IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Closed TopicStart new topic
> მოგესალმებით და რამოდენიმე კითხვა მინდათ დაგისვათ
iunona
post Jul 1 2008, 05:51 PM
Post #81


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 26-May 08
Member No.: 1,946

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან მინდა მედიტაციების გაკეტება
ვგრძნობ რომ მჭირდება სხვებიც მეუბნებიან
სხეულიდან გამოსვლამდე ალბათ ბევრი მიკლია
მაგრამ თუ მოვინდომებ მივაღწევ
ყოველ შემთხვევასი ასე ამიხსნეს
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 11 2008, 09:15 PM
Post #82


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თვითმკვლელობა ასტრალში გასვლით ხო შეიზლება?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Abnormalia
post Jul 13 2008, 09:56 AM
Post #83


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-July 08
Member No.: 3,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ, მეზობელი ფორუმზე გავხსენი თემა

http://forum.ge/?f=19&showtopic=33755533&st=0

და აქეთ გადმომამისამართეს. მართლა საინტერესო ფორუმია.

ზოგადად გასვლის ტექნიკებზე მაინტერესებს კონკრეტული ინფორმაცია.

ლინკები, წიგნები, მუსიკა და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Abnormalia
post Jul 13 2008, 03:30 PM
Post #84


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-July 08
Member No.: 3,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეტყობა ამ ფორუმზე მოსვლა გამიხარდა, ამწამს "დავბრუნდი" და პირველად მომინდა დამეპოსტა თან კარგია ეგრევე ჩაწერა. უფრო კარგად გამახსოვრდება. ასტრალის რა მოგახსენოთ და კია ხანი ვიბოდიალე სიზმარში და სრული შეგრძნებით რომ სიზმარია. ყველფერი ასე დაიწყო:

დღეს ყველა წავიდა (გრიპი მქონდა და დამტოვეს) სახლში მარტო დავრჩი და მეთქი უნდა დავისვენო და დასაძინებლად მოვემზადე. წესით ჩემები საღამომდე არ უნდა ჩამოვიდნენ. ჰოოოდა მძინავს და მესმის რომ ჩამოდიან ჩემებიც და კიდევ სხვა ნათესავებიც მოვიდნენ და ცდილობენ გამაღვიძნონ. "გავიღვიძე" (ბრჭყალებში იმიტომ რომ ეხლა არ ვარ დარწმუნებული ნამდვილად იყო თუ სიზამრში) აშკარად არავინაა სახლში. ისევ შევიბრუნე, ისევ მოვიდნენ მაღვიძებენ. მეთქი რაც არის არის მაინც არ გავიღვიძებ !

უცებ ჩამობნელდა, საშინელი ხმაური და ყურებში... თითქოს სადღაც მივფრინავდი დიდი სისწრაფით. ხმები.... ისეთი შეგრძნება თითქოს კბილები ძალიან მაგრად მაქვს ერთამნეთზე დაჭერილი ან მიკაწკაწებს. შევეცადე პირის გაღება, ვიგრძენი რომ გავხსენი მაგრამ დაძაბულობა მაინც ისევ ისე დარჩა. პატარა პანიკის გრძნობაც დამეუფლა. უცებ...

სადღაც გარეუბანში (თუ სწორედ მახსოვს) მოსკოვში აღმოვჩნდი (რატომ და რა მიზნით არ ვიცი). ჯერ ვერაფერს ვაკონტროლებდი. ჩვეულებრივ ქუჩაში მივდიოდი, ავტობუსის გაჩერებაზე რამოდენიმე სახე დამამახსოვრდა, მოკლედ სასტუმროში (სასტუმროს წინ სახლს აშენებდენ) შევედი და ისევ შევეცადე დამეძინა.

