ს ქონდა მგონი მსგავსი თემა


--------------------
Finish it! ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫........
Dead Reckoning ♫♪♪♪♫.....
Requiem For A Tower♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫...
Requiem For A Tower - Escala ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫..
*http://www.youtube.com/watch?v=bhMz7x1ZaGM ♫ ♪ ♫ ♪ . . .
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 29 2011, 05:19 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც მინდოდა ამ თემის გახსნა smile.gif))))))))))))



--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 29 2011, 05:19 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოშო. სექსიდან ზეცნობიერებამდე. გაგრძელება

თანდათანობით სექსი იწყებს ტრანსფორმირებას უფრო მაღალ დონეზე.
თქვენ ხდებით უფრო შემოქმედებითი – თქვენ იწყებთ რაიმეს შექმნას: ფერწერა,პოეზია,თამაშს მუსიკალურ ინსტრუმენტზე,ანდა კიდევ სხვა რამეს.
ეს არ არის ჩახშობა... ეს გამოხატვაა.

დასავლეთში,განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც ფროიდმა აღმოაჩინა “პანდორას ყუთი”, განვითარდა იდეა,რომ უნდა დარჩეთ სექსუალურები სულ ბოლომდე, იმიტომ რომ სექსი – ეს სიცოცხლის სინონიმია.
ასე რომ,თუნდაც თქვენ სამოცდაათი ან ოთხმოცი წლის იყოთ ჯერ კიდევ დაინტერესებული უნდა იყოთ სექსით.
თუ კარგავთ სექსის მიმართ ინტერესს,ეს ნიშნავს,რომ საჭირო აღარა ხართ,ეს ნიშნავს,რომ კარგავთ ინტერესს ცხოვრების მიმართ. ეს ნიშნავს,რომ გამოუყენებელი ხართ.
ეს იდეა რომ სექსი და სიცოცხლე სინონიმებია,აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
სექსი და სიცოცხლე წარმოადგენენ სინონიმებს განსაზღვრულ სტადიაზე. ბავშვობაში ისინი არ არიან სინონიმები,ახალგაზრდობაში სინონიმებია,სიბერეში კვლავ არ არიან სინონიმები.
სიბერეს გააჩნია საკუთარი სილამაზე,თავისი საკუთარი ღირებულება,ისევე,როგორც ახალგაზრდობას გააჩნია თავისი საკუთარი სილამაზე და ღირებულება.

სექსის დრო მოდის როდესაც თქვენ ხართ 14 წლის.
გადის 14 წელი დაბადებიდან სექსამდე. ზუსტად იმდენივე მეორე ბოლომდე.
გადის 14 წელი სექსიდან სიკვდილამდე.
ასე,რომ თქვენ ხართ 65-ის და ინტერესი სექსის მიმართ გადის თავის თავად – მშვენიერია,ძალიან კარგია!
ახლა გჭირდებათ მომზადება სხვა მოგზაურობისათვის,შემდეგი ეტაპისათვის. შეიძლება დარჩა მხოლოდ 14-15 წელი.როდესაც იქნებით დაახლოებით 80-ის,თქვენ წახვალთ.
თავისი წასვლით სექსი გაძლევთ მინიშნებას – ახლა საჭიროა დაიწყო მომზადება სიკვდილისათვის.

ერთხელ ყველას მოუწევს გავიდეს სექსის მიღმა,მაგრამ გზა საზღვრებს მიღმა,მასზე ძევს და თუ თქვენ მასში სწორად არასოდეს არ მიდიხართ,ძალიან ძნელია გახვიდე მის საზღვრებს მიღმა.
ასე,რომ გავლა მისი საშუალებით არის ნაწილი გზისა მის საზღვრებს მიღმა.

როდესაც სექსი მხოლოდ არაცნობიერია,მექანიკური აუცილებლობაა,ეს არასწორია.
დაიმახსოვრეთ,სექსი არ არის არასწორი,მექანიკურობა – აი რა არის არასწორი.

თუ შეგიძლიათ შეიტანოთ ცნობიერების სინათლე თქვენს სექსუალურობაში,ეს სინათლე გარდაქმნის მას.
ეს უკვე არ იქნება სექსუალურობა,ეს იქნება რაღაც აბსოლუტურად სხვა. იმდენად სხვა,რომ თქვენ სიტყვებსაც ვერ იპოვით ამისათვის.
აღმოსავლეთში ჩვენ გვაქვს ამისათვის სიტყვა ტ ა ნ ტ რ ა.
დასავლეთში ამას არ აქვს სახელწოდება.
როდესაც სექსი ხდება შეერთებული,შერწყმული ცნობიერებასთან იბადება სრულიად ახალი ენერგია – ეს ენერგია წოდებულია ტ ა ნ ტ რ ა დ.

