უსასრულობის შესახებ, უსასრულობის შესახებ მაინ |
უსასრულობის შესახებ, უსასრულობის შესახებ მაინ |
Aug 5 2011, 05:32 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 111 Joined: 21-February 11 Member No.: 6,392 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უსასრულობის შესახებ მაინტერესებს რა აზრის ხართ,როგორ წარმოგიდგენიათ,არსებობს კი საერთოდ? დაწერეთ...
|
|
|
Aug 5 2011, 08:23 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,276 Joined: 11-April 10 From: Kazbegi Gergeti Member No.: 6,199 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უსასრულობა არსებობს - რატომ დაგაინტერესდა?
-------------------- ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია. |
|
|
Jan 29 2013, 11:11 PM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 813 Joined: 18-January 12 From: Mirkwood Member No.: 6,696 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა არის უსასრულო?
კოსმოსი უსასრულოა? სული რომელიც ჩვენ გვაქვს ესეც უსასრულოა? უსასრულოს დასაწყისი თუ აქვს? |
|
|
Jan 29 2013, 11:54 PM
Post
#4
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით
უსასურულობა დასაწყისიც არის და ბოლოც,რომელსაც არც დასაწყისი არ ააქვს არც ბოლო ყველაზე მარტივი-უსასრულობა=არ მთავრდება კოსმოსი იმდენად უსასრულოა რომ მას უსასრულობის ზომითაც ვერ გაზომავ სულის უსასრულობა რაში მდგომარეობს არ ვიცი.რითი უნდა იყოს სული უსასრულო? -------------------- |
|
|
Jan 30 2013, 12:28 AM
Post
#5
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უსასულობაზე მაშინ შეგვიძლია ლაპარაკი, თუ მას სამყაროსთან მიმართებით ვამბობთ.
როგორ წარმოიშვა სამყარო? აქვს თუ არა მას დასაწყისი? თუ აქვს დასაწყისი, მაშინ მას ლოგიკური და გარდაუვალი დასასრულიც ექნება? ხოლო თუ არ აქვს დასაწყისი და სამყარო წარმოიშვა არაფრიდან _ ex nihilo _ მაშინ სამყარო უსასრულოა და ის გაშლილია დროისა და სივრცის უსასრულო ბადეში. უსასრულოს საწინააღმდეგო სასრულობაა. სასრულობა შეგვიძლია დროისა და სივრცის მახასიათებლად ჩავთვალოთ, ასევე მატერიის მახასიათებლად. ხოლო ენერგია და სული ესაა უსასრულო, ის არსად არ ქრება და მარადიულად არსებობს. -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jan 30 2013, 12:36 AM
Post
#6
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რახან უსასრულობა ამ მატრიცის გარეთ არსებობს და ამ მატრიცაში კი არა,და რახან ლოგიკა-მატრიცისთვის დაწერილი ერთ ერთი პროგრამაა,უსასრულობის აღწერა მაგით შეუძლებელია.
-------------------- |
|
|
Jan 30 2013, 01:09 AM
Post
#7
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაბალი სიმკვრივის სამყაროებისათვის სასრულობაა დამახასიათებელი, რადგან ის დაიყვანება როგორც მატერიალურ და სულიერ სუბსტანციათა ერთობლიობამდე, ხოლო ამათგან მატერია სასრულია, სული _ უსასრულოდ არსებული დროსა და სივრცეში (თუმცა სულსაც გააჩნია თუ ჩვენ მას მოვიაზრებთ ინდივიდუალურად თუ ზოგადს, ან როგორც რაღაც მთელის ფრაგმენტს).
-------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jan 30 2013, 07:41 AM
Post
#8
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,134 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უსასრულო სამყაროა, მაგრამ აბ ბოლო დროს პატარა ნაწილაკებად დაყოფა უფრო და უფრო ხდება. მოლეკულა ატომი და უფრო ღრმად და ღრმად შეისწავლიან ამ ყველაფერს.
