სიზმარი და ფსიქოლოგია |
სიზმარი და ფსიქოლოგია |
Oct 24 2018, 03:32 PM
Post
#21
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩვენ მიჩვეულები ვართ სიტყვებით აზროვნებას,როცა ვფიქრობთ სიტყვები, ფრაზები მოძრაობენ.
სიზმარი არის იგივე პროცესი ვიდეოთი და ნახატებით , ვიზუალურად გადმოცემული შეიძლება ეს ყველაფერი ბგერებით - ხმითაც გადმოიცეს მე გამოცდილი მაქვს სამივე პროცესი ;დ შეიძლება ცხადშიც მოხდეს ეს საკუთარი შეგრძნებები ორგანიზმმა (არ ვამბობ სპეციალურად ადამიანმაო, რადგან ეს გაუცნობიერებლად ხდება, ჩვენ არ ვმონაწილეობთ მის შექმნაში, მხოლოდ ვხედავთ, ან ვისმენთ, ან განვიცდით) იგივე ნაირად შეიძლება ცხადშიც გადმოსცეს. მაგალითად, ოშოს დინამიურ მედიტაციაზე იყო 10 წუთიანი ხტომის პროცესი, რომელიც რთული და აუტანელიც კი იყო ჩემთვის და ხშირად უამრავ კადრებს ვხედავდი ჩემდაუნებურად ამ პროცესში, მონების გამათღახების, მიჯაჭვის, ჯვარზე გაკვირს, რავი. არ იყო ტკივილის განცდა, მაგრამ მთელი ეს დასჯის ნაირნაირი მომენტები გარს მეხვია. ვფიქრობ, ასე დასჯილად გრძნობდა ჩემი ორგანიზმი თავს, ძალას რომ ვატანდი მაგალიტად ერთ მძიმე წიგნს ვკითხულობდი მანიაკ მკვლელზე, სადისტური აღწერები წავიკითხე ძილის წინ და მერე არ მახსოვს სიზმარი, დილით რომ გამეღვიძა შიგნით ხმები მესმოდა, წიგნს ყვებოდა რაღაც ხმა ჩემში, შეწყვეტილი ადგილიდან გააგრძელა შინაარსი, მიდიოდა თხრობა, დაახლ. ორი გვერდი და სადღაც გავიაზრე მერე, რომ აქ იმაზე მეტი სადისტობები იყო ვიდრე წიგნში და აქ ჩამერთო კრიტიკული აზროვნება და შეწყდა ხმები რეალურად გაღვიზებიდან დრამდენიმე წუთი ვისმენდი ამ თხრობას და მეგონა რომ წიგნს ვკითხულობდი, სანამ არ გავაცნობიერე რომ არ იყო ასე. მღვიძარობისას ნანახ კადრებ ფროიდი თეთრ სიზმრებს უწოდებს, ამას ბურანში მყოფი ადამიანი ხედავს. ხშირად როცა ჩაძინების პროცესს ვაკვირდებოდი, ვხედავდი მეც და ძირითადად ეს იყო დღის გაგრძელება, თუ ფეისბუქზე ვიყავი, ვაგრძელებდი ფეისბუქზე აქტიურობაას, თუ ფილმს ვნახავდი მანამდე, ფილმში შევდიოდი, ან წიგნშI და ა.შ. მაშინვე ვხვდებოდი რომ არ იყო ეს ძილი, თვალიც კი არ იყო დახუჭული, მაგრამ გონება მაინც შედიოდა იმ სამყაროში -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 24 2018, 03:53 PM
Post
#22
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
მაგალითად, ყოველთვის ვიცოდი, რომ სიზმარში ბავშვის ნახვა ავადმყოფობას ნიშნავდა. შემდეგ გავიცანი ადამიანი, რომელსაც თავისი სისტემა ჰქონდა შექმნილი ამ სიმბოლოებზე და გადამარწმუნა, რომ ბავშვის ნახვა სიხარულიაო. რაღაც პერიოდი ასეც იყო, ბავშვის ნახვისას აღარ ვცივდებოდი :დ რა მოლოდინებიც გვაქვს, ისე ხდება. ეს ფროიდისაა? |
|
|
Oct 24 2018, 03:54 PM
Post
#23
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამოდის რომ ერთნაირად ვერ განიმარტება ჩემი და სხვის ერთიდა იგივე სიზმარი.
