IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჩემი რომანი ”უცხო კაცი”, ნაწყვეტები რომანიდან
ანანდა...
post Sep 6 2010, 03:22 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უცხო კაცი




შემოდგომის საღამო იდგა. ჰაერში საამო სურნელი ტრიალებდა. ქუჩები ყვითელი ფოთლებით იყო მოფენილი. ხეები შერჩენილ ფოთლებს მორცხვად აშრიალებდნენ.
ნუგზარს წელიწადის ეს დრო ძალიან უყვარდა, იგი საღამოობით გადიოდა ქუჩაში და საათობით სეირნობდა.
იმ დღესაც ნუგზარი ქუჩაში მიდიოდა. ხელები ძველი გახეხილი ლაბადის ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი, თან შემხვედრ გამვლელებს ათვალიერებდა, ძალიან გაერთო, ისე რომ ვეღარ მიხვდა, თუ როგორ ჩამობნელდა, უცბად უკნიდან მხარზე ხელის შეხება იგრძნო,
-როგორ ხარ? ჩაესმა ხმა, ნუგზარი შემობრუნდა, მის წინ უცნობი მამაკაცი იდგა.
-ვერ მიცანი? გაიღიმა უცნობმა,
-ბოდიში, ვერ გიცანით! ნუგზარი შემცბარი უყურებდა უცნობს, მერე თანდათან თვალებში სხივი ჩაუდგა.
-აუჰ! ხელები გაშალა და შავებში ჩაცმულ მაღალ, მამაკაცს მოეხვია
- ძლივს გიცანი, თქვა ნუგზარმა
-არა უშავს ხდება ხოლმე, გაიღიმა უცნობმა,
-უფფ! შვებით ამოისუნთქა ნუგზარმა,
-წეღან, რომ დაგინახე, ვერც მე გიცანი, რამდენი ხანია მოგდევ, თან ვფიქრობდი: ის არის თუ არა მეთქი?
ქუჩას საუბრით გაუყვნენ, ნუგზარმა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
- შენ რა მოწევა დაიწყე? თქვა უცნობმა.
-მარტო ეგ რომ მჭირდეს რა მიშავს, ხელი ჩაიქნია ნუგზარმა-თქვენ საიდან გაჩნდით აქ?
-ორი დღეა, რაც ჩამოვედი, ჯერ კარგადაც ვერ შევეწყვე აქაურობას.
-სად დაბინავდით?
-აქვე ახლოს ვარ სასტუმროში. ბევრი რამ შეცვლილა აქეთ, გარემო, ხალხი..
-ხო, ბევრი რამ შეცვლილა, ძირითადათ ხალხი, თითქოს ყველა რაღაცა უხამსმა ძალამ გადაასხვაფერა.
-იცი სანდრო ვნახე! გახსოვს? -მხატვარი
-მახსოვს, რას შვრება როგორ არის? იკითხა ნუგზარმა
-არა უშავს.
-კარგი ბიჭი იყო სანდრო! ერთ დროს ვმეგობრობდით, წერილებსაც ვუგზავნიდით ერთმანეთს..
- ახლა რა აღარ მეგობრობთ? გაუკვირდა უცნობს.
…-არ ღირს მაგაზე ლაპარაკი, არც მაგის დროა და არც ადგილი.
- რა მოხდა? რაშია საქმე! უცნობს ხმაში შეშფოთება დაეტყო
-იცი თუ გინდათ ჩემთან ავიდეთ სახლში და იქ დავილაპარაკოთ შესთავაზა ნუგზარმა.
-კარგი, დაეთანხმა უცნობი.
ქუჩას ნელი ნაბიჯით გაუყვნენ, უხმოდ მიდიოდნენ, ნუგზარი მთელი გზა სიგარეტს ეწეოდა. უცხოს კი ვერაფერს შეატყობდით, ფიქრებში ჩაძირულიყო
-აი მოვედით! თქვა ნუგზარმა და წითელი აგურის სახლთან შეჩერდა.
-მარტო ცხოვრობ? იკითხა უცნობმა
-ხოო, ცოლს გავეყარე.. ბავშვიც თან წაიყვანა.. ეჰ არ მინდა გახსენება
მესამე სართულზე ავიდნენ, ნუგზარმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარები გააღო.