მახსოვს ბლეზ პასკალის ასეთი აზრი: „უსასრულოდ დიდსა და უსასრულოდ პატარას შორის არსებობს რაღაც კავშირი“. ეს აზრი საკმაოდ დამაფიქრებელი და საინტერესოა. ჩემს წარმოდგენაში ერთი წრებრუნვაა, წარმოდგენაში ასეა: პატარა უფრო დიდი, უფრო დიდი და არც დასაწყისი და არც დასასრული... |
|
|
Jun 12 2015, 01:30 PM
Post
#9
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგი თემაა და მიფიქრია ამაზე.
საქმე იმაშია რომ როგორც უსასრულოს ვერ წარმოიდგენ სამყაროს, ასევე სასრულსაც ვერ წარმოიდგენ, დაუშვათ მიდიხარ კოსმოსში და გაიარე 1000 მილიონი სინათლის წელი და აღმოაჩინე რომ სასრულია, იმის იქით არაფერია, მაგრამ რას ნიშნავს არაფერია? კედელია? თუ რას ნიშნავს არაფერია? ანუ იმის თქმა მინდა რომ ორივე შემთხვევაში წარმოუდგენელია ჩემთვის. მემგონი ძალიან საყვარელი ფენომენია უსასრულობა, მე ვფიქრობ დროსთან კავშირშია, ერთს თუ მივხვდით მეორედამდეც მივალთ..... |
|
|
Jun 12 2015, 02:41 PM
Post
#10
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოქროს უსასრულობის სუტრა
ჯეკ კერუაკი 1 შევქმენი თუ არა ცა? რომ არ გაჩენილიყო ის ჩემს გონებაში, მე არ ვიტყოდი: "ცა". სწორედ ამიტომ მე ოქროს უსასრულობა ვარ. და არ არის აქ ორი ჩვენგანი, მკითხველი და მწერალი, არამედ ერთი, ერთი ოქროს უსასრულობა, ერთი, რაც ის არის და რაც ყველაფერია. 2 გზის მანიშნებელი გასხივოსნებული ბუდა და მესია, რჩეული, შესული სიკვდილში დამამცირებელი განაჩენის გამო - ოქროს უსასრულობაა. ერთი ეს არის, ოქროს უსასრულობა, ან კიდევ ღმერთი, ან, ტატჰაგარაა მისი სახელი. ამგვარად სახელდებული. ადამიანი ღმერთი. გრძნობადი ღვთაებრიობა. ცოცხალი სიწმინდე. გაღმერთებული. შემოწმებული. თავისუფალი. განმათავისუფლებელი. დასახლებული. დამკვიდრებული. ოქროს უსასრულობა. ყველაფერი კარგად არის. ცარიელი. მზადმყოფი. გამართლებული. ბედნიერი. 3 ამ ცის გარდა, სხვა ილუზია რომ ყოფილიყო ჩემს მოკვდავ გონებაში, მე არ ვიტყოდი: "ცა". ასე რომ მე შევქმენი ის და მე ოქროს უსასრულობა ვარ. 4 გავსხივოსნდი, გზა რომ გიჩვენოთ. შერჩეული ვარ, რათა მოვკვდე, რადგან მოკვდავი ოქროს უსასრულობა ვარ. 5 ოქროს უსასრულობა მომაკვდავი სხეულის ფორმით. 6 სინამდვილეში, არ ვარსებობ, რადგან ყველაფერი სიცარიელეა. მარადიული ნეტარება. 7 ჭეშმარიტების კანონის მიხედვით არ არსებობს სხვა რეალობა. 8 თქვენ ხართ ოქროს უსასრულობა, რადგან არც მე ვარსებობ და არც თქვენ. მხოლოდ ერთი ოქროს უსასრულობაა. 