ისევ ზუზუნი თუ გუგუნი ყურებში, ისევ სიბნელე.
და აი აქ:

ცალი თვალი გავახილე. მეორე აშკარად ვგრძნობ რომ დახურული მაქვს. თითქოს ცალი თვალით სხვა რეალობას ვუმზერ. აქ მოვიდა აზრი რომ უკვე შემიძლია ვაკონტროლო ყველაფერი და რაც მინდა ის ვქნა. ასე ცალთვალა ავდექი და სასტუმროს ჰოლში გამოვედი. პირველი რაც ვქენი კედლის შემოწმება დავიწყე. აშკარად შეგრძნება იყო რეალური და შეხებას როგორ რეალურს ისე აღვიქვამდი. მივარდი შუქის ჩასართველს. აბა მეთქი სინათლეს თუ ავანთებ. ავანთე ჩავაქრე (ჰოლში ბნელოდა). ჰოლის კუთხიდან ვიღაცამ გამოყო თავი და საეჭვოდ მიათვალიერა იქაობა, ეტყობა გაუკვირდა. გავედი გვერდით ოთახში 2 ქალი სარკის წინ ლაპარაკობდა. ჩავიხედე სარკეში ძალიან ბუნდოვნად დავლანდე ჩემი თავი. ქალებმა თითქოს ვერ დამინახეს და გავიდნენ ოთახიდან. გავწევი გარეთ. უკვე ნელნელა უფრო მოვედი აზზე. უკვე თვალის მეორე თვალიც "გავახილე" და გავედი გარეთ. იგივე გზით წავედი რაც წეღან მოვედი სასტუმროში ოღონდ ეხლა ჩემ ნებაზე დავდიოდი და თითქოს ადამიანი უჩინმაჩინი ვიყავი და ვერავინ მამჩნევდა. საოცრად კარგ ხასიეთზე დავდექი. ავტობუსის გაჩერებაზე 1-2-ს გავეკაიფე რომ ვერ დამინახეს და სიცარიელეში იყურებოდენ მაგარი ვიცინე. მერე ისევ გავაგრძელე დაკვირვება . ყველაფერი ფერები, კონტროლი, სიარული ისევე რეალური იყო როგორც ცხადში.

მახსოვს ადრე სიზმარში ასე სიარული მიყვარდა. ფეხი ფეხზე გადაჯვარიდინებული და ასე მიწის ზემოთ 30-50 სანტიმეტრზე სრიალი. ვცადე ეხლაც გამოვიდა. ვცადე კარგად დავკვირვებოდი შეგრძენებებს. აშკარად მივსიალებ მაგრამ შეგრძნება თეძოებში იყო სიარულის მსგავსად იყო. წინ გავრსრიალდი, ლამაზი ბაღია და ისეთ ასე 2 მეტრიანი ღობე. დავიძაბე ავფრინდი გადავაფრინდი. ისე ბოლოში სულ ცოტა გამიჭირდა wink.gif

მერე ძვირფას სახლში შევედი, 17-18 საუკუნის პონტში იყო გაწყობილი და ....

მერე უკვე მალე გამოვიღვიძე. ყველაფერი ცხადად მახსოვდა. საოცარი სიმსუბუქის გრძნობა დამრჩა და კაი ხასიეძთე ვიყავი. გავიხედ-გამოვიხედე მეთქი ჯერ კიდევ ხომ არ მძინავს. შევამოწმე არა. მეთქო მოდი დავპოსტავ რომ დავრწუმდე wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 13 2008, 06:45 PM
Post #85


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვა რა მაგარია biggrin.gif

მე ხმაურამდე მივედი რამდენჯერმე მაგრამ ყოველთვის ისე აღვფრთოვანდი რომ სულ ცოტა ხანში ასტრალში უნდა გავსულიყავი რომ მეღვიძება მაშინვე sad.gif

ყველაზე ახლოს ასტრალამდე მივედი ერთხელ, სრულიად შემთხვევით. მანამდე ვცდილობდი და ვწვალობდი,
ეს თავისით გაკეთდა

ვიწექი დღე იყო. გამეღვიძა და მერე ისევ ჩამეძინა. ძილში დავაფიქსირე რომ არ მინდოდა რამეზე მეფიქრა და ვეცადე არ მეფიქრა არაფერზე. ყურებში ვიგრძენი საშინელი ხმაური. გავაცნობიერე რომ ასტრალში გავდივარ და ვხვდებოდი რომ სადღაც სხვა რეალობაში გადავდივარ. ისევ ჩემებურად აღვფრთოვანდი biggrin.gif მერე თავშიც ვიგრძენი წნევასავით, თითქოს გამებერა.. აღფრთოვანებამ რომ გამიარა 'ეკრანზე' დავინახე სხვადასხვა ფერის 'მოშიშინე' ხაზები. აი ისეთი, ტელევიზორი რომ გამოირთვება. ზუსტად ეს დავინახე. დავასკვენი რომ ასტრალში ვერ შევედი - გამოირთო. მაგრამ მაინც დავინახე რაღაც რაღაცეები.
მსგავსი სილამაზე არ მინახავს. ეს იყო სრულიად მკვეთრი, არამიწიერი ფერების ყვავილები. დიდი მონდომებით ვაკვირდებოდი მახსოვს. თვალები ახლოს მივიტანე სიმკვეთრე რომ კარგად დამენახა და მესიამოვნა. თან მიკვირდა რომ ესეთი მკვეთრი გამოსახულება იყო. მერე გაქრა. მერე დავინახე მაგიდაზე მარცხენა ხელი და ხელთან ფოლგაში გახვეული ბრილიანტი იდო.
და გამეღვიზა ... smile.gif

