Posted on: Apr 12 2011, 11:03 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 1 Joined: 12-April 11 Member No.: 6,439 |
მოგესალმებით მინდა გითხრათ, რომ ძალიან არ მსიამოვნებს როდესაც ფოტოს მიღებენ, თუნდაც იყოს ნათესავი ან მეგობარი, მით უმეტეს უცხო ადამიანი. ხომ იცით, არის სიტუაციები როცა ფოტოს გადაღებაზე უარის თქმა არ გამოდის, რომ ცუდად არ გაგიგონ, ხან კი შემთხვევით მოხვდები კადრში. ზოგს კიდევ პაპარაცობა უყვარს და დაგდევს და გისაფრდება რომ გადაგიღოს. იცით, იმის შეგრძნება, რომ სხვას შენი ფოტოები აქვს, რაღაც ძალიან ცუდად მოქმედებს, არა იმდენად დათარსვის ან ჯადოს შიშის გამო, უფრო საკუთარი "მე"-ს ნაწილის დაკარგვის თუ გაფანტვის შეგრძნებაა. ძალიან საინტერესო იქნება სხვათა (მით უფრო ამ საკითხებში გარკვეული ადამიანების) შეხედულებები ამასთან დაკავშირებით, თქვენც თუ გაქვთ ეგეთი შეგრძნებები და რით აიხსნება ეს ყველაფერი. |
Forum: პარამეცნიერება · Post Preview: #42638 · Replies: 14 · Views: 22,318 |
New Replies No New Replies Hot Topic (New) Hot Topic (No New) |
Poll (New) Poll (No New) Locked Topic Moved Topic |
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 02:53 AM |