თუ თქვენ გადამეტებით ხართ ორიენტირებული ტექნიკაზე,მაშინ თქვენ ხელიდან გაუშვებთ ტანტრის იდუმალებას.
ტანტრა უნდა იყოს უმოქმედობა,იგი არ შეიძლება იყოს ტექნიკური.
თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ტექნიკა – შეგიძლიათ ისწავლოთ განსაზღვრული სუნთქვა,ასე რომ შერწყმა გახდება უფრო რთული. თუ თქვენ სუნთქავთ ძალიან,ძალიან ნელა,აუჩქარებლად,მაშინ შერწყმა გახდება უფრო გრძელი.
მაგრამ თქვენ მართავთ. ეს არ იქნება გაშმაგება და არ იქნება უმანკოება. აგრეთვე არ იქნება მედიტაცია. ეს იქნება გონება.
ნამდვილი ტანტრა,ეს არ არის ტექნიკა, არამედ სიყვარულია. ეს არ არის ტექნიკა,არამედ ლოცვაა. არ არის ორიენტირებული გონებაზე, იგი რელაქსაციაა გულში.
ტანტრისტულ შეერთებაში თქვენ შეგიძლიათ იყოთ საათობით.
მიზანი იმაში მდგომარეობს,რომ გონებისაგან ძალდაუტანებლად გახდე ბუნებრივი.რომ შეერწყა უმაღლეს ბუნებას – ქალი ქრება და ხდება კარი მიღმისეულში. კაცი ქრება და ხდება კარი მიღმისეულში.
ეს ტანტრისტული განსაზღვრებაა სექსუალურობის: დაბრუნება აბსოლუტურ უმანკოებაში,აბსოლუტური ერთიანობა.
ტანტრას გაყავხართ სხვა განზომილებაში,მოდუნებისაკენ რომელიც დადებითია.
ორივე პარტნიორი ზავდება ერთმანეთში და აძლევენ ერთმანეთს სასიცოცხლო ენერგიას.
ისინი ქმნიან წრეს და მათი ენერგია იწყებს მოძრაობას წრეზე. ისინი აძლევენ სიცოცხლეს ერთმანეთს,განახლებულ სიცოცხლეს.
ენერგია საერთოდ არ იკარგება,პირიქით,მეტი ენერგია მიღებულია,იმიტომ რომ საპირისპირო სქესთან კონტაქტი აღაგზნებს თქვენს ყოველ უჯრედს.
და თუ თქვენ შეგიძლიათ შერწყმა ამ აღგზნებასთან,მისი მწვერვალამდე არ მიყვანით,თუ თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ დასაწყისში; არ ხდებით გადახურებულნი,უბრალოდ რჩებით თბილები,მაშინ ეს ორი სითბო ხვდება და თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ აქტი დიდ ხანს.
არის ორი სახის კულმინაცია,ორი სახის ორგაზმი.
ერთი სახის ორგაზმი ცნობილია. თქვენ აღწევთ აღგზნების მწვერვალს,და თქვენ აღარ შეგიძლიათ შორს წასვლა,დგება დასასრული.
ტანტრა ორიენტირებულია სხვა სახის ორგაზმზე.
თუ ჩვენ ვუწოდებთ მწვერვალს პირველი სახის ორგაზმს,მაშინ ტანტრისეულ ორგაზმს შეიძლება ეწოდოს ველის ორგაზმი. ამასთან ერთად თქვენ მიდიხართ არა აღგზნების მწვერვალამდე,არამედ ურღმესი ველის მოდუნებამდე.
ორივე შემთხვევაში აღგზნება უნდა იყოს გამოყენებული დასაწყისში. აი რატომ ვამბობ,რომ დასაწყისში ორივე – ერთი და იგივეა,მაგრამ ბოლომდე ისინი აბსოლუტურად განსხვავდებიან.
პირველი ტიპისათვის აღგზნება უნდა იყოს ინტენსიური – უფრო და უფრო ინტენსიური.
თქვენ უნდა იზრდებოდეთ მასში,თქვენ უნდა დაეხმაროთ მას გაიზარდოს მწვერვალისაკენ.
მეორე ტიპისათვის აღგზნება – მხოლოდ დასაწყისია. ამ მომენტში,როდესაც კაცმა უკვე შეაღწია,შეყვარებულს შეუძლია მოდუნება. სასიყვარულო ალერსში.
თუ კაცი,ან ქალი იგრძნობს რომ ერექცია შეიძლება დაიკარგოს,მხოლოდ მაშინ სრულდება მცირე მოძრაობა და აღგზნება აღსდგება,მაგრამ შემდეგ კვლავ მოდუნებაა.
შეგიძლიათ გააგრძელოთ ეს ღრმა ალერსი საათობით,ეაკულაციის გარეშე და შემდეგ ორივეს შეუძლიათ ერთად ჩაიძინონ ღრმა ძილში.
ეს – ეს – ველის ორგაზმია.
ორივე მოდუნებულია და ისინი ერთმანეთს ხვდებიან როგორც ორი მოდუნებული ყოფიერება.
ჩვეულებრივი სექსუალური ორგაზმი გამოიყურება როგორც სიგიჟე,ტანტრისტული ორგაზმი ეს ღრმა,მოდუნებული მედიტაციაა.
თქვენ შეგიძლიათ მიეცეთ ამას იმდენ ხანს,რამდენსაც ისურვებდით,იმიტომ რომ ენერგია არ იკარგება.პირიქით გროვდება.
უბრალოდ საპირისპირო პოლუსთან შეხვედრის წყალობით ენერგია განახლდება.
ტანტრისტული სასიყვარულო აქტი შეიძლება შეასრულოთ იმდენჯერ,რამდენჯერაც თქვენ ისურვებთ. ჩვეულებრივი სექსუალური აქტი არ შეგიძლიათ მოახდინოთ იმდენჯერ,რამდენჯერაც თქვენ გსურთ. იმიტომ რომ კარგავთ მასში ენერგიას და თქვენი სხეული უნდა ელოდოს,სანამ იგი აღსდგება.
როდესაც მას აღადგენთ,თქვენ მას კვლავ დაკარგავთ.
როდესაც მე ვამბობ “სქესობრივი აქტი”, ეს გამოიყურება ისე,თითქოს თქვენთვის აუცილებელია ძალისხმევის გაკეთება.
ეს ასე არ არის!
უბრალოდ დაიწყეთ თამაში შეყვარებულთან,ანდა საყვარელთან,უბრალოდ გააგრძელეთ თამაში. იგრძენით ერთმანეთი,იყავით აღქმადნი ერთმანეთის მიმართ,როგორც მოთამაშე პატარა ბავშვები ან მოთამაშე ძაღლები – მოთამაშე ცხოველები.
უბრალოდ გააგრძელეთ თამაში და საერთოდ არ იფიქროთ სქესობრივ აქტზე. ეს შეიძლება მოხდეს და შეიძლება არც კი მოხდეს.
თუ ეს მოხდა როგორც თამაში,მაშინ ეს მიგიყვანთ ველამდე უფრო ადვილად; თუ ფიქრობთ ამაზე მაშინ უკვე წინ უსწრებთ საკუთარ თავს,თქვენ თამაშობთ შეყვარებულთან,მაგრამ ფიქრობთ სქესობრივ აქტზე,მაშინ თამაში ყალბია. თქვენ აქ არა ხართ,თქვენი გონება მომავალშია,ეს გონება კი ყოველთვის მომავალში მოძრაობს.
უბრალოდ ითამაშეთ და დაივიწყეთ ყოველგვარი სქესობრივი აქტი. ის მოხდება,მიეცით ნება მას მოხდეს. მაშინ ადვილი იქნება მოდუნება და როდესაც ის მოხდება,უბრალოდ მოდუნდით.
იყავით ერთმანეთში და იგრძენით თავი ბედნიერად.
სქესობრივ აქტში ორი ნაწილია – დასაწყისი და დასასრული.
დარჩით დასაწყისში.
დასაწყისი ნაწილი უფრო მეტად მოდუნებულია,თბილია. მაგრამ არ იჩქაროთ დასასრულისაკენ მოძრაობა. სრულიად დაივიწყეთ დასასრული.
როგორ შეიძლება დასაწყისში დარჩენა? საჭიროა ბევრი რამის დამახსოვრება. პირველ რიგში,არ მიიღოთ სქესობრივი აქტი სადღაც წასვლის საშუალებად. არ ეძებოთ მასში მიზანი,ის დასრულებულია თავის თავში. მასში არ არის დასასრული. ეს არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მიზნის მიღწევისათვის.
მეორე რიგში, არ იფიქროთ მომავალზე, დარჩით აწმყოში. თუ არ შეგიძლიათ დარჩენა აწმყოში,სქესობრივი აქტის დასაწყის სტადიაში,მაშინ არასოდეს არ შეგიძლიათ დარჩეთ აწმყოში: იმიტომ რომ თვით ბუნება ამ აქტისა ასეთია,რომ გაგდებთ აწმყოში.
დარჩით აწმყოში.
დარჩით ამ მომენტში: აქ და ახლა და განზავდით.

