ტრანსფორმაცია |
ტრანსფორმაცია |
Jan 18 2024, 08:54 AM
Post
#41
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jan 18 2024, 07:13 PM
Post
#42
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვერ ვინარჩუნებ წონასწორობას გარე სამყაროსთან და ჩემს თავთან Sukkuna ცხოვრებაც ესაა , ამ უხილავ, უწვრილეს ბეწვის ხიდზე წონასწორობის შენარჩუნებაა... ათასი მიზეზი გამომიგორა ცხოვრებამ, რომ არ ჩავხტე, ყველა დროსი ახალ, ახალი მიზეზებია დაიკიდე და წონასწორობაც თავისით გასწორდება -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jan 18 2024, 07:54 PM
Post
#43
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეგობრებო 2024 წლის 21 იანვარს პლუტონი საბოლოოდ გადადის თხის რქიდან მერწყულის ნიშანში და იქ დარჩება 2044 წლამდე
პლანეტა პუტონი არის დიდი ტრანსფორმაციის, ნგრევის და აღორძინების სიმბოლო გველოდება დიდი ტრანსფორმაცია, ცვლილებები ფიზიკურ პლანზე და ცნობიერების მხრივ. მერწყულიც ხომ სიახლეებს და ახალ ცნობიერებას გამოხატავს მოემზადეთ -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jan 19 2024, 10:41 AM
Post
#44
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
მაგარია!!! მიყვარს ცვლილებები!!! |
|
|
Jan 19 2024, 01:58 PM
Post
#45
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცხოვრებაც ესაა , ამ უხილავ, უწვრილეს ბეწვის ხიდზე წონასწორობის შენარჩუნებაა... კარგად არის ნათქვამი old_man საინტერესოა როგორ გამოვლინდება მისი გადასვლა ახალ ნიშანში ) სხვა პლანეტების გადასვლას მიჩვეულები ვართ მაინც -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Feb 11 2024, 08:06 AM
Post
#46
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა , როგორ ხართ? ❤️❤️ დიდიხანია არაფერი დამიწერია ბევრი რაღაც მოხდა … რამდენიმე დღისწინ გავიაზრე ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა და ინტუიციურად დავიწყე ძებნა გზებისა თუ ჩემივე გონების ტყვეობისგან როგორ განვთავისუფლებულიყავი . საბოლოოდ ჩემს შიგნით და გარეთ ყველაფერზე ნების მიცემით შევძელი , რომ ამომესუნთქა . იმის გაცნობიერებით ,რომ არვარ ჩემი გონება ძალიან დიდი შვება ვიგრძენი და გზაც გამოჩნდა ამ ჭაობიდან გამოსასვლელი. მინდოდა აქ დამეწერა ეს ყველაფერი ❤️ თქვენ როგორ გრძნობთ თავს ??
|
|
|
Feb 11 2024, 09:33 AM
Post
#47
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna
გამარჯობა, მიხარია რომ გზებს პოულობ და წინ მიდიხარ. ადამიანი უბედნიერესია, როცა წინ მიდის და მიღწევებს აკეთებს, თუნდაც ეს ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდეს. დავიბადეთ იმისათვის, რომ პირველ რიგში ჩვენი თავი ვიპოვოთ, გავიზარდოთ... გამიხარდა რომ ისევ აქა ხარ! |
|
|
Feb 12 2024, 10:53 AM
Post
#48
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უბრალოდ არ ვიცოდი რა დამეწერა … მინდა , რომ გულახდილი ვიყო