-აქა მშვიდობა თქვა უცნობმა ოთახში შესვლისას.
-ცოტა არეულობაა მოიბოდიშა ნუგზარმა და უცნობს ბინაში შეუძღვა.
-დაბრძანდით, სავარძელზე ანიშნა თვითონ ლაბადა იქვე სკამზე მიაგდო -მე ახლავე მოვალ თქვა და გვერდზე ოთახში გავიდა.
-უცნობს ხმა არ ამოუღია სავარძელში ჩაჯდა, თან ოთახს ათვალიერებდა, ძველი ყაიდის ბინა იყო, შპალერი გაცვეთილი და მოძველებული ჩანდა კედლებზე აქაიქ ძველი ფოტოსურათები მოჩანდა, გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა ლამაზი ბავშვის ფერწერული პორტრეტი.
მალე ნუგზარი გამოჩნდა, ხელში ხილიანი ჯამი ეჭირა
-მიირთვით შესთავაზა სტუმარს
-მადლობთ!
-იცით რა მაინტერესებს, სად გაიცანით სანდრო? მისი ადრინდელი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, იკითხა ნუგზარმა.
-ჰოო! მრავალმნიშვნელოვნად თქვა “უცხო კაცმა” და გაიღიმა, შემდეგ ცოტა ხანს ჩაფიქრდა, ალბათ ცდილობდა მეხსიერებაში აღედგინა დიდი ხნის მივიწყებული ამბები.
-სანდროს ასე ათი წლის წინ ქალაქის ერთერთ გარეუბანში შევხვდი.
სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, ვიფიქრე გზად ცოტას წავიხემსებ მეთქი და იქვე პატარა სასადილოში შევედი, სანამ შეკვეთილ საჭმელს მომიტანდნენ, დაღლილობისგან ცოტა ჩამთვლიმა.
-შეიძლება თქვენს მაგიდასთან დავჯდე? მომესმა ხმა, ავიხედე, ჩემს წინ მაღალი გამხდარი ასე ოციოდე წლის ყმაწვილი იდგა.
-როგორ არა! ვუთხარი მე და სკამი თავაზიანად გამოვუწიე, ბიჭს ხელში ლამბაქზე დადგმული ჭიქა ჩაი და ნამცხვრის ნაჭერი ედო, იგი მაგიდას მიუჯდა და აუჩქარებლად შეუდგა ჭამას,
უფრო კარგად დავაკვირდი მის სახეს, წვერგაუპარსავი იყო, ოდნავ ფერმკრთალი, საოცრად მეტყველი და ჭკვიანი ფართოდ გახელილი თვალები ჰქონდა, რატომღაც მისი გაცნობა მომინდა, მიმტანს საჭმელი ჩამოვართვი და მადლობა გადაუხადე, სანდრო უხმოდ აგრძელებდა ჭამას.
-რა გქვია მეგობარო? შევეკითხე და ჩემი კითხვით რომ არ დამეფრთხო მეგობრულად გავუღიმე.
-მე მეკითხებით? რატომღაც გაიკვირვა ბიჭმა, თითქოს მაგიდასთან ჩვენს გარდა სხვაც მჯდარიყოს.
-დიახ! გავიცნოთ ერთმანეთი, ჩემი სახელი ვუთხარი და ხელი გავუწოდე.
-სანდრო მქვია, თქვა მან ოდნავ აკანკალებული ხმით და ჩემს ხელს ხელი შეაგება, ინსტინქტურად ხელზე დავხედე, პატარა, სუსტი, თითქმის ქალური ხელის მტევანი ჰქონდა, “პატარა ხელი ქოლერიკებს აქვთ” გამახსენდა სადღაც ამოკითხული ფრაზა… თან სანდროს თვალიერებას ვაგრძელებდი..