აქტის დროს დახუჭეთ თვალები.
იგრძენით სხვისი სხეული,იგრძენით როგორ მოედინება თქვენსკენ სხვისი ენერგია და შეუერთდით მას. ეს მოვა.
უბრალოდა გააგრძელეთ მოდუნება,მოდუნება,მოდუნება, და თუ იქ არ არის ეაკულაცია, ნუ განიცდით,რომ რაღაც მოხდა არასწორად.
არაფერია არასწორი! ნუ განიცდით რომ ხელიდან გაუშვით რაღაც,თქვენ არაფერი არ გაგიშვიათ ხელიდან.
მანამდე სანამ მოხვდებით ველში,იგრძნობთ,რომ ხელიდან გაუშვით რაღაც,მაგრამ ეს უბრალოდ ძველი ჩვევაა. დროთა განმავლობაში,ერთი თვის,ან სამი კვირის შემდეგ,ველი დაიწყებს გამოჩენას, და როდესაც გამოჩნდება ველი,დაივიწყებთ თქვენი მწვერვალების შესახებ.
არ არის მწვერვალი ამაზე ძვირფასი.
მაგრამ თქვენ გჭირდებათ მოცდა და არა ამის დაძალება. არ უნდა მართოთ ის.
უბრალოდ მოდუნდით.

როდესაც ასეთი ღრმა ჩახუტების დროს,ასეთი ღრმა ურთიერთობისას,შეყვარებულთა შორის თქვენი გრძნობები ირხევიან როგორც ფოთლები – შემოუშვით ეს რხევა.
ჩვენ შეიძლება შეგვეშინდეს კიდეც: სასიყვარულო აქტის დროს,თქვენ არ აძლევთ თქვენს სხეულებს ძალზედ ბევრი მოძრაობის ნებას,იმიტომ რომ,თუ სხეულიდან ნებას აძლევ ძლიერად იმოძრაოს,სქესობრივი აქტი ვრცელდება მთელს სხეულზე.
თქვენ შეგიძლიათ ამის წარმართვა,როდესაც ეს ლოკალიზირებულია სექსუალურ ცენტრში, მაშინ გონებას შეუძლია აკონტროლოს.
როდესაც ეს ვრცელდება მთელს სხეულზე თქვენ არ შეგიძლიათ მისი კონტროლი. შეგიძლიათ დაიწყოთ რხევა, შეგიძლიათ დაიწყოთ ყვირილი და თქვენ ვერ შეძლებთ მართოთ თქვენი სხეული,რადგან იგი გამოვიდა კონტროლიდან.
ქრის დიადი ქარი; და ხეები ირხევიან. ფესვებიც კი ირხევიან, ყოველი ფოთოლი ირხევა. იყავით უბრალოდ როგორც ხე. ქრის დიადი ქარი და სექსი კი დიადი ქარია – დიადი ენერგია მოჩქეფს თქვენში.
შეირხენით! ათრთოლდით!
ცეკვის ნება დართეთ თქვენი სხეულის ყოველ უჯრედს.