თქვენთან ოღონდ არა იმიტომ , რომ არ იცით ვინ ვარ არამედ იმიტომ რომ მგონია გესმით ის ყველაფერი რაზეც ვწერ და რასაც . ისე ვცხოვრობ დღეს თითქოს არ მიცხოვრია აქამდე … მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცხოვრებისეული სიტუაცია გამოვიარე ამ ასაკამდე დღეს თავს შიშვლად ვგრძნობ და გრძნობის დონეზე ის გამოცდილებები თითქოს ჩემი არც არის . ყველაზე მეტად ის მიქმნის დისკომფორტს რომ ჩემი მშობლების მიმართ და იმ ახლო ადამიანების მიმართ ვისთან ერთადაც გავიზარდე აღარ მაქვს ის გრძნობები , რომელიც აქამდე მაკავშირებდა . თითქოს ყველა გაუცხოვდა ჩემთვის და სინამდვილეში მე გავუცხოვდი მათთვის . ისინი ისევ ისინი არიან მაგრამ მე აღარ ვარ ის ვინც მათთვის ვიყავი . ეს არ გამოიხატება მხოლოდ ადამიანებთან არამედ ყოველდღიურობაშიც . გამიჩნდა კომპლექსები , შიშები , გაუბედავობა , საკუთარი ინდივიდუალიზმი დავკარგე რაც სულ მქონდა უპირობოდ .. ჩემი თავის მიმართადაც არ მაქვს გრძნობები თუნდაც ეს ეგოისტური იყოს როგორიცაა ნარცისიზმი ან სხვა . ზე სენსიტიური ვარ და არ ვიცი ვინ ვარ თუმცა სურვილები მაინც მაქვს მაგრამ მაეჭვებს ჩემია თუ არა .. მე ჩემი გარემოებები ვიყავი მთელი 22 წელი , რომელიც იქიდან გაჩნდა რაც იყო მაგრამ დღეს ვხვდები რომ ჩემი აზრები იქიდან მოდის რომელმა გარემოებებმაც შემქმნეს თუმცა ამ აზრების უკან ხომ არის , ვინც იყო სანამ გარემოებები შექმნიდნენ? ამას ვერ ავხსნი გონებით რადგან გონების მიღმაა ეს თემა ჩემი აზრით … ვერ ვხვდები საიდან მოდის მძაფრი ბოროტისა და კეთილის შეგრძნება ? ტყუილისა და მართლის ? იმისა როცა მე, მე ვარ და როცა არ ვარ ? ეს ხმა არის რომელიც ამ გზას გამინათებს ? დაბნეული ვარ . |
|
|
Feb 14 2024, 08:59 PM
Post
#49
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამიჩნდა კომპლექსები , შიშები , გაუბედავობა , როდიდან გაჩნდა ესენი და რაიმე კონკრეტულ მოვლენას ხომ არ უკავშირდება? ყველაზე მეტად ის მიქმნის დისკომფორტს რომ ჩემი მშობლების მიმართ და იმ ახლო ადამიანების მიმართ ვისთან ერთადაც გავიზარდე აღარ მაქვს ის გრძნობები , რომელიც აქამდე მაკავშირებდა . თითქოს ყველა გაუცხოვდა ჩემთვის და სინამდვილეში მე გავუცხოვდი მათთვის . ადრე ახსენეთ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობთ და შესაძლოა ეს კონკრეტული გრძნობა აქედან მოდიოდეს. როცა ადამიანებთან აღარ გაქვს ისეთი ხშირი კონტაქტი როგორიც ადრე და თანაც ამდენი ხნის განმავლობაში, რთულია ყველაფერი ისევ ისე იყოს... -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Feb 14 2024, 09:11 PM
Post
#50
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუმცა ამ აზრების უკან ხომ არის , ვინც იყო სანამ გარემოებები შექმნიდნენ? კი, არის.. ჩვენი ნამდვილი ,,მე"-ა, რომელსაც გარედან შემოსული აზრები ჩრდილავენ.. და სამყაროსაც ისეთად აღვიქვამთ, როგორიც ეს აზრები და ჩრდილებია... ხანდახან, ან შეიძლება ხშირად, რთულია ამ ჩრდილების მიღმა დანახვა... -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Feb 15 2024, 04:32 PM
Post
#51
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
[quote name='chemikerin' post='131645' date='Feb 14 2024, 08:59 PM']როდიდან გაჩნდა ესენი და რაიმე კონკრეტულ მოვლენას ხომ არ უკავშირდება?
