Posted on: Oct 11 2021, 01:21 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 23-December 20 Member No.: 7,980 |
ანო, ეს ბაზა ახლა შემხვდა, ყველა გვერდი წავიკითხე... მადლობა რომ ასეთი ადამიანი ხარ, გულწრფელად მიხარია. აქ წინა წელს გავწევრიანდი და მგონი ყველაზე პატარა ვარ ასაკით 2018 წელს რაც დაწერე, ეგოზე, შინაგან სტრუქტურაზე, თუ როგორ ხედავ და ამჩნევ შენში მიმდინარე პროცესებს, შინაგანი დიალოგი, მსჯელობა, მუდმივი აზროვნება, სიღრმეებში ძიება, ლოგიკა და ა.შ ყველა წინადადებაში საკუთარი თავი ვიპოვნე, ყველა დეტალში რაც დაწერე. '' რაც უფრო მეტი გაუაზრებელი ქმედება ან ჩვევა გვაქვს მით მეტი ენერგია გაედინება და ვერ ვივსებით ენერგიით, ვემსგავსებით დახვრეტილ ჭურჭელს, სამყარო მუდამ გვაძლევს ენერგიას უბრალოდ ჩვენ ვერ ვხვდებით რამდენი მჭამელი გვყავს. '' ------ ეს შენი სიტყვებია. ძალიან რთულია განთავისუფლდე იმ ზეწოლებისგან რაც გარემოდან შემოდის, ასევე ადამიანებისგან, სხვისი პარაზიტები მჭამენ და შემდეგ ეს პარაზიტები კოლექტიურად მესევიან, რადგან მე ვიცი რომ ისინი არსებობენ, მოქმედებენ, ვგრძნობ და რაც უფრო ვიწმინდები და ვამარცხებ ეგოს არაჯანსაღ პატარა ნაწილებსაც კი, მით უფრო მესევიან, მით უფრო ბევრი წინააღმდეგობა მხვდება ცხოვრებაში, ერთ დღეს მგოინა რომ რაღაც გადავლახე მაგრამ მეორე დღეს ისეთ იმპულსურ სუსტ ქმედება განახორციელებ, ვხვდები რომ ისევ ჭიები მღრღნიან, თან რომ ვგრძნობ ამ ჭიებს ჩემს სხეულში, მიჭირს ვიყო ბედნიერი, მოსვენებული, მშვიდი... მინდა გკითხო შენ თუ გადალახე რომელიმე ეტაპი მაინც, თუ შეისწავლე ეს ყველაფერი და რა პასუხი მიიღე, როგორ გავიდეთ ამ ლუპიდან, როგორც ზაზუნას დღეშია, როგორ ჩავანგრიოთ ამ ციკლის ის ერთი საფეხური საიდანაც ყველაფერი ისევ თავიდან იწყება... |
Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #130598 · Replies: 175 · Views: 77,080 |
Posted on: Aug 29 2021, 12:42 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 23-December 20 Member No.: 7,980 |
საინტერესო ჩანახატია არის თეორია რომ ყველა ადამიანს ყავს თავისი ტყუპისცალი სული და ეს ორი უნდა გაერთიანდეს. კი, ერთარსი. რეალურად ხომ ერთი ენერგიის ორი სხვადასხვა გამოვლინებაა, ამ ორი გამოვლინების განხილვა ბიბლიურ მეცნიერულ ფილოსოფიურ დონეზე ხდება, თითქოს შუაში გაიხლიჩა. ცალკეულად ორივეში რადიკალური კვანძებია ჩაქსოვილი, სხვადასხვა კუთხით განვითარებული მთელი დროის მანძილზე, და უდიდესი მოვლენაა როდესაც ამ კვანძებს ხსნიან და ისევ ერთიანდებიან. |
Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #130553 · Replies: 2 · Views: 2,585 |
Posted on: Apr 16 2021, 12:42 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 23-December 20 Member No.: 7,980 |