ამის მერე ბევრჯერ მოვინდომე გაღვიძების მერე ისევ ჩაძინება მაგრამ ვეღარ ვახერხებ
სიზმრები კი უცნაურზე უცნაური, სურეალისტური მაქვს. ზოგჯერ საოცრად ლამაზი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jul 17 2008, 04:14 PM
Post #86


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Abnormalia @ Jul 13 2008, 09:56 AM) *
გამარჯობათ, მეზობელი ფორუმზე გავხსენი თემა

http://forum.ge/?f=19&showtopic=33755533&st=0

და აქეთ გადმომამისამართეს. მართლა საინტერესო ფორუმია.

ზოგადად გასვლის ტექნიკებზე მაინტერესებს კონკრეტული ინფორმაცია.

ლინკები, წიგნები, მუსიკა და ა.შ.

გამარჯობა Abnormalia Laie_61.gif
ვიყავი შენ თემაზე და წავიკითხე,..ფილმსაც ვუყურე!..

რაღაც პერიოდია მეც დაინტერესებული ვარ გააზრებული სიზმრით..და ვცდილობ ღამე სიზმარში შევძლო გააზრება და მართვა..მაგრამ ამისთვის არ მიმიმართია წიგნებისთვის და არც სხვა ინფორმაცია ამიკრებია wink.gif მე ისე ჩემთვის...ვჩალიჩობ smile.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 19 2008, 03:03 AM
Post #87


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვფიქრობ კითხვა ეხმარება გააზრებას რომ გაიაზრო რომ ხარ გააზრებულ სიზმარში biggrin.gif
ანუ ეხლა მახსენდება ის შეგრძნებები რაც ერთხელ მცირე ხნით და ნახევრად ასტრალში გასვლისას მქონდა ხშირად მქონია სიზმარში და 'ბოლომდე არ მივყოლილვარ' რადGან უცნაური და ცოტა არასასიამოვნო შეგრზნება იყო, ანუ გასვლის მომენტი biggrin.gif
ასე რომ კითხვა შველის ..
ეს იგივეა დაახლოებით ერთი კუნძულის მაცხოვრებლები თვითმფრინავებს რომ ვერ ხედავდნენ სანამ არ უთხრეს და დაანახეს biggrin.gif
.. სად წავიკითხე ნეტა.. არ მახსოვს huh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Abnormalia
post Jul 19 2008, 05:09 AM
Post #88


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-July 08
Member No.: 3,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემ თემაში, მეორე ფორუმზე smile.gif

და მე მაინტერესებს რატომ ვერ ხედავდენ. ტვინმა გადაწყვიტა რომ არაა საჭირო ამ ობიექტის დანახვა და უცებ "დაამონტაჟა" თუ ....

ტვინმა მონტაჟი რომ 5-ზე იცის მარტო შიჟოფრენიკების მაგალითიც კმარა.

ის არ წაიკითხე ვიდეო სიგნალი რომ აუდიოში გადაიყვანეს და შემდეგ მოსმენის დროს ხედავენ ?

ან ბრონიკოვის მეთოდით ბავშობიდან სრულიად ბრმა ადამიანი რომ ხედავს ? 1000-ჯერ შეამოწმეს , ფაქტია ხედავს ! საიდან იღებს ამ ინფორმაციას ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Abnormalia
post Jul 19 2008, 05:11 AM
Post #89


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-July 08
Member No.: 3,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პ.ს.

მონროს ინსტიტუტის აუდიო კურს ვქაჩავ. ორიგინალია FLAC ფაილებიაო. "The Gateway Experience".