ადრე ახსენეთ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობთ და შესაძლოა ეს კონკრეტული გრძნობა აქედან მოდიოდეს. როცა ადამიანებთან აღარ გაქვს ისეთი ხშირი კონტაქტი როგორიც ადრე და თანაც ამდენი ხნის განმავლობაში, რთულია ყველაფერი ისევ ისე იყოს...[/quote |
|
|
Feb 15 2024, 04:44 PM
Post
#52
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როდიდან გაჩნდა ესენი და რაიმე კონკრეტულ მოვლენას ხომ არ უკავშირდება? ადრე ახსენეთ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობთ და შესაძლოა ეს კონკრეტული გრძნობა აქედან მოდიოდეს. როცა ადამიანებთან აღარ გაქვს ისეთი ხშირი კონტაქტი როგორიც ადრე და თანაც ამდენი ხნის განმავლობაში, რთულია ყველაფერი ისევ ისე იყოს... გამარჯობა ❤️ეს ყველაფერი დაახლოვებით 1 თვეა რაც დაიწყო. ზოგადად ბოლო 4 თვეა აქტიურად მაწუხებს აზრი რომ ჩემი “მე” მხოლოდ გონებით, კონკრეტულად “ მეხსიერული ნაწილით “ არ შემოიფარგლება. ამის გაანალიზებამ საშვალება მომცა რომ დაკვირვება დამეწყო ფიქრებზე , ემოციებზე ჩემს ავტომატურ რეაქციებზე და ამის ხარჯზე გავთავისუფლდი ჩემივე თავში შექმნილი ილუზორული პრობლემებისგან . დაკვირვების ხარჯზე ცნობიერების საკმაოდ ღრმა სიმშვიდის მდგომარეობაში გადავვარდი და სამყარო პირდაპირი გაგებით როგორც სამოთხე ისე გადაიშალა ჩემს აღქმაში … ეს ჩემი უნიკალური გამოცდილება იყო . მაგ მდგომარეობაში გავაცნობიერე რომ მისია მაქვს რომლის არ განხორციელებაც ჩემს შინაგან დანგრევას იწვევს . ასევე იმ ჩემთვის “ მაღალვიბრაციულ “ მდგომარეობაში ყველაფერი თამაშს გავდა რომლის მართვაც ჩემივე მდგომარეობით შემეძლო. ამიტომ ვეძახი მაგ მდგომარეობას სამოთხეს . ცოტა არ იყოს რთულია ემოციების გონების ენაზე ახსნა მაგრამ ამ ბოლო 1 თვეში განვითარებულმა მოვლენებმა მთლიანად გამწია გარემოებებისგან შექმნილი თავისგან ანუ “ ეგოსგან “ და შებყრობილი გავხდი ჩემი ნამდვილი “მე”-ს შეცნობით . აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცის თქმა მინდა . აქამდე გაგებული მქონდა აზრი ამ ფორუმიდან და სხვადასხვა ეზოთერული წიგნებიდან რაღაც “ არსებების “ შესახებ რომლებიც ჩვენს გონებაში ჩარევას ახერხებდნენ და ამ ჩარევით მანიპულირებენ . აქამდე არ მესმოდა ეს ყველაფერი მაგრამ ახლა ჩემს გამოცდილებაზე და დაკვირვებაზე დავწერ . ჩემი დაკვირვებით ადამიანის ტვინი რადიო გადამცემივით მუშაობს , ანუ სიხშირეებზე და სიხშირეს ჩვენი ვიბრაციული მდგომარეობა განსაზღვრავს . თუ დაბალია ვიბრაციები ანუ ხშირადგანვიცდით წყენას , გაბრაზებას , შიშს, აგრესიას , უკმაყოფილებას ჩვენი ტვინი შესაბამის სიხშირეზე იმყოფება და ამ სიხშირეზე ჩვენს თავში აზრები გარედან შემოდის ( ყოველშემთხვევაში რაღაც ნაწილი ) . ამის თქმა მარტივად არის შესაძლებელი თუ დავაკვირდებით აზრების განმეორებას რომელიც ემოციურ ზიანს გვაყენებს და ამ მძიმე აზრებს თუ სურათებიც მოყვება მექანიკური მთლად უბედურებაა რადგან დიდხანს გვჭედავს მაგ მდგომარეობაში . ამის გარდა მაგ დროს მე პირადად ძალიან ბევრი საშინელი და მკრეხელური აზრი მიჩნდება რომელიც ჩემ თავში ფიზიკურად ვერ დაიბადებოდა . როცა ამაზე დაკვირვებას ვიწყებთ ანუ აზრებს აღარ ვაძლევთ ემოციებს ( შესაბამისად ენერგიას ) ეს შენახული ენერგია გვეხმარება ენერგეტიკული სხეულის გამაგრებაში და პრაქტიკის შემდეგ ის ჩახვეული აზრები იწყებს გაქრობას და ნეგატიური ემოციებიც ქრება . შემდეგ იწევა ვიბრავიები