თვითდაკვირვება კარგია, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუების ხარჯზე ზედმეტად დიდ პრობლემებს გამოიწვევს. ეგრე იქმნება შინაგანი კომფლიქტები ამიტომ ვცდილობ რომ თავი კიარ მოვიტყუო და ნელნელა ვეცადო რაღაცების შეცვლას არამედ გავაცნობიერო მდგომარეობა. ეს ის მდგომარეობაა რის შემდეგაც იგივე ძალიანაც რომ მოგინდეს ვეღარ ხარ მაგრამ ეგ არის პრობლემა რომ გაცნობიერებამდე არ ვიცი როგორ მივიდე. როდესაც გაცნობიერება გვსურს, ეს იმას ნიშნავს რომ საკუთარი თავი - ცნობიერი, მთლიანად უნდა მოვიცვათ, და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილი. რადგან ამ ნაწილით მთელს ვერ მოვიცავთ და ნებისმიერი თითდაკვირვების პროცესი ან რაღაცის გაცნობიერება იქნება ილუზია. როდესაც ჩვენ მის ფრაგმენტებად დანაწევრებას ვახდენთ ისინი იწყებენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებას, რაც ქმნის ერთმანეთისგან განსხვავებულ შეგრძნებებს, განცდებს, აღქმებს ანუ სრულ ქაოსს, დისჰარმონიას. და ხშირად როდესაც საკუთარ თავს რაიმეს ჩავეკითხებით და ჩავუღრმავდებით სხვადასხვა იმიტაციებს მივიღებთ, რაც თავის მოატყუების საფუძველია. პირველ რიგში რაც საჭიროა, ეს არის ტოქსიკური ზეგავლენებისგან განთავისუფლება, და ასევე მათი მიზეზშედეგობრივობის გაგება. გაცნობიერება არ უნდა ჰგავდეს საკუთარი თავის დარწმუნებას, ნუ დავჯერდებით ინტელექტუალურ ანალიზს, ჩვენ უნდა გავიაზროთ ის როგორც ფაქტი, მისი მთელი შინაგანი სტრუქტურა, რეალურობა თუ არეალურობა. როდესაც ვცდილობთ საკუთარ თავში შევცვალოთ ხედვა ან გამოვაღვიძოთ მასში რაღაც, უნდა გავითვალისწინოთ ამ სურვილის ფორმა, შესაძლოა ჩვენ უბრალოდ მეთოდებს და ახალ სისტემას ვეძებთ სადაც თავს შეწუხებულად აღარ ვიგრძნობთ, ეს იგივე ავტორიტეტია, თავისუფლების იდეა და არა თავად თავისუფლება. საკუთარ თავს გარე საგნებთან, ადამიანებთან, მოვლენებთან ურთიერთობაში დააკვირდით, შეისწავლეთ თქვენი თავი ისეთ როგორიც ხართ და არა ისეთ როგორიც გსურთ რომ იყოთ, ცოდნა და შესწავლა ამ შემთხვევაში სხვადასხვა ცნებებია, როდესაც თქვენს თავს მასზე შეგროვებული ცოდნით ეკიდებით, ეს წარსულით ცხოვრებაა, ისევე როგორც გარკვეული იდეის ქონა რომელიც აწმყოში აღქმაზე ახდენს ზეგავლენას, ნუ მოახდენთ არასაჭირო და გაუცნობიერებელი სურვილების პროვოცირებას სამყაროში რადგან ეს თქვენზე დამახინჯებულად იმოქმედებს. განთავისუფლდით ობიექტური იდეებისგან, მოძღვრებებისგან, მხოლოდ დაიხმარეთ ისინი სწორად რომ ქვეშ არ მოყვეთ. ისწავლეთ საკუთარ თავთან გულწრფელობა, დააკვირდით მოვლენების განპირობებულობას, მიხვდებით რომ ხშირად თქვენც განპირობებული ხართ, რაღაცისგან, ვიღაცისგან. - გადადგით მარტივი ნაბიჯები, მსუბუქად, შიში ჩაანაცვლეთ გამბედაობით, ყოველი დღე აღიქვით ახალ შესაძლებლობად სამყაროსა და საკუთარი თავის გასაცნობად, წარსული ფიქრების და დამოკიდებულებების გარეშე. |
Forum: დახმარების ოთახი · Post Preview: #130249 · Replies: 9 · Views: 17,173 |
Posted on: Mar 18 2021, 04:32 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 23-December 20 Member No.: 7,980 |
