IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> "არეოპაგიკა" გამოკრებილი, პეტრე იბერი
LAIRA
post Nov 21 2011, 03:40 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პეტრე იბერი V საუკუნის გამოჩენილი საელკესიო მოღვაწე ქალაქ მაიუმის ეპისკოპოსი,ქართლის სამეფო ტახტის პირდაპირი მემკვიდრეა.მას ეკუთვნის თეოლოგიურ-ფილოსოფიური შრომა,რომელიც ამჟამდ და ადრიდანვე ცნობილი იყო დიონისე არეოპაგელის შრომების სახელით,რომელიც იყო ქალაქ ათენის პირველი ეპისკპოპოსი I საუკუნეში.სხვადასხვა მეცნიერების მტკიცებულებით ეს შრომები ვერ დაიწერებოდა I საუკუნეში და მისი ავტორი აზროვნების თავისებური გადმოცემის მიხედვით არ უნდა ყოფილიყო ბერძენი.ბერძნულიდან ქართულად ამ შრომების თარგმანი შესრულებულია XI საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწის ეფრემ მცირის მიერ.
აქვე უნდა აღინიშნოს დიდი სკითიელი ბერის გამონათქვამი პეტრე იბერის მიმართ : "ის სიყვარულს ცეცხლი , რომელიც ღმერთმა მოგანიჭა , ამ თაობის არცერთ კაცს არ ღირსებია ჰქონოდა ასეთი სიძლიერით.... "
ცეცხლი იერუსალიმში მხოლოდ დიოფიზიტი პატრიარქის ლამპარზე გადმოდის და იგი წმიდაა - არ არის შემწველი და მაშასადამე ეს ცეცხლი არის ღმრთის სიყვარულის გამოხატულება კაცთა მოდგმის მიმართ.წმინდა მამები ამბობენ : "ღმერთი სიყვარული არს" და ყოველივე ზემოთ მოყვანილის მიხედვით პეტრე იბერს ეს სიყვარულის ცეცხლი უხვად ქონდა მინიჭებული ღმერთისგან.ეს გამოხატა კიდეც პეტრე იბერმა არეოპაგიკის შრომების ერთ - ერთ თავში,რომელიც მიძღვნილია უდიდესი სიყვარულის - ტრფიალების რაობის გაგებისადმი.
"არეოპაგიკა"დაწერილია რთული და გრძელი წინადადებებით და ძალიან ძნელი გასაგებია,სასულიერო ფილოსოფიური კრებული შედგება 4 შრომისა და 10 ეპისტოლესაგან , ის რთული საკითხავია ფართო მკითხველისათვის,ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ ჩამოგვეყალიბებინა ეფრემ მცირის თრგმანის გამოკრებილი ,მოკლე საკითხავი თხრობა ჩვენი ძალისაებრ.

I. საღმრთოთა სახელისათვის

მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ მცირე ამონაწერი :

"რამეთუ ვითარცა მიუწვდომელ და უხილავ არიან გრძნობადთა და საცნაურნი და აგებულებათა და სახეთა შინა მყოფთაგან მარტივი და გამოუსახველნი და ხორცთა სახითა დასახულთა და უხორცოთა იგი შეუხებელი და გამოუსახველი უსახეობაი , ეგრეთვე ჭეშმარიტებისა სიტყუათაებრ ზეშთა - იქმნების არსებათა უზეშთაესი იგი არსთა უსაზღვრობაი და გონებათაისა ზეშთაგონებისა იგი ერთი ; და გამოუთქმელ არს ყოვლისა სიტყვისაგან ზეშთასიტყვისა იგი სახიერებაი , ერთობაი. ერთ მყოფელი ყოვლისა ერთობისაი და არსებაი ზეშთაარსებისაი , გონებაი მოუგონებელი , სიტყვაი გამოუთქმელი , უტყუებაი , მოუგონებლობაი , დაუსახველობაი რამეთუ არარაით არს არსთაგანი მიზეზი ყოველთა არსებისაი , ხოლო თვით უზეშთაესი არსთაი ,ვითარცა მიერ კერძოი ყოვლისა არსებისაი , რათა თვით მხოლოი ოდენ გამოჩნდეს ფლიობით მეცნიერ თავსა თვისსსა. "

აი ასეთი გრძელი ურთულესი წინადადებებით მოგვითხრობს პეტრე იბერი ღმერთის შესახებ და ამბობს : "მრავალნი ღმრთის - მეტყველნი ჰპოვნე , რომელთა არა ხოლო უხილაობაი და მიუწვდომლობაი იგალობეს მისთვის , არამედ თანა გამოუძიებლობაიცა და გამოუკვლელობაი , ვითარცა არა არს ალაგი , არცა კუალი ერთი განსავლელი დაფარულსა მას შორის განუზომლობასსა მისსა." და შემდეგ ჩამოთვლილია ის უამრავი სახელები რომლითაც ღმერთს უგალობდნენ , მათ შორის არის "ძველთა დღეთასა" , "მზედ , ღრუბლად ყოვლად - ყოვლად და არცა ერთად მათ ყოველთაგან."













--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Jan 7 2012, 11:37 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



LAIRA
QUOTE(LAIRA @ 7th January 2012 - 11:29 AM) *
არა მგონია ეს რომელიმე ფორუმზე დაედოთ


პეტრე იბერზე church.ge-ზე იყო თემა გახსნილი.

QUOTE(LAIRA @ 7th January 2012 - 11:29 AM) *
ზემოთ მოცემული არის მამა ღმერთის განმარტება თანდათანობით ვიმსჯელოთ თუ ამის სურვილი გექნებათ,ისე კი არა მგონია გაინტერესებდეთ


ეს საკიტხი იმითაა საინტერესო, რომ ამაზე პეტრე იბერი საუბრობს, თორემ ახალი მის სიტყვებში არაფერია ჩემთვის. ტიპიური იმპერსონალიზმია. დარწმუნებული ვარ სხვებს დააინტერესებთ, ამიტომ განაგრძე ტექსტების აკრეფა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Jan 7 2012, 11:40 AM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Jan 7 2012, 11:37 AM) *
LAIRA
პეტრე იბერზე church.ge-ზე იყო თემა გახსნილი.
ეს საკიტხი იმითაა საინტერესო, რომ ამაზე პეტრე იბერი საუბრობს, თორემ ახალი მის სიტყვებში არაფერია ჩემთვის. ტიპიური იმპერსონალიზმია. დარწმუნებული ვარ სხვებს დააინტერესებთ, ამიტომ განაგრძე ტექსტების აკრეფა.

ტემა კი იყო მაგრამ იქ არაა თავად ტექსტი.ამა მე ვკრიფავ smile.gif
ჯერ ამ თავზე ვისაუბროთ და გავაგრძელებ ავკრიფავ რასაკვირველია მაგრამ მინდა რომ ვინმემ გაიგოს ეს რასაც ავკრიფავ,არ მინდა ტყუილად ვწერო


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 9th May 2024 - 04:39 AM