9 სამყარო ფილმია იმაზე, რაზეც ყველაფერი, ერთი ფილმი, შექმნილი იმ მასალისგან, რომელიც ყველაფერში გამოიყენება და არავის არ ეკუთვნის ის. 10 ყველანი ოქროს უსასრულობა რომ არ ვიყოთ, აქ არ ვიქნებოდით. მოუწოდო ადამიანს განწმენდისაკენ, რადგან ცუდი დაისჯება, დასჯილი ანგელოზის კვალად და რომ კარგი, დაჯილდოვებული ანგელოზივით მიიღებს ჯილდოს, იგივეა რომ უთხრა წყალს: "იყავი სველი" - ყველაფერი უმაღლეს რეალობაზეა დამოკიდებული, რომელიც უკვე განსაზღვრულია, როგორც კარმა ჩვენი ბედისა. 11 ღმერთი არ არის ჩვენს მიღმა, მხოლოდ ჩვენშია, ცოცხლებსა თუ მკვდრებში, იმათში ვინც არასოდეს ყოფილა ცოცხალი და მკვდარი. და ჩვენ ახლა უნდა ვისწავლოთ, შევიმეცნოთ, რომ არსებობს უმაღლესი რეალობა და ეს დიდიხნის წინ ჩაიწერა უნივერსალური გონების არქივში. ყველაფერი უკვე გაკეთდა, გასაკეთებელი არაფერია. 12 ეს არის ცოდნა, ოქროს უსასრულობა რომ ჭვრეტს საგნებში. რაც ვართ ჩვენ, შენ, მე, ისიც ვინც უკვე ჩვენ აღარა ვართ, არც შენ, არც მე. 13 რა დავარქვათ იმას, რასაც სახელი არ აქვს, გონების მარადიული საკითხავი? ესენციას თუ დავარქმევთ, ზოგი იფიქრებს, რომ ეს - სუნამოა, ან ოქრო, ან თაფლი. ეს ცნობიერიც კი არაა. ვერ განვიხილავთ, ვერ ავხსნით სიტყვებით. იდეაში, ეს რა არის საიდუმლო, არც იდუმალებით მოცული საკითხი. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ოქროს უსასრულობას "ის" დაუძახოთ. მაგრამ "რაა სახელში?" - იკითხა შექსპირმა. ოქროს უსასრულობის სხვა სახელიც ისეთივე ტკბილი იქნება. ტატჰაგატა, ღმერთი, ბუდა, ალაჰი, კრშნა, კოიოტი, ბრაჰმა, მაზდა, მესია, ამიდა, არემედია, მაიტრეია, პალალაკონუ, 1 2 3 4 5 6 7 8 ასევე ტკბილი იქნება. ოქროს უსასრულობა არის X, ოქროს უსასრულობა არის A, ოქროს უსასრულობა არის / \, ოქროს უსასრულობა არის 0, ოქროს უსასრულობა არის [], ოქროს უსასრულობა - ო-ქ-რ-ო-ს უ-ს-ა-ს-რ-უ-ლ-ო-ბ-ა-ა. თავდაპირველად იყო სიტყვა; ხოლო მანამდე ესენცია. სიტყვის არსი - სიცარიელეა. სიცარიელის ფორმა, ან სიცარიელე - ფორმის ფორმა რომ მიუღია, რასაც ხედავ და რაც გესმის, რასაც ეხები და ფიქრობ ამ მომენტში. მოდი, დახუჭე თვალები, 3 წამით შეწყვიტე სუნთქვა და მიუგდე ყური სამყაროს საშოში დასადგურებულ სიჩუმეს, შენი ხელები ნერვულ დაბოლოებებს ეხებიან, გააცნობიერე ნეტარება, სიცარიელე და ექსტაზი, როცა იყავი ოქროს უსასრულობა, რომლადაც რჩები. ესეც შენი დავიწყებული გაკვეთილი. 