IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

10 Pages V  « < 7 8 9 10 >  
Reply to this topicStart new topic
> შრილა პრაპჰუპადა, აუდიო ლექციები
Atman
post Jan 3 2012, 02:59 PM
Post #161


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



“ჩვენ არ ვართ ეს სხეული”


დეჰი ნიტიამ ავადჰიო იამ
დეჰე სარვასია ბჰარატა
ტასმატ სარვანი ბჰუტანი
ნა ტვამ სოჩიუტამ არჰასი


თავდაპირველი ნაბიჯი საკუთარი თავის რეალიზაციის გზაზე არის, საკუთარი მეს, სხეულისაგან განცალკევებულ სუბსტანციად გაცნობიერება. “მე არ ვარ ეს სხეული, მე ვარ სული” ეს არის უმნიშვნელოვანესი რეალიზაცია ნებისმიერისთვის, ვინც მოწოდებულია, რომ დაძლიოს სიკვდილი და შეაბიჯოს სულიერ სამყაროში. თუმცა მხოლოდ იმის თქმა, რომ “მე არ ვარ ეს სხეული,” არ არის საკმარისი, აუცილებელია, ამის რეალურად გაცნობიერება. ეს კი, არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ეს სხეულები, არამედ ვართ წმინდა ცნობიერები, ასე თუ ისე მაინც ამ სხეულისეულ საფარში გამომწყვდეულნი ვიმყოფებით. ჩვენი ჭეშმარიტი ლტოლვა ბედნიერებისა და თავისუფლებისაკენ დაგვეხმარება დავამარცხოთ სიკვდილი, ჩვენ უნდა დავიმკვიდროთ საკუთარი თავი და დავრჩეთ ჩვენს კონსტიტუციურ მდგომარეობაში, როგორც წმინდა ცნობიერები.

სხეულისეული კონცეფციაში ცხოვრება, ჩვენი წარმოდგენა ბედნიერებაზე მსგავსია ჰალუცინაციით შეპყრობილი ადამიანის მდგომარეობისა. ზოგიერთი ფილოსოფოსის მტკიცებით, ამგვარი ჰალუცინაციური მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ერთადერთი საშუალება ყოველგვარი ქმედებისგან თავის შეკავებაა. ისინი ყოველგვარი უსიამოვნების წყაროდ მატერიალურ მოქმედებებს ასახელებენ, ასეთი მეცნიერები მოგვიწოდებენ, რომ თავი შევიკავოთ ამგვარი მოქმედებებისგან. მათთვის უმაღლესი სრულქმნა ბუდისტური ნირვანას, სრული უმოქმედობის მდგომარეობის მიღწევით ამოიწურება. ბუდა თვლიდა, რომ ეს სხეული წარმოიშვა მატერიალური ელემენტების ურთიერთქმედებით, რომელთა ერთმანეთისაგან განცალკევდება და დაშლა განაპირობებს ტანჯვის მიზეზის სრულად აღმოფხვრას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საგადასახადო დიდ პრობლემებს გვიქმნის, დიდი სახლის ფლობის გამო, ერთადერთი საშუალება ამ პრობლემის გადასაჭრელად ამ სახლის დანგრევა იქნება. თუმცა ბჰაგავად-გიტას მიხედვით ეს სხეული სულაც არ არის ყველაფერი. ამ მატერიალური ელემენტების მიღმა დგას სული, რომელსაც აქვს თვისება იყოს ცნობიერი.
ცნობიერება უარყოფა შეუძლებელია. სხეული ცნობიერების გარეშე მკვდარია. როგორც კი, ცნობიერება გადის სხეულიდან პირი კარგავს მეტყველების ძალას, თვალი ვეღარ ხედავს და არც ყურს ესმის რაიმე. ამის გაგება ბავშვისთვისაც კი საკმაოდ ადვილია. ფაქტია, რომ სხეულის სიცოცხლისუნარიანობისთვის ცნობიერება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. რას წარმოადგენს ცნობიერება? ისევე როგორც სიცხე და კვამლი არის ცეცხლის თვისება, ასევეა ცნობიერება სულის თვისება. სულის, ანუ საკუთარი ენერგია წარმოიშობა ცნობიერების ფორმით. სინამდვილეში, ცნობიერების არსებობა ამტკიცებს სულის არსებობას და ეს არ არის მხოლოდ ბჰაგავად-გიტას ფილოსოფია, არამედ ეს არის დასკვნა მთელი ვედური ლიტერატურისა.

