IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> sense8, მერვე გრძნობა
tikoroma
post Jun 14 2020, 01:49 AM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,326
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://www.adjaranet.com/movies/1001549/Se...&episode=13




ადამიანები დედამიწის სხვადასხვა ადგილებიდან უცებ აღმოაჩენენ, რომ მენტალურად დაკავშირებულები არიან. მათ უნდა იპოვონ ერთმანეთი რათა გადარჩენ, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომელთაც მათი სიკვდილი სურთ..

ჩემი აზრით მსგავსი შეხვედრები რეალურადაც არსებობს. ფილმში რა თქმა უნდა, შეკავშირებულია უფრო სიუჟეტი, რეალური შეხევდრებიც ხდება, ასე რომ ხილვები მეტად გამყარებული და დამაჯერებელია.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 29 2020, 08:44 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,326
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაჩოვსკები იმ ცნობილ ადამიანთა სიაში არიან, რომლებიც სიზმარხილვებს აპრაქტიკებენ. ეს ინფორმაცია, ჯერ კიდევ მატრიცის გამოსვლის დროიდანაა მაყურებლისათვის ცნობილი. თუმცა იდეა, რაც sense8-შია გაჟღერებული, კიდევ უფრო გაბედულია - რომ ადამიანები დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან რეალურად ხვდებიან ერთმანეთს, გადასცემენ ერთმანეთს აზრებსა და უნარებს. ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობები, რა პოტენციალი დევს მასში.

ჩემი ამგვარი გამოცდილებები სპონტანური და ქაოტურია, თუმცა ჩემი პრაქტიკებიც ასეთივე იყო. მაინც შემიძლია წარმოვიდგინო, რას შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, თუ მოინდომებს.
ფილმი sense8 არის ძალიან კეთილი ფილმი, რომელიც აერთიანებს სრულიად განსხვავებულ ადამიანებს -კულტურით, სოციალური მდგომარეობით, სექსუალური ორიენტაციით და ა.შ. და მიუხედავად პრობლემებისა, მათ ყველაფერი გამოსდით. შენიშვნებიც მაქვს, მაგრამ რაღაც ჰოლივუდური ტრიუკები უკანა პლანზე იწევს, როცა ფილმის ყურება გსიამოვნებს. კიდევ რაც მომწონს, ერთმანეთთან დაკავშირებული მონაწილეები ერთად შეკრული გუნდია, თავისი იუდა არა ჰყავთ და ეს ძალიან მესიამოვნა. იმედია შემდეგ სეზონშიც ასე დარჩება. ეს ისეთი იშვიათი მოვლენაა, ერთნაირი მისწრაფებების, ინტერესების ადამიანების გაერთიანება რეალურ ცხოვრებაში, მხოლოდ ოცნება შეიძლება ამაზე biggrin.gif ჩემთვის საეჭვოა მხოლოდ აზრი - რომ ეს მგრძნობიარე ადამიანები გენეტიკურად განსხვავდებიან ჩვეულებრივებისაგან. ვფიქრობ, ეს გამოცდილებები სიზმარხილვის და სხვადასხვა მედიტაციების პრაქტიკების შედეგია და ყველა ადამიანი გაივლის მას.
კიდევ რაც ძალიან მომწონს მთელ ამ ამბებში ისაა, რომ ადამიანები თავიანთ სულიერ გამოცდილებების რეალიზებას ახდენენ შემოქმედებაში. ეს ძალიან სახალისო და საინტერესო პროცესია. ამ სიაში ვაჩოვსკებთან ერთადაა კრისტოფერ ნოლანი, ჯეიმს კამერონი და ალბათ, ტერი გილიამი და სხვა ფენტეზებისა თუ ფანტასტიკის ავტორები, არა მხოლოდ რეჟისორები. მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანის პოვნა რეალში საკმაოდ იშვიათია, ამიტომ მათ შემოქმედებაში გაშლილი თემები ადამიანების ფართო წრეს აერთიანებენ და აწვდიან ინფორმაციას.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th January 2022 - 10:13 AM