შეყვარებულიც ცეკვავს,ყოველი უჯრედით ვიბრირებს.
მხოლოდ მაშინ თქვენ ორივეს შეგიძლიათ შეხვდეთ; და ეს შეხვედრა არ არის მენთალური. ეს არის თქვენი ბიოენერგიების შეხვედრა.
შემოუშვით ეს ვიბრაცია და ნუ დარჩებით გვერდზე, ნუ იქნებით მაყურებელი, იმიტომ რომ გონება არ არის მაყურებელი.
ნუ დადგებით გვერდზე! იყავით ვიბრაცია,გახდით ვიბრაცია! დაივიწყეთ ყველაფერი და გახდით ვიბრაცია.
არა ის რომ თქვენი სხეული ვიბრირებს: ეს თქვენ ხართ,მთელი თქვენი ასრება ვიბრირებს. თქვენ ხდებით თვით ვიბრაცია.
მაშინ არ არის ორი სხეული,ორი გონება.
დასაწყისი არის ორი ვიბრირებადი ენერგია,ბოლოში კი უბრალოდ წრე – არა ორი.
უბრალოდ იმოძრავეთ სქესობრივ აქტში, იმოძრავეთ მასში ტოტალურად,არაფერი არ დატოვოთ გარეთ.
გახდით მთლიანად არა მოფიქრალნი.
მხოლოდ მაშინ ხდება გაცნობიერება იმისა,რომ თქვენ ხდებით ერთიანი რაღაცასთან.ეს გრძნობა ერთიანობისა შეიძლება იყოს დამოკიდებული პარტნიორისაგან, და ის შეიძლება იყოს გამოყენებული მთელს სამყაროსთან შეერთებისათვის.
თქვენ შეიძლება შეხვიდეთ სექსუალურ კონტაქტში ხესთან,მთვარესთან,რასთანაც გნებავთ.
ერთხელაც თქვენ შეიცნობთ,როგორ შექმნათ ეს წრედი, და ის შეიძლება იყოს შექმნილი რასთანაც გნებავთ და არაფრის გარეშეც კი.

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ეს წრე თქვენს შიგნით. იმიტომ რომ ყოველი მამაკაცი არის ერთდროულად კაცი და ქალი და ყოველი ქალი – ქალი და კაცი.
თქვენ ხართ ორივე,იმიტომ რომ თქვენ შექმნილი ხართ ორივესგან.
თქვენ იყავით შექმნილი კაცისაგან და ქალისაგან და ერთი თქვენი ნახევარი ეკუთვნის საპირისპირო სქესს. შეგიძლიათ სრულიად დაივიწყოთ ყველაფერი და წრე შეიძლება იყოს შექმნილი თქვენს შიგნით. იმ მომენტში,როდესაც წრე შექმნილია თქვენს შიგნით (თქვენი მამაკაცი ხვდება თქვენს ქალს,შინაგანი ქალი კი შინაგან კაცს), თქვენ ხართ ჩახუტებული საკუთარ თავთან.
მხოლოდ როდესაც ეს წრე შექმნილია,მიღწეულია ჭეშმარიტი ცელიბატი.
როდესაც ეს წრე შექმნილია შიგნით,თქვენ გახდით თავისუფალი.
როდესაც თქვენ ბრუნდებით ტანტრისტული სქესობრივი აქტიდან,თქვენ ამაღლდით და არა დაეცით.
თქვენ თავს გრძნობთ ენერგიით სავსე,უფრო მეტად ცოცხლად,გაბრწყინებულად.
და ეს ექსტაზი გრძელდება საათობით,დღეებითაც კი. ეს დამოკიდებულია მასზე თუ,როგორ ღრმად იყავით მასში.
ერთი განცდა ტანტრისეული სექსისა – და რამდენიმე დღე იგრძნობთ თავს დასვენებულად: თავისუფალნი, არა გამძვინვარებულნი,არა გაზიღიანებულნი,არა დაბეჩავებულნი.

