Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ვიდეოთეკა _ sense8

Posted by: tikoroma Jun 14 2020, 01:49 AM

https://www.adjaranet.com/movies/1001549/Sense8?lang=GEO&quality=SD&season=1&episode=13

https://radikal.ru


ადამიანები დედამიწის სხვადასხვა ადგილებიდან უცებ აღმოაჩენენ, რომ მენტალურად დაკავშირებულები არიან. მათ უნდა იპოვონ ერთმანეთი რათა გადარჩენ, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომელთაც მათი სიკვდილი სურთ..

ჩემი აზრით მსგავსი შეხვედრები რეალურადაც არსებობს. ფილმში რა თქმა უნდა, შეკავშირებულია უფრო სიუჟეტი, რეალური შეხევდრებიც ხდება, ასე რომ ხილვები მეტად გამყარებული და დამაჯერებელია.

Posted by: tikoroma Jun 29 2020, 08:44 PM

ვაჩოვსკები იმ ცნობილ ადამიანთა სიაში არიან, რომლებიც სიზმარხილვებს აპრაქტიკებენ. ეს ინფორმაცია, ჯერ კიდევ მატრიცის გამოსვლის დროიდანაა მაყურებლისათვის ცნობილი. თუმცა იდეა, რაც sense8-შია გაჟღერებული, კიდევ უფრო გაბედულია - რომ ადამიანები დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან რეალურად ხვდებიან ერთმანეთს, გადასცემენ ერთმანეთს აზრებსა და უნარებს. ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობები, რა პოტენციალი დევს მასში.

ჩემი ამგვარი გამოცდილებები სპონტანური და ქაოტურია, თუმცა ჩემი პრაქტიკებიც ასეთივე იყო. მაინც შემიძლია წარმოვიდგინო, რას შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, თუ მოინდომებს.
ფილმი sense8 არის ძალიან კეთილი ფილმი, რომელიც აერთიანებს სრულიად განსხვავებულ ადამიანებს -კულტურით, სოციალური მდგომარეობით, სექსუალური ორიენტაციით და ა.შ. და მიუხედავად პრობლემებისა, მათ ყველაფერი გამოსდით. შენიშვნებიც მაქვს, მაგრამ რაღაც ჰოლივუდური ტრიუკები უკანა პლანზე იწევს, როცა ფილმის ყურება გსიამოვნებს. კიდევ რაც მომწონს, ერთმანეთთან დაკავშირებული მონაწილეები ერთად შეკრული გუნდია, თავისი იუდა არა ჰყავთ და ეს ძალიან მესიამოვნა. იმედია შემდეგ სეზონშიც ასე დარჩება. ეს ისეთი იშვიათი მოვლენაა, ერთნაირი მისწრაფებების, ინტერესების ადამიანების გაერთიანება რეალურ ცხოვრებაში, მხოლოდ ოცნება შეიძლება ამაზე biggrin.gif ჩემთვის საეჭვოა მხოლოდ აზრი - რომ ეს მგრძნობიარე ადამიანები გენეტიკურად განსხვავდებიან ჩვეულებრივებისაგან. ვფიქრობ, ეს გამოცდილებები სიზმარხილვის და სხვადასხვა მედიტაციების პრაქტიკების შედეგია და ყველა ადამიანი გაივლის მას.
კიდევ რაც ძალიან მომწონს მთელ ამ ამბებში ისაა, რომ ადამიანები თავიანთ სულიერ გამოცდილებების რეალიზებას ახდენენ შემოქმედებაში. ეს ძალიან სახალისო და საინტერესო პროცესია. ამ სიაში ვაჩოვსკებთან ერთადაა კრისტოფერ ნოლანი, ჯეიმს კამერონი და ალბათ, ტერი გილიამი და სხვა ფენტეზებისა თუ ფანტასტიკის ავტორები, არა მხოლოდ რეჟისორები. მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანის პოვნა რეალში საკმაოდ იშვიათია, ამიტომ მათ შემოქმედებაში გაშლილი თემები ადამიანების ფართო წრეს აერთიანებენ და აწვდიან ინფორმაციას.


Posted by: Soproma Mar 22 2023, 03:33 AM

QUOTE(tikoroma @ Jun 14 2020, 01:49 AM) *
https://www.adjaranet.com/movies/1001549/Sense8?lang=GEO&quality=SD&season=1&episode=13

https://radikal.ru
ადამიანები დედამიწის სხვადასხვა ადგილებიდან უცებ აღმოაჩენენ, რომ მენტალურად დაკავშირებულები არიან. მათ უნდა იპოვონ ერთმანეთი რათა გადარჩენ, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომელთაც მათი სიკვდილი სურთ..

ჩემი აზრით მსგავსი შეხვედრები რეალურადაც არსებობს. ფილმში რა თქმა უნდა, შეკავშირებულია უფრო სიუჟეტი, რეალური შეხევდრებიც ხდება, ასე რომ ხილვები მეტად გამყარებული და დამაჯერებელია.

არ მიხსნის საიტს და ფილმის სახელი შეგიძიათ რომ მომწეროს, სხვა საიტზე რო ვნახო?

Posted by: td......... Mar 22 2023, 10:12 PM

Soproma

ასე არ გაგიხსნით, რაც დაიბლოკა არალეგალური საიტები, ან უნდა დარეგისტრირდეთ ნეთფლიქსზე და ისე ნახოთ , ან რაღაც მაქინაციებით უნდა უყუროთ პირატულს smile.gif

https://www.netflix.com/ge/title/80025744

Posted by: tikoroma Mar 28 2023, 08:47 PM

გუგლში სწორდება რაღაც მონაცე,ები და მერე ხსნის აჭარა ნეტს. იუთუბზე დევს ვიდეოები თუ როგორ ხდება

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)