თუ გავედი კარიბჭეში და ვერ დავბრუნდი "ნე პამინაიტე ლიხომ" wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 19 2008, 06:50 AM
Post #90


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ჩემ თემაში, მეორე ფორუმზე
smile.gif

QUOTE
და მე მაინტერესებს რატომ ვერ ხედავდენ. ტვინმა გადაწყვიტა რომ არაა საჭირო ამ ობიექტის დანახვა და უცებ "დაამონტაჟა" თუ ....


ბევრი მაგალითი ვიცი საკუთარ თავზე
არ აფიქსირებ, ვერ ხედავ იმას რაც არ იცი
ხედავ იმას რაც იცი. რაც არ იცი და ვერ წარმოიდგენ რომ არსებობს იმას ვერ დაინახავ არ დაინახავ ..

QUOTE
ის არ წაიკითხე ვიდეო სიგნალი რომ აუდიოში გადაიყვანეს და შემდეგ მოსმენის დროს ხედავენ ?
უნდა გადავხედო შენს თემას smile.gif
ბევრი რამე გამოვტოვე მოუცლელობის გამო

QUOTE
ან ბრონიკოვის მეთოდით ბავშობიდან სრულიად ბრმა ადამიანი რომ ხედავს ? 1000-ჯერ შეამოწმეს , ფაქტია ხედავს ! საიდან იღებს ამ ინფორმაციას ?


...ვანგა?
დაინახავს კი. ხო არსებობს 'გონების თვალი'?
უკეთ დაინახავს ვიდრე შენ და მე.
... გადაცემა ვნახე ძაან ადრე... ბრმა ზუსტად აგდებდა კალათში ბურთს კალათბურთის თამაშისას
გონებით ხედავს
ისევე როგორც გონებაში და გონებით ისმენდა დაყრუებული ბეთხოვენი საკუტარ მუსიკას
ყური ძაან უბადრუკი ორგანოა იმასთან შედარებით რაც შეიძლება გონებამ გაიგოს და მოისმინოს
რად უნდოდა ბეთხოვენს ყური? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 19 2008, 06:54 AM
Post #91


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
პ.ს.

მონროს ინსტიტუტის აუდიო კურს ვქაჩავ. ორიგინალია FLAC ფაილებიაო. "The Gateway Experience".

თუ გავედი კარიბჭეში და ვერ დავბრუნდი "ნე პამინაიტე ლიხომ"


სად მიდიხარ კაცო შენ? huh.gif
თუ კარგ ადგილზე მიდიხარ ჩვენც წაგვიყვანე biggrin.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post
Abnormalia
post Jul 19 2008, 09:16 AM
Post #92


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-July 08
Member No.: 3,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ხედავ იმას რაც იცი. რაც არ იცი და ვერ წარმოიდგენ რომ არსებობს იმას ვერ დაინახავ არ დაინახავ ..


მაგარი საინტერესოა არა ? ვინ დააყენა ეს ტაბუები ! ანუ სიტყვაზე იცი კატა რაარის, მოდის კატა - ფაფილტრა OK დაინახე.

არ იცის ძაღლი, დაიბლოკა, შედეგად ვერ ხედავ !

აქ ერთი დიდი "თუ" - ა, ძაღლი საერთოდ არ იცის რაარის, უცხოა თუ იცის რომ შენ არ იცი ?

ცოტა თემას გადავუხვიეთ მაგრამ ნაწილობრივ მაინც ეხმაურება. რაარის რეალობა ? ჩვენი რეალობაა თუ ასტრალი ? თუ 1000 სხვა სამყარო რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს და იბლოკება ? რომელი რეალობა

უფრო რეალურია ? იქნება ეხლა ზუსტად ამ წუთას გვძინავს და სინამდვილეში სიზმარში ვიღვიძებთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
fridon marshania
post Jul 19 2008, 11:17 AM
Post #93


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 15-July 08
Member No.: 3,255