გარკვეულ დონეზე და აზრებიც ნათელი ხდება და თითქოს სულის ხმა პირდაპირ ისმის და გზას გაჩვენებს . ამ მდგომარეობაში ხალხს რომ დავაკვირდი დავინახე რომ პირდაპირი გაგებით მანიპულაციის ქვეშ არიან ყოველშემთხვევაში ის სოციუმი ვინც ჩემს გარშემო ხვდება . მათი მხრიდან ხდება შენი მაღალვიბრაციული ყოფიდან ამოგდება და ამის გაკეთების დროს ისინი პირდაპირი გაგებით გაუცნობიერებლად მოქმედებენ . ამაზე დაკვირვებამ გამაანალიზებინა რომ მეც ზეგავლენის ქვეშ ვარ და რეალურად ეს იწვევს ჩვენს ძილის მდგომარეობას . ეს განაალიზებები ბოლოს მომივიდა და ამან ბევრი პიროვნული ტვირთი მომხსნა , ასევე შიშები და სხვა ღრმად ქვეცნობიერულახ ჩაბეჭდილი დამოკიდებულებები. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე ან თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება ? |
|
|
Feb 16 2024, 01:27 PM
Post
#53
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი, ნამდვილად არის გარემოდან რაღაც გავლენები, რომლებიც თითქოს აღწევენ ჩვენს ენერგეტიკულ ველში (თუ საშუალება მივეცით).. მერე ერთ ნეგატიურ ფიქრს მოყვება მეორე, მეორეს მესამე და ა.შ. მთავარია იქამდე გამოვიჭიროთ ეს გავლენა, სანამ ჩვენში შემოაღწევენ.. რაღაც ნეგატიური ფიქრი როგორც კი გაჩნდება, უბრალოდ დავაკვირდეთ და აღარ ავყვეთ ემოციებით.. და ჩაივლის ჩვეულებრივად და გაქრება...
დადებითი გამოცდილებები კი ალბათ გვახსენებენ თუ რეალურად რისი პოტენციალი გვაქვს.. უბრალოდ არ უნდა მოვახდინოთ ,,ჩაციკლვა" იმ კონკრეტულ განცდებზე.. თორემ მერე უკვე მეხსიერება ირთვება, რომელიც ადამიანს წარსულში აბრუნებს და ,,აი მაშინ რომ გამოვცადე ისევ ისე მინდა".. რეალურად, ნებისმიერი დადებითი გამოცდილება მაშინ ხდება, როდესაც მთლიანად აწმყოში ვართ.. -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Feb 17 2024, 09:31 PM
Post
#54
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აქამდე გაგებული მქონდა აზრი ამ ფორუმიდან და სხვადასხვა ეზოთერული წიგნებიდან რაღაც “ არსებების “ შესახებ რომლებიც ჩვენს გონებაში ჩარევას ახერხებდნენ და ამ ჩარევით მანიპულირებენ . აქამდე არ მესმოდა ეს ყველაფერი მაგრამ ახლა ჩემს გამოცდილებაზე და დაკვირვებაზე დავწერ . ჩემი დაკვირვებით ადამიანის ტვინი რადიო გადამცემივით მუშაობს , ანუ სიხშირეებზე და სიხშირეს ჩვენი ვიბრაციული მდგომარეობა განსაზღვრავს . თუ დაბალია ვიბრაციები ანუ ხშირადგანვიცდით წყენას , გაბრაზებას , შიშს, აგრესიას , უკმაყოფილებას ჩვენი ტვინი შესაბამის სიხშირეზე იმყოფება და ამ სიხშირეზე ჩვენს თავში აზრები გარედან შემოდის ( ყოველშემთხვევაში რაღაც ნაწილი ) . ამის თქმა მარტივად არის შესაძლებელი თუ დავაკვირდებით აზრების განმეორებას რომელიც ემოციურ ზიანს გვაყენებს და ამ მძიმე აზრებს თუ სურათებიც მოყვება მექანიკური მთლად უბედურებაა რადგან დიდხანს გვჭედავს მაგ მდგომარეობაში . ამის გარდა მაგ დროს მე პირადად ძალიან ბევრი საშინელი და მკრეხელური აზრი მიჩნდება რომელიც ჩემ თავში ფიზიკურად ვერ დაიბადებოდა . როცა ამაზე დაკვირვებას ვიწყებთ ანუ აზრებს აღარ ვაძლევთ ემოციებს ( შესაბამისად ენერგიას ) ეს შენახული ენერგია გვეხმარება ენერგეტიკული სხეულის გამაგრებაში და პრაქტიკის შემდეგ ის ჩახვეული აზრები იწყებს გაქრობას და ნეგატიური ემოციებიც ქრება . შემდეგ იწევა ვიბრავიები გარკვეულ დონეზე და აზრებიც ნათელი ხდება და თითქოს სულის ხმა პირდაპირ ისმის და გზას