14 დიდი ხნის წინ მიიღეს ეს გაკვეთილი სხვა ცივილიზაციებმა, ბუნებრივად სიცარიელედ რომ გადაიქცნენ და ახლა აქ ჩვენი ღიმილით იღიმიან და ჩვენი მოღუშვით იღუშებიან და თითქოს ეს მხოლოდ ოქროს უსასრულობა იღიმოდეს და იღუშებოდეს; როგორც წყლის ჭავლი ცოდნის გლუვ ოკეანეში. კაცობრიობის ბედისწერა - ოქროს უსასრულობაში დანთქმაა, შემდეგ დაბრუნდება მისსავე ხელისგულზე, რომელიც არ არის ხელისგული. ხორცის ბეჭედი იხურება. 15 საქმე იმაშია, რომ ველოდებით და არა იმაში, თუ რამდენად სასიამოვნოა ეს მოლოდინი. პირველყოფილი ადამიანი გამოქვაბულში ელოდებოდა, რომ გაეცნობიერებინა რისთვის არსებობდა. ნადირობდა; თანამედროვე ადამიანები თავიანთ კეთილმოწყობილ სახლებში ელოდებიან, ცდილობენ დაივიწყონ სიკვდილი და დაბადება. ველოდებით, რომ გავაცნობიეროთ. ეს არის ოქროს უსასრულობა. 16 ის დროზე დაბრუნდა. 17 აუცილებლად უნდა გვწამდეს ნეტარების, რომ ყველაფერი მარადიული ექსტაზში იმყოფება, ახლაც და სამუდამოდ. 18 ჩაიხედე სამყაროში, როგორც სიცარიელეში: იქ იმალებიან უთვალავი წმინდა აჩრდილები, პატარა ბუდები და მხსნელი ღმერთები, გაღიმებულნი. ატომები ასხივებენ სინათლეს. სახლში შეიძლება კოლიბრები შემოგიფრინდნენ, ხვლიკი კი - არა: იყავი მშვიდი და თავდაჯერებული. სინათლის ძიებაში შეიძლება სიბნელემ გშთანთქოს და ჭეშმარიტ სინათლეს მიაგნო. 19 საგნები ტრიალისგან არ იღლებიან და ბუზები დელიკატესებში ხვდებიან. 20 აინშტაინმა გამოითვალა, რომ ჩვენი სამყარო ბუშტივით ფართოვდება და თქვენ იცით ეს რასაც ნიშნავს. 21 მოიშორე წარმოდგენები პიროვნებებზე, შენ, მზის მტვრის მასისგან ხარ შემდგარი. წმინდაა თითოეული მტვრის ნაწილაკი. შიში სხვისი "მე"-ს წინაშე, როცა საკუთარი "მე", უსასრულო რაოდენობის არსებებადაა დაყოფილი. იყავი ვალდებული და კეთილშობილი, გულუხვად განკარგე შენი დრო, რადგან იმ პატარა ხორცის ნაგლეჯის სიცარიელე, შენ რომ ატარებ და სულს ეძახი, თანაბრად მიემართება სიცარიელეში ყველა მიმართულებით, ყველგან ერთიდაიგივე წმინდა სიცარიელე: რატომ უნდა იყო ის ვინც ხარ, შეზღუდული, ღმერთკაცი, სიზმარში? გაიღვიძე, იყავი თავდაუზოგავი და თავისუფალი. "თანაბარი და ვერტიკალურია შენი გონება, არსად მყოფი", - გვასწავლის ჰუეი ნენგი, ჩინელი ბრძენი. ჩვენ ყველანი სამოთხეში ვართ. 22 მშფოთვარე სიზმრები იდეალურად ჩუმ გონებაში იკავებენ ადგილს. ჩვენ ეს უკვე ვიცით, მოიშორე სიმძიმე. 