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცხოვრებამ მასწავლა, რომ ესეთი ისტორიები - თან ცოტა გრძელი ისტორიაა და მათი ავტორები, ზოგადად ნეგატიურად აღიქმება ხალხისგან, თუმცა რადგან ეზოთერიული ცოდნის ფორუმია იქნებ...
მოკლედ ქობულეთში, დილას 7ზე შევცურე ზღვაში. სადღაც 2კმ(მანძილს მოსმების რაოდენობით ვითვლი) რომ გავცურე პირველად შევჩერდი... ზღვა იყო სამარესავით: მაგარი უცნაური სიჩუმე + აბსოლუტურად უძრავი წყალი. ჩემმა გაჩერებამაც კი ვერ დაარღვია მისი სარკისებური ზედაპირი. მაგრამ სიჩუმე... მაგარი ჯადოსნურის ეფექტს ტოვებდა და გადავწყვიტე, რომ უფრო შიგნით, უფრო მაგარი სიჩუმე იქნებოდა და მაგარმა ინტერესმა ამიტაცა... თუმცა ისაც ვიფიქრე, რომ ამაზე ღრმადაც შევსულვარ და ეს ეფექტი არასოდეს მინახია, მაგრამ აზრებს მნიშვნელობა არ მივანიჭე და გავაგრძელე ცურვა. სადღაც 1კმ-ს შემდეგ დაიწყო წვიმა და მაშინვე მივხვდი, რომ ეს სამარისებული სიჩუმე სხვა არა იყო, თუ არა შტორმის წინა ეპიზოდი. ამის გაფიქრება და ზღვა აიჭრა, უცბად ამოვარდა ძლიერი ქარი და როგორც იქნა ჩემს ჟანგიან თავშიც მომწიფდა სიტუაციის რეალური შეგნება - შტორმი დაიწყო! მე მიყვარს შტორმი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თავი დავიზღვიე და სხეულს რომ არ გაეჭედა(იცის ხოლმე, შიში ოხერია D) ამიტომ გავაგრძელე ცურვა სადღაც 1 კმ-მდე კიდევ გავცურე. გავჩერდი და თვალი რომ მოვავლე არემარეს აღმოვაჩინე 5 სმერჩი, ესე 1-2 კმ-ში ჩემგან მარცხნივ... არავითარი შიში... ისაც კი ვიფიქრე - ნეტა უფრო ახლოს რომ ყოფილიყო, თუ გავბედავდი ახლოს მისვლას D. მოკლედ ცოტა ხანი შევისვენე. ამასობაში ტალღების ზომამ საგრძნობლად მოიმატა... ნაპირზე 3 და 4 სართულიანი სახლები არ ჩანდა... მხოლოდ მთების რელიეფი სადღაც უგზოუკვლოდ შორს და ოდნავ ინტურისტის შენობა.
უკანაც ისევე თავაუღებლად გამოვცურე და როცა იგივე მანძილი დავფარე, რაც საპირისპირო მიმართულებით, თავი ავწიე და... ისევ ისე შორს ვიყავი... D. 1 მეტრითაც კი არ მივახლოებულვარ ნაპირს. მივხვდი, რომ ცურვის დროს (კროლი) ორიენტირება არასწორი გამოდგა, რადგან ტალღები მიცვლიდა მიმართულებას... ეხლა კი ნამდვილად პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი რადგან წყალიც საკმაოდ ცივი იყო და ენერგიაც ფაქტიურად დახარჯული მქონდა. ასარჩევად 2 ვერსია გამომიჩნდა: ან გადავსულიყავი დრეიფზე და დინება თავად გმომიტანდა, ან გამომეცურა, მაგრამ... ენერგია ან მეყოფოდა ან არა. პირველი უფრო ხანგრძლივი იქნებოდა და თან წყალი როგორც ვთქვი ცივი იყო და ამდენად არჩევანი მეორესკენ გავაკეთე...
ნაპირამდე 500 მეტრამდე იყო დარჩენილი. სული კბილებით მეჭირა და წელი მტკიოდა არანორმალურად. მეგონა ვღარასოდეს გამოვიდოდი. გამოვცვალე სტილი, გადავედი ბრასზე და... მოხდა მაგარი უცნაური რამ... წარმოიდგინეთ თქვენი თვალები ცალცალკე რომ აღიქვავდნენ ყველაფერს... ან ტელევიზორში ეკრანი რომ ორად იყოს გაყოფილი და თითო ეკრანი ანახებდეს ერთი და იგივეს + ერთმანეთს... მოკლედ ჩემი თვალები დაშორდა ერთმანეთს 1*3 მ-ზე დიაგონალზე და... მოკლედ ზედა თვალი (ან მეორე მე როგორც გინდათ დაარქვით) ხედავდა ყველაფერს სადღაც 1.5 მ-ის სიმაღლიდან + ჩემს თავსაც შესაბამისად ცურვის პროცესში და მეორე თვალი, თუ მეორე მე იგივეს +ზედა მეს ოღონდ არა იმდენად ხედავდა, რამდენადაც ვგრძნობდი მის თანდასწრებას... ამ გრძნობით ვიცურე 400-450 მეტრი და ბოლოს ნაპირის სიახლოვემ ეს ეფექტი წაშალა. წარმოუდგენელი რამ იყო.
ნაპირზე რომ გამოვედი 3 საათი იყო
იმ დღეს 2 გემი ჩაიძირა, ნუ ყოველ შემთხვევაში კურიერში უჩვენებიათ, მე მხოლოდ მითხრეს მეორე დღეს. ყოველ შემთხვევაში შტორმი რეალური შტორმი იყო და მე ბედნიერი ვარ რომ ესეთი გენიალური მოგონება მოვიპოვე - პატიოსანი მარგალიტი
ვისაც თავი შეგაწყინეთ მომიტევეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 19 2008, 07:40 PM
Post #94