გაჩვენებს . ამ მდგომარეობაში ხალხს რომ დავაკვირდი დავინახე რომ პირდაპირი გაგებით მანიპულაციის ქვეშ არიან ყოველშემთხვევაში ის სოციუმი ვინც ჩემს გარშემო ხვდება . მათი მხრიდან ხდება შენი მაღალვიბრაციული ყოფიდან ამოგდება და ამის გაკეთების დროს ისინი პირდაპირი გაგებით გაუცნობიერებლად მოქმედებენ . ამაზე დაკვირვებამ გამაანალიზებინა რომ მეც ზეგავლენის ქვეშ ვარ და რეალურად ეს იწვევს ჩვენს ძილის მდგომარეობას . ეს განაალიზებები ბოლოს მომივიდა და ამან ბევრი პიროვნული ტვირთი მომხსნა , ასევე შიშები და სხვა ღრმად ქვეცნობიერულახ ჩაბეჭდილი დამოკიდებულებები. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე ან თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება ? კი ეგრეა. რა სიხშირეზეც ტრანსლირებ, ისეთივე არსებები აგეკიდებიან, უხილავი თუ ხილული სამყაროსი დაბალვიბრაციებზე არგადადასვლის საშუალება კი არის მუდამ გაცნობიერებულად ცხოვრება -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 18 2024, 06:42 AM
Post
#55
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გასაგებია … ჩემი გააზრებით დამკვირვებლის ცნობიერებაში მუდმივი ყოფნა გვეხმარება რომ გაცნობიერებული ცხოვრება გვქონდეს , გარდა ამისა დამკვირვებლის როლია ქვეცნობიერზე მუშაობა ანუ ჩემს შიშებთან , კომპლექსებთან , რეაქციებთან და თუნდაც საქციელებთან( ჩვევებთან ) . სწორად მესმის ყველაფერი? 1 თვის წინ ამასაც ვერ ვხვდებოდი მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაცეებს თითქოს ვხვდები . ფრაქტიკაში როგორ ხდება ამ პატერნებზე მუშაობა ? პირადად მე ზოგჯერ იმდენად ვარ თავში, რომ თავშივე ვათამაშებ სცენარებს და გარეთ შეიძლება არაფერი ვთქვა და ეს პროცესი თავისით ხდება მივყავარ სადღაც და როცა ვიღვიძებ მერეც კი მიჭირს ბოლომდე გაცნობიერება სიტუაციების . ხომ არ იცით რომელ
ლიტერატურას მივმართო ან ვინმეს პრაქტიკებს ? მინდა ამ პატერნების დანგრევა თორემ მთლიანად მყლაპავს |
|
|
Feb 18 2024, 01:30 PM
Post
#56
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna
კონკრეტულად ეგ საკითხები კარგად აქვს გარჩეული ეკჰარტ ტოლეს საკუთარ მაგალითზე, აი ამ წიგნში კარგად აქვს აღწერილი: https://www.amazon.com/New-Earth-Awakening-...n/dp/0452289963 აგრეთვე კარგი უნდა იყოს ტოლეს power of now, ეს წიგნი მე პირადად არ მაქვს წაკითხული, მაგრამ მსგავსი უნდა იყოს... -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Feb 19 2024, 06:11 AM
Post
#57
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მადლობა
|
|
|
Mar 27 2024, 04:47 AM
Post
#58
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეგობრებო როგორ ხართ? ❤️ მე რამდენიმე პრაქტიკა დავნერგე ყოველდღიურობაში და ჩემი მდგომარეობა შინაგანი რადიკალურად გაუმჯობესდა . სექსუალური ენერგიის სუბლიმაციაზე ვეძებდი ინფორმაციას და ოშომდე
მივედი .. მაგის ბიოგრაფია წავიკითხე და რამდენიმე ამონარიდი მაგის წიგნებიდან. საერთოდ რას ფიქრობთ მაგ ადამიანის ბიოგრაფიაზე და მის სწავლებებზე ? |
|
|
Mar 29 2024, 09:29 PM
Post
#59
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი მდგომარეობა შინაგანი რადიკალურად გაუმჯობესდა მშვენიერია! საერთოდ რას ფიქრობთ მაგ ადამიანის ბიოგრაფიაზე და მის სწავლებებზე ? მიყვარს ოშო ❤️❤️❤️ -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 8th October 2024 - 09:23 AM |