ტანტრა ამბობს,რომ თუ თქვენ მოძრაობთ მედიტაციაში,სექსი მთლიანად ქრება: ის შეიძლება გაქრეს მთლიანად.
მთელი ენერგია შთაინთქმება უმაღლესი ცენტრებით,თქვენს სხეულს კი ბევრი ცენტრები აქვს.
სექსი – ეს უმდაბლესი ცენტრია და ადამიანი არსებობს უმდაბლეს ცენტრზე. რაც უფრო მეტი ენერგია მოძრაობს მაღლა,მით უფრო მეტი უმაღლესი ცენტრები იწყებენ გაფურჩქვნას.
როდესაც იგივე ენერგია მოდის გულში,ის ხდება სიყვარული.
როდესაც იგივე ენერგია მოდის უფრო მაღლა,იწყებენ გაფურჩქვნას ახალი სივცეები და ახალი განცდები.
და როდესაც იგივე ენერგია უმარლეს წერტილშია,თქვენი სხეულის უმაღლეს მწვერვალზე,იგი აღწევს მას,რასაც ტანტრა ეწოდება სახასრარას – უკანასკნელი ჩაკრა თავზე.
სექსუალური ჩაკრა – უმდაბლესია, სახასრარა კი – უმაღელსი, და მათ შორის მოძრაობს სექსუალური ენერგია. ის შეიძლება იყოს რეალიზებული სექსუალური ცენტრის საშუალებით.
როდესაც ის რეალიზებულია სექსუალური ცენტრის საშუალებით,თქვენ ხდებით მიზეზი კიდევ ვიღაცის წამოშობისა. როდესაც იგივე ენერგია რეალიზებულია სახასრარას საშუალებით, თავიდან კოსმოსში,თქვენ აძლევთ ახალ დაბადებას საკუთარ თავს.
ესეც წარმოშობაა,მაგრამ არა ბიოლოგიური. ეს სულიერი წარმოშობაა. მაშინ თქვენ აღორძინდებით. ინდოეთში ჩვენ ჩვეულებრივ ვეძახით ასეთ ადამიანს “ახალშობილს”.
ახლა მან თვითონ მისცა საკუთარ თავს ხელახალი დაბადება.
ტანტრა არ ასწავლის სექსუალურობას.იგი უბრალოდ ამბობს,რომ სექსი შეიძლება იყოს ნეტარების სათავე.
იმ მომენტში,როდესაც შეიცნობთ ამ ნეტარებას,შეგიძლიათ წახვიდეთ იმის იქით,იმიტომ რომ დაფუძნებული ხართ რეალობაზე.
არ არის საჭირო დარჩე სექსში სამარადისოდ,მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ სექსი როგორც ტრამპლინი. ეს არის ის,რისთვისაც ტანტრაა განკუთვნილი: თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სექსი,როგორც ტრამპლინი.
თუ ერთხელ მაინც შეიცნობთ სექსის ექსტაზს,შეგიძლიათ გაიგოთ,რაზე ლაპარაკობენ მისტიკოსები – უღრმესი ორგაზმი,კოსმიური ორგაზმი.
ბევრი წიგნია დაწერილი ტანტრაზე,ყველა ისინი ლაპარაკობენ ტექნიკაზე.
მაგრამ ნამდვილ ტანტრს არაფერი აქვს საერთო ტექნიკასთან.
ნამდვილი ტანტრა არ შეიძლება აღწერილი იყოს,ნამდვილი ტანტრა უნდა შეითვისო.
მთელი კაცობირობა დღემდე ატანილია სექსით; და ეს რჩება იგივე სახით,მანამ ჩვენ არ შევცვლით მთელი ცხოვრების სტილს.
აქამდე ცხოვრების სტილი იყო ჩახშობილი – განცხრომა,განცხრომა – ჩახშობა და ჩვენ ვაგრძელებდით ამ ორ მდგომარეობათა შორის მოძრაობას.
ჩვენ გვჭირდება გაჩერება ზუსტად შუაში.
გიცდიათ კი თქვენ როდისმე საათის ქანქარის გაჩერება ზუსტად შუაში?
რა ხდება?
საათი ჩერდება,დრო ჩერდება. ეს არის ჩემი ძალისხმევა. მე არ მინდა,რომ თქვენ უბიძგოთ, და მე არ მინდა,რომ თქვენ ჩაახშოთ... მე მინდა,რომ თქვენ აწონასწორებდეთ ზუსტად შუაში.
ზუსტად შუაში შესაძლებელია საზღვრებს მიღმა გასვლა.

არ არის აუცილებელი გამოვიყენოთ სექსი მხოლოდ წარმოშობისათვის.
სექსი გამოიყენება ნებისმიერ შემოქმედებაში. აი რატომ შეეძლოთ დიდ პოემებსა და მხატვრებს არ ეგრძნოთ სექსის ასეთი აუცილებლობა. მაგრამ მიზეზი უბრალოდ იმაშია,რომ ის ქმნის რაღაც უფრო დიდს,მისი სურვილი დაკმაყოფილებულია.
ბუდა არ არის მხატვარი,არ არის მუსიკოსი,პოეტი,მაგრამ ის გავიდა სექსის საზღვრებს მიღმა. რა დაემართა მას?
უდიადესი შემოქმედება – ეს არის საკუთარი თავის შექმნა. უმაღლესი შემოქმედება არის შექმნა შიგნით მთლიანი ველი ცნობიერებისა,შექმნა შინაგანი მთლიანი ერთიანობა. ეს მწვერვალია,ჰიმალაების მწვერვალი.
ბუდა ამ მწვერვალზეა: მან შექმნა საკუთარი Yთავი.

სამი ძირითადი ელემენტის საშუალებით სექსში თქვენ მიდიხართ ნეტარების მომენტამდე.
აი ისინი: პირველად უდროობა – თქვენ მთლიანად გახვალთ დროის მიღმა. დრო არ არის. თქვენ გავიწყდებათ დრო მთლიანად,დრო შეწყდება თქვენთვის. დრო არ გამქრალა საერთოდ, ის გაქრა თქვენთვის: თქვენ ხართ უდროობაში.
მეორედ, სექსში თქვენ პირველად კარგავთ საკუთარ თავს: ხდებით ეგოს მოკლებულნი. არა ხართ არც თქვენ და არც სხვა არის.თქვენ თქვენს შეყვარებულთან ერთად დაკარგულნი ხართ რაღაცაში კიდევ.
და მესამედ, სექსში თქვენ პირველად ხართ ბუნებრივები. თქვენ ბუნების ნაწილი ხართ – ნაწილი ხეების,ნაწილი ცხოველების,ნაწილი ვარსკვლავების – ნაწილი! თქვენ ჩაძირულნი ხართ რაღაც დიადში, კოსმოსში, დაოში.
თქვენ ცურვაც კი არ შეგიძლიათ ამაში,თქვენ არა ხართ,თქვენ უბრალოდ მიედინებით – ნაკადს მიყოლებულნი.
ეს სამი მოვლენა გაძლევთ თქვენ ექსტაზს.

