IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V  « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> ჩენელინგები ქართულად
Merlin
post Oct 20 2018, 02:59 PM
Post #81


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''მერლინ ჩემი გადმოსახედიდან შენ ამბობ რომ მაგალითად ამერიკა არარსებობს და ეს ყველაფერი მოგონილია ვიღაცეების მიერ, რაც თეორიაულად დასაშვებია, შეიძლება რომ ეს ყველაფერი მაგალითად ჰოლანდიამ მოიგონა, იქ იღებენ ჰოლივუდის ფილმებს დაუშვათ, აკეთებენ ფეიკ გოოგლ მეფს, გამოდის რომ ამ ტყუილში ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი და ამაზე იხარჯება ბევრი ენერგია, მაგრამ ვის რაში ჩირდება ეს ყველაფერი.''''


ხუმრობა იყო, ამერიკა და ინდოეთი არ არსებობსო, ეგ რომ ვთქვით, მარა აქ ისეთი ამბავი ხდება, რომ ნამდვილად არ გაიმტყუნება არავინ თუ ასეთ აშკარა ხუმრობასაც კი სერიოზულად მიიღებს.


დანარჩენი რაც დაწერეთ, არ ვიცი რა გიპასუხოთ... აქ რამის წერას აზრი არ აქვს...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Oct 22 2018, 04:54 PM
Post #82


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 20th October 2018 - 02:59 PM) *
ხუმრობა იყო, ამერიკა და ინდოეთი არ არსებობსო
ეგ ვიცი biggrin.gif მე მაგალითისთვის მოვიყვანე მხოლოდ, ინდოეთთან არარის კავშირში
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 22 2018, 11:10 PM
Post #83


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირადად მე ჩენელინგმა ბევრი დადებითი იმპულსი მომცა. ეს არ იყო, რაღაც ურყევი ჭეშმარიტების კონსტატაცია. მერლინმა სარკაზმით დააციტირა ჩემი გამოთქმა "ინტიმური". აქ ვიგულისხმე ისეთი ინფორმაცია, რაც არ იყო გლობალური ხასიათის და მხოლოდ მე მეხებოდა.
ამ გამოცდილებამ( ჩენელინგის სეანსს რამდენჯერმე დავესწარი), თითქოს უფრო გამამთლიანა. ბევრი ისეთი გაბნეული ასპექტები მომაგროვებინა, რამაც ბევრად უფრო დააჩქარა ჩემი ცნობიერების გაფართოვების პროცესი.
ვერ ვიტყვი, რომ ამ სეანსების დროს სიყალბე ან ტყუილი მივიღე. ერთი მომენტია, ჩენელინგი ბევრად უფრო შედეგიანი და სუფთაა, როდესაც ის მიმდინარეობს შეზღუდულ აუდიტორიაში და მიმართულია რაიმე კონკრეტულ საკითხზე. ან დაშვებაა უბრალოდ მიიღო ინფო, კითხვების გარეშე. როდესაც აუდიტორია დიდია და კითხვები სხვადასხვა სფეროს მოიცავს, სეანსი ნაკლებ ეფექტური გამოდის და მიღებული ინფოც რთული გასაშიფრი ან აღსაქმელი ხდება.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 23 2018, 06:18 PM
Post #84


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნეტა საიდან უნდა მიიღო აბა ინფორმაცია თუ არა ჩენელინგით?
ან ტავად ხარ მედიუმის როლში, გეხსნება ინფორმაცია და ან იყენებ შამავალს და პირდაპირი კითხვა-პასუხი ხდება
ალბათობა იმისა, რომ ცდები ყოველთვის არსებობს

ვინაა ავტორიტეტი აბა? ყველას ჰყავს თავისი წყარო, რომელიც ან მცდარია ან არა ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 23 2018, 10:40 PM
Post #85


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ჰო, ნუ, რას ვიზამთ, ბევრისთვის ეს რთული გასაგებია. ამ დროს ავტორიტეტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს ეზოთერიკოსისთვის


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 25 2018, 04:47 PM
Post #86


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''ნეტა საიდან უნდა მიიღო აბა ინფორმაცია თუ არა ჩენელინგით?''''

(გრამატიკულად გასწორებული პასუხი, წინას თუ წაშლით კარგი იქნება).