-თქვენ აქაური არ უნდა იყოთ, მითხრა სანდრომ და უხერხულად გაიღიმა, თითქოს თავისი ნათქვამის სისწორეში ეჭვი შეეპარაო…
-მართალია! დიდი ხანი არაა, რაც ამ ქალაქში ჩამოვედი…
-უკაცრავად ბატონო დავით, ეს რომელი პერიოდი იყო? შეაწყვეტინა ნუგზარმა ამბის თხრობა “უცხო კაცს”
-80-იანი წლები, მაშინ შენც არ გიცნობდი, თქვა დავითმა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა.
“ნეტა ვინ და რა კაცია ეს დავითი” ფიქრობდა ნუგზარი, გაახსენდა, რომ იგი შემთხვევით მატარებელში გაიცნო, ერთ კუპეში მოხვდნენ. მან მაშინვე მიიქცია ყურადღება, უჩვეულოდ მკაცრი ტონით, როცა თავის თანამოსაუბრეს რაღაცაზე ეკამათებოდა, მაშინ ბატონი დავითი გარეგნობით, მართლაც ბიბლიურ დავითს მოგაგონებდათ..
ნუგზარი ახლაც გაოცებული უყურებდა ამ ადამიანს, რომელსაც მიუხედავად თავისი წლოვანებისა საერთოდ არ ეტყობოდა ასაკი,
-ხომ არ დაიღალეთ ბატონო დავით! იქნება შეგვეწყვიტა საუბარი, მორიდებულად იკითხა ნუგზარმა,
-არა! ჩემდაუნებურად ფიქრებში წავედი, თავი ასწია “უცხო კაცმა”-გავაგრძელოთ!
-მე იმიტომ შეგაწუხეთ, რომ თქვენი აზრი მაინტერესებდა სანდროზე, იგი ხომ ჩვენი საერთო ნაცნობია და…
-არა უშავს.
-იცით მე იგი თქვენს მერე გავიცანი! ისევ მორიდებულად განაგრძო ნუგზარმა..
-მართლა? საინტერესოა ჩემს შესახებ რას ამბობდა სანდრო? იკითხა დავითმა.
-არ დაიჯერებთ და იგი თქვენს მოწაფედ თვლიდა თავს.
-უყურე შენ! გაიკვირვა დავითმა
-ძალიან მორცხვი ყმაწვილი იყო, მისთვის მხატვრობა ზედ გამოჭრილი პროფესია იყო, -თქვენთანაც მორცხვობდა?
-არც ისე, უბრალოდ თავისი აზრის გამოთქმა უჭირდა და ამ ნაკლს სიამაყის გამო მალავდა, ცდილობდა მისი ეს თვისება სხვებს არ შეემჩნიათ..
-ხო! ეგ მეც შევამჩნიე, შეაწყვეტინა ნუგზარმა,
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა.
-თუ შეიძლება ბატონო დავით იქნება გააგრძელოთ! სიამოვნებით გისმენთ..
-იცი რა ნუგზარ, მოდი დაურეკე სანდროს და შენ გაარკვიე მასთან ურთიერთობა, თქვა მოულოდნელად დავითმა
-არა რა თქმა უნდა, მაგრამ ..აღარ დაამთავრა ნუგზარმა.
-ჩემი წასვლის დროა! თქვა დავითმა სავარძლიდან წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.
-იქნება მოგეცადათ! ჩაის ავადუღებ! მშიერიც იქნებით, დაფაცურდა ნუგზარი და სამზარეულოსკენ გასწია.
-არა ღირს ტყუილად ნუ წუხდები! ხელი გაიქნია უცხომ და კარებისკენ გაემართა, ნუგზარმა აღარ შეაჩერა, იცოდა რომ ვერას გააწყობდა, უბრალოდ კარებამდე გააცილა.
-აბა ნახვამდის ბატონო დავით, იმედია კიდევ შევხვდებით!
-დავითმა ხელი გაუწოდა დამშვიდობებისას, რა ძლიერი ხელი ჰქონია, გაიფიქრა ნუგზარმა, თითქოს ოდნავი შიშიც კი იგრძნო უცხო კაცისგან, მაგრამ არ შეიმჩნია, და მტკიცედ გამოთქვა :ღმერთმა მშვიდობით გატაროთ ბატონო დავით! სტუმარს საპასუხოდ არაფერი არ უთქვამს უბრალოდ გამჭოლი მზერა ესროლა და კიბეს ტაატით ჩაუყვა.