|
|
|
Oct 24 2018, 03:55 PM
Post
#24
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სადღაც სადჰგურუს ლეკციებში მოვისმინე თუ კარგად მახსოვს, რომ ჩვენი სიზმრების დიდი უმრავლესობა ჩვენი სურვილებია, ამდაგვარად თქვა თუ ვნახე ის ვიდეო დავდებ
|
|
|
Oct 24 2018, 04:00 PM
Post
#25
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვიპოვე, აქ ამბობს რომ ჩვენი განუხორციელებელი სურვილებიაო
https://www.youtube.com/watch?v=fIWkIjIgd1g საინტერესო თემაა |
|
|
Oct 24 2018, 05:17 PM
Post
#26
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამოდის რომ ერთნაირად ვერ განიმარტება ჩემი და სხვის ერთიდა იგივე სიზმარი. ყველა ვერ განიმარტება, მაგრამ ჩვენ საერთო წარმოდგენებიც გვაქვს და ამიტომ რაღაცეები საერთო მნიშვნელობისაა ჩვენთვის. ეგ ჩემი ნაწერია შენ რაც დააციტირე, ფროიდის ესაა --'- შეუძლებელია სიზმრის ინტერპრეტაცია, როცა არ გაქვს სიზმრის მნახველის საზიარო ასოციაციები;" -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 24 2018, 09:46 PM
Post
#27
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანუ ერთ ერთი ამოსავალი წერტილი საზიარო ასოციაციებია.
|
|
|
Oct 24 2018, 09:48 PM
Post
#28
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესოა, სიზმარზე სიღრმისეულად არასოდეს ჩავძიებულვარ,.
|
|
|
Oct 25 2018, 01:42 PM
Post
#29
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ სხვას უხსნი სიზმარს, ან მისი ფსიქოლოგი უნდა იყო, ან ენერგეტიკულ კავშირს გრძნობდე კარგად და ინტუიციით გრძNობდე.
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 25 2018, 05:22 PM
Post
#30
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კიდე მაინტერესებსtikoroma ნანახი სიზმარი მომავალში მოსახდენ ამბავზე მიგვითითებს თუ (აი შენ რომ თქვი სოფლის ამბავი რომ სანამ ადგილზე არ მიხვედი და ნახე, შემდეგ რომ გაგახსენდა, რომ წარსულს უკავშირდებოდა) თუ წარსულთან არის დაკავშირებული ეგ როგორ უნდა განვმარტოთ ან გამოვიცნოთ, სანამ "შეხვედრა წარსულთან" მოხდება?
ან კიდევ ჩვენთან შემხებლობაში არის ესა თუ ის სიზმარი თუ ჩვენს ახლობელს შეეხება, ამის დასადგენი რაიმე კრიტერიუმები თუ არის გამოკვლეული. |
|
|
Oct 25 2018, 10:54 PM
Post
#31
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სანამ არ ახდება, ვერ გაიგებ :დ
თუ რაიმე მოვლენას ეხება, რომელზეც უკვე ფიქრობ, ეგ შეიძლება დაუკავშირო. თუ სრულიად უცნობ მოვლენაზეა საუბარი, ვერ გაიგებ სანამ არ ახდება. შეიძლება ძალიან აბსურდული რამე ახდეს. ერთხელ მეგობართან ერთად ვიყავი და გამვლელმა საათი ჰკითხა. ამან უპასუხა დაუხედავად და უცბად გაიაზრა, რომ სიზმარში ჰქონდა ნანახი, რომ ამ ადგილას ვიღაცამ საათი ჰკითხა და დროც დაემთხვა. მეც მინახავს წინასწარ მეორე დღეს მომხდარი ამბავი, მაგრამ სანამ არ მოხდა, რა ვიცოდი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 25 2018, 11:09 PM
Post
#32
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან ინდივიდუალურია ასევე, თუ რა სიმბოლომ შეიძლება მიგანიშნოს ამა თუ იმ მოვლენაზე.