სულიერ სამყაროზე სწორი ინფორმაციის მიღება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ხელდასხმულების მიერ გადმოცემული ცოდნიდან. ანუ იმ ადამიანებისგან ვისაც თავად შეუძლიათ სულიერი სამყაროების უშუალო აღქმა და შემეცნება. ცოდნის ასეთი მიღება კი წინაპირობაა იმისა, რომ ადამიანმა მომავალში თავად შეძლოს იგივე, ანუ ავიდეს ხელდასხმის სიმაღლეზე. ხელდასხმულები ყველა დროში არსებობდნენ და არსებობენ, ასეთები იყვნენ მაგალითად გაუტამა ბუდა, ძველი ბოდჰისატვები, ზარატუსტრა, ჰერმეს ტრისმეგისტრი, მოსე, ელია და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, ჰომეროსი, პლატონი, შემდეგ ქრისტეს მოსწავლეები, ახალი აღთქმის წიგნების ავტორები, ფსევდო-დიონისე არეოპაგელი, დანტე, რუსთაველი, ქრისტიან როზენკროიცი, სვედენბორგი, იაკობ ბოემე, მაჰატმა მორია და მაჰატმა კუტჰუმი, ელენა ბლავატსკაია, რუდოლფ შტაინერი და სხვა მრავალი, რომელთა სახალებიც ან ნაკლებად არის ცნობილი ან საერთოდ უცნობია. მხოლოდ ასეთი ადამიანებისგან შეიძლება მივიღოთ ღირებული ოკულტური ცოდნა, ანუ იმათგან ვინც უშუალოდ აღიქვავენ და იმეცნებენ სულიერ სამყაროებს.


მე იმის წარმოჩენა მსურს, რომ მეოცე საუკუნემდე ჩვენთვის ცნობილი არცერთი დიდი სულიერი მასწავლებელი მედიუმი არ იყო იმ გაგებითა და იმ ფორმით რასაც დღეს ვგულისხმობთ ამ სიტყვაში. ოკულტისტები რასაც წერენ უმეტესწილად თანხმობაშია ერთმანეთთან, თანხმობაშია ჯანსაღ აზრთან და ლოგიკასთან, და რაც მთავარია თანხმობაშია მთელი წარსულის სულიერ გამოცდილებასთან. რასაც ვერანაირად ვერ ივტყვით იმაზე რაც ჩენელინგების გზით ვრცელდება. აქ სახეზე გვაქვს სრული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების ნაკადი, რომელიც არათუ ლოგიკურად გაუმართავი, ხშირად საერთოდ არაფერს არ იტყობინება და ცარიელი სიტყვებია ერთმანეთზე გადაბმული, არანაირად არაა თანხმლობაში და სრულიად გამორიცხავს იმ ცოდნას რა სულიერი ცოდნაც კაცობრიობამ დააგროვა. და რაც მთავარია ამ შემთხვევაში - ასეთი მცდარი აზრი, რომ სწორედ ეს მეთოდია მიღმიურთან დამაკავშირებელი ერთადერთი თუ არა უპირველესი საშუალება, მხოლოდ და მხოლოდ მეოცე საუკუნიდან დაწყებული ცრუეზოთერული ბუმიდან შეიძლება დაგვრჩეს, რომელსაც სათავეში და წარმმართველ ძალად სწორედ ისევ და ისევ ჩანელინგების ავტორები უდგანან.

სულ ყველაზე მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, რაც ჩანელინგებიდან იწერება უმეტესწილად იმ თემების გარშემო ტრიალებს რაც ბლავატსკაიამ გააცნო საზოგადოებას (დედამიწის ევოლუცია, რასები და ცივილიზაციები, ნატიფი სხეულები, რეინკარნაციის იდეის მასშტაბური პოპულარიზაცია და ადეკვატური ფორმით გაგება, მაჰატმები ან დიდი ადეპტები და მსგავსი ცნებები პირველად სწორად ბლავატსკაიამ გააცნო ფართო საზოგადოებას), და ჩანელინგებში რაცაა ბლავატსკაიას მიერ გადმოცემული ცოდნა კი არა მისი სრული პრაფანაციაა, და რეალურად არცერთ ძირითად საკითხში არ ეთანხმება თავად ამ ცოდნის წყაროს. თეოოფიასთან ერთად '''new thought'''-ის მოძრაობის გავლენაც არანაკლებადაა მოცემული (მთელი ეს ვიზუალიზაციები, აფირმაციები, სასურველის მოზიდვა, ''პოზიტივ სინქინგი'' და მსგავსი რამეები რაცაა, უმეტესწილად აქედანაა აღებული). ხოდა იმ ცოდნას რაც ისედაც არის წიგნებში გადმოცემული, ახლა ამ ცოდნის გამოხდილ, გამარტივებულ და ათასგვარი ფანტაზიითა და სიცრუით გაზავებულ ვარიანტს გადასცემენ მედიუმებს ის არსებები, რომელთაც აწყობთ ამის კეთება გარკვეული მიზეზბის გამო.

