IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


Matus
Posted on: Apr 19 2015, 05:11 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 15-April 15
Member No.: 7,393


ციტატა(FERRE @ Apr 17 2015, 10:20 AM) *
ვინც უპასუხეთ საბას თქვენ თუ შეგიძლიათ მსგავსის გაკეთება? ან ნებისმიერ სხვა ფორუმელს?


ტელეკინეზის ათვისება არცისეთი ადვილია . ელემენატლურის გაკეთება შეიძლება ერთ თვეში შეძლო. ვინაიდან ტელეკინეზით დაკავებული არ ვარ არც ვვარჯიშობ , მაგრამ წყალზე პირქვე დადგმული ერთჯერადი ცელოიდის ბაკლის ამოძრავება შემიძლია. ადამიანის გონება , ტვინი , არის მთავარი ნერვული სისტემა. როდესაც ხელით ეხები საგანს , შენ შეხებას ტვინის საშუალებით გრძნობ . ხელებში მდებარე ნერვული დაბოლოებები აქტიურად გადასცემს ტვინს ნებისმიერ შეხებას , ასევე უმცირესი ნაწილაკების. მაგრამ იშვიათი თუ შეიგრძნობს ამ უმცირეს ნაწილაკებს. ასევეა მხედველობა , თვალი ვერ ხედავს , არამედ ის აღიქვავს და დასამუშავებლად ტვინს გადასცემს მიღებულ ინფორმაციას. მაგია , ანუ ყოველივე ზებუნებრივი შესაზლებელია იმ შემთხვევაში ,თუ ადამიანი შეიგრძნობს და ხედავს ტვინით , ხელებისა და თვალების გარეშე. თუ ამას ვერ განავითარებ , ინტერნეტში დადებული მასალების მიხედვით მაქსიმუმ რამოდენიმე სანტიმეტრზე გადაადგილო ძალიან მსუბუქი ნივთი.
ხოლო ამის დასამუშავებლად გირჩევ აქტიურ მედიტაციას. გონებით უნდა შიგრძნო მთელი სხეული. ეს ეტაპები რასაც გეუბნები არც მე მაქვს დამუშავებული მაგრამ მონდომებული ვარ.
პირველ რიგში გონება არ უნდა გამოიტენო ათასგვარი სისულელით , მითუმეტეს კოპიუტერული თამშებით ანდა ფილმებიდან მიღებული შთაბეჭდილებებით. ნუ შეიქმნი ფანტაზიებს რომ ის რასაც ფილმებში ხედავ რეალურია ამ ცხოვრებაში. ასეთი მონდომება დაამსხვრევს შენს ნებისყოფას და ყველა მოლოდინს. თუ შეუდექი ამ საქმიანობას უნდა გესმოდეს ,რომ შეიძლება ყველაფერი ისეთი არ იყოს როგორც შენ გინდა.
(ეს დარიგება იმ შემთხვევაში თუ არ იცი ელემენტალური , თორე არც მევარ დიდი მცოდნე biggrin.gif )
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #109059 · Replies: 15 · Views: 19,743

Matus
Posted on: Apr 15 2015, 09:05 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 15-April 15
Member No.: 7,393


თემის ავტორს და არა მარტო მას, ვთხოვ ,რომ პირადში მომწეროს თუ შესაძლებელია.. რაღაც კითხვები მაქვს რაშიც გარკვევა მჭირდება, რასაც პასუხს ვერ ვცემ . მე დაინტერესებული ვარ კერძოდ სიზმრის ფენომენით , და ძალიან გთხოვთ ვინმე გამომეხმაურეთ.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #109032 · Replies: 30 · Views: 30,100

Matus
Posted on: Apr 15 2015, 08:35 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 15-April 15
Member No.: 7,393


მატერიაში არსებული ენერგიისა და ვიბრაციების მართვით. ანუ ტელეკინეზით.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #109031 · Replies: 15 · Views: 19,743

Matus
Posted on: Apr 15 2015, 08:32 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 15-April 15
Member No.: 7,393


სიზმარზე სხვა თემაში დავწერე და აქაც გავიმეორებ ...
ადამიანი ერთ–ერთი უმაღლესი არსებაა. მისი ცნობიერება,სიზმართან მიმართებაში, თავისუფალია ასტრალისგან განსხვავებით . სიზმარი შენი კუთვნილი მატერიაა ,შეგიძლია მართო.
სიზმარი შეგიძლია საზიარო გახადო და სხვა ცნობიერება შემოუშვა შენს სამყაროში მაგრამ კანონმდებელი იქ შენ ხარ, ანუ უმაღლესი არსება. მე მივაღწიე სიზმრის გათვითცნობიერებას მაგრამ იქ დარჩენას ვერ ვახერხებ. სიზმარი არის ადამიანის ინტელექტი , ენციკლოპედია , რომელიც ინახავს ყველა ცოდნას რაც კი არსებობს. შენ შეგიძლია გადმოიტანო რეალური შესაძლებლობა , ანუ მატერიაში არსებული ძალების მართვის ხელოვნება. მაგრამ ეს უდიდეს ძალასთან და წლებთან არის დაკავშირებული. არსებობს ადამიანის მარადიული ბუნება,სული, და ასევე არა მარადიული ,სხეული.(ყველამ ვიცით მაგრამ მაინც smile.gif ) სხეული საფარია , საფარი ,რომელშიც ვერ აღწევს ასტრალის მაგია და ეს გვაძლევს დროს ინტელექტის ამაღლებისთვის. ასტრალის გარდა არსებობს კიდევ მრავალი უცობი პარალელი , რაზეც საუბარი ძნელია. ასტრალში პირადი გამოცდილება არ მაქვს სამწუხაროდ, ჯერ სიზმრის ამოხსნას ვცდილობ ,რაც საკმაოდ რთულია . მაგრამ დროის ამბავია , ამას მალე შევძლებ და შემდეგ დავიწყებ ასტრალის კვლევას ...
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #109030 · Replies: 69 · Views: 63,607