შანკარაჩარიას იმპერსონალისტი მიმდევრები, ისევე როგორც, ვაიშნავები უფალი კრიშნას მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ხაზიდან, ცნობენ სულის ფაქტობრივ არსებობას, მაგრამ ბუდისტები ამას არ აღიარებენ. ბუდისტები ამტკიცებენ, რომ ცნობიერება წარმოიშობა მატერიის ურთიერთქმედების გარკვეულ ეტაპზე, თუმცა ამ არუმენტს აქარწყლებს ის ფაქტი, რომ თუმცა ჩვენი სხეული აგებულია, მატერიის შემდგენელი ნაწილაკებით, ჩვენ არ შეგვწევს ძალა წარმოვქმნათ მათგან ცნობიერება. შესაძლოა, მკვდარ სხეულში სრულად არსებობს მატერიალური ელემენტები, თუმცა ჩვენ, მაინც არ შეგვიძლია, მას ცნობიერება დავუბრუნოთ. ეს სხეული მანქანა არ არის. როდესაც, მანქანის ნაწილი ფუჭდება, ის შეიძლება ახლით შეიცვალოს და შესაძლებელი გახდეს მანქანის ხელახლა ამუშავბა, მაგრამ როდესაც სხეული წყვეტს ფუნქციონირებას და მისგან ცნობიერება გადის, არ არსებობს, მისი ახლით შეცვლის შესაძლებლობა და მკვდარ სხეულში ცნობიერების აღდგენა. სული განსხვავდება სხეულისაგან. სხეული სიცოცხლისუნარიანია მანამ, სანამ მასში სულია. შეუძლებელია სხეულის სიცოცხლე სულის გარეშე.

ვინაიდან, ჩვენ არ შეგვიძლია სულის შეცნობა ჩვენი დაბინძურებული გრძნობითი ორგანოებით, ჩვენ უარვყოფთ მის არსებობას. სინამდვილეში უამრავი რამ არსებობს ისეთი რისი დანახვაც არ შეგვიძლია. ჩვენ ვერ ვხედავთ ჰაერს, რადიოს ტალღებს, ანდა ბგერას, ასევე ვერ აღვიქვამთ უმცირეს ბაქტერიას ჩვენი არეული გრძნობებით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არსებობს. მიკროსკოპისა თუ სხვა ხელსაწყოების მეშვეობით, სრულიად მარტივად შეიძლება, აღვიქვათ ის, რასაც ჩვენი არასრულყოფილი გრძნობათა ორგანოებით ვერ ვხედავით. მხოლოდ იმის გამო, რომ სული, რომელსაც აქვს ატომარული ზომა, არ აღიქმება გრძნობებით, ანდა რაიმე ხელსაწყოთი, ჩვენ არ შეგვიძლია მისი არსებობის უარყოფა. სულის აღქმა შესაძლებელია მისი თვისებებით და ქმედებებით.

ბჰაგავად-გიტაში შრი კრიშნა მიუთითებს, რომ ჩვენი მთელი უბედურებანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის სხეულთან გაიგივების თანმდევი შედეგია.

მატრა-სპარშას ტუ კაუნტეია
სიტოშნა-სუქჰა-დუქჰა-დაჰ
აგამაპაიონო ნიტიას
ტამს ტიტიკშასვა ბჰარატა.


ზაფხულში შესაძლოა ჩვენ წყალთან შეხება ძალიან გვსიამოვნებს, მაგრამ ზამთარში ვერიდებით მას, რადგანაც ძალიან ცივი გვეჩვენება. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ წყალი უცვლელია, ჩვენ მას აღვიქვამთ სასიამოვნოდ ან არასასიამოვნოდ სხეულთან ურთიერთობის შესაბამისად.