სექსი – ეს უბრალოდ სიტუაციაა,რომელშიც ეს ხდება ბუნებრივად.
ერთხელაც შეიცნობთ და ერთხელაც შესძლებთ იგრძნოთ ეს ელემენტები,თქვენ შეძლებთ შექმნათ ეს ელემენტები სექსისგან დამოუკიდებლად.
მთელი მედიტაცია – ეს, არსით განცდაა სექსისა სექსის გარეშე.
მაგრამ თქვენ მოგიწევთ გავლა მისი საშუალებით. ეს უნდა გახდეს თქვენი გამოცდილების ნაწილი: ეს არ უნდა დარჩეს უბრალოდ კონცეფცისს,იდეის,აზრების დონეზე.

თქვენი სექსუალური ენერგია საკვებია თქვენი სამადჰის.
სწორედ სექსის ნიადაგზე ყვავდება სამადჰის ლოტოსი. ნურასოდეს ნუ ჩაახშობთ მას.
ნურასოდეს ნუ ეწინააღმდეგებით: უკეთესია ღრმად შეხვიდეთ მასში დიადი სიცხადით და დიადი სიყვარულით.
იარეთ როგორც მკვლევარმა. ეძიეთ ყველა კუთხე-კუნჭული თქვენი სექსუალურობის და თქვენ იქნებით გაოგნებული,გამდიდრებული და მიიღებთ სარგებლობას.
საკუთარი სექსუალურობის შესწავლით,ერთხელაც წააწყდებით საკუთარ სულიერებას. მაშინ თქვენ გახდებით თავისუფალნი.
მომავალში იქნება აბსოლუტურად სხვა ხედვა სექსისა.
იგი გახდება უფრო მხიარული. უფრო მეგობრული,უფრო დაკმაყოფილებული,უფრო თამაში ვიდრე სერიოზული საქმე,როგორც ეს წარსულში იყო.

სექსი – ეს მხოლოდ დასაწყისია და არა დასასრული.
მაგრამ თუ თქვენ გაუშვებთ დასაწყისს,თქვენ ასევე დაკარგავთ დასასრულსაც.


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 29 2011, 05:22 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასტროლგიაც ძალიან ღრმად განიხილავს სექსს და გვირჩევს, მაქსიმალურად შესაფერისი აპრტნიორის მოძიებას.. smile.gif არის სექსუალური ჰოროსკოპები ცალკე.. წაიკითხეთ და გადაამოწმეთ, ძირითადად ემთხვევახოლმე smile.gif)))))))


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 29 2011, 05:24 PM
Post #7


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აურა და სექსი

ჰარმონიული და სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება მოქმედებს ადამიანის გონებაზე, ემოციებზე, ფიზიოლოგიასა და მის ბიოენერგეტიკაზე. სექსი მართავს არა მარტო სურვილებს და მოაქვს აზრობრივი სიამოვნება, არამედ ადამიანში აღებს ახალ ფიზიკურ და სულიერ შესაძლებლობებს. სექსი ეს არის დაძაბულობის, სტერსების მოხსნის და რელაქსაციის საუკეთესო საშუალება. გზა რომელიც ბადებს ღრმა კმაყოფილების გრძნობებს და ზოგად კეთილდღეობას. ამ დროს პარტნიორები, სულიერ და ფიზიკურ სიახლოვისგან იღებენ მამხნევებელ მუხტებსა და ძალას. სექსი როგორც მგრძნობელობის და სიამოვნების გამოხატულების ერთ-ერთი უმაღლესი ბუნებრივი საშუალება - ამშვიდებს გონებას, ამაღლებს სულს და აღადგენს ადამიანის ბუნებრივ ენერგიას.
ჰარმონიული სექსი - ეს გზაა, ადამიანის სულიერი და ფიზიკური დახელოვნების. ის წარმოადგენს ცხოვრებისეულ წარმატებების ხელშემწყობ საშუალებას.
დაუკმაყოფილებული სექსი - ეს არის თქვენი ენერგიის მთავარი დამანგრევებელი. ხოლო ენერგიის დაკარგვა ასუსტებს თქვენს აურას. სექსუალური განურჩეველი აქტიურობა მრავალ პარტნიორებთან უფრო მეტად ანაწევრებს და ფრაგმეტებათ შლის თქვენ აურას. რაც უფრო მეტად ფრაგმენტირებულია აურა, მით უფრო ადამიანებს ეკარგებათ სურვილი (ან ფიზიკური შესაძლებლობა) სექსუალური დამოკიდებულებების. მამაკაცთა უმრავლესობა და ქალთა გარკვეული კატეგორიები (მეძავეები) არ ან/და ვერ ითვალისწინებენ, რა ამ გარემოებას ისინი ადვილად შედიან ერთმანეთთან გარიგებაში, სექსუალური აქტის ფიზიკურ კომერციალიზაციაზე. მისი ფსიქო-ფიზიოლოგიური ასპექტების გამორიცხვით. ასე რომ მამაკაცთა დიდი ნაწილი და ქალთა ეს კატეგორია შექმნილი არიან ერთი მეორისათვის. მაგრამ ამ კატეგორიებიდან ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ნახულობს ამ ფორმის სექსუალური აქტის დამაკმაყოფილებელ სიამოვნებას. უმრავლეს შემთხვევაში ამ ტიპის სექსუალური აქტი საწინდარია დაუკმაყოფილებელი სექსის. რაც შესაბამისად არც, თუ ისე იშვიათად წარმოადგენს მათი ფიზიოლოგიური ფუნქციების მოშლის და სექსის მიმართ მოთხოვნილებების შენელების მიზეზს. საბოლოო ჯამში ორგანიზმში წარმოქმნის შეუქცევად უარყოფით პროცესებს.