Matus
Posted on: Apr 15 2015, 06:56 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 15-April 15
Member No.: 7,393


რელიგია ანუ მე მართლმადიდებლობაზე ვამახვილებ ყურადღებას რადგან მხოლოდ ამ რელიგიის დამოკიდებულება ვიცი სიზმრის შესახებ. მართლმადიდებლობა ცოდვავდ თვლის სიზმრის ნახვას და ამბობენ ,რომ ძილისწინ გონება უნდა განათავისუფლო და არაფერზე არ იფიქრო , ეს დაგეხმარება სიზმრების თავიდან აცილებაში. ხოლო თუ რატომ თვლის ქრისტიანობა ცოდვად სიზმარს დიდი ხნის წინ დავინტერესდი.
არსებობს მოსაზრება (არცერთ წყაროს არ მივუთითებ რადგან ამ მეთოდებს ადამიანი ცუდ შედეგებამდე მიჰყავს) , რომ ადამიანს შეუძლია თავისი სიზმრის მართვა. ესეიგი სიზმარში ყველაფერი ხდება რაც ჩვენს მატერიაში . შეგიძლია შექმნა ალტერნატიული მატერია , მსგავსი , კოპირებული ჩვენი მატერია ანუ ის სამყარო რაშიც ვცხოვრობთ. ჩვენი მატერიის მსგავსება მდგომარეობს იმაში , რომ ჩვენს სიზმარში იქნება იგივე მდგომარეობა რაც ცხადში. მაგრამ ერთი რამ არის მთავარი , შენს მიერ შექმნილ ალტერნატიულ სამყაროში ღმერთი შენ ხარ . იტყვი იყოს ესე და იქნება ისე როგორც მოისურვებ რომ იყოს. ეს დაუჯერებელია , გაგეცინებათ მაგრამ ეს შესაძლებელია. ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, რომელიც პირველად მიხვდა ამას მივიდა იმ დასკვნამდე , რომ უფალი ღმერთი არსებობს და მისი სასწაულიბი გამომდინარეობს იქიდან ,რომ ის არის ღრმა ძილს მიცემული არსება , რომელმაც თავის სიზმარში შექმნა ეს სამყარო. ამიტომაც კრძალავს რელიგია სიზმრის ძიებას . ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და ამის დამტკიცება ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს. ასევე ამბობენ ,რომ ამ ფილოსოფიის არასწორად გამოყენება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს რადგან შეიძლება სიზმარი და ჩვენი რეალობა ერთმანეთში აგვერიოს და სამუდამოდ დავრჩეთ გაურკვევლობაში. თუ ეს მოხდა , ალტერნატიულ სამყაროში შენს ძალას დაკარგავ და აღარ იქნება ნიშანი თუ რომელია ნამდვილი სამყარო ,სარკისებრი პრინციპი...
თურმე ერთ დღეს ჩინელ მოაზროვნეს დაესიზმრა ,რომ იყო პეპელა და ყვავილიდან ყვავილზე უდარდელად დაფარფატებდა. როდესაც გამოეღვიძა შეშფოთდა და დაფიქრდა .... ჩინელი მოაზროვნე იყო ,რომელსაც ესიზმრა ,რომ უდარდელი პეპელა იყო თუ უდარდელი პეპელა იყო ,რომელსაც ესიზმრება ,რომ ჩინელი მოაზროვნეა....
მოკლედ არ ვიცი ეს დავიჯერო თუ არა და საერთოდ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობთ ამ ფენომენზე რასაც სიზმარი ჰქვია?


არის ასევე ბუდისტური მიმართულება , სადაც ნათქვამია ,რომ ადამიანი სიზმარში ნახულობს თავის წინა ცხოვრებას ,ბუდისტური ცნებების გაუთვალისწინებლად. და როდესაც ბუდიზმის სიბრძნეს ჩასწვდები შეგიძლია ხშირად ნახო საკუთარი თვი სიზმარში .
მაგრამ რაღა დაგიმალოთ და არ მჯერა .
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #109028 · Replies: 1804 · Views: 513,954


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 01:59 AM