ნუგზარი შინ შებრუნდა, და სავარძელში ჩაჯდა, დავითის ნახვამ წარსული ისევ გაახსენა …
მომავალი მეუღლე ინსტიტუტში გაიცნო, მაშინ იგი ოცდაათიოდე წლის თუ იქნებოდა. ეამაყებოდა თავისი ხელობა, არქიტექტურულზე სწავლობდა, ოცნებობდა იმაზე, თუ როგორ გაითქვამდა სახელს ახალი პროექტებით, უმთავრესად თავის საქმით იყო დაკავებული, ამიტომ ქალების მხრივ ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებდა, მისთვის მთავარი ხელოვნება იყო, რომ არა შემთხვევა მაიას (ასე ერქვა გოგონას) ვერც გაიცნობდა, ნუგზარი იმ დღეს აუდიტორიის კარებთან იდგა და გამოცდაზე გასვლის რიგს ელოდა, იმდენად იყო აღელვებული, რომ გვერდზე მდგარი გოგონა ვერც შეამჩნია, და შემობრუნებისას უხეშად გაჰკრა მხარი.
-ბოდიში ვერ დაგინახეთ! მოიბოდიშა ნუგზარმა და გაწითლდა,
-არა უშავს! არაფერი არ მომხდარა, გაეცინა გოგონას, და თამამი მზერა მიაპყრო ნუგზარს.
-აარა უუშავს!? დაიბნა ნუგზარი და აქეთ-იქით დაიწყო ყურება თითქოს გასაქცევ გზას ეძებსო.
-მაია მქვია, ვიცნობდეთ ერთმანეთს! გაეღიმა გოგონას, მე სამედიცინოზე ვსწავლობ, თქვენ შორიდან გიცნობთ, ნუგზარი გქვიათ არა?
ნუგზარი შეცბა, არ ელოდა ამ პატარა სიფრიფანა გოგოსგან ასეთ სითამამეს
-სსასიამოვნოა! ძლივს ამოღერღა დაD უხერხულობის დასაფარავად საგამოცდოს დაუწყო თვალიერება, იგი ისე იყო აღელვებული, რომ ვერც კი იგრძნო მის ხელში ათრთოლებული ხელის სინაზე.…
ამ შემდეგ დიდხანს არ გაუვლია, რომ ნუგზარმა გადაწყვიტა მაია ცოლად მოეყვანა, ერთმანეთს ხვდებოდნენ, დადიოდნენ კინოში, თეატრებში, გამოფენებზე. თითქოს ნუგზარი შეეჩვია მაიას და მის სიახლოვეს, მართალია გრძნობდა, რომ მათი ურთიერთობა სიყვარული არ იყო, მაგრამ იმედოვნებდა რომ ცოლად შერთვის მერე ერთმანეთს შეიყვარებდნენ, მალე იქორწინეს წელიწადში ბავშვიც ეყოლათ……..
- წკრრრრრრრ!!! გაისმა ტელეფონის ხმა, ნუგზარი ფიქრებიდან გამოერკვა და საათს შეხედა, ღამის სამი საათი იქნებოდა, წარსულის გახსენებამ ცუდ გუნებაზე დააყენა. ეჰ ნეტა დავითისთვის მომეყოლა ეს ყველაფერი, საინტერესოა რას მეტყოდა, გაიფიქრა ნუგზარმა, უცებ გაახსენდა, რომ დავითი აქამდე არასოდეს არ ყოფილა დაქორწინებული, რაც კიდევ უფრო უცნაურს ხდიდა ისედაც უცხო და გაუგებარ დავითს. ტელეფონი კი რეკვას განაგრძობდა, ნეტა ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას გაიფიქრა და ყურმილს დასწვდა
-გისმენთ! ყურმილში ხმა არ ისმოდა, რამდენი მოცლილია ამ ქვეყანაზე, ჩაილაპარაკა ნუგზარმა და ყურმილი დაკიდა. უცებ ყურში რაღაც ხმა ჩაესმა, უი! სულ დამავიწყდა.. სასადილო ოთახში გავარდა, ონკანში დიდი ჭავლით წყალი მოჩხრიალებდა, ორი დღეა წყალი არ მოდიოდა და ონკანი ღია დარჩენოდა, წყლის ხმამ ნუგზარს ბავშვობა გაახსენა.. როცა დედამისი ძალით აბანავებდა ხოლმე, მაშინ დედასთან არანაირი ხვეწნა მუდარა არ სჭრიდა, რომ არ დაებანა. ეჰ ფიქრებიდან გამოერკვა ნუგზარი და ონკანი სასწრაფოდ დაკეტა. წკრრრრრრრრრრრრრ! ისევ ტელეფონი აწკრიალდა! ნუგზარი სამზარეულოდან გამოვიდა და ტელეფონს მიაშურა..
