IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ეპილეფსია, სიმპტომები, მიზეზები, მკურ
narilla
post Jul 20 2015, 02:47 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინმესთვის შეიძლება ნაცნობი თემა იყოს, გვყავს მეგობრები, ახლობლები და ა.შ. მაგრამ შეიძლება არც შეგხებიათ. მოკლედ, მინდოდა ამაზეც ყოფილიყო თემა.

ეპილეფსია იშვიათ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, ყოველ 1000 დაბადებულზე მსოფლიოში 5-6 ეპილექტიკი მოდის, ხოლო საქართველოში იმავე რაოდენობაზე - 7-8. ხასიათდება თავისებური გამოვლინებებით, ზოგს უფრო მძიმედ გამოხატული სიმპტომები აქვს, ზოგს - შედარებით ნაკლები. განირჩევა ასევე ასაკობრივადაც ეპილეფსიის გავრცელების სიხშირე, ძირითადად გვხვდება ადრეულ ასაკში და ასევე ხანდაზმულებთან. მოსალოდნელია ასევე, რომ ადრეულ ასაკში ეპილეფსიის შეტევები უკვე მოზარდობის ასაკში გაქრეს, თუმცა ყურადღება მერეც საჭიროა, მაგალითად, ალკოჰოლისგან თავის შეკავება, კომპიუტერთან გატარებული დროის კონტროლი, მზეზე დიდხანს ყოფნისგან თავის დაცვა და ა.შ.

ასევე: ეპილეფსია ერთ-ერთი უძველესი დაავადებათაგანია



მინდა დავწეროთ ჩვენი გამოცდილება, ინფორმაცია და ყველაფერი, რაც უკავშირდება ეპილეფსიასა და მის მკურნალობას.

რაც შეეხება ზოგად მიმოხილვას, იმას, თუ რას ნიშნავს ეპილეფსია, გამოვყოფდი რამდენიმე შემთხვევას, თითოეული განსხვავდება თავისი ნიშნებითა და სიმძიმით:

ეპილეფსიური გულყრა, დიდი გულყრა [1] - ეპილეფსიის ყველაზე აშკარა კლინიკური სინდრომი. ვითარდება ცნობიერების უეცარი დახშობა, რასაც თან სდევს წონასწორობის დაკარგვა და კრუნჩხვები. თავდაპირველად ვითარდება ტონური კრუნჩხვები, რომლებიც 30-40 წამს გრძელდება, შემდეგ კრუნჩხვები რიტმულ ხასიათს ღებულობს და გადადის კლონურ კრუნჩხვებში, რომელიც გრძელდება 3-5 წუთს. კლონური კრუნჩხვების გავლის შემდეგ ავადმყოფი თანდათან გამოდის მდგომარეობიდან და გადადის ფიზიოლოგიურ ძილში. მთლიანად გულყრა 5-7 წუთს გრძელდება. გულყრიდან გამოსვლისას აღინიშნება გაბრუება და გულყრის ამნეზია.
დიდი გულყრა მიმდინარეობს კრუნჩხვებით, მცირე გულყრა - კრუნჩხვების გარეშე.

ეპილეფსიური დისფორია [2] - გუნება-განწყობილების ცვალებადობა, მერყეობა, მკვეთრად გამოხატული მიზეზის გარეშე, რომელიც შეტევით ხასიათს ატარებს. შეტევის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, ან კვირამდე შეიძლება იყოს.

ეპილეფსია რეფლექტორული [3] - ეპილეფსიური მდგომარეობის (კრუნჩხვითი გულყრის ან ხანმოკლე ფსიქოზის) განვითარება რაიმე გარეშე გამღიზიანებელი მოქმედების, მაგალითად, სინათლის, მუსიკალური მელოდიის, გარკვეული სუნის ან ტემპერატურის სწრაფი შეცვლის შედეგად.


________________________________________________________________________________
____________________

[1] ბ. სვანი, დ. ნაკაშიძე, ფსიქიატრიის განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977, 31.
[2] ბ. სვანი, დ. ნაკაშიძე, ფსიქიატრიის განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977, 32.
[3] ბ. სვანი, დ. ნაკაშიძე, ფსიქიატრიის განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977, 31.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 20 2015, 03:34 PM
Post #2


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყოველთვის მაინტერესებდა ეს ავადმყოფობა...რანაირი ავადმყოფობაა და რატო ემართებათ

ძალიან ხშირად მინახია, ჩემს თვალწინ უცბად როგორ ეცემოდნენ ძირს......... ქუჩაში,
ერთხელ ლექციაზე გოგო გავიდა დაფასთან და უცბად ისიც მოწყდა და წაიქცა....... და გაირკვა რო ეს დაავადება სჭირდა...