ყოველგვარი შეგრძნება უბედურებისა თუ ბედნიერებისა, გამოწვეულია სხეულისგან. სხვადასხვა გარემოპირობის შესაბამისად, სხეული გრძნობს ბედნიერებას, ან უბედურებას. სინამდვილეში, ჩვენ მივისწრაფვით ბედნიერებისაკენ, რამეთუ, ის არის სულის ნამდვილი, კონსტიტიუციური მდგომარეობა. სული წარმოადგენს უზენაესი პიროვნების უმცირეს ნაწილაკს, რომელიც იწოდება “სად-ჩიდ-ანადა-ვიგრაჰა”-დ [ბ.ს. 5.1]_ ცოდნის, წყალობის და მარადიულობის განსახიერება. სინამდვილეში სახელი კრიშნა, რაც არ არის სექტანტური, ნიშნავს “უმაღლეს განცხრომას”. კრიშ ნიშნავს უმაღლესს ხოლო ნა ნიშნავს განცხრომას. კრიშნა არის განმცხრომელი და ჩვენც, ვართ რა მისი ნაწილი, მივისწრაფვით სიამოვნებისკენ. ოკეანის წვეთს აქვს იგივე შემადგენლობა, რაც მთელ ოკეანეს. და ასევე ჩვენც, რადგანაც უფლის უმცირესი ნაწილაკები ვართ, გვახასიათებს ის თვისებები, რაც მას გააჩნია. ატომარული სული, მიუხედავად, ზომით სიმცირისა, არის მთელი სხეულის მამოძრავებელი და მას საშუალებას აძლევს აღასრულოს საოცარი მოქმედებები. მსოფლიოში უამრავი ქალაქი, გზატკეცილი, ხიდი, დიდი ნაგებობანი, მონუმენტები და დიადი ცივილიზაციები არსებობს, მაგრამ ვინ არის ამ ყოველივეს შემქმნელი? ეს ყოველივე გაკეთებულია სხეულის მაცოცხლებელი უმცირესი სულის მიერ. თუ ასეთი საოცარი რამეების შექმნა შეუძლია ასეთ უმცირეს სულს, ჩვენთვის წარმოუდგენელია რა შესაძლებლობები უზენაეს სულს. უმცირესი სულისათვის სრულიად ბუნებრივია, სწრაფვა მთელი უზენაესი სულის თვისებების _ ცოდნის, წყალობის და მარადიულობის _ შეძენისაკენ, თუმცა ამ მისწრაფებებს მატერიალური სხეული ანგრევს. ინფორმაცია, იმის შესახებ თუ როგორ დაიკმაყოფილოს სულმა ეს სურვილი მოცემულია ბჰაგავად-გიტაში.

მოცემულ მომენტში, ჩვენ მარადიულობის, წყალობისა და ცოდნის მოპოვებას ვცდილობთ არასრულყოფილი მექანიზმით. ამ მიზნების მიღწევის მცდელობისას, კი მატერიალური სხეული დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ამიტომაც, ჩვენ გვმართებს გავაცნობიეროთ ჩვენი ჭეშმარიტი არსებობა სხეულის მიღმა. თუმცა, მხოლოდ თეორიული ცოდნა ამის თაობაზე, საკმარისი არ არის. ჩვენ ყოველთვის უნდა დავრჩეთ სხეულის მეპატრონედ და არა მის მონად. თუკი, კარგად ვიცით მანქანის მართვა, მის კარგად გამოყენებასაც შევძლებთ. ხოლო, თუ ეს არ ვიცით, საფრთხეში აღმოვჩნდებით უთუოდ.

სხეული შედგება გრძნობებისაგან, რომლებიც მუდამ თავიანთი ობიექტების სურვილებით არიან აღსავსე. თვალი ლამაზი ადამიანის დანახვისას გვეუბნება, “ ო, რა ლამაზი გოგონაა, რა ლამაზი ბიჭია. მოდი ვუყუროთ”. ყურები გვეუბნება “ ო, რა მშვენიერი მუსიკაა. მოდი მოვუსმინოთ მას.” ენა გვეუბნება “ ო, აქ არაჩვეულებრივი რესტორანია საუცხოო კერძებით. მოდი, შევიდეთ.” სწორედ, ამგვარად დაგვათრევენ გრძნობები ერთი ადგილიდან მეორეზე, რაც დიდ დაბნეულობას იწვევს ჩვენში.

ინდრიანამ ჰი ჩარატამ
იან მანო ‘ნუვიდიატე
ტად ასია ჰარატი პრაჯნამ
ვაიურ ნავამ ივამბჰაში.


გრძნობების კონტროლის სწავლა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. სახელწოდება “გოსვამი” ეძლევა, მას ვისაც შესწავლილი აქვს გრძნობების მართვა. გო ნიშნავს გრძნობებს, ხოლო სვამი _ მმართველს. ამგვარად, მას ვისაც შეუძლია მართოს გრძნობები, უნდა ჩაითვალოს გოსვამიდ. კრიშნა აღნიშნავს, რომ ის, ვინც საკუთარ თავს ილუზორულ მატერიალურ სხეულთან აიგივებს, არ შეუძლია, თავისი ჭეშმარიტი სულიერი პიროვნული სახე აღიქვას. სხეულისეული სიამოვნება დაუდეგარი და მათრობელია. სინამდვილეში, მისი ხანმოკლე ბუნების გამო, ჩვენ არ შეგვიძლია მისგან სიამოვნების მიღება. ჭეშმარიტი სიამოვნება სულის სიამოვნებაა და არა სხეულის. ჩვენ ისე უნდა მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, რომ არ გავერთოთ სხეულისეული სიამოვნებით. ჩვენი მიდრეკილება გართობისკენ შეუძლებელს გახდის, გავამყაროთ სხეულს მიღმა არსებული ჩვენი ნამდვილი პიროვნება.