სექს თერაპია სექსი შეიძლება გახდეს თერაპიად თუ, საყვარელი მამაკაცი, უმფროსია შეყვარებულ მანდილოსანზე 7 წლით. ეს იდეალური წყვილია. მაგალითად წყვილთა ასაკია 21 – 28 წელი. თუ წყვილის ბიოენერგეტიკული პორტრეტი ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ სექსი იძენს თერაპიულ და გამაახალგაზრდავებელ თვისებებს. ანუ ქალი და მამაკაცი ხდებიან ერთიანი მთლიანის ნაწილები. ”ინისა” და”იანის” ჰარმონია. ეს ზეციური სიყვარულია. ამ დროს შეყვარებულთა აურა იღებს ნაზ ვარდისფერ ფერს. წყვილი გარდაისახება რა, ერთიან მთლიანში, ისინი ირთვებიან კოსმოსურ ეგრეგორში. მათი აურები იწყებენ ნათებას. ამ ნათებას ხედავენ მაღალი ექსტასენსორული მგრძნობელობით დაჯილდოებული ადამიანები და არა ისე იშვიათად ჩვეულებრივნიც. ამიტომაც აურათა შერწყმა ჯამრთელი სექსუალური ურთიერთობებისას იწვევს თერაპიულ ეფექტს. სხვა ყველა შემთხვევაში და განსაკუთრებით შემთხვევითი შეხვედრებისას, მამაკაცები და ქალები არა თუ, კარგავენ ენერგიას, არამედ იძენენ დაავადებებსაც. არსებობენ სექსუალური ვამპირები - ეს რეალური ფაქტებია. თუ, სქესობრივი აქტის შემდგომ თქვენ იგრძენით თავი შეუძლოთ, დაღლილად და გაგიქრათ განწყობილება, გაითვალისწინეთ რომ, თქვენ ინტიმი დაამყარეთ ენერგეტიკულ ვამპირთან. ამის გარდა შემთხვევითი სექსუალური კავშირები საშიშია იმითაც რომ, ”არა სუფთა” სექსუალური კავშირები ანაგვიანებენ სიყვარულის კარმას. ამცირებენ სიცოცხლის უნარიანობასა და თან მას მოსდევს ახალი დაავადებები და პრობლემები.
იყავით ფრთხილად ! შემთხვევით სექსუალურ კავშირებს მოყვება არა მარტო შიდსი და ვენერული დაავადებები, არამედ უცნობი ეტიოლოგიის მქონე დაავადებებიც. ამ შემთხვევებში ოფიციალური მედიცინის საუკეთესო ექიმებიც კი უძლურები არიან დასვან დიაგნოზი. ეს ეგრეთწოდებული ნატიფი (თხელი) სხეულის დაავადებებია.
ტიბეტური მედიცინის მიხედვით ნებისმიერი დაავადებები, მათ შორის ონკო და იმუნური (შიდსი) დაავადებები ფორმირდება ნატიფ სხეულში დაახლოებით 2 წლით ადრე სანამ ფიზიკურ სხეულში გამოჩნდება მისი ძირითადი სიმპტომები.
ადამიანში სექსუალურ გრძნობებს განაგებს - ჩაკრათა ერთიანი ბალანსირებული მუშაობა. ხოლო ამ გრძნობის განვითარების და გაღვივებისთვის პასუხისმგებელია ეგრეთ წოდებული ჭიპის ჩაკრა (სვადჰისტანა). ეს ჩაკრა ითვლება ადამიანის ჰორმონალური სისტემის მარეგულირებელ ენერგეტიკულ ცენტრად. ფერთა პალიტრის მიხედვით ეს ენერგია არის ვარდისფერი და ქალის ორგანიზმში წარმოადგენს სექსუალურ ფუძემდებელს. ის ქალში დაკავშირებულია საშვილოსნოსთან და კვერცხუჯრედთან. ხოლო მამაკაცის ორგანიზმში წარმოდგენილია ვირტუალურად. ამიტომაც, სწორედ ქალი წარმოადგენს მამაკაცისთვის სიცოცხლის ენერგიის წყაროს და ძირითად მამოძრავებელ მოტივს. შეიძლება ითქვას რომ, ქალი არის მამაკაცის ცხოვრების აზრი, ხოლო მამაკაცი ქალისთვის საყრდენი წერტილი. ამ უბრალო პოსტულატიდან ჩანს, რომ ნორმალური სრულფასოვანი ჰარმონიზირებული ცხოვრებისათვის ქალის უმამაკაცოდ და მამაკაცის უქალოდ ცხოვრება შეუძლებელია
სექსუალური ჩაკრა სვადჰისტანა - წარმოადგენს გაუფილტრავ სექსუალურ ემოციებს და მასთან დაკავშირებულ შემოქმედებითი თვისებების საწყის ენერგეტიკულ ცენტრს. მისი ენერგია გამომდინარეობს ძირითადი ჩაკრიდან (მულადჰარა) და ერწყმის მას. როდესაც ძირითადი ჩაკრა გაწონასწორებულია, სტაბილური და მდგრადია ის უქმნის გამამტკიცებელ ფონს სექსუალურ ჩაკრას. ხოლო ძირითადი ჩაკრის დისბალანსის შემთხვევაში სექსუალურ ჩაკრაში წარმოიქმნება გარკვეული დარღვევები, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ფსიქო-ნერვულ დონეზე აისახებიან როგორც, მამაკაცის იმპოტენციის და ქალის ფრიგიდულობის პირველადი ნიშნები. ყველაფერი ეს კი, ბიოენერგეტიკულ დონეზე იწვევს ადამიანის აურის გარკვეული კონფიგურაციის დარღვევას და მის სუბსტანციის შესუსტებას.
პრობლემები და დაავადებები რომლებიც წარმოიქმნებიან ჩაკრის დისბალანსური მუშაობის დროს - კუნთების სპაზმები, ალერგია, ფიზიკური სისუტე, სექსუალური გაუწონასწორებულობა, ლიბიდოს უქონლობა, უნაყოფობა, შეფერხებები და დათრგუნული განწყობილება, ყაბზობა, შემოქმედებითი საწყისების უქონლობა.