23 ცოდვა და სათნოება – მხოლოდ ჩვენი კონცეფციებია. ოქროს უსასრულობა მათ მიღმა რჩება. 24 ურთიერთობა - ღიმილია მთელს სახეზე და ღიმილი არაფერია, თუ არა კბილები. შეისვენე და იყავი კეთილი. 25 არ არის საჭირო უარყო ბოროტი, რომელსაც გოოგოო ეწოდება, რომელიც არ არსებობს, ისევე, როგორც არ არის საჭირო სქესის უარყოფა, და თავიდან დაბადებისა, რომელიც ასევე არ არსებობს, რადგან ის მხოლოდ სიცარიელის ფორმაა. სპერმის წვეთი გაღვიძებული ბუნების გრძელ ხაზში გაჩნდა, შენი მშობლების წმინდა ძაბვაში, მხსნელის საშოში, შავი სიცარიელიდან და უკან, ნათების ჯადოსნურ წარმოსახვაში, ელვა, თამაშში, თამაშშიც არა, სიზმარში. 26 იმედიტირე ღია ცის ქვეშ. შავი ხეები ღამეში სულ არ არიან შავი ხეები – ეს ოქროს უსასრულობაა. 27 იყავი კეთილი სიზმრებშიც კი, რადგან მაინც არ არსებობს დრო, სივრცე და გონება. „არაფერი შექმნილა“ – თქვა იაპონელმა ბანკეიმ, ვისი დედაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, როგორც იტყოდნენ: „მოკვდა ბედნიერი“, და თუნდაც უბედური მომკვდარიყოს, ეს სულაც არ არის უბედური სიკვდილი. ასეთია ოქროს უსასრულობა. შეუძელებელია იარსებო, შეუძლებელია დაისაჯო, შეუძლებელია ხელიდან გაუშვა შენი ჯილდო. 28 თუ გაიგებ ამ სუტრას, გადააგდე ის. თუ ვერ გაიგებ, მაინც გადააგდე. განთავისუფლდი. 29 შეხედე შენს ნეკა თითს, სიცარიელე მასზე არაფრით არ განსხვავდება სიცარიელისგან უსასრულობაში. 30 კატები ამთქნარებენ, რადგან იციან არაფერია გასაკეთებელი. 31 ეს არის ოქროს უსარულობის პირველი სწავლება. 32 მეორე სწავლება ის არის, რომ არასოდეს არსებობდა პირველი სწავლება. დარწმუნებული იყავი ამაში. 33 დევიდ ბოუი: ახალგაზრდობაში კერუაკის წაკითხვის შემდეგ დავიწყე ბუდიზმის შესწავლა. და ტიბეტური ბუდიზმის უნივერსიტეტშიც მივედი. საბოლოოდ კი ავღმოჩნდი ორგანიზაციაში, რომელიც ინდოეთიდან ლტოლვილებს ეხმარებოდა. ამ ქვეყანაში ხომ ადამიანები ბუზებივით იხოცებიან, კინაღამ ბერი გავხდი, მაგრამ ბოლოს კურთხევამდე ორი კვირით ადრე, ყველაფერს მივაფურთხე, წავედი პაბში, მაგრად გამოვთვერი და აღარასოდეს არ დავბრუნებულვარ იქ. უილიამ ბეროუზი: ჰო, ეგ ნამდვილად კერუაკის სტილშია. -------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Jun 12 2015, 03:08 PM
Post
#11
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესოა ოქროს უსასრულობა, გლეხური ენით რას იტყვი, როგორ ახსნი?