ჰოგაიშვარია-პრაშაკტანამ
ტაიაპარტჰა-ჩეტასამ
ვიავაშაიატმიკა ბუდჰიჰ
სამადჰაუ ნა ვიდჰიატე

ტრაიგუნია-ვიშაია ვედა
ნიშტრაიგუნიო ბჰავარჯუნა
ნირდვანდვო ნიტია-სატტვა-სტჰო
ნირიოგა-კშემა ატმავან


სიტყვა ვედა ნიშნავს “ცოდნის წიგნს”. არსებობს უამრავი წიგნი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ქვეყნის, მოსახლეობის, გარემო პირობებისა თუ სხვა ფაქტორების მიხედვით. ინდოეთში ის წიგნები, რომლებშიც ცოდნაა გადმოცემული იწოდება ვედებად. დასავლეთში მას ეწოდება ძველი და ახალი აღთქმა. მაჰმადიანები არის ყურანი. რა არის ასეთი წიგნების მთავარი მიზანი? ისინი გვწვრთნიან და ამით საშუალებას გვაძლევენ, აღვიქვათ საკუთარი თავი წმინდა სულად. მათი მიზანია, შეზღუდოს ჩვენი სხეულისეული მოქმედებანი, გარკვეული წესებისა და რეგულაციების მეშვეობით, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც მორალურობის კოდექსი. მაგალითად, ბიბლიას აქვს ათი მცნება, რომელიც ჩვენი ცხოვრების რეგულირებისთვის არის გამიზნული. სხეული უნდა ვაკონტროლოთ, რათა მივაღწიოთ უმაღლეს სრულქმნას. მარეგულირებელი პრინციპების გარეშე, კი შეუძლებელია ჩვენი ცხოვრების სრულყოფა. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა წმინდა წერილებში განსხვავებული მარეგულირებელი პრინციპებია, ამის მიზეზი არის ის, რომ ისინი შეიქმნა სხვადასხვა დროს, სხავადასხვა ვითარებაში და განვითარების განსხვავებულ მენტალურ დონეზე მყოფი ადამიანებისთვის. თმცაღა, მიზანი რეგულირებული კონტროლისა ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა. შეუძლებელია მთავრობის, ანდა ცივილიზაციის წინსვლა ყოველგვარი რეგულაციის გარეშე. ზემოთ მოყვანილ ლექსში კრიშნა ეუბნება არჯუნას, რომ ვედების მთავარი დანიშნულება ბუნების სამი მოდუსის – სათნოების, ვნების და უგუნურების, კონტროლირებაა (ტრაიგუნია-ვიშაია ვედაჰ). ამგვარად, კრიშნა ურჩევს არჯუნას, რომ თავი დაიმკვიდროს როგორც სულმა, თავის ნამდვილ კონსტიტუციურ მდგომარეობაში, მატერიალური ბუნების ორმაგობის მიღმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისეთი ორმაგობები, როგორიც არის სიცხე და სიცივე, სიამოვნება და ტკივილი, წარმოიშობა გრძნობების და მათი ობიექტების ურთიერთქმედების შედეგად. სხვაგვარად რომ ითქვას, მათი წარმოშობის უმთავრესი მიზეზი სხეულთან თავის გაიგივებაა. კრიშნა მიუთითებს, რომ ისინი, ვინც სხვადასხვაგვარად ერთობიან და ძლევამოსილებით ტკბებიან, შორს არიან იმ ვედური სწავლებებისაგან, რომელნიც მსხვერპლშეწირვებისა და რეგულირებული მოქმედებების განხორციელების შედეგად ღვთაებრივ განცხრომას პირდებიან ცოცხალ არსებებს. სიამოვნების მიღება ჩვენი თანდაყოლილი უფლებაა. ვინაიდან, იგი სულის თვისებაა, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ სული მატერიალური სიამოვნებების მიღებას ცდილობს.