smile.gif

თუმცა მშვენიერ სლოგანსაც მოვაყოლებდი "საქმე ლაპარაკის ნაცვლად! " smile.gif))))))


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Dec 29 2011, 06:19 PM
Post #8


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოშო არადროს მაინტერესებდა რაღას უაზრობა ვიფიქრე ( წიგნების კითხვაში ზარმაცი ვარ ) . ანა შენ მალადეს clap2.gif


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 29 2011, 07:53 PM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
თქვენი სექსუალური ენერგია საკვებია თქვენი სამადჰის.
სწორედ სექსის ნიადაგზე ყვავდება სამადჰის ლოტოსი. ნურასოდეს ნუ ჩაახშობთ მას.
ნურასოდეს ნუ ეწინააღმდეგებით: უკეთესია ღრმად შეხვიდეთ მასში დიადი სიცხადით და დიადი სიყვარულით.
იარეთ როგორც მკვლევარმა. ეძიეთ ყველა კუთხე-კუნჭული თქვენი სექსუალურობის და თქვენ იქნებით გაოგნებული,გამდიდრებული და მიიღებთ სარგებლობას.
საკუთარი სექსუალურობის შესწავლით,ერთხელაც წააწყდებით საკუთარ სულიერებას. მაშინ თქვენ გახდებით თავისუფალნი.
მომავალში იქნება აბსოლუტურად სხვა ხედვა სექსისა.
იგი გახდება უფრო მხიარული. უფრო მეგობრული,უფრო დაკმაყოფილებული,უფრო თამაში ვიდრე სერიოზული საქმე,როგორც ეს წარსულში იყო.


vano kazbegi

ერთხელ წასაკითხად ღირს ოშო მერწმუნე smile.gif))))))


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Dec 29 2011, 08:32 PM
Post #10


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(vano kazbegi @ Dec 29 2011, 06:19 PM) *
ოშო არადროს მაინტერესებდა რაღას უაზრობა ვიფიქრე ( წიგნების კითხვაში ზარმაცი ვარ ) . ანა შენ მალადეს clap2.gif



წავიკითხე და მეც უაზრობად მეჩვენა, რავიცი
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Dec 29 2011, 08:32 PM
Post #11


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანა
აურა და სექსზე რაც დაწერე საინტერესო იყო
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Dec 29 2011, 08:33 PM
Post #12


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 29 2011, 11:49 PM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"კამასუტრაზე" ხმას არ ამოვიღებ და სიტყვას დავუთმობდი.. როგორ ვთქვა, ამ ფორუმის ძირძველ ბრძენ წარმოამდგენლებს smile.gif)) უხერხულია ამდენი ვილაპარაკო smile.gif


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
sky
post Dec 30 2011, 12:03 AM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 616
Joined: 25-August 08
Member No.: 5,014

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Монашка исповедуется пеpед БАТЮШКОЙ.
Она:
- Батюшка меня изнасиловали.
Он:
- Каким обpазом?
Она:
- Да не обpазом, а пpедметом похожим на свечку.

აეც ისე offtopic2.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Galahad
post Dec 30 2011, 12:06 AM
Post #15


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 76
Joined: 28-December 11
From: საქართველო, თბილისი
Member No.: 6,670

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქ რა გაკვეთილები დადებულა. jawdrop.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Dec 30 2011, 08:47 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




მაგარია ტანტრული ლოცვაები მარა ძაან მარტივია ჩვეულებრივ ხახუნში არევა .......


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Jan 3 2012, 07:34 PM
Post #17


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გავაგრძელო? laugh.gif


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Galahad
post Jan 3 2012, 08:01 PM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 76
Joined: 28-December 11
From: საქართველო, თბილისი
Member No.: 6,670

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანა
QUOTE(ანა @ 3rd January 2012 - 07:34 PM) *
გავაგრძელო?


კი, მეტად შემეცნებითი საუბრებია. rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Jan 3 2012, 08:32 PM
Post #19


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მრცხვენია, კარგით რა.. მარტო მე რატო უნდა ვილაპარაკო sad.gif მოაზროვნე გამოცდილი ხალხი პოსტავს აქ, უბრალოდ პახაბნობაში არ გადავიდეს თორემ კვებაზე ბევრით არანაკლები თემაა, მე რომ მკითხო ცალკე განყოფილება უნდა საერთოდ სექსზე.. სერიოზულად smile.gif


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 3 2012, 09:30 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო თემაა...
ეზოთერული თვალსაზრისით სექსზე დიდი ინფორმაცია არ მაქვს...რა ვთქვა . ჩემთვის სექსი სიყვარულით (ან ვტქვატ ემოციით) არის აღმაფრენა, უემოციოდ ზიზღნარევი კმაყოფილების შეგრძნება
მე უფრო რეკომენდაციები მაინტერესებს ეზოტერული თვალსაზრისით. მაგალითად იქნებ მთვარის რომელიმე ციკლშია განსაკუთრებული, იქნებ რამე რიტუალური დღეები არსებობს ან რამე ენერგეტიკული ციკლები და ა.შ.
თუ რამე ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით დაწერეთ...


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

12 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:51 PM