შეიძლება ისეთი განსხვავებული რამ იყოს, ვერც წარმოიდგინო. მაგ. ერთხელ ვნახე ბუდას სახე მომიახლოვდა და განმშორდა. მეორე დღეს სრულიად შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელიც არაფრით იყო ბუდასთან კავშირში. რაღაც პერიოდის მერე გამახსენდა, რომ მისი ფოტო მქონდა ნანახი, ფოტოზე ბუდას ბიუსტებიც იყო და მეხსიერებამ ეგ დაიმახსოვრა და მაუწყა რომ აი ბუდასთან რომ იყო ფოტოზე, იმ ტიპს ნახავო. ისე მიყვარს ხოლმე ასეთი აღმოჩენები, მეხალისება მაგრად მთელ ამ პროცესებზე დაკვირვება. ეგ კაცი კი როგორც მოვიდა ისე წავიდა საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ ძლიერი ენერგეტიკის მქონე ადამიანებთან შეხვედრისას ვნახულობ წინასწარ. ბიზნესმენები, გამოჩენილი ადამიანები და ა.შ. ოღონდ მინიშნებებს ვნახულობ, ეგრე არა, რომ კავსაძე დამესიზმროს და ვნახო კახი კავსაძე. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 25 2018, 11:36 PM
Post
#33
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დეჟავიუს პარალელია რაა ის ცხადში გემართება ეგ სიზმრიდან ცხადში
|
|
|
Oct 25 2018, 11:44 PM
Post
#34
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ზოგჯერ ჰგავს, თუ ერთი ერთში ახდა
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 6 2018, 03:08 PM
Post
#35
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველას საკუთარი სიმბოლოები აქვსო ვამბობთ, მაგრამ როცა ადამიანი ახდენს დაკვირვებას და ამუშავებს ამ სიმბოლოებს, მას უკვე შეუძლია მასზე მინდობილი ხალხის სიზმრები საკუთარი მეთოდებით ახსნას. სხვაგვარად ვერც იმუშავებდა ფსიქოლოგი ადამიანთან. იგი თავად ქმნის სიმბოლოთა სისტემას და გადასცემს თავის პაციენტებს.
ამ მეთოდში დარწმუნებული ვარ, რადგან ოკულტურ სწავლებაშიც ასე გამოვიდა. ოტატს ჰქონდა შექმნილ თავისი სისტემა და მასში ჩართული ადამიანები ამ სისტემას მიჰყვებიან. ეს ალბათ ნდობაზეა დამოკიდებული. პაციენტი თავის ფსიქოლოგს ენდობა, მოსწავლე - თავის მასწავლებელს. მაგალითად ისევ საკუთარი შემთხვევა შემიძლია მოვიყვანო სიზმარი საფეხბურთო კლუბებს ეხებოდა. ვნახე მაღალი თაღი სადაც ორი კლუბის დროშა გამოჰკიდეს. ერთი ძალიან ცნობილი - ინტერი მგონი, მეორეს სახელი ჩვენს თანამედროვეობაში ბევრმა არ იცის, ძველად კარგი იტალიური კლუბი - ტორინო იყო. მეც ვერასდროს ვიცნობდი მის დროშას და გერბს, მაგრამ ვიცოდი რომ წარსულში ძლიერი გუნდი იყო. მაშინ (1949) ამ კლუბში უბედურება დატრიალდა, ფეხბურთელების თვითმფრინავი ჩამოვარდა და თელი გუნდი დაიღუპა, მათ შორის ცნობილი ფეხბურთელი მაცოლა. ჰოდა სიზმარში ამ ტრაგედიის დროს დაღუპული ფეხბურთელების ფოტოები იყო გამოსახული მათ დროშაზე. სიზმარში მაგ ფოტოებმა მიმახვედრა, რომ სწორედ ტორინოს ეკუთვნოდა მეორე დროშა. მე და მამუკა შევკამათდით მაშინ, ის ამბობდა, რადგან ტრაგედიაზე მიგანიშნა სიზმარმა - მომდევნო თამაშს წააგებსო. მე ვამბობდი, უბრალოდ ქვეცნობიერმა მხოლოდ კლუბის იდენტიფიკაციისთვის მიმანიშნა მაგ ტრაგედიაზე, სხვაგვარდა ასი წელი ტორინო არ გამახსენდებოდა-მეთქი. მე ვფიქრობდი, რადგან მაღალ თაღზე ეკიდა მათი დროშა, მოიგებდნენ. ტრადიციულად, მამუკამ გაიმარჯვა და ტორინომ ვერა რო დავუფიქრდი, სიზმარს კი აქვს იმის შესაძლებლობა, რომ პოზიტიური მოვლენა შესაფერისად მიენიშნებინა: მაგლ შეიძლებოდა იმ თაღზე "ტორინო ცემპიონია" დაეწერა და ფეიერვერკი გაეშვა ეგ თუ გამართლდებოდა, კი მოვხსნიდით დიდ კუშებს მოკლედ მას დამუღამებული აქვს ეს სიმბოლოები, მე კიდე მხოლოდ მოსწავლე ვიყავი და ტორინომაც ვერ დაიბრუნა ჯერ თავისი ძველი დიდება -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 6 2018, 06:03 PM
Post
#36
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგარია მამუკა... მამუკა რომ გიცნობს კარგად მაგიტომაც აგიხსნა კარგაად სიზმარი. ეგ მართლაც მასეა.
|
|
|
Nov 6 2018, 08:29 PM
Post
#37
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
რეალურად სიზმრების მატრიცას ძალიან კანონზომიერი კოდირება და სიმბოლიზმი გააჩნია. მასწავლებლები თავის სისტემას კი არ ქმნიდნენ, კარგად ჰქონდათ შესწვალილი ეს სისტემა წლების მანძილზე, პლუს ინტუიცია და ინტერპრეტაციის უნარი -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Nov 7 2018, 01:17 AM
Post
#38
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჩვეულებრივ სიზმრებს
არა მართვის და აგცნობიერების პრაქტიკებით დამUსავებულ გონებას -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 7 2018, 06:19 PM
Post
#39
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა იწვევს სიზმრის დავიწყებას?