ყველა მიმართულია მატერიალური საგნებისაკენ სიამოვნების მისაღებად და ყველა იღებს იმ ცოდნას, რაც შეესაბამება მის განვითარების დონეს. ზოგი ქიმიკოსი ხდება, ზოგიც ფიზიკოსი, პოლიტიკოსი, მსახიობი, ან რაიმე სხვა პროფესიის წარმომადგენელი. ზოგადად, ამგვარი პროფესიების დაუფლება ითვლება განათლებად. თუმცა, როგორც კი ვტოვებთ ამ სხეულს, ყოველგვარი ასეთი ცოდნა ნადგურდება სხეულთან ერთად. წინა ცხოვრებაში შესაძლებელია, ადამიანი ძალიან დიადი სწვალული იყო, მაგრამ ამ ცხოვრებაში მას მოუწევს კვლავ მივიდეს სკოლაში და თავიდან ისწავლოს წერა-კითხვა. რა განათლებაც არ უნდა გვქონოდა მიღებული წინა ცხოვრებაში, ამ ცხოვრებაში სრულიად დავიწყებული გვაქვს იგი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვართ მარადიული ცოდნის ძიებაში, რომლის მიღებაც ამ მატერიალური სხეულით შეუძლებელია. ჩვენ ყველანი ვცდილობთ ამ მატერიალური სხეულისეული სიამოვნებანი მივიღოთ, თუმცა სინამდვილეში, სხეულისეული სიამოვნებანი არ არის ჩვენი ბუნებრივი სიამოვნება. ის ხელოვნურია სრულებით. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუკი გვსურს, გავაგრძელოთ ამგვარი ხელოვნური სიამოვნების მიღება, ვერ შევძლებთ, დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მარადიულ განცხრომაში.

სხეული უნდა მოვიაზროთ, როგორც ავადმყოფური მდგომარეობა. დაავადებულ ადამიანს არ შეუძლია, ისიამოვნოს შესაბამისად. სიყვითლით დაავადებულ ადამიანს ტკბილი შაქარყინული მწარედ მოეჩვენება, მაშინ როდესაც ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია, შეიგრძნოს მისი სიტკბოება. სწორედ ამგვარად, შაქარყინული ერთიდაიგივეა, თუმცა სხვადასხვა მდგომარეობაში ჩვენ მის გემოს სხვადასხვაგვარად შევიგრძნობთ. თუკი, არ განვიკურნებით ამ სხეულისეული კონცეფციისაგან, ჩვენ ვერ შევძლებთ, შევიგრძნოთ სულიერი ცხოვრების სიტკბოება. ამ მდგომარეობაში ჩვენ ის მწარედ მოგვეჩვენება. ამავე დროს რაც უფრო მეტ მატერიალური სიამოვნებას მივიღებთ, მით უფრო მეტად გავირთულებთ ჩვენს დასნეულებულ მდგომარეობას. ტიფით დაავადებულ პაციენტს არ შეუძლია მიიღოს მყარი საკვები, იმ შემთხვევაში თუ მას ვინმე შესთავაზებს ამგვარ საკვებს და ისიც მიირთმევს მას, ამით გაირთულებს თავის ავადმყოფობას და სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებს. თუკი, გვსურს მატერიალური არსებობის უბედურობებისაგან განთავისუფლება, აუცილებელია შევამციროთ ჩვენი სხეულისეული მოთხოვნილებანი და სიამოვნებანი.

სინამდვილეში სხეულისეული სიამოვნებანი სულაც არ წარმოადგენს სიამოვნებას. ჭეშმარიტი სიამოვნება მარადიულია. მაჰაბჰარატაში არის ასეთი ლექსი _ რამანტე იოგინო ‘ნანტე _ ის იოგები (იოგინო), რომლებიც ცდილობენ სულიერ საფეხურზე ამაღლებას, იღებენ ჭეშმარიტ სიამოვნებას (რამანტე), ამასთანავე მათი სიამოვნება არის ანანტე უსაზღვრო. ამის უმთავრეს მიზეზს კი ის ფაქტი წარმოადგენს, რომ მათი სიამოვნება დაკავშირებულია უზენაეს განმცხრომელთან (რამა), შრი კრიშნასთან. ბჰაგავანი შრი კრიშნა არის ჭეშმარიტი განმცხრომელი და ეს დადასტურებულია ბჰაგავად-გიტაშიც (5.29):

ბჰოკტარამ იაჯნა-ტაპასამ
სარვა - ლოკა - მაჰეშვარამ
სუჰრიდამ სარვა-ბჰუტანამ
ჯნატვა მამ რიჩატი.

ბჰოგა ნიშნავს განცხრომას. ჩვენი სიამოვნება მოდის მაშინ, როდესაც ვახდენთ საკუთარი თავის რეალიზაციას განმცხრომელად. ნამდვილი განმცხრომელი კი ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა და ჩვენც სწორედ ის გვანიჭებს სიამოვნებას.