ძაან შერცხვა რო ასე დაემართა.... ყველას ძაან შეგვეშინდა თავიდან, გვეგონა მოკვდა...
ლექტორიც ძაან ანერვიულდა, მე რამე ხომარ ვკითხე ისე რო ბავშვმა ინერვიულაო და .ა.შ.... მოკლედ მოსულიერდა 5 წთშ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jul 20 2015, 09:47 PM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ Jul 20 2015, 03:34 PM) *
ერთხელ ლექციაზე გოგო გავიდა დაფასთან და უცბად ისიც მოწყდა და წაიქცა....... და გაირკვა რო ეს დაავადება სჭირდა...

ძაან შერცხვა რო ასე დაემართა.... ყველას ძაან შეგვეშინდა თავიდან, გვეგონა მოკვდა...
ლექტორიც ძაან ანერვიულდა, მე რამე ხომარ ვკითხე ისე რო ბავშვმა ინერვიულაო და .ა.შ.... მოკლედ მოსულიერდა 5 წთშ.


მეც მქონია მსგავსი შემთხვევა, პირადად შევესწარი, ლექციაზე ჩემი ცუდად როგორ გახდა ერთი, თუმცა ამ შემთხვევაში გულისწასვლის გამომწვევი მიზეზი ეპილეფსია არ ყოფილა, უბრალოდ გული წაუვიდა, ან არ უნდოდა სემინარის ჩაბარება biggrin.gif ახლა უკვე ვეღარ გამოვიძიებ იმდენად დიდიხნის წინ მოხდა smile.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 28 2020, 06:19 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სალამი. იძულებული ვარ დავინტერესდე ამ თემით. თუ რაიმე ინფორმაციას მომაწვდით, მადლობელი ვქინები


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post May 28 2020, 08:05 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
მე სხვადასხვა დაავადებაზე ვეძებდი ინფორმაციას, ენერგეტიკული წარმოშობის მიზეზები, ჩამოწერილიც მქონდა რა ნეგატიური ემოცია რა დაავადებებს განაპირობებს.
თუ თანდაყოლილია ეპილეფსია
აქ ცოტა შესავალს გავაკეთებ. ერთ ცხოვრებაში ჩვენ მიერ შეძენილი და განვითარებული ემოციური მდგომარეობები, გამომუშავებული თვისებები ტრანსფორმირდება და გარდაიქმნება სხვადასხვა ძალად და უნარად. არამარტო პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ენერგიად, რაც გამოვლინდება სერიოზული დაავადებების სახით შემდეგ ცხოვრებაში.
ვისაც ეპილეფსია ჭირს, ზოგადად, ის წინა ცხოვრებაში იყო ისტერიული ადამიანი, რომლისთვისაც ბევრი რამ მიუღებელი იყო, სამყარო, ცხოვრება, ადამიანები... და ნეგატიურმა ენერგიამ მიაღწია კრიტიკულ ზღვარს, რამაც განაპირობა, რომ შემდეგ ცხოვრებაში მოიტანა ასეთივე დამოკიდებულება გამოვლენილი ეპილეფსიის სახით. თვითონ სხეულის კრუნჩხვაც ამაზე მიუთითებს.
ტრადიციული მედიცინა ხედავს, რომ ტვინის რაღაც მონაკვეთები არის დაძაბული რაც იწვევს გულყრას და კრუნჩხვას. რაღაც წამლები ადუნებენ ამ მონაკვეთებს და ადამიანს უჩერდება ეს სიმპტომები. მაგრამ წამლებთან ერთად ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს ცნობიერადაც. ისწავლოს მიმღებლობა, სიმშვიდე, მოიშოროს ისტერიულობა, ზედმეტი ემოციურობა, ერიდოს ემოციური მდგომარეობების ამღგზნებ, მასტიმულირებელ საშუალებებს (ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკი)


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 28 2020, 08:44 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ექსტრასენსი მარტინ ბროფმანის წიგნი მაქვს და აღწერს ყველა დაავადებას რომელი ჩაკრის გამოა გამოწვეული. თითოეული ჩაკრა დაკავშირებულია რაღაც პრობლემასთან ცხოვრებაში.
ეპილეფსია თავის პრობლემაა და ადამიანს აქვს კრიზისები. ეპილეფსია მისი თქმით შიშით იქმნება და დაკავშირებულია სახასრარა ჩაკრასთან. ადამიანი გამოდის სხეულიდან, გამოერთვება პირველ (ძირის )ჩაკრას. ხდება ძირის პირველი და ბოლო ჩაკრების გათიშვა. ეს აფიქსირებს მის ურთიერთობას მამასთან ან რაღაც სხვა ძლიერთან.
პირველი ჩაკრა არის კავშირი დედასთან, ოჯახთან, ბოლო ჩაკრა მამასთან საერთოდ რაღაც ძლიერთან.
გაარკვიეთო,– ამბობს მარტინ ბროფმანი, დედისა და მამის ურთიერთობა, შესაძლებელია მას ვისაც ეს პრობლემა(ეპილეფსია) აქვს არ გრძნობს თავს დაცულად თავის სახლში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 29 2020, 06:43 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობები


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 01:38 PM