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგარია..

ესე იგი სხეული გადაიღალა, გაითიშა და ასტრალური სხეული 'ამოქმედდა'???
ზაან მაგარი შეგრძნება იქნებოდა
ექსტრემალურ სიტუაციაში გონების თვალი ჩაირთო და სხვადასხვა რაკურსით დაგანახა რეალობა..


.. და ისევ სამი საათი // რაარის ეს სამი საათი ყველაფერი სამზე რატო ხდება?
გიფიქრიათ ვინმეს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 19 2008, 07:48 PM
Post #95


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მაგარი საინტერესოა არა ? ვინ დააყენა ეს ტაბუები ! ანუ სიტყვაზე იცი კატა რაარის, მოდის კატა - ფაფილტრა OK დაინახე.

არ იცის ძაღლი, დაიბლოკა, შედეგად ვერ ხედავ !

აქ ერთი დიდი "თუ" - ა, ძაღლი საერთოდ არ იცის რაარის, უცხოა თუ იცის რომ შენ არ იცი ?
გონება ბლოკავს? არ ვიცი. არც ბლოკავს არც ფილტრავს მგონი. უბრალოდ არარის მის დასანახად განწყობილი და ვერ ხედავს

მაგალითი: მოგინდომებიათ დაგენახათ ადამიანის აურა? რატო არ ხედავთ? იმიტომ რომ არ იცით რომ ის იქ არის
ერთხელ ამით ვერთობოდი, მოკლედ მეტროში რომ ვიყავი თეთრ ფონზე ვინც დადგებოდა ყველას აურას ვარჩევდი. მერე მიკვირდა სხვები რატომ ვერ ხედავენმეთქი biggrin.gif
ეს შეიძლება ისეთი შედარება არაა მაგრამ დაახლოებით ხომ ხვდებით რას ვამბობ
ანუ 'ცოდნა' ბევრ რამეს გაჩვენებს/განახებს
'ცოდნაა' გასაღები
'ხე ცნობადისა' გამახსენდა რატომღაც ...


QUOTE
ცოტა თემას გადავუხვიეთ მაგრამ ნაწილობრივ მაინც ეხმაურება. რაარის რეალობა ? ჩვენი რეალობაა თუ ასტრალი ? თუ 1000 სხვა სამყარო რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს და იბლოკება ? რომელი რეალობა

უფრო რეალურია ? იქნება ეხლა ზუსტად ამ წუთას გვძინავს და სინამდვილეში სიზმარში ვიღვიძებთ?


ხო, დაბლოკილი პარალელური სამყაროები... რა იცი რა ხდება არა? არ ვიცით და ვერ ვხედავთ biggrin.gif მე მჯერა

რეალობას ჩვენ ვქმნით. იმიტომ რომ ყველას ჩვენი ფილტრები გვაქვს თავში და ყ ველა საკუთარი ფანჯრებიდან ვიყურებით

Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 19 2008, 07:53 PM
Post #96


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და მოკლედ... ისევ აურა და სხვა განზომილება ... თემას ეხება, აურა ხომ ასტრალურ სხეულს ეკვრის გარშემო biggrin.gif