მატერიალური სამყაროდან ამგვარი ურთიერთობა შესაძლებელია შევადაროთ ცოლ-ქმრის ურთიერთობას: ქმარი არის განმცხრომელი (პურუშა), ცოლი კი სიამოვნების ობიექტი (პრაკრიტი). სიტყვა პრი ნიშნავს ქალს. პურუშა, ანუ სული წარმოადგენს სუბიექტს, ხოლო პრაკრიტი, ანუ ბუნება, ობიექტს. თუმცა სიამოვნებას ინაწილებს როგორც ქმარი ისე ცოლი. როცა სახეზეა ნამდვილი სიამოვნება, არ შეიძლება განვასხვავოთ, ქმრის სიამოვნება უფრო დიდია თუ ცოლის. თუმცა, მამრობითი სქესის წარმომადგენელი ითვლება ბატონად, ხოლო მდედრობითი წარმოადგენს მის მსახურს. უფრო მაღალი მასშტაბით კი საერთოდ, არც ერთი ცოცხალი არსება არ არის განმცხრომელი.

ღმერთი გავრცელდა ბევრად და ჩვენ წარმოვადგენთ მის ექსპანსიებს. უფალი არის ერთი, ყოველგვარი მეორის არსებობის გარეშე, მან მოისურვა გავრცელებულიყო მრავლად, სიამოვნების მისაღებად. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სულაც არ არის სასიამოვნო ოთახში საკუთარ თავთან საუბარი. თუმცა, როდესაც ხუთი ადამიანი იკრიბება, ჩვენი სიამოვნებაც უფრო მაღალია, ხოლო თუკი ჩვენ კრიშნაზე ვსაუბრობთ მრავალ ადამიანთან ერთად, სიამოვნებაც უდიდესი ხდება. სიამოვნება გულისხმობს მრავალფეროვნებას. უფალი გახდა ბევრი საკუთარი სიამოვნებისთვის, ამგვარად ჩვენი მდგომარეობა წარმოადგენს სიამოვნების ობიექტს. სწორედ ეს არის ჩვენი კონსტიტუციური მდგომარეობა და აზრი ჩვენი არსებობისა. სიამოვნების მიმღებიც და სიამოვნების გამცემიც ორივე ცნობიერია, თუმცა სიამოვნების გამცემის ცნობიერება ექვემდებარება სიამოვნების მიმღების ცნობიერებას. თუმცა კრიშნა არის განმცხრომელი, ჩვენ კი განცხრომის ობიექტები, სიამოვნება შეიძლება თანაბრად განაწილდეს ყველასთვის. ჩვენი სიამოვნების სრულყოფა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ღმერთის სიამოვნების თანამონაწილენი ვიქნებით. არ არსებობს შესაძლებლობა ჩვენი დამოუკიდებელი სიამოვნებისა, სხეულისეულ საფეხურზე. მატერიალური სიამოვნება სხეულისეულ საფეხურზე უკუგდებულია ბჰაგავად-გიტაში.

მატრა-სპარას ტუ კაუნტეია
სიტოშნა-სუქჰა-დუქჰა-დაჰ
აგამაპაიანო ნიტიას
ტამს ტიტიკშვა ბჰარატა.


მატერიალური სხეული არის მატერიალური ბუნების მოდუსების ურთიერთქმედების შედეგი და ის განადგურებისთვისაა განწირული.

ანტავანტა იმე დეჰა
ნიტიაშიოკტაჰ სატირინაჰ
ანასილო პრამეიასია
ტასმად იუდჰიაშვა ბჰარატა.


შრი კრიშნა ამიტომაც, მოგვიწოდებს რომ ავმაღლდეთ არსებობის სხეულისეული კანცეფციისგან და დავმკვიდრდეთ ჩვენს ნამდვილ სულიერ ცხოვრებაში.

გუნან ეტან ატიტია ტრინ
დეჰი დეჰა-სამუდბჰავან
ჯაჰნა-მრიტიუ ჯარა-დუკჰაირ
ვიმუკტო მრიტამ აშნუტე.


იმისათვის, რომ დავიმკვიდროთ თავი წმინდა ბრაჰმა-ბჰუტას სულიერ საფეხურზე (შბ. 4.30.20), სამი მოდუსის მიღმა, ჩვენ გვმართებს წამოვიწყოთ კრიშნას ცნობიერების მეთოდი. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს საჩუქარი, კრიშნას წმინდა სახელების გალობა _ ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე/ ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე _ ამარტივებს ამ პროცესს. ამ მეთოდს ეწოდება ბჰაკტი-იოგა, ანუ მანტრა-იოგა და ის მიღებულია უდიდესი ტრანსცენდენტალისტენბის მიერ. თუ როგორ ახდენენ ტრანსცენდენტალსტები თავიანთი პიროვნების რეალიზაციას, სიკვდილსა და სიცოცხლის მიღმა, მატერიალური სხეულის მიღმა და გადადიან მატერიალური სამყაროდან სულიერ სამყაროებში, სწორედ, ეს საკითხები იქნება მომდევნო თავების განხილვის საგანი.