-დიახ, გისმენთ!
-ნუგზარ როგორ ხარ? მოესმა ყურმილში. აშკარად უცნობი ხმა იყო,
-ვერ გიცანი, რომელი ხარ? ჩასძახა ნუგზარმა.
-ეეჰ, დაგავიწყდა ხომ ძველი, მეგობრები? თენგიზი ვარ ბიჭო!
-ვაა, თენგო საიდან სადაო? გაუკვირდა ნუგზარს. როდის ჩამოხვედი?
-ახლა ტელეფონში ვერ მოგიყვები, თუ გინდა, ხვალ შევხვდეთ.
-სად?
-ჩემთან მოდი სახლში.
-შენთან, ისევ იქ ცხოვრობ?
-რა მისამართი ხომ არ შეგახსენო, ჩაეცინა ტელეფონში თენგოს.
-არა არ მინდა, საღამოსთვის შემოგივლი, წეღან შენ რეკავდი?
-ხო, რა ცოტა ჩამოსვლისა დავლიეთ და გამახსენდი.
-ხო კარგი, ხვალ საღამოს შემოგივლი, იცოდე ფხიზელი დამხვდი! ნუგზარმა ყურმილი დაჰკიდა. რა დროს თენგიზაა! გაიფიქრა გუნებაში, ეჰ! ამოიოხრა, გაახსენდა, რომ მისი და თენგოს მეგობრობა სკოლიდან დაიწყო, როცა ერთად იპარებოდნენ სკოლიდან, ერთად ეწეოდნენ სიგარეტს ტუალეტში და მერე ერთად ისჯებოდნენ ……….
ნუგზარი საწოლ ოთახში შევიდა, საწოლები ერთმანეთს იყო დაშორებული, გაახსენდა, ისინი მეუღლესთან განშორების მერე რომ გადაადგილა, მაიას საწოლი, მისი წასვლის შემდეგ დღესაც ხელშეუხებელი იყო, იქვე ახლოს ბავშვის საწოლიც იდგა, საწოლის თავზე ბავშვის გაუწაფავი ხელით შესრულებული ნახატი იყო ჩამოკიდებული, “დედიკო და მამიკო” ოკრობოკრო ასოებით ეწერა.. ნუგზარს ცრემლი მოერია, ხელები მომუშტა, თავს ძალა დაატანა, რომ არ ატირებულიყო, თავის საწოლში პირქვე, დაეცა..ასე ტანთ გაუხდელი ხშირად ეძინა ხოლმე, თითქოს თავის თავს თუ ვიღაც უხილავ მეთვალყურეს აჩვენებდა, აი, რა დღეში ვარო! ფიქრის თავიც არ ჰქონდა შთბეჭდილებებით დაღლილს მალე ჩაეძინა.
დილით ადრე გაეღვიძა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ნაბახუსევი იყო, ძალიან ეზარებოდა ადგომა, თავი ასწია და კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა რვის ნახევარი იყო, ერთხანს ისევ დაძინება გადაწყვიტა, მაგრამ ძილი ვერაფრით ვერ შეიბრუნა, ისევ ფიქრებმა წაართვა თავი..გაახსენდა გუშინდელი ამბები ყველაზე მეტად უცხო კაცის და თენგოს გამოჩენას არ ელოდა, ეხ თენგო, თენგო..