როცა აურის დანახვით ვიყავი გატაცებული მეგონა სულ სხვა სამყაროდან ვუყურებდი ადამიანებს, რომელშიც ისინი მე ვერ მხედავდნენ. ეს იყო წარმოუდგენელი განცდა. ვიყავი მე და იყვნენ ისინი. არ ვუკავშირდებოდით ერთმანეთს + იყო საოცარი სიმშვიდის განცდა.
მე ვხედავდი იმას, რასაც ისინი ვერ ხედავდნენ მიუხედავად იმისა რომ ეს არსებობდა და ნაირფრად ეფინებოდა ყველას სხეულს გარშემო biggrin.gif

* *
ძაან ბევრი რამ ხდება დაფარულში. 'ვინმემ' რომ გვითხრას რომ ის იქ არის და შეგვახედოს დაგვანახოს, აუცილებლად დავინახავთ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 19 2008, 10:11 PM
Post #97


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
როცა აურის დანახვით ვიყავი გატაცებული მეგონა სულ სხვა სამყაროდან ვუყურებდი ადამიანებს, რომელშიც ისინი მე ვერ მხედავდნენ. ეს იყო წარმოუდგენელი განცდა. ვიყავი მე და იყვნენ ისინი. არ ვუკავშირდებოდით ერთმანეთს + იყო საოცარი სიმშვიდის განცდა.
მე ვხედავდი იმას, რასაც ისინი ვერ ხედავდნენ მიუხედავად იმისა რომ ეს არსებობდა და ნაირფრად ეფინებოდა ყველას სხეულს გარშემო

როგორ შეიძLება ადამიანის აურის დანახვა? გვასწავლე რა ბლანკა.. თუ შენდაუნებურად ხედავდი?


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Abnormalia
post Jul 19 2008, 10:11 PM
Post #98


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-July 08
Member No.: 3,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
რეალობას ჩვენ ვქმნით.


+1 ასტრალი smile.gif

სხვათაშორის ფიზიკოსებიც მაგ დასკვამდე მიდიან smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 20 2008, 12:54 AM
Post #99


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
როგორ შეიძLება ადამიანის აურის დანახვა? გვასწავლე რა ბლანკა.. თუ შენდაუნებურად ხედავდი?
ძალიან ადვილია, უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში

სუსტი, არაკაშკაშა სინათლე უნდა იყოს, ფონი თეთრი. პირდაპირ ნუ შეხედავ კონტურს (თავის, ხელის). გაიხედე მის მიღმა
ნელნელა გამოიკვეთება ასტრალური სხეული ცისფრად, თითქოს თამბაქოს ბოლია ისე სხეულის გარშემო. ასტრალური სხეულის მიღმა თუ გაიხედები დაინახავ სხვადასხვა ფერს - ენერგიას, რომელიც ადამიანიდან გამოდის
აურა აქვს ნებისმიერ ფიზიკურ სხეულს, რადგან ენერგია ყველაფერშია
ფერები სხვადასხვაა...

ვინც კარგად ხედავს ის ადამიანის გარშემო კვერცხის ფორმას ხედავს. კასტანედას აქვს ეს კარგად აღწერილი
და ამ ფორმაში უამრავი ფერი და არქიტიპები ირევა
მოკლედ დანარჩენს გირჩევს ინტერნეტზე წაიკითხოთ: seeing aura, aura colors და ასე შემდეგ smile.gif

QUOTE
+1 ასტრალი

სხვათაშორის ფიზიკოსებიც მაგ დასკვამდე მიდიან


რთულად მისულან ფიზიკოსები იმ დასკვნამდე, რასაც მე ადვილად მივხვდი. რატო იცი?
მე ცოტა ვიცი მათთან შედარებით. ბევრი ცოდნა ართულებს დასკვნების გამოტანას biggrin.gif

ანუ, მხოლოდ მე შემიძლია ჩემს გარშემო არსებული რეალობის შეცვლა. და თუ ესეა, ესე იგი ამ რეალობას მე ვქმნი.
აი ესე: გუბეში ზოგი დამყაყებულ წყალს ხედავს, ზოგი ვარსკვლავების ანარეკლს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Abnormalia
post Jul 20 2008, 01:04 AM
Post #100


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-July 08
Member No.: 3,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაიხარე wink.gif

სულიერი სიმშვიდე და ხალისი მემატება შენ პოსტებს რომ ვკითხულობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 04:38 PM