შრილა პრაბჰუპადა


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 5 2012, 07:23 PM
Post #162


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბჰაკტი ვიგიანა გოსვამი მაჰარაჯის ახალი ლექცია (საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ):

http://vedamedia.ru/duhovnye-uchiteli/bhak...tsiya-i-trening

ჯერ მეც არ მომისმენია, მაგრამ ალაგ-ალაგ მოვუსმინე და ძალიან საინტერესოა (როგორც სულიერი, ასევე სულისმეცნიერების თვალსაზრისით) Laie_61.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 10 2012, 08:41 AM
Post #163


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ამ დილით გადავწყვიტე საერთოდ წავიდე ამ ფორუმიდან. ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს (ახსნას ნუ მომთხოვთ).

პმ-ში ნუ მომწერთ, მაინც აღარ ვნახავ. კონტაქტის მსურველებმა შეგიძლიათ მომწეროთ აქ (ან პმ-ში, ან თემაში):

http://forum.ge/?showtopic=34102716&st=0&hl=

"გზა შინისაკენ"-ს ბოლომდე ვთარგმნი და სრულ ტექსტს დავდებ აქ:

http://forum.ge/?showtopic=34311869&st=0&hl=


ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სკაიპში: atman-123

ან ფორუმელებს გამოართვათ ჩემი ნომერი.


და რა თქმა უნდა ყოველთვის გელით კრიშნას ტაძარში smile.gif (დღესასწაულების, გურუს ჩამოსვლის და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სავარაუდოდ ზემოთმოყვანილი ფორუმის ლინკზე დავწერ ხოლმე და თუ ვინმე ამ ფორუმზეც დაწერს კარგი იქნება).

ყველას ბოდიშს გიხდით ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებისთვის. მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ! ისევ თქვენთან ვარ, ოღონდ ცოტა შორიდან! smile.gif


ჰარე კრიშნა! Laie_61.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jun 21 2012, 08:15 PM
Post #164


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



23 ივნისიდან დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში ჩატარდება დაიანანდა სვამის ლექციები! დასაწყისი 19:00-ზე, კვირას (24 ივნის) 16:00-ზე.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jul 12 2012, 01:46 PM
Post #165


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კვირას (15 ივლისს) თბილისის აშრამში ჩამოდის ბჰაქტი ვიგიანა გოსვამი მაჰარაჯი და ჩაატარებს ლექციებს რამდენიმე დღით (19 ივლისამდე). კვირას ლექცია დაიწყება 16:00-ზე, სხვა დღეებში სავარაუდოდ 19:00-ზე.



დასწრება თავისუფალია!



--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Aug 10 2012, 06:47 AM
Post #166


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს კრიშნას დაბადების დღეა. მობრძანდით აშრამში 5 საათიდან!


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Aug 10 2012, 02:51 PM
Post #167


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ამ დილით გადავწყვიტე საერთოდ წავიდე ამ ფორუმიდან. ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს (ახსნას ნუ მომთხოვთ).

პმ-ში ნუ მომწერთ, მაინც აღარ ვნახავ. კონტაქტის მსურველებმა შეგიძლიათ მომწეროთ აქ (ან პმ-ში, ან თემაში):
მერამდენედ? smile.gif))))))


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Aug 10 2012, 05:42 PM
Post #168


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Adidas @ Jul 12 2012, 01:46 PM) *
კვირას (15 ივლისს) თბილისის აშრამში ჩამოდის ბჰაქტი ვიგიანა გოსვამი მაჰარაჯი და ჩაატარებს ლექციებს რამდენიმე დღით (19 ივლისამდე). კვირას ლექცია დაიწყება 16:00-ზე, სხვა დღეებში სავარაუდოდ 19:00-ზე.



დასწრება თავისუფალია!



ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოლოდინსაც კი გადააჭარბა მისი ლექციის მოსმენამ.