თუ მოგეწონათ გავაგრძელებ






Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ანანდა   ჩემი რომანი ”უცხო კაცი”   Sep 6 2010, 03:22 PM
Atman   ანანდა გააგრძელე.....   Sep 6 2010, 08:56 PM
ანანდა   . . . სკოლა ახალი დამთ...   Sep 7 2010, 02:00 PM
ანანდა   ვახო კოჯრის ქუჩაზე...   Sep 8 2010, 11:15 AM
ანანდა   ნუგზარს გაახსენდა,...   Sep 9 2010, 11:44 AM
ablabuda13   ცოტა უფრო მეტი დად...   Sep 10 2010, 12:44 AM
ანანდა   რომანის კომპიუტერ...   Sep 10 2010, 11:43 AM
ანანდა   -ეე! გაიღვიძე დეპო...   Sep 13 2010, 12:20 PM
ანანდა   სახლთან ისე მივიდა...   Sep 13 2010, 12:20 PM
ანანდა   ნუგზარი ჩვეულების...   Sep 15 2010, 11:14 AM
ანანდა   წინაკარში ძველებუ...   Sep 17 2010, 11:16 AM
ანანდა   . . . .სანდრო ქუჩაში მ...   Sep 23 2010, 01:18 PM
ანანდა   . . .სანდრო იმ ზაფხულ...   Sep 27 2010, 04:02 PM
ანანდა   ბოდიშს გიხდით შეც...   Oct 5 2010, 11:40 AM
ანანდა   სანდრო გაშრა, რამდ...   Oct 20 2010, 11:37 AM
თამარი   -როგორ ხარ? ჩაესმა ხ...   Jul 24 2011, 01:56 PM
თამარი   . . .სანდრო იმ ზაფხულ...   Jul 24 2011, 02:10 PM
თამარი   –აი გამომართვი და ...   Jul 24 2011, 02:12 PM
თამარი   მაპატიე, შენიშვნებ...   Jul 24 2011, 02:15 PM
kate   ანანდა რატომ აღარ ...   Jul 29 2011, 08:09 PM
ანანდა   დიდი მადლობა ყურად...   Aug 1 2011, 11:47 AM
kate   ანანდა ამ ნაწარმო...   Aug 1 2011, 05:23 PM
ანანდა   . . . . . . სანდრო გვიან ...   Aug 2 2011, 02:13 PM
Atman   ამას რომ ვკითხულობ...   Aug 2 2011, 02:50 PM
ანანდა   მიდიოდა სანდრო ქუჩ...   Aug 2 2011, 04:08 PM
ანანდა   –რა თქმა უნდა, ეს ძა...   Aug 2 2011, 04:09 PM
ანანდა   სანდრო მალე გამოერ...   Aug 2 2011, 04:25 PM
kate   ანანდა მადლობთ, რო...   Aug 3 2011, 11:27 PM
kate   Atman შენი მოთხრობა ს...   Aug 3 2011, 11:28 PM
ანანდა   –ძალიან კარგია! ა...   Aug 10 2011, 12:12 PM
Atman   kate Atman შენი მოთხრობა...   Aug 10 2011, 06:26 PM
ანანდა   ოთახში სიჩუმემ დაი...   Aug 11 2011, 03:55 PM
ანანდა   –მერე სად გეჩქარებ...   Aug 12 2011, 02:33 PM
ანანდა   - ეჰ, ახლა მეც სტიოპ...   Aug 16 2011, 01:05 PM
ანანდა   სანდრომ უხერხულად ...   Aug 18 2011, 04:16 PM
ანანდა   სანდრო უხმოდ იჯდა ...   Aug 18 2011, 04:47 PM
ანანდა   სანდრო ისევ უცხოს ...   Aug 19 2011, 12:11 PM
ანანდა   სანდრო უხერხულად დ...   Aug 25 2011, 12:27 PM
ანანდა   – რა მათხოვარი არ გ...   Oct 25 2011, 03:11 PM
ანანდა   სანდროც წამოდგა- ა...   Nov 22 2011, 03:13 PM
ანანდა   არც თუ ისე მარტივი...   Nov 29 2011, 02:09 PM
manana   მომწონს. კარგად ძე...   Jan 15 2012, 12:05 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 06:46 PM