ანნა |
|
|
Jun 12 2015, 04:47 PM
Post
#12
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Jun 12 2015, 06:25 PM
Post
#13
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანნა
რა მაგის პასუხია და https://www.youtube.com/watch?v=tqePlbhJHOI ეს არის რუმის შედევრი, ეგ არ მომეწონა(სიმღერა) |
|
|
Jun 12 2015, 09:13 PM
Post
#14
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ichi
ერთხელ მეგობარს ვკითხე: 'როცა მუსიკას ვუსმენთ და სხვაგან გადავდივართ, ოქროსფერ რეალობაში და სხვა რეალობაა.. და მერე აქ რომ ბრუნდები არ მოგწონსთქო. აი მუსიკის მოსმენისას სად გადავდივარ' ჰო და მითხრა 'იქ სადაც რეალურად ვარსებობთ' -------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Jun 16 2015, 06:52 AM
Post
#15
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 11 Joined: 19-October 14 Member No.: 7,333 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემიაზრით ეს ჩვენი სამყარო უბრალოდ გრაფიკაა,(გრაფიკასთან ვისაც უმუშავია უკეთესად მიხვდება) და საერთიდ
როგორც ასეთი მატერია არარსებობს. ყველა ცოცხალი არსება(სული) ჩვენ რეალონაში მოხვედრისას სხეულთან ერთად იღებს რუკას რომელშიც ვცხოვროფთ ჩვენ. ამით აიხსნება სხვსდასხვა შრეები იგივეა რაც მაგალითად თამაშში ტურები, და რეალური სამყარო ალბათ ზე არსებებთან ან რმერთთან არსებობს რომლის შესახებაც ალბათ დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ვიტყვით სანამ არ მოვკვდებით ))) |
|
|
Jun 16 2015, 06:55 AM
Post
#16
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 11 Joined: 19-October 14 Member No.: 7,333 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს სამყარო მხოლოდ ჩვენ ტვინებშია და მაგიტომ არის უსასრულო. :/
|
|
|
Jun 16 2015, 11:13 AM
Post
#17
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jun 16 2015, 11:27 AM
Post
#18
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არის თუ არა უსასრულო სივრცე კავშირში დროსთან? აქვს თუ არა კავშირი უსასრულო სივრცეს, უსასრულო დროსთან? რა არის ან ერთი ან მეორე?
|
|
|
Jun 17 2015, 05:33 AM
Post
#19
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 11 Joined: 19-October 14 Member No.: 7,333 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''უსასრულობა'' უბრალოდ უსასრულობაა და სანამ მაღალ საფეხურზე არავალთ მანამდე ვერ გავიგებთ თუ რასნიშნავს და რა არის უსასრულობა. ტყვილა ტვინებს ვიჭყლიტავთ ეს იგივეა ქვისხანის ადამიანმა ელექტროენერგიაზე იფიქროს.
|
|
|
Jun 17 2015, 09:41 AM
Post
#20
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''უსასრულობა'' უბრალოდ უსასრულობაა და სანამ მაღალ საფეხურზე არავალთ მანამდე ვერ გავიგებთ თუ რასნიშნავს და რა არის უსასრულობა. ტყვილა ტვინებს ვიჭყლიტავთ ეს იგივეა ქვისხანის ადამიანმა ელექტროენერგიაზე იფიქროს. ეძიებდე და პოვებდეო მეგობარო ნათქვამია და შIნაგანი განცდა მეუბნება ვინც გულწრფელია ძიებაში პასუხს მიიღებს.... არ არსებობს უპასუხო კითხვები........ შეიძლება სიტყვით ვერ გაიგო და საჭირო გახდეს რაღაც მდგომარეობაში გადასვლა. უბრალოდ ჩემთვის ტვინის ჭყლეტვა არანაირად არ არის, პირიქით სასიამოვნოა, თOრემ ხაჭაპურზე და ქალებზე ფიქრი უკვე მთრგუნავს ისე მომბეზრდა, უბრალოდ უინტერესო ხდება მატერია, მიიღე სიამოვნება ასჯერ და მერე რა? აზრი არ აქვს და მაგიტომ მიიწევს ცნობიერი რაღაც მუდმივამდე, საწყისამდე... მე ვფიქრობ ღმერთი აუცილებლად უპასუხებს ყველა გულწრფელ მაძIებელს......ამაზე სახარებაში არაერთხელ აქვს მინიშნება იესოს. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 13th May 2024 - 01:41 PM |