ფროიდის აზრით ესაა წინაღმდეგობის ეფექტი ინტერპრეტირებისას ანალიზის მეთოდით ეს წინააღმდეგობა დაიძლება და სიზმრის დავიწყებული ნაწილის გახსენება ხერხდება. ფროიდი ამბობს, რომ სიზმრის გაღვიძებისთანავე ჩაწერა მართებული არაა, რადგან წინააღმდეგობა გადაიწევს შემდეგ ასოციაციაზე. ას ეიმატებს წინააღმდეგობა და საერთოდ დათრგუნავს ასოციაციებს. "სიზმრის ინტერპრეტაციის პროცესში შემჩნეული წინააღმდეგობა მონაწილეობას უნდა რებულობდეს სიზმრის აღმოცენების დრსაც". "გადაჭრით უნდა განსხვავდეს სიზმრები, რომლებიც აღმოცენებულია წინააღმდეგობის მცირე და დიდი დაწოლის შემტხვევაში". "წინააღმდეგობის დაწოლას ძალა შესწევს დაარღვიოს უმნიშვნელოვანესი სიზმრის კავშირი". "რას აღწევს და რისი საპირისპიროა წინააღმდეგობა? წინააღმდეგობა ჩვენთვის სანდო ნიშანია კონფლიქტისა. უნდა იყოს გარკვეული ძალა, რასაც ნებავს რაღაცის გამოსახვა და მეორე ძალაც, რომელიც ეწინააღმდეგება ამ გამოსახვის დაწყევას. რაც შემდეგ წარმოიშობა სიზმრის სახით. მას შეუძლია ყველა გადაწყვეტილების შეჯამება, რასთანაც ორი მისწრაფების ეს ბრძოლა კონცენტრირებულია". "ყველაზე ხშირად და სიზმრის აღმოცენების უმრავლეს შემთხვევაში დამახასიათებელია მოვლენები, რომლებშიც კონფლიქტი მტავრდება კომპრომისით. ასე რომ გულღია ინსანციას ნამდვილად შეეძლო ეთქვა ის, რაც ნებავდა, მაგრამ არა ისე, როგორც მას ეს უნდოდა, არამედ მხოლოდ შერბილებულად, დამახინჯებულად და ვერსაცნობად". "თუკი სიზმარი არაერთგულად გადმოსცემს სიზმრის აზრებს, თუკი ის მოიტხოვს ინტერპრეტაციის სამუშაოს, რათა უფსკრული ამოავსოს მათ შორის, ეს შედეგია საწინააღმდეგო შემაკავშირებელი და შემზღდავი ინსტანციისა, რაც დვასკვენით სიზმრის ინტერპრეტაციის დროს წინააღმდეგობის არქმიდან". ამ ისტანციას ვუწოდეთ სიზმრის ცენზორი" -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 19 2018, 05:52 PM
Post
#40
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
- ძილის მდგომარება ქმნის რეალური გარესამყაროსგან შემობრუნებას და ამით მოცემულია პირობა ფსიქოზის განვითარებისათვის.
- ფსიქოზში რეალობიდან შემობრუნება ორი რამითაა გამოწვეული: ან იმით, რომ არაცნობიერი -განდევნილი ზეძლიერია, ასე რომ ის რეალობაზე დამოკიდებულ ცნობიერს ძლევს, ანდა რეალობა ისე აუტანელ მწუხარებად ქცეულა, რომ მუქარის ქვეშ მყოფი "მე" საკუთარ თავს ხელში უგდებს არაცნობიერ ლტლოვას საეჭვო წინააღმდეგობის გაწევაში. - აქვს თუ არა სიზმარს ფუნქცია, საჭირო საქმიანობა თუ ევალება მას? არამიმზიდველი სიმყუდროვე, რომელსაც ძილის მდგომარეობა აღადგენს, მას სამი მხრიდან ემუქრებიან: უფრო მეტად ძილის დროს შემთხვევითი გარეგანი გაღიზიანებებით და დღის ინტერესებით, რომლებიც არ თავდება. აუცილებლად დაუკმაყოფილებელი განდევნილი ლტოლვების წაქეზებით, რომლებიც გამოვლენის შემთხვევას უცდიან. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 03:51 PM |