პირველ რიგში კარგია რომ ეს გამოვლინებები დააფიქსირე და აღიარებ, ანუ აქედან შეგიძლია დაიწყო შენს თავზე მუშაობა, მეტი თვითდაკვირვება და კონცენტრაცია საკუთარ თავზე. 1. დესტრუქციულობას ყოველთვის აქვს მისი მიზეზი, თქვენს შემთხვევაში როგორც აღნიშნეთ ეს არის წარსული, რომლის მორალი გარკვეულწილად არ არის გაცნობიერებული, თუმცა პიროვნება რომელიც იმ ზემოქმედების ქვეშ იყო ისევ თქვენშია და მისი გავლენები აქ ვლინდება. ეს "მე" (ასე ვუწოდებ) გაუცნობიერებელია და ცმხოლოდ იმ ენერგიით სტიმულით ,ზეგავლენით ცხოვრობს, რითაც შექიქმნა. როდესაც აწმყოში მას არ აქვს მისთვის კომფორტული "გარემო" , ის უკვე იწყებს ამის შექმნას, ძიებას, რაც შესაძლოა იყოს იმის მიზეზი თუ რატომაც იზიდავთ სსხვის უარყოფითს. 2. სუუციდური ფიქრები ასევე ამ პიროვნებიდან გამომდინარეობს, მისი დაკვირვებიდან შექმნილი ფიქრები თქვენზე ემოციურ ზეგავლენას ახდენენ, რასაც რა თქმა უნდა არ უნდა აყვეთ, ამასთან ერთად ეს არის გაუცნობიერებლობის ნაყოფიც. 3. დესტრუქციული ადამიანი ყოველთვის იზიდავს ტოქსიკურ ადამიანს, რადგან ტოქსიკური ადამიანი მას აძლევს იმას რაც სურს. დესტრუქციული მე ძირითადად ემოციურია, სევდიანი, მელანქოლიური, რაც შემდეგში ზრდასთან ერთად სხვა ბევრად მავნე და პარაზიტულ თავისებურებებში გადასდის. ყოველივე თვითდაკვირვებით უნდა დაიწყოთ, შეისწავლეთ თქვენი ქმედებები გარკვეულ მდგომარეობებში, წარმოიდგინეთ დგახართ სარკესთან და მოძრაობთ უხეშად, სახეს უშნოდ მანჭავთ, როგორც კი ამას შეამჩნევთ, თქვენ მოძრაობებს დახვეწავთ და ეცდებით ეს გააკონტროლოთ. იგივე გამოიყენეთ, მთავარია შეამჩნიოთ, ეს ყველაფერი თქვენში ხდება, თქვენივე თავისგან ნურასდროს დამალავთ შიგნით მიმდინარე პროცესებს. დესტრუქციულ მეს მოექეცით ისე, როგორც ბავშვს, ვგულისხმობ იმას, რომ ნუ აუკრძალავთ, შეზღუდავთ და დაუმალავთ რაიმეს, თუმცა ნუ ეტყვით სიმართლეს, თავად ისწავლოს რეალობის დანახვა. როგორც კი ყველაფრის მიზეზშედეგობრივობას დაადგენთ, იქნებით წრფელი და თავისუფალი, უფრო გაიფანტება ნისლიც თქვენს ცნობიერში, შემდეგ ყველაფერი თავად გამოჩნდება. |
Forum: დახმარების ოთახი · Post Preview: #130208 · Replies: 9 · Views: 17,173 |
Posted on: Feb 2 2021, 01:46 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 23-December 20 Member No.: 7,980 |
ჩანახატი *** ფრაქტალური ცნობიერი - ს ხე, ორი სახე, ენერგიის ნაკადი, გამოვლინება, შერწყმა და ბალანსი. სიყვარული - საერთო ცნობიერის გასაღები, საკუთარი თავიდან, საკუთარ თავამდე გამავალი ვიწრო ბილიკი " the bird path '". |
Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #130107 · Replies: 2 · Views: 2,585 |
New Replies No New Replies Hot Topic (New) Hot Topic (No New) |
Poll (New) Poll (No New) Locked Topic Moved Topic |
Lo-Fi Version | Time is now: 29th April 2024 - 10:46 AM |