მე მხოლოდ ორ კრიშნას ერთგულს მოვუსმინე, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, რო ცალ-ცალკე აღებული შევაფასო მათი ცოდნა და რაც მთავარია, გადმოცემის უნარი. ერთ რამეს აღვნიშნავ ამასთან დაკავშირებით: საერთოდ ამა თუ იმ რელიგიაში სასულიერო პირებს ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ ხომ თავიანთ რელიგიაში იყვნენ ჩახედულნი და კიდევ რაც მნიშვნელოვანია, ფანატიზმში არ გადავიდნენ. არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდა გოსვამი მაჰარაჯას ლექცია, დრო სწრაფად გავიდა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში სასიამოვნო მოსასმენი იყო მისი საუბარი, გადაჭარბების გარეშე.

ვიმედოვნებ, მის გარდა რომელიმე კრიშნას ერთგული კიდე თუ მოახდენს ჩემზე ასეთ შთაბეჭდილებას. ვვარაუდობ იმასაც, რო უფრო და უფრო მომზადებული და ავტორიტეტული მიმდევრები არიან კრიშნას ერთგულებს შორის.

კრიშნას ერთგული არ/ვერ გავხდები ეს ვიცი biggrin.gif თუმცა ფაქტია, როგორც თეისტს, კრიშნაიზმი მაინტერესებს და ჩემთან ძალიან ახლოსაცაა.

კრიშნაიდებს კი ვულოცავ კრიშნას დაბადებას. ვიცი დიდი დღესასწაული და ზეიმი გექნებათ და სწორედ ამის გამო, ალბათ ვერ წამოვალ. როცა უფრო სიმშვიდე "დაისადგურებს" აშრამში, მაშინ მინდა კიდევ დავესწრო რომელიმე გურუს ლექციას wub.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Sep 18 2012, 03:29 PM
Post #169


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კვირას (23 სექტემბერს) რადჰაშტამია (რადჰარანის მოვლინების დღე). როგორც ყოველთვის გეპატიჟებით (და ჩემს თავსაც ვეპატიჟები) დღესასწაულზე და გემრიელ პრასადზე! (16:00-დან) smile.gif





--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_13
post Sep 18 2012, 11:24 PM
Post #170


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,056
Joined: 28-June 12
Member No.: 6,848

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთი კარალიოკი ჩემ სახელზე მიუპრასადე კრიშნას.. და მერე, პირველივეს აჭამე ვისაც გარეთ გამოსულს დაინახავ. ჩემი მტელი ენერგიითაც და შენიც დაუმატე და იმ ადამიანს რო ის დღე კიდევ ერთი თვე გაყვეს იმ კარალიოკიდან მიღებული ენერგია..

smile.gif


--------------------
love the life you live,
live the life you love
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_13
post Sep 18 2012, 11:25 PM
Post #171


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,056
Joined: 28-June 12
Member No.: 6,848

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პს. მიაპრასადესთვის ბოდიში მამიხოვია )) რითმაში უფრო ჩაჯდა


--------------------
love the life you live,
live the life you love
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Mar 18 2013, 10:24 PM
Post #172


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



23-ში ლონდონელი სანიასი ჩამოდის აშრამში (დაახლოებით 1 კვირით).

27-ში დიდი დღესასწაულია (სანიასიც აქ იქნება).


სეზონი გაიხსნა! biggrin.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Mar 18 2013, 10:33 PM
Post #173


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atm@n @ Mar 18 2013, 10:24 PM) *
სეზონი გაიხსნა! biggrin.gif

წევიდა ტანცები ))))


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 18 2013, 11:28 PM
Post #174


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ა ბისპლატნაია ზაკუსკა ი ვიპივკა ბუძიტ?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Mar 19 2013, 08:15 AM
Post #175


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........

იშო კაკ ბუძიტ!


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Mar 19 2013, 09:49 PM
Post #176


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
27 ში რა ხდება ზუსტად დაწერე smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Mar 19 2013, 11:37 PM
Post #177


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



teepurple

დიდი დღესასწაულია, ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მოვლინების დღე.

+ ინგლისელი სანიასის ლექციაც იქნება. 4 საათიდან მობრძანდით!


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Mar 20 2013, 12:26 AM
Post #178


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
აშრამში მოვბრძანდე?
რამე წამოვიღო თუ როგორაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Mar 20 2013, 07:59 AM
Post #179


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



teepurple

კი აშრამში. არაფრის წამოღება არაა საჭირო.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
nakurtxi var ...
post Mar 20 2013, 07:37 PM
Post #180


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 19-March 13
Member No.: 7,061

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



uh, praphupadas ki shevchamdi axla.. tan mgoni dzaan momshivda.
Go to the top of the page
 
+Quote Post

10 Pages V  « < 7 8 9 10 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 26th April 2024 - 02:11 AM