აი მაგალითად ბლავატსკაიამდე ყველა მიდეიუმი ძირითადად გარდაცვლილთა წინაპრებთან კონტაქტით შემოიფარგლებოდა. მაგრამ როგორც კი ბლავატსკაიამ ადეპტებზე, მაჰატმებზე და დიად ხელდასხმულებზე დაიწყო ლაპარაკი, მედიუმებთან მაშინვე გაჩნდნენ გარდაცვლილთა სულების ნაცვლად ადეპტები, დიადი განდობილები, მაჰატემბი და ასე შემდეგ. თვით მორიამ და კუტჰუმიმაც კი ძლივს მოასწრეს ხმის გაღება, რომ მათი გამოჩენისთანავე ''მეზობლად'' მედიუმები უკვე მათი სახელით ალაპარაკდნენ, რაზეც სასწრაფო რეაგირების ქონა მოუწიათ მათ და ხალხის გაფრთხილება, რომ არავითარ მედიუმებთან მათ კავშირი არ ჰქონდათ და დაიწყეს მედიუმობის პრაქტიკის მუშაობის პრინციპის განმარტება და ახსნა იმისა, რომ ამ გზით ეგრედ წოდებულ ''ფსიქიკურ პლანზე'' გადის ადამიანი კონტაქტზე, საიდანაც სიცრუის მეტს ძნელად თუ გამოიტანს ადამიანი რამეს (ხშირადაა ხაზგასმული ისიც, რომ ოკულტისტი, თუ მას არ უნდა გზა აებნეს და აეზილოს ყველაფერი, ამ მაცდურ პლანს, რომელსაც '''great deceiver''-ს უწოდებენ ხშირად, უნდა გასცდეს და რეალურ სულიერ სამყაროებში შეაღწიოს).

იგივე შეიძლება ითქვას მაგალითად იესოზეც, იმდენი იესოა ეხლა ჩანელინგების ასპარეზზე გამოსული რომ პირდაპირ კომედიაა. ყველას თავისი პერსონალური ჯიზასი ჰყავს, რომელიც მედიუმს და მის მსმენელებს ჭკუას ასწავლის და ''ათას კეთილ რჩევა-დარიგებას აძლევს'', და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთის იესო არასდროს არ ეთანხმება მეორისას და ორივე ერთად კიდევ არ ეთანხმება იმ სწავლებას რაც სახარებაშია გადმოცემული და რა სწავლებაც ქრისტეანი ხელდასხმულების მიერაა დატოვებული.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 25 2018, 04:57 PM
Post #87


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩანელინგების პოპულარობის უმთავრესი მიზეზი მათი სიმარტივეა. ნამდვილი ოკულტიზმი ყოველთვის რთულია, მე არ მეგულება არცერთი ღირებული ოკულტური სწავლება ან წიგნი მარტივი ენით რომ ეწეროს და მისი გაგება სერიოზულ კონცენტრირებასა და აზროვნების დაძაბვას არ საჭიროებდეს. ამიტომაცაა ოკულტიზმი ოკულტიზმი, და ამიტომაცაა, რომ იმის დამიუხედავად, რომ ყველას ღიად გადაეცემა და ყველაა მოწოდებული, ცოტა თუ ახერხებს რეალურად ამ სფეროს კარიბჭის შეღებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები არიან ვისაც სირთულეები არ აშინებთ, ვინც მარტივ გზებს არ ეძებენ და ვინც არ ელოდებიან, რომ სამყაროს აგებულებას, მთელ ურთულეს კოსმოლოგიას ყოველდღიური გაზეთის ენით დაწერილს ნახავენ, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აითვისებენ და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. ისეთებიც არიან ვინც გასხივოსნებასაც ასეთი მარტივი გზით ელოდება.




--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 25 2018, 05:10 PM
Post #88


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ავტორიტეტებს რაც შეეხება. ეს არამგონია აქ რამე შუაში იყოს. რომელიმე ადამიანის შეფასება იმ მემვიდრეობით ხდება რასაც ის უტოვებს კაცობრიობას. ვინც დავასახელე, ეგ ადამიანები, მაგალითად პლატონი, იმიტომ კი არ კითხულობს ხალხი მის ტექსტებს, რომ ავტორიტეტად გამოაცხადა ვინმემ, არამედ იმიტომ, რომ თუკი ვინმეს სიბრძნესთან შორიდან მაინც ჩაუვლია, იქნება ეს ფილოსოფოსი, რელიგიური მოღვაწე, მისტიკოსი და ოკულტისტი, პლატონს არავინ არ აქცევს ზურგს. და ამიტომაც იქცევს ის ყველა სიბრძნით დაინტერესებული ადამიანის ყურადღებას, შედეგად სწავლობენ მის ტექსტებს და ისინიც თავის შთაბეჭდილებას და შეფასებას გადასცემენ სხვებს, და მის წაკითხვას ურჩევენ. ანუ შინაარსია სწავლის მთავარი და არა ის, რომ ვიღაცა ავტორიტეტად გამოაცხადეს, შინაარსის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მაგალითად რუსთაველზე და არა იმის და მიხედვით, რომ ყველა ასე ამბობს ან რამე მსგავსი.

იმას რაც შეეხება, რომ შეცდომისგან არასდროს არ ხარ დაზღვეული, რა თქმა უნდა მართალი ხართ, მაგრამ როდესაც საქმე ისეთ სიცრუეს ეხება როგორიც ჩანელინგებია, ან ისეთს როგორიცაა ოშოს, რერიხების ან სხვა ცრუმასწავლებელთა სწავლება, ამ შემთხვევაში შეცდომისგან არავინაა დაზღვეული კი არა, ჭეშმარიტებისგანაა ყველა საიმედოდ დაზღვეული.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 25 2018, 10:30 PM
Post #89


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
არ დაგიშვია ის მომენტი, რომ უამრავი მაღალი სული მუშაობს ამ სამყაროში, ისე,რომ მისი სახელი საყოველთაოდ ცნობილი არ ხდება და არ რჩება ისტორიას. ყველას თავის დანიშნულება და მისია აქვს. არ ვიცი მარტივს და რთულს რას უწოდებ. და როგორ აფასებ იმ ადამიანების საქმიანობის სიმარტივეს ვინც ჩენელინგითაა დაკავებული ან იმათ ვისი მოხელეობა რთული და მძიმეა შენთვის.
ბოდიშს გიხდი შენი ბოლო პოსტები თავბიდან ბოლომდე არ წამიკითხავს, ზედმეტად გრძლად წერ და ხშირად მეორდები...smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 9 2018, 04:37 PM
Post #90


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინც არ დასწრებიხართ, რა პონტში არ მოგწონთ?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Dec 9 2018, 06:23 PM
Post #91


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავსწრებივარ. გარდა ამისა რაც ოკულტიზმით დავინტერესდი იმის მერე მინდა თუ არა მინდა ჩანელინგებთან მიწევს შეხება, იმიტომ რომ ყველგანაა მოდებული. ჩანელინგებიდან ისეთი სიცრუე მოედინება უხვ ნაკადებად, რომ ეზოთერიკაში ჭეშმარიტი სწავლების ნახვა უკიდურესად რთული გახდა. ეს არ არის რაიმე ისეთი პრაქტიკა, რასაც შეიძლება მასწავლბლები ან ევოლუციის სასარგებლოდ მოქმედი იერარქიული არსებები იყენებდნენ. ეს ის ანკესია, რომელზეც მოსწავლე არ უნდა წამოეგოს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Dec 18 2019, 06:26 PM
Post #92


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქ რა ბატალიები გაგვიმართავს 😀
ძაან გამეცინა ახლა რომ წავიკითხე...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
77RA88
post Mar 19 2020, 09:42 PM
Post #93


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 19-March 20
Member No.: 7,879

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩენელინგი დღესაც ქართულათ საერთოთ სად დევს ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 20 2020, 10:41 PM
Post #94


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რომელი ჩენელინგი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Aug 1 2020, 12:14 PM
Post #95


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აუ მეგობრებო, ჩენელინგი იყო რუსულად ნათარგმნი, ნომრების მიხედვით, და მათ შორის იყო ერთერთი რომელსაც ეხლა ვეძებ და ვერ გავიხსენე სათაური. კრისტალურ არსებებზე იყო თავიანთ პლანეტაზე ყვებოდნენ რომელიც სირიუსის ტანავარკსვლავედშია. და მერე მეზობელ პლანეტაზე პასკატები ცხოვრობდნენო და პრობლემა შეექმნათ პლანეტაზე და კრისტალურმა არსებებმა თავიანთ პლანეტაზე გადმოასახლეს თუ რაღაც ეგეთი. ხომ არ იცით